You are on page 1of 3

,, როსტომ მანველიძე’’ - მკითხველის ამოცანა

ტექსტის კრიტიკულად შეფასება, ავტორის ბუნების შეცნება , მწერლური შესაძლებლობა -


ასახოს რეალობა, ტიპური სახეები ტიპურ გარემოში. ინტერესის შესაბამისად ავტორი
იყენებს რეალისტურ მეთოდს, სინამდვილის აღწერის თავისებურ სტრატეგიას . ავტორი
მიმართავსპერსონაჟთა მეტყველების, წერის მანერას, ბენებისა და ცხოვრების წაკითხვის
ხერხს. პერსონაჟები გამოთქვამენ გულნაკლულობას იმის გამო, რომ ,,ახალ დროებაში’’
ვერ ახერხებენთვით რეალიზაციას, საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით
სრულფასოვან, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, ყოველდღიური ყოფის
წარმართვას. პერსონაჟები ჩივიან, ემოციურად მეტყველებენ, ამავე დროს ლოგიკურად
და არგუმენტირებულად მსჯელობენ, ითხოვენ ყურადღებას, თანაგრძნობას. ,,როსტომ
მანველიზის’’ მიხედვით , ცხადი ხდება, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სხვისი
აზრის მოსმენა და აღიარება...

მკითხველი ერთი ადამიანის მაგალითზე აცნობიერებს, რა უწყობს ხელს პიროვნების


განვითარებას და რა აფერხებს მას. რას მიჰყავს ადამიანი ჭეშმარიტ სიხარულამდე და
ბედნიერებამდე. საერთო მდგომარეობა , ეპოქალური ვითარება აისახება თითოეული
მოქალაქის სულიერ მდგომარეობაზე. ყველაზე მძაფრი მოვლენა ისაა, რომ ახალმა
ვითარებამ დაარწმუნა ,,მანველიძეები’’ , რომ ისინი ქვეყნისთვის არავითარ ფასეულობას
არ წარმოადგენენ და ოდინდელი დამსახურებისა თუ საქვეყნო მამაცობის მიუხედდავად ,
ზედმეტნიც კი არიან. როსტომის ოჯახის წევრები ცრუაქტივობას, საზოგადოებაში ჩართვის
სუროგატულ მეთოდებს მისდევენ. ისინი აღიარებენ ყალბ ცრუევროპულ ცხოვრებას,
ნიღბავენ ყოფას მოჩვენებითი მხიარულებით, არისტოკრატული რიტუალების
შენარჩუნებით.წესების. ლამობენ საკუთარი შესაძლებლობების, თვითრეალიზაციის
სურვილი მეორე უკიდურესობით ვლინდება, ზერელე და მომხმარებლური
დამოკიდებულება გარემოსადმი. მანველიძის ქალიშვილები არაპატრიოტი , ფუქსავატი ,
გულგრილი, უსიყვერულო დადმიანები არიან, რომელთაცც ერთადერთი საზრუნავი აქვთ
თავიანთი დაწინაურებული სტატუსი თვითმიზნურად შენარჩუნება საზოგადოებაში .
სოფელი , მათითქმით, აღარაა მათთვის სანდო და სასურველი გარემო, თუმცა
სეზონურად, ზაფხულში კი საჭიროა სტუმრიანობისა და თავმოწონებისათვის. ამიტომ
ვიღაცამ უნდა დასდოს მას ამაგი, თვითონ კი ღვაწლის სურვილი არა აქვთ, შრომა
ეთიკილებათ, შრომის უნარ-ჩვეევებიც არ გააჩნიათ და ცხოვრების წესითა და პრინციპით
ემსგავსებიან კირილე მიმინოშვილს, რომლის სლოგანიც ასეთია: ,,სადაც კვამლი
მაღალიო, მეც იმისი მაყარიო’’. მანველიძის ქალები არ აკლდებიან არც ერთ
ღირსშესანიშნავ მოვლენას, მაშინ როცა კერადა მამა მიტოვებულ, განწირულ
მდგომარეობაში იმყოფებიან. დათია ერთადერთი ერთგული გულშემატკივარია სოფლის
საქმისა, თუმცა ისიც უკვე დაუძლურებულია, მაშ ვიღას იმედად რჩცება ქართული
სოფელი? ერთ დროს მძლავრი და ქვეყნისთვის საიმედო? ჯერ კიდევ არჩილ მეფეს
უთქვამს, ,,გლეხი კაცი დაძაბუნდა, საქაღველო გაღარიბდაო’’. ამა მეფე-პოეტი ამბობს
წიგნში ,,საქართველოს ზნეობანი’’. ,,გლეხი კაცი’’ აქ სოფელს მოიცავს, მეურნეობის
ძლიერებას, რომელსაც მიუძღვის და მართავს თავადაზნაურობა. ამ უცნაურ გარემოში
საუკუნეობით განმტკიცებული პარტნიორული, თანამშრომლობითი ურთიერთობა უფრო
იკვეთება, ვიდრე - ექსპლოატატორული და ანტაგონიზმი და კლასობრივი
დაპირისპირება, ეს უფრო რუსიფიკატორული რეჟიმის მიერ გაღვივებული შუღლის ,
,,გათიშვისა დაგაბატონების ‘’ მეთოდის შედეგია. ანალოგიური მახლობლური
დამოკიდებულება სხვადასხვა ფენის ადამიანებს შორის ჩანს ,,ვეფხისტყაოსანში ’’.
მიუხედავად კლასობრივ სუბორდინაციისა, როსტომსა და დათიას ყოველთვის
სიყვარული და მეგობრობა აკავშირებდათ. მათი სიახლოვე საუკუნეებითაა
განმტკიცებული. დათია საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია დაუძლურებული და
დაცემული, სულიერად დეგრადირებული როსტომისათვის , რომელიიც ,,გდებაში ’’
არატარებს თავის ცხოვრებას. დიალოში საუკეთესოდ ვლინდება მათი ურთიერთობა .
ჩვეულებრივ, კლდიაშვილისეულ დიალოგებში ერთი პერსონაჟი სვამს კითხვას ,
რომელზეც მას პასუხი არა აქვს ან აქვს, მაგრამ სხვისი აზრის მოსმენა სურს. სწორედ ამ
დროს იქმნება დიალოგური სიტუაცია და ეს პროცესი ისე წარიმართება , რომ მკითხველს
წარმოუდგენია არსებული დაძაბული სიტუაცია, თუმცა მწერალი, თავისი
დელიკატურობით ამსუბუქებს დრამატიზმს, თუმცა კი ვითარემა თითქმის უნუგეშო და
სასოწარკვეთილებამდეა მისული. ხშირად იუმორის, კომიზმის მეშვეობით ახერხებს
ავტორი ამ დაძაბულობის მოხსნას და ვითარების განმუხტვას, განეიტრალებას.
მართალია, მწერალი ხაზს უსვამს არსებული ვითარების სიმძიმეს და ეპოქალური
ვითარების აღქმის მომენტს, რამდენად ცდილობან მოქალაქეები ჩასწვდნენ შექმნილი
სიტუაციის არსს და რამდენად არის რეალობის ცოდნაზე დამოკიდებული მდგომარეობის
გაუმჯობესება. რაზე არიან ადამიანები ორიენტირებულნი, რა არის მათი მიზანი და
ამოცანა. რამდენად შეესატყვისება ის საქვეყნო ამოცანებს, რამდენად უპასუხებს მათი
ზნეობრივი არჩევანი გარშემომყოფთა ინტერესებსა და მოლოდინებს. როგორია
დროების განცდა. სწორია თუ არასწორი მათი დამოკიდებულება დროებისამი . რამდენად
არის ამ ცოდნასა და განცდაზე დამოკიდებული ის მდგომარეობა , რომ ვიღაც
მიტოვებულია. რამდენად უსვამს ავტორი ხაზს, რომადამიანი ნაბიჯს დგამს და ჰგონია ,
რომ მისი ქმედება საშიში არ არის ქვეყნისა და უახლოესი ადამიანებისათვის .რას იწვევს
დაუდევრობა, ნიჰილიზმი, ინფანტილიზმი, ინდიფერენტიზმი ანუ ზერლობა და
განურჩევლობა.

უნდა აღინიშნოს რომ კლდიასშვილის მხატვრული სტილის ძლიერი მხარეა კითხვის


დასმის ხელოვნება. მწერალი ყველა ნაწარმოების მიხედვით ერთ მთავარ კითხვას სვამს ,
რომელსაც ,,ქამუშაძის გაჭირვების ‘’ პერსონაჟი სონია ახმოვანებს: ,,რა ესველებათ, რა
ეშვეებათ?’’ ამ ერთ კითხვაზე მკითხველი სხვადასხვა პასუხს ისმწს სხვადასხვა
ნაწარმოების პერსონაჟების მიერ და თითქმის ყოველთვის თავს არიდებს საკუთარი
პ[ოზიციის პირდაპირ გამოხატვას, კატეგორიულ ჩარევას პერსონაჟთა არჩევანსა თუ
რწმუნებაში. ასეთ დროს ცდილობს ისევ აზნაურთა სახეები მოიშველიოს, ის კლასი ,
რომელსაც თვითონვე ეკუთვნის და რომელსაც შიგნიდანვე იცნობს. მას კონკრეტული
პიროვნებები ჰყავს და მათი ცხოვრების სურათების ჩვენებით ნელ-ნელა მივყავართ სწორ
დასკვნებამდე.

სხარტი დიალოგების , ნარატივის, მტკიცები,კითხვა-პასუხისა თუ მარადიულ პრობლემაზე


დასმული რიტორიკული შეკითხვების მეშვეობით იქმნება უნიკლური, ტიპური გარემო
კლდიაშვილის იმერული სოფელი, რომელშიც სრულად გამოვლინდება თითოეული
პერსონაჟის ინტელექტუალური და მორალური პოტენციალი. ამიტომ კლდიაშვილის
მკითხველი წინასწარ კარგად მოფიქრებული კითხვით ეცნობა მომდევნო სიუჟეტებს და
რწმუნდება ქართველი კლასიკოსის აზროვნების სიმაღლეში, ,, ქართველი სერვანტესის ’’
ფიქრი და ესთტიკური ცნობიერება სხვა სიმაღლეებისაკენ არის მიმართული და მიზნად
ისახაავს მკითხველის ლიტერატურული და სამოქალქო დონის ამაღლებას.

ნიკო ლორთქიფანიძის ,,ამაყი’’ . ,,სახელისათვის ამაყი ბრძოლა, მამულისათვის მედგარი


ბრძოლა’’/ილია ,,ქართვლის დედას’’/..

ბარათაშვილი ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დაააჩნდების,

საშვილიშვილოდ გარდაეცემის’’.

ღირებულებათა დევალვაცია.

ნონკონფორმიზმი ,,ქედუხრელნი’’; ეპიგრაფი - ,,შავთა დროთ ვერა შეცვალეს მის გული


ანდამატისა, იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვრე თავის მიწისა’’.

You might also like