You are on page 1of 3

1) შემეცნების თეორიული საფეხური

2)სამყარო: სუფსტანცია, მონიზმი, დუალიზმი, პლურალიზმი

3)წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი.

შემეცნების თეორიული საფეხური


შემეცნების თეორიული საფეხურებია: ცნება, მსჯელობა და დასკვნა . ახლა
განვიხილოთ თითოეული. ცნება არის საგანთა გარკვეული სიმრავლის
საყოველთაო, აუცილებელი და არსებითი თვისება . ცნებას ვქმნით ჩვენ,
ადამიანები. ცნება მაშინ იქმნება , როდესაც საგნის თვისებათა ანალიზი
ყალიბდება და უმრავი თვისებებიდან მხოლოდ აუცილებელი თვისებები
გამოიყოფა, რომელთა გარეშე საგანი ვერ იარსებებს , ამის შემდეგ ამ
თვისებების სინთეზი ხდება და ახალი ნიშან-თვისებით წარმოდგება საგანი.
ამას , რა თქმა უნდა , მოჰყვება სინთეზის შედეგად მიღებული საგნის
განზოგადება ყველა მსგავსი საგნის მიმართ და ცნებაში არსებული
თვისებები იღებს საყოველთაო ხასიათს , მაგალითდ ხის ცნება ავიღოთ,
რომლითც მე შემიძლია ყველა ხე გავაერთიანო, რომელიც ახლა არსებობს და
მუდმივად იარესბებს . ცნების არსებობამ უამრავი პრობლემა გადაჭრა ,
ადამიანის გონება უფრო ეკონომიური და ეფექტური გახდა , მაგრამ ისიც
უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ცნებებით ვერ არვწერთ სამყაროს , რადგან
არასრული იქნება ეს აღწერა. ცნება წარმოდგება საგანთა სიმრავლედ,
რომელთა შორის არავითარი მიმართება და წესრიგი არ არსებობს . ეს
მხოლოდ სამყაროს აღწერის მარტივი ხერხია. ამის შემდეგ ადამიანი
ინაცვლებს მსჯელობის ეტაპზე , თვითონ მსჯელობა მარტივი, თხრობითი
წინადადებაა, რომელშიც ხდება მტკიცება ან უარყოფა რაიმე თემის შესახებ,
ამიტომ მსჯელობა ან ჭეშმარიტი იქნება , ან მცდარი. თვითონ სამყარო
გარკვეული წესრიგის მთლიანობაა, სადაც საგნებს შორის არსებობს
კანონზომიერება . სამყარო აღწერილია მსჯელობებით.

ბოლოს განვიხილოთ დასკვნა , რომელსაც მსჯელობასთან აქვს კავშირი.


დასკვნა რაღაც გარკვეული წესით აგებული მსჯელობათა კავშირია.
დასკვნას ორი წინამძღვარი აქვს და დასკვნის მეშვეობით ვასრულებთ
შემეცნების ხანგრძლივ პროცესს . დასკვნა ახალი ცოდნის მიღების წესია .
2.სამყარო:სუბსტანცია, მონიზმი, დუალობა,
პლურალიზმი.
ყველაფერს რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, აღვიქვამთ არის სამყაროს
შემადგენელი ნაწილი, მაგრამ თვითონ სამყაროს არსებობა ადამიანებს
ყოველთვის აფიქრებს . ამ თემას უკავშირდება ვალგილიუსის
გამონათქვამიც, რომ არარასგან თვითონ ღმერთიც ვერ შექმნის ვერაფერს .
ფილოსოფიაში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს კითხვა, აქვს თუ
არა სამყაროს დასაბამი, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია.

სუბსტანცია ნიშნავს ქვემდებარეს, ანუ იმას , რაც საფუძველია


მრავალგვარობის . სუბსტანცია პოპულარობით სარგებლობდა შუა
საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში. სუბსტანცია ყოველთვის
პირველმიზეზია , ხოლო ახალ დროში მისი ჩანაცვლება ხდება სუბიექტით.

მონიზმიც ასევე ფილოსოფიური მოძღვრებაა, ის ყოველივე არსებულის


საფუძვლად მხოლოდ ერთ საწყისს აღიარებს, მაგალითად მატერიალიზმი
პირველსაწყისად აღიარებს მატერიას , ხოლო იდეალიზმი ღმერთს მიიჩნებს
პირველმიზეზად. თვითონ ტერმინი უფრო დასავლური ფილოლოგიიდან
მომდინარეობს და ხშირად გვხვდება რელიგიებშიც.

აქვე განვიხილოთ დუალიზმი, რომელიც კიდევ ვიტყვი, რომ


ფილოსოფიური მოძღვრებაა, რომელიც სამყაროს საფუძვლად ორ
განსხვავებულ საწყის აღიარებს , ესენია:მატერიალური და იდეალური. და
ბოლოს ვახსენოთ პლურალიზმი, რომელიც კონკრეტულად არ გამოყობს
პირველმიზეზს და ერთდროულად აღიარებს ბევრს.

3.წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი.


წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი შეგვიძლია, რომ ასე
ჩამოვაყალიბოთ:შეუძლებელია , რომ ერთი და იგივე რამ,ერთსა და იმავე
დროს , ერთი და იგივე მიმართულებით ერთდროულად იყოს და არ იყოს
კიდევაც. კანონი გველაპარაკება ერთი და იგივე ნივთვის ან მოვლენის
შეუძლებლობაძე, ზუსტად იგივე დროს და იგივე მიმართულებით,
მაგალითად მე ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში არ შეიძლება ვიყო
მოსწავლე, მაგრამ ეს სხვადასხვა დროის მონაკვეთში შესაძლებელია, ასევეა
მიმართულებაზე, მაგალითად პიროვნება თუ ერთი მიმართულებით
შეიძლება იყოს მშენებელი მეორე მიმართულებით იგივე კი აღარ არამედ
სხვა პროფესიის იქნება . კანონი ითხოვს წინააღმდეგობის არარსებობას , რაც
ეხება როგორც აზროვნებას , ასევე სინამდვილესაც. სინამდვილესთან
მიმართებაში კანონი გვეუბნება, რომ სამყაროში შეუძლებელია რაღაც
ერთდროულად იყოს და არც იყოს , ხოლო აზროვნებასთან მიმართებაში
გვეუბნება , რომ ერთდროულად ვერ დავამტკიცებთ რაღაცას და მის
საპირისპიროს .

You might also like