You are on page 1of 9

პოლ ფრესი „ემოციები“

ტომეულიდან პოლ ფრესი, ჟან პიაჟე „ექსპერიმენტული ფსიქოლოგია“, ტომი 5

1.ემოციების ბუნება

1.1. ემოციის ორმაგობა

უხსოვარი დროიდან ადამიანი უფრო მეტ ინტერესს ავლენდა საკუთარი ვნებების


კონტროლის, ვიდრე ემოციის ბუნების შესწავლის მიმართ. თუმცა მას შემდეგ, რაც
დაისვა საკითხი ემოციის ბუნების შესახებ, განსაკუთრებით კი დუალიზმის
ბატონობის პოსტკარტეზიანულ პერიოდში, ბუნებრივია, რომ ადამიანს არ შეეძლო
არ აღენიშნა ემოციის ორმაგი ბუნება, რასაც ცხადყოფდა მისი გამოცდილება: ერთის
მხრივ, აფექტური ღელვა და მეორე მხრივ, მისი ორგანული გამოვლინებები.

ემოციის ბუნების ეს ორმაგობა საგონებელში აგდებდა ფილოსოფოსებსა და


ფსიქოლოგებს. ყველაზე სპონტანური და გავრცელებული იყო
ინტელექტუალისტური პოზიცია; ორგანული გამოვლინებები- ფსიქიკური
მოვლენების შედეგია. ჰერბარტს (1824-1825) ეკუთნის ამ თეორიის ყველაზე მკაფიო
ფორმულირება; ფუნდამენტური ფსიქიკური ფაქტი- წარმოდგენაა, ხოლო გრძნობები
შეესაბამებიან იმ კავშირებს, რომლებიც წარმოდგენებს შორის მყარდება. ემოცია-
ფსიქიკური დარღვევაა, გამოწვეული შეუსაბამობით, ან როგორც დღეს ვიტყოდით,
კონფლიქტით წარმოდგენებს შორის; გარდაცვლილი მამის ხატი, შედარებული
ცოცხალის ხატთან, დარდს იწვევს.

მე-18 საუკუნის სენსუალისტები (ლამეტრი, კაბანისი, ბიშა, ბიუფონი, დიუფური)


წერდნენ ორგანული რეაქციების გავლენის შესახებ ფსიქიკურ მოვლენებზე; “...
ვნებებისადმი ჩვენი მიდრეკილების წყარო არა სულშია, არამედ ის კავშირდება
ვეგეტატიური ნერვული სისტემის უნართან ტვინს მიაწოდის ინფორმაცია
მიღებული აგზნების შესახებ. თუკი ვერ ვახერხებთ სისხლის მიმოქცევის , საჭმლის
მონელების, სეკრეციის ფუნქციათა ნებით რეგულირებას, შესაბამისად, არც
შეგვიძლია ავხსნათ ჩვენი ნებით ამ ფუნქციათა დარღვევები, რომლებიც თავს
ვნებების ზეგავლენით იჩენს“..“(დიუფური, 1883, გვ.388) (1)

1.ეს ციტატა მოყავს ტიტჩენერს (1914), რომლეიც აფასებდა სენსუალისტურ ტრადიციას და ამით
ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჯეიმსს ახალი არაფერი აღმოუჩენია.
მე-19 სკ-ის მეორე ნახევრიდან გერმანიაში გავრცელება ჰპოვა ვუნდტის
შეხედულებებმა. ვუნდტი იზიარებდა ჰერბარტის პოზიციას, მაგრამ მისი კონცეპცია
უფრო ეკლექტურია; ემოციები- უპირველეს ყოვლისა, შინაგანი ცვლილებებია,
რომლებსაც ახასიათებთ „ემოციების წარმოდგენებზე უშუალო ზემოქმედების უნარი
და გარკვეულ წილად, წარმოდგენების ზეგავლენაც გრძნობებზე“ (1886, II, გვ. 371).
და სხეულებრივი რეაქციები? - ვუნდტი მათში ხედავს მხოლოდ „შედეგს“, თუმცა
უშვებს, რომ „ემოციის ეს სხეულებრივი შედეგები ზემოქმედებენ, თავის მხრივ,
სულის მოძრაობაზე“ (1886, II, გვ. 374). ლაიფციგში ვუნდტის ლაბორატორიაში
ემოციების შესასწავლად გამოიყენებოდა ორი მეთოდი, რომლებიც ემოციის ორ
მხარეს შეესაბამება; იმპრესიული, დაფუძნებული ინტროსპექციაზე და
ექსპრესიული, რომლეიც გულისხმობდა ორგანული რეაქციების (ძირითადში
სუნთქვისა სიხშირისა და პულსაციის) რეგისტრაციას (Lehmann, 1892).

1.2. უ. ჯემსის თეორია

თანამედროვე ემოციის ფსიქოლოგიის ისტორია იწყება 1884 წელს (1) უილიამ ჯემსის
სტატიის „რა არის ემოცია?“ გამოქვეყნებით. პირველად ავტორმა ჩამოაყალიბა
ემოციის ერთიანი და მკაფიო თეორია, რომელსაც ის ავითარებდა და იცავდა 20 წლის
მანძილზე. აი ასეთია რეზიუმე ჯეიმსის „ფსიქოლოგიაში“ (1905, გვ. 322):
„ჩვეულებრივ მიღებულია ვიფიქროთ, რომ უხეში ფორმებით ემოციები ფსიქიკური
შთაბეჭდილეებებია, აღქმული მოცემული ობიექტიდან, რაც ჩვენში იწვევს სულიერ
მდგომარეობას, რომელსაც ემოცია ეწოდება და ის შემდგომ იწვევს სხეულებრივ
გამოვლინებებს. ჩემი თეორიის მიხედვით კი პირიქით, სხეულებრივი აგზნება
მოყვება უშუალოდ ფაქტის აღქმას და ამ აგზნების განცდა არის კიდეც ემოცია“

1.შემდეგ წელს, ჯეიმსისგან დამოუკიდებლად, დანიელმა ლანგემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ემოციები“.


ლანგეს თორია ძირითადში, არ განსხვავდებოდა ჯეიმსის თორიისგან; ფსიქოლოგიურად ემოცია
მხოლოდ ტვინში, კუნთებშიუ და ორგანიუკაში მიმდინარე ცვლილებების გაცნობიერებაა; შმდგომ
ლანგემ აღნიშნა, რომ ყველა ეს ვცლილება დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევაზე. ეს დაზუსტება
უახლოვდება კენონის მტკიცებას ადრენალისნის გამოყოფაში სისხლისმიმოქცევის როლზე.

შეგახსენებთ ზემოთ აღნიშნული ფაზების თანმიმდევრობას: 1) სიტუაციის აღქმა, 2)


ორგანული გამოვლინებები, 3) ამ გამოვლინებათა განცდა. ასე რომ, უ. ჯეიმსმა
მხოლოდ შეუცვალა ადგილები ინტელექტუალისტური თეორიის მეორე და მესამე
ფაზებს, თუმცა დარჩა დუალისტური შეხედულების ჩარჩოებში და მისი თეორია
შეეჯახა ინტროსპექციული ფსიქოლოგიის ყველა პრობლემას.
არსობრივად, საქმე ეხება თავად თეორიის არსებობის საკითხს. ყოველი თეორიული
მტკიცებულება შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფაქტებით, რომლებიც
თვითდაკვირვების გზით მიიღება. თავად ჯეიმსი ვერ ხედავდა საკუთარი თეორიის
სხვა საფუძველს. „თუკი ჩვენ წარმოვიდგენთ-წერდა ჯემსი (1905, გვ. 325-326)- რაღაც
ძლიერ ემოციას და შევეცდებით ამ მდგომარეობიდან აზრობრივად მასთან
დაკავშირებული შეგრძნებებისა და სხეულებრივი სიმპტომების გამოყოფას, მაშინ
საბოლოოდ, ამ ემოციისგან აღარაფერი დარჩება...უმრავლესობა ადამიანებისა,
რომლებსაც მე ვთხოვე თვითდაკვირვების გზით ჩემი შეხედულების შემოწმება, მე
სრულიად დამეთანხმა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც განაგრძობდა მტკიცებას,
რომ მათი თვითდაკვირვება არ შეესაბამება ჩემს ჰიპოთეზას“. თუმცა ამ უკანასკნელთ
ჯეიმსი არაფერს პასუხობს.

რა ტქმა უნდა, უნდა დავეთანხმოთ ჯეიმსს იმაში, რომ არსებობს შესაბამისობა ჩვენს
მიერ განცდილ ემოციებსა და მიმიკურ- სხეულებრივ რეაქციებს შორის. მსახიობებმა
კარგად იციან, რომ ძნელია ერთი ემოციის გარეგანი ნიშნების გამოხატვა მაშინ,
როდესაც სხვა ემოციას განიცდი. და ის, ვისაც შუძლია ცრემლებიდან გაღიმება, ამით
გარკვეულ შვებას გრძნობს. ჰიპნოზის გამოყენება ამავე ფენომენებს ავლენს; ადამიანს
არ შეუძლია ემოციის შესაბამისი მოძრაობის (მიმიკის) შესრულება, თუკი ამავე
დროს სხვა ემოციას განიცდის. ის ან ცვლის მოძრაობას ან არ შეუძლია ახალი,
შთაგონებული ემოციის განცდა (Bull, 1951). ეს ფაქტები იმის კონსტატირების
საშუალებას იძლევა, რომ არსებობს კავშირი ემოციის 2 ასპექტს- ორგანულსა და
ფსიქიკურს- შორის. თუმცა ჯეიმსი კიდევ უფრო მეტს ამტკიცებს- ორგანული
ცვლილბების განცდა თავად ემოციაა.

1.3. უ. ჯეიმსის თეორიის კრიტიკა

ერთი კრიტიკული შენიშვნა თავად ჯეიმსს ეკუთვნის; ემოცია ძლიერდება, როდესაც


კავდება მისი ფიზიკური გამოვლინება (მაგ; სიცილისაგან თავის შკავება). და
პირიქითაც, ცნობილია, რომ ქვითინს დარდის შემსუბუქება მოყვება. ჯეიმსმა იოლად
გადალახა ეს კრიტიკული შენიშვნა და აღნიშნა, რომ „ექსპრესიის დროს ემოცია
ყოველთვის განიცდება. ექსპრესიის შემდეგ. . . ჩვენ უკვე აღარ განვიცდით ემოციას“.
მეორე მხრივ, თავდაპირველი ემოცია შეიძლება გარდაიქცეს მეორე ემოციად, მისი
ორგანული გამოვლინეების ცვლილების შედეგად. მაგალითად, სიცილის შეკავებამ
შეიძლება გამოიწვიოს სხვა ემოცია, რომლის დროსაც გამოუვლენელი რეაქციები
უფრო ინტენსიური შეიძლება გახდეს, ვიდრე მათი გარეთ გამოვლენის შემთხვევაში.

სხვა შენიშვნები ფორმალიზებული და რეზუმირებულია კენონის მიერ (1927):


ა) თუკი შინაგანი ორგანოებიდან მომავალ ყველა აფერენტულ ბოჭკოს გადავჭრით,
ემოციური ქცევა მაინც არ შეიცვლება. პირველი, ვინც შეეცადა ჯეიმს-ლანგეს
თეორიის შემოწმებას შერინგტონი იყო, რომელმაც ცხოველს გადაუჭრა ზურგის
ტვინის კისრის წილი . უფრო შორს წავიდა კენონი, რომლემაც ამოიღი განგლიებიც
კი. სომერისა და ჰეიმანსის (1912) ცდებში ძაღლსა და კატას მთლიანად
განუცალკევეს თავი ტანისგან და სასიცოცხლო პროცესებს უნარჩუნებდნენ
ჯვარედინი სისხლისმოიმოქცევით ამავე სახეობის სხვა ცხოველებთან. ყველა ამ
შემთხვევაში ემოციოგენური სტიმულის ზემოქმედებისას აღინიშნებოდა მთელი გამა
ემოციის მიმიკური გამოვლინებებისა- შიშის, ზიზღის, რისხვის და ა.შ.

ეს კრიტიკული შენიშვნა არაა დამარწმუნებელი, რადგანაც ამგვარი


ექსპერიომენტები, ჩატარებული ცხოველებზე, არ იძლევა საშუალებას ადამიანზე
გავაკეთოთ დასკვნები. ჩვენ არ ვიცით, განიცდის თუ არა ცხოველი ემოციას. ჩვენ
მხოლოდ მის მიმიკურ გამოვლინებებზე დაკვირვება შეგვიძლია. თუმცა უხეში
შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჯეიმსისთვის ეს მიმიკური რეაქციები
ცნობიერების მდგომარეობის გამოხატვა და ექსტერიორიზაციაა, მაშინ როცა ემოციის
წყარო უნდა ვეძიოთ შინაგან ორგანოებში. პირიქით, მიმიკური რეაქციები მხოლოდ
პერიფერიული რეაქციების მიერ აღძრული რეაქციების მხოლოდ ნაწილია.
არსობრივად, ძალიან ძლიერი ანესთეზიაც კი არაა სრული და ნერვები მაინც
აგრძელებენ აგზნების გადაცემას ქერქში. ასე რომ, ამგვარი ექსპერიმენტები არ
იძლევა ჯეიმსის თეორიის უარყოფის საფუძველს.

ბ) ერთ და იგივე დიფუზური ვისცერალური რეაქციები აღინიშნება სხვადასხვა


ემოციების განცდის შემთხვევებში; ასევე, ეს რეაქცები აღინიშნება ისეთი ორგანული
მდგომარეობებისას, რომლებსაც ემოციებს ვერ დავუკავშირებთ. ამ შენიშვნის
პირველი ნაწილი არაა სრულად დასაბუთებული. შემდგომში ჩვენ განვიხილავთ
საკითხს, არსებობს თუ არა ემოციონალურ რეაქციათა პატერნები, პასუხი იქნება
დადებითი, თუკი, როგორც ამას ჯეიმსი აკეთებდა, ვისცერალურ რეაქციებს არ
გამოვყოფთ კუნთებისგან.

კრიტიკული შენიშვნის მეორე ნაწილს მხოლოდ ირიბი მიმართება აქვს ჯეიმსის


თეორიასთან. ავტორი არასოდეს ამბობდა, რომ ყოველი ორგანული ცვლილება
ემოციის წყაროა.

გ)შინაგან ორგანოებს შედარებით სუსტი მგრძნობელობა ახასიათებთ. ეს ასეა და


ყოველდღიური დაკვირვებები გვარწმუნებენ, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემა
ნორმალური ფუნქციონირების დროს არაა შეგრძნებების წყარო. პირიქით,
გულსისხლძარღვთა ან საჭმლის მომნელებელი სისტემის უეცარი დარღვევების
დროს აღიძვრის დიფუზური და ზოგჯერ ძალიან ძლიერი შეგრძნებები. გარდა ამისა,
ჯეიმსს არასოდეს დაყავდა ემოციის ორგანული წყაროები შინაგან ორგანოებამდე. ის
წერდა იმ ქცევით რეაქციებზე (გაქცევა, სიცილი, კბილების ღრჭიალი), რომლებიც
უშუალოდ არ განისაზღვერება ვეგეტატიური ნერვული სისტემით.

დ) ხელოვნურად განოწვეული ის ვისცერალური ცვლილებები, რომლებიც ემოციებს


ახასიათებთ, არ იწვევს უშუალოდ ემოციის განცდას. ადრენალინის ინექცია მხოლოდ
ამაღლებს სპეციფიკურ მგრძნობელობას, ზრდის ემოციის აღმოცენების ალბათობას
და მას უშუალოდ არ იწვევს.

თუმცა, ისევ უნდა გავიმეორეოთ, რომ ჯეიმსი არ წერდა იმის თაობაზე, რომ ყოველი
ორგანული დარღვევა ემოციის წყაროა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯეიმსისთვის
დიადა; ორგანული რეაქციები-ემოციის განცდა ყოველთვის განიცალკევებელი იყო
მისი მიზეზისგან: ობიექტის აღქმისგან. და რადგანაც ობიექტის ქვეშ იგი
გულისხმობდა „სიტუაციას მთლიანობაში“, სუბიექტზე ზემოქმედი ყველა შესაძლო
ზემოქმედების ჩათვლით, ამიტომაც აქ საუბარია სიტუაციის აღქმაზე. ჯეიმსს რომ
დაეზუსტებინა კავშირი კონკრეტული ობიეტის აღქმასა და სუბიექტის რეაქციას
შორის, იგი შეიძლება ჩაგვეთვალა თანამედროვე კონცეპციების ფუძემდებლად. მისი
დამსახურებაა იმის აღნიშვნა, რომ ორგანული რეაქციები სიტუაციის აღქმის
უშუალო შედეგს წარმოადგენენ და არა ეპიფენომენს ან სულის დგოამრეობის
შედეგს.

1.4. ემოცია, როგორც ქცევა

იდეა, რომ ემოცია უნდა განვიხილოთ არა როგორც ფსიქიკური მდგომარეობა,


არამედ, უპირველეს ყოვლისა, როგორც ორგანიზმის პასუხი სიტუაციაზე, შეიძლება
ჯერ კიდევ დარვინთან ვნახოთ. ასეთი პოზიცია ბუნებრივია მათთვის, ვინც მხოლოდ
ცხოველის ქცევითი რეაქციების კველვებიდან ამოდის. დარვინის მიხედვით (1872),
ემოციურ რეაქციათა დიდი ნაწილი აიხსნება ან იმით, რომ ისინი სასარგებლონი
არიან (რისხვის გამოხატვა აშინებს მტერს) ან უბრალოდ იმით, რომ ისინი იმ
მოძრაობების რუდიმენტებია, რომლებიც მიზანშეწონილნი იყვნენ ევილუციის წინა
საფეხურებზე (1). მაგალითად, ჩვენი ხელები ოფლიანდება შიშის დროს - ეს ხიფათის
რეაქციის რუდიმენტია- ჩვენს მაიმუნისმაგვარ წინაპრებს ხელების გაოფლიანება
უადვილებდა ტოტებზე ჩაჭიდებას.
დიუიმ (1894-1895) დასვა საკითხი ემოციის მნიშვნელობის (ფუნქციის) შესახებ და
მისმა ფუნქციონალიზმმა ერთმანეთს დაუკავშირა დარვინისა და ჯეიმსის
შეხედულებები. დიუი საერთოდ არ სვამდა საკითხს ემოციის ფაზების
ქრონოლოგიური თანმიმდევრობის თაობაზე. მისი შეხედულებით, არსებობს
ინსტინქტური კოორდინაცია აღქმასა და ორგანიზმის რეაქციებს შორის, თანაც აღქმა
აქტიური პროცესია და გულოსხმობს ობიექტის ან სიტუაციას არა მხოლოდ როგორც
ასეთის აღქმას , არამედ ასევე, ობიექტი-სიტუაციის ემოციონალური მნიშვნელობის
ასახვასაც; ჩვენ აღვიქვავთ დათვს არა მხოლოდ როგორც დათვს, არამედ ასევე
როგორც საშიშ ცხოველს. დიუი ასევე წერს: „ მთავარი- ეს ქცევის მეთოდია( ხერხია),
მასთან ერთად აღიძვრის აზრი და ემოციონალური აგზნება... ისინი ასახავენ
სტიმულისა და პასუხის დაძაბულობას, რომლების კოორდინაციაც განსაზღვრავს
ქცევის მოდალობას“ (1895, გვ.19). ემოცია წარმოიქმენა მხოლოდ მაშინ, როდესც
ინსტინქტური მოქმედება, ჩვეული ქცევა აწყდება დაბრკოლებას. ბრძოლა ან გაქცევა
თავისთავად არ იწვევენ ემოციას, თუკი სრულდებიან ჩვეულებრივ პირობებში,
მაგრამ როდესაც ჩნდება სირთულე-დაბრკოლება, ადამიანი ცდილობს ადაპტირებას
და განიცდის ემოციას. „ფსიქოლოგიურად ემოცია- ეს ადაპტაციაა,.... ხოლო
ორგანული სხეულებრივი ცვლილბები, მკაცრად რომ ითქვას, ადაპტაციისათვის
ბრძოლის გამოვლინებებია“ (1895, გვ. 30).

ემოციის ეს კონფლიქტური თეორია უფრო ახლოა თანამედროვე წარმოდგენებთან.


იგი ძირითადში ჩამოაყალიბა კლაპარედმა (1928).- „ემოციები მხოლოდ მაშინ
აღიძვრიან, როდესაც ამა თ იმ მიზეზით გართულებულია ადაპტაცია. თუკი ადამიანს
შეუძლია გაქცევა, ეს არ განიცდის შიშის ემოციას“ (გვ. 127).

უოთსონი (1919) კიდევ უფრო შორს წავიდა: არაა მნიშვნელოვანი, თუ რას


განვიცდით. ემოციები- ეს ორგანიზმის რეაქციებია ანუ „თანდაყოლილი რეაქციების
ერთობლიობაა, რომლებიც გულისხმობენ მთელი სხეულებრივი მექანიზმის ღრმა
ცვლილებებს და ძირითადში კი, ვისცერალური და სეკრეტორული სისტემების
ცვლილებებს“.

ასე რომ, იდეა ფორმულირებულია; ემოცია- ორგანიზმის რეაქციაა სიტუაციაზე. ამ


თეორიის უშუალო შედეგია იმ მიმართულების გაძლიერება, რომელიც ჯეიმსიდან
მომდინარეობს და რომელიც უფრო ფიზიოლოგიითაა დაინტერესებული, ვიდრე
ფსიქოლოგიით (შერინგტონი, კენონი, ბარდი და სხვები). ეს პოზიცია ზოგჯერ
საერთოდ უარყოფს ემოციის ფსიქოლოგირი კვლევის აუცილებლობას.
თანამედროვე შეხედულებების ჩამოყალიბებაში უნდა ვუმადლოდეთ ფრანგი
ავტორების ფსიქოპათოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევებს. ემოციის
შესწავლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ გადადგა პ. ჟანემ (1928). ჟანე წერდა
ემოციაზე, როგორც ქცევაზე. „ემოცია-წერს ჟანე- ჩნდება უშუალოდ სიტუაციის
აღქმიდან“ (გვ.458). თავიდან ავტორი განიხილავდა ემოციის გავლენას ქცევაზე.
„ემოციას, როგორც ჩანს, გააჩნია დისოციაციის, დარღვევის უნარი. ემოცია-
ძირითადში, მადეზორგანიზებელი ძალაა“ (გვ. 464). და შემდეგ: „ადექვატური ქცევის,
ადაპტაციური გზების ძიების სწორედ ეს მკვეთრი დარღვევა, ეს დეზორგანიზაცია,
მთელს ორგანიზმში აგზნების გავრცელება რეგულაციური პროცესებისგან
განსხვავებული ფენომენია და რომელიც, ჩვენი აზრით, ემოციას ახასიათებს“. (გვ.
467). ემოცია იწვევს მეხსიერების, ჩვევების დაღვევას და რთული ქცევების უფრო
მარტივით ჩანაცვლებას.

პიერონმა (1928), რომელიც კერძოდ სწავლობდა კიბორჩხალას ავტონომიურ


რეაქციებს, დასვა საკითხი ემოციის ბუნების თაობაზე. „ის არსობრივად, ნერვული
ენერგიის არასტანდარტულ განმუხტვაში მდგომარეობს, რომლის დროსაც ენერგია
აღემატება იმ ენერგიას, რომელიც იხარჯება ჩვეული რეაქციების დროს და ის
შეიძლება აღიძრას მაშინაც კი, როდესაც რეაქციის არანაირი პირობა არ არსებობს“.
(გვ.294).

ჟანემ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი; ემოცია არ დაიყვანება შინაგან განცდაზე ან


ფიზიოლოგიურ დაღვევებზე და ამიტომაც ამ უკანასკნელთა პირველადობა-
მეორადობის საკითხი აღარ დაისმის. ემოცია- მთლიანი პიროვნების (ორგანიზმის
ჩათვლით) რეაქციაა იმ სიტუაციებზე, რომელთა მიმართაც ადაპტაცია რთულდება
და ემოციას ძირითადში, ფუნქციონალური მნიშვნელობა გააჩნია.

1.5. აქტივაციის დონეები

ემოციის ფიზიოლოგიაში მიღწეულ დიდ წარმატებას უნდა აღეძრა საკითხი ემოციის


სპეციფიკურობის შესახებ. მას შმდეგ, რაც ფსიქოლოგებმა დაიწყეს ორგანიზმის
ფიზიოლოგიური რეაქციების შესწავლა (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა, კანის
გალვანური რეფლესი, ბიოქიმიური და სეკრეტორული რეაქციები), ისინი მივიდნენ
დასკვნამდე, რომ ამ ფიზიოლოგიურ გამოვლინებათა გაძლიერება მანამდე
აღინიშნება, სანამ სუბიექტი ემოციას განიცდიდეს. თანდათან მკვლევარებს
გაუჩნდით შეხედულება, რომ არსებობს ქცევის აქტივაციის განსხვავებული დონეები
და რომ ემოცია- უბრალოდ რეაქციაა, რომელიც ძალიან მაღალი აქტივაციის დონეს
შეესაბამება.
ეს იდეა 1915 წელს კენონმა ჩამოაყალიბა. მან აღმოაჩნა, რომ კატის ორგანიზმში
ადრენალინის გამოყოფის გაძლიერება უმცირესი მოძრაობის დროსაც ხდება,
თანდათან, ცხოველის გააქტიურებასთან ერთად მატულობს და ძალიან მაღალ
ნიშნულს აღწევს, როდესაც კატა ძაღლს ხედავს. ამ ფაქტებიდან გამოდინარე, კენონმა
განავითარა ხიფათის რეაქციის თეორია (emergency reaction): ფიზიოლოგიური
ცვლილებები ორგანიზმს ქცევის განხორცილებისადმი ამზადებენ და
უზრუნველყოფენ მას ენერგეტიკით (შიში, რისხვა). რა თქმა უნდა, ადრენალინის
გამოყოფა თავისთავად სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნების შედეგია, მაგრამ
ის აძლიერებს და მიმართავს ამ პროცესს.

ამ თეორიის ამოსავალია „ენერგეტიკული მობილიზაცია“, რომლეიც თავის უმაღლეს


დონეს ემოციის შემთხვევაში აღწევს. ეს შეხედულება 1951 წელს გააკრიტიკა დაფიმ.
დაფი, 1934 წლიდან მოყოლებული, იცავდა თეზისს აქტივაციის დონეთა
კონტინუუმის შესახებ და მანვე დასვა საკითხი ტერმინ „ემოციის“ სარგებლიანობის
თაობაზე (1941).

ნეიროფიზიოლოგაიში ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა დაფის თვალსაზრისი


განამტკიცეს და განავითარეს. მართლაც, ცხოველის რეტიკულარული ფორმაციის
გაღიზიანება მზარდი მიმართულებით, აისახება ცხოველის განსხვავებული
მდგომარეობების სახით- დაწყებული ღრმა ძილით და რისხვისა და შიშის
ემოციებით დამთავრებული. ამ განსხვავებულ სტადიებს შეესაბამება
ფიზიოლოგიური გამოვლინებები, რომლებიც ფიქსირდება ელექტრო
ენცეფალოგრამით და კანის გალვანური რეაქციით.აქედან მომდინარეობს ის იდეა,
რომელიც ქცევას აქტივაციის დონეთა შესაბამისად განიხილავს (ეს უკანასკნელი
ვარირებს ძილიდან პაროკსიმალურ მდგომარეობებამდე). ასეთია კონცეპცია,
რომელიც ლინდსლიმ წამოაყენა (1050, 1960)- ეს ფიზიოლოგიური მიდგომა არ
განიხილავს ემოციას, როგორც განსაკუთრებულ ფენომენს; ემოცია განიხილება,
როგორც აქტივაციის კონტინუუმში უკიდურესი ნიშნული.

თუკი ემოციის მხოლოდ ფიზიოლოგიურ ასპექტს განვიხილავთ, ასეთი მიდგომა


შეიძლება საფუძვლიანად ჩავთვალოთ. ფიზიოლოგიური ემოციონალური რეაქციები
ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა თვისობრივად, არამედ რაოდენობრივად. მაგრამ
ეს რეაქციები მნიშვნელობას იძენენ მხოლოდ იმ სიტუაციაში ან ერთიანი
მოქმედების პირობებში, რომელმაც ისინი გამოიწვია.
(1)დარვინმა ჩამოაყალიბა ასევე კიდევ ორი პრინციპიც; მეორე, ე.წ. ანტითეზის პრიციპის მიხედვით,
ემოციის ზოგიერთი გამომხატველი მოძრაობა სასარგებლო ემოციის , ფიზიკური
ტვალსაზრისით,უბრალოდ საწინააღმდეგოა. მესამე პრინციპი უსარგებლო რეაქციებს ხსნის ნერვული
სისტემის აგებულებით.

You might also like