You are on page 1of 2

ფრაზები გალაკტიონთან

1. გალაკტიონმა მხრებით აზიდა XX საუკუნე და დაუმტკიცა


თანამედროვეებს, რომ პოეზია უდიდეს მსხვერპლს
მოითხოვს.
2. „საქართველო მუდამ იამაყებს სამი გენიოსის სახელით.
ესენი გახლავთ: რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონ
ტაბიძე. მე კი მგონია, რომ ვერც რუსთაველი და ვერც ვაჟა
გალაკტიონის უფაქიზეს შედევრებს ვერ დაწერდნენ“ -
კონსტანტინე გამსახურდია.
3. გალაკტიონი თვითშეცნობილი გენიოსი იყო. იგი
სცდებოდა იმ საზღვარს, რომელშიც კაცობრიობა იყო
მოქცეული. აკი თავადაც ამბობდა „თქვენ რომ გგონივართ
ის არ ვარ“. იგი ისე დააბიჯებდა მშობლიურ მიწაზე,
როგორც შეუცნობი სამყაროდან მოსული უცხო სტუმარი.
მისი არ ესმოდათ, მას ვერ უგებდნენ. ასევე თავად მისთვის
უცხო იყო ფუსფუსი პატარა ხალხისა. „თითქმის
ყოვლისშემძლე ხდებოდა, როდესაც კალამს აიღებდა
ხელში და ასევე ყოვლად უმწეო ჩანდა, როგორც კი
ქაღალდს გაშორდებოდა. ცდილობდა და ვერ ახერხებდა
თუნდაც უახლოესი ადამიანებისთვის გაეღო გულის
კარი“.
4. ის სხვა იყო და სხვაგან იყო, ეცადა, მაგრამ „ძირს ვერ
ჩამოვიდა“, მიწაზე ვერ დადგა ფეხი, ვერ დაგვემსგავსა,
ამიტომაც წერდა: „მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს“.
მისთვის ყველაფერი იყო პოეზია. მისით სუნთქავდა და
არსებობდა. ამის ნათელი მაგალითია თვით მისი
მოწამებრივი ჯვარცმული ცხოვრება.
5. პოეტის მთელი ცხოვრება იყო წუცილი და განუწყვეტელი
მარტოობა. მწერალთა კავშირის ერთ-ერთი შეხვედრიდან
დაბრუნებული გალაკტიონი წერდა: „მე მთელ დედამიწას
დუელში ვიწვევ“. გალაკტიონმა კარგად იცოდა, რომ
მხოლოდ მომავალი თუ შეაფასებდა და სწამდა საკუთარი
უკვდავება, პოეზიის უკვდავებისა გამო.
6. „მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით“ -
გალაკტიონი.
7. „ვინაც გაიგებს ქართულ ჩუქურთმას, ის პოეზიას ჩემსას
გაიგებს“. მისი არ ესმოდათ.
8. მარტო გალაკტიონი ეყოფოდა საქართველოს, რომ
მსოფლიოს გატოლებოდა.
9. თბილისის ქუჩებსა და ქუჩაბანდებს ახსოვს მოხეტიალე
გენია, მარტოსული, უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული
დიდი ბავშვი. აღიარებული, შეცნობილი და მაინც
შერისხული და დაწყევლილი.
10. „ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია, მე არც წარსულის,

არც მომავლის არ მეშინია“ - გალაკტიონი.

You might also like