You are on page 1of 16

მართლწინააღმდეგობა

საქარვთელოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ქმედების შემადგენლობის


შესაბამისი მოქმედების ან უმოქმედობის დანაშაულებრივი ხასიათის გამომრიცხველ
გარემოებათა ორკვალიან სისტემას. მე-8 თავი ეძღვნება ,,მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველ გარემოებებს’’, ხოლო მე-9 თავი - ,,ბრალის გამომრიცხველ და
შემამსუბუქებელ გარემოებებს’’.

 არსებობს ორი სახის მართლწინააღმდეგობა : ფორმალური და მატერიალური.

სახელმწიფოში,მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებელი ადგენს ზოგადი


ხასიათის ქცევის სავალდებულო წესებს, ზოგიერთი მათგანი კი არის ამკრძალავი ან
სავალდებულო(მაგ: ადამიანის სიცოცხლის მოსპობის აკრძალვა) სწორედ ეს აკრძალვები და
ვალდებულებები ქმედების შემადგენლობათა ფორმით არის მოცემული სისხლის
სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში. სწორედ ამ შემადგენლობათა განხორციელება , ანუ
მათი შესაბამისი ქმედების განხორციელება წარმოადგენს ფორმალურ
მართლწინააღმდეგობას.

ქმედება მხოლოდ მაშინ არის მატერიალურად მართლსაწინააღმდეგო, როცა იგი


მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი არც ერთი გარემოებით არ შეიძლება იქნეს
გამართლებული.

ანუ, სისხლისსამართლებრივი უმართლობა არსებობს სწორედ მხოლოდ მატერიალური


მართლწინააღმდეგობის განხორციელების შემთხვევაში.

მართლწინააღმდეგობა

აღსანიშნავია, რომ მართლსაწინააღმდეგო შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანის ქცევა და იგი


აუცილებლად ობიექტურად უნდა არსებობდეს და არა ადამიანის წარმოდგენებში.

ასევე, ზოგჯერ პირმა სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის მიზნით შეიძლება დაარღვიოს


კანონი, თუმცა მისი მქედება მართლზომიერად ჩაითვალოს.

 მაგალითად ლუკამ დაარღვია ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესები და


მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან აუცილებელი მოგერიების პირობებში თავი
დაიცვა ისეთი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. ეს მოქმედება
თავდაცვის ნაწილში მართლზომიერია.

მართლწინააღმეგობის გამომრიცხავი გარემოების საფუძველზე პირის გათავისუფლება მის


გამართლებას ნიშნავს, ხოლო ბრალის გამომრიცხავი გარემოების საფუძველზე პირის
გათავისუფლება ნიშნავს მისთვის მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების
პატიებას.
ისევ მართლწინააღმდეგობაზე რომ ვისაუბროთ, ქმედება მართლსაწინააღმდეგოა მაშინ, თუ
სახეზე არ არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე შემდეგი გარემოება ,
კერძოდ : აუცილებელი მოგერიება; დამნაშავის შეპყრობა; უკიდურესი აუცილებლობა;
მართლზომიერი რისკი; თუ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც არის სახეზე, მაშინ ქმედება
ითვლება მართლზომიერად.

საინტერესოა რას ნიშნავს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობა,


განვიხილოთ იგი თითოეული პირისთვის :

(ა)ქმედების ჩამდენი პირისთვის; მას არ ეკისრება როგორც სასჯელი, ასევე სხვა


სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება, ვინაიდან სასჯელისგან განსხვავებით, ამ
ღონისძიებების დაკისრებისთვის მინიმუმ ქმედების შემადგენლობის
მართლსაწინააღმდეგოდ განხორციელება. აღნიშნული ყოველთვის არ გამორიცხავს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებას

მაგ: აუცილებელი მოგერიების ფარგლებში დამდგარი ზიანი, კერძოდ ხელმყოფისთვის


მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, ხოლო აგრესიული ანუ თავდასხმითი უკიდურესი
აუცილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება ზიანის მიმყენებლისთვის
ნებადართულია.

(ბ) თანამონაწილისთვის: იგი არ შეიძლება დაისაჯოს, რადგან დასჯადი თანამონაწილეობა


შეიძლება მხოლოდ განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

გ) დაზარალებულისთვის: მას არ აქვს მართლზომიერი ქმედების მიმართ აუცილებელი


მოგერიების უფლება. თვით დაზარალებულის ქმედება იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ ის
მართლზომიერი ქმედებისგან დაიცავს თავს და ამით სამართლებრივ სიკეთეს დააზიანებს.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებთან შედარებით ბრალის გამომრიცხველ


გარემოებებთან გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა:

(1)მართლსაწინააღმდეგოს მაგრამ არაბრალეულად მოქმედი პირის მიმართ შესაძლებელია


იძულებითი ღონისძიების გამოყენება, ვინაიდან მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა,
მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არ შეიძლება სასჯელის გამოყენება;

(2)არაბრალეული ქმედების ჩადენაში თანამონაწილეობა დასჯადია. თანამონაწილეობის


დასჯადობისთვის აუცილებელი და საკმარისია ქმედების შემადგენლობის შესაბამისი და
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ამსრულებლის მიერ. თუ არ არის ჩადენილი
ძირითადი ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ, მაშინ არც ორგანიზატორი წამქეზებელი და
დამხმარე დაისჯებიან, ხოლო ამსრულებლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების,
თუნდაც არაბრალეულად ჩადენის შემთხვევაში თითოეული მონაწილე პასუხს აგებს
საკუთარი ინდივიდუალური ბრალისთვის.
(3)არაბრალეულად მოქმედი პირის თავდასხმის მოგერიება აუცილებელი მოგერიებით
დასაშვებია. იძულებითი საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობა, მართალია გამორიცხავს
ბრალს და არა მართლწინააღმდეგობას, მაგრამ აუცილებელი მოგერიების უფლება
შეზღუდულია იძულებით მოქმედი პირის აშკარა არაბრალეულობის შემთხვევაში;

მაგალითად თუ ა აიძულებს ბ-ს მოკლას გ მაშინ ბ-ს მიმართ გ-ს ექნება აუცილებელი
მოგერიების უფლება, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება მიზნის მისაღწევად ა-ს მიმართ
საპატიებელი აუცილებელი მოგერიების განხორციელება.

მართლწინააღმდეგობა ობიექტური კატეგორიაა, რომელიც პირს სუბიექტურადაც უნდა


ჰქონდეს შეცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს
თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და, ამასთან, მომგერიებელს
სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. თუ პირი ობიექტურად იცავს თავს
რეალური ხელყოფისგან, იგი იმყოფება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში,

მიუხედავად იმისა, სუბიექტურად შეცნობილი აქვს თუ არა მისი ეს მდგომარეობა, თუმცა ამ


მოსაზრების საწინააღმდეგოდ მაინც ყურადსაღებია ის რომ პირს აუცილებლად უნდა
ჰქონდეს სუბიექტურად გააზრებული, რომ მოქმედებს აუცილებლობით გამოწვეულ
ვითარებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ.

არ არსებობს გამართლება არა მარტო გამართლების სუბიექტური ელემენტის არარსებობის,


არამედ ასევე მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ობიექტური შემადგენლობის
არსებობის გარეშე. თუ, მაგალითად პირი ფიქრობს, რომ იმყოფება აუცილებელი მოგერიების
სიტუაციაში და იგერიებს თავდამსხმელს, რომელიც მისი წარმოდგენით საფრთხეს უქმნის
მის ან სხვის სიცოცხლეს, სინამდვილეში კი არ არსებობს აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობა ან აუცილებლობით გამოწვეული მოქმედება, აუცილებელი მოგერიება
გამოირიცხება. ასეთი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო. ასეთ შემთხვევაში ბრალის
ეტაპზე უნდა დადგინდეს ე.წ. შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ვითარების
ფაქტობრივ მხარესთან დაკავშირებით.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების სტრუქტურა.

მართლწინააღმდეგობა ობიექტური კატეგორიაა, რომელიც პირს სუბიექტურადაც უნდა


ჰქონდეს შეცნობილი , ანუ , მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა
იყოს ობიექტურა ანუ რეალურად საშიში, ხოლო მომგერიებელს სუბიექტურად უნდა
ჰქონდეს თავდაცვის მიზანი.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ყველა გარემოებას აქვს ერთიანი ძირითადი


სტრუქტურა, რომელიც გულისხმობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ობიექტური
და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობას.
თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა პიროვნებას სუბიექტურად არ აქვს შეცნობილი
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობა, თეორიულად არსებობს
ორგვარი კვალიფიკაციის შესაძლებლობა :

პირველის მიხედვით, იგი დაისჯება დამთავრებული დანაშაულისთვის, ხოლო მეორე


შეხედულებით, ობიექტურად არსებული მართლზომიერი ვითარების გამო, უნდა მოხდეს
განზრახი დანაშაულის მცდელობის ანალოგიის გამოყენება.

ამ შემთხვევაში უფრო მისაღებია პირველი პოზიცია, რადგან პირი ამ დროს მოქმედებდა


აუცილებელი მოგერიების ვითარების ცოდნისა და თავდაცვის მიზნის გარეშე, რის გამოც
დამთავრებული დანაშაულის მართლწინააღმდეგობა სახეზეა.

საინტერესოა როგორია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების სუბიექტური


ელემენტის სტრუქტურა, ანუ, მაგალითად, საკმარისია მხოლოდ იმის ცოდნა, რომ არსებობს
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, თუ ასევე საჭიროა თავდაცვის სურვილი?

ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ საკმარისია მხოლოდ მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი ობიექტური სიტუაციის ცოდნა. ხოლო მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ
ცოდნასთან ერთად საჭიროა თავდაცვის სურვილიც.

 აღსანიშნავია,რომ გამართლება ვერ იარსებებს, თუ არ არებობს გამართლების


სუბიექტური ელემენტი და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ობიექტური
შემადგენლობა.

მაგალითად, თუ პირი ფიქრობს, რომ აუცილებელი მოგერიების სიტუაციაში იმყოფება და


იგერიებს თავდამსხმელს, რომელიც მისი წარმოდგენით საფრთხეს უქმნის მას,
სინამდვილეში კი არ არსებობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, პირის ქმედება
ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების კლასიფიკაცია

 მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები მიმართულია სამართლებრივი


სიკეთის ობიექტური, რეალური დაცვისკენ.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:

1) უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული გარემოებები:

ა) აუცილებელი თვითდაცვა აუცილებელი მოგერიების დროს

ბ) აუცილებელი დახმარება აუცილებელი მოგერიების დროს

გ) დეფენზიური უკიდურესი აუცილებლობა

დ) აგრესიული უკიდურესი აუცილებლობა


2) ღირებულებათა კოლიზია ინტერესთა კოლიზიის გარეშე :

ა) დაზარალებულის თანხმობა

ბ) დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა

გ) სამედიცინო სამკურნალო ხელყოფა

დ) აღმზრდელობითი ხასიათუს ხელყოფა

3) მოვალეობათა კოლიზია

4) სამოხელეო და სხვა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულება.

5) დამნაშავის და სხვა პირთა შეპყრობა, დაპატიმრება.

 აღსანიშნავია, რომ მართწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები შეიძლება


გვქონდეს ადათობრივი ( ჩვეულებითი ) სამართლის სახითაც, მაგალითად,
მასწავლებლის ან აღმზრდელის მიერ აღსაზრდელისადმი გადაადგილების უფლების
შეზღუდვა.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია: აუცილებელი მოგერიება,


დამნაშავის შეპყრობა, უკიდურესი აუცილებლობა, მართლზომიერი რისკი.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების საფუძველზე პირის განთავისუფლება


ნიშნავს მის გამართლებას, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოების საფუძველზე პირის
გათავისუფლება ნიშნავს მისთვის მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების
პატიებას.

აუცილებელი მოგერიება: (მუხლი 28)

აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც


მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის
დასაზიანებლად. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი
სიკეთის დაცვა. მომგერიებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად,
შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა.

 28 მუხლი ითვალისწინებს აუცილებელი მოგერიების 2 სახეს : აუცილებელი


თვითდაცვა და აუცილებელი დახმარება.

მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ აუცილებელი დახმარება არის აუცილებელი
მოგერიება სხვა პირის დასაცავად.

ორივე შემთხვევას საფუძვლად უდევს ე.წ. დუალისტური პრინციპი, რაც ნიშნავს


ინდივიდუალური და ზეინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთეების დაცვის
მართლზომიერებას.
თვითდაცვის პრინციპი, თავის მხრივ, წარმოადგენს ინდივიდუალური დაცვის საშუალებას
და გულისხმობს, რომ ხელყოფილ ინდივიდს აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების
პირობებში თავისი ხელყოფილი სიკეთეები შეუძლია თვითონ დაიცვას.

აქ მთავარი არის ის, რომ აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს,
რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის
დასაზიანებლად. თავდაცვის მიზანი ამ შემთხვევაში უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის
დაცვა.

აუცილებელი მოგერიებისთვის საჭირო პირობებია:

1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.

2. ხელყოფა უნდა იყოს რეალური.

3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი.

4. ხელყოფა უნდა იყოს სოციალურად მნიშვნელოვანი.

აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა ასეთია : იგი შედგება სამი ნიშნისგან : უკიდურესი


მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი.

ზოგჯერ არსებობს მეოთხე პირობაც და იგი მდგომარეობს აუცილებელი მოგერიების


უფლების სოციალურ-ეთიკურ შეზღუდვაში.

აუცილებელი მოგერიების პირველი ნიშანია- უკიდურესი მდგომარეობა, რომელიც შედგება


3 კომპონენტისგან:

ა) სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა;

ბ) ხელყოფის იმწუთიერობა;

გ) ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც გულისხმობს ხელყოფის რეალურ(ობიექტურ)


ხასიათს.

 განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

ა) სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა - ეს ნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს


ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა, რომელიც
ადამიანის აქტიური ან პასიური ქცევით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ ესა თუ ის დანაშაული შესაძლოა, რომ მოგერიების ეტაპზე არ


წარმოადგენდეს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, მაგრამ მისი მოგერიება
მაინც ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
ასევე აქ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უვარგისი მცდელობა არ წარმოადგენს ხელყოფას და არ
წარმოშობს აუცილებელი მოგერიების უფლებას, რადგან სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფა
ობიექტურად არ ემუქრება.

ბ) ხელყოფის იმწუთიერობა - ეს ნიშნავს რომ ხელყოფა უნდა იყოს უშუალოდ დაწყების


პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე. რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი
მოგერიება არ არის ნებადართული თუ იგი ხელყოფის დასრულების შემდეგ ხორციელდება.

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა გრძელდება და აუცილებელი მოგერიება არსებობს იქამდე,


სანამ, მიუხედავად დანაშაულის იურიდიულად დამთავრებისა, სამართლებრივი სიკეთის
დაზიანება ჯერ კიდევ შეიძლება გაღრმავდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების
უფლება დანაშაულის რეალურად დასრულებამდე არსებობს.

გ) ხელყოფის მართლწინააღმდეგობა - ეს გულისხმობს, რომ იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს


ცივილიზებულ სახელმწიფოთა მიერ კულტურის ნორმებით დადგენილ მართლწესრიგს.
ხელყოფა აუცილებლად უნდა იყოს რეალური,ობიექტური და არა ადამიანის წარმოდგენაში
არსებული.

 აღსანიშნავია, რომ ხელყოფის მართლწინააღმდეგობა შეიძლება განხილულ იქნეს ორი


სხვადასხვა პოზიციიდან : ხელმყოფის ან ხელყოფის მომგერიებლის პოზიციებიდან.

პირველი პოზიციის მიხედვით, ყოველი ხელყოფა მართლსაწინააღმდეგოა, თუ იგი არღვევს


ნებისმიერ სამართლებრივ ნორმას და არ არის გაბათილებული მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი ნორმით. ხელმყოფი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ მას არ აქვს ამ
ქმედების ჩადენის უფლება

მეორე პოზიციის მიხედვით, ხელმყოფი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ ხელყოფის


მომგერიებელს არ აქვს ხელყოფის თმენის ვალდებულება.

. აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანია უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება,


რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც
გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ
თავდაცვით საშუალებას.

 მაგალითად, არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო იმ შემთხვევაში, თუ


თავდაცვა ნაკლები ზიანის მიყენების გზითაა შესაძლებელი.

არის თუ არა უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება ხელყოფის მოგერიებისთვის


გათვალისწინებული აუცილებელი თავდაცვა უნდა განისაზღვროს 2 კრიტერიუმით:
პირველი იმით, რომ დაცვის საშუალებამ უნდა აღკვეთოს ან შეასუსტოს ხელყოფა, ხოლო
მეორე არის ის ,რომ თავდამცველი უფლებამოსილია გამოიყენოს დაცვის ეფექტური
საშუალება.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ხელყოფისგან დაცვის დროს შეგნებულად გამოიყენებს საშიშ
საშუალებას, მაშინ როცა შეუძლია უფრო მსუბუქის გამოყენება, მაშინ მისი გამართლება
შეუძლებელი იქნება. ასეთი შემთხვევა ცნობილია ,,ინტენსიური ექსცესის’’ სახელით. ამ
დროს პირი ახდენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას. სსკ-ის 113-ე
მუხლით, ეს შემთხვევა გვაძლებს მკვლელობის პრივილეგიურ შემადგენლობას.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პირს აუცილებელი


მოგერიების უფლებას არ უსპობს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შეუძლია გაქცევით ან
სხვა ქცევით თავიდან აიცილოს ხელყოფა,.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ შეიძლება აუცილებელი მოგერიების დროს ზიანი მიადგეს


მესამე პირთა სამართლებრივ სიკეთეს, როცა მას თავდამსხმელი იყენებს , რადგან ის არის
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შემადგენელი ნაწილი.

მესამე ეტაპი არის აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტის არსებობა,

კერძოდ, მომგერიებლის მიერ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დამაფუძნებელი


გარემოებების ცოდნა და შესაბამისად, თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის
სურვილი.

აუცილებელი მოგერიების სუბიექტურ მხარესთან დაკავშირებით არსებობს 3 შეხედულება :

1) მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს გამართლების სუბიექტური ელემენტის არსებობას,


2) საკმარისად მიიჩნევს აუცილებელი მოგერიების სიტუაციის მხოლოდ ცოდნას,
3) , გაბატონებული პოზიცია მოითხოვს ცოდნისა და ნებელობის ერთდროულად
არსებობას.

 კანონმდებლის პოზიციიდან გამომდინარე, აუცილებელი მოგერიების ორი სახე :


აუცილებელი თვითდაცვა და აუცილებელი დახმარება სწორედ სუბიექური
ელემენტის შინაარსით განსხვავდება ერთმანეთისგან.

სისხლის სამართალში განვითარდა ე.წ. ,,თავდაცვის ორმაგი ნების თეორია’’ ,რომლის


შინაარსიც მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელი მოგერიების დროს, თუ იგი
ხორციელდება აუცილებელი დახმარების ფორმით, ხელყოფის უშუალო მომგერიებელს
უნდა ჰქონდეს სხვა პირის დაცვის სურვილი და იგი უნდა მოქმედებდეს პირის ნამდვილი
ნების საწინააღმდეგოდ, რომელსაც უშუალოდ შეეხება ხელყოფა.

როგორც ვიცით, აუცილებელი მოგერიების ორი კომპონენტის : ობიექტურისა და


სუბიექტურის ერთობლიობას აქვს თავისი სამართლებრივი შედეგები. აუცილებელი
მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს ხელყოფა და სუბიექტურად პირს უნდა
ჰქოდნეს ხელყოფისგან თავდაცვის მიზანი.
 მაგალითად, ა-ს მოკვლის განზრახვით მიუახლოვდა ბ. ამის შესახებ ა-მ არ იცოდა და
ბ-ს ხულიგნური ქვენაგრძნობით მოკლავს.

ობიექტურად სახეზეა თავდასხმის მოგერიება,მაგრამ სუბიექტურად ა-ს არ ჰქონდა


თავდაცვისმიზანი. ამიტომ ეს შემთხვევა წარმოადგენს განზრახ მკვლელობას ხულიგნური
ქვენაგრძნობით.

სისხლის სამართლის კანონმდებლობა იცნობს აუცილებელი მოგერიების ფარგლების


გადაცილების ინსტიტუტსაც. მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი
ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მკვლელობისათვის აუცილებელი მოგერიების
ფარგლების გადაცილებით. პირმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს შეიძლება
გადააცილოს შიშით, დაბნეულობით ან სხვა ექსტრემალური სიტუაციის გამო. თუ პირმა
აუცილებელი მოგერიების ფარგლებს განზრახ გადააცილა, გვექნება განზრახი მკვლელობა.

 აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ


თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

მაგ: რ . ცემის მიზნით თავს დაესხა ბ . - ს . ბ . - მ შეშინებულმა ამოიღო ჯიბიდან დანა და


მისი გამოყენებით მოკლა რ . ამ შემთხვევაში ბ . - ს ქმედება შეიცავს აუცილებელი
მოგერიების ფარგლების გადაცილებას .

ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა


სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს
მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი
დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ქონებრივი სამართლებრივი სიკეთს დაცვის უფლება აუცილებელი მოგერიების დროს.

აუცილებელი მოგერიების დროს სამართლებრივი დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს როგორც


პიროვნება, ასევე ქონებრივი სამართლებრივი სიკეთე.როცა თავდასხმა ხდება ქონებრივ
სიკეთეზე, აუცილებელი მოგერიების ფარგლები შეზღუდულია 1950 წლის ევროპული
კონვენციის მეორე მუხლის მე-2 აბზაცით, რაც გულისხმბს, რომ აკრძალულია მატერიალური
სიკეთის გადარჩენის მიზნით გამიზნული მკვლელობა.

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლიდან გამომდინარეობს ამ ნორმის ინტერპრეტაცია და იგი


იცავს სიცოცლის უფლებას, თუმცა მის დაცვას სახელმწიფოს ავალდებულებს.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად კი გერმანული დოქტრინა, შესაძლებლად მიიჩნევს


ფიზიკური პირის მიერ აუცილებელი მოგერიების დროს ქონებრივი სამართლებრივი
სიკეთის გადარჩენის მიზნით თავდამსხმელის სიცოცხლის მოსპობას, რადგან მიიჩნევს, რომ
კონვენციის მე-2 მუხლით მხოლოდ სახლემწიფოს სახელით მოქმედი მოხელეები და მათთან
გათანაბრებული პირები არიან შებოჭილები.

სისხლის სამართლის დოგმატიკაში 3 სხვადასხვა თეორია განვითარდა :

1) აბსოლუტური თეორიის მიხედვით, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 აბზაცი


მოქმედებს ნებისმიერი პირისთვის და კრძალავს ადამიანის მატერიალური სამართლებრივი
სიკეთის დასაცავად;

2) დაცვის უფლების თეორიით, რომელიც გაბატონებულია, ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ


სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობაში;

3) თანხვედრის თეორიის მიხედვით, ორივე შემთხვევაში მოქმედებს ერთი და იგივე წესი და


კონვენცია არ კრძალავს ადამიანის მოკვდინებას მატერიალური სამართლებრივი სიკეთის
დასაცავად, თუმცა, ასევე, განზრახ სიცოცხლის მოსპობის დროს მოქმედებს აუცილებელი
მოგერიების უფლების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები.

ქართული სსკ-ის 28-ე მუხლი არ აკონკრეტებს რომელიმე თეორიას, თუმცა სავარაუდოდ


უპირატესობა დაცვის უფლების თეორიას უნდა მივანიჭოთ.

საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან აუცილებელი მოგერიების უფლების


გამოყენების შეზღუდვა

ამ საკითხზე რამდნეიმე თეორია არსებობს :

1) პრობლემის სისხლისსამართლებრივი გადაწყვეტის მიხედვით - წმინდა


სისხლისსამართლებრივი თეორია - იგი გულისხმობს, რომ ისევე როგორც ყველა პირს,
საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელსაც აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება,
რადგან ის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მოგერიების დროს თავდამსხმელის
მოგერიების მართლზომიერების პირობებით იმაზე მეტად არ შეიძლება იყოს შეზღუდული,
ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.

2) პრობლემის პოლიციურ-სამართლებრივი გადაწყვეტის მიხედვით- წმინდა


საჯაროსამართლებრივი თეორია - იგი გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში მყოფ პირს
სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს არ შეუძლია იმოქმედოს
აუცილებელი მოგერიებით.

3) პრობლემის გადაწყვეტის დიფერენცირებული თეორიის მიხედვით, თუ საჯარო


ხელისუფლების წარმომადგენელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების
დროს მოქმედებს აუცილებელი მოგერიების ზოგადი უფლებით, იგი მოქმედებს არა როგორც
საჯარო ხელიფულების წარმომადგენელი, არამედ როგორც კერძო ფიზიკური პირი. ამ
თეორიით არ შეიძება თვითდაცვის უფლება ვინმეს წაერთვას.
4) პრობლემის შეზღუდული სისხლისსამართლებრივი გადაწყვეტა - თვითდაცვის
თეორია - იგი გულისხმობს, რომ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროს
საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი მოქმედებს საჯარო-სამართლებრივი
კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, რომელიც ეფუძნება თანაზომიერების
პრინციპს.

 ერთადერთი გამონაკლისი ისა არის როცა საჯარო ხელისუფლების წარმომადგენეი


პირი აუცილებელ მოგერიებას იყენებს საკუთარი სამართლებრივი სიკეთის
გადასარჩენად .

ამ პოზიციის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების დროს აუცილებელი თვითდაცვისა და


სხვისთვის აუცილებელი დახმარების შემთხვევები განსხვავებულად განიხილება.

აუცილებელი მოგერიების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები

1) უმნიშვნელო ხელყოფა ,ისევე როგორც თავდაცვისა და თავდასხმის ხასიათისა და და


საშიშროების აშკარა ურთიერთშეუსაბამობა . მაქსიმალურად ზღუდავს ან საერთოდ
გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების უფლებას. ამ დროს ხელყოფა უნდა იყოს
სამართლებრივი სიკეთის არსებითი დაზიანების გარეშე .

2 ) არაბრალუნარიანი ,შერაცხადი პირის მხრიდან ხელყოფის დროს აუცილებელი


მოგერიების უფლება შეზღუდულია . პირი ასეთ თავდასხმას შეძლებისდაგვარად უნდა
განერიდოს და ხელმყოფის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს მეტი თავდაცვითი ვიდრე
აგრესიული მოქმედებები .

ბავშვის ქმედება , ფსიქიკურად შეშლილის ან მთვრალი ადამიანის

3) როცა ხელყოფა ხდება ახლო სოციალურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანის მიერ, ოჯახურ
სფეროში და ადგილი აქვს მსუბუქ დაზიანებას , აუცილებელი მოგერიების უფლება
შეზღუდულია . ამ დროსაც პირი უნდა მოერიდოს ზიანის მიყენებას და უნდა გაერიდოს
სიტუაციას და უნდა გამოიყენოს თავდაცვითი საშუალება .

4) აუცილებელი მოგერიების გამიზნული და შეგნებული პროვოკაცია არ იძლევა


აუცილებელი მოგერიების უფლებას . საკმარისია რომ ასეთი პროვოკაცია გამოიხატოს
გინებით ან უწმაწური სიტყვებით .

5) აუცილებელი მოგერიების არაგამიზნული სხვაგვარად დასაძრახი პროვოკაციის დროს


აუცილებელი მოგერიების უფლება იზღუდება . ეგრედ წოდებული სამსაფეხურიანი თეორია.

პროვოკატორს პირველ რიგში მოეთხოვება ხელყოფის თავიდან აცილება ნებისმიერი


საშუალებით ,რომელიც ხელმყოფის სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას არ გამოიწვევს .
მეორე ეტაპზე - თავდაცვითი მოქმედებების განხორციელებით და მხოლოდ ამის შემდეგ
შეუძლია მის მიერ პროვოცირებული თავდასხმის მოგერიება სამართლებრივი სიკეთის
დაზიანების გზით .

აუცილებელი მოგერიების პროვოკაცია

არსებობს აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის ორი სახე : გამიზნული და სოციალურ-


ეთიკური სხვაგვარად დასაძრახი .

გამიზნული პროვოკაცია - პირი გამიზნულად მოქმედების პროვოკაციის დროს მიზნად


ისახავს , რომ მის მიერ პროვოცირებულმა პირმა განახორციელოს მართლსაწინააღმდეგო
თავდასხმა , ხოლო თვითონ ისარგებლოს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით და
თავდასხმელს მიაყენოს დაზიანება ან მოკლას იგი . ამასტანავე , პროვოკატორი შეიძლება
დარწმუნებული იყოს ,მაგრამ ასევე შესაძლებელია , მხოლოდ შეგნებულად უშვებდეს მასზე
პროვოცირებულის შესაძლო თავდასხმას და სურდეს ასეთი სიტუაციის გამოყენება
თავდასხმელთან ანგარიშის გასაწორებლად . აღნიშნული არ ცვლის პროვოკაციის სახეს .

სოციალურ-ეთიკურად სხვაგვარად დასაძრახი პროვოკაცია .

ამ ჯგუფში შედის ევენტუალური განზრახვით გამოწვეული პროვოკაცია, როდესაც


პროვოკატორი მის მიერ პროვოცირებული პირის თავდასხმას შესაძლებლად მიიჩნევს მაგრამ
შეგნებულად უშვებს და გულგრილად ეკიდება ამას. ამ დროს გამოიყენება სამსაფეხურიანი
თეორია .

დამნაშავის შეპყრობა: (მუხლი 29)

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც შეიპყრობს დამნაშავეს, ამისათვის


აუცილებელი ზომის გადაუცილებლად. ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა
შეუსაბამობას პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სხვა გარემოებებთან.

დამნაშვის შეპყრობა განსხვავდება დაკავებისაგან, რომელიც წამოადგენს საპროცესო


მოქმედებას (სსსკ-ის 172-ე მუხლი) და მისი განხორციელების უფლება გააჩნია საჯარო
სამსახურის მოხელეს, რომელიც წარმოადგენს გამოძიების ჩატარების უფლებამოსუილებით
აღჭურვილ ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს,
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს
სისხლისსამართლებრივ დევნას.

დაკავებისგან განსხვავებით დამნაშავის შეპყობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს. არ


არის აუცილებელი, რომ დამნაშავე შეიპყროს მაინც და მაინც იმ ფიზიკურმა პირმა, რომლის
სამართლებრივ სიკეტესაც მიადგა ზიანი ან შეექმნა საფრთზე.
საინტერესოა, როგორ შეუძლია პირს ზუსტად განსაზღვროს, რომ მან შეიპყრო
დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირი. ამიტომ არსებობს პოზიცია, რომლის მიხედვითაც
ამ ნორმით პირის გამართლება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა პირი დამნაშავედ არის
ცნობილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით და ამის შესახებ იცის
დამნაშავის შემპყრობმა პირმა. ანუ აუცილებელია, რომ დამკავებელმა იცოდეს, რომ მის
მიერ შეპყრობილ პირს ჩადენი ჰქონდა დანაშაული. იმ შემთხვევაში თუ დამკავებლის
ვარაუდი არ გამათლდა და მის მიერ შეპყრობილი

პირი არ ყოფილა დანაშაულის ჩამდენი, ასეთ შემთხვევაში დამკავებლის ქმედებას ვერ


გავამართლებთ დამნაშავის შეპყრობის ანუ სსკ-ის 29-ე მუხლით. მისი ქმედება შეიძლება
შეფასდეს ამავე კოდექსიოს 32-ე მუხლის საფუძველზე (სისხლისსამართლებრივი
ოპასუხისმგებლოსგან განთავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს)

კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს და დამნაშავის შეპყრობის შესაძლებლობას უშვებს


მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტის მომენტში. ამ შემთხვევაში დამნაშავის
შეპყრობის ზომა შეუსაბამობაში არ უნდა მოდიოდეს დანაშაულის სიმძიმესთან.

მაგალითად: პირმა სუპერმარკეტიდან მოიპარა ორი ცალი ვაშლი და შეეცადა გაქცევას . იქვე
მყოფმა მოქალაქემ მისი შეჩერების მიზნით დანა ამოიღო და ფეხში დაარტყა ქურდს . ამ
შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე აშკარად არ შეესაბამება დამკავებლის მიერ
განხორციელებულ ქმედებას და იგი დანაშაული ს შეპყრობის ნორმას ეწინააღმდეგება .

უკიდურესი აუცილებლობა: (მუხლი 30)

უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის დაზიანებას იმ საფრთხის თავიდან


ასაცილებლად , რომელიც ემუქრება თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს,
თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და დაზიანებული
სიკეთე გადარჩენილზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო.

უკიდურესი აუცილებლობა ორი სახისაა: თავდაცვითი და თავდასხმითი.

თავდაცვითი უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა მესამე


ძალას, არამედ თვით საფრთხის წყაროს და ამ დროს პირს სამოქალაქო სამართალწარმოების
კუთხით ზიანის ანაზღაურება არ ეკისრება.

მაგ: მეზობელი წავიდა აგარაკზე და წყალი დარჩა მოშვებული . ქვედა სართულზე


მცხოვრებს უფლება აქვს კარი შეუმტვრიოს თუ მას უფრო ნაკლები ზიანის მიყენებით არ
შეუძლია საფრთხის თავ იდან აცილება . ამასთან , მის მიერ მიყენებული ზიანი ნაკლები
უნდა იყოს გადარჩენილზე .

ა . - ს თავს დაესხა მეზობლის ხარი და უპირებს რქებზე წამოგებას . ა . - მ ხარი მოკლა .


ამისათვის ა . სამოქალაქო წესით პასუხს არ აგებს .
თავდასხმითი უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალაქო წესით. ამ
მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე ძალას, რომელსაც
არავითარი წვლილი არ შეუტანია შექმნილი საფრთხის წარმოშობაში.

მაგ: ტურისტულ ჯგუფს ტყეში გზა აებნა . შიმშილისგან ძალაგამოლეულებმა ნახეს სახლი ,
რომელშიც საჭ მელ - სასმელი იყო . ტურისტებმა შეამტვრიეს კარი , დანაყრდნენ და თავი
გადაირჩინეს . სახეზეა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა . ჯგუფის წევრები
ვალდებულები არიან სამოქალაქო წესით აანაზღაურონ მესაკუთრისთვის მიყენებული ზიანი
.

როგორც ამ მაგალითიდან ჩანს აგრესიული უკიდურესი აუცილებლობის დროს, პირი


პასუხს აგებს მხოლოდ სამოქალაქო წესით და იგი სისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.

უკიდურესი აუცილებლობის დროს, სამართლებრივი სიკეთე იმყოფება იმწუთიერ


საფრთხეში. მოცემული ნორმისთვის ობიექტი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა,
თავისუფლება, პატივი, საკუთრება და ასე შემდეგ.

უკიდურესი აუცილებლობის ძირითადი პირობაა ის, რომ დაზიანებული სიკეთე


ნაკლებნიშვნელოვანი იყოს ვიდრე გადარჩენილი სიკეთე. პირის მოქმედება აუცილებელი
მოგერიების მდგომარეობით მხოლოდ მაშინ შეიძლება გამართლდეს, როცა დაცულია
სამართლებრივ სიკეთეთა რანგირების პრინციპი: ყველაზე უფრო დიდ სიკეთედ ითვლება
ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ შეიძლება გამართლებულ
იქნეს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით.

მაგ : არ შეიძლება პირის გამართლება , როდესაც სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად


მძიმე ავადმყოფის ან ღრმა მოხუცის სიცოცხლეს ხელჰყოფენ . აღსანშნავია ის გარემოებაც ,
რომ უკიდურესი აუცილებლობის დროს ჯანმრთელობა და თავისუფლება უფრო მაღალი
რანგის სამართლებრივი სიკეთეა , ვიდრე ქონება .

მართლზომიერი რისკი: (მუხლი 31)

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სასარგებლო მიზნის მისაღწევად


გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. რისკი
გამართლებულია მაშინ, თუ მიზანი არ მიიღწეოდა რისკის გარეშე.

მაგ: ქარხნის აფეთქება გარდაუვალია . არის ორი ღილაკი . ერთზე დაჭერისას იგი გადარჩება
, მეორეზე დაჭერისას აფეთქდება . ა . - მ გასწია რისკი და ერთ - ერთ ღილაკს დააჭირა ხელი
შენობა აფეთქდა .

მიუხედავად შენობის აფეთქებისა , რისკი იქნება გამართლებული , ვინაიდან სხვა


გამოსავალი არ არსებობდა . ამ შემთხვევაში ქმ ედების მართლწინააღმდეგობა
გამორიცხულია .
სისხლის სამართლის კოდექსი ასევე ითვალისწინებს საპატიებელი რისკის არსებობას,
რომელიც სსკ-ის 38-ე საფუძველზე ბრალის გამომრიცხველი გარემოებაა.

მაგ: მამამ შვილი ავტომანქნიდან გადააგდო ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ისეთ


ვითარებაში, როცა მანქანა ხრამში იჩეხებოდა. სინამდვილეში მანქანა არ გადაიჩეხა, ხოლო
ბავშვი მანქნიდან გადაგდების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად მძიმე შედეგისა მამა
შეიძლება არ დაისაჯოს, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საპატიებელი რისკის მდგომარეობაში
(თუ დადგინდა, რომ არსებობდა რისკის მაღალი ხარისხი მანქნის ხრაში გადავარნის
თაობაზე) ამ შემთხვევაში გვექნებოდა არა მართლზომიერი რისკი, არამედ, ბრალის
გამომრიცხველი რისკი ანუ საპატიებელი რისკი. (38-ე მუხლი).

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განთავისუფლება სხვა მართლზომიერი


ქმედების დროს: (მუხლი 32)

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას


ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით
არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების
პირობებს.

 მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონიერი გარემოებებია:

დაზარალებულის თანხმობა:

ა - მ . გადაწყვიტა ცხვირის ოპრეციის გაკეთება . ოპერაციის შემდგომ მას თავისი გარეგნობა


არ მოეწონა და ექიმ ბ - ს . უჩივლა სასამართლოში . უნდა გაირკვეს , არის თუ არა ბ - ს .
მოქმედებაში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემადგენლობა ( ა - ს სახის განზრახ
დამახინჯება ). თუ სასამართლომ გამოარკვია , რომ ბ - მ . ოპერაცია სწორად გააკეთა ანუ
სამედიცინო წესების სრული დაცვით და მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია
დაემახინჯებინა ა - ს . სახე , იგი პასუხს არ აგებს მართლწინააღმდეგობის გამო , იმის
მიუხედავა , რომ ა - ს . არ მოეწონა თავისი გარეგნობა ოპერაციის შემდეგ ( დაზარალებულის
თანხმობა )

სავარაუდო თანხმობა:

საავამდყოფოში მიიყვანეს მძიმედ დაჭრილი , გონდაკარგული ა . ექიმმა ბ - მ . ა - ს . ნებისგან


დამოუკიდებლად ( გონებადაკრგულობის გამო ) გააკეთა სასწრაფო ოპერაცია და ა - ს . ფეხი
მოკვეთა , ვინაიდან წინააღმდეგ შ ემთხვევაში იგი დაიღუპებოდა . გამოჯანმრთელების
შემდეგ ა მ . უჩივლა ბ - ს . ფეხის მოკვეთისათვის და განაცხადა , რომ უფეხობას სიკვდილი
ერჩივნა . თუ სასამართლო დ აადგენს , რომ ბ - მ . სწორი , გადაუდებელი სამედიზინო
მკურნალობა ჩაატარა და მას არ ჰქონდა საშუალება ა - სგან . ნებართვა აეღო ბ - ს . ქმედება არ
იქნება მართლსაწინააღმდეგო . ( დაზარალებულის სავალდებულო თანხმობა )
დაზარალებულის თანხმობის აუცილეებლი პირობაა , რომ თანხმობა მიღებული იყოს
ქმედების ჩადენამდე . ამასთან ,თანხმობა უნდა იყოს ნამდვილად მიღებული , რაც იმას
ნიშნავს , რომ პირს უნდა ჰქონდეს ნების გამოვლენის უნარი და ნების გამოვლენის
თავისუფლება .

მოვალეობათა კოლიზია:

ექიმი ერთდროულად გამოიძახეს ორ მძიმე ავ ამდყოფთან სხვადასხვა სოფელში . მას შ ე


საძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთს დახმარებოდა . ერთი გადაარჩინა მეორე კი დაიღუპა .
ექიმის ეს მოქმედება მართლზომიერია , ვინაიდან იგი იმყოფებოდა მოვალეობათა
კოლიზიის მდგომარეობაში . არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელ პაციენტზე შეაჩერა
ყურადღება ექიმმა ბავშვსა თუ მოხუცსზე , პროფესორსა თუ მუშაზე . ექიმის ქმედება
მხოლოდ მაშინ იქნება მართლსაწინააღმდეგო , თუ მან შე გნებულად დახმარება აღმოუჩინა
პაციენტს , რომლის ავამდყოფობის სიმპტომებიც არ იყო საგანგაშო იმ პაციენტთან შე
დარებით , რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა . ( მოვალეობათა
კოლიზია )

You might also like