You are on page 1of 37

უსაფუძვლო გამდიდრება

I. შესავალი ............................................................................................................................................................................... 1
II. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის რეგულაციების წარმოშობა ........................................................................ 3
III. სამოქალაქო კოდექსის რეგულაციების მიმოხილვა...................................................................................................... 4
IV. უსაფუძვლო გამდიდრება მოთხოვნის უფლებების საფუძვლების სისტემაში........................................................ 7
V. ზიანის ანაზღაურება და უსაფუძვლო გამდიდრება ................................................................................................... 12
VI. პირების სახელწოდებები უსაფუძვლო გამდიდრების სამართალში ....................................................................... 13

I. შესავალი

უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი მის ცალკეულ გამოვლინებებში ევროპული 1


და ანგლო-ამერიკული სამართლის საერთო შემადგენელი ნაწილია. ის ფესვებს რომის
სამართლიდან იღებს. ცნობილია ამ პრინციპის კლასიკური ფორმულირება, რომელიც
ეკუთვნის რომაელ იურისტს - პომპონიუსს და წარმოდგენილია დიგესტებში 12.6.14
„რადგან ეს გამომდინარეობს ბუნებრივი სამართლიანობიდან, რომ არავის აქვს
უფლება გამდიდრდეს სხვისი ზიანის ხარჯზე“1. ამ ფართო ფორმულირების
ფარგლებში ეს სხვა არაფერია თუ არა სამართლიანობის ზოგადი წესი. ამის მიხედვით
განვითარებული ცალკეული მოთხოვნის უფლებებს დღესაც ამისთვის რომის
სამართალში გათვალისწინებული საპროცესო სახეების მიხედვით (legis actio per
condictionem) „კონდიქციებს“ (უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი
მოთხოვნა) უწოდებენ2, თუმცა, ნებისმიერ მართლწესრიგში რთულია ზუსტი
პრინციპების დადგენა, რომლებიც საკითხის საბოლოო მოწესრიგებად შეიძლება
მიჩნეულ იქნენ. ევროპაში არსებობს კერძო სამართლის სტანდარტიზაციის
მისწრაფება. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა მეცნიერების მიერ შედგენილი
პროექტი Draft Common Frame of Reference (DCFR) (ერთობლივი ჩარჩო შეთანხმების
პროექტი), რომელიც ცდილობს ვალდებულებითი და სანივთო სამართლის
ერთმანეთთან შესაბამისობაში მყოფი წესები ერთიან კანონპროექტშიმოათავსოს. ამ
კანონპროექტის მიზანია, აჩვენოს, რომ ცალკეული ქვეყნების მართლწესრიგი

1Nam hoc natura aequum est neminem cum alterius detriment o fieri locupletiorem (სამართლიანობის
ბუნებიდან გამომდინარე არავის აქვს სხვის ხარჯზე გამდიდრების უფლება).
2 Jan Dirk Harke: Römisches Recht. Von der klassischen Zeit bis zu den modernen Kodifikationen. Beck,

München 2008, § 4 Rnr. 24.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


შეიძლება დანახულ იქნეს, როგორც ერთიანი ევროპული მემკვიდრეობის
რეგიონალური გამომჟღავნება. შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ მცირედ
შემთხვევებში იძლევა ცალკეული ქვეყნების მართლწესრიგები განსხვავებულ
პასუხებს ერთსა და იმავე პრობლემებზე. DCFR-ში წარმოდგენილი პრინციპი (VII.-
1:101 Basic Rule) მსგავსი ფორმულირებით გვხვდება აგრეთვე გერმანულ სამართალში
(§ 812 BGB), ისევე როგორც ქართულ სამართალში (სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხ.).
პრინციპი, რომელზეც საყოველთაოდ არის მიღებული, არის ის, რომ არავის აქვს სხვის
ხარჯზე გამდიდრების უფლება.3 ამგვარად უსაფუძვლო გამდიდრებიდან
წარმოშობილი მოთხოვნის უფლების მარტივი შემადგენელი ნაწილებია ა) მოპასუხის
გამდიდრება, ბ) ამის შესაბამისად მოსარჩელის ქონების შემცირება და გ) ქონების ერთი
პირიდან მეორეზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა.

2 ამასთან, გადამწყვეტია მესამე ელემენტი, კერძოდ, კითხვა, თუ რა წინაპირობების


გათვალისწინებით ჩაითველა, რომ ერთი პირიდან მეორეზე ქონების გადაცემა
გამართლებული არ არის. გერმანულ სამართალში დამკვიდრებულია შეხედულება,
რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია ფორმულის მეშვეობით, რომელიც
გამოსადეგია ყველა შემთხვევისთვის: ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა
უნდა მომხდარიყო „სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“4 (ლათინურად: sine causa).
ანგლო-ამერიკულმა სამართალმა ისტორიულად საპირისპირო გზა განვლო და
ცალკეულ შემთხვევებში იძლეოდა დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, როდესაც
სახეზეა ეგრეთწოდებული „unjust factors“ (მაგ. Mistake (შეცდომა), duress (იძულება),
failure of consideration and illegality (სამაგიერო შესრულების არარსებობა))5. ეს არის
გარემოებები, რომლებიც აგრეთვე სხვა ქვეყნების პრაქტიკაშიც წარმოადგენენ
უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლების საფუძველს.
კლასიკური საფუძველია შეცდომა. თუ მაგ. ვინმემ შეცდომით გადაურიცხა თანხა სხვა
პირს, რომლის ვალიც მას სინამდვილეში არ აქვს. კიდევ ერთი სხვა შემთხვევა,
როდესაც აგრეთვე სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის
უფლების არსებობა, არის, როდესაც მაგ. სავარაუდოდ სამართლებრივი ძალის მქონე
ხელშეკრულება ვერ განხორციელდა ან ბათილად იქნა ცნობილი შემდგომი
გასაჩივრების შედეგად. აქ განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად

3
Principles, Definitions and Model Rules of European Private Law: Draft Common Frame of Reference (DCFR),
Band 2, Munich 2009, 413
4 იხ. ამასთან დაკავშირებით ასევე: Kupisch, Ungerechtvertigte Bereicherung, Geschichtliche Entwicklungen,

Heidelberg 1998, S. 23
5 Zimmermann, in: Grundstrukturen eines Europäischen Bereicherungsrechts: Tagung der privatrechtlichen

Sektion der Deutschen Gesellschaft für Rechtsvergleichung in Dresden, 2003, S. 32

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ერთმანეთს უპირისპირდება ორი ურთიერთმფარავი მოთხოვნის უფლება.
პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს
ვალდებულების ორმხრივი ხასიათი (სინალაგმა, „Synallagma“)6, რომელიც
გამომდინარეობს ორმხრივი ხელშეკრულებიდან. შედეგად, აგრეთვე გერმანიაში,
წარმოიშვა დავების სხვადასხვა სახეები, როდესაც სულ უფრო რთული ხდებოდა მათი
საერთო ფორმულის მეშვეობით ამოხსნა7. ქართული რეგულაციები არის მცდელობა,
მოხდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დავების სახეობების კლასიფიკაცია და მათი
პრაქტიკული და რაც შეიძლება გასაგები დარეგულირება, ხოლო იმ შემთხვევებში,
როდესაც ეს შეუძლებელია, ჩამოყალიბებულ იქნეს ზოგადი წესები, რომლებიც
დაგვეხმარება მსგავსი დავების მოწესრიგებაში8.

II. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის რეგულაციების წარმოშობა

საქართველოს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის რეგულაციების წარმოშობა 3


საკმაოდ მარტივად აიხსნება. ცნობილია, რომ სამოქალაქო კოდექსის განსაკუთრებით
პირველი ოთხი წიგნის შექმნისას მაშინდელ ქართულ კომისიას, რომელიც შეიქმნა
1964 წლის საბჭოური სამოქალაქო კოდექსის გადამუშავების მიზნით, კონსულტაციას
უწევდნენ გერმანელი მეცნიერები. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში შეგნებულად
მოხდა გერმანული სამართლისგან გადახვევა, ეს განსაკუთრებით ეხება უსაფუძვლო
გამდიდრების სამართალს. გერმანიაში იმ დროისთვის დიდი ხნის განმავლობაში
მიმდინარეობდა დისკუსია ვალდებულებითი სამართლის რეფორმის ირგვლივ. ამ
კონტექსტში 1981 წელს მოხდა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის რეფორმასთან
დაკავშირებული საექსპერტო დასკვნის გამოქვეყნება, რომელსაც თან ერთოდა
საკანონმდებლო ინიციატივა.9 ეს კანონპროექტი გახდა საქართველოში

6 Palandt/Sprau, Kommentar Bürgerliches Gesetzbuch. 66. Auflage, § 818, Rdn. 48; Emmerich, BGB-Schuldrecht
Besonderer Teil, Heidelberg 2006, 241 და შემდგ. გვ.; Die bereicherungsrechtliche Rückabwicklung kurz- und
langfristiger Austauschverträge, BoD 2001, 61 და შემდგ. გვ.
7 Mühl, Wandlungen im Bereicherungsrecht und die Rechtsprechung des Bundesgerichtshofs, in: De iustitia et

iure, Festgabe für Ulrich von Lübtow, Berlin 1980, S. 551; ასევე კლასიფიკაციასთან დაკავშირებით იხ.: König,
Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts, herausg.
vom Bunderminister der Justiz, 1521
8 Rusiashvili, Georgian Law on Unjust Enrichment and Koenig´s Draft Law, in: South Caucasus Law Journal,

7/2016, 218 / 58 (ინგლისურ და რუსულ ენებზე)


9 König, Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts,

herausg. vom Bunderminister der Justiz

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ვალდებულებითი სამართლის კანონპროექტის ნაწილი და ის მოქმედ სამოქალაქო
კოდექსში შესულია თითქმის შეუცვლელად.10 გერმანული სამოქალაქო კოდექსის
მცირეოდენი რეგულაციები, რომლებიც უსაფუძვლო გამდიდრებას აწესრიგებენ,
დეტალურად იქნა განმარტებული სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერების მიერ
მრავალი წლის განმავლობაში, რამაც დიდ გამოცდილებასთან ერთად გამოიწვია
საკმაო ოდენობით სადავო საკითხების წარმოშობაც. ქართული უსაფუძვლო
გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების მეშვეობით მოხერხდა მრავალი სადავო
თეორიული საკითხის თავიდან აცილება, რადგან ისინი უფრო კონკრეტულ
საკანონმდებლო რეგულაციებს წარმოადგენენ გერმანულ უსაფუძვლო გამდიდრების
ნორმებთან შედარებით. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის
უფლების სხვადასხვა სახეები (კონდიქციები) ერთმანეთისგან განსხვავებულად იქნა
მოწესრიგებული, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო მათი საერთო პრინციპთან
დაკავშირება. შემდგომში ხშირად იქნება მითითებელი საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის წინმსწრებ კანონპროექტებზე, ვინაიდან მხოლოდ ამგვარად არის
შესაძლებელი რეგულაციების სწორად გაგება. ამას ემატება ისიც, რომ საკანონმდებლო
პროცესის მიმდინარეობისას თავი იჩინა აგრეთვე გარკვეული ოდენობის სარედაქციო
შეცდომებმა.

III. სამოქალაქო კოდექსის რეგულაციების მიმოხილვა

4 სამოქალაქო კოდექსში სხვადასხვა ქვესათაურები იმ სახით აღარ არის მოცემული,


როგორც ისინი კანონპროექტში იყო. იმ ქვესათაურებიდან უფრო უკეთ შეიძლება
სტრუქტურის გაგება. აქედან გამომდინარე გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

I. შესრულების კონდიქცია (მუხ. 976-981)


II. ხელყოფის კონდიქცია (მუხ. 982-985)
III. გაწეული ხარჯების კონდიქცია (მუხ. 986-987)
IV. სამი პირისურთიერთობები (მუხ. 988-990)
V. გენერალური დათქმა (მუხ. 991)

5 შესაძლებელია ამ სამი სახის უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის


უფლების შემდეგნაირად აღწერა - შესრულების კონდიქცია წარმოადგენს

10ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად იხ.: Mario Pellegrino, Postkommunismus und Zivilrecht. Das
Obligationenrecht Georgiens, Peter Lang, 1997

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


სახელშეკრულებო სამართლის განვრცობას, ხელყოფის კონდიქცია დელიქტური
ქმედების სამართლის განვრცობას, ხოლო გაწეული ხარჯების კონდიქცია კი
დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოების განვრცობას11.

შესრულების კონდიქციის შემთხვევაში პირს, რომლის ქონებაც შემცირდა, 6


შესრულებით სურდა თავისი ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულების
შესრულება. შესრულების მიმღები იმის გამო გამდიდრდა უსაფუძვლოდ, რადგან არ
არსებობდა ან გაუქმდა ვალდებულებით-სამართლებრივივალდებულება. ვინაიდან
არ არსებობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლოდ მიღებული ქონებრივი
სიკეთის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, მსგავსი მოთხოვნის უფლების არსებობა
საჭიროებს კანონისმიერ მოწესრიგებას. ხელშეკრულებების უკუქცევის სხვა გზას
წარმოადგენს წესები ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ12. ყურადღება უნდა
მიექცეს იმას, რომ ადგილი არ ჰქონდეს წინააღმდეგობას ერთი მხრივ,
ხელშეკრულებიდან გასვლის წესების მიხედვით უკუქცევასა (მუხ. 352) და მეორე
მხრივ, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის მიხედვით გამდიდრების დაბრუნებას
შორის.

ხელყოფის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლებისას უსაფუძვლოდ 7


გამდიდრებული პირი თავად ხელყოფს „განმდიდრებულის“ უფლებებს, რომლებიც
როგორც წესი აბსოლუტურ უფლებებს წარმოადგენენ13. ამაში მდგომარეობს
პარალელი დელიქტურ სამართალთან. მაშინაც კი, თუ ხელყოფისას არ იკვეთება
პირის ბრალეულობა და ამგვარად დაზარალებულს არ აქვს ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება, მაინც ხომ სამართლიანი იქნებოდა, რომ ხელმყოფს ის მაინც
დაებრუნებინა, რაც მან ხელყოფის შედეგად მიიღო (გამდიდრება). აქაც მხედველობის
მიღმა არ უნდა დარჩეს პარალელები დელიქტურ სამართალთან14. სწორედ მაშინ,
როდესაც ადგილი აქვს გამდიდრებული პირის მიერ ბრალეულობის გარეშე
განხორციელებულ ხელყოფას, გაუმართლებელია, თუ ის უსაფუძვლო გამდიდრების
შედეგად უფრო მეტს გადაუხდის კონდიქციის კრედიტორს, ვიდრე ეს იქნებოდა
დაზარალებულის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების
განხორციელების შემთხვევაში, რადგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების
არსებობა უკვე გულისხმობს დელიქტის ჩამდენი პირის ბრალეულობას, და

11 Reuter/Martinek, Ungerechtfertigte Bereicherung, 2. Teilband, Tübingen 2016, 639


12 Palandt/Sprau, § 812, Rdn. 78 და შემდ.
13 Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 168

14 Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 170; Elteste

(Mahlmann), Schaden und Bereicherung durch die Verletzung “geistigen Eigentums, Berlin 2005, 55 და შემდგ.
გვ., 128

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


შესაბამისად არსებობს იმის მოლოდინი, რომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მიღებულის დაბრუნების მოთხოვნის ოდენობა
ბრალეულობის გარეშე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში15.

8 გაწეული ხარჯების კონდიქციის შემთხვევაში კი საქმე ეხება ხარჯების გამწევს,


რომელიც თავად წევს ხარჯებს უცხო ქონების გასაუმჯობესებლად და ამგვარად ხელს
უწყობს ამ ქონების ღირებულების მატებას. თუმცა, ამ გაწეული ხარჯებით, მას არ
სურს ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულების შესრულება (აქედან
გამომდინარე საქმე არ გვაქვს შესრულების კონდიქციასთან). ის უფრო სხვა
საფუძვლების გამო მოქმედებს იმ სამართლებრივ წრეში, რომელიც ობიექტურად იმ
პირს მიეწერება, რომელიც გამდიდრდა. თუმცა, მოთხოვნის უფლება, რომელიც
გამომდინარეობს დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოებიდან, შეიძლება მაინც არ
არსებობდეს იმიტომ, რომ პირმა არ იცოდა, რომ საქმე ეხებოდა სხვის ქონებას (მუხ.
97516 საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი). ის კიდევ იმიტომაც შეიძლება არ
არსებობდეს, თუ საქმე ეხებოდა უფლებამოსილების გარეშე საქმის წარმოებას 974-ე
მუხლის17 შესაბამისად. მსგავს შემთხვევებში შესაძლებელია არსებობდეს უსაფუძვლო
გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება.

9 იმის მიხედვით, რაც აქამდე ითქვა, არ წარმოადგენს პრობლემას იმის დადგენა, თუ


ვის შეუძლია ვის წინააღმდეგ განახორციელოს მოთხოვნის უფლება, კერძოდ,
„განმდიდრებულს“ „გამდიდრებული“ პირის წინააღმდეგ. თუმცა, პრაქტიკაში
არსებობს შემთხვევები, როდესაც საქმეში რამდენიმე პირის არსებობისას, საეჭვოა, თუ
ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოთხოვნის უფლება. პრაქტიკაში მსგავსი
შემთხვევები ითვლება ყველაზე რთულ შემთხვევებად. გერმანიაში ამასთან
დაკავშირებით დამკვიდრებულია ნაწილობრივ ძალზედ განსხვავებული
მოსაზრებები.საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა ზოგიერთ საკვანძო
შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მესამე პირებთან ურთიერთობებს,
პირდაპირი რეგულაციები შემოიღო. ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც, მაგალითად,

15 Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 128;
16 „ მუხლი 975. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი:
ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე
იყო.“
17 „ მუხლი 974. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა:
1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა
შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს
შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული
ზიანი...“

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ვითომ-კრედიტორი ავალებს მოვალეს მესამე პირისთვის გადახდას (988-ე მუხ.
პირველი ნაწილი), ან როდესაც ვითომ-კრედიტორმა დათმო მოთხოვნა და მოვალე
უხდის ახალ ვითომ-კრედიტორს (988-ე მუხ. მე-2 ნაწ.)18.

გენერალური დათქმა წარმოადგენს შეკრებით ნორმას ისეთი შემთხვევებისთვის, 10


რომლებიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების
მომწესრიგებელ ნორმებში და შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ
ფუნქციით.

IV. უსაფუძვლო გამდიდრება მოთხოვნის უფლებების საფუძვლების სისტემაში

უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენება ხორციელდება გარკვეულწილად 11


სუბსიდიურად სხვა მოთხოვნის უფლების საფუძვლებთან ერთად19. უსაფუძვლო
გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები ავსებს სამართლებრივი დაცვის ხარვეზებს,
მას აქვს განვრცობის ფუნქცია. კაზუსების ამოხსნის შემთხვევაში შემოწმება უნდა
განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები


 დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოებიდან გამომდინარე მოთხოვნის
უფლებები
 დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები
 მოთხოვნის უფლება სანივთო სამართლის მიხედვით (საკუთრება,
მფლობელობა)
 უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები, 12


რომელთა მიმართაც სხვა ნორმებს უპირატესობა აქვთ, იმ გაგებით არის სუბსიდიური,
რომ მათი გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ არ არსებობს სხვა

18 Rusiashvili, Georgian Law on Unjust Enrichment and Koenig´s Draft Law, in: South Caucasus Law Journal,
7/2016, 220 / 61 (ინგლისურ და რუსულ ენებზე)
19 ამასთან დაკავშირებით იხ. ვრცლად: Schildt, Konkurrenzprobleme im Bereicherungsrecht, in: Juristische

Schulung, 35. Jahrgang, 1995, Heft 11

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


მოთხოვნის უფლება20. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის
უფლება შეიძლება აგრეთვე სახეზე იყოს სხვა მოთხოვნის უფლებების
პარალელურად.

13 ზემოთ წარმოდგენილი შემოწმების თანმიმდევრობა უფრო საქმის ლოგიკიდან


გამომდინარეობს. ეს ყველაფერი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის
უფლებების შემთხვევაში ყველაზე თვალსაჩინოა. თუ არსებობს სახელშეკრულებო
მოთხოვნა და ის შესრულდება მოვალის მიერ, მაშინ ვეღარ მოხდება ამ შესრულების
უკან დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის საფუძველზე.
ხელშეკრულება რჩება სამართლებრივ საფუძვლად კითხვისა, აქვს თუ არა
შესრულების მიმღებს უფლება, დაიტოვოს განხორციელებული შესრულება21. თუ
შემოწმების შედეგად გაირკვევა, რომ სახეზე არ არის ნამდვილი ხელშეკრულება, ან ის
მაგ. სამართლებრივად ნამდვილი შეცილების შედეგად გახდა ბათილი, შესაძლებელია
ამ შემოწმების შემდეგი კითხვისთვის გამოყენება - არის თუ არა შესრულების
კონდიქციის წინაპირობები, რადგან შესრულება განხორციელდა (არარსებული)
ვალდებულების შესასრულებლად.

14 ამის მსგავსად თუ სახეზე გვაქვს დავალების გარეშე სხვისი საქმის ნამდვილი და


მართებული შესრულება, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ სახეზე იყო ხარჯების გაწევის და
მიღებულის შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად
კონდიქციური მოთხოვნა არ წარმოიშვება . 22

15 დელიქტური ქმედებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები და ხელყოფის


კონდიქცია კი ამისგან განსხვავებით ხშირად ერთმანეთის პარალელურად
არსებობენ23. დელიქტიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება, რომელიც ბრალის
არსებობის წინაპირობას აყენებს, ხშირად უფრო ფართოა, რადგან უნდა ანაზღაურდეს
მთლიანი ზიანი, რომელიც დაზარალებულს მიადგა. ზოგ შემთხვევაში კი პირიქით
უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნა უფრო მოცულობითი
შეიძლება იყოს, ვიდრე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. მაგალითად, თუ ვიღაცამ
პოეტის ლექსი მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა და სიმღერა შექმნა, რომელიც

20 Hemmer, Wüst, Gold, Bereicherungsrecht, Das Prüfungswissen, 2010, 12. Auflage, Rdn. 8 და შემდგომები
21 Schildt, Konkurrenzprobleme im Bereicherungsrecht, in: Juristische Schulung, 35. Jahrgang, 1995, Heft 11, 953
22 Reuter/Martinek, Ungerechtfertigte Bereicherung, 2. Teilband, Tübingen 2016, 541; Schildt,
Konkurrenzprobleme im Bereicherungsrecht, in: Juristische Schulung, 35. Jahrgang, 1995, Heft 11, 957;
Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 141
23 უფრო ვრცლად იხ.: v. Caemmerer, Bereicherung und unerlaubte Handlung, in: FS Rabel, 1954, 354 და

შემდგ. გვ.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ძალიან პოპულარული გახდა და დიდი შემოსავალი მოუტანა, მაშინ პოეტის ზიანი
შემოიფარგლება მხოლოდ მისი ლექსის გამოყენებისთვის გარკვეული ფასის
ოდენობით, რაც უნდა გადაეხადა ხელმყოფს და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
შემთხვევაში მან მხოლოდ ეს ზიანი უნდა აანაზღაუროს. უსაფუძვლო გამდიდრების
ნორმების გამოყენება კი იძლევა საშუალებას, მან ხელმყოფს მიღებული გამდიდრება
მთლიანად დააბრუნებინოს.

ყველაზე მეტ სირთულეს წარმოადგენს კავშირი სანივთო სამართლიდან გამომდინარე 16


მოთხოვნებსა და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნებს შორის24.
თეორიულად შესაძლებელია, რომ ისინი არსებობდნენ ერთმანეთის პარალელურად25,
ისევე როგორც შესაძლებელია ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნებისა და
სანივთო-სამართლებრივი მოთხოვნების ერთმანეთის გვერდით არსებობა26.
გამქირავებელს აქვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირავნობის ურთიერთობის
დასრულების შემდეგ, გაქირავებული ნივთის მისთვის დაბრუნების მოთხოვნის
უფლება (მუხ. 531-575). თუ ის ამავდროულად ნივთის მესაკუთრეც არის (ეს
ქვექირავნობის შემთხვევაში ასე არ არის), მაშინ მას, გარდა ამისა, აქვს სავინდიკაციო
უფლება 172-ე მუხ. მიხედვით27. ორივე მოთხოვნა არსებობს ერთმანეთის
პარალელურად. მსგავსი სახით ვინდიკაცია შეიძლება არსებობდეს აგრეთვე
შესრულების კონდიქციასთან პარალელურად მფლობელობის დაბრუნების
მოთხოვნით. თუმცა მესაკუთრე-მფლობელის ურთიერთობისა და უსაფუძვლო
გამდიდრების სამართლის მოთხოვნების ერთდროულად გამოყენებაზე გერმანიის
სამართლის მეცნიერებასა და პრაქტიკაში არსებობს განსხვავებული წარმოდგენები28.
ყოველ შემთხვევაში მეცნიერებაში უკვე დიდი ხანია გადატონებულია წარმოდგენა,

24 Plate, Das gesamte examensrelevante Zivilrecht, Berlin Heidelberg 2006, 1156; Elteste, (Mahlmann), Schaden
und Bereicherung durch die Verletzung “geistigen Eigentums, Berlin 2005, 55 და შემდგ. გვ.;
Westermann/Eickmann/Gursky, Sachenrecht, Heidelberg 2011, 128 და შემდგ. გვ.
რუსიაშვილი, უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი I: შესრულების კონდიქცია, თბილისი 2017, 30 და
შემდგ. გვ.
25 Palandt/Sprau, Kommentar des BGB 2016, § 812, Rdn. 6; Pinger, Die Nebenfolgen der Vindikation in

Anspruchsystem des BGB, Juristische Rundschau, 1973, 268 და შემდგ. გვ.; Giesen, Überblick über die
Streitstände beim Verwendungsersatz im EBV, Zeitschrift für das Juristische Studium, 2014, 506
26 Westermann/Eickmann/Gursky, Sachenrecht, Heidelberg 2011, 4 და შემდგ. გვ.

27 „მუხლი 172 უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა: 1.

მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება...“
28 Dagmar Waltjen, Das Eigentümer-Besitzer-Verhältnis und Ansprüche aus ungerechtfertigter Bereicherung,

Archiv für civilistische Praxis, 1975, 109 და შემგ. გვ.; Mühl, Vindikation und Kondiktion, Archiv für civilistische
Praxis, 1976, 398 და შემგ. გვ.; რუსიაშვილი, უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი I: შესრულების
კონდიქცია, თბილისი 2017, 40 და შემგ. გვ.;

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


რომ არ არსებობს აბსოლუტური უპირატესობა ამ ორ ნორმათა კომპლექს შორის: არც
ერთი მათგანი არ არის აბსოლუტურად სუბსიადიარული მეორეს მიმართ29 და ამ
მოთხოვნებს შორის ურთიერთობა არ ემყარება იერარქიულობის პრინციპს.
უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებისას საჭიროა
გადაწყვეტა, თუ რამდენად გამოიყენება 976-ე და შემდგომი მუხლების ნორმები
ვინდიკაციაზე. მესაკუთრის მოთხოვნები უკანონო მფლობელის მიმართ (163-ე30 და
164-ე31 მუხ.) არეგულირებს კანონისმიერი ვალდებულების ურთიერთობის
ფარგლებში ნივთის ნაყოფის და ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების
მოთხოვნებს. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნები სარგებლის
დაბრუნების და ნივთზე გაწეული ხარჯების კომპენსაციის შესახებ, დამოუკიდებელი
მოთხოვნების სახით შესაძლებელია არსებობდნენ ვინდიკაციის მოთხოვნის
პარალელურად32. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კოლიზია,
უნდა მოხდეს ნორმების ჰარმონიზაცია33 მათი გამოყენებისას.

17 მსგავსი ჰარმონიზაცია ზოგჯერ აგრეთვე საჭიროა სახელშეკრულებო სამართალთან


დაკავშირებითაც. რადგან ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევების
უმეტესობა ხელშეკრულებების ფარგლებში ხორციელდება. საკითხავია, არის თუ არა
კონკრეტულ შემთხვევაში ნაპოვნი გადაწყვეტილება ჰარმონიზაციაში
სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლებთან. მაგალითად, ხელშეკრულებიდან
გასვლისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ხორციელდება სახელშეკრულებო
სამართლის წესების მიხედვით34 (352-ე მუხ.)35, ხელშეკრულების ბათილობისას კი

29 Dagmar Waltjen, Das Eigentümer-Besitzer-Verhältnis und Ansprüche aus ungerechtfertigter Bereicherung,


Archiv für die civilistische Praxis, 1975, 112;
30 „მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა:

1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან


დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი
პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს...“
31 „მუხლი 164. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი:

არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე


მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის
ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას
შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის
უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი
მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება.“
32 Schildt, Konkurrenzprobleme im Bereicherungsrecht, in: Juristische Schulung, 35. Jahrgang, 1995, Heft 11, 955,

956
33 Brehm/Berger, Sachenrecht, Tübingen 2006, 150

34 ხელშეკრულების უკუქცევის და კონდიქციური სამართლის შედარებასთან დაკავშირებით იხ.

ვრცლად: Jaeger, Die Positivierung des Rückgewährschuldverhältnisses im BGB, ZJS 4/2013, 327
35 „მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები:

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


სანივთო სამართლის (ვინდიკაცია 172-ე მუხ.) და/ან უსაფუძვლო გამდიდრების
მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით. მაგალითად, თუ შესრულების საგანს
წარმოადგენს არამატერიალური სარგებელი (მომსახურება) ან ფული, მისი უკან
გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ შესრულების კონდიქციით, ხოლო ნივთიერი
შესრულებისას ორივე მოთხოვნით - ვინდიკაციით და კონდიქციით.

მეორე მხრივ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნები შეიძლება 18


გარკვეულწილად სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმების შესასწორებლად იქნეს
გამოყენებული. ასე მაგალითად ჩუქების გაუქმებისას 529-ე მუხ. მე-2 ნაწ. მიხედვით36
უნდა მოხდეს გაჩუქებული ქონების დაბრუნება. თუმცა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ
გაჩუქებული ნივთი აღარ არსებობს? გერმანული სამართლის პარალელურ
რეგულაციაში (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 531 ნაწ. 2) საჩუქრის დაბრუნება
ხორციელდება „უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ნივთის დაბრუნების წესების
მიხედვით“37. ლოგიკური და სწორი იქნებოდა, იგივე წესის საქართველოშიც
გამოყენება, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის
რეკომენდაციების მიხედვით 38 ეს ნორმა განმარტებულ ისე უნდა იქნას, რომ
მჩუქებლის მიერ ჩუქების გაუქმების შემთხვევაში გაჩუქებული ნივთი დაუბრუნდება
მჩუქებელს, თუ იგი დასაჩუქრებულს გააჩნია. თუკი მისი ნატურით დაბრუნება
შეუძლებელია, მაშინ მისი ღირებულების დაბრუნება არ ხდება გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც „დასაჩუქრებული სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში
შესვლის შემდეგ ჩაიდენს განზრახ ქმედებას“, რომლის შედეგადაც შეუძლებელი
ხდება ნივთის დაბრუნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენება უსაფუძვლო
გამდიდრების წესები და მან უნდა დააბრუნოს ნივთის ღირებულება. ეს იმას ნიშნავს,
რომ სხვა შემძენთან შედარებით, რომელმაც უნდა დააბრუნოს შეძენილი მისი
შენარჩუნებისთვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, დასაჩუქრებული
პირი უპირატეს მდგომარეობაშია. მსგავსი უპირატესობის მიზეზი გაუგებარია.
უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების ამ ურთიერთობებზე გამოყენებისას ნივთის

1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას


უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ
(ნატურით დაბრუნება)...“
36 „მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო:

1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ


უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ...“
37 Medicus, Bürgerliches Recht, 24. Auflage, München 2013, 339

38საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო


პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ. 87.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


არარსებობის შემთხვევაში დასაჩუქრებული - ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა შემძენი
- ვალდებული იქნება აანაზღაუროს ამ ნივთის საერთო ღირებულება (979-ე მუხ. მე-2
ნაწ.), თუმცა, ამავდროულად, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას - ე.ი თუ მან
ქონებრივი შეღავათი არ მიიღო და გამდიდრებული არ არის - 979-ე მუხლის მე-3
ნაწილის შესაბამისად შეიძლება განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან.

V. ზიანის ანაზღაურება და უსაფუძვლო გამდიდრება

19 ზიანის ანაზღაურებამ და უსაფუძვლო გამდიდრებამ შეიძლება მიგვიყვანოს ერთნაირ,


მაგრამ ასევე ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებულ შედეგამდე39. ორივე მოთხოვნას
აქვს, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთსაპირისპირო პერსპექტივა. ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა მიმართულია დაზარალებულის ქონებრივი ზიანის ოდენობისკენ და
ავალდებულებს ზიანის მიმყენებელ პირს აანაზღაუროს სწორედ ეს ზიანი40. ამასთან
ზიანი შეიძლება აღემატებოდეს უშუალოდ ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთის
ოდენობას. როდესაც ვინმე ბრალეულად დააზიანებს საწარმოს დანადგარს, ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა არა მარტო ამ დანადგარის ღირებულებას მოიცავს, არამედ
აგრეთვე ხარჯებსაც, რომელიც უკავშირდება ამ ქმედებით გამოწვეული პროდუქციის
წარმოების გარკვეული დროით შეჩერებას და ა.შ. უსაფუძვლო გამდიდრებიდან
წარმოშობილი მოთხოვნისას კი პირიქით, მხედველობაში მიიღება მოვალის,
ვალდებულების მქონე პირის ქონებრივი მდგომარეობა და ის ქონებრივი სიკეთე,
რომელიც მან უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიიღო და რომელიც მან უნდა
დააბრუნოს. ეს შეიძლება იმაზე ნაკლები იყოს ვიდრე ზიანი, რომელიც
დაზარალებულს მიადგა, ან პირიქით მიყენებულ ზიანზე მეტიც იყოს. თუ ვინმე
ცნობილი მსახიობის სახელს მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს სარეკლამო
მიზნებისთვის, ამის შედეგად მსახიობს არ მიდგომია არანაირი მატერიალური
ზიანი41. ხელმყოფმა კი დაზოგა შესაბამისი ფასის გადახდა, რომელიც უკავშირდება
სხვისი სახელის სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენებას და აქედან გამომდინარე
გამდიდრდა ამ თანხის ოდენობით.

39 Wieling, Bereicherungsrecht, Berlin Heidelberg, 2013, 1


40 Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 128
41 Ellger, Bereicherung durch Eingriff, Tübingen 2002, 748 და შემდგ. გვ.; Gursky, Schuldrecht Besonderer Teil,

5. Auflage 2005, 195;

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


თუ მოვახდენთ ფოკუსირებას გამდიდრებაზე და არა დამდგარ ზიანზე, მაშინ 20
გამოიკვეთება კონდიქციური მოთხოვნის თავისებურება, რომელიც იმაში
მდგომარეობს, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირს აქვს შესაგებელის წაყენების
შესაძლებლობა გამდიდრების აღარარსებობის (განმდიდრების) შესახებ42. 979-ე
მუხლის მე-3 ნაწილში ფორმულირებული პრინციპის მიხედვით, ამით ის
თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისგან. თუმცა, ეს პრინციპი
მნიშვნელოვან გამონაკლისებს შეიცავს. შესაგებელი არ მოქმედებს
არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, ისევე როგორც იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი
გადაცემის შესახებ მიღებულია სასამართლო წარმოებაში და მოპასუხე
შეტყობინებულია ამის თაობაზე (981-ე მუხ.). მსგავსი პრინციპი მოქმედებს აგრეთვე
ორმხრივი ხელშეკრულებების უკუქცევისასაც (979-ე მუხ. მე-4 ნაწ.). ხელყოფის
შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლებისას მხოლოდ კეთილსინდისიერ
ხელმყოფს შეუძლია გამდიდრების აღარ არსებობაზე აპელირება (984-ე მუხ.). რაც
შეეხება განზრახ მოქმედ პირს, ის ვალდებულია დააბრუნოს მიღებულთან ერთად
მოგებაც (985-ე მუხ.). ზემოთ დასახელებული მაგალითის შემთხვევაში, რომელიც
ეხებოდა კომერციული მიზნებისთვის სახელის უნებართვო გამოყენებას,
გადასახდელი თანხა შესაძლებელია მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მსგავს
შემთხვევებში საყოველთაოდ მიღებული ფასის ოდენობას.

VI. პირების სახელწოდებები უსაფუძვლო გამდიდრების სამართალში

კანონი 976-ე მუხლში შესრულების მიმღებს უწოდებს ვითომ-კრედიტორს და 21


ამგვარად დამატებით არგუმენტს ძენს წარმოდგენას, რომ უნდა მოგვარდეს
შემთხვევა, როდესაც შემსრულებელმა უნდა შეასრულოს ვალდებულება. თვითონ
შემსრულებელი კი კანონის მიერ შესაბამისად არ მოიხსენიება ვითომ-მოვალედ. ცნება
„შემძენი“ უფრო შესრულების მოთხოვნას მიესადაგებოდა, ხოლო ცნება
„დაზარალებული“ უფრო ხელყოფის შედეგად წარმოშობილ მოთხოვნის უფლებას, და
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ურთიერთობებისთვის არ გამოგვადგება.
გერმანული სამართალი ამ სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე
პირებისთვის არ შეიცავს სპეციალურ სახელწოდებებს. აგრეთვე საქართველოს
სამოქალაქო კოდექსიც არ ანიჭებს მათ კონკრეტულ სახელწოდებებს, არამედ
განიხილავს ამ ცნებებს იმისდა მიხედვით, თუ რა სამართლებრივ სიტაუციებთან

42 Gursky, Schuldrecht Besonderer Teil, 5. Auflage 2005, 200 და შემდგ. გვ.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


კონკრეტულად გვაქვს საქმე. თუმცა, შესრულების კონდიქციის შემთხვევაში
გამდიდრებული ხშირად მოხსენიებულია როგორც „მიმღები“, ვინაიდან მან „რაღაც
მიიღო“, რაც უნდა დააბრუნოს. ხელყოფის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის
უფლების შემთხვევაში უფრო ხშირად გამოიყენება ცნება „ხელმყოფი“. ზოგჯერ
სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები აგრეთვე მოხსენიებული არიან
„უფლებამოსილ“ ან „არაუფლებამოსილ“ პირებად. ზოგადად შეგვიძლია
ვილაპარაკოთ გამდიდრებულ და „განმდიდრებულ“ პირებზე. ეს პირები აგრეთვე
შეგვიძლია მოვიხსენიოთ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის
მიხედვით, როგორც გამდიდრების კრედიტორი (რომელიც ახორციელებს მოთხოვნის
უფლებას) და უსაფუძვლო გამდიდრების მოვალე (რომელიც ვალდებულია
დააბრუნოს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული ქონებრივი სიკეთე).
ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების სამართლისას ძალზედ ხშირად საქმე გვაქვს
შემთხვევებთან, როდესაც სახეზეა რამდენიმე პირი, რომლებიც ერთმანეთთან
იმყოფებიან სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობაში, მნიშვნელოვანია მოიძებნოს
პირების ისეთი სახელწოდებები, რომლებიც აგვაცილებენ თავს შესაძლო
გაუგებრობებს.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა,


შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს,
არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ
ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან
ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან
გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა,
მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა
დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას
ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

I. წინასწარი შენიშვნა 976-981-ე მუხლებთან (შესრულების კონდიქცია) დაკავშირებით………………………….15


II. ზოგადი განმარტება…………………………………………………………………………………………………… 16
III. განხორციელებული შესრულება…………………………………………………………………………………….. 17
IV. სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა………………………………………………………………………….. 19
V. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი…………………………………………………….. 23
VI. ვითომ-კრედიტორი…………………………………………………………………………………………………… 27
VII. შესრულების კონდიქციის გამორიცხვა……………………………………………………………………………... 29
VIII. კითხვები მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით……………………………………………………………… 35

I. წინასწარი შენიშვნა 976-981-ე მუხლებთან (შესრულების კონდიქცია)


დაკავშირებით

შესრულების კონდიქციის ზოგად ცნებასთან დაკავშირებით უკვე ნათქვამია 22


შესავალში. შესრულება ნიშნავს სხვისი ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ
ზრდას. შესრულების მოთხოვნის მარტივი არსი მდგომარეობს იმაში, რომ
შესაძლებელია შესრულების უკან მოთხოვნა, თუ არ არსებობს შესრულების

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ვალდებულება43. კანონი 976-ე მუხლში
მოცემულ ძირითად შესრულების კონდიქციასთან ერთად, შეიცავს ორ სხვა
მოთხოვნის საფუძველს 977-ე და 978-ე მუხლებში, რომლებშიც თავმოყრილია
განსაკუთრებული შემთხვევები44. 977-ე მუხლში მოწესრიგებული შესრულების
კონდიქციისას, ეგრეთწოდებულ condictio ob rem-ის შემთხვევაში არ არსებობს
შესრულების ვალდებულება. თუმცა, შესრულების განმახორციელებელი ქონების
გადაცემისას იღწვის კონკრეტული მიზნის მისაღწევად და ეს მიმღებისთვის
ცნობილია. უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის სფეროში მიზნის ეს შეთანხმება
წესრიგდება ვალდებულების მსგავსად. 978-ე მუხლში მოწესრიგებული შესრულების
მოთხოვნისას განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ქონების გადაცემა არა
ნებაყოფლობით, არამედ იძულების ან მუქარის პირობებში ხორციელდება, თუმცა ის
აგრეთვე ამ პირობებშიც კი შესრულებად რჩება45, ისევე როგორც იძულებით
განხორციელებული ნების გამოვლენა რჩება ნების გამოვლენად, მაშინაც კი, თუ იგი
შეცილებადია.

23 ის, თუ რა გზით და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს უსაფუძვლო


გამდიდრების გადაცემა, მოწესრიგებულია 979-ე - 981-ე მუხლებში. აქედან
გამომდინარე თვითონ ეს მუხლები არ წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებიდან
გამომდინარე მოთხოვნის უფლებისსაფუძვლებს. გამდიდრებულის
პასუხისმგებლობა იმ მომენტიდან არის გაძლიერებული, როდესაც იგი 981-ე მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად არაკეთილსინდისიერად ჩაითვლება ან მის
წინააღმდეგ მიღებულია სასამართლო წარმოებაში სარჩელი უსაფუძვლო
გამდიდრების დაბრუნების შესახებ და მან იცის ამის შესახებ.მისი პასუხისმგებლობის
მოცულობის საკითხი დგება 981-ე მუხლის შესაბამისად. კეთილსინდისიერი პირი კი,
ვის წინააღმდეგაც არ არ არის შეტანილი სარჩელი, პასუხს აგებს 979-ე და 980-ე
მუხლების შესაბამისად.

II. ზოგადი განმარტება

43 König, Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts,
herausg. vom Bunderminister der Justiz, 1525
44 Rusiashvili, Zur Anwendbarkeit der Saldotheorie im georgischen Recht, Schriftenreihe der Abteilung

Rechtswissenschaft der Universität des Saarlandes, 2014, 47 და შემდგ. გვ.


45 König, Ungerechtfertigte Bereicherung, Tatbestände und Ordnungsprobleme in rechtsvergleichender Sicht,

Heidelberg, 1985, S. 47

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


კანონის ეს ნორმა ეხება შესრულების კონდიქციის გამოყენების მთავარ შემთხვევას, 24
კერძოდ შესრულების უკუმოთხოვნას, რომელიც განხორციელდა ვალდებულების
შესასრულებლად (solvendi causa)46. იგი მოიცავს როგორც შემთხვევებს, რომელშიც
შემსრულებელი (ძირითადად შეცდომით) ახდენს ფაქტობრივად არარსებული
ვალდებულების შესრულებას, ასევე ბათილი ან არ შემდგარი ხელშეკრულებების
უკუქცევის შემთხვევებს. 976-ე მუხ. პირველი ნაწილი განმარტავს მოთხოვნის
უფლების წინაპირობებს. მე-2 ნაწილი განმარტავს შემთხვევებს, რომლებშიც
შესრულების კონდიქცია გამორიცხულია. მოთხოვნის უფლების მოცულობა
გამომდინარეობს არა 976-ე მუხლიდან, არამედ 979-981-ე მუხლებიდან. ამასთან,
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოთხოვნა, რომელიც 976-ე მუხ. წინაპირობების
მიხედვით არსებობს, 979-ე მუხ. მე-3 (გამდიდრების გაქარწყლება, განმდიდრება) და
მე-4 (ბათილი ორმხრივი ხელშეკრულების უკუქცევა) ნაწილების წესების მიხედვით
მაინც გამოირიცხოს.

III. განხორციელებული შესრულება

მოთხოვნის უფლების პირველი წინაპირობა 976-ე მუხ. პირველი ნაწ. მიხედვით არის 25
ის, რომ მიმღებს რაღაც „გადაეცა“. გადაცემა წარმოადგენს მოქმედებას, როდესაც
მიმღებს გადაეცემა ან მის მიმართ განხორციელდება გარკვეული სახის შესრულება
შეგნებულად და ნებაყოფლობით47. თუ მიმღები უფლებამოსილი პირის თანხმობის
გარეშე იღებს მის სამართლებრივ სიკეთეს, ისე როგორც ეს 982-ე მუხ. მიხედვით
ხელყოფის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლების შემთხვევაშია (ხელყოფის
კონდიქცია), მაშინ სახეზე არ არის გადაცემა. თუ ვინმე გასწევს სამუშაოს და/ან
გაიღებს ქონებას ნივთის შენარჩუნებისა ან გაუმჯობესებისთვის, რადგან
დარწმუნებულია, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნის, მაშინ ამ შემთხვევაშიც არა აქვს
ადგილი შესრულებას, ვინაიდან მას არ ჰქონდა განზრახული, რომ მას მსგავსი
ქმედებით გამოწვეული სიკეთეები სხვის სასარგებლოდ განეხორციელებინა. თუ ამ
შემთხვევაში დადგინდება, რომ ნივთი მართლაც სხვას ეკუთვნის და ის ამ გაწეული

46 ვალდებულების შესრულება solvendi causa -ს და შესრულების სხვა მიზნებთან დაკავშირებით


დაწვრილებით იხ.: Thomale, Leistung als Freiheit. Erfüllungsautonomie im Bereicherungsrecht, Tübingen
2012, 174
47 Gursky, Schuldrecht Besonderer Teil, 5. Auflage 2005, 185

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ხარჯების შედეგად გამდიდრდა, მაშინ შესაძლებელია არსებობდეს გაწეული
ხარჯების კონდიქცია 987-ე მუხ. მიხედვით.

26 976-ე მუხლში მოცემული გადაცემა უნდა განხორციელებულიყო „ვალდებულების


შესრულების მიზნით“48. ამასთან სულ ერთია, თუ რა სახის ვალდებულებას ეხება
საქმე. მაგალითად შეიძლება საქმე ეხებოდეს შემთხვევას, როდესაც ვინმეს გადახდით
სურს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესრულება. აგრეთვე გადახდისას
შეიძლება საქმე ეხებოდეს რჩენის ვალდებულების შესრულებას.ზუსტადაც რომ
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისას, შესრულების
საგანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფული, არამედ აგრეთვე სხვა საგნებიც49.
გამყიდველი მყიდველს გადასცემს გაყიდულ ნივთს; მენარდე დამკვეთს გადასცემს
დაპირებულ ნაკეთობას. ის რასაც მყიდველი და დამკვეთი იღებენ არის ქონება,
რომელიც შესაძლებელია აგრეთვე წარმოადგენდეს მათ საკუთრებას. დასაქმებული
ახორციელებს დაპირებულ სამუშაოს. ადვოკატი ასრულებს იმ სამსახურს, რასაც იგი
დაჰპირდა მის დაცვის ქვეშ მყოფ პირს. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი და ადვოკატის
კლიენტი იღებენ მომსახურებას, რისი განსაკუთრებულობაც იმაში მდგომარეობს, რომ
თავიდანვე შეუძლებელია ამ მომსახურების უკან გადაცემა, რაც მნიშვნელოვანია 979-
ე მუხ. ფარგლებში უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლების
სახის და მოცულობის განსასაზღვრად. აგრეთვე შეიძლება ადგილი ჰქონდეს
სარგებლობის გადაცემასაც, როდესაც მაგალითად გამქირავებელი მოქირავნეს
განკარგვის უფლებით გადასცემს ამ უკანასკნელის მიერ ნაქირავებ სივრცეს.
შესრულების საგანი 976-ე მუხლში ძალზედ ზოგადად და ფართოდ არის
განმარტებული. იმ „რაღაცის“ შემთხვევაში, რაც 976-ე მუხ. მიხედვით უნდა
შესრულდეს, არ არის აუცილებელი საქმე ეხებოდეს ქონებრივ სარგებელს. შეიძლება
ეს იყოს ვალის აბსტრაქტული აღიარება. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 812 მე-2
ნაწილში პირდაპირ არის მოწესრიგებული: „შესრულებას წარმოადგენს ასევე
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის ან
არარსებობის აღიარება“50. ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვითაც ასეა.
უბრალოდ ზედმეტად იქნა მიჩნეული ამის პირდაპირ დასახელება. გერმანულ
სასამართლო პრაქტიკაში მოიძებნება ღირსების შელახვის წერილობითი უარყოფის

48 König, Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts,
herausg. vom Bunderminister der Justiz, 1541
49 იხ. ასევე: Thomale, Leistung als Freiheit. Erfüllungsautonomie im Bereicherungsrecht, Tübingen 2012, 216

50 Münchener Kommentar zum BGB, Schwab, 2007, § 812, Rdn. 3

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


მაგალითი, რომელიც უკან იქნა გამოთხოვილი.51 გერმანიის უმაღლესმა
ფედერალურმა სასამართლომ უარყო შესრულების არსებობა, ვინაიდან ადგილი არ
ჰქონია ქონებრივი სარგებლის გადაცემას. 976-ე მუხლის მიხედვით კი ამ შემთხვევაში
შესაძლებელი იქნებოდა შესრულების არსებობის აღიარება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი შესრულებისას მოხდეს ზუსტი განსაზღვრა, 27


თუ რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო. განსაკუთრებით ხშირია
შემთხვევები კერძო სფეროში, როდესაც ქონების გადაცემა ხდება ოჯახის წევრებსა ან
ნაცნობებს შორის, ისე რომ თავიდანვე არ არის ნათელი, უნდა შესრულდეს თუ არა
ამით ვალდებულება და თუ ეს ასეა, რომელ ვალდებულებას ეხება საქმე. თბილისის
სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ ერთ საქმეში52, მოსარჩელემ მის
განქორწინებულ მეუღლეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამი წლის
განმავლობაში 140.000 ამერიკული დოლარი გადმოურიცხა და ითხოვდა ამ თანხის
უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის საფუძვლით მისთვის დაბრუნებას. პირველი
ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი 976-ე მუხ. მე-2 ნაწ. „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებში მოთხოვნის გამორიცხვაზე მითითებით. ვინაიდან წყვილს ჰყავდა
საერთო შვილები, შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მართებულად მიჩნევა, თუ
განხორციელებული გადახდების მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ
შესრულებულიყო განქორწინებული მეუღლის სამართლებრივად ან მორალურად
დასაბუთებული სარჩოს მოთხოვნის უფლება. დასახელებულ შემთხვევაში მეუღლემ
ამ ფულით სამი ბინა შეიძინა, აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხდებოდა თუ არა
მოსარჩელის მიერ განხორციელებული გადახდების, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ
მაინც, სხვა მიზნებისთვის გამოყენება. ამაზე იქნებოდა დამოკიდებული კითხვა,
შეუძლია, თუ არა, მოსარჩელეს მოითხოვოს მისთვის თანხის თუნდაც ნაწილის
დაბრუნება.

IV. სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა

976-ე მუხ. პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოთხოვნის უფლების მეორე 28
წინაპირობაა, რომ ვალდებულება, რომელიც შესრულების განხორციელების შედეგად

51უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 18.01.1952 – IZR 87/51 – Neue Juristische


Wochenschrift 1952, 417
52 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 2b/771-12, 29.05.2012

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


უნდა დაიფაროს, ფაქტობრივად არ არსებობდა53. ვალდებულების არარსებობა ნიშნავს
შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. ამაში შესაძლებელია
წინააღმდეგობის დანახვა, რადგან არსებული ვალდებულება ხომ ყოველთვის წყდება
მას შემდეგ, რაც ის შესრულებულია (427-ე მუხ.54). თუმცა, მას აქვს კიდევ ერთი, ასე
რომ ვთქვათ გაგრძობითი მნიშვნელობა, იმდენად რამდენადაც ის ახლა წარმოადგენს
იმის დასაბუთებას, რომ მიმღებს უფლება აქვს დაიტოვოს მიღებული.55
ვალდებულება, ასე ვთქვათ არსებობს როგორც სამართლებრივი საფუძველი მისი
შესრულების შემდეგაც.

29 არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამ გამოიწვია შესასრულებელი ვალდებულების


არარსებობა. ასევე სულერთია მოთხოვნის საფუძვლებისთვის, ვალდებულება
თავიდანვე არ არსებობდა, თუ მოგვიანებით შეწყდა. შემთხვევები, როდესაც
სამართლებრივი საფუძველი თავიდანვე არ არსებობდა, უმეტესწილად ეფუძნება
შემსრულებლის მიერ დაშვებულ შეცდომას. თუ ვინმე შეცდომით ორჯერ
გადარიცხავს თანხას ანგარიშის გასასწორებლად, პირველი გადარიცხვით
შესრულებულად ითვლება ვალდებულება და ამგვარად ის წყდება. ვინაიდან მეორე
გადარიცხვისთვის არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, 976-ე მუხ. პირველი
ნაწ. „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოთხოვნის უფლება დასაბუთებულად ითვლება.
მსგავსად არის მოცემული დაბრუნების მოთხოვნის უფლებაც, თუ ვინმე
განახორციელებს გადარიცხვას ფაქტობრივი კრედიტორის A-ს მაგივრად ვითომ-
კრედიტორი B-ს სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში მას შეუძლია B-სგან ფულის უკან
მოთხოვნა 976-ე მუხ. პირველი ნაწ. „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. სწორედ შეცდომით
განხორციელებული გადარიცხვებისას, შესაძლოა, წარმოიშვას რთული
სამართლებრივი ურთიერთობები, რადგან საქმე ეხება რამდენიმე პირს. ამასთან
დაკავშირებით 988-ე მუხლში ჩამოყალიბებულია რამდენიმე პრინციპი. მაშინაც კი,
თუ მხოლოდ ორ დაინტერესებულ პირს ეხება საქმე, მნიშვნელოვანია მოხდეს
ცალკეული შესრულებებისა და შესაბამისად, მათი არსებული და არარსებული
სამართლებრივი საფუძვლების ერთმანეთისგან გამიჯვნა. თუ, მაგალითად, მეწარმეს

53Münchener Kommentar zum BGB, Sprau, 2007, § 812, Rdn. 71


54„მუხლი 427. ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით:
ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით
(შესრულება).“
55 Thomale, Leistung als Freiheit. Erfüllungsautonomie im Bereicherungsrecht, Tübingen 2012, 173;

Medicus/Petersen, Bürgerliches Recht, München 2013, Rdn. 727. ამასთან შესრულების დატოვების
საფუძველი განსხვავებულია შესრულების კონდიქციასა და არაშესრულების კონდიქციის შემთხვევაში
- ამაზე დეტალურად იხ.: Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage,
1994, 136

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


აკავშირებს მიმწოდებელთან ვალდებულება, რომელიც მოიცავს ხუთი სხვადასხვა
ვალდებულების დაფარვას, რაც გამოიხატება საერთო ჯამში მისთვის 10.000 ლარის
ოდენობის თანხის გადახდაში და ის იხდის 5000 ლარს, ამ შემთხვევაში არ არის
სულერთი, თუ რომელი ვალდებულება უნდა შესრულდეს ამ თანხით. ხომ შეიძლება,
რომ მიმწოდებლის სხვადასხვა მოთხოვნებიდან ერთ-ერთი ხანდაზმული იყო, ან
მიმწოდებლის 5 სავარაუდო მოთხოვნიდან რეალურად მხოლოდ 3 არსებობდა.
შესრულდა თუ არა 5000 ლარის გადარიცხვით ამ შემთხვევაში ფაქტობრივად
არსებული (არახანდაზმული) მოთხოვნა, ან სახეზე იყო თუ არა შესრულება
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეიძლება მხოლოდ დადგინდეს, თუ მოხდება
ზუსტი განსაზღვრა, თუ რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო გადახდით.

სხვა შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი საფუძველი თავიდანვე არ არსებობს, 30


სახეზეა, როდესაც ხელშეკრულებები ბათილია უკანონობის ან ამორალურობის გამო56.
თუ ხელშეკრულებისას ნების გამოვლენა შეცილებადია შეცდომის, მუქარის ან
მოტყუების გამო და მოხდება კიდეც შეცილება, მაშინ ცოტა სხვაგვარადაა
სამართლებრივი მდგომარეობა57. ვინაიდან ხელშეკრულება ნამდვილი იყო
ფაქტობრივად განხორციელებულ შეცილებამდე, შეიძლება ითქვას, რომ
სამართლებრივი საფუძველი შეწყდა შეცილების შედეგად. მაგრამ ვინაიდან
შეცილებას მივყავართ იმ შედეგამდე, რომ ხელშეკრულება განხილულ უნდა იქნეს,
როგორც თავიდანვე ბათილი, შესაძლებელია დავუშვათ, რომ სამართლებრივი
საფუძველი თავიდანვე არ არსებობდა. თუმცა, ამას 976-ე მუხლის გამოყენებისთვის
მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ორივე შემთხვევა ერთნაირად განიხილება.
მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა
საბოლოოა. მაშასადამე კონდიქციური მოთხოვნის წარმოშობისთვის არ არის
საკმარისი, თუ გარიგება მხოლოდ მერყევად არის ბათილი, ისე როგორც ამას ადგილი
აქვს კანონიერი წარმომადგენლის (63-ე მუხ.58) ან მესამე პირის (99-ე მუხ.59) მიერ

56 König, Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts,
herausg. vom Bunderminister der Justiz, 1527
57 Münchener Kommentar zum BGB, § 812, Rdn. 351 და შემდგ. გვ.

58 „მუხლი 63. არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება:

1. თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის


აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე,
შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს
სარგებელს...“
59 „თნხმობა გარიგებებში. მუხლი 99. ცნება:

1. თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა,


ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე...“

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


აუცილებელი თანხმობის შემთხვევაში (თანხმობის მიცემის შემთხვევაში ის
ნამდვილი ხდება).

31 მესამე, 976-ე მუხ. პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული შემთხვევა, რომ
„ვალდებულება არ წარმოიშვა“, ეხება შემთხვევას, როდესაც სამომავლო
ვალდებულებაზე ხორციელდება წინმსწრები შესრულება60. იგულისხმება
შემთხვევები, როდესაც,მაგალითად, ვიღაც იხდის მომავალში დადებული
ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ავანსს იმ მოლოდინით,
რომ ეს ხელშეკრულება განხორციელდება, ან მოქირავნეს განკარგვის უფლებით იმაზე
ადრე გადაეცემა სივრცე, ვიდრე მოხდებოდა ქირაზე საბოლოოდ შეთანხმება და
ხელშეკრულების გაფორმება. ამ შემთხვევებში საქმე ეხება შესრულებას, რომელიც
უკავშირდება „სამომავლო“ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ - საბოლოოდ - არ
მოხდება ხელშეკრულების დადება, ხორციელდება უკუმოთხოვნა 976-ე მუხ. წესების
მიხედვით.

32 არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი საფუძვლის


არარსებობა მაშინაც უნდა იქნეს ნავარაუდევი, თუ ვალდებულება ფაქტობრივად
არსებობდა, თუმცა, მოხდა შესრულების არასწორი განხორციელება. წარმოვიდგინოთ,
რომ კრედიტორს ორი ანგარიში აქვს გახსნილი სხვადასხვა ბანკში. ის მოუწოდებს მის
მოვალეს, გადაიხადოსბანკ A-ში გახსნილ ანგარიშზე. თუმცა B შეცდომით
განახორციელებს გადახდას ბანკ B-ში გახსნილ ანგარიშზე. A ამით უკმაყოფილოა,
რადგან მას ბანკ B-ში თვითონ აქვს ვალები და ბანკი მას მის ანგარიშზე შემოსულ
თანხას ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებებში უქვითავს, აქედან გამომდინარე მას
არ შეუძლია ამ შემოსული თანხის განკარგვა. ხელშეკრულების შედეგად მიღწეული
შეთანხმების საფუძველზე, არასწორ ანგარიშზე გადარიცხვით არ მომხდარა
შესრულების განხორციელება. აქედან გამომდინარე A-ს კვლავ რჩება გადახდის
მოთხოვნის უფლება მისი მოვალის მიმართ. ამ უკანასკნელს კი აქვს, ყოველ
შემთხვევაში,გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების
მიხედვით61, კრედიტორის წინააღმდეგ შეგებებული მოთხოვნა უსაფუძვლო
გამდიდრებიდან გამომდინარე პირველი გადახდის დაბრუნების გამო.

60 König, Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts,
herausg. vom Bunderminister der Justiz, 1526
61გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 18.04.1985, VII ZR 309/84, Neue

Juristische Wochenschrift 1985, 2700, ამასთან იხ. კაზუსის განხილვა Kupisch, Neue Juristische
Wochenschrift 1987, 2494

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


სხვა კლასიკურ შემთხვევას, როდესაც ვალდებულება არსებობს, მაგრამ არ არსებობს 33
შესრულების გამართლება, შეიძლება წარმოადგენდეს გაკოტრების საქმის წარმოება.
კრედიტორების დაკმაყოფილება ხდება გაკოტრების ცხრილის წესების მიხედვით
(გაკოტრების წარმოების შესახებ მე-40 მუხ.)62. ეს როგორც წესი ნიშნავს, რომ ხდება
მათი მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება. იმ შემთხვევაში, თუ
გაკოტრების მმართველი კრედიტორს იმაზე მეტს არგუნებს, ვიდრე მას ეკუთვნოდა
ცხრილის მიხედვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადახდა სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე განხორციელდა, ვინაიდან კრედიტორის მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე მას
ერგო. გერმანიაში სასამართლოებმა მსგავს შემთხვევებში მაინც უსაფუძვლო
გამდიდრების ნორმებით იხელმძღვანელეს, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი იმ
მეტობას, რომელიც მას ერგო, უკან აბრუნებს გაკოტრების მასის სასარგებლოდ63.

V. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი

976-ე მუხ. პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესრულების უკუმოთხოვნა 34


მაშინაც არის შესაძლებელი, თუ ვალდებულება, მართალია, ფაქტობრივად
არსებობდა, მაგრამ მის შესრულებას უპირისპირდებოდა მუდმივი ხასიათის
(პერემპტორული) შესაგებელი64. შესრულების კონდიქციის ზოგადი წესი, რომ
შესრულების უკუმოთხოვნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ შესრულებისას
არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს.
მოთხოვნის განხორციელების შესაგებლის არსებობა ამ შემთხვევაში გათანაბრებულია
სამართლებრივი საფუძვლის არარსებობასთან.65 თუ, მაგალითად, მემკვიდრე

62 „მუხლი 40. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა:


1. კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური;
ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის
თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ
წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები ;
გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;
დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით
უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა;
ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები...“
63რაიხის სასამართლოს გადაწყვეტილება RGZ 23, 54., ასევე უმაღლესი ფედერალური სასამართლოს
გადაწყვეტილებa BGH 11.05.1978, VII ZR 55/77, Neue Juristische Wochenschrift 1978, 1578; ასევე უმაღლესი
ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე BGHZ 71, 309
64 Palandt/Sprau, § 813, Rdn. 2

65 Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 156

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


გადაიხდის მამკვიდრებლის ვალს და სამკვიდროს გახსნისას დადგინდება, რომ
სამკვიდროში არ ყოფილა საკმარისი თანხა, ან თუ გაირკვევა, რომ მოთხოვნა,
რომელიც შესრულებულ იქნა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა მოპოვებული
- ანუ თავად წარმოადგენდა კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას (და ამიტომ
მოვალე არ იყო ვალდებული ის შეესრულებინა).ეს რეგულაცია შეესაბამება გერმანიის
სამოქალაქო კოდექსის § 813-ის პირველი ნაწილის წესს. დროებითი (დილატორული)
შესაგებლები კი, როგორიცაა, მაგალითად, 369-ე მუხლში66 გათვალისწინებული
დაკავების უფლება, ან თავდების შესაგებელი 894-ე მუხლის67 მიხედვით, არ არის
საკმარისი ამ მუხლის წესის ამოქმედებისთვის. მიღებულის დაკავების უფლების
წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ დროებით, კერძოდ, საპირისპირო შესრულების
განხორციელებამდე. აგრეთვე თავდებსაც მხოლოდ დროებით შეუძლია არ
დააკმაყოფილოს მოთხოვნა, კერძოდ, მთავარი მოვალის მიმართ წარუმატებელი
აღსრულების მცდელობამდე.

35 უფლების განხორციელების შემაფერხებელი მუდმივი შესაგებლის კლასიკური


შემთხვევაა ხანდაზმულობა. ხანდაზმული მოთხოვნა კვლავინდებურად არსებობს,
თუმცა, ის ვერ განხორციელდება კრედიტორის მიერ იძულების წესით.68 თუმცა 976-ე
მუხ. პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი განხილულ უნდა იქნეს ამავე მუხლის მე-2 ნაწ.
„ბ“ ქვეპუნქტთან კავშირში. იქ ეს შესაგებელი სწორედ რომ ამოღებულია შესრულების
კონდიქციის განხორციელების არეალიდან.69 პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის
თანახმად მოვალეს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე მისი
ხანდაზმულობის გამო, რომელიც მუდმივ (გამოუსწორებელ) შესაგებელს
წარმოადგენს.70 თუ,კი იგი, მაინც შეასრულებს ამ ვალდებულებას, რადგან მან ვერ
შეამჩნია, რომ ეს მოთხოვნა ხანდაზმული იყო, მაშინ მე-2 ნაწ. „ბ“ ქვეპუნქტის
მიხედვით მას არ შეუძლია შესრულების უკუმოთხოვნა. ხანდაზმულობის შესაგებელი
ამ შემთხვევაში კონდიქციური მოთხოვნის წარმოშობის თვალსაზრისით გამონაკლისს
წარმოადგენს.

66 „მუხლი 369. უარი ვალდებულების შესრულებაზე:


იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია
უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.“
67 „მუხლი 894. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე:

თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება


ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.“
68 Schmidt, Schuldrecht, Besonderer Teil II, Bremen 2012, 113

69 Münchener Kommentar, § 813, Rdn. 5

70 იქვე, Rdn. 6

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტმა გარკვეული ტრანფორმაცია განიცადა კანონპროექტის 36
პირვანდელი ფორმიდან საბოლოო სახემდე და ამჟამად მისი ფორმულირება საკმაოდ
ბუნდოვანია. სწორე იყო კანონპროექტში არსებული ფორმულირება: „უკან
დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების
შემთხვევაში“.

კიდევ ერთი მუდმივი შესაგებლის შემთხვევა, როდესაც სახეზეა 976-ე მუხ. პირველი 37
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესრულების კონდიქცია, არის
მყიდველის/კრედიტის მიმღების შესაგებელი 370-ე მუხ. 71
გათვალისწინებული
სამომხმარებლო კრედიტის დროს. თუ ნასყიდობის ან საკრედიტო ხელშეკრულებისას
საქმე ეხება ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას 370-ე მუხ. მე-2 ნაწ. მიხედვით72, მაშინ
370-ე მუხ. პირველი ნაწ. მიხედვით მყიდველს აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე შესაგებლები, რომლებიც მას კრედიტის უკან დაბრუნებაზე უარის
თქმის უფლებას აძლევს. თუ, მაგალითად, მყიდველი 10.000 ლარის ღირებულების
ავტომობილს შეიძენს და ის ამას დააფინანსებს სამომხმარებლო კრედიტის
საშუალებით, როგორც ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, ამისდა მიუხედავად
სახეზეა ორი სხვადასხვა ხელშეკრულების არსებობა. წარმოვიდგინოთ, რომ
კრედიტით გადახდილია ნასყიდობის თანხა და კრედიტის ნაწილი 1.000 ლარის
ოდენობით უკვე შეტანილია ბანკში, როდესაც გაირკვევა, რომ ნასყიდობის
ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად უდევს გამყიდველის მხრიდან მოტყუება.
ნასყიდობის ხელშეკრულების შეცილებით მყიდველს შეუძლია მიაღწიოს ნასყიდობის
ხელშეკრულების ბათილობას. ვინაიდან მოტყუება არ ეხება საკრედიტო
ხელშეკრულებას, ის სამართლებრივი ძალის მქონედ რჩება. რადგან ნასყიდობის
ხელშეკრულების ნამდვილი შეცილებით შეწყდა ნასყიდობის ფასის გადახდის
ვალდებულება, 370-ე მუხ. პირველი ნაწ. მყიდველს აძლევს უფლებას უარი თქვას
აგრეთვე კრედიტის უკან დაბრუნებაზე. ამ უარის თქმის უფლებისას საქმე გვაქვს
მუდმივი მოქმედების შესაგებელთან. გამყიდველს/კრედიტის მიმღებს შეუძლია ამ

71 „მუხლი 370. სამომხმარებლო კრედიტი:


1. სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას კრედიტის
დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე
შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის
უფლებას...“
72 „მუხლი 370, 2. ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის

ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და


ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად
ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს
გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა.“

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


შესაგებლის წარმატებით წარდგენა მხოლოდ იმ დარჩენილი 9.000 ლარის მიმართბაში,
რომელიც მას ჯერ არ გადაუხდია. იმ 1.000 ლარის დაბრუნების მოთხოვნის უფლება,
რომელიც მან ბანკს გადაუხადა, არ გამომდინარეობს 370-ე მუხ. პირველი ნაწილიდან.
ბანკის წინააღმდეგ დაბრუნების მოთხოვნის უფლების განხორციელება
მყიდველს/კრედიტის მიმღებს შეუძლია მხოლოდ შესრულების კონდიქციის
საშუალებით 976-ე მუხ. პირველი ნაწ. „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ეს მისთვის
განსაკუთრებით მაშინ არის საინტერესო, თუ გამყიდველი, რომლისგანაც მას
არარსებული სამართლებრივი საფუძვლის გამო შეუძლია 1.000 ლარის უკან
მოთხოვნა, გადახდისუუნარო გახდა. გერმანიაში უმაღლესმა ფედერალურმა
სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ერთ საქმეზე, რომელშიც საქმე
ეხებოდა ბინის საკუთრების წილის შესყიდვას და ბინის ყიდვა ფორმალური
ხარვეზების გამო ბათილი იყო73. თუმცა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ჰყავს
როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგები.

38 სხვა მუდმივი შესაგებლის შემთხვევები ძირითადად ეფუძნება კეთილსინდისიერების


პრინციპს, რომელიც მოწესრიგებულია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში74, კერძოდ, ეს ეხება
შესაგებელს ბოროტი განზრახვის შემთხვევაში. ბოროტი განზრახვის შესახებ
შესაგებელი (exceptio doli) ცნობილია რომის სამართლიდან75. მას ნაწილობრივ
უფლების დაუშვებელ განხორციელებასაც უწოდებენ. აქედან გამომდინარე მისი
სასამართლო პრაქტიკაში აღიარება გამონაკლის შემთხვევებში ხდება და იწვევს იმას,
რომ შედეგად არსებული მოთხოვნა, რომლის წინააღმდეგაც მოვალე წარმოადგენს
მუდმივ (პერემპტორულ) შესაგებელს, განიხილება, როგორც სამართლებრივი
საფუძვლის არმქონე მოთხოვნა76. იმ შემთხვევებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ
არსებული უფლების განხორციელება წარმოადგენს უფლების დაუშვებელ
განხორციელებას, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს 976-ე მუხ. შესაბამისად შესრულების
დაბრუნება, რომელიც განხორციელდა მოვალის მიერ. შესაგებლის ერთ-ერთი
შემთხვევა - დელიქტის შედეგად მოპოვებული მოთხოვნა - გერმანიაში კანონით
პირდაპირ არის მოწესრიგებული: გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 853-ის77

73 გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება BGH 04.12.2007, XI ZR 227/06 –


NJW 2008, 845
74 „მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები:
... 3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად
განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.“
75 Honsell, Römisches Recht, 8. Auflage 2015, 174

76 Illmer, Der Arglisteinwand an der Schnittstelle von staatlicher Gerichtsbarkeit und Schiedsgerichtsbarkeit,

Tübingen 2007, 7
77 „§ 853. არაკეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული შესაგებელი:

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


მიხედვით შესაძლებელია მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმა, თუ ამ მოთხოვნას
საფუძვლად უდევს დელიქტური ქმედება78. თუ მაგ. ვინმე მუქარის ან მოტყუების
შედეგად იძულებული გახდა დაედო გარიგება, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ამ
გარიგების ბათილად ცნობა სკ-ს 85-ე მუხლის79 მიხედვით. თუმცა, შეცილება უნდა
განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში (89-ე მუხ.)80. თუ შეცილება არ
განხორციელდა ამ ვადის ფარგლებში, მაშინ გარიგება ნამდვილია და იგი ვერ
დაიბრუნებს შესრულებას. მოტყუებულ პირს გააჩნია სხვა შესაძლებლობაც, თუ
მუქარისას ან მოტყუებისას საქმე ეხებოდა დელიქტურ ქმედებას 992-ე მუხლის
მიხედვით. მას შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გზით მოითხოვოს
გარიგების გაუქმება და შესრულების დაბრუნება. თუ კი ამ შემთხვევაშიც არ მოხდება
ეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, მაშინ
მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს განხორციელებული შესრულების დაბრუნება
976-ე მუხ. მიხედვით იმ არგუმენტით, რომ მოთხოვნის განხორციელებას წინ ედგა
მუდმივი ხასიათის შესაგებელი (ამ შემთხვევაში დელიქტი).

VI. ვითომ-კრედიტორი

როგორც წესი არ წარმოადგენს პრობლემას იმის დადგენა, თუ ვინ არის ის ვითომ- 39


კრედიტორი, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული უკუმოთხოვნის უფლება.
ვინაიდან შემსრულებელს სურს ვალდებულების შესრულება განსაზღვრული პირის
მიმართ, ეს პირი ითვლება ვითომ-კრედიტორად. იმ შემთხვევაში, თუ შესრულების
მიმღებს შემსრულებლისგან განსხვავებით სხვა წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, თუ
რომელი ვალდებულება უნდა ყოფილიყო დაფარული, მაშინ უნდა გადაწყდეს, თუ ამ
ორიდან რომლის წარმოდგენაზეა დამოკიდებული მოცემული ვალდებულების

თუ პირი დაზარალებულის მიმართ მოთხოვნას იძენს მის მიერ ჩადენილი დელიქტის შედეგად, მაშინ
დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე მაშინაც კი, თუ მოთხოვნის
გაუქმების მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია“
78 Illmer, Der Arglisteinwand an der Schnittstelle von staatlicher Gerichtsbarkeit und Schiedsgerichtsbarkeit,

Tübingen 2007, 12
79 „იძულებით დადებული გარიგებანი. მუხლი 85. ცნება

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება,
ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს
მესამე პირისაგან.“
80 „მუხლი 89. შეცილების ვადა:

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების
დამთავრების მომენტიდან.“

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


დაფარვა81. ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა:
სამშენებლო კომპანია „ა“ იღებს შეკვეთას არქიტექტორისგან „ბ“, „გ“-ს ნაკვეთზე
ააშენოს სახლი. „ა“ ვარაუდობს, რომ „ბ“ ამ შეკვეთას გასცემს როგორც „გ“-ს
წარმომადგენელი. სინამდვილეში „ბ“-მ „გ“-სთან დადო ხელშეკრულება სახლის
მშენებლობაზე ფიქსირებულ ფასად და „ბ“-ს ყველა შეკვეთა უნდა მიეცა
ხელოსნებისთვის საკუთარი სახელით. „ა“ ითხოვს სახლის დასრულების შემდეგ „გ“-
სგან ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ საზღაურს. მას შემდეგ, რაც ის
დაადგენს, რომ მას მართლაც არ გაუფორმებია ხელშეკრულება „გ“-სთან, ის ითხოვს გ-
სგან გადახდას, როგორც უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ მოთხოვნის
უფლებას. ამ შემთხვევაში „ა“-ს მართლაც სურდა „გ“-ს მიმართ შესრულების
განხორციელება, ვინაიდან ის ფიქრობდა, რომ მან სწორედაც რომ მასთან გააფორმა
ხელშეკრულება. „გ“-ს კი პირიქით ეგონა, რომ მისი სახელშეკრულებო პარტნიორი
„ბ“ ხელშეკრულების თანახმად ასრულებდა ვალდებულებას და ამისთვის „ა“-ს
იშველიებდა, როგორც დამხმარე პირს ვალდებულების შესრულებისას. სკ-ის
წარმოშობის ისტორიის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ კითხვა, თუ ვის მიმართ
მოხდა ვალდებულების შესრულება, დამოკიდებულია შემსრულებლის ხედვაზე, ამ
შემთხვევაში ეს არის „ა“82. თუმცა, „გ“-ს ამ შემთხვევაში შეეძლებოდა შესაგებლის
წარდგენა იმის თაობაზე, რომ ადგილი არ ჰქონია მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას,
ვინაიდან მას გადასახდელი აქვს „ბ“-სთვის ხელშეკრულების თანახმად
შეთანხმებული ფიქსირებული თანხა. გერმანული სასამართლო პრაქტიკა კი ამისგან
განსხვავებით ეფუძნება „გ“-ს თვალთახედვიდან დანახულ შესრულებას - ე.წ.
შესრულების მიმღების ჰორიზონტს83. მისი აზრით, სახლის მშენებლობით
განხორციელდა „ბ“-ს მიერ შესრულება „გ“-ს მიმართ. აქედან გამომდინარე
„გ“ დაცულია „ა“-ს მხრიდან მოთხოვნის უფლებებისგან. ამ კონფლიქტური

81Thomale, Leistung als Freiheit. Erfüllungsautonomie im Bereicherungsrecht, Tübingen 2012, 6 და შემდგ. გვ.
82 გერმანიის სამოქალაქო კოდექსის რეფორმის ფარგლებში კიონიგის მიერ წარმოდგენილ პროექტში,
რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებში თითქმის
უცვლელად გადაღებულ იქნა, ჩამოყალიბებულია პირდაპირი მითითება იმის თაობაზე, რომ პროექტში
არ არის გაზიარებული გერმანულ სამართლის თეორიაში გაბატონებული სწავლება ე.წ. „მიმღების
ჰორიზონტზე“ („Empfängerhorizont“), რადგან გაურკვევლობის შემთხვევაში კიონიგის აზრით
კეთილსინდისიერი მიმღები საკმარისად არის დაცული 979-981 მუხლების მიხედვით: König,
Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts, herausg.
vom Bunderminister der Justiz, 1541; კრიტიკული მოსაზრებები იხ.: Reuter/Martinek, Ungerechtfertigte
Bereicherung, 2. Teilband, Tübingen 2016, 640
83 Palandt/Sprau, § 812, Rdn. 14; Münchner Kommentar/Schwab, 2009, § 812, Rdn. 188, 189; Larenz/Canaris,

Lehrbuch des Schuldrechts, § 70 IV, 228, 230, 236; Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II,
Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 220
Gursky, 20 Probleme aus dem BGB, 1993, 1 და შემდგ. გვ.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


მდგომარეობის „შესწორება“ არ წარმოადგენს პრობლემას, მანამდე, სანამ მოთხოვნის
უფლებების განხორციელებას წინ არაფერი უდგას. თუ „ა“-მ მართლაც გააფორმა
ხელშეკრულება „ბ“-სთან, მაშინ მას შემდგომში შეუძლია მისი შესრულების მიზანი
შეცდომის გამო შეცვალოს და გამოაცხადოს, რომ მან სახლი „ბ“-სთვის ააშენა. მაშინ
„ა“-ს შეუძლია „ბ“-სგან, ხოლო „ბ“-ს „გ“-სგან გადახდის მოთხოვნა, ისე როგორც ეს
ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული.

პრობლემატური ხდება ეს ყველაფერი მაშინ, თუ, მაგალითად, ხელშეკრულება „ა“-ს 40


და „ბ“-ს შორის რეალურად არ დადებულა ან ბათილია. შეუძლიდა ამ შემთხვევაში „ა“-
ს „ბ“-ს წინააღმდეგ შესრულების კონდიქციის განხორციელება, მიუხედავად იმისა,
რომ მას „გ“-ს მიმართ სურდა შესრულების განხორციელება? კიდევ უფრო ხშირია
პრაქტიკაში მსგავსი პრობლემის არსებობა სამ მხარეს შორის ურთიერთობებისას,
რომელიც უკავშირდება პირის გადახდისუუნარობას. წარმოვიდგინოთ, რომ
„ბ“ გადახდისუუნარო ხდება, მას შემდეგ, რაც მან „გ“-სგან მიიღო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ფიქსირებული თანხა, მაგრამ ვიდრე „ა“-ს მიმართ შეასრულებდა
ვალდებულებს. ამით სახეზეა კონფლიქტური მდგომარეობა. სამ მხარეს შორის
მსგავსი სახის ურთიერთობებისას 988-990-ე მუხ. შეიცავს რამდენიმე ძირითად
პრინციპს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა შემთხვევათა
ჯგუფებზეც.

VII. შესრულების კონდიქციის გამორიცხვა

976-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესრიგებს შემთხვევებს, რომლებშიც გამორიცხულია 41


შესრულების კონდიქცია, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა მოთხოვნის უფლების
ყველა წინაპირობის არსებობა ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

ეს ნორმა გამოყენებადია, თუ შემსრულებელს შესრულებისას არ აინტერესებდა ის 42


გარემოება, არსებობდა, თუ არა, შესრულების სამართლებრივი საფუძველი და მან
ამისგან დამოუკიდებლად ვალდებულად ჩათვალა თავი განეხორციელებინა
შესრულება 84
(მე-2 ნაწ. „ა“ ქვეპუნქტი). გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში
მაგალითად ეს ხშირად ივარაუდება, როდესაც ვინმე ახლო ნათესავების მიმართ
ახორციელებს სარჩოს გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას ამას არ
ავალდებულებს. ამ შემთხვევაში გამორიცხულია გადაცემულის უკან მოთხოვნა.

84 Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, 160

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


საქართველოს სააპელაციო სასამართლომ ეს რეგულაცია მსგავსად გამოიყენა
29.05.2012 წლის გადაწყვეტილებაში85.

43 მე-2 ნაწ. „ბ“ ქვეპუნქტის რეგულაციას ზემოთ უკვე შევეხეთ. ფორმულირება ერთობ
გაუგებარია. წესით უნდა ეწეროს, რომ შესრულების უკუმოთხოვნა არ შეიძლება
მხოლოდ იმიტომ, რომ მოთხოვნა, რომელიც უნდა შესრულებულიყო, უკვე
ხანდაზმული იყო. აქედან გამომდინარე, აქ ხდება მხოლოდ იმის ხაზგასმა კიდევ
ერთხელ, რაც სკ 144-ე მუხ. მე-2 ნაწილში86 არის მოწესრიგებული.

44 მე-2 ნაწ. „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით გამორიცხულია უკუმოთხოვნა, თუ


შემსრულებელმა იცოდა, რომ იგი ვალდებული არ იყო განეხორციელებინა
შესრულება. ვინც შესრულებისას უკვე იცის, რომ შესრულების ვალდებულება არ
არსებობს, მას არ უნდა ჰქონდეს შესრულების უკუმოთხვონის უფლება. კანონის ეს
რეგულაცია კეთილსინდისიერების პრინციპის განსაკუთრებული გამოხატულებაა87.
შემსრულებელი ახორციელებს ურთიერთგამომრიცხველ ქცევას (venire contra factum
proprium)88, თუ იგი ჯერ ნებაყოფლობით განახორციელებს და შენდეგ უკან მოითხოვს
შესრულებულს, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ ვალდებული არ იყო
შეესრულებინა. თუმცა მე-2 ნაწ. „გ“ ქვეპუნქტი სცილდება ამ შემთხვევის ფარგლებს და
მოთხოვნის გამორიცხვის ფორმულირებისას ეყრდნობა მხოლოდ მიმღების
პერსპექტივას. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკმარისი არ არის, რომ მიმღებმა
ჩათვალოს, რომ მას უფლება ჰქონდა დაეტოვებინა მიღებული სარგებელი. უფრო
მნიშვნელოვანია, რომ სახეზე ყოფილიყო სიტუაცია, რომელიც მას მისცემდა
შეძენილის მიღების უფლებას. ეს კონკრეტულ შემთხვევებშიდაზუსტებას მოითხოვს.

45 თუ მაგალითად საპენსიო სადაზღვევო კომპანია შეცდომით დამზღვევის


გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს მის მემკვიდრეებზე პენსიის გადახდას, ამ
შემთხვევაში მიმღები სერიოზულად ვერ ივარაუდებს, რომ მას უფლება აქვს

85საქართველოს უზენაესი სასამართლო 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება 2 b/771-12


86 „მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას:
1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას
მოქმედების შესრულებაზე.
2. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს
უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ
სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო...“
87 Münchner Kommentar/Schwab, 2009, § 814, Rdn. 2; Koppensteiner/Kramer, Ungerechtfertigte Bereicherung,

1988, § 7, 54
88 გერმანიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება BGH 03.11.2016 - III ZR 286/15, Neue Juristische

Wochenschrift NJW-RR 2017, 596-598; ასევე იხ. ვრცლად: Singer, Das Verbot widersprüchlichen Verhaltens,
München 1993, 67 და შემდგ. გვ.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


დაიტოვოს ეს თანხა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ამაში ბრალი არ მიუძღვის, რადგან
მან ყოველგვარი კანონის დაცვით განაცხადა დამზღვევის გარდაცვალების შესახებ89.

სხვაგვარადაა საქმე, თუ მაგალითად სადაზღვევო კომპანია მიუხედავად იმისა, რომ 46


ის არ არის დარწმუნებული, სახეზეა თუ არა მისი ვალდებულება, აუნაზღაუროს
დამზღვევს მიმდგარი ზიანი, აუნაზღაურებს მას ზიანს. მას მოგვიანებით არ შეუძლია
თანხის უკუმოთხოვნა იმ მტკიცებით, რომ ფაქტობრივად არ არსებობდა თანხის
გადახდის ვალდებულება. როდესაც ვინმე სადაზღვევო საზოგადოებისგან იღებს
დამდგარი ზიანის კომპენსაციას, მაშინ მას აქვს იმის უფლება, რომ სჯეროდეს, რომ მას
შეუძლია ამ თანხის დატოვება.

ყველაზე რთულად გამოყენებადია მე-2 ნაწ. „დ“ ქვეპუნქტის რეგულაცია. ის 47


გამოიყენება მხოლოდ ბათილი გარიგებებისას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ
ბათილი გარიგების უკუქცევა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის მიხედვით
შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კანონის ნორმის არსს90, რომლის საფუძველზეც არის
გარიგება ბათილი91. გარკვეულწილად კანონმდებელი ამას ითვალისწინებს და
ამასთან დაკავშირებით თვითონ კანონი აწესებს სპეციალურ რეგულაციებს. ასე მაგ.
ბათილია ზიანის დაზღვევის ხელშეკრულება, თუ დამზღვევის განზრახვას
წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალი სადაზღვევო თანხის მეშვეობით
მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღება (822-ე მუხ. მე-2 ნაწ.). ხელშეკრულების
ბათილობა უფლებას მისცემდა დამზღვევს 976-ე მუხ. მიხედვით შესრულების
კონდიქციის გზით მოეთხოვა გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაბრუნება. თუმცა
აქ კანონმდებელმა უკვე 822-ე მუხ. მე-2 ნაწილში92 დააწესა, რომ გადახდილი
სადაზღვევო შენატანი რჩება კეთილსინდისიერ მზღვეველს. ორმაგი დაზღვევის
ხელშეკრულებების შემთხვევაში, რომელთა დადებისას დამზღვევი მოქმედებდა
განზრახვით - ზიანის შემთხვევების თაობაზე გაკეთებული ორმაგი განაცხადით
მართლსაწინააღმდეგოდ მიეღო ქონებრივი სარგებელი, არ არსებობს მსგავსი სახის

89გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება: 18.01.1979 - VII ZR 165/78, Neue


Juristische Wochenschrift, 1979, 763
90 König, Ungerechtfertigte Bereicherung, in: Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts,

herausg. vom Bunderminister der Justiz, 1533


91 Oechsler, Vertragliche Schuldverhältnisse, Tübingen 2017, 211; König, Ungerechtfertigte Bereicherung, in:

Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts, herausg. vom Bunderminister der Justiz, 1542
92 „მუხლი 822. სადაზღვევო შედარება:

... 2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას


დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება. ხელშეკრულების
ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ.“

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


განსაკუთრებული მოწესრიგება (828-ე მუხ.)93. დამზღვევს თეორიულად შეუძლია
ორმაგი დაზღვევისას გარკვეული პერიოდის შემდეგ მოითხოვოს ორივე
მზღვეველისგან გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ
მას სურდა მართლსაწინააღმდეგოდ მიეღო შემოსავალი, რის გამოც ხელშეკრულებები
ბათილია. დამზღვევის წინააღმდეგ 828-ე მუხლში გათვალისწინებული სანქცია, რომ
მას ხელშეკრულებების ბათილობის გამო არ შეუძლია მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება, შეიძლება პირიქით მისთვის სარგებელის მომტანად მოგვევლინოს ,
თუ იგი უკან მიიღებს მის მიერ გადახდილ სადაზღვევო შენატანებს. ამ შემთხვევაში
976-ე მუხ. მე-2 ნაწ. „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით არსებობს შესაძლებლობა, რომ არ იქნეს
დაკმაყოფილებული უსაფუძვლო გამიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.

48 სხვა შემთხვევებში სასამართლო პრაქტიკამ ყოველი კონკრეტული საქმის


განხილვისას უნდა გადაწყვიტოს, ეწინააღმდეგება თუ არა ბათილობის ნორმის
დაცვის მიზანს ის, რომ შეიძლება განხორციელებული შესრულების უკან მოთხოვნა.
აქ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ არც თუ ისე ადვილია ბათილობის ნორმის
დაცვის მიზნის დადგენა. 54-ე მუხ.94 ახდენს მხოლოდ ზოგად დეფინიციას, რომ
ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს,
ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამის მიხედვით შეიძლება მაგ.
სქესობრივი სახის ურთიერთობის მომსახურების ხელშეკრულება შეფასებულ იქნეს
ამორალურად და აქედან გამომდინარე ცნობილი იქნეს ბათილად (იხ. 54-ე მუხ.
კომენტარი). თუ პირი, რომელიც არის მომხმარებელი მსგავსი სახის მომსახურების, ამ
არგუმენტით 976-ე მუხ. მიხედვით ითხოვს მეძავისგან გადახდილი თანხის უკან
დაბრუნებას, შესაძლებელია ამ მოთხოვნის მე-2 ნაწ. „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით არ
დაკმაყოფილება. ამის დასაბუთება შესაძლებელია იმით, რომ ამორალურობის
ვერდიქტი ემსახურება იმას, რომ მეძავსა და მის კლიენტს შორის ურთიერთობა არ
უნდა იქნეს სასამართლოში განხილული სამართლებრივი ურთიერთობის სახით95.
სხვა ამორალური გარიგებებისას მსგავსი სახის რადიკალური გამოსავალი არ არის
მიზანშეწონილი. დავუშვათ, რომ განვადებითი კრედიტი მევახშური პროცენტის გამო

93 „მუხლი 828. ორმაგი დაზღვევის ბათილობა:


თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით,
მაშინ თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის დადებული, ჩაითვლება ბათილად.“
94 „მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი:

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება


საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“
95 მსგავსი ურთიერთობა გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში ეფუძნება მეძავეების შესახებ კანონს

(Prostitutionsgesetz), რომლის პირველი მუხლის მიხედვით თუ სექსუალური მომსახურების ფულადი


ანაზღაურება წინასწარ შეთანხმებული იყო, მაშინ ეს შეთანხმება სამართლებრივ მოთხოვას წარმოშობს.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ამორალურად უნდა შეფასდეს. თუ ამ შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა
ყოველგვარი უკან მოთხოვნის უფლება, მაშინ ეს გასცდებოდა იმ მიზნის საზღვრებს,
რომელიც დაკავშირებულია ამორალურობის ვერდიქტთან. კრედიტის მიმღები
დაცული უნდა იქნეს მისთვის გადაჭარბებული პროცენტის დაწესებისგან, მაგრამ არა
იმისგან, რომ უკან დააბრუნოს სესხის სახით მიღებული თანხა. მეორეს მხრივ არ
იქნებოდა მიზანშეწონილი, თუ ის ხელშეკრულების ამორალურობის გამო,
ვალდებული იქნებოდა, მაშინვე დაებრუნებინა მთლიანი თანხა, რომელიც მან ისესხა,
მიუხედავად იმისა, რომ მას დადებული ხელშეკრულება აძლევდა იმის უფლებას,
ნაწილ-ნაწილ დაებრუნებინა ეს თანხა. გერმანულმა სასამართლო პრაქტიკამ მსგავს
შემთხვევებში გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ნასესხები თანხის (პროცენტის გარეშე)
გადახდა უნდა მოხდეს განვადების შეთანხმებული გრაფიკით96. თუმცა არსებობს
მოსაზრებები იმის თაობაზეც, რომ მევახშეს უნდა მიეცეს უფლება, დაიტოვოს იმ
დროისთვის არსებული საშუალო პროცენტი მოცემულ თანხაზე.

გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც კანონსაწინააღმდეგო 49


ხელშეკრულებებში ხდებოდა კანონის გაცნობიერებული დარღვევა, მოსარჩელეს
უარი ეთქვა შესრულების უკან დაბრუნებაზე, რათა განმტკიცებულიყო კანონიერი
აკრძალვა. თუმცა იმავდროულად შესაძლებელი იყო გარკვეული მოთხოვნების
აღიარება, რათა რომელიმე მხარეს არ მიეღო შექმნილი სიტუაციიდან
გაუმართლებელი სარგებელი.

ერთ შემთხვევაში მინდობილმა პირმა განახორციელა ხელშეკრულებით 50


გათვალისწინებული საადვოკატო მომსახურეობა, მიუხედავად იმისა, რომ მას
კანონის თანახმად არ ჰქონდა იურიდიული კონსულტირების განხორციელების
უფლებამოსილება97. აქედან გამომდინარე ხელშეკრულება ბათილი იყო
კანონდარღვევის გამო. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნა
იურიდიული მომსახურების ანაზღაურების გადახდის თაობაზე არ იქნა
დაკმაყოფილებული.

თუმცა, სხვა შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა შრომითი ხელშეკრულების 51


ბათილობას არალეგალური დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევის

96რაიხის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სამოქალაქო საქმეებზე RG 30.06.1939 - GSZ 4/38,


RGZ 161, 52
97უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 17.02.2000 - IX ZR 50/98 – Neue Juristische

Wochenschrift 2000, 1560

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


გამო, დასაქმებულს, მიუხედავად ამისა, მაინც მიენიჭა უსაფუძვლო გამდიდრებიდან
გამომდინარე ანაზღაურების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ
იცოდა, რომ მათ ჩაიდინეს კანონდარღვევა98. ამ შემთხვევაში საქმე იყო იმგვარად, რომ
დასაქმებული ვერ მიიღებდა თავისი შრომის ანაზღაურებას, მაშინ, როდესაც
დამსაქმებელი შეინარჩუნებდა იმ თანხას, რომელიც მას მიღებულ შრომაში უნდა
გადაეხადა.

52 განსაკუთრებული სიტუაცია იქმნება, როდესაც ხორციელდება საკუთრების უფლების


გადაცემა ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე99. მაგალითად გერმანიაში უზნეო
ქმედებად მიიჩნევა რადარის დეტექტორის ყიდვა. გერმანიის უმაღლესმა
ფედერალურმა სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ
არც ერთ ხელშეკრულების მხარეს არ შეეძლება მსგავსი ხელშეკრულებიდან უფლების
განხორციელება. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ვერც ერთი მხარე ვერ
ისარგებლებდა მართლწესრიგის მიერ შემოთავაზებული დაცვით. აქედან
გამომდინარე უმაღლესმა ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა
უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ნასყიდობის თანხის დაბრუნების
მოთხოვნა100. მსგავს შემთხვევებში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობები ორივე მხარის მიერ არის შესრულებული, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება
უკუქცევა.

53 თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა მხოლოდ ერთმა


მხარემ, ეს წარმოშობს უსამართლობას, რომელიც რომის სამართლისთვისაც არ იყო
უცხო. ამ შემთხვევაში იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელმაც უკვე
მიიღო შესრულება, უკეთესია, ვინაიდან კონტრაჰენტს ხომ არ შეუძლია მიმართოს
სასამართლოს საპირისპირო შესრულების მოთხოვნით101. გერმანიისგან განსხვავებით
საქართველოში გამყიდველს სკ-ის მიხედვით აქვს უსაფუძვლო გამდიდრებიდან
გამომდინარე მოთხოვნის უფლებასთან ერთად აგრეთვე 172-ე მუხლის მიხედვით
ვინდიკაციის უფლებაც გაყიდული ნივთის დაბრუნების მოთხოვნისთვის. აქედან
გამომდინარე ისმის კითხვა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ უკუქცევის
გამორიცხვა 976-ე მუხ. მე-2 ნაწ. „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით შესაბამისად იქნეს

98უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 31.05.1990 - VII ZR 336/89 – Neue Juristische


Wochenschrift 1990, 2542
99 Gursky, Schuldrecht Besonderer Teil, 5. Auflage 2005, 202

100უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 23.02.2005 - VIII ZR 129/04 – Neue Juristische

Wochenschrift 2005, 1490


101 Kaser/Knütel, Römisches Privatrecht, München 2005, § 48 Rdnr. 17: in pari turpitudine melior est causa

possidentis = თანაბარი უზნეობის შემთხვევაში მფლობელის სამართლებრივი მდგომარეობა უკეთესია.

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


გამოყენებული 172-ე მუხ. მიხედვით ვინდიკაციის მოთხოვნაზეც. ამაზე პასუხი უნდა
იყოს დადებითი. ძნელი იქნებოდა გამართლება მოუძებნო იმას, რომ ბათილი
ხელშეკრულების ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში გამყიდველს შეეძლოს ვინდიკაციის
საფუძველზე მოითხოვოს გაყიდული ნივთის დაბრუნება, მაშინ როდესაც მყიდველს
976-ე მუხ. მე-2 ნაწ. „დ“ ქვეპუნქტის გამო არ შეუძლია უსაფუძვლო გამდიდრებიდან
გამომდინარე მოითხოვოს ნასყიდობის თანხის დაბრუნება. იმის გამართლება,
შეიძლება თუ არა შესრულების უკან მოთხოვნა მარტო ერთი მხარის მიერ,
გამომდინარეობს ბათილი ნორმის დაცვის მიზნიდან102, ის კი ხელშეკრულების ორივე
მხარისთვის თანაბრად მოქმედებს. ეს უფრო ნათელი ხდება, თუ მყიდველი ამასობაში
ნივთს მიჰყიდეს კეთილსინდისიერ მესამე პირს. ამ შემთხვევაში გამყიდველს
შერჩებოდა მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნა
მყიდველის მიმართ. კითხვა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ბათილი
ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული შესრულების დაბრუნების
მოთხოვნა, არ უნდა იყოს დამოკიდებული შემთხვევითობაზე, კერძოდ იმაზე,
განკარგა თუ არა რომელიმე მხარემ მიღებული ნივთი.

VIII. კითხვები მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.103 მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა 54


დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნებსა და
შესაგებლებს. ამ პრინციპის თანახმად უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორმა უნდა
დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები, ვინაიდან მისი
მოთხოვნები ამ ნაწილს ეფუძნება. უსაფუძვლო გამდიდრების მოპასუხემ უნდა
დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთა მიხედვითაც გამონაკლისის წესით
გამოირიცხება მოთხოვნის უფლება მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. იმ გარემოებებს,
რომლებიც უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორმა პირველი ნაწილის თანახმად
უნდა დაამტკიცოს, მიეკუთვნება აგრეთვე ის, რომ მის მიერ განხორციელებული
შესრულება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შედგა. ეს უსაფუძვლო გამდიდრების
კრედიტორისთვის შეიძლება რთული იყოს, რადგან მან უნდა დაამტკიცოს

102 ამ ცნებასთან დაკავშირებით იხ. ვრცელი ნაშრომი: Beckmann, Nichtigkeit und Personenschutz:
parteibezogene Einschränkung der Nichtigkeit von Rechtsgeschäften, Tübingen 1998, 30 და შემდგ. გვ.
103 „მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა:

1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის


მოთხოვნებსა და შესაგებელს...“

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ნეგატიური გარემოება. მტკიცებულებების წარდგენას გარდა ამისა ისიც ართულებს,
რომ 361-ე მუხ. პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს კანონისმიერი ვარაუდი, რომ
შესრულება გამყარებულია სამართლებრივი საფუძვლით.

55 უზენაესი სასამართლოს 24.05.2011-ის104 გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემთხვევას,


როდესაც მოსარჩელე ითხოვდა სესხის დაბრუნებას. დამტკიცდა, რომ მოპასუხემ
მართლაც მიიღო თანხა მოსარჩელისგან. პირველ ორ ინსტანციაში სარჩელი
ძირითადად წარმატებული იყო. „ბ“ მის საკასაციო საჩივარს ასაბუთებდა იმით, რომ
არ შეიძლება სესხის ხელშეკრულების მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე
დადგენა (624-ე მუხ.)105. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკასაციო
საჩივარი. თუმცა მან სააპელაციო სასამართლოს აზრის საწინააღმდეგოდ 976-ე მუხ.
მიხედვით მოთხოვნის უფლება დასაბუთებულად მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ
შეძლო სესხის ხელშეკრულების არსებობის დამტკიცება. უზენაესმა სასამართლომ
დასაბუთებულად ცნო 976-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, ვინაიდან
ვერც მოსარჩელემ და ვერც მოპასუხემ ვერ შეძლო ორმხრივი ვალდებულებების
არსებობის დამტკიცება. ამას გარდა სასამართლომ მიიჩნია, რომ საბოლოო მტკიცების
ტვირთი „ბ“-ს ენიჭება. ეს დასაბუთება პრობლემატურია, რადგან მტკიცების ტვირთი
უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების განხორციელების
შემთხვევაშიც უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორზეა (ანუ ამ შემთხვევაში
მოსარჩელეზე). მაშასადამე საქმე ისე არ არის, რომ უსაფუძვლო გამდიდრების
კრედიტორი მხოლოდ განხორციელებულ შესრულებას ამტკიცებს და უსაფუძვლო
გამდიდრების მოვალე ამ შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას.
მტკიცების ტვირთი შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობისთვის
უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორზეა (ამ შემთხვევაში მოსარჩელეზე). თუმცა,
ვინაიდან არავის შეუძლია ნეგატიური გარემოების დამტკიცება, პროცესი საჭიროებს
დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას და ხდება მტკიცების ტვირთის
შებრუნება106. როდესაც მოპასუხემ მოცემულ შემთხვევაში სადავო გახადა სესხის

104 საქართველოს უზენაესი სასამართლო 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება № ას-23-18-2011:


http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx (30.12.2017)
105 „ მუხლი 624. სესხის ხელშეკრულების ფორმა:
სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს
წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს
მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.“
106 გერმანიის უმაღლესმა ფედერალურმა სასამართლომ თავის რამდენიმე გადაწყვეტილებაში მსგავს

შემთხვევებში დაადგინა მოპასუხის ვალდებულება, ამტკიცოს დადებითი გარემოებები, რომლის


მიხედვით მას აქვს მიღებულის შენარჩუნების უფლება: BGH, 19.04.2005 - X ZR 15/04, NJW 2005, 2766;
BGH 5.12.2012 - VIII ZR 74/12:

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი


ხელშეკრულების არსებობა, მაშინ ის ვალდებული იყო, როგორც ამის ალტერნატივა,
მოეხსენებინა, თუ რისთვის მიიღო მან მისი აზრით ეს ფული (დამატებითი ფაქტების
მოყვანის ტვირთი) და რატომ აქვს მას მიღებულის შენარჩუნების უფლება.
მოსარჩელეს ამ შემთხვევაში გაუჩნდება კონკრეტული შედავების სამიზნე და მან უნდა
დაამტკიცოს, რომ მოპასუხის მიერ მოყვანილი ეს საფუძველი ფაქტობრივად არ
არსებობდა (შესრულებულ იქნა, გაბათილდა და ა.შ.). იმ შემთხვევაში, თუ იგი ამას ვერ
შეძლებს, მაშინ 976-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაც არ წარმოიქმნება.

http://www.bundesgerichtshof.de/DE/Entscheidungen/EntscheidungenBGH/entscheidungenBGH_node.html
(31.12.2017); BGH 20.06.2017 - VI ZR 505/16, Juristische Zeitschrift JZ 2017, 629

ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი

You might also like