You are on page 1of 4

ჩარლზ დარვინი

ანა ფიცხელაური

მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისელი ნატურალისტის, ჩარლზ დარვინის, მიერ


ჩამოყალიბებულმა ევოლუციის თეორიამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა
იმჟამინდელ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა თუ, ზოგადად, კაცობრიობის
აზროვნებაში.

აღსანიშნავია, რომ კრეაციონიზმისა და ტრანსფორმიზმის მიმდევართა იდეების


დაპირისპირება ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში დაიწყო, თუმცა რეალურად
დარვინადმე ვერავინ შეძლო ევოლუციის კონცეფციისა თუ მისი მამოძრავებელი
ფაქტორების ზუსტი განსაზღვრა.

ჟან ბატისტს ლამარკის, პირველი ევოლუციური თეორიის ავტორის, შეხედულებები


ასე თუ ისე მაინც კრეაციონიზმისკენ იხრებოდა. მან ორგანიზმების ისტორიულ
განვითარებას ნაკლებ სრულყოფილიდან, მეტად სრულყოფილისაკენ გრადაცია
უწოდა და მის მთავარ მიზეზად უფლისაგან ბოძებული სწრაფვა
სრულყოფილებისაკენ მიიჩნია.

ევოლუციის დარვინისეული თეორიაც ცოცხალი არსებების გარდაქმნას,


განვითარებას გულისხმობს, თუმცა ეს უკანასკნელი აბსოლუტურად შორსაა იმ
დროში გაბატონებული რელიგიური შეხედულებებისაგან. ვინაიდან, ავტორის
აზრით, უფალმა დღევანდელი სახით კი არ შექმნა სიცოცხლე, არამედ ის განვითარდა
თავისთავად დროთა განმავლობაში.

იბადება კითხვა, რელიგიური დოგმების გარეშე როგორ შეიძლება გავამართლოთ


ორგანიზმების სახეცვლილებანი, ანუ რა წარმოადგენს ევოლუციის მთავარ
მამოძრავებელ ფაქტორებს?

ჩარლზ დარვინი მრავალ მცენარესა თუ ცხოველზე ხანგრძლივი დაკვირვების


შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სახეობათა გარდაქმნა, განვითარებაში მთავარ
როლს თამაშობს: მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა და ბუნებრივი გადარჩევა.

მემკვიდრეობითობა ორგანიზმის უნარია შეინარჩუნოს და შთამომავლობას გადასცეს


წინაპრისაგან მიღებული ნიშან-თვისებები, აქვე უნდა აღინიშონს, რომ ამ ნიშან-
თვისებებზე გავლენას ვერ ახდენს საარსებო გარემო, თუმცა თაობიდან თაობაში მაინც
ვხვდებით განსხვავებულ გარეგნულ თუ „შინაგან“ მახასიათებლებს, რაც უკვე
დეენემში მომხდარი ცვილებებით არის განპირობებული და ის მოდიფიკაციისაგან
(გარემოს მიერ გამოწვეული, არამემკვიდრული ცვალებადობა) განსხვავებით
გამოწვეულია უფრო რთული პროცესებით, კერძოდ, რეკომბინაციითა და მუტაციით.

რეკომბინაცია ჩევულებრივი მოვლენაა ყველა ცოცხალი არსებისთვის.


განაყოფიერების პროცესში წარმოიქმნება ზიგოტა, რომელსაც დნმ-ის ერთი ჯაჭვი
მიღებული აქვს დედისაგან, ხოლო მეორე- მამისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ
ორგანიზმში ერთმანეთს ერწყმის ორივე მშობლისაგან მემკვიდრეობით მიღებეული
ნიშან-თვისებები. ეს კი თავის მხრივ ახალი, უნივერსალური სიცოცხლის დაბადებას
გულისხმობს..

რაც შეეხება მუტაციას, ესაა გენებში მომხდარი უეცარი, ნახტომისებური ცვლილება,


რომელიც, როგორც წესი, იშვიათად იჩენს თავს და ამასთან არ ატარებს
მემკვიდრეობით ხასიათს.

სწორედ მემკვიდრული ცვალებადობა წარმოადგენს მასალას ბუნებრივი


გადარჩევისათვის, რომმელიც შეიძლება ითქავს, რომ სახეობის ცვლილების
ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.

აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ სამყარო ერთი წუთითაც კი არ წყვეტს


„მოძრაობას“, მაგრამ მტკიცედ ნაშენებ ორგანულ სამყაროში ყველაფერი ისეთი
მარტივიც არა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბუნებაში შეზღუდული


რესურსების არსებობაა. მარტივად, რომ ვთქვათ დედამიწას არ შესწევს ძალა
გამოკვებოს ყოველი ახლად დაბადებული ორგანიზმი. ეს კი ცოცხალ არსებებს აყენებს
მუდმივ საბრძოლო მდგომარეობაში, რომელიც ძირითადად სამი სახისაა:
შიდასახეობრივი, ანუ ბრძოლა ერთი და იმავე სახეობის ინდივიდებს შორის,
სახეობათაშორისი ე.ი. სხვადასხვა სახეობის ინდივიდებს შორის და ბრძოლა
არაორგანული ბუნების არახელსაყრელ პირობებთან. ყოველივე ამას დარვინმა
ბრძოლა არსებობისათვის უწოდა, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ერთიან ჯაჭვს,
სადაც თითოეული როგოლი ერთმანეთზე სასიცოცხლოდაა დამოკიდებული და
რომელიც პირდაპირ კავშირშია ბუნებრივ გადარჩევასთან „უნდა აღინიშნოს, რომ
ტერმინს „არსებობისათვის ბრძოლა“ ფართო, მეტაფორული მნიშვნელობით ვიყენებ,
რაც გულისხმობს ცოცხალი და არაცოცხალი არსებების ერთმანეთზე
დამოკიდებულებას, და ეს ბრძოლა არა მხოლოდ ინდივიდის გადარჩენისთვის
მიმდინარეობს, არამედ, ამასთანავე, მის წარმატებისთვისაცაა შთამომავლობის
დატოვებაში“ (დარვინი 2017, 22).

დარვინი ამ შემთხვევაში მიდის ბუნებრივ გადარჩევამდე, რაც შემდეგნაირად


განიმარტება, გადარჩებიან და შთამომავლობას დატოვებენ ის ორგანიზმები,
რომლებიც უკეთ შეეგეუებიან საკუთარ საარსებო გარემოს და ამასთან წარამტებას
მიაღწევენ ზემოთხსენებულ ბრძოლის სამივე სახეობაში „როდესაც ამ ბრძოლაზე
დავფიქრდებით, თავი იმით უნდა დავიმშვიდოთ, რომ ბუნებაში ბრძოლა
უსასრულოდ არ გრძელდება, დამარცხებული მაშინვე კვდება, საბოლოოდ, მხოლოდ
ყველაზე ძლიერები, ჯანმრთელები და ბედნიერები გადარჩებიან და გამრავლდებიან“
(დარვინი 2017, 32).

უდავოდ, რომ არა კონკურენციითა და ბუნებრივი გადარჩევით დაკორექტირებული


სიცოცხლის გეომეტრიული პროგრესიით ზრდა, დედამიწა დიდი ხნის წინ
დადგებოდა კატასტროფის წინაშე.

როგორც ვხედავთ, ბუნება თავის თავის შემოქმედია. იგი თვითონ უწესებს კანონებს
საკუთარ ბინადრებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნებასაც.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უდავოა დარვინის ზოგადსაკაცობრიო


მნიშვნელობა.

დასკვნის სახით კი ვიტყოდი, რომ ჩვენს გარშემო, თავად ადამიანის ორგანიზმშიც კი


იმაზე ბევრად მეტია ევოლუციის მიერ დატოვებული ნაშთები, ვიდრე ჩვენ
წარმოგვიდგენია.
გამოყენებული ლიტერატურა

1. დარვინი ჩარლზ. “სახეობათა წარმოშობისა და არსებობისათვის ბრძოლაში


უპირატესობის მქონე სახეობის გადარჩენის შესახებ“. წიგნში შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში 2, 20-32. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა 2018.

You might also like