You are on page 1of 12

თემურ ხუნაშვილი

კოსმოლოგია - სამყაროს წარმოშობისა და


ევოლუციის თეორია
იოჰანეს კეპლერი
კეპლერის კანონები აღწერს პლანეტების მოძრაობა მზის ირგვლივ. იოჰანეს
კეპლერის თეორიები სათავეს იღებს მისივე მასწავლებლის, დანიელი ასტრონომის
ტიხო ბრაგეს დაკვირვებებიდან. ტიხო ბრაგეს მრავალწლიანი დაკვირვებები
შეეხებოდა პლანეტების მოძრაობას მზის ირგვლივ.
კეპლერის კანონები
1) ყოველი პლანეტა მიმოიქცევა მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე, რომლის ერთ-
ერთ ფოკუსშიც მდებარეობს მზე.
2) მზისა და პლანეტების შემაერთებელი მონაკვეთი დროის ტოლ შუალედში ტოლი
ფარდობის ფიგურებს შემოწერს.
3) სხვადასხვა პლანეტის ორბიტაზე შემოვლის პერიოდების კვადრატების შეფარდება
მზემდე საშუალო მანძილის კუბებთან მუდმივი სიდიდეა.

ტიხო ბრაგე
დანიელი ასტრონომი, რომელმაც პირველმა ჩაატარა ევროპაში სისტემური და
მაღალი სიზუსტის მქონე ასტრონომიული დაკვირვებები.

 გაზომა პლანეტების მოძრაობა და მდებარეობა;


 შექმნა 777 ვარსკვლავისაგან შემდგარი კატალოგი;

ჯორდანო ბრუნო
იტალიელი ასტრონომი, გამოთქვამდა მოსაზრებას პლანეტარული სისტემის
ჰელიოცენტრული ბუნების თაობაზე. ჰქონდა მოსაზრება, რომ ვარსკვლავები არის
შორეული მზეები, რომლებზეც შესაძლოა ისევე არსებობდეს სიცოცხლე, როგორც
დედამიწაზე. ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციას ემსხვერპლა.

ჰიპარქე
ძველი ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი, ასტრონომიის ერთ-ერთი
ფუძემდებელი. საკუთარი დაკვირვებებით შეადგინა მზისა და მთვარის მოძრაობის,
აგრეთვე მზის დაბნელების ცხრილები. შექმნა 850 ვარსკვლავიანი კატალოგი და
დაყო ვარსკვლავები ბრწყინვალების მიხედვით 6 კლასად. აღმოაჩინა პრეცესიის
მოვლენა და გამოთვალა მისი სიდიდეც. გამოიგონა: ასტროლაბი, გეოგრაფიული
კორდინატები: გრძედი და განედი;
მცირე ცდომილებებით გამოთვალა პრეცესია, ტროპიკული წელიწადის
ხანგრძლივობა, მისი სხვაობა ვარსკვლავურ წელიწადთან და განსაზღვრა
ეკლიპტიკის დახრა ეკვატორთან;

არისტარქე
გამოიგონა პირველი ცნობილი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება გავზომოთ მანძილი
დედამიწიდან მზემდე და მთვარემდე. ვარაუდობდა, რომ მთვარე არის სფერო,
რომელიც სხვადასხვა მხრიდან ნათდება. მისი გამოთვლებით მზე 20-ჯერ აღემატება
მთვარეს, ხოლო დედამიწის რადიუსი მთვარის რადიუსზე 3-ჯერ უფრო დიდია.

ეკლიპტიკა
„დაბნელება“ - ცის სფეროს დიდი წრეწირი, წარმოსახვითი ხაზი, რომელზეც
მიმდინარეობს მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავებს შორის.

ოპტიკა
ფიზიკის განშტოება, რომელიც შეისწავლის სინათლის თვისებებს, მის ქცევას
მატერიასთან და იმ ინსტრუმენტებთან, რომლებიც ზემოქმედებს მასზე, და
აღმოაჩენს მას. ოპტიკა აღწერს სინათლის ხილულ, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ
სპექტრებს.

ბინოკულარული/მონოკულარული
 მხედველობა ორი თვალით. მიკროსკოპი, ხელსაწყო, რომელსაც ორივე
თვალისთვის გააჩნია ოკულარი. (ე.ი ჩვეულებრივი მხედველობა)
 ერთი თვალისთვის გამოყენებადი ხელსაწყო, რომელიც უზრუნველყოფს
უკეთ და ახლოს დანახვას.
ნისლეულები
ვარსკვლავთაშორისი ღრუბელი, რომელიც მტვრის, გაზისა და პლაზმისგან შედგება.
ზოგადად ყველა ნისლეული ბნელია, თუმცა მაშინ, როდესაც ნისლეულის
მახლობლად გვხვდება ვარსკვლავი, ღრუბელი იწყებს სხვადასხვა ფერში ციალს.
ვარსკვლავთა წარმოშობის პროცესი კოსმოსურ ნისლეულებში მიმდინარეობს,
რომელსაც ხშირად გაზისა და მტვრის ღრუბლების კოლაფსს ან მოლუკულურ
ღრუბლებს უწოდებენ. ერთადერთი ნისლეული, რომლის დანახვაც შესაძლებელია
შეუიარაღებელი თვალით ორიონის ნისლეულია

მიქცევ-მოქცევა
ოკეანის ან ზღვის დონის, ატმოსფერული წნევის დედამიწის მყარი სხეულის
დეფორმაციის პერიოდული რხევები, რომელსაც მთვარისა და მზის მიზიდულობა
განაპირობებს. ამ რხევებს ზღვის, ხმელეთის და ატმოსფერულ მოქცევებს უწოდებენ;

იუპიტერი
(ქართ. სახელწოდება - დია ან მუშთარი) მეხუთე პლანეტა და მზის სისტემის
უდიდესი ციური სხეული. სახელწოდება მომდინარეობს რომაული ღვთაება
იუპიტერიდან. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.
იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცადე - მზის, მთვარისა და ვენერას შემდეგ.
(მარსი შიგადაშიგ უფრო მკვეთრად ჩანს)
ეკვატორული დიამეტრი - 142 900კმ
პოლარული დიამეტრი - 133 700კმ (დედამიწას აღემატება 11.2ჯერ)
მასით 2.5 ჯერ აღემატება დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს.
318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო
მოცულობა 1321-ჯერ აღემატება.
მცირე პერიოდის კომეტების უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის.
67 თანამგზავრი; ყველაზე დიდი - განიმედე.
იუპიტერზე ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყო 1973 წლის 3 დეკემბერს.
ძირითადად შედგება წყალბადისა და ჰელიუმისაგან. შემადგენლობით ახლოსაა
მზესთან.
ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7-25 ათასი კმ. სისქის ფენა, სადაც ტემპერატურისა
და წნევის ზრდასთან ერთად აიროვანი წყალბადი გადადის სითხის მდგომარეობაში.
ბირთვის დიამეტრი - 15-30 ათასი კმ.
იუპიტერი შედარებით მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს.
იუპიტერის ატმოსფერო:
წყალბადი 81%; ჰელიუმი 18%; მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. გარე ფენები
შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს. მოწითალო ფერს განაპირობებს
ფოსოფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების
ტემპერატურა დაახლოებით -130გრადუსია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება.
აპარატ „გალილეოს“ მონაცემებით 130კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150გრადუსამდე
აღწევს, წნევა კი 24 ატმოსფეროს.

იო
იუპიტერის თანამგზავრი, ყველაზე ახლო პლანეტასთან, გალილეოს მიერ
აღმოჩენილ 4 თანამგზავს შორის.(„მედიჩის პლანეტები“- იო, ევროპა, განიმედე და
კალისტო) გამოირჩევა მძლავრი ვულკანური აქტივობით. იო ერქვა ქალიშვილს,
ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ზევსს(იუპიტერს) უყვარდა.

ევროპა

იუპიტერიდან მეექვსე ყველაზე ახლოს მყოფი თანამგზავრი და ყველაზე პატარა


გალილეოს აღმოჩენილი 4 თანამგზავრიდან.
ევროპა მთვარეზე ოდნავ მცირეა, შედგება სილიკატური ქვისგან და დიდი
ალბათობის რკინის ბირთვი აქვს. აქვს გათხელებული ატმოსფერო, რომელიც
უმეტესად ჟანგბადისაგან შედგება. ზედაპირი წყლის ყინულის ზედაპირისგან
შედგება და მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გლუვია.ზედაპირზე ხშირია
ნაპრალები და ზოლები, ხოლო კრატერები შედარებით იშვიათია. მისმა სიგლუვემ
წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ შესაძლოა მის შიგნით არსებობს ოკეანე და შესაბამისად,
არსებობს არამიწიერი სიცოცხლე.
2013 წელს ნასამ ევროპის ზედაპირზე თიხის მსგავსი მინერალები აღმოაჩინა.

ეროსი(ასტეროიდი)
ეროსი დედამიწის მახლობლად აღმოჩენილი პირველი ასტეროიდია. მას S-ის ფორმა
აქვს და განიმედეს შემდეგ დედამიწის მახლობლად მყოფი სიდიდით მეორე
ასტეროიდია. მიიჩნევენ, რომ ეს იყო პირველი ასტეროიდი, რომელიც მარსის
ორბიტას მიუახლობდა.
ცერერა/ცერესი)
ასტერიოიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა. აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე
პიაციმ. ცერერა - ყველაზე მასიური სხეული. დიდი ხნის მანძილზე ცერერა
პლანეტად ითვლებოდა, თუმცა მოხდა მისი ასტეროიდად კლასიფიკაცია და
განიხილავენ, როგორც ჯუჯა პლანეტას.

 ეკვატორული დიამეტრი - 980კმ.


 პოლარული დიამეტრი - 910კმ.

კომეტა
კუდიანი ვარსკვლავი, რომელსაც პლანეტებისაგან განსხვავებით მკვეთრად
განსხვავებული ზომა და თვისებები გააჩნია, მეტად თავისებური კოსმოსური
სხეული, რომლისთვისაც დამახასიათებელია მცირე მასა, დიფუზიურობა და
წაგრძელებული კუდის ფორმა.
კომეტები გამოირჩევიან პერიოდულობისა და არაპერიოდულობის თვისებებით.

 პერიოდული - თავს აღწევს მზის სისტემას, თუმცა მზის მიზიდულობის გამო


პერიოდულად ბრუნდება უკან.
 არაპერიოდული - თავს აღწევს მზის სისტემას და სამუდამოდ უჩინარდება

პლანეტა
ბერძ. „მოხეტიალე ვარსკვლავი“ ქართ. ცთომილი - ციური სხეული, რომელიც
ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და რომელიც/რომელმაც:

 საკმარისად მასიურია, რომ გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღოს.


 იმდენად მასიური არაა, რომ თერმობირთვული სინთეზი შეძლოს.
 თავისი სამეზობლო გაასუფთავა პლანეტოშენადედებისაგან.

ასტეროიდი
მცირე ცთომილი. მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე მოძრავი სხეულები, რომლის
ზომა მზის სისტემის პლანეტებთან შედარებით მცირეა.
მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს
შორისაა. მათი ზედაპირი ძირითადად დაფარულია კრატერებით, რაც მცირე ციური
სხეულების დაჯახებითაა გამოწვეული.
ვარსკვლავი
პლაზმის მასიური და კაშკაშა სფერო, რომელიც თავისივე გრავიტაციითაა
შეკავებული. დედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავი მზეა, რომელიც
პლანეტის ძირითად ენერგიის წყაროს წარმოადგენს.
ვარსკვლავი წყალბადისა და ჰელიუმის ტერმობირთვული სინთეზის წყალობით
ანათებს და გამოყოფს ენერგიას, რომელიც ვარსკვლავის შიდა ნაწილის გაივლის და
შემდეგ, გარე კოსმოსში გამოსხივდება;

ახალი ვარსკვლავები
ახალი ვარსკვლავი - ობიექტი, რომლის ნათება მკვეთრად იზრდება.
XX საუკუნეში ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ახალ ვარსკვლავთა უმრავლესობა
თეთრ ჯუჯასა და ვარსკვლავთა კომპანიონის მჭიდრო, ორმაგ ვარსკვლავურ
სისტემებში მომხარი აფეთქებისმაგვარი პრეცესების შედეგად ჩნდება.

ზეახალი ვარსკვლავები
ზეახალი ვარსკვლავი - ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამში
იზრდება, დაახლოებით 20 ვარსკვლავური სიდიდით, შემდეგ კი, შედარებით ნელა
მცირდება და პირვანდელ ნათებასთან საერთო აღარაფერი აქვს. ზეახალი
ვარსკვლავის ანთება ბევრად დიდი მასშტაბის მოვლენაა, ვიდრე ახალი
ვარსკვლავისა. როდესაც ზეახალი ვარსკვლავის ელვარება მაქსიმალურ ნათებას
აღწევს, ამ დროს მისი სიკაშკაშე, თითქმის უტოლდება იმ გალაქტიკის სიკაშკაშეს,
რომელშიც თავად ეს ვარსკვლავი იმყოფება. ზეახალი ვარსკვლავის ანთება საკმაოდ
იშვიათი მოვლენაა. ცალკეულ გალაქტიკებში, საშუალო გაანგარიშებით
დაახლოებით საუკუნეში ერთხელ ხდება.
ცნობილი ფაქტია, რომ 1054 წელს აფეთქდა ზეახალი ვარსკვლავი და შეიქმნა
კიბორჩხალისებრი ნისლეული. ნისლეულის ცენტრში კი, მდებარეობს ნეიტრონული
ვარსკვლავი.

 ვარსკვლავში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქცია. მასში მონაწილე


ნივთიერებათა რაოდენობა იკლებს და წარმოიქმნება წითელი გიგანტი.
რეაქციის შედეგად წარმოქმნილი წნება მცირდება, წნევას მიზიდულობა
აჭარბებს და ამ დისბალანსის, არასტაბილურობის გამო ხდება აფეთქება.
სწორედ აფეთქება წარმოადგენს ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესს.

ნეიტრნონული ვარსკვლავები
ნეიტრონული ვარსკვლავი - ვარსკვლავური ნარჩენის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც
წარმოიქმენა მასიური ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსისას.
გრავიტაციული კოლაფსი თავის მხრივ გულისხმობს მასიური ობიექტის შეკუმშვას,
თავისივე გრავიტაციის ზეგავლენით, რომელიც უბიძგებს მატერიას ჩავარდეს მასის
ცენტრისკენ, გრავიტაციული კოლაფსი ფუნდამენტური მექანიზმია სამყაროში
სტრუქტურების ფორმირების საკითხთან დაკავშირებით.
ნეიტრონული ვარსკვლავები ხასიათდებიან მარალი სიმკვრივით და მოკლე
რეგუალური ბრუნვის პერიოდით.

ცეფეიდები
მეცნიერები, ასტრონომები შორეულ ობიექტებამდე მანძილების გასაზომად და
დასადგენას კოსმოსურ შუქურებს იყენებენ. სწორედ ამგვარ კოსმოსურ შუქურებს
განეკუთვნებიან პულსირებადი ცვალებადი ვარსკვლავები - ცეფეიდები;
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცეფეიდი კოსმოსში პულსირებს, პულსაციის გამო,
მისი შემჩნევა ძალიან მარტივია და მათზე ორიენტირებით, მეცნიერები ადგენენ
მანძილს შორეულ ობიექტებამდე, თუმცა დროთა განმავლობაში ცეფეიდები კარგავენ
მასას, ამის გამო კი, უკვე ცნობილი მანძილების გადამოწმება ხდება საჭირო.
ცეფეიდები ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასია, ნათობის ცვლილების ზუსტი
პერიოდით.
ცეფეიდები ძალიან კაშკაშა ყვითელი გიგანტები ან ზეგიგანტები არიან, რომელთა
ელვარება ასჯერ აჭარბებს მზისას. ელვარების ცვლილება ერთიდან ორასი დღის
ინტერვალით ხდება. პულსაციის ციკლში ცეფეიდეი ხან დიდი და ცივი ხდება, ხან
პატარა და გავარვარებული. ცეფეიდის ნათება მაქსიმალურია, როდესაც ვარკსლავი
მინიმუმამდეა შეკუმშული და მაქსიმალურად გავარვარებულია და პირიქით;
პულსარები
პულსარი - მაგნიტიზირებული მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი ან თეთრი
ჯუჯაა, რომელიც ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. გამოსხივების შემჩნევა,
მასზე დაკვირვება და შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც
რადიაციული დასხივება მომართულია დედამიწისკენ და პულსაციის სახით
რადიაციას გამოავლენს.
თითოეული პულსარის პულსირების ინტერვალს მილიწამიდან-წამამდე სიზუსტის
დრო წარმოადგენს. პულსარი, ბრუნვის და პულსირების რეგულარული, ზუსტი
ინტერვალური პერიოდის ქონის გამო, ბინალურ ნეიტრონულ ვარსკვლავურ
სისტემაში, არაპირდაპირი გრავიტაციული ტალღების არსებობისთვის,
დადასტურების საშუალებად იქნა გამოყენებული;
პულსარებს ჩვენი სამყაროს შუქურებს უწოდებენ, მათი გამოსხივებები თითქოს
კოსმოსში პულსირებენ; პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია, მასიური
ვარსკვლავის მკვდარი ნარჩენი, რომელიც ძლიერ მაგნიტიზირებულია და სწრაფად
ბრუნავს. ასტრონომები მათ აღმოჩენას რადიოპულსებით ახერხებენ, რომელსაც
რეგულაური ინტერვალებით გამოყოფენ.

ორმაგი - ბინალური ვარსკვლავები


 ორი ვარსკვლავის ისეთი ერთობაა, რომელიც ერთ სისტემას შეადგენს და
მიზიდულობის კანონის ძალით იქმნება.(უილიამ ჰერშელი, 1802წ.)
 ვარსკვლავთა 25-50% ჩვენს გალაქტიკაში სწორედ ორმაგ სისტემებშია.

ორმაგი ვარსკვლავები ორი კომპონენტისაგან შედგება. ერთი ჩვეულებრივი


ვარსკვლავია, შიგნით კი მეორეა, რომელიც უკვე ჩამკვდარია. მას ნეიტრონულ
ვარსკვლავს ან თეთრ ჯუჯას უწოდებენ. ცოცხალი და მკვდარი ვარსკვლავები
ახლოს არიან ერთმანეთთან და მკვდარი ვარსკვლავი ცოცხალის ენერგიას ქაჩავს.
ორმაგ ვარსკლავებზე დაკვირვებით შეგვიძლია ავხსნათ ის, თუ რა ემართებათ
სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავებს.
სპექტრული კლასები
სპექტრული კლასები - ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექტრის,
უპირველეს ყოვლისა, ფოტოსფეროს ტემპერატურის მიხედვით;

 ზეგიგანტები
 კაშკაშა გიგანტები
 გიგანტები
 სუბგიგანტები
 ჯუჯები
 სუბჯუჯები
 თეთრი ჯუჯები

ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა
ვარსკვლავების მიმოფანტული გრაფიკი, რომელზეც ნაჩვენებია კავშირი
ვარსკვლავების აბსოლუტურ სიდიდეს, სპექტრულ ტიპებსა და ეფექტურ
ტემპერატურას შორის.
აღნიშნულ გრაფიკზე დატანილია ვარსკვლავები და ზომავს მის ხილულ
ვარსკვლავურ სიდიდეს(სიკაშკაშე) - ტემპერატურასთან(ფერი) მიმართებით.
პარსეკი
პარსეკი - (შემოქლებით პს) - სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება
ასტრონომიაში მანძილის გასაზომად. Parallax Second;

გაზური გიგანტები და პერასტრალური პლანეტები


 დედამიწისმაგვარი(პერასტრალური) პლანეტები;
მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი;
აგებულებით მთვარე ძალიან ჰგავს ჩამოთვლილ პლანეტებს.
 გაზური გიგანტები:
იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი;
დედამიწისგან განსხვავებით, გაზურ გიგანტებს არ აქვთ მკაცრად
გამოკვეთილი ქერქი. ისინი წარმოადგენენ გაზის გუნდებს. მათი ატმოსფერო
გადადის გათხევადებული აირის ოკეანეში და სიღრმის მიხედვით უფრო და
უფრო სქელდება;

ჰაბლის კანონი
ჰაბლის კანონი - კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც, გალაქტიკების სპექტრების
წითელი წანაცვლება ამ ობიექტებამდე მანძილის პროპორციულია. აღნიშნული
თეორია მიიჩნევა გაფართოებადი სივრცის პარადიგმის პირველ საბაზისო
დაკვირვებად, რომელიც დღეს გამოიყენება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად
ხმობილი საბუთი დიდი აფეთქების მოდელში.

სინათლის წელიწადი
სინათლის წელიწადი - მანძილი, რომელსაც სინათლე ერთი წლის განმავლობაში
გაივლის. (დაახლოებით ტოლია ათი მეცამეტე ხარისხად კილომეტრი)
ტალღა
ფიზიკაში ტალღა არის შეშფოთება, რომელიც ვრცელდება სივრცესა და დროში,
როგორც წესი ენერგიის გადატანით.
ელექტრომაგნიტური ტალღა - ტალღური ტიპის მოვლენა, რომელიც ვრცელდება
ვაკუუმში ან გარემოში. ის შედგება ელექტრული ველისა და მაგნიტური ველისაგან,
რომლებიც ირხევიან ერთსა და იმავე ფაზაში ერთმანეთისა და ტალღის გავრცელების
მიმართულებით, მართობულ სიბტყეში. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ყოფენ
რამდენიმე სხვადასხვა ტიპად, ტალღის სიხშირის მიხედვით. ეს ტიპები მოიცავს
(სიხშირის ზრდის მიმართულებით) რადიო ტალღებს, ინფრაწითელ გამოსხივებას,
ხილულ სინათლეს, ულტრაიისფერ გამოსხივებას, რენდგენის სხივებს და გამა
გამოსხივებას; სიხშირის საკმაოდ ვიწრო, ცვალებადი დიაპაზონი აღიქმენა ცოცხალი
ორგანიზმების თვალის მიერ. ამ დიაპაზონს ხილული სპექტრი, ან უბრალოდ
სინათლე ეწოდება.
ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გადააქვს ენერგია და იმპულსი, რომელიც
შეიძლება გადასცეს გარემოს.

გალაქტიკა
გალაქტიკა - გრავიტაციულად დაკავშირებული მატერიის მასიური სისტემა,
რომელიც შეიცავს ვარსკვლავებს, ვარსკვლავურ ნარჩენებს, გაზიდა და მტვრის
ვარსკვლავთაშორის სივრცესა და ბნელ მატერიას, რომელიც შეუცნობელ, თუმცა
მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
გალაქტიკა ბერძნულ თარგმანში გულისხმობს „რძიანს,“ ამიტომაც ჩვენს გალაქტიკას
„რძიან გზას“ უწოდებენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, როგორც „ირმის ნახტომი.“
გალაქტიკები იყოფა კლასებად, მათი ხილული ფორმის მიხედვით, რომელსაც
ვიზიალურ მორფოლოგიას უწოდებენ.

 ელიფსური გალაქტიკა - ელიფსის ფორმის სინათლის მოხაზულობა;


 სპირალური გალაქტიკა - დისკოს ფორმის მტვრიანი, მრუდე მკლავებით;
 არაწესიერი გალატიკა - უჩვეულო, უსწორმასწორო ფორმის მოხაზულობა;
თერმობირთვული რეაქციები
(ვარსკვლავების ენერგიის წყარო)

თერმობირთვული სინთეზი ატომური დაშლის შებრუნებული რეაქციაა, რომელშიც


პატარა ბირთვები უფრო დიდებად ერთიანდება. სამყაროში ყველაზე
გავრცელებული რეაქცია არის წყალბადის ბირთვების თერმობირთვეული
გაერთიანება ჰელიუმად.
თერმობირთვული რეაქცია პრაქტიკულად მუდმივად მიმდინარეობს ყველა
ვარსკვლავის წიაღში და შესაბამისად, ვარსკვლავების ენერგიის წყაროდ განიხილება.

 ბუნებრივი თერმობირთვული სინთეზი მიმდინარეობს ვარსკვლავებში;


 ხელოვნური თერმობირთვული სინთეზით ამზადებენ ბომბებს;

ვარსკვლავური ევოლუცია
ვარსკვლავური ევოლუცია - პროცესი, რომლითაც ვარსკვლავი მისი სიცოცხლის
მანძილზე იცვლება. ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე მილიონი
წელიწადიდან ტრილიონობით წელიწადამდე მერყეობს. აქედან გამომდინარე,
ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის მასაზე.
ყველა ვარსკვლავი იბადება გაზისა და მტვრის ღრუბლების კოლაფსით, რომელთაც
ხშირად ნისლეულებს ან მოლეკულურ ღრუბლებს უწოდებენ. მილიონობით წლების
შემდეგ, ეს ვარსკვლავები წონასწორობის მდგომარეობას აღწევენ და ხდებიან
მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები;

You might also like