You are on page 1of 9

სამიზნე ცნება: „მოსახლეობა და მეურნეობა“, „გეოგრაფიული გარსი“

საკითხი: ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინეთ, რომ ჰიდროინჟინერი ხართ და ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის


წყლებს იკვლევთ. საერთაშორისო კომპანია დაინტერესუბულია ავსტრალიის დიდი
არტეზიული აუზის წყლების ათვისებით და ადგილობრივი მოსახლეობისა თუ სამეურნეო
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ჭაბურღილებს დგამს. კომპანიამ თქვენ
ავსტრალიის არტეზიული წყლების შესახებ ანგარიში მოგთხოვათ.
თქვენ უნდა შექმნათ პრეზენტაცია თემაზე - „ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი“ და
ჭაბურღილის მაკეტი, სადაც ნათლად წარმოაჩენთ შემდეგ საკითხებს:
• რა ადგილი უკავია არტეზიულ წყლებს ჰიდროსფეროში;
• რა გავლენა მოახდინა ლითოსფეროში და ჰიდროსფეროში მიმდინარე პროცესებმა
ავსტრალიის კონტინენტის არტეზიული წყლების ჩამოყალიბებაზე;
• ავსტრალიის დიდი არტეზიული წყლების სამეურნეო გამოყენების თანამედროვე და
სამომავლო პერსპექტივების ანალიზი.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 გაეცანით მასალას არტეზიული წყლების ადგილი ჰიდროსფეროში, რაც საკითხის


გააზრებაში დაგეხმარებათ ;

 რუკისა და ქვემოთ მოცემული ინფორმაციის დახმარებით დაადგინეთ დიდი


არტეზიული აუზის მდებარეობა ავსტრალიის კონტინენტის ტერიტორიაზე;

 ყურადღება გაამახვილეთ თუ როგორ ურთიერთქმედებს ლითოსფერო და


ჰიდროსფერო ერთმანეთზე და ამ ურთიერთქმედების შედეგად როგორ
წარმოიქმნა ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი; როგორია მიწისქვეშა წყლების
შევსების მექანიზმები;

1
 ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის მიწისქვეშა წყლები და მათი სამეურნეო
მნიშვნელობის გააზრება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებაში
დაგეხმარებათ;

 „არტეზიული ჭაბურღილის მოდელის“ გასაკეთებლად არტეზიული ჭაბურღილის


სქემატური სურათი და ფოტოები გამოიყენეთ, რომლებზეც შენი თანატოლების
მიერ შემქნილი მოდელებია აღბეჭდილი .

არტეზიული წყლები და მათი ადგილი ჰიდროსფეროში

არტეზიული წყლები - მიწისქვეშა წყალია, რომელიც ორ წყალგაუმტარ ფენას შორის


მდებარეობს, ამიტომ წნევის ქვეშ იმყოფება. ასეთ ადგილში ჭაბურღილის გაჭრის
შედეგად, წყალი დიდი წნევით ამოდის დედამიწის ზედაპირზე და შადრევანივით
იფრქვევა.

იმისათვის, რომ უკეთესად გავერკვეთ არტეზიული წყლების არსში, მოდით, თვალი


გადავავლოთ დედამიწაზე არსებული წყლის რესურსებს, იგივე ჰიდროსფეროს ნაწილებს.
მსოფლიოში მიწისქვეშა წყლები მთელი მტკნარი რესურსების 30%-ს შეადგენს და მათი
მთლიანი მოცულობა 23 მლნ.კმ3-ია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე კარგად ჩანს
მსოფლიოში წყლის რესურსების განაწილება:

• პირველ სვეტზე ნაჩვენებია: ზღვები და ოკეანეები - 96,5%, სხვა მარილიანი წყლები


- 0,9%, მტკნარი წყლები - 2,5%;

• მეორე სვეტზე ნაჩვენებია მტკნარი წყლის რესურსების შემდეგი კატეგორიები:


მყინვარები - 68,7%, მიწისქვეშა წყლები - 30,1% და ზედაპირული მტკნარი წყლები -
1,2%;

• მესამე სვეტზე ნაჩვენებია უკვე ზედაპირული მტკნარი წყლების შემდეგი


კატეგორიები: მიწისქვეშა ყინული და მრავალწლოვანი მზრალობა - 69,0%, ტბები -
20,9%, ნიადაგის ტენი - 3,8%, ატმოსფეროში შემავალი წყლის ორთქლი - 3.0%, ჭაობები
- 2,6%, მდინარეები - 0,49%, ცოცხალ ორგანიზმებში არსებული წყალი - 0,26%.

2
არტეზიული წყლები უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგნენ და
ძირითადად მიწის წიაღის 80-1000მ სიღრმეზე მდებარეობენ. მსოფლიოში
გავრცელებული არტეზიული წყლების უდიდესი აუზებია: დასავლეთ-ციმბირის,
ავსტრალიის, საჰარის, პარიზის, პირენეის, დაკოტის და ვაიომინგის (აშშ), მათი ფართობი
რამოდენიმე ათასიდან - მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე მერყეობს.

3
რუკა №1 მსოფლიოში უდიდესი არტეზიული აუზების რუკა

სად მდებარეობს ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი?

ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი მსოფლიოში სიდიდით მეორეა, რუსეთში მდებარე


დასავლეთ-ციმბირის არტეზიული აუზის შემდეგ. ის ავსტრალიის ტერიტორიის 22%-ზეა
გადაჭიმული და 1,7მლნ.კმ2 ფართობი უკავია. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი
კონტინენტის არიდულ და ნახევრად-არიდულ - ქუინსლენდის, ახალი სამხრეთ უელსის,
სამხრეთ ავსტრალიის და ჩრდილოეთ ტერიტორიის - კლიმატურ ზონებს1 მოიცავს.

1 ქიოფენის კლიმატების კლასიფიკაციის მიხედვით

4
როგორ წარმოიქმნა ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი?

ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი 130მლნ. წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც 2000მ
სიღრმეზე უძველესი კრისტალური მასივი ტექტონიკური მოძრაობების შედეგად გაიღუნა
და დანალექი ქანებით ამოივსო. არტეზიული აუზი აღმოსავლეთ-ავსტრალიის ბაქანის და
აღმოსავლეთ-ავსტრალიის დანაოჭების სარტყელში მდებარეობს. წყალშემცველი
ჰორიზონტი წარმოდგენილია მეზოზოური ერის (252-66მლნ.წლის წინ) ქვიშაქვებით.
ქვიშაქვების დალექვა მოხდა ავსტრალიის კონტინენტის ცენტრალური ნაწილის დაძირვის
და ტერიტორიის მსოფლიო ოკეანის წყლებით დაფარვის შედეგად. უკვე შემდგომში,
არტეზიული აუზის აღმოსავლეთ ნაწილმა აწევა განიცადა და წარმოიქმნა ქედები - დიდი
წყალგამყოფი ქედი, იგივე ავსტრალიის ალპები.

ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის წყლის მარაგების შევსების მექანიზმები.

ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის მიწისქვეშა წყლები ძირითადად ატმოსფერული


ნალექებით ივსება, რომელიც დიდი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ფერდობებზე წვიმის
სახით მოდის და მათი წლიური რაოდენობა 625მმ აღწევს.

ატმოსფერული ნალექები გრუნტში ჩაჟონვით აღწევენ წყალგაუმტარ ფენას. ამ ადგილზე


ქანები სამხრეთი და დასავლეთი მიმართულებით არიან დახრილნი, შესაბამისად
მიწისქვეშა წყალიც ამ მიმართულებით მიედინება რამოდენიმე მეტრი სიჩქარით.

5
მხოლოდ ქვინსლენდის შტატში, არტეზიული აუზის წყალშემცველი ფენა ყოველდღიურად
300ათასი მ3 წყლის რაოდენობით ივსება. წყალგაუმტარი ფენების წნევის ზემოქმედების
შედეგად, ზედმეტი წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის და დროებით ნაკადებს ქმნის, ამით
მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი დონის შენარჩუნება ხდება.

მიწისქვეშა არტეზიული წყლები ძირითადად მტკნარია, მაგრამ არსებობს გარკვეული


უბნები, სადაც მინერალური მიწისქვეშა წყლებია თავმოყრილი.

რატომ არის ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი მნიშვნელოვანი?

ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი მნიშვნელოვანი წყლის რესურსია ირიგაციის,


სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარების
თვალსაზრისით. ეს აუზი წყლით ამარაგებს 2000-მდე ჭაბურღილს და 9000-მდე
მექანიკური ძრავებით აღჭურვილ ჭას. მიწისქვეშა წყლების რესურსებზე სულ უფრო
მზარდმა მოთხოვნილებამ (მორწყვა-ირიგაცია და მეცხვარეობა) და მრავალი
ჭაბურღილის დაყენებამ, მიწისქვეშა წყლების ბალანსზე უარყოფითად იმოქმედა და
წყალშემცველი ჰორიზონტის დაბლა დაწევა გამოიწვია. დღევანდელ დღეს, სულ უფრო და
უფრო ღრმა ჭაბურღილების დაყენებაა საჭირო.

ავსტრალიაში ჭაბურღილებზე მკაცრი საზედამხედველო კონტროლია დაწესებული.


მიწისქვეშა წყლების შენარჩუნების მიზნით ავსტრალიაში შეიქმნა დიდი არტეზიული აუზის
საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაა მიგდებული ჭაბურღილების
მოძებნა და მათი დალუქვა.

ყველასათვის ცნობილია, რომ მიწისქვეშა თბილი წყაროების არსებობა ვულკანურ


პროცესებთან და ზოგადად ვულკანიზმთან არის დაკავშირებული, მაგრამ ავსტრალიის
შემთხვევაში ეს ასე არ არის. ავსტრალიის მიწისქვეშა თბილი და მინერალური წყაროები
ერთიანი დიდი არტეზიული აუზის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე
ღრმა არტეზიული აუზია და მისი საშუალო სიღრმე 2000მ აღწევს. არის ადგილები, სადაც

6
არტეზიული აუზის სიღრმე 3000მ აღწევს. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის წყლების
ტემპერატურა სიღრმეში ჩასვლასთან ერთად ყოველ 32,5მ-ზე 10C-ით მატულობს, და
მიწისქვეშა თბილი წყაროების საშუალო ტემპერატურა 300C – 500C აღწევს.

სწორედ თბილი და მინერალური მიწისქვეშა წყაროების წყალობით ავსტრალიაში


განვითარდა ტურიზმის მეურნეობის რეკრეაციული2 მიმართულება.

ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის თერმულ წყლებს ალტერნატიული ენერგიის


წყაროდაც იყენებენ. 2006 წელს ბიორდსვილში აშენდა გეოთერმული ელექტროსადგური,
რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ელექტროენერგიის მოთხოვნილებას 25%-ით
აკმაყოფილებს. ბიორდსვილის გეოთერმული ელექტროსადგური მიწისქვეშა წყლებს
1,2კმ სიღრმიდან იღებს, რომელთა ტემპერატურა 980C-ს აღწევს. ამ წყლების
გაგრილებით ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაც ხდება.

2 რეკრეაცია - ლათ.recreatio, შრომის პროცესში დახარჯული ძალების აღდგენა, განახლება.

7
როგორ შევქმნათ არტეზიული ჭის მოდელი

8
9

You might also like