You are on page 1of 11

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება თანამედროვე საოფისე პროგრამები


დაშვების წინაპირობები არ აქვს
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს
პერსონალურ კომპიუტერთან და ოპერაციულ სისტემა
,,Windows” - თან მუშაობის ცოდნა. სტუდენტმა უნდა
შეისწავლოს მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება
ინტერნეტში და საძიებო სისტემების სწორი გამოყენება.
საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის
შესწავლა, რათა შემდგომ სტუდენტს შეეძლოს: ტექსტურ
რედაქტორებთან მუშაობა, ცხრილებთან მუშაობა,
ფორმულების შედგენა და მათემატიკური გამოთვლების
შესრულება; პრეზენტაციების შექმნა, მონაცემთა
ბაზებთან მუშაობა.
სწავლების ფორმები ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც
ერთდროულად მონაწილეობენ ლექტორი და სტუდენტი.
ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის
დებულებათა იდეის გაგება,რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ
აღქმას. ამასთან,ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი
მასალის ძირითად დებულებებს, განმარტებებს,
აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია
უნდა უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი
დებულებების მეცნიერულ და ლოგიკურად
თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი დეტალებით
გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს
ლოგიკურად დასრულებული. ამასთან, ფაქტები,
მაგალითები, სქემები, ნახაზები, ცდები და სხვა
თვალსაჩინოებანი უნდა ემსახურებოდეს ლექციის იდეის
ახსნას.ლექციამ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების
დიალექტიკური პროცესის სწორი ანალიზი და უნდა
აიგოს კონკრეტულ გარემოში სტუდენტთა თავისუფალი
აზროვნების შესაძლებლობის, ძირითად მეცნიერულ
პრობლემათა შეცნობასა და გაგებაზე ორიენტირებით.
ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი ცოდნის
სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი
მუშაობით. სტუდენტს უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა
საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი და საკითხების
დამოუკიდებლად შესწავლის სურვილი, რაც
დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების
გაკეთების სტიმულირების საშუალებაა. ლექციის

1
ძირითადი დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი
წაკითხვის უფლება უნდა ენიჭებოდეს მხოლოდ
გამოცდილ პედაგოგებს, ვინაიდან მათი თეორიული
ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პედაგოგიური
ოსტატობა ლექციის მაღალ დონეზე ჩატარების გარანტიაა.
ლექციის მეთოდური საკითხების დამუშავების დროს
პედაგოგი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მასალის
გადაცემის თანმიმდევრობაზე, ლექციის სტილზე,
აუდიტორიასთან კავშირზე. ლექცია უნდა
მიმდინარეობდეს სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით,
მეთოდურ საშუალებათა და თვალსაჩინოების ფართო
გამოყენებით. თეორიული მასალა, რომელიც ლექციაზე
გადაიცემა, კარგად აღიქმება სამუშაო ჯგუფში მუშაობით,
ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით.
ლაბორატორიული მეცადინეობა უფრო თვალსაჩინოა და
ამა თუ იმ მოვლენის ან პროცესის აღქმის საშუალებას
იძლევა. ლაბორატორიაში სტუდენტი სწავლობს
ექსპერიმენტის ჩატარებას. ლაბორატორიული
მეცადინეობის დროს სტუდენტი უნდა ეუფლებოდეს
მოწყობილობათა გამართვას, რეგულირებასა და მუშაობის
რეჟიმის დადგენას. ექსპერიმენტულ სასწავლო
ლაბორატორიებში გამომუშავებული ჩვევები ლექციებზე
მოსმენილი თეორიული მასალის გააზრების საშუალებას
იძლევა.
სწავლის მეთოდები ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას
მოცემული საკითხის ირგვლივ. პედაგოგს მასალის
გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის
დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის
ფარგლებში.
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს
პედაგოგისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას
სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ
დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული
ინტერპრეტაცია.
პროექტის პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი
ხერხების ერთობლიობა, რომელიც პრობლემის
გადაწყვეტის საშუალებას იძლევა სტუდენტის
დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული
შედეგების აუცილებელი პრეზენტაციის პირობებში. ამ
მეთოდით სწავლება ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციასა
და პასუხისმგებლობას. პრეზენტაციაზე მუშაობა მოიცავს
დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და
შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის
შესაბამისად. პრეზენტაცია განხორციელებლად
ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ,
დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის
წარმოდგენილი. იგი შეიძლება შესრულდეს
ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ასევე,
ერთი საგნის ან რამდენიმე საგნის (საგანთა ინტეგრაციის)

2
ფარგლებში. დასრულების შემდეგ პრეზენტაცია
წარედგინება ფართო აუდიტორიას.
დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის
ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის
მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ
შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო
და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს.
შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია
როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის მიერ. ეს
მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო
მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ,
თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს
დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია
ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს.
ელექტრონული სწავლება (E-learning) – გულისხმობს
სწავლებას ინტერნეტითა და მულტიმედიური
საშუალებებით. იგი მოიცავს სწავლების პროცესის ყველა
კომპონენტს (მიზნები, შინაარსი, მეთოდები,
საშუალებები და სხვ.), რომელთა რეალიზება ხდება
სპეციფიკური საშუალებებით.
ლაბორატორიული მეთოდი გულისხმობს შემდეგი სახის
მოქმედებებს: ცდების დაყენება, ვიდეომასალის,
დინამიკური ხასიათის მასალის ჩვენება და სხვ.
პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა
იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-
ჩვევებს უყალიბებს. ამ შემთხვევაში სტუდენტი შეძენილი
ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა
თუ იმ მოქმედებას.
სწავლის შედეგები
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
სტუდენტს შეუძლია:
პერსონალურ კომპიუტერთან და ოპერაციულ სისტემა ,,Windows” - თან მუშაობა, საჭირო
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში და საძიებო სისტემების სწორი გამოყენება. საოფისე
პროგრამებში (Word, Excel, Power Point-ის) მუშაობა, შეუძლია ტექსტურ რედაქტორებთან მუშაობა,
ცხრილებთან მუშაობა, ფორმულების შედგენა და მათემატიკური გამოთვლების შესრულება;
პრეზენტაციების შექმნა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა.

კომუნიკაციის უნარი
შეუძლია საჯარო გამოსვლებისათვის ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება; საინფორმაციო და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება, სტუდენტს შეუძლია შექმნას ტექს-
ტური დოკუმენტები, პრეზენტაციები და ელექტრონული ცხრილები სამომავლოდ პრქტიკული
გამოყენების მიზნით.

სწავლის უნარი
შეუძლია საკუთარი ცოდნის შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრა;
დამოუკიდებლად საბაზისო ცოდნის საფუძველზე მის საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება.
შეფასების სისტემა

3
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით
გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით


გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან
არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში


მიღებული ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის


დაძლევა (შუალედური შეფასების 30 % - არანაკლებ 21 ქულა).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 9 ქულას.

 კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური


შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.
აქტივობა- 52 ქულა აქტიურობა-52 ქულა, რომელიც შედგება:
სააუდიტორიო აქტიურობა 42 ქულა
ლაბორატორიული მეცადინეობის დროს სტუდენტის
სააუდიტორიო აქტიურობა ფასდება ერთი კვირის
განმავლობაში 3 ქულით, სულ 14 ჯერ (პირველ სასწავლო
კვირას სტუდენტი არ ფასდება). 14x3=42 (მოწმდება
სალექციო მასალის ცოდნის დონე, აქტიურობის ხარისხი,
დასმული შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა,
მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან
დაკავშირების უნარი, ძირითადი და დამატებითი
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, სააუდიტორიო
დავალებების შესრულება და სხვ.)
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:
3 ქულა: სამუშაო კარგადაა შესრულებული. სტუდენტი
თავისუფლად ფლობს სავარჯიშოების შესრულების
ტექნიკას და პასუხობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას.

4
2 ქულა: სამუშაო დამაკმაყოფილებლადაა შესრულებული.
სტუდენტი პრაქტიკულად ფლობს სავარჯიშოების
შესრულების ტექნიკას, მაგრამ აღინიშნება მცირეოდენი
შეცდომები.
1 ქულა: სამუშაოს შესრულების ხარისხი სუსტია,
სტუდენტი ხარვეზებით ფლობს სავარჯიშოების
შესრულების ტექნიკას, აღინიშნება მცირეოდენი
შეცდომები.
0 ქულა: სტუდენტი ვერ ფლობს პრაქტიკული
სავარჯიშოების შესრულების ტექნიკას, პასუხი საკითხის
შესაბამისი არ არის.

საკონტროლო სამუშაო - 5 ქულა


სტუდენტი მე-12 კვირას ასრულებს MS Excel-ში ნასწავლი
ფორმულების, ფუნქციებისა და მიღებული უნარ-
ჩვევების საფუძველზე შედგენილ პრაქტიკულ დავალებას
საკონტროლოს შეფასების კრიტერიუმები:
5 ქულა: სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
მიღებული შედეგები სწორია და შესრულებულია ყველა
მოთხოვნილი წესის დაცვით.
4 ქულა: სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათ-
ვალისწინებულ განვლილ მასალას; მაგრამ მცირეოდენი
შეცდომები არის დაშვებული Excel-ის ცხრილების
ორგანიზებასა და გამოთვლების შესრულებაში.
3 ქულა: დავალება შესრულებულია საშუალო დონეზე,
არის შეცდომები გამოთვლების შესრულებაში.
2 ქულა: დავალება შესრულებულია ნაწილობრივ და არ
აქვს დასრულებული სახე.
1 ქულა: დავალება შესრულებულია სერიოზული
ხარვეზებით. მომზადებული მასალა შეიცავს უხეშ
შეცდომებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტუდენტს
ძალიან დაბალ დონეზე შეუძლია ელექტრონული
ცხრილების გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების
შესრულება.
0 ქულა: სტუდენტს პროექტი არ შეუსრულებია.

პროექტის პრეზენტაცია-5 ქულა


სტუდენტი სასწავლო კურსის განმავლობაში ამზადებს
პროექტს, რაც გულისხმობს განვლილი მასალის
ფარგლებში, Ms Word-ს, Ms PowerPoint-ის ან Ms Excel-ში
პროექტის წარმოდგენას (ნაბეჭდი სახით) და თავის
ბლოგზე ატვირთვას, რითაც მოწმდება სტუდენტის მიერ
სასწავლო მასალის ათვისების ხარისხი.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
5 ქულა: სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
პროექტში დასმული ამოცანა სრულყოფილად და მაღალ
დონეზეა გადაწყვეტილი, მიღებული შედეგები სწორია
და მათ მისაღებად გამოყენებული მეთოდებიც სწორადაა

5
შერჩეული. პროექტი შესრულებულია ყველა
მოთხოვნილი წესის დაცვით.
4 ქულა: სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათ-
ვალისწინებულ განვლილ მასალას; პროექტი
შესრულებულია კარგად, მაგრამ არის გარკვეული
ხარვეზები ამოცანის სრულყოფილად გადაწყვეტის
საკითხში. მცირეოდენი შეცდომები არის დაშვებული
Excel-ში ცხრილების ორგანიზებასა და გამოთვლების
შესრულებაში.
3 ქულა: პროექტი შესრულებულია საშუალო დონეზე,
პროექტის ყველა დეტალი არ არის გათვალისწინებული,
არის შეცდომები გამოთვლების შესრულებაში.
2 ქულა: პროექტი შესრულებულია ნაწილობრივ და არ
აქვს დასრულებული სახე. აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა მონაცემთა ანალიზის
განხორციელების დროს.
1 ქულა: პროექტი შესრულებულია სერიოზული
ხარვეზებით. მომზადებული მასალა შეიცავს უხეშ
შეცდომებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტუდენტს
ძალიან დაბალ დონეზე შეუძლია ელექტრონული
ცხრილების გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების
შესრულება.
0 ქულა: სტუდენტს პროექტი არ შეუსრულებია.
შუალედური გამოცდა-18 ქულა შუალედური გამოცდა - მაქსიმალური 18 ქულა
ტარდება მე-7 სასწავლო კვირას და ფასდება მე-6 კვირის
ჩათვლით სტუდენტის მიერ განვლილი მასალა.
შუალედურ გამოცდაზე წარმოდგენილი ბილეთი
მოიცავს 6 კვირის განმავლობაში ათვისებული მასალის
მიხედვით შედგენილ პრაქტიკულ დავალებას, სადაც
მოცემულია ყველა ის საკითხი და პრაქტიკული ცოდნის
უნარი, რაც მოეთხოვება სტუდენტს.

PowerPoint-ში შესასრულებელი პრაქტიკული დავალება 8


ქულა.
სტუდენტმა უნდა მოამზადოს 4 სლაიდიანი
პრეზენტაცია. თითოეული სლაიდის მომზადება ფასდება
2 ქულით - სულ 8 ქულა.
შეფასების კრიტერიუმებია:
 2 ქულა - სლაიდი პრეზენტაციის თემის შესაბამისია,
სლაიდების გაფორმებაში გამოყენებულია სხვდასხვა
სახის საშუალებები: ანიმაციები, სურათები და სხვ.
1 ქულა - სლაიდი პრეზენტაციის თემის შესაბამისია,
მაგრამ სლაიდების გაფორმებაში არ არის გამოყენებული
ანიმაციები, სურათები და სხვ.
0 ქულა - სლაიდი პრეზენტაციის თემის შეუსაბამოა.

Word-ში შესარულებელი პრაქტიკული დავალება 10 ქულა.


სტუდენტს ეძლევა დაუფორმატებელი ტექსტი Word-ის
ფაილის სახით და იგივე ტექსტი დაფორმატებული
ამობეჭდილი სახით (შაბლონი). სტუდენტმა Word-ის

6
დოკუმენტში უნდა მოახდინოს ტექსტის
გასწორება/დაფორმატება. შეფასების კრიტერიუმებია:
10-9 ქულა - ტექსტი დაფორმატებულია შეცდომების
გარეშე და მაქსიმალურად ემთხვევა შაბლონის სახეს
8-7 ქულა - ტექსტი დაფორმატებულია კარგად, მაგრამ
არის გარკვეული, 3-4 ხარვეზი შაბლონთან მიმართებაში
6-5 ქულა - ტექსტი დაფორმატირებულია საშუალო
დონეზე, შაბლონის ყველა დეტალი არ არის
გათვალისწინებული (დაშვებულია 5-6 შეცდომა)
4-3 ქულა - ტექსტი დაფორმატებულია ნაწილობრივ და არ
აქვს დასრულებული სახე (დაშვებულია 7-8 არსებითი
შეცდომა).
2-1 ქულა - ტექსტის დაფორმატება შესრულებულია
სერიოზული ხარვეზით (დაშვებულია 9-10 უხეში
შეცდომა)
0 ქულა - სტუდენტს ტექსტი არ დაუფორმატებია.
დასკვნითი გამოცდა-30 ქულა დასკვნითი გამოცდა - მაქსიმალური 30 ქულა.
ტარდება მე-17 ან მე-18 კვირას. დასკვნითი გამოცდის
ბილეთი შედგენილია, მთელი სემესტრის განმავლობაში
შესწავლილი თეორიული და პრაქტიკული მასალის
საფუძველზე, გარკვეული დავალებების სახით.

Word-ის დავალება 10 ქ.
სტუდენტს ეძლევა დავალება ფურცელზე ამობეჭდილი
სახით (სულ 10 დავალება, ყველა დავალებას მიწერილი
აქვს შეფსაების ქულა). თითოეული დავალება
შეფასებულია ერთი ქულით (1 ქულა დავალება ზუსტად
და სრულყოფილადაა შესრულებული; 0,5 ქულა
დავალება შეცდომებით და არასრულადაა
შესრულებული; 0 ქულა დავალება არაა შესრულებული).

Excel-ის დავალება 20 ქ.
სტუდენტს ეძლევა Excel-ის ფაილი, რომელშიც
ჩაწერილია ოთხი ცხრილი და ფურცელზე ამობეჭდილი
ინსტრუქცია დავალებების სახით. (სულ 10 მარტივი და
10 შედარებით რთული დავალება, ყველა დავალებას
მიწერილი აქვს შეფასების ქულა). მარტივი დავალების
(ფუნქციების SUM, AVERANGE, MIN, MAX და ასე შემდეგ)
გამოყენება ფასდება ერთი ქულით (1 ქულა დავალება
ზუსტად და სრულყოფილადაა შესრულებული; 0,5 ქულა
დავალება შეცდომებით და არასრულადაა
შესრულებული; 0 ქულა დავალება არაა შესრულებული)
შედარებით რთული დავალება (IF, ჩადგმული IF)
ფასდება ორი ქულით (2 ქულა - დავალება ზუსტად და
სრულყოფილადაა შესრულებული; 1 ქულა დავალება
შეცდომებით და არასრულადაა შესრულებული; 0 ქულა
დავალება არაა შესრულებული).
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. დ. სიჭინავა, მოკარნახე Microsoft Windows Microsoft
Word, თბილის, 2008წ., ცოტნე.

7
2. დ. სიჭინავა, მოკარნახე Microsoft Excel, თბილის, 2008წ.,
ცოტნე.
3. ჯ. გოჯიაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების
საფუძვლები, თბილისი, 2011
დამხმარე ლიტერატურა 1. EBSCO Host
(http://search.epnet.com)
2. Cambridge University Journals
(http://journals.cambridge.org)
3.Questia
(www.questia.com)

სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა სწავლების ფორმა სთ. თემატიკა ლიტერატურა

I ლექცია 1 ტექსტური რედაქტორი Google.docs და MS [1]116-130, 141-144 გვ


კვირა Word-ის გარემო, შრიფტებთან მუშაობა [3] 72-87 გვ.

ლაბორატორიული 2
მეცადინეობა ფაილთან მუშაობა (გაღება, შენახვა, დახურვა),
შრიფტებთან მუშაობა (გარნიტურა, ზომა,
სტილი, ფერი), მმართველი ღილაკები,
პროგრამის ინტერფეისის მოწყობა (ბრძანებები
View), ტექსტის რედაქტირება, ტექსტის
მონიშვნის მეთოდები

II ლექცია 1 ტექსტური რედაქტორი Google.docs და MS 1]128-140 გვ


კვირა ლაბორატორიული 2 Word-ში პარაგრაფებისა და ფურცლის [3] 96-113 გვ.
მეცადინეობა პარამეტრები
ფურცლის პარამეტრები (ზომა, ორიენტაცია,
ტექსტის გასწორება ფურცლის მიმართ),
აბზაცების გასწორება, აბზაცების დანომრვა,
აბზაცების გაწვრივ ნიშნაკების დასმა, აბზაცში
სტრიქონებს შორის ინტერვალის რეგულირება,
აბზაცებს შორის ინტერვალის დაყენება,
აბზაცისთვის ფონის მიცემა, აბზაცზე
კონტურის შემოვლება, მინდვრები, აბზაცის
დასაწყისისა და ბოლოს განსაზღვრა,
ბრძანებები: Columns, Watermark, Page Color,
Page Borders.
III ლექცია 1 ტექსტური რედაქტორი Google.docs და MS [1]144-150 გვ
კვირა Word-ში ობიექტებთან მუშაობა [3] 88-96 გვ.
ლაბორატორიული 2 ტექსტში სხვადასხვა ობიექტების ჩასმა (Picture,
მეცადინეობა Clip Art, Shapes, Smart Art, Word Art, Chart,
Screenshot, link, Header, Footer, Page Number,
Drop Cap, Equation, Symbol, Insert Footnote),
მონიშნული ობიექტების დამუშავება და
გაფორმება შესაბამისი ბრძანებებით, ტექსტისა

8
და მინიშნული ობიექტის
ურთიერთმიმართება,
IV ლექცია 1 ტექსტური რედაქტორი Google.docs და MS [3] 162-176 გვ.
კვირა ლაბორატორიული 2 Word-ში ცხრილების ჩასმა და დამუშავება
მეცადინეობა ცხრილის ჩასმის ბრძანებები, ცხრილში
უჯრების მონიშვნა, უჯრებში ტექსტის
გასწორება, უჯრებში ტექსტის ორიენტაციის
არჩევა, ცხრილის სვეტებისა და სტრიქონების
ზომის რეგულირება, უჯრების გაერთიანება,
უჯრების დაყოფა, ცხრილის დაყოფა,
სტრიქონებისა და სვეტების ჩასმა,
სტრიქონებისა და სვეტების წაშლა,
უჯრებისთვის ფონისა და კონტურის არჩევა,
ცხრილში ჩანაწერების სორტირება
V ლექცია 1 საპრეზენტაციო პროგრამა - PowerPoint [1] 5-83 გვ.
კვირა ლაბორატორიული 2 Microsoft PowerPoint -ის ინტერფეისი, [3] 4-18 გვ.
მეცადინეობა სლაიდების შექმნა-გაფორმება: დამატება,
წაშლა, გადაადგილება, კოპირება; ტექსტთან
მუშაობა: ტექსტური ობიექტების დამატება,
რედაქტირება, გაფორმება; სლაიდის გრაფი-
კული ობიექტებით გაფორმება (smartart, clipart,
shape, picture); ცხრილების დამატება და რედაქ-
ტირება;
VI ლექცია 1 საპრეზენტაციო პროგრამა - PowerPoint [1] 84-140 გვ.
კვირა დიაგრამებთან მუშაობა; სლაიდის [3] 20-29გვ
ლაბორატორიული 2 სტრუქტურული ნიმუშის გამოყენება; ტექსტის,
მეცადინეობა სლაიდისა და სხვა ობიექტების ანიმაცია,
ანიმაციის პარამეტრების გამოყენება და
მართვა; მოქმედებათა თანმიმდევრობის აწყობა;
სამართავი ღილაკები; პრეზენტაციის
დათვალიერების რეჟიმები; სლაიდშორისი
გადასვლებისა და დროითი ინტერვალების
დაყენება; ავტომატურად შესრულებადი პრე-
ზენტაციის (სლაიდ–ფილმის) მომზადება;
სრულეკრანიანი ჩვენების მომზადება და
მართვა; კოლონტიტულების დამატება;
პრეზენტაციის ბეჭდვა;

შუალედური 2
იხ. შეფასება
გამოცდა
VII ლექცია 1 საფოსტო ყუთის ორგანიზება - Google Drive [1]143-156 გვ.
კვირა ლაბორატორიული 2 კონტაქტები, ამოცანები; საფოსტო ყუთის [3] 30-48 გვ.
მეცადინეობა პარამეტრების განსაზღვრა და მართვა - ენის
არჩევა; ხელმოწერის შექმნა, ჭდეების (Label)
შექმნა; ფილტრის შექმნა, დანიშვნა და სხვა.
Google Drive

9
VIII ლექცია 1 ელექტრონული ცხრილები Google Spreadsheet [3] 178-184 [2] 5-56 გვ.
კვირა და MS Excel [3] 116-128, 142-145
ლაბორატორიული 2
Google Drive Spreadsheet და Microsoft Excel გვ.
მეცადინეობა
ელექტრონული ცხრილის დანიშნულება;
პროგრამების ინტერფეისი; ლენტი,
კონტექსტური ჩანართები, დიალოგურ
ფანჯრებთან მუშაობა; სამუშაო წიგნი და
სამუშაო გვერდი: ოპერაციები სამუშაო
გვერდებზე – ფორმატირება, დამატება, წაშლა,
მართვა; გადაადგილება სამუშაო გვერდისა და
წიგნის ფარგლებში (Go to Special); სამუშაო
გვერდის ელემენტები: მუშაობა სტრიქონებთან,
სვეტებთან და უჯრებთან; მონაცემთა ტიპები
(ფორმატი): ზოგადი, რიცხვითი, ფულადი,
პროცენტული, წილადური, სამეცნიერო,
ტექსტური, თარიღი და დრო, სამომხმარებლო
მონაცემთა შეტანა და ფორმატირება.
უჯრები და დიაპაზონები: მოქმედებები
უჯრათა დიაპაზონზე: დიაპაზონების
კოპირება და გადატანა; კომენტარები
უჯრებისათვის; ფორმულები: ფორმულის
ძირითადი ელემენტები, ოპერატორები და
მათი შესრულების თანმიმდევრობა,
ფორმულებთან მუშაობა: გადატანა, კოპირება;
ცხრილები Excel-ში (Insert Table)
IX ლექცია 1 ელექტრონული ცხრილები Google Spreadsheet [2]102-151 გვ.
კვირა და MS Excel [3] 130-141, 148-150
ლაბორატორიული 1 ფუნქციები ( Excel Functions ) ფუნქცია და მისი გვ.
მეცადინეობა ჩასმა ფორმულაში, ფუნქციის სინტაქსისი,
არგუმენტი; ხშირად გამოყენებადი ფუნქციები:
საკონტროლო წერა 1 Sum, Average, Count, Min, Max; უარგუმენტო
ფუნქციის ტიპები, ფუნქციები Now(), Today();
აბსოლუტური და ფარდობითი უჯრის
მისამართები.
X ლექცია 1 ელექტრონული ცხრილები Google Spreadsheet [2]102-151 გვ.
კვირა და MS Excel [3] 130-141, 148-150
ლაბორატორიული 2 გვ.
მეცადინეობა
ფორმულა IF, სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა

XI ლექცია 1 ელექტრონული ცხრილები - Google Spreadsheet [2]57- 76 გვ


კვირა 2 და MS Excel [3] 152-158 გვ.

10
ლაბორატორიული დიაგრამების შექნა და ფორმატირება:
მეცადინეობა დიაგრამების ტიპები (Column, Line, Pie, Bar,
Area, Scatter), სვეტის სტრიქონზე
დამოკიდებულების შეცვლა, ავტომატური
გაფორმება, სათაურის შექმნა და გაფორმება, X
Y Z ღერძებზე წარწერების გამოტანა და
გაფორმება, ლეგენდის გამოტანა და გაფორმება,
მონაცემების გამოტანა და გაფორმება,
დიაგრამებისა სხვადასხვა გრაფიკების
გაფორმება
XII ლექცია 1 ელექტრონული ცხრილი Excel-ში ცხრილების [2] 154-180 გვ.
კვირა დამუშავება - Google Spreadsheet და MS Excel
ლაბორატორიული 1
მეცადინეობა
საკონტროლო 1 პირობითი ფორმატირება - Conditional
Formating; მონაცემთა დახარისხება და
ფილტრაცია; სვეტების და სტრიქონების
დაჯგუფება.
ლექცია 1 ბლოგი - blogger.com (gmail სერვისი) [1]103-115გვ
XIII რეგისტრაცია და ბლოგის შექმნა. [3] 54-71 გვ.
კვირა
ბლოგის რეგისტრაცია. Blog-ზე თემის (Post)
ლაბორატორიული 2 განთავსება. ჩანაწერისთვის Hyperlink -
მეცადინეობა მინიჭება; Post-ში ვებ-გვერდიდან სურათის
ჩასმა. სურათისთვის ზომის
ადგილმდებარეობის და ტექსტში განთავსების
რეჟიმის განსაზვრა; Post-ის გამოქვეყნება; Post-
ის რედაქტირება; ბლოგზე ახალი გვერდი
(Page)-ის შექმნა. ბლოგის გარეგნული იერსახე;
ბლოგის სტრუქტურის კომპონენტები;
გაჯეტების ჩასმა; ბლოგის გაზიარება
ლექცია 1 Google Forms
XIV ლაბორატორიული 2 ინტერნეტ გამოკითხვების, რეგისტრაციის
კვირა მეცადინეობა ტესტების ფორმების შექმნა. მათი გაზიარება
სხვადასხვა მეთოდებით. შედეგების ანალიზი.
ფორმის ბლოგში ჩაშენება.
ლექცია 1 Google Forms
XV ლაბორატორიული 2 პრეზენტაციების (ნაშრომების) წარდგენა
კვირა მეცადინეობა
XVI- დასკვნითი გამოცდა 3 სთ.
XVII
კვირა
XVIII- დამატებითი გამოცდა
XIX
კვირა

11

You might also like