You are on page 1of 31

1.

მოხუცებულ პაციენტებში მენჯის ორგანოების პროლაფსის (ცისტოცელე ,

რექტოცელე) მკურნალობის რაციონალურ მეთოდს წარმოადგენს:

ა. სასწრაფო ქირურგიული მკურნალობა

ბ. მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა

გ. კორექციას საჭიროებს მხოლო შემაწუხებელი სიმპტომების აღმოცნებისას

2. ქვემოთ მოყვანილი ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან რომლები არ განიცდიან

ცვლილებას ასაკთან დაკავშირებით:

ა. ლეიკოციტების რაოდენობა და ფორმულა

ბ. ალბუმინი

გ. ედს-ი

დ. გლუკოზა

3. ქვემოთ მოყვანილი ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან რომლები განიცდიან

ცვლილებებს ასაკთან დაკავშირებით:

ა. ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი

ბ. თრომბოციტების რაოდენობა

გ. ელექტროლიტები (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი)

დ.თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი

ე. ედს-ი

4. რომელი კომპონენტის საფუძველზე ხორციელდება ხანდაზმული პაციენტის

მეხსიერების შემოწმება:

ა. მყისიერი გახსენება

ბ.ხანმოკლე მეხსიერება

გ. ხანგრძლივი მეხსიერება

დ. ყველა ჩამოთვლილის

5. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დელირიუმის განვითარების ძირითადი

ხელშემწყობი ფაქტორი:

ა. 80 წელს გადაცილებელი ასაკი

ბ. მამრობითი სქესი

გ. მდედრობითი სქესი

დ. მოტეხილობები
ე.სამი ან მეტი მედიკამენტის ერთდროული მიღება

6. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელს შეუძლია დელირიუმის და/ან

დემენციის გამოწვევა ხანდაზმულებში:

ა. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებს

ბ. ანტიბიოტიკებს

გ. პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებს

დ.H2 რეცეპტორების ანტაგონისტებს

ე. ყველა ჩამოთვლილის

ვ. ჩამოთვლილთაგან არც ერთს

7. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს პოტენციურად შექცევადი დემენციის

მიზეზი:

ა. ალცჰეიმერის დაავადება

ბ. ორგანული შხამებით მოწამვლა

გ. პიკის დაავადება

დ. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი

8. ხანდაზმულთა სუიციდთან ასოცირებული ფაქტორების მაღალი რისკის ჯგუფს

მიეკუთვნება:

ა. მდედრობითი სქესი

ბ. სოფლის მაცხოვრებელი

გ.თვითშეფასების დაბალი კოეფიციენტი

დ. მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი

9. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელს შეუძლია მოხუცებულ

პაციენტებში დეპრესიის გამოწვევა:

ა. რეზერპინს

ბ. პროპრანოლოლს

გ. ჰიდრალაზინს

დ. კლონიდინს

ე. ყველა ჩამოთვლილს

10. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელთან ერთად არის უსაფრთხო

(ტოქსიკურობის რისკის თვალსაზრისით) სეროტონინის უკუშთანთქმის სელექციური


ინჰიბიტორების დანიშვნა:

ა. ბეტა ბლოკერები

ბ. კალციუმის არხების ბლოკერები

გ. კარბამაზეპინი

დ. არცერთი ჩამოთვლილთაგან

ე. ყველა ჩამოთვლილთაგან

11. ნიფედიპინის მიღებასთან დაკავშირებული სახის წამოწითლება შეიძლება

შეამციროს:

ა. დაბალცხიმიანმა დიეტამ

ბ. მაღალცხიმიანმა დიეტამ

გ. ნახშირწყლოვანმა დიეტამ

დ. ყველა ჩამოთვლილმა

12. მოხუცებულებში მედიკამენტების გვერდითი მოვლენების უმრავლესობა :

ა. იდიოსინკრაზიული ბუნებისაა

ბ.დაკავშირებულია მედიკამენტის მოსალოდნელი მოქმედების გავრცობასთან

გ. ორივე ჩამოთვლილთაგან

13. ხანდაზმულ ასაკში სამკურნალო საშუალებების განაწილებაზე გავლენას ახდენს :

ა. სხეულის კუნთოვანნი მასის შემცირება

ბ. წყლის შემცველობის შემცირება

გ. ცხიმოვანი ქსოვილის მომატება

დ. ყველა ჩამოთვლილი

14. ხანდაზმულ ასაკში თირკმლების ფუნქციის დაქვეითება მოახდენს გავლენას წამლის

ფარმაკოკინეტიკაზე იმ შემთხვევაში, თუ თირკმლებით გამოიყოფა პრეპარატის :

ა. 20%

ბ. 40%

გ. 60%-ზე მეტი

15. სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს :

ა. მედიკამენტების აბსორბციის ინჰიბიციით

ბ. ღვიძლის პერფუზიის დაქვეითებით

გ. რენული ექსკრეციის ინჰიბიციით


დ. წამალთა მეტაბოლიზმის ინჰიბიციით ან სტიმულაციით

ე. ყველა ჩამოთვლილით

16. ლინკომიცინის კაოლინ-პექტინთან ურთიერთქმედებისას ლინკომიცინის

სამკურნალო ეფექტის შემცირება დაკავშირებულია:

ა. მედიკამენტების აბსორბციის ინჰიბიციასთან

ბ. ღვიძლის პერფუზიის დაქვეითებასთან

გ. რენული ექსკრეციის ინჰიბიციასთან

დ. წამალთა მეტაბოლიზმის ინჰიბიციასთან

ე. ალბუმინთან კავშირის დაშლასთან

17. პროპრანოლოლისა და ციმეტიდინის ურთიერთქმედებისას პროპრანოლოლის

სამკურნალო ეფექტის გაზრდა დაკავშირებულია:

ა. მედიკამენტების აბსორბციის ინჰიბიციასთან

ბ. ღვიძლის პერფუზიის დაქვეითებასთან

გ. რენული ექსკრეციის ინჰიბიციასთან

დ. წამალთა მეტაბოლიზმის ინჰიბიციასთან ან სტიმულაციასთან

ე. ალბუმინთან კავშირის დაშლასთან

18. მოხუცებულ პაციენტებში ვარფარინის მეტაბოლიზმი ითგუნება:

ა. ალოპურინოლით

ბ. მეტრონიდაზოლით

გ. ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლით

დ. ყველა ჩამოთვლილი

ე. არცერთი ჩამოთვლილი

19. მოხუცებულ პაციენტებში ფენიტოინის ჰიდროქსილირება არ ითგუნება

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:

ა. იზონიაზიდით

ბ. ბენზოდიაზეპინებით

გ. ფენოთიაზინებით

დ. მეტრონიდაზოლით

20. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომლის მეტაბოლიზმის ინჰიბიციას იწვევს

ციმეტიდინი:
ა. ვარფარინის

ბ. ათენოლოლის

გ. თეოფილინის

დ. ყველა ჩამოთვლილის

ე. სწორია ა და გ

21. ქვემოთ ჩამოთვლილი ნარკოტიკული საშუალებებიდან რომლის დანიშვნა არის

წინააღმდეგნაჩვენები ხანდაზმულებისთვის:

ა. მეპერიდინი

ბ. პენტაზოცინი

გ. პროპოქსიფენი

დ. ყველა ჩამოთვლილი

22. ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან რომლის ელიმინაციის

ძირითადი გზა არ არის თირკმელი:

ა. აცეტამინოფენის

ბ. ასპირინის

გ. იბუპროფენის

დ. ცეფალოსპორინების

23. ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან რომლის ელიმინაციის

ძირითადი გზა არ არის ღვიძლი:

ა. კლინდამიცინი

ბ. ერითრომიცინი

გ. ეტამბუტოლი

დ. იზონიაზიდი

24. ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საჭუალებებიდან რომლის ელიმინაციის

ძირითადი გზა არ არის თირკმელი:

ა. ენალაპრილი

ბ. კლონიდინი

გ. დილთიაზემი

დ. ათენოლოლი

25. 70 წლის ქალს, რომელსაც აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერტენზიის


სამკურნალოდ უმჯობესია დაენიშნოს ჩამოთვლილთაგან:

ა. აგფ-ინჰიბიტორები

ბ. ბეტა-ბლოკერები

გ. კალციუმის არხების ბლოკერები

დ. ჩამოთვლილთაგან არცერთი

26. 68 წლის მამაკაცს, რომელისაც აღენიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული

დაავადება, არ უნდა დაენიშნოს:

ა. კალციუმის არხების ბლოკერები

ბ. ალფა1-ბლოკერები

გ. ალფა2- აგონისტები

დ. აგფ-ინჰიბიტორები

ე. ბეტა-ბლოკერები

27. 75 წლის ქალს, რომელსაც აწუხებს დეპრესია, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არ უნდა

დაენიშნოს:

ა. რეზერპინი

ბ. აგფ-ინჰიბიტორები

გ. შარდმდენები

დ. კალციუმის არხების ბლოკერები

ე. ვაზოდილატატორები

28. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 69 წლის ქალს ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არ

უნდა დაენიშნოს:

ა. აგფ-ინჰიბიტორები

ბ. ბეტა-ბლოკერები

გ. კალციუმის არხების ბლოკერები

დ. ალფა1-ბლოკერები

ე. ალფა2-აგონისტები

29. მოხუცებულებში დიგოქსინის დღიური დოზა შეადგენს ახალგაზრდა პაციენტის

დღიური დოზის:

ა. 70%-ს

ბ. 90%-ს
გ. 50%-ს

დ. 20%-ს

30. ქრონიკული ტკივილის მედიკამენტური კონტროლის კიბის პირველ საფეხურს

წარმოადგენს:

ა. სუსტი ოპიატების შეყვანა

ბ. ძლიერი ოპიატების შეყვანა

გ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების პერორული

მიღება

31. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს შეუძლია თავის ტკივილის

გამოწვევა:

ა. პერორულ კონტრაცეპტივებს

ბ. მეთილდოპას

გ. ნიტრიტებს

დ. ყველა ჩამოთვლილს

ე. არცერთ ჩამოთვლილს

32. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი არ იწვევს თავის ტკივილს:

ა. ინდომეტაცინი

ბ. ციმეტიდინი

გ. ათენოლოლი

დ. იბუპროფენი

ე. მეტრონიდაზოლი

240

33. მოხუცებულ პაციენტებში შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ გამოიყენება :

ა. ანტიქოლინერგიული საშუალებები

ბ. შარდის ბუშტის რელაქსანტები

გ. კალციუმის არხების ბლოკერები

დ. მცირე მენჯის კუნთების ვარჯიში

ე. ყველა ჩამოთვლილი

ვ. არცერთი ჩამოთვლილი

34. მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების გვერდითი მოვლენებია ყველა ჩამოთვლილი ,


გარდა:

ა. წონის მომატებისა

ბ. პირის სიმშრალისა

გ. მეხსიერების დაქვეითებისა

დ. ჰიპერტენზიული კრიზისა

ე. მიოკარდიტისა

35. პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებში ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით

ესტროგენებით ჩანაცვლებული თერაპია უმჯობესია დაიწყოს:

ა. მენოპაუზიდან 5 წლის განმავლობაში

ბ. მენოპაუზიდან 10 წლის განმავლობაში

გ. დაწყების დროს მნიშვნელობა არა აქვს

36. დიარეის სამკურნალოდ ხმარებადი ოპიატების დერივატები იწვევენ :

ა. განავლის მოცულობის გაზრდას

ბ. ამცირებენ განავლის პასაჟს კუჭ-ნაწლავის და ილეოცეკალური არის

ტონუსის გაძლიერებით და ნაწლავის პერისტალტიკის შემცირების გზით

გ. დიარეას თრგუნავენ გასტროინტესტინალური ტონუსის დაქვეითებით

37. დიარეის სამკურნალოდ ხმარებადი აბსორბენტები იწვევენ:

ა. განავლის მოცულობის გაზრდას

ბ. ამცირებენ განავლის პასაჟს კუჭ-ნაწლავის და ილეოცეკალური არის

ტონუსის გაძლიერებით და ნაწლავის პერისტალტიკის შემცირების გზით

გ. დიარეას თრგუნავენ გასტროინტესტინალური ტონუსის დაქვეითებით

38. შარდმდენების და არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალებების

კომბინაციის დროს დიურეზული ეფექტი:

ა. მცირდება

ბ. უმნიშვნელოდ იზრდება

გ. მნიშვნელოვნად ძლიერდება

დ. არ იცვლება

39. ბეტა-ბლოკერების და ციმეტიდინის ურთიერთქმედებისას შესაძლებელია ბეტა

ბლოკერების ეფექტის:

ა. შემცირება
ბ. გაძლიერება

გ. უცვლელად დარჩენა

40. ხანდაზმულებში შარდის შეუკავებლობის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ყველა

ჩამოთვლილი, გარდა:

ა. უროლოგიური დაავადებებისა

ბ. ნევროლოგიური დაავადებებისა

გ. ფუნქციური/ფსიქოლოგიური ფაქტორებისა

დ. იატროგენული/გარემოს ფაქტორებისა

ე. სასუნთქი სისტემის დაავადებებისა

41. ხანდაზმულ ქალებში შარდის შეუკავებლობის განვითარება ხშირად

დაკავშირებულია:

ა. ესტროგენების დეფიციტთან

ბ. მენჯის კუნთების სისუსტესთან

გ. თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციასთან

დ. ქრონიკული გლომერულონეფრიტის განვითარებასთან

ე. სწორის ა და ბ

ვ. სწორია ა და დ

42. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მდგომარეობები იწვევს შარდის შექცევად

შეუკავებლობას:

ა. ატროფიული ვაგინიტი/ურეთრიტი

ბ. მეტაბოლიზმის მოშლა (ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალციემია)

გ. ტრავმა

დ. ვენური უკმარისობა

ე. ყველა ჩამოთვლილი

43. შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს:

ა. ბეტა ბლოკერებმა

ბ. კალციუმის არხების ბლოკერებმა

გ. ალკოჰოლმა

დ. კოფეინმა

ე. ყველა ჩამოთვლილმა
44. შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილმა , გარდა:

ა. ნარკოტიკული ანალგეტიკებისა

ბ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისა

გ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა

დ. ალფა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკერებისა

45. ბეტა-ბლოკერებმა მოხუცებულებში შეიძლება გამოიწვიონ შარდის შეუკავებლობა :

ა. შარდის რეტენციის გზით

ბ. შარდის ბუშტის გაღიზიანების გამო

გ. სედაციის გამო

დ. კუნთების რელაქსაციის გამო

46. შარდის შექცევადი შეუკავებლობის ტიპებს განეკუთვნება :

ა. სტრესული

ბ. მოშარდვის იმპერატიული სირვილით გამოწვეული

გ. დისფუნქციური

242

დ. შარდის ბუშტის გადავსებით განპირობებული

ე. სწორია ბ და დ

ვ. სწორია ყველა ჩამოთვლილი

47. შარდის სტრესული ტიპის შეუკავებლობა უფრო ხშირად ვითარდება :

ა. ქალებში

ბ. მამაკაცებში

გ. ორივე სქესის წარმომადგენლებში თანაბარი სიხშირით

48. შარდის სტრესული ტიპის შეუკავებლობა დაკავშირებულია ყველა ჩამოთვლილთან ,

გარდა:

ა. გამოხატული დემენციისა

ბ. მცირე მენჯის კუნთების მოდუნებისა

გ. ურეთრის ჰიპერმობილურობისა

დ. შარდის ბუშტის ყელის ან ურეთრის სფინქტერის ტონუსის დაქვეითებისა

49. მოშარდვის დაუოკებელი სურვილით განპირობებული შარდის მყარი

შეუკავებლობის განვითარება დაკავშირებულია:


ა. ანატომიურ ობსტრუქციასთან

ბ. შარდის ბუშტის ატონიასთან

გ. ურეთრის სფინქტერის ტონუსის დაქვეითებასთან

დ. დეტრუზორის ჰიპერაქტიურობასთან

50. შარდის ბუშტის გადავსებით განპირობებული მყარი შეუკავებლობა შეიძლება

დაკავშირებული იყოს:

ა. ანატომიურ ობსტრუქციასთან (პროსტატის ჰიპერპლაზია, სტრიქტურა)

ბ. შარდის ბუშტის ატონიასთან (შაქრიანი დიაბეტი, ზურგის ტვინის დაზიანება )

გ. მცირე მენჯის კუნთების მოდუნებასთან ურეთრის ჰიპერმობილურობასთან

დ. სწორია ა და ბ

ე. სწორია ა და გ

51. შარდის შეუქცევადი შეუკავებლობის მქონე პაციენტების ფიზიკური გამოკვლევის

ძირითადი კომპონენტებია:

ა. ფსიქიკის მდგომარეობის შეფასება

ბ. ნევროლოგიური სტატუსის შეფასება

გ. სწორი ნაწლავის გამოკვლევა

დ. მცირე მენჯის გამოკვლევა

ე. სწორია ბ და დ

ვ. სწორია ყველა ჩამოთვლილი

52. მოხუცებულ პაციენტებში ნარჩენი შარდის არსებობის გამომწვევი მიზეზის დადგენა

საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენი შარდის მოცულობა:

ა. 200 მლ-ზე მეტია

ბ. 50 მლ-ია

გ. 100 მლ-ია

53. შარდის შეუკავებლობის მკურნალობის მედიკამენტური თერაპია გულისხმობს

ყველა ჩამოთვლილს, გარდა:

ა. ესტროგენების

ბ. ხელოვნური სფინქტერის

გ. შარდის დამცლელი კუნთის რელაქსანტების

დ. ალფა-ადრენორეცეპტორების აგონისტების
54. შარდის შეუქცევადი შეუკავებლობის მკურნალობის არასპეციფიკურ მეთოდებს

განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა. პაციენტებში საგანმანათლებლო მუშაობის

ბ. პაციენტის მიერ სითხისა და მედიკამენტების მიღების რეჟიმის შეცვლის

გ. საჭიროებისას ტუალეტის შემცვლელების გამოყენების

დ. შარდის ბუშტის ყელის ფიქსაციის

55. შარდის შეუქცევადი შეუკავებლობის მკურნალობის მექანიკურ საშუალებებს

განეკუთვნება:

ა. შარდის დამცლელი კუნთის რელაქსანტების გამოყენება

ბ. ესტროგენების გამოყენება

გ. ხელოვნური სფინქტერის გამოყენება

დ. მენჯის კუნთების ვარჯიში

56. პროსტატის ჰიპერპლაზიით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის დროს ყველაზე

ეფექტურია:

ა. ალფა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკერები

ბ. შარდის ბუშტის დამცლელი კუნთის რელაქსანტები

გ. ესტოგენები

დ. სწორია ბ და გ

57. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელმა ფაქტორმა შეიძლება შეუწყოს ხელი

ხანდაზმული ადამიანის წაქცევას?

ა. პროპრიორეცეფციის დაქვეითებამ

ბ. ოსტეოართროზმა

გ. პერიფერიულმა ნეიროპათიამ

დ. მხედველობის დაქვეითებამ

ე. ყველა ჩამოთვლილმა

58. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი შეიძლება გახდეს ხანდაზმული

პაციენტის წაქცევის მიზეზი:

ა. შარდმდენი საშუალებები

ბ. ჰიპოტენზიური საშუალებები

გ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
დ. სედაციური საშუალებები

ე. ყველა ჩამოთვლილი

59. 75 წლის ქალი საკვების მიღების შემდეგ წამოდგა, წაიქცა და მიიღო ბარძაყის ძვლის

მოტეხილობა. წაქცევის სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს:

ა. ჭამის შემდეგ განვითარებული ჰიპოტენზია

ბ. არტერიული ჰიპერტენზია

გ. გულის ქრონიკული უკმარისობა

დ. პარკინსონის დაავადება

60. ქვემოთ ჩამოთვლილ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებიდან რომელმა შეიძლება

გამოიწვიოს მოხუცებული პაციენტის წაქცევა:

ა. ტაქიარითმიამ

ბ. ბრადიარითმიამ

გ. აორტის სტენოზმა

დ. ყველა ჩამოთვლილმა

61. ხანდაზმულთა უმოძრაობის გამომწვევი მიზეზია:

ა. ოსტეოპოროზი

ბ. ინსულტი

გ. დეპრესია

დ. სწორია ბ და დ

ე. ყველა ჩამოთვლილი

62. ხანდაზმულთა უმოძრაობის გამომწვევი უხშირესი მიზეზია:

ა. ოსტეოპოროზი

ბ. პარკინსონის დაავადება

გ. ცუდი კვებადობა

დ. სწორია ა და ბ

ე. სწორია ყველა ჩამოთვლილი

63. ოსტეოპოროზის ყველაზე ზუსტი განმარტებაა:

ა. ძვლის მოცულობით ერთეულში ძვლივანი ქსოვილის შემცირება

ბ. ძვლის მოცულობით ერთეულში კალციუმის შემცველობის შემცირება

გ.ძვლოვანი ქსოვილის მოცულობით ერთეულში კალციუმის შემცველობის


შემცირება

დ.ძვლის მოცულობით ერთეულში ძვლოვანი ქსოვილის შემცირება,

ნორმალური მინერალიზაციისა და პათოლოგიური ქსოვილის არარსებობის

დროს

64. ოსტეოპოროზის დროს ძვლოვანი ქსოვილის დანაკლისის შევსება ხდება:

ა. ფიბროზული ქსოვილით

ბ. სისხლმბადი ძვლის ტვინით

გ. არამინერალიზებული ოსტეოიდური ქსოვილით

დ. ძვლის ყვითელი ტვინით

65. კომპაქტური ნივთიერების შემცირება სისტემური ოსტოპოროზის დროს ყველაზე

უფრო ხშირად ვლინდება:

ა. ბარძაყის ძვლებში

ბ. ტერფის ძვლებში

გ. მაჯის ძვლებში

დ. დიდი წვივის ძვლებში

66. ოსტეოპოროზის პირველი (პოსტმენოპაუზური) ტიპი ძირითადად აზიანებს:

ა. ძვლის ტრაბეკულურ სტრუქტურას

ბ. ძვლის კორტიკალურ ნაწილს

245

გ. ორივე ნაწილს

67. ოსტეოპოროზის მეორე (სენილური) ტიპი აზიანებს:

ა. ძვლის ტრაბეკულურ სტრუქტურას

ბ. ძვლის კორტიკალურ ნაწილს

გ. ორივე ნაწილს

68. პოსტმენოპაუზური (პირველი ტიპის) ოსტეოპოროზის დროს პარათირეოიდული

ჯირკვლის ფუნქცია:

ა. დაქვეითებულია

ბ. გაძლიერებულია

გ. შეცვლილი არ არის

69. სენილური (მეორე ტიპის) ოსტეოპოროზის დროს პარათირეოიდული ფუნქცია:


ა. დაქვეითებულია

ბ. გაძლირებულია

გ. შეცვლილი არ არის

70. პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის დროს (პირველი ტიპი) 1,25

დეჰიდროქსივიტამინ D-ს მეტაბოლისმი 25 D-ს წარმოქმნით:

ა. დათრგუნულია მეორადად

ბ. დათრგუნულია პირველადად

გ. არ არის დათრგუნული

71. სენილური ოსტეოპოროზის დროს (მეორე ტიპი) 1,25 დეჰიდროქსივიტამინ D-ს

მეტაბოლისმი 25 D-ს წარმოქმნით:

ა. დათრგუნულია მეორადად

ბ. დატრგუნულია პირველადად

გ. არ არის დათრგუნული

72. ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელია მეტად

ინფორმაციული:

ა. რუტინული რენტგენოლოგიური გამოკვლევა

ბ. კომპიუტერული ტომოგრაფია

გ. ფოტონური აბსორბციომეტრია

დ. სწორია ბ და გ

73. რუტინული რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ძვლის მასის განლევის პროცესის

გამოვლენა ხდება მაშინ, როცა დაკარგული ძვლის საერთო მასა შეადგენს:

ა. 5-10%-ს

ბ. 10-15%-ს

გ. 20-30%-ს

74. ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი,

გარდა:

ა. პოსტმენოპაუზური პერიოდისა

ბ. შავკანიანი რასისა

გ. გენეტიკური წინასწარგანწყობისა

დ. კალციუმის დეფიციტისა
75. ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი,

გარდა:

ა. თირეოტოქსიკოზისა

ბ. ალკოჰოლიზმისა

გ. მალაბსორბციის სინდრომისა

დ. სუფრის მარილის ჭარბი მოხმარებისა

76. ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი,

გარდა:

ა. ჰიპერპარათირეოზისა

ბ. კუშინგის სინდრომისა

გ. ფიზიკური აქტიურობისა

დ. ანტიკოაგულანტების ხანგრძლივი მიღებისა

ე. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისა

77. გამოხატულ ოსტეოპოროზსა და ძვლის მოტეხილობის მაღალ რისკზე მიუთითებს

ძვლის სიმკვრივის შემცირება:

ა. 0,5 გ/სმ3 -ზე მეტად

ბ. 1 გ/სმ3 -ზე მეტად

გ. 3 გ/სმ3 -ზე მეტად

78. პოსტმენოპაუზურ პერიოდში ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით ესტროგენების

გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს:

ა. გიდ-ის განვითარების რისკის გაზრდა

ბ. ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკის მომატება

გ. შაკიკის მსგავსი შეტევები

დ. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა

ე. სწორია გ და დ

ვ. სწორია ყველა ჩამოთვლილი

79. პოსტმენოპაუზურ პერიოდში ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით ესტროგენების

გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს:

ა. სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა

ბ. შაკიკის მსგავსი შეტევები


გ. ღრმა ვენების თრომბოზი

დ. მენსტრუაციის რეციდივი

ე. ყველა ჩამოთვლილი

80. კუნთოვანი დამბლის დროს ძვლებში აღინიშნება შემდეგი ცვლილებები:

ა. ატროფია

ბ. რეგიონული ოსტეოპოროზი

გ. ჰიპეროსტოზი

დ. დესტრუქცია

81. ქვემოთ ჩამოთვლილი სარეაბილიტაციო ღონისძიებებიდან რომელი არ

გამოიყენება ინსულტის მწვავე სტადიაში:

ა. საწოლში ავადმყოფის მდებარეობის შეცვლა 2 საათში ერთჯერ

ბ. სახსრების ამოძრავება კონტრაქტურის პროვენციის მიზნით

გ. მსუბუქი ვარჯიშები და მასაჟი

დ. სიარულის დაწყება (ხელჯოხის ან ეტლის მეშვეობით)

82. 80 წლის უმოძრაო პაციენტს განუვითარდა ნაწოლი. აღინიშნება მწვავე ანთებითი

პროცესის გავრცელება კანის ყველა სტრუქტურაზე (კანქვეშა ცხიმოვან

ქსოვილამდე). აღინიშნება მკაფიოდ შემოფარგლული ზედაპირული წყლულების

გაჩენა, დაზიანებულ არეში ფიბროზისა და პიგმენტაციის განვითარება . ნაწოლის

განვითარების რომელ სტადიას შეესაბამება აღწერილი დაზიანება :

ა. პირველ სტადიას

ბ. მეორე სტადიას

გ. მესამე სტადიას

დ. მეოთხე სტადიას

83. 82 წლის უმოძრაო პაციენტს განუვითარდა ნაწოლი. ადგილობრივად აღინიშნება

ღრმა წყლული, რომელიც ვრცელდება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში და ქვემოდან

შემოსაზღვრულია ფასციით, აღინიშნება წყლულის დაინფიცირება და დანეკროზება .

ნაწოლის განვითარების რომელ სტადიას შეესაბამება ზემოთ აღწერილი დაზიანება :

ა. პირველს

ბ. მეორეს

გ. მესამეს
დ. მეოთხეს

84. 73 წლის უმოძრაო პაციენტს განუვითარდა ნაწოლი. აღინიშნება წყლულის

გავრცელება ფასციაზე, წყლულის ფსკერზე მოჩანს ძვალი; აღინიშნება სეპტიკური

ართრიტის განვითარება. ნაწოლის განვითარების რომელ სტადიას შეესაბამება

აღწერილი დაზიანება:

ა. პირველი

ბ. მეორე

გ. მესამე

დ. მეოთხე

85. ნაწოლების განვითარების პრევენციულ ღონისძიებებს მიეკუთვნება :

ა. სხეულის ქვემდებარე ქსოვილებზე წნევის, ხახუნის და სინოტივის

მოქმედების შემცირება

ბ. კანის რეგულარული მოვლა

გ. ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება

დ. სედაციური საშუალებების ზედოზირებისგან თავის შეკავება

ე. პაციენტის ადეკვატური კვება

ვ. ყველა ჩამოთვლილი

86. ნაწოლების განვითარების მესამე სტადიის დროს მიზანშეწონილია ყველა ქვემოთ

ჩამოთვლილი ღონისძიების ჩატარება, გარდა:

ა. დანეკროზებული ქსოვილის მოცილების

ბ. ჭრილობის დამუშავებისა და შეხვევის

გ. ანტიბიოტიკების ადგილობრივი გამოყენების

248

დ. პლასტიკური ოპერაციის

87. ნაწოლის განვითარების მეოთხე სტადიის დროს მიზანშეწონილია:

ა. წყლულის ქსოვილის ბიოფსია ბაქტერიოლოგიური ანალიზისთვის

ბ. ანტიბიოტიკოთერაპია ცელულიტის და/ან ოსტეომიელიტის სამკურნალოდ

გ. პლასტიკური ოპერაცია

დ. ყველა ჩამოთვლილი

88. ნაწოლების განვითარების პირველი და მეორე სტადიების დროს მიზანშეწონილია


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების ჩატარება, გარდა:

ა. დაზიანებულ არეზე ზეწოლის მოხსნისა

ბ. დაზიანებული არის დაცვისა ხახუნისა და სინოტივისგან

გ. დაზიანებული კანის ინტენსიური ადგილობრივი მკურნალობისა

დ. ანტიბიოტიკოთერაპიისა

89. ხანდაზმულ ასაკში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილი გულის

ფუნქციური მაჩვენებლებიდან სარწმუნო მატებას განიცდის:

ა. გულის წუთმოცულობა

ბ. პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობა

გ. დარტყმითი მოცულობა

დ. სისტოლური წნევა

90. ხანდაზმულ ასაკში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილი გულის

ფუნქციური მაჩვენებლებიდან სარწმუნო კლებას განიცდის:

ა. განდევნის ფრაქცია

ბ. საბოლოო დიასტოლური მოცულობა

გ. დარტყმითი მოცულობა

დ. საბოლოო სისტოლური მოცულობა

91. ხანდაზმულ ასაკში, მოსვენებით მდგომარეობაში ცვლილებას არ განიცდის

ჩამოთვლილი გულის ფუნქციური მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი:

ა. სისტოლური წნევა

ბ. დიასტოლური წნევა

გ. გულის ინდექსი

დ. გულის წუთმოცულობა

92. გულის ფუნქციური მაჩვენებლებიდან რომელი არ განიცდის ცვლილებებს

ხანდაზმულ ასაკში:

ა. გულისცემის სიხშირე

ბ. დარტყმითი მოცულობა

გ. გულის წუთმოცულობა

დ. სისტოლური წნევა

93. თიაზიდური შარდმდენების ნაკლოვანი მხარეა:


ა. ჰიპოკალიემია

ბ. ჰიპონატრიემია

გ. ჰიპერგლიკემია

დ. სწორია ა და ბ

249

ე. სწორია ყველა ჩამოთვლილი

94. ჰიპერტენზიის სამკურნალოდ მოწოდებულ პრეპარატთა გვერდითი მოვლენები

მოხუცებულ პაციენტებში ახალგაზრდებთან შედარებით გამოხატულია :

ა. უფრო მკვეთრად

ბ. უფრო სუსტად

გ. არ იცვლება ასაკთან ერთად

95. ხანდაზმული პაციენტის ჰიპოტენზიური პრეპარატებით მკურნალობისას საწყისი

დოზა საშუალო თერაპიულ დოზაზე:

ა. მეტი უნდა იყოს

ბ. ნაკლები უნდა იყოს

გ. იყოს საშუალო თერაპიული დოზის ტოლი

96. აორტული სტენოზის გამიჯვნა არასტენოზირებადი კალციფიცირებული

სარქვლისგან ყველაზე ზუსტად შეიძლება:

ა. ექოკარდიოგრაფიით

ბ. ელექტროკარდიოგრამით

გ.დოპლერ-ექოკარდიოგრაფიით

დ. მარცხენა პარკუჭის კათატერიზაციით

97. სისტოლური შუილი ვალსალვას ცდის ჩატარების შემდეგ ძლიერდება:

ა. აორტის სკლეროზის დროს

ბ. აორტის ხვრელის სტენოზის დროს

გ. მიტრალური სარქვლის უკმარისობის დროს

დ. იდიოპათიური ჰიპერტროფიული სუბაორტული სტენოზის დროს

98. ამილნიტრიტის მოქმედებით სისტოლური შუილი მცირდება:

ა. მიტრალური სარქვლის უკმარისობის დროს

ბ. აორტული სარქვლის სკლეროზის დროს


გ. აორტის ხვრელის სტენოზის დროს

დ. იდიოპათიური ჰიპერტროფიული სუბაორტული სტენოზის დროს

99. 74 წლის ავადმყოფს გამოხატული გულის უკმარისობის მოვლენებით (მარცხენა

პარკუჭის დიასტოლური დისფუნქციით) სამკურნალოდ უმჯობესია დაინიშნოს :

ა. შარდმდენები

ბ. საგულე გლიკოზიდები

გ. ვაზოდილატატორები

დ. აგფ-ინჰიბიტორები

100. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ დანიშნული ქვემოთ ჩამოთვლილი

პრეპარატებიდან ხანდაზმულებისთვის წინააღმდეგნაჩვენებია :

ა. აცეტოჰექსამინი

ბ. ტოლაზამიდი

გ. ქლორპროპამიდი

დ. გლიბერიდი

101. ხანდაზმულებში ჰიპოთირეოზის დადგენისთვის თირეოიდული ფუნქციის

განმსაზღვრელი ლაბორატორიული მავენებლებიდან რომელი არ არის

250

ინფორმაციული:

ა. T4

ბ. TSH

გ. რადიაქტიური იოდის შთანთქმა

დ. თავისუფალი T4 ინდექსი

102. ხანდაზმულებში ჰიპერთირეოზის დადგენისათვის თირეოიდული ფუნქციის

განმსაზღვრელი ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან რომელი არ არის

ინფორმაციული:

ა. T3 დათრგუნვა

ბ. T4

გ. თავისუფალი T4 ინდექსი

დ. TSH

103. ჰიპერპარათირეოზის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული


მაჩვენებლებიდან რომელია მცდარი:

ა. კალიუმი - მაღალი

ბ. ფოსფორი - დაბალი

გ. ტუტე ფოსფატაზა - დაბალი

დ. პარათირეოიდული ჰორმონი - მაღალი

104. ვაზოპრესინის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი

პრეპარატებიდან რომელია ნაჩვენები?

ა. დიმეთილქლორტეტრაციკლინი

ბ. ქლორპროპამიდი

გ. ბარბიტურატები

დ. ყველა ჩამოთვლილი

105. რომელის საკვების ნაკლებობისას ვითარდება ფოლიუმ-დეფიციტური ანემია ?

ა. ხორცის

ბ. ხილის და ბოსტნეულის

გ. თევზის

დ. კვერცხის და რძის პროდუქტების

106. ფოლიუმ-დეფიციტური და B12 დეფიციტური ანემიების გამიჯვნ ა შეიძლება:

ა. პერიფერიულ სისხლში მაკროციტოზის გამოვლენით

ბ. პერიფერიულ სისხლში ჰიპერსეგმენტური ნეიტროფილების აღმოჩენით

გ. სისხლის შრატში ფოლატის დონის განსაზღვრით

107. ასაკის მატებასთან ერთად მიღებული კალორიების დღიური რაოდენობა :

ა. უნდა შემცირდეს

ბ. უნდა გაიზარდოს

გ. არ უნდა შეიცვალოს

108. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებზე:

ა. მატულობს

ბ. მცირდება

გ. არ იცვლება

251

109. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი შეიძლება წამოადგენდეს


ხანდაზმულთა ცუდი კვებადობის განმსაზღვრელ ფაქტორს:

ა. რეზერპინი

ბ. დიგოქსინი

გ. ანტისიმსივნური პრეპარატები

დ. ყველა ჩამოთვლილი

110. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიან რომელი ეკუთვნის ხანდაზმულთა ცუდი

კვებადობის განვითარების მაღალი რისკის ფაქტორს:

ა. ქრონიკული დაავადებები

ბ. დეპრესია

გ. კბილების და პირის ღრუს პათოლოგია

დ. გემოვნების და ყნოსვის დეფექტები

ე. ყველა ჩამოთვლილი

111. ხანდაზმულებში ინფექციის მაღალი რისკის განმაპირობებელი ფაქტორებია ყველა

ჩამოთვლილი, გარდა:

ა. ხშირი და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის

ბ. შაქრიანი დიაბეტის

გ. ფიზიკური აქტიურობის

დ. პროსტატის ჰიპერტროფიის

112. ხანდაზმულ ასაკში თირკმლების და საშარდე გზების ინფექციის გამომწვევი უხშირესი

პათოგენია: (პასუხებში უწერია რომ არის ე სწორი პასუხი და ე ს სადმე ხედავთ? თუ მე


ვარ ბრმა?)

ა. E.coli

ბ. Proteus sp.

გ. Clebsiela Sp.

დ. Enterobacter Sp.

113. ჰიპოთერმია მდგომარეობაა, როცა სხეულის ტემპერატურა:

ა. < 37oC-ზე

ბ. <36oC-ზე

გ. <35oC-ზე

114. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელმა შეიძლება გამოიწვიოს


ჰიპოთერმია:

ა. ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტმა

ბ. ბარბიტურატებმა

გ. ტრანკვილიზატორებმა

დ. ზოგადმა საანესთეზიო საშუალებებმა

ე. ყველა ჩამოთვლილმა

115. ჰიპოთერმიის ხელშემწყობი ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა :

ა. ჰიპოთირეოზის

ბ. უმოძრაობის, ადინამიის

გ. კანქვეშა ცხიმის შემცირებას

252

დ. ჰიპერგლიკემიის

ე. ცივ გარემოში ყოფნის

116. ქვემოთ ჩამოთვლილი ჰიპოთერმიის (32-35 oC) კლინიკური სიმპტომებიდან ყველა

ადრეულია, გარდა:

ა. სიარულის შენელების

ბ. მეტყველების მოშლის

გ. არეფლექსიის

დ. ცნობიერების დარღვევის

117. ჰიპოთერმიის (<28oC) ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური სიმპტომებიდან რომელია

გვიანი:

ა. სისუსტე

ბ. აპათია

გ. ბრადიპნოე

დ. უმოძრაო გუგები

118. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მწვავედ განვითარებული ჰიპოთერმიის

გართულება:

ა. არითმია

ბ. ბრონქოპნევმონია

გ. პანკრეატიტი
დ. მწვავე ტუბულარული ნეკროზი

ე. ყველა ჩამოთვლილი

119. ჰიპოთერმიის დროს განვითარებული ეკგ-ცვლილებებიდან რომელია ყველაზე

სპეციფიკური:

ა. J კბილი (ოსბორნის კბილი)

ბ. მოციმციმე არითმია

გ. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია

დ. პარკუჭოვანი ფიბრილაცია

120. თუ

ჰიპოთერმიის შედეგად ხანდაზმული პაციენტის სხეულის ტემპერატურა 30 oC-ზე

დაბლა დაეცა, საჭიროა:

ა. პაციენტის მოთავსება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში

ბ. უწყვეტი ეკგ-მონიტორირება

გ. ანტიბიოტიკოთერაპია

დ. ინტრავენურად სითხის ინფუზია

ე. ყველა ჩამოთვლილი

121. ჰიპოთერმიის დროს სხეულის პახიური გათბობის მეთოდები მოიცავს ყველა

ჩამოთვლილს, გარდა:

ა. ცივი გარემოდან მოშორება

ბ. თბილ წყალში მოთავსება (42oC)

გ. თბილ გარემოში მოთავსება (>31 oC)

დ. თბილად შეხვევა

253

122. ჰიპოთერმიის დროს სხეულის აქტიური გათბობის მეთოდები მოიცავს ქვემოთ

ჩამოთვლილიდან:

ა. ცივი გარემოდან მოშორება

ბ. თბილად შეხვევა

გ. პერიტონეული დიალიზი

დ. თბილ გარემოში მოთავსება (>31 oC)

123. სხეულის აქტიური (გარეგანი) გათბობის მეთოდებს ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი,


გარდა:

ა. ჰემოდიალიზის

ბ. თბილ წყალში მოთავსების (42 oC)

გ. ელექტროსათბური

დ. გამთბარი საგნების გამოყენება

124. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი იწვევს ორგანიზმიდან სითბოს

გამოყოფის გაძნელებას:

ა. ფენოთიაზინები

ბ. ანტიქოლინერგიული საშუალებები

გ. შარდმდენები

დ. პროპრანოლოლი

ე. სწორია ა და ბ

ვ. ყველა ჩამოთვლილი

125. სითბური შოკის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი ,

გარდა:

ა.გარემოს მაღალი ტემპერატურის

ბ. ინტენსიური ვარჯიშის

გ. ნატრიუმის დეფიციტის

დ. კალიუმის დეფიციტის

126. ჰიპერთერმიის განვითარების ადრეული სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი , გარდა :

ა. თავბრუსხვევისა

ბ. ფსიქოზისა

გ. გულისრევისა

დ. ქოშინისა

127. ჰიპერთერმიის განვითარების მოგვიანებითი სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი ,

გარდა:

ა. დელირიუმის

ბ. კომის

გ. ანორექსიის

დ. ანჰიდროზის
128. ნუკლეარულ (სენილურ) კატარაქტასთან დაკავშირებით ქვემოთ ჩამოთვლილი

მოსაზრებებიდან მართებულია:

ა. ნუკლეარული კატარაქტა ნელა პროგრესირებს და უპირატესად ბროლის

ცენტრალურ მიდამოს მოიცავს

ბ. ნუკლეარული კატარაქტა სწრაფად პროგრესირებს და უპირატესად

ბროლის პერიფერიას მოიცავს

გ. ნუკლეარული კატარაქტა სწრაფად როგრესირებს და ერთნაირი

ინტენსივობით ვრცელდება ბროლის პერიფერიაზე და ცენტრში.

129. კორტიკალურ (სენილურ) კატარაქტასთან დაკავშირებული ქვემოთ ჩამოთვლილი

მოსაზრებებიან რომელია მართებული:

ა. კორტიკალური კატარაქტა განვითარების რამდენიმე საფეხურს გადის

ბ. დასაწყისში გამჭვირვალობა ძირითადად ბროლის პერიფერიაზე ქვეითება

გ.კორტიკალური კატარაქტა პროგრესირებს ნელა და უპირატესად

ცენტრალურ მიდამოს მოიცავს

დ. სწორია ა და ბ

ე. სწორია ა და გ

130. სენილური კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ მაკორიგირებელი

სათვალის გამოყენებასთან დაკავშირებით მართებულია ყველა ჩამოთვლილი

დებულება, გარდა:

ა. უზრუნველყოფს ოპტიმალურ ცენტრალურ მხედველობას

ბ. ცვლის პერიფერიაზე მდებარე საგნების ფორმას

გ. უზრუნველყოფს როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ მხედველობას

დ. ნაჩვენები არ არის ერთ თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში

131. სენილური კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ კონტაქტური ლინზების

ხმარებასთან დაკავშირებით მართებულია ყველა ჩამოთვლილი დებულება , გარდა :

ა.უზრუნველყოფს ცენტრალური და პერიფერიული მხედველობის

გაუმჯობესებას

ბ. ადიდებს ობიექტის ზომას 6%-ით

გ. ნაჩვენებია ერთ ან ორივე თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ

დ. ცვლის პერიფერიაზე მდებარე საგნების ფორმას


132. სენილური კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ინტრაოკულარული

ლინზების გამოყენებასთან დაკავშირებით მართებულია ყველა ჩამოთვლილი

დებულება, გარდა:

ა. აუმჯობესებს ცენრალურ და პერიფერიულ მხედველობას

ბ. ზრდის ობიექტის ზომას მხოლოდ 1%-ით

გ. ადიდებს ობიექტის ზომას 25%-ით

დ. განსაკუთრებით მიზანშეწონილია ხანდაზმულთათვის

133. ღია კუთხიანი გლაუკომა ჩვეულებრივ, უვითარდებათ:

ა. ხანდაზმულ პირებს

ბ. მამაკაცებს

გ. ქალებს

დ. ახალგაზრდებს

ე. სწორია ა და ბ

ვ. სწორია გ და დ

134. ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის დროს პაციენტს უპირატესად

255

უქვეითდება:

ა. ცენტრალური მხედველობა

ბ. პერიფერიული მხედველობა

გ. როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული მხედველობა

135. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შეიძლება იყოს ხანდაზმულებში სმენის დაქვეითების

უხშირესი მიზეზი:

ა. გოგირდის საცობი

ბ. ტიმპანოსკლეროზი

გ. ოტოსკლეროზი

დ. ოტოტოქსიკური მედიკამენტები

ე. ყველა ჩამოთვლილი

136. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკების ჯგუფებიდან ერთ-ერთი ითვლება

განსაკუთრებით ოტოტოქსიკურად:

ა. მაკროლიდები
ბ. ამინოგლიკოზიდები

გ. ცეფალოსპორინები

დ. პენიცილინები

137. ნარკოტიკული ანალგეტიკების ხმარებისას შეიძლება აღინიშნოს ქვემოთ

ჩამოთვილილი ყველა გვერდითი მოვლენა, გარდა:

ა. შეკრულობის

ბ. პეპტიური წყლულის განვითარების

გ. სუნთქვის დათრგუნვის

დ. შარდის რეტენციის

ე. ცნს-ის დათრგუნვის

138. პრედნიზოლონის ხმარებისას შეიძლება განვითარდეს ყველა ჩამოთვლილი

გვერდითი მოვლენა, გარდა:

ა. ოსტეოპოროზისა

ბ. პეპტიური წყლულისა

გ. ჰიპერგლიკემიისა

დ. არტერიული ჰიპერტენზიისა

139. აგფ-ინჰიბიტორების გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,

გარდა:

ა. ხველის

ბ. ჰიპოკალიემიის

გ. გამონაყარის

დ. ნეიტროპენიის

140. კალციუმის არხების ბლოკერების ხმარების დროს შეიძლება განვითარდეს ქვემოთ

ჩამოთვლილი ყველა გვერდითი მოვლენა, გარდა:

ა. ჰიპერემიისა

ბ. ფაღარათისა

გ. შეშუპებისა

256

დ. ჰიპოტენზიისა

141. თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ყველა


ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, გარდა:

ა. ჰიპერკალიემიისა

ბ. დერმატიტისა

გ. თრომბოციტოპენიისა

დ. ჰიპერურიკემიისა

ე. დიაბეტის გამწვავებისა

142. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელი შეიძლება განვითარდეს

ქინიდინის მიღებისას:

ა. დიარეა

ბ. შეკრულობა

გ. შარდის რეტენცია

დ. დემენცია

143. დოფამინერგიული საშუალებების გამოყენებისას შეიძლება განვით არდეს ყველა

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, გარდა:

ა. გულისრევის

ბ. დელირიუმის

გ. ჰალუცინაციების

დ. ჰიპერტენზიის

144. მოხუცებულ პაციენტებში ყაბზობის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები

შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

ა. ფიზიკური აქტიურობის შემცირებისა

ბ. საკვების შემცირებისა

გ. დეპრესიისა

დ. რექტალური მგრძნობელობის მომატებისა

145. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელმა შეიძლება მოხუცებულ პაციენტში

გამოიწვიოს ნაწლავების მოტორიკის დათრგუნვა:

ა. კალციუმის არხების ბლოკერებმა

ბ. ოპიატებმა

გ. ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა

დ. ანტიქოლინერგიულმა საშუალებებმა
ე. ყველა ჩამოთვლილმა

146. კუჭ-ნაწლავის მოტორიკის აღსადგენად ხმარებადი პრეპარატი მეტოკლოპრამიდი

წარმოადგენს:

ა. დოფამინის ანტაგონისტს

ბ. სეროტონინის აგონისტს

გ. მოტილინის აგონისტს

147. ეკგ-ზე Q-T ინტერვალის გახანგრძლივების მიზეზი შეიძლება გახდეს ციზაპრიდთან

ერთად ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პრეპარატის დანიშვნა:

ა. კეტოკონაზოლის

257

ბ. პენიცილინის

გ. ინდომეტაცინის

დ. ენალაპრილის

148. ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ასაკის მატებასთან ერთად მის

პროპორციულად იწყებს დაქვეითებას:

ა. 20 წლის შემდეგ

ბ. 40 წლის შემდეგ

გ. 60 წლის შემდეგ

You might also like