You are on page 1of 6

I.ტექსტის რედაქტირება.

უძველესი საყურე, რომელიც შუამდინარეთში აღმოაჩინეს


დაახლოებით 4500 წლისაა. ვარაუდობენ, რომ საყურე ჯარისკაცს
ეკუთვნოდა და მას ჯარების სახეობის განმასხვავებელი ნიშნის
ფუნქცია უნდა ჰქონოდა. ძველ ეგვიპტეში საყურე მფლობელის მაღალ
სოციალურ სტატუსზე მიანიშნებდა, ხოლო ძველი რომაელები მას
მონებისათვის ნიშნის დასადებად იყენებდნენ. სამკაულის ფუნქცია
საყურემ ანტიკურ სამყაროშივე შეიძინა. იმ დროიდან, სიმბოლურ
დატვირთვასთან ერთად,
დიდი ყურადღება ეთმობოდა მის ესთეტიკურ მხარესაც. ყურის
გახვრეტის ტრადიციას, რომლის გავრცელებასაც ადგილი ჰქონდა
აფრიკის ტომებში, ევროპელი კოლონიზატორები ველურობის
გამოხატულებად აღიქვამდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპელ
მეზღვაურებსაც ეკეთათ ყურზე ოქროს რგოლი, რომელსაც მათთვის
განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. მეზღვაურებს სჯეროდათ,
რომ, თუკი ზღვაში დაიღუპებოდნენ და გვამს ტალღა ნაპირზე
გამორიყავდა, ოქროს საყურეს საფასურად გარდაცვლილს
ქრისტიანულ წესით დაკრძალავდნენ. XIX საუკუნეში საყურე მხოლოდ
სამკაულის დანიშნულებით გამოიყენებოდა და ძირითადად
ქალბატონებისათვის იყო განკუთვნილი. XX საუკუნის მეორე ნახევარში
საყურემ ახალი ფუნქცია შეიძინა, კერძოდ, ის მეამბოხე
ახალგაზრდებისათვის პროტესტის გამოხატულებად და
თვითდამკვიდრების ერთგვარ საშუალებად იქცა.

II. არგუმენტირებული ესე


ტექნოლოგიური საშუალებებით გადატვირთული გარემო ზღუდავს
ადამიანის წარმოსახვას, უკარგავს მას ძიებისა და ახლის აღმოჩენის
სურვილს.
დროის სვლასთან ერთად ადამიანები ვითარდებიან ,
რომელიც ტექნოლოგიების განვითარებასაც განაპირობებს.
დღესდღეობით ის ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს
თამაშობს. განვითარებულმა ტექნოლოგიებმა ადამიანებს
მისცა საშუალება, იცხოვრონ კომფორტულად და
მოსახერხებლად,მაგალითად, დღესდღეობით პროდუქტის
შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი და
ასეთი მრავალი მაგალითი არსებობს ამის
დასადასტურებლად.
ერთი შეხედვით ეს ძალიან მოსახერხებელია , თუმცა მას
მრავალი უარყოფითი მხარეც გააჩნია. ტექნოლოგიური
საშუალებებით გადატვირთული გარემო ზღუდავს ადამიანის
წარმოსახვას.
ტექნოლოგიური და სოციალური საშუალებები ერთი მხრივ,
საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ახალი იდეები, აზრები ,
გავიზიაროთ სხვა ადამიანების შექმნილი და სწორედ ამ
წყაროთი მივიღოთ ინსპირაცია,სარგებელი და
განვავითაროთ წარმოსახვა
მეორე მხრივ, ასეთი საშუალებები იწვევს ადამიანის
მიჯაჭვულობას , რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ნაკლებად
კონტაქტობს გარესამყაროსთან და იწყებს ცხოვრებას თავის
არარეალურ სივრცეში. მას ეკარგება ძიებისა და ახლის
აღმოჩენის სურვილი , ვინაიდან, სოციალური ქსელები
გვთავაზობს აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები , ვეკონტაქტოთ
ადამიანებს , შეივიძინოთ პროდუქტები,გავიცნოთ ახალი
ხალხი სახლიდან გაუსვლელად.
მეცნიერების დასკვნით ადამიანი , რომელიც მეტად
კონტაქტობს გარესამყაროსთან და ბუნებასთან უფრო დიდი
წარმოსახვის უნარი გააჩნია, რადგან ბუნება ადამიანის
ინსპირაციის მთავარი წყაროა. ვფიქრობ,რომ სწორედ ეს
არის ტექნოლოგიების დიდი უარყოფითი მხარე. იგი
ვერასდროს შეცვლის ბუნების როლს და მის ზეგავლენას
ადამიანზე.
ამრიგად, ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიებით გადატვირთული
გარემო ადამიანს თავისუფლებასა და ახლის აღმოჩენის
სურვილს აკარგვინებს, რადგან,სამწუხაროდ, ადამიანებს
კომფორტული ცხოვრება ურჩევნიათ.

III. მხატვრული ტექსტის ანალიზი


ეპიზოდში ავთანდილი , როგორც რენესანსული ტიპის
ადამიანი, შემკულია ღირსებებითა და მაღალი
ზნეობით . შერმადინთან დიალოგისას კვლავ ვხედავთ
ავთანდილის სულიერი და გონებრივი
სრულყოფილებას.
მონაკვეთის დასაწყისშივე ჩანს მისი მთავარი ღირსება,
მეგობრისათვის თავგანწირვა და ერთგულება .
მეგობრის ღალატი ავთანდილისათვის იმდენად
მიუღებელია , რომ მისთვის ღვთის მსგავს როსტევანსაც
კი მოიმდურებს, საკუთარ მიჯნურს მიატოვებს .
მიუხედავად იმისა ,რომ ავთანდილი დიდ გასაჭირშია ,
რადგან : „გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს“
იგი მაინც საღად აზროვნებს , არ ჰყვება სულიერ
განცდებს და კარგად ესმის როსტევანის წყრომის
მიზეზი : „როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;მან
არ იცის, რათა, ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა“.
აქ კიდევ ერთხელ ვხვდებით ავთანდილის გონებრივ
სრულყოფილებას, იგი წარმოთქვამს შემდეგ
წინადადებას : „ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა
ჰგმობს და აგრე ცრუობს!“ რათა დაამტკიცოს მისი
წასვლის ლოგიკური მიზეზი.
ეპიზოდშივე ვხვდებით ავთანდილისათვის სამ
უმთავრეს იდეალს, რომელიც ნამდვილ მოყვარეს უნდა
გააჩნდეს: სიახლოვის სურვილი , გულუხვობა და
მისთვის თავგანწირვა. ეს მიგვანიშნებს ავთანდილის
მაღალ ზნეობაზე და მის სიტყვის ადამიანობაზე ,
რადგან თავის იდეალებს ითვალისწინებს და ასრულებს.
ავთანდილი თავის გონიერებას და საუკეთესო
რჩევას შერმადინს უზიარებს , მას ნდობას უცხადებს და
აკისრებს მოვალეობას მართოს სამეფო. მიუხედავად
იმისა, რომ ავთანდილი თავად გასაჭირშია შერმადინს
ანუგეშებს და აწყნარებს ეს მიგვითითებს მის სულიერ
სიმტკიცეზე , რომელიც ავთანდილის ერთ-ერთი
მთავარი ღირსებაა: „თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი
მინდორთა მე რებად;
არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა
ფერებად?
გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!
ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!“
ამასთან ის , რაც ავთანდილის პერსონაჟს
ახასიათებს არის სიმამაცე და გონიერება . მან ძალიან
კარგად იცის , რომ შეიძლება ცოცხალი ვეღარც
დაბრუნდეს: „მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან
ნუ იქმ ქმნილსა.“ აღსანიშნავია,რომ მისი აზროვნება
ქრისტიანულ მორალზეა დაფუძნებული . მან იცის ,
რომ თვითმკვლელობა სატანის საქმეა და ვინც ამას
სჩადის სატანას ემსახურება.
საყურადღებოა შერმადინის მხატვრული სახეც . არ
არის გასაკვირი,რომ ავთანდილის აღზრდილი
შერმადინი მასსავით სრულყოფილია. იგი
სიხარბისაგან დაცლილია, ვინაიდან მისთვის არ
წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას სამფლობელო ,
რომელსაც ავთანდილი მას უტოვებს , არამედ ,
როგორც ავთანდილი ისიც ერთგულია:”წამიტანე
სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი!“ მას
პატრონისადმი ნამდვილი ერთგულება და სიყვარული
გააჩნია . იგი საკუთარ თავზე იღებს მოვალეობას,
რომელიც ავთანდილმა დააკისრა.
მონაკვეთი ღირებულია მხატვრული
თვალსაზრისითაც. თხრობა დინამიკურია , რაც
განპირებოებულია იმით, რომ ავთანდილი სწრაფად
რეაგირებს და იღებს ლოგიკურ გადაწყვეტილებას.
დასაწყისშივე ჩანს პერსონაჟის სულიერი განცდები და
ეფექტურია ის , რომ ავთანდილი ამ გრძნობებს თავად
გადმოგვცემს:„უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე,
ნუცა შინა!“ ასეთი განწყობა მკითხველს მისდამი
თანაგრძნობას უღვივებს.
ასევე მისი წინადადებები თავის საქციელს ლოგიკურსა
და დამაჯერებელს ხდის:”ყოვლი ცრუ და მოღალატე
ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს!“ და ის , რომ
ველად გაჭრა მიჯნურისათვის აუცილებელია :“ გაჭრა
ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!“
რუსთაველმა ავთანდილი კვლავ არტისტულ
პერსონაჟად წარმოგვიდგინა. მას შერწყმული აქვს
ავთანდილის გონიერება და არტისტიზმი : „რა
მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს! არ
ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს!
ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ
დაღონდეს. მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ
შესწონდეს!“
ამგვარად, პოემის ეს მონაკვეთი საინეტერსოა
როგორც აზრობრივი, ისე მხატვრული თვალსაზრისით.

You might also like