You are on page 1of 9

ახალგაზრდები წარმატებისკენ

აღნიშნული ქეისი შექმნილია არარეგისტრირებული კავშირი ,,ახალგაზრდები წარმატებისკენ“ მიერ.


საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის თანახმად, ნაწარმოების
ნებართვის გარეშე გამოყენება, გავრცელება ან/და შეცვლა დაუშვებელია.

საქართველო ბარიშ აქსოის წინაამღდეგ

ბარიშ აქსოი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არარსრულწლოვან მეუღლესთან


ნერმირ ქარასთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. 2018
წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, ახალქალაქის ქუჩა N4--ში
მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებული
კონფლიქტის გამო, მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის სხულის სხვადასხვა ადგილას, მათ
შორის გულმკერდის და მუცლის არეში ჩარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო
დაზიანებები მიაყენა არასრუწლოვან მეუღლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქმედება გათვალისწინებულია 111-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც


გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცელობას დამნაშვისათვის წინასწარ
შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

1. დაზარალებულის - ნერმირ ქარას გამოკითხვის ოქმი


2. მოწმე სემა ქარას გამოკითხვის ოქმი
3. ედა ქარას გამოკითხვის ოქმი
4. გამომძიებლის გიორგი კოჭლამაზაშვილის მოხსენებითი ბარათი
5. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის N002901218
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
6. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ივლისის N006901228
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

1
ახალგაზრდები წარმატებისკენ
1. ბრალდებულის - ბარიშ აქსოის გამოკითხვის ოქმი
2. ეჯე აქსოის გამოკითხვის ოქმი

პრეიუდიცია:

1. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 აპრილის


N003901928 დასკვნა

ბრალდებულის - ბარიშ აქსოის გამოკითხვის ოქმი

გამარჯობა, მე ვარ ბარიშ აქსოი, 30 წლის და აღნიშნულ საქმეში თავს დამნაშავედ არ ვცნობ,
მოგახსენებთ, რომ მე ნერმირ ქარასთან ერთად ვიმყოფები არარეგისტრირებულ
ქორწინებაში 2016 წლიდან, მე და ნერმირს გვქონდა ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა,
თუმცა ნერმირს არ მოწონდა ჩემი ოჯახი, ამის მიუხედავად მე და ნერმირი ნებაყოფლობით
შევუღლდით და არანაირ ძალადობას ან ძალდატანებას ადგილი არ ქონია. 2018 წლს 9
თებერვალს მე მამაჩემთან და ნერმირის მამასთან ერთად ვიმყოფებოდი ბათუმში,
ბათუმიდან მე დედაჩემს დავურეკე და ვკითხე თუ სად იყო ჩემი ცოლი რაზეც მან მიპასუხა,
რომ იგი დედამისმა წაიყვანა სახლში.

მე როგორც კი დავბრუნდი ბათუმიდან, ეგრევე წავედი ჩემი მეუღლის სახლში, სადაც


სიდერმა მითხრა, რომ მას ნერმირი სხვისთვის უნდა მიეთხოვებინა, რაზეც მე განვაცხადე,
რომ ნერმირთან მსურდა ლაპარაკი და შევედი ჩემი ცოლის ოთახში, ოთახში შესვლის
შემდეგ ნერმირმა მითხრა, რომ სხვა კაცს უნდა გაყოლოდა და მისმა მშობლებმა უკვე 15
ათასი დოლარი აიღეს იმ კაცისგან ვისაც ის ცოლად უნდა გაყოლოდა, თუმცა ნერმირმა
მითხრა, რომ მას არ უნდოდა იმ კაცზე დაქორწინება რადგან მე ვუყვარდი, ამ ლაპარაკის
დროს, ძალიან გავნერვიულდი და ჩემს ცოლს ხელი გავარტყი, ხელი მოხვდა ცხვირში,
ცხვირზე ეკეთა საყურე და ამიტომ წამოუვიდა სისხლი, ამის გამო დასახმარებლად
დავუძახე ოჯახის წევრებს.

სანამ ნერმირის ოჯახის წევრები მოვიდოდნენ მე შემეშინდა, ჩემთვის რამე არ დაეშავებინათ


ამიტომ ქუჩაში გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და წავედი, გზაში კი დავურეკე მამაჩემს და
კაზინოში წავედი განსატვირთად.

შემდეგ კი ამოყვანა პოლიციამ და წამიყვანეს განყოფილებაში, მე თარჯიმნის მოსვლამდე


პოლიციაში მკითხეს თუ სად მქონდა დანა, მე კი ქართული მესმის ნაწილობრივ, ცოტა ხნის
შემდეგ მოიყვანეს თარჯიმანიც, რა დროსაც პოლიციას განვუმარტე, რომ ჩემი ცოლისთვის
დანა არ ჩამირტყავს და ასეც რომ მომხდარიყო ამის შემდეგ კაზინოში არ დავჯდებოდი და
სასწაფოდ წავიდოდი თურქეთში. მე ჩემი ცოლის დაჭრის თაობაზე პირველად
თარჯიმნისგან გავიგე, ჩემს მეუღლეს დედასთან ქონდა უთანხმობა და დედამისი ცემდა

2
ახალგაზრდები წარმატებისკენ
კიდეც მას, ჩემი სიდედრი დღეს იმყოფება ციხეში ნარკოტიკული დანაშაულისთვის, მე ჩემს
ცოლთან მინდოდა შერიგება და ჩემს ცოლსაც უნდოდა ჩემთან ყოფნა თუმცა დედამისის
ეშინოდა, მე ჩემი მეუღლე ცოლად მაშინ მოვიყვანე როცა 15 წლის იყო.

მე არასდროს არ ვატარებ ცივ იარაღს და არასოდეს არ მქონია შეხება პოლიციასთან.

დაზარალებულის - ნერმირ ქარას გამოკითხვის ოქმი

მოგესალმებით, მე ვარ ნერმირ ქარა, ბარიშ აქსოის არაოფიციალური ცოლი, მე ჩემი მეუღლე
ხშირად მცემდა და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ავად ბარიში არასდროს მაძლევდა
მკურნალობის საშუალებას და წამლის ფულს, ასევე ჩემი მეუღლე მე მემუქრებოდა
მოკვლით, იგი მეუბნებოდა, რომ თუ მე წავიდოდი სახლში ის მომკლავდა.

ყველაფერი ამის გამო 2018 წლის 7 თებერვალს მე დედაჩემმა წამიყვანა ჩემს სახლში, რადგან
დედაჩემის გარეშე ვერ ვბედავდი სახლში დაბრუნებას, სახლში დაბრუნების შემდეგ 9
თებერვალს მე სახლში მომაკითხა ბარიშმა რომელმაც მითხრა, რომ გავყოლოდი ჩემი რძლის
ოთახში სალაპარაკოდ, რომელიც უკან გასასვლელს ესაზღვრება, მე წავყევი მას ოთახში და
მან მითხრა, რომ წავყოლოდი სახლში, უარის თქმის შემთხვევაში კი ადგილზე მომკლავდა,
მე ადგილზე შევყოყმანდი რადგან უკვე ვიცოდი, რომ თუ მას წავყვებოდი სამუდამოდ
მასთან დავჩებოდი და ამიტომ უარი ვუთხარი, ამის შემდეგ კი ჩემმა მეუღლემ შარვლის
უკანა ჯიბიდან ამოიღო საშუალო დონის დასაკეცი დანა, მოიქნია იგი და მარჯვენა მხარეს
ჩამარტყა მან, რა დროსაც წავიქეცი და დავეცი იატაკზე, ბარიში ჩემს ზევით დადგა, პირზე
ძლიერად მომიჭირა და დანა რამდენჯერმე ძლიერად ჩამარტყა მკერდში, მე ვცდილობდი
მოქნეული დანა ამეცილებინა, ბარიში კი გამიზნულად მიტყავდა მას მკერდის
მიმართულებით და თუ დანა სხვაგან ხვდებოდა ეს ჩემი თავდაცვის გამო იყო, ამ ყველაფრის
მერე, კი იგი სახლის უკანა კარიდან გაიქცა.

მოწმე სემა ქარას გამოკითხვის ოქმი

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ ნერმირი არის ჩემი შვილიშვილი, აღნიშნული შემთხვევის


დროს ჩემი ოჯახი, გარდა ჩემი ერთი შვილისა ვიმყოფებოდით სახლში, დაახლოებით 21
საათზე სახლში მოვიდა ბარიშ აქსოი, ამ დროს ჩვენ ვახმობდით და იგი სუფრასთან
მივიწვიეთ, თუმცა იგი ანერვიულებული იყო და ნერმირს თხოვა ცალკე გაყოლოდა,
თავიდან ნერმირი უარზე იყო თუმცა ბარიში მას დაჟინებით თხოვდა წაყოლას, ამიტომ
გავიდნენ სხვა ოთახში, სადაც დაახლოებით 5 წუთი დაჰყვეს, 5 წუთის მერე ნერმირი
ოთახში ძლივს ნელ ნელა მობობღავდა და თან მკერდზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე
იჭერდა ხელს სისხლის შესაჩერებლად, თუმცა სისხლი ძლიერი ნაკადით ასხავდა, ამ
ყველაფრის დანახვაზე ადგილზე გავშეშდი, ნერმირმა მითხრა რომ ბარიშმა მას მკერდზე

3
ახალგაზრდები წარმატებისკენ
რამდენჯერმე ჩაარტყა, ვინაიდან ნერმირი სისხლისგან იცლებოდა იგი ავტომანქანით
გადავიყვანეთ იქვე მდებარე საავადმყოფოში.

ჩემი აზრით ბარიშს თავიდანვე ჰქონდა განზრახული ნერმირის მოკვლა, ვინაიდან მას დანა
დამალული ჰქონდა, ნერმირმა მითხრა, რომ შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო ბარიშმა დანა,
თანაც სახლში ჩვენ მსგავსი იარაღი არაფერი არ გვაქვს შესაბამისად ბარიში სახლში
დამალული დანითვე მოვიდა.

ნერმირი ჩვენს სახლში შემთხვევამდე რამდენიმე დღის წინ დააბრუნა ჩემმა რძალმა,
ვნაიდან თვითონ ნერმირს ეშინოდა მუქარის გამო ბარიშის სახლიდან წამოსვლა.

ედა ქარას გამოკითხვის ოქმი

გამარჯობა, მე ვარ ედა ქარა, დაზარალებულის დედა, მე ვიცი, რომ ჩემს ქალიშვილს და
ბარიშს ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა ჩემს ქალიშვილს დედამთილთან და მის ქმართან
დაპირისპირება ქონდათ, დედამთილი ლანძღავდა ჩემს ქალიშვილს, მისი ქმარი კი ცემდა
მას, შემთხვევამდე 3 დღით წინ კი მე ვიყავი ჩემს ქალიშვილთან, იგი იყო სიცხიანი და იყოს
ძალიან ავად, ამიტომ წამოვიყვანე ჩემთან სახლში, რა დროსაც შევამჩნიე, რომ სახეზე და
ხელებზე ქონდა სილურჯეები რაზეც ქალიშვილმა მითხრა, რომ ქმარმა ცემა, ამიტომ მე
ჩემთან დავიტოვე ის და აღარ ვუშვებდი ბარიშთან, 2018 წლის 9 თებერვალს მე ვიყავი
სახლში დედამთილთან, რძალთან, ვაჟიშვილთან, ბავშვთან და ნერმირთან ერთად,
დაახლოებით 21 საათზე ჩემთან მოვიდა ჩემი სიძე, რომელმაც შემოსვლისთანავე გაიხადა
ფეხსაცმელები და შემოვიდა ჩვენთან, მას ეცვა მუქი ფერის მაისური და ეხურა კეპიანი ქუდი,
სავახშმოდ მივიწვიეთ, თუმცა მან უარი თქვა, და თქვა, რომ სალაპარაკო ქონდა ნერმირთან
და ხუთი წუთით დაელაპარაკებოდა, ნერმირი არ მიყვებოდა სალაპარაკოდ თუმცა
დაჟინებული თხოვნის შემდეგ წავიდნენ ჩემი რძლის ოთახში, დაახლოებით 5 წუთის
შემდეგ ოთახში შემოვიდა ქალიშვილი და მითხრა, რომ ,,დედა, ბარიშმა დამჭრა, მას ჩემი
მოკვლა უნდაო“ ამის თქმა იყო და უცბათ წაიქცა და დაეცა იატაკზე. გარეთ რომ გავედი
ბარიშის სანახავად, დავინახე, რომ 15 მეტრში ბარიში გარბოდა მან ტაქსი გააჩერა და შიგნით
ჩაჯდა, ისე, რომ ფეხსაცმელებიც კი არ წაუღია, გარეთ ამ დროს გამოიქცა ჩემი 16 წლის
შვილიც, თუმცა მაინც ვერ დაეწია ბარიშს, ამის შემდეგ დავბრუნდი სახლში, ჩემს
ქალიშვილს სისხლი სდიოდა გულ-მკერდის არედან, უშუალოდ ბარიშის ხელში დანა მე არ
დამინახავს და არც ჩემი შვილის დაჭრის ფაქტი არ მინახავს, ასევე როცა ჩემი ქალიშვილი
და ბარიში სალაპარაკოდ გავიდნენ, რაიმე ხმაური ან დაპირისპირების ხმა არ გამიგონია.

ეჯე აქსოის გამოკითხვის ოქმი

4
ახალგაზრდები წარმატებისკენ
მე ვარ ბრალდებულის დედა, ეჯე აქსოი, ჩემი შვილი არის ძალიან ზრდილობიანი და
დამჯერი, ნერმირი არის ჩემი რძალი, ის და ჩემი შვილი დაქორწინებულნი არიან
დაახლოებით წელიწად ნახევარია, 2018 წლის 9 თებერვალს ვიყავი სახლში, ხოლო ბარიში
მამამისთან ერთად იყო ბათუმში, ამ დროს სახლში მოვიდა ჩემი რძლის დედა, და თხოვდა
რომ წაყოლოდა სახლში, თუმცა ნერმირი არ მიყვებოდა დედამისს, ამბობდა, რომ აქ კარგად
იყო და თავის ქმართან თავს კარგად გრძნობდა, თუმცა როგორც გაირკვა დედამისს მისი
გაყიდვა სურდა 15 ათას დოლარად, ამიტომ ძალით წაიყვანა იგი, როგორც მე გავიგე ჩემი
რძლის დედა აპირებდა ჩემი შვილისა და ჩემი რძლის დაშორებას, რაც შეეხება ჩემს შვილს,
იგი არასდროს ატარებს თან დანას, ასევე ვერანაირად ვერ შეახებდა ჩემი შვილი ნერმირს
ხელს, რადგან იგი ძალიან უყვარს, ეს ყველაფერი ნერმირის დედის დადგმულია და
ცდილობს ჩემი შვილი და ნერმირი ერთმანეთს დააშოროს.

გამომძიებლის გიორგი კოჭლამაზაშვილის მოხსენებითი ბარათი

მოგესალმებით, მე ვარ გიორგი კოჭლამაზაშვილი და 2005 წლიდან ვმუშაობს ქუთაისის


საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამომძიებლის
თანამდებობაზე. 2018 წლის 9 თებერვალს 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თურქეთის
მოქალაქე ბარიშ აქსოიმ დანის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა
არასრულწლოვან მეუღლე ნერმირ ქარას, გამოძიება დაიწყო 111-109-ე მუხლით. აღნიშნულ
საქმეზე ჩემს მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, ექსპერტებთან და
თარჯიმანთან ერთად მივედი შემთხვევის ადგილას, სახლის შესასვლელი კარი იყო
მოსვრილი სისხლით, მისაღებ ოთახში მაგიდასთან იყო ბოტასები და კეპიანი ქუდი,
რომელიც მოწმეების მიხედვით იყო ბრალდებულის ნივთები, აღნიშნული ნივთები იქნა
დალუქული, ასევე ამოღებული იქნა ანაწმენდები, ასევე ამის შემდეგ გამოვკითხე
ემერჯენსის მედდა, რომელმაც მითხრა, რომ ღამის საათებში შემოყვანილი იქნა
ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა და გულ მკერდის
არეში შემავალი ჭრილობებიმ რომლებიც იყო მიყენებული ბასრი იარაღით, ასევე ამ მოწმის
წყალობით ამოვიღე დაზარალებულის ტანსაცმელი, იგი დავლუქე და გავაგზავნე
ექსპერტიზაზე, ამის შემდეგ გამოვკითხე ტაქსის მძღოლი, რომელმაც მითხრა, რომ მას ყავს
ოპელის მარკის ავტომობილი, ხოლო 2018 წლის თებერვალში ყავდა მერსედერსის მარკის
ავტომობილი, მოწმემ თქვა, რომ იგი 9 თებერვალს იმყოფებოდა სამტრედიის ხიდთან,
სავაჭრო ,,სავარძელთან“ ეგრეთწოდებულ ბირჟაზე, დაახლოებით 11 საათზე მას
ავტომობილში ჩაუჯდა თურქი ეროვნების კაცი, რომელსაც ათხოვა ტელეფონი და მან
სადღაც დარეკა, თუმცა მოწმემ ვერ გაიგო რას ლაპარაკობდა იგი, ვინაიდან საუბრობდა
თურქურ ენაზე, მისამართიც კი ხელის კარნახით ძლივს გააგებინა, ტაქსისტის თქმით
ბრალდებული მიიყვანა ,,სულიკოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებუმა ტაქსისტს
გადაუხადა 20 ლარი და წავიდა, ტაქსისტის თქმით მისი ტელეფონის ნომერია: 592190805.

5
ახალგაზრდები წარმატებისკენ
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის N002901218
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახში შესასვლელი კარების


გარე ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან
ბოლოზე (ობ. N1) და პაკეტში, წარწერით: „სახლის დერეფნის იატაკის ზედაპირიდან
ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული
მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც
ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.

პაკეტში, წარწერით: „სახლის საძინებელ ოთახში შესასვლელი კარების შიგა სახელურის


ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული
ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი და ბარიშ აქსოის (ობ. N24, პაკეტი წარწერით:
,,ბარიშ აქსოისგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი ცალი ქუდი კეპით“
მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) შერეული გენეტიკური პროფილის
ერთი წილი ბარიშ აქოის (ობ. N24), ხოლო მეორე წილი ნერმირ აქას (ობ. N1,2-ის)
გენეტიკური პროფილების იდენტურია.

პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი წყვილი სპორტული


ფეხსაცმელი“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური
პროფილები შერეულია. ობ. N5-ისპროფილის ერთი წილი ბარიშ აქსოის (ობ. N24) ხოლო
მეორე წილი (ობ. N1,2-ის) პროფილების იდენტურია. ობ. N6-ისპროფილის მაჟორული
(ძირითადი) წილი და ბარიშ აქოის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N6-ის
პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

პაკეტში, წარწერით: ,,ბარიშ აქოისგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები“


მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მონაცრისფრო ლაქები (ობ. N7,8) სისხლს
არწარმოადგენს. პაკეტში, წარწერით: „ფრჩხილის ნიმუშები.. ბარიშ აქოსის მოთავსებულ
ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N9,10) გენეტიკური პროფილი და
ბარიშ აქოის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

პაკეტში, წარწერით: ,,ბარიშ აქოისგან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე


არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ. N11) სისხლს არწარმოადგენს. პაკეტში მოთავსებულ
მაისურზე (ობ. N18) საცვალზე (ობ. N19) აზღუდზე (ობ. N20) ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ.
N21) მარჯვენა (ობ. N22) და მარცხენა (ობ. N23) ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-

6
ახალგაზრდები წარმატებისკენ
მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს (ობ. N16,20,23)-ის გენეტიკური
პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. (ობ. N16,20,23)-ის
პროფილი და (ობ. N1,2,12,15)-ის პროფილი იდენტურია. ობ. N21,22-ში
გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური
კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

ბიოლოგიური ექსპერტი მანანა ხაზალაშვილი 7 წელია მუშაობს ლევან სამხარაულის


სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტის
თანამდებობაზე. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა,
რომელიც სეროლოგიურ და გენეტიკურ კვლევებს მოიცავდა და გაცემულ იქნა ექსპერტიზის
დასკვნა ნომრით 002901218. აღნიშნული დასკვნით დადგინდა რომ ამოღებული ორი ცალი
N1, N2 მოწითალო ფერის ლაქა არის ადამიანის სისხლი და იგი ეკუთვნის მდედრობითი
სქესის ერთსა და იმავე პიროვნებას, ხოლო ამოღებული ანაწმენდი და ბარიშ აქსოის
ბიომასალა იდენტურია, ამოღებულ კეპიან ქუდზე არსებული ბიომასალა არის შერეული
ტიპის ერთი წილი არის ბარიშის ხოლო მეორე წილი ობიექტების N1, N2-ის იდენტურია.
ნერმირის შარვალზე, მაისურზე, საცვალზე, ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო
მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის მდედრობითი სქესის
პირს.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული


ბიუროს 2018 წლის 31 ივლისის N006901228
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

დასკვნით, დგინდება რომ ნერმირ ქარას ტანსაცმლიდან (მოკლესახელოებიანი და


უსახელო- ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური, შარვალი, აზღუდი ერთი სამხრით („ბრეტელით“),
ქვედა საცვალი ტრუსი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი-ქოში, ქსოვილის ფრაგმენტი, ერთი
წყვილი სამედიცინო ხელთათმანი) მხოლოდ მაისურებზე და შარვალზე, დასკვნის კვლევით
ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში, არსებული დაზიანებები მექანიკური
ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავმჭრელი პირის მქონე საგნის
მოქმედებით, როგორიც შესაძლებელია ყოფილიყო დანაც.
ბარიშ აქსოის ტანსაცმელზე (ქურთუკი, სპორტული ქურთუკი, მაისური, სპორტული
შარვალი, უთათებო წელწინდა, ერთი წყვილი წინდა) საერთო ექსპლუატაციური ცვეთის
ფონზე, გარდა საექსპერტოდ საჭირო მარკირებული უბნების, მათზე მექანიკური
ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

7
ახალგაზრდები წარმატებისკენ
ტრასოლოგიური ექსპერტი ნინო ბერიშვილი მუშაობს ლევან სამხარაულის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტ
ტრასოლოგად, აქვს 20 წლის სტაჟი. მის მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით
ჩატარებულ იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, მის წინაშე წარდგენილ იქნა ტანსაცმელი და
დასმულ იქნა შეკითხვები აღენიშნება თუ არა ტანსაცმელს რაიმე დაზიანება, რით არის ის
მიყენებული და შესაძლოა თუ არა დაზიანებები მიყენებულ იქნეს დანით. მის მიერ
გამოკვლეულ იქნა აღნიშნული ტანსაცმელი და დადგინდა რომ: ნერმირქარას კუთვნილ
ტანსაცმელზე, კერძოდ მოკლესახელოებიან მაისურზე, შარვალზე, აზღუდზე, საცვალზე,
ერთწყვილ ფეხსაცმელზე, ამათგან მხოლოდ მაისურზე და შარვალზე აღინიშნება
დაზიანებები რომელიც მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის
მოქმედებით, შესაძლოა ეს ყოფილიყო დანა. ხოლო ბარიში აქსოის ტანსაცმელზე- სპორტულ
ქურთუკზე, მაისურზე, სპორტულ შარვალზე, ერთ წყვილ წინდაზე რაიმე მექანიკური სახის
დაზიანება არ აღინიშნება.

ლევან სამხარაულის სასამართლო


ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018
წლის 24 აპრილის N003901928 დასკვნა

დაკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს


ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი
N747/18-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N1124 ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ (დათარიღებული 12.02.2018)-მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით
მოქ: ნერმირ ქარამ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.02.2018 წელს 22:00 საათზე,
საიდანაც გაეწერა 10.02.2018 წლის 02:25 საათზე დიაგნოზით: გულმკერდის კედლის
მრავლობითი ღია ჭრილობა/ფილტვის სხვა ტრავმა. ტრავმული ჰემოთორაქსი/ღვიძლის
ტრავმა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების
თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენინაკვეთ-ნაჩხვლეტი
ჭრილობები მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გვერდითა და უკანა ზედაპირებზე.

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკ. ზ. ცხაკაიას სახელობის


დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის
სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2162/18-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს
ცნობა N05/4328 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 11.02.2018)-
მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნერმირ ქარამ აღნიშნულ
საავადმყოფოს მიმართა 10.02.2018 წლის 02:50 საათზე საიდანაც გაეწერა 11.02.2018 წელს
20:25 საათზე დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები, გულმკერდის და მუცლის ღრუში

8
ახალგაზრდები წარმატებისკენ
შემავალი მრავლობითი ჭრილობები. ორმხრივი პნევმოთორაქსი, კანქვეშა ემფიზემა. ამავე
სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჭრილობები
მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-
მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გვერდითა
და უკანა ზედაპირებზე არსებული ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი
მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე
მოშლის ნიშნით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები იზოლირებულად აღებულნი
მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის
სახიფათო.

You might also like