You are on page 1of 2

მარიამ ციხელაშვილი

,,შექსპირი“

,,შექსპირი“ პიტერ აკროიდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია, სადაც, გარდა


შექსპირის ბიოგრაფიისა, დიდი ყურადღება აქვს დათმობილი სტრატფორდისა და
ლონდონის აღწერას, პოლიტიკურ სიტუაციებს და ა.შ.

საინტერესოა, რომ ბიოგრაფია, როგორც ლიტერატურული ჟანრი, არის ძალიან


ახალგაზრდა. ეს ჟანრი თავისი ჩანასახით არის დოკუმენტური პროზა, რომელიც
რეალურ ფაქტებს ემყარება და ავტორს არ სჭირდა ტექსტის გამოგონება. ბიოგრაფიამ
განვითარება განსაკუთრებით მე-18 საუკუნიდან დაიწყო, რადგან მანამდე
ადამიანები იმ დონემდე არ ინტერესდებოდნენ სხვა კონკრეტული ადამიანის
საქმეებითა და მოღვაწეობით, რომ მათი ცხოვრება ფურცელზე გადმოეტანათ.
თავდაპირველად, როდესაც ხალხმა ბიოგრაფიების წერა დაიწყო, ძირითადად
ყურადღებას აქცევდნენ ისეთ პირებს, რომლებიც მუდმივ მოქმედებაში იყვნენ და
თავიანთი ქმედებებით გამოირჩეოდნენ, ამ მხრივ, მწერლები უკანა პლანზე იდგნენ.
რადგან ისინი არ გამოირჩეოდნენ ისეთი დიდი აქტივობით, როგორც სხვა
დანარჩენი. თუმცა, უკვე მე-19 საუკუნიდან მათაც მიაქციეს ყურადღება და დაიწყეს
მათი ცხოვრებისეული ფაქტების აღწერა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მე-18
საუკუნის ბიოგრაფია ხასიათდებოდა სწორხაზოვნებით, ადამიანები, ვის შესახებაც
ბიოგრაფიებს წერდნენ, არ მიიჩნეოდნენ ჩვეულებრივ მოკვდავებად, მათ
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდათ და რადგანაც ისინი
,,გაღმერთებულები“ ჰყავდათ, ასეთივე განწყობით იყო დაწერილი მათი
ბიოგრაფიები, ძირითადად დადებითზე იყო გამახვილებული ყურადღება, თუ
რამდენად მიუწვდომელი და სხვებისგან განსხვავებული იყო იგი. ადამიანები მათ
შესახებ ინფორმაციას ეცნობოდნენ მხოლოდ ერთი ადამიანის გადმოსახედიდან,
ჩამოწერილი იყო მხოლოდ მშრალი ფაქტები, მაგრამ რთული იყო თვითონ მისი
პიროვნების გაგება და შეცნობა. მე-18 საუკუნის ბიოგრაფიები საკმაოდ მშრალი,
ლაკონური და უბრალო იყო.

რაც შეეხება მე-19 საუკუნეში განვითარებულ ბიოგრაფიულ ჟანრს, იგი მკვეთრად


განსხვავდებოდა უწინდელისგან. ნაკლები ყურადღება ექცეოდა ადამიანის აღწერას
მხოლოდ დადებით კონტექსტში, ამას თვითონ ტექსტის დამწერი წყვეტდა,
მოყოლილი ამბებიდან თუ როგორი შთაბეჭდილება შეექმნებოდა ამა თუ იმ
ადამიანზე და როგორს აჩვენებდა საზოგადიებას. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ამ
ჟანრის ტრანსფორმაცია. ბიოგრაფიები აღარ არის მხოლოდ ფაქტების გროვა.
მწერლებს უფრო მეტი თავისუფლება და გასაქანი მიეცათ, რომ უკეთ აღეწერათ
კონკრეტული პიროვნების ცხოვრება, მოეძიათ მრავალფეროვანი ინფორმაცია და
გამოეყენებინათ სხვადასხვა მხატვრული ხერხი, რათა შეექნათ პერსონაჟის ხასიათი
და მიეტანათ ეს მკითხველამდე. სწორედ ამის შემდეგ, საზოგადოებას მიეცა
საშუალება, რომ დაენახა მისი შინაგანი მხარე. რაც შესანიშნავად მოახერხა პიტერ
აკროიდმა. მან თავის ,,შექსპირში“ საკმაოდ კარგად მოახერხა შექსპირის ხასიათისა
და პიროვნების გადმოცემა, შესაძლოა მასში საკუთარი ფანტაზიაც ჩართო, მაგრამ ეს
ნაკლებად არის მნიშვნელოვანი.

პოსტმოდერნისტულ ეპოქაში ბიოგრაფიული ჟანრი მთლად გათავისუფლდა იმ


დაწესებული შეზღუდვებისგან, რომლებსაც მე-18 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. 21-
ე საუკუნეში, ბიოგრაფიულ ჩანაწერებში ვხვდებით როგორც ფაქტებს, ასევე მწერლის
მიერ გამოგონილ ამბებს, რომლებიც ერთმანეთთან კარგად არის შერწყმული და თუ
პერსონაჟის ხასიათი კარგად არის გამოკვეთილი და გასაგებადაა აღწერილი, რთული
ხდება სინამდვილისა და გამოგონილის ერთმანეთისგან გარჩევა, რაც ბიოგრაფის
პროფესიონალიზმსა და პასუხიმგებლობაზე მეტყველებს. თვითონ აკროიდი წერდა,
რომ იგი არ არის შექსპირის ბიოგრაფიის პროფესიონალური მცოდნე, ის არის
მხოლოდ მოყვარული, რომელმაც ჩართო თავისი გონება და ეცადა შექსპირის ყველა
მხრიდან დანახებას. აკროიდი, განსხვავებით წინა საუკუნეებისა, როდესაც
ბიოგრაფები ადიდებდნენ თავიანთ პერსონაჟებს, შექპირს გვამცნობს, როგორც
უბრალო, ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს, რაც ძალიან ბუნებრივი და მისაღები
ფორმაა საზოგადოებისთვის.

You might also like