You are on page 1of 2

ნეორეალიზმი

საერთაშორისო ურთიერთობების ევოლუციაში ბიპოლარული სამყაროს


გარდამავალი პერიოდის ხასიათი განსაკუთრებით XX საუკუნის ბოლოსა და XXI
საუკუნის დასაწყისის საერთაშორისო პოლიტიკის სწრაფად განვითარებად
სხვადასხვა პროცესებში და ფაქტორებში აისახა. მაგალითად, როგორებიცაა
გლობალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების დეიდეოლოგიზაცია,
ერთპოლუსიანი მსოფლიო, საერთაშორისო ურთიერთობებში ნორმატიული
იმპერატივების დანერგვა, მსოფლიო პოლიტიკაში სამხედრო ფაქტორების როლის
შესუსტება და საერთაშორისო უსაფრთხოების მილიტარიზაცია. XX საუკუნის 70-იან
წლებში ბიპოლარული სისტემის ფუნქციონირების უმკაცრეს პირობებში კი ეს
რეალისტური პარადიგმა განიცდის ევოლუციას და მის ბაზაზე ნეორეალისტური
თეორია იწყებს ფორმირებას. იგი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო
ურთიერთობების სისტემაზე, როგორც სტრუქტურაზე, რომელიც აყალიბებს მის
წევრებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს.

ნეორეალიზმი ეფუძნება ანარქიული სისტემის აქტორებს შორის სამაგალითო


ურთიერთობებს. ნეორეალიზმში ძალა მის ძირითად კონცეფციად რჩება, მაგრამ მისი
მნიშვნელობა შეცვლილია. ვიცით, რომ მორგენთაუ სახელმწიფოს ერთადერთ და
დამოუკიდებელ მიზნად ძალის შეძენას მიიჩნევდა, მაგრამ კენეტ უოლცი, რომელიც
ნეორეალისტური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ძალას მხოლოდ
პოტენციურად სასარგებლო საშუალებად თვლიდა. აქედან გამომდინარეობს, რომ
ძალის უკმარისობა, ისე როგორც მისი ზედმეტობა, თეორიულად შეიძლება
სახელმწიფოს ემუქრებოდეს. შესაბამისად, ნეორეალიზმში ძალა გარკვეულწილად
თავის წმინდა მნიშვნელობას კარგავს, მაგრამ სამაგიეროდ იძენს უფრო მკაფიო სახეს.
ნეორეალიზმში ძალა და სიძლიერე სახელმწიფოს კონტროლირებად მატერიალურ
შესაძლებლობებს ეფუძნება.

ნეორეალისტურ თეორიაში ჩნდება დამატებითი ცნება, როგორიცაა


სახელმწიფოს ლატენტური ანუ ფარული, გარეგნულად გამოუმჟღავნებელი ძალა,
რომელშიც იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც
სამხედრო ძალის განვითარებაზე ახდენენ გავლენას. ლატენტურ ძალას
სახელმწიფოს სიმდიდრე და მოსახლეობის რაოდენობა განაპირობებს.
სახელმწიფოებს ომის წარმოებისთვის ფული, პერსონალი, ტექნოლოგიები
ესაჭიროებათ. ლატენტური ძალა კი ის პოტენციალია, რომელიც სახელმწიფომ
შეუძლია დაუპირისპიროს მოწინააღმდეგეს ომის შემთხვევაში. ამასთან, არ უნდა
დავივიწყოთ, რომ ნეორეალისტებისთვის სახელმწიფოს ძლიერების ქვეშ უპირველეს
ყოვლისა სამხედრო შესაძლებლობები იგულისხმება.

ძალის გამოყენების მიმართ, ნეორეალიზმის პარადიგმაში არსებობს ორი


ძირითადი ტენდენცია - თავდაცვითი რეალიზმი და თავდასხმითი რეალიზმი. ეს
ორი განშტოება თანხმდება იმ საბაზისო მოსაზრებაზე, რომ სახელმწიფოთა
უსაფრთხოება საერთაშორისო სისტემის ანარქიული სტრუქტურის გავლენით
ყალიბდება. თავდაცვითი რეალიზმის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სისტემაში
სახელმწიფოები უსაფრთხოებას საკუთარი ძალისხმევით ინარჩუნებენ და
ცდილობენ ძალის ბალანსის შენარჩუნებას სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში.
თავდასხმითი რეალისტები კი ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების სისტემიდან
გამომდინარე, სახელმწიფოები საკუთარი მატერიალურის შესანარჩუნებლად და
სამხედროს ძალის გაზრდისთვის ბრძოლა აიძულებს მათ აგრესიული,
ექსპანსიონისტური პოლიტიკის წარმოებისკენ, რომელიც დიდ ხარჯებს არ
მოითხოვს და უფრო მომგებიანია. თავდაცვითი რეალისტები ამგვარ პოლიტიკას
ირაციონალურად თვლიან და ამტკიცებენ, რომ ზედმეტმა ძალამ შეიძლება
უსაფრთხოება უფრო დააზიანოს და შეასუსტოს.

სხვადასხვა მოსაზრებებისა და თეორიების შემდეგ, ჩამოყალიბდა


ნეორეალიზმის ძირითადი ხუთი დებულება. ესენი კი შემდეგში მდგომარეობს:
საერთაშორისო ურთიერთობები განიხილება, როგორც მთლიანი სისტემა, რომელიც
განსაზღვრული კანონების შესაბამისად მოქმედებს. ნეორეალიზმი წარმოდგენილია
საერთაშორისო სისტემის დონეზე, რომლის სტრუქტურული თვისებებები, დიდი
სახელმწიფოების ურთიერთობების შედეგს წარმოადგენს. ნეორეალიზმს ახასიათებს
მეთოდოლგიური სამკაცრე. აქ მთავარი მოქმედი პირები არიან სახელმწიფოები და
არსებული კავშირები, რომელთა ძირითადი მიზანია ეროვნული ინტერესებისა და
ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნების მიღწევის ძირითადი საშუალება კი
კავშირები და ძალაა. და ბოლო, საერთაშორისო ურთიერთობების მამოძრავებელ
ძალას, საერთაშორისო სისტემაზე სტრუქტურული შეზღუდვების მკაცრი
ზემოქმედება წარმოადგენს.

You might also like