Professional Documents
Culture Documents
ქიმიოთერაპია ზოგადი
ქიმიოთერაპია ზოგადი
ინფექციების ქიმიოთერაპია
მარკ ფარინგტონი
სინოფსისი
ისტორია
ანტიბაქტერიული საშუალებები.
ანტივირუსული საშუალებები.
სოკოების საწინააღმდეგო საშუალებები.
ანტიპროტოზოული საშუალებები.
ანტიჰელმინთური საშუალებები.
ვარაუდობენ, რომ წამალს იმის პრევენციაც შეუძლია, რასაც ის კურნავს, მაგრამ ეს ასე არ
არის. ეფექტური ქიმიოპროფილაქტიკა ნიშნავს ცნობილი და პროგნოზირებადი
მგრძნობელობის მქონე ერთი მიკროორგანიზმით განპირობებული ინფექციის პრევენციას
წამლის გამოყენების გზით ჯანმრთელ ადამიანში, მაგალითად: ბენზილპენიცილინის
გამოყენება A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის პრევენციისათვის. თუმცა, ხშირად
ტერმინ „ქიმიოპროფილაქტიკას“ უფრო გაფართოებულადაც იყენებენ - უკვე არსებული
ინფექციის აღკვეთის გამოსახატად.
ქიმიოპროფილაქტიკა ქირურგიაში
ქიმიოპროფილაქტიკა გამართლებულია:
როდესაც ოპერაციის მსვლელობისას მაღალია ინფიცირების რისკი საოპერაციო არის
ბაქტერიების დიდი რაოდენობით დაბინძურების გამო, მაგალითად, ქირურგიული
ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე.
როდესაც ოპერაციის მსვლელობისას დაბალია ინფიცირების რისკი, მაგრამ
ინფიცირების შემთხვევაში გამოსავალია ძალზე საშიში, მაგალითად ხელოვნური
სახსრის ან გულის სარქვლის პროთეზის დაინფიცირება.
როდესაც ინფექციის განვითარების რისკი დაბალია, მაგრამ რანდომიზირებული
კვლევებით დადასტურებულია, რომ პროფილაქტიკის სარგებელი აღემატება რისკს,
მაგალითად, გაურთულებელი თიაქრის და სარძევე ჯირკვლის ქირურგიული
ოპერაციის წინ ინფექციის პროფილაქტიკა ანტისტაფილოკოკური ვაქცინის
ერთჯერადი დოზით.
რეზისტენტობა
სუპერინფექცია
ინფექციის შენიღბვა
არჩევის პრეპარატები