You are on page 1of 52

მარიამ სუხიტაშვილი.

მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ანთროპოლოგია
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
ლექცია I - ტვინი, ფსიქიკა და კულტურა

1. ტვინი და ფსიქიკა ზოგადად


 ფსიქომორფოლოგიზმი
 დუალიზმი
 მონიზმი
 ნეირობიოლოგიური კვლევები
2. ტვინის სამი ფილოგენეტიკური სტრუქტურა
 ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროები
 „გახლეჩილი ტვინის“ კვლევები
3. პალეოანთროპოლოგიური ტრაქეტორია
4. ევოლუცია და ტვინი
 თავის ტვინის ზომა
 შეფარდება
 სტრუქტურის მნიშვნელობა
 კავშირების მნიშვნელობა
5. პლასტიკური დიდი ტვინი
6. არა მხოლოდ ტვინი
7. სოციალური ინტელექტი
8. კულტურა და კოგნიტური სტილი
 კოგნიტური უნარი და კოგნიტური სტილი
 კონტექსტისგან დამოუკიდებელი და კონტექსტზე დამოკიდებული სტილები
 კულტურის გავლენა
 კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის გავლენა სწავლების
პროცესზე
9. ჩანაწერები პპტ-დან
10. სქესთაშორისი სხვაობები ტვინში

ლექცია II - კოგნიციის განვითარება

11. ჩანაწერები პპტ-დან


12. რიდერის შესავალი
13. ფსიქოლოგიური განვითარების სფეროები
14. ფსიქიკის განვითარება ფილოგენეზში
 ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები
 ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები
 ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფორმები
 შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ისწავლონ ადამიანური ენა?
15. ფსიქიკის ცვალებადობა ონტოგენეზში
 ფსიქიკური ონტოგენეზის ზოგადი საკითხები
 ონტოგენეტური განვითარების პერიოდები
 ონტოგენეტური განვითარების თეორიების 3 ძირითადი შეკითხვა

1
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

16. კოგნიტური განვითარება


 ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია
 ჟ. პიაჟეს თეორიის ძირითადი იდეები (შეჯამება)

ლექცია III - მორალური ქცევის ევოლუცია

17. ალტრუიზმი
 ნათესაობრივი ალტრუიზმი
 რეციპროკული ალტრუიზმი
18. მორალის ევოლუციური ფუნქცია
 1. ზიანი/მზრუნველობა
 2. სამართლიანობა/მოტყუება
 3. ერთგულება/ღალატი
 4. ავტორიტეტი/სუბვერსია
 5. სიწმინდე/დეგრადაცია
19. ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია
 დონე I. პრეკონვენციური მორალი
 დონე II. კონვენციური მორალი.
 დონე III. პოსტკონვენციური მორალი სტადია
 მსჯელობა მორალური მსჯელობის განვითარებაზე (შეჯამება)
 რა უდევს საფუძვლად მორალური მსჯელობის განვითარებას?

ლექცია IV-I - ფსიქოსექსუალური განვითარება

20. დაწყვილების სტრატეგიები


21. რატომ არსებობს სექსი?
22. სქესობრივი გადარჩევა
23. სქესობრივი ქცევა დიდ მაიმუნებში
24. სქესობრივი ქცევა ადამიანებში.
 მომარაგების ჰიპოთეზა
25. ადამიანის დაწყვილების სტრატეგიები
 ხანგრძლივი დაწყვილების სტრატეგიები
 ხანმოკლე დაწყვილების სტრატეგიები
26. სქესთაშორისი კონფლიქტი
 ჯორჯ ბარნსი
 ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია

ლექცია IV-II - კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა

27. სექსუალობა - ზოგადი საფუძვლები


 რა არის სქესი, გენდერი, სექსუალობა?
 რა არის სექსუალური მოთხოვნილება/ინტერესი
 სექსუალური ქცევა
28. კლინიკური ნაწილი
 ნორმის ცნება სექსოლოგიაში, არაერთგვაროვანი ნორმა, ნორმის
პირობითობა

2
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 სექსუალური ჯანმრთელობის დარღვევა და საერთაშორისო დიაგნოსტიკის


კლასიფიკაცები

3
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
ლექცია I- ტვინი, ფსიქიკა და კულტურა
ტვინი და ფსიქიკა ზოგადად
 ტვინი - ფსიქიკის პრობლემა. სამყაროში ყველაზე მაღალგანვითარებული
სტრუქტურა. ურთულესი ნეირობიოქიმიური მექანიზმი;
 ფსიქიკა/გონება - მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ამოუცნობია;

ფსიქომორფოლოგიზმი
ფსიქომორფოლოგიზმი - ფსიქიკური ცხოვრების სხეულში (უმთავრესად ტვინში)
ლოკალიზება. ძველი ფილოსოფოსები ფსიქიკას სხვადასხვა ორგანოში ათავსებდნენ :

 ემპედოკლე/არისტოტელე (ძვ.წ. Vს) - შემეცნებითი პროცესები გულში თავსდება;


 ჰიპოკრატე/კროტონი (ძვ.წ. Vს)- ფსიქიკის ორგანოდ ტვინს მიიჩნევდნენ;
 პლატონი (ძვ.წ. 427-347)- თვლიდა, რომ სული სამ ნაწილად იყოფა:

o ხორციელი (appetitive);
o ენერგიული (spirited);

o რაციონალური (racional) - მოათავსა ტვინში, რადგან ახლოსაა ზეცასთან.


 ჰალენი (ძვ.წ. IIIს)- შთაბეჭდილებებს ვიღებთ გარედან თვალით ფლუიდების 1
სახით, რომელიც ტვინის პარკუჭში ღვიძლიდან წამოსულ ე.წ. „სასიცოცხლო
ფლუიდებს“ ერთვის და გარდაიქმნება ფსიქიკურ ფლუიდებად;
 ნამეზიუსი (IVს) - წინა პარკუჭი წარმოსახვის/აღქმისაა, უკანა - მეხსიერების. ეს აზრი
გავრცელებული იყო შუასაუკუნეებში. ადასტურებს და ვინჩის ჩანახატებიც ;
 ვეზლიუსი (XVIს) - ფსიქიკა ტვინშია, რაც ფსიქიკური პროცესების სუბსტრატია 2;

დუალიზმი
რენე დაკარტეს დუალიზმი (XVIIს) - სხეული მანქანასავითაა და რეფლექსურად რეაგირებს.
ის ნაწილებისგან შედგება, სული კი განუყოფელია. სული ტვინის ღეროში მდებარე
ჯალღუზისებრი სხეულია (ახლოსაა პარკუჭებთან). ის აკონტროლებს სარქველებს,
რომელთა საშუალებითთავ-ზურგის ტვინის სითხე მიედინება პარკუჭებიდან ნერვების და
კუნთებისკენ, რაც ამოძრავებთ მათ. სხეული და სული თანაარსებობენ, მაგრამ სხეული
ფიზიკას ემორჩილება, სული არა.

მონიზმი
დუალიზმის საპირისპიროა. ამბობს, რომ თავს ტვინი და ფსიქიკა ერთი სუბსტანციის ორი
ნაწილია. მას ორი ფილოსოფიური მიმართულება აქვს:

 მატერიალიზმი - ყველაფრის საფუძველი მატერიაა. ფსიქიკა ტვინის ფუნქციაა;


 ფენომენალიზმი (სუბიექტური იდეალიზმი) - მხოლოდ ფსიქიკაა რეალური და
ფიზიკური ობიექტები მისი ანაბეჭდები არიან.

1
ჰიპოთეზური უფაქიზესი სითხე, რომლითაც ხსნიდნენ სითბოს, მაგნეტიზმს, ელექტრობის
მოვლენებს.
2
.ნივთიერება ან საგანი, რომელზეც მიმაგრებულნი არიან ორგანიზმები

4
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ნეირობიოლოგიური კვლევები
ფსიქიკა არ არის მხოლოდ ტვინის ულტრანატიფი ნეირონების ერთობლიობა. ბავშვი
იბადება მუცლადყოფნის ჰორმონალური გავლენით ფორმირებული ნეიროქსილით ,
თუმცა შემდგომ მასზე მოქმედებს ინტერპერსონალური ურთიერთობები (ადამიანები
ბავშვის გარშემო, დედა..)

როდესაც ტვინზე ზემომედებს ფიზიოლოგიური გავლენა, ურთიერთობები და შემეცნების


პროცესი, ამის შემდეგ იქმნება გონება, ფსიქიკა.

ტვინის სამი ფილოგენეტიკური სტრუქტურა


ტვინი - მოვარდისფრო, რუხი ქსოვილი. შეიცავს ნეირონულ ბადეს (მილიარდობით
ნეირონით) ფსიქიკურ ფუნქციონირებას სწორედ ეს ქსელური პროცესი წარმართავს .

ტვინი ფილოგენეტიკური განვითარებით სამნაირია - პრიმიტიული, ემოციური და


მოაზროვნე. სამივე შეთანხმებულად მოქმედებს, რაც უამრავი ნეირონული გზით
ხორციელდება:

 მოაზროვნე ტვინი - მდებარეობს ნეოკორტექსში (ძალიან მოქნილია და შეუძლია


დასწავლა). ტვინს აქვს ორი ჰემისფერო (მეტყველებისთვის, წარმოსახვისთვის და
ა . შ)

რეპტილიური ტვინი - ყველაზე მარტივი, რომლის ფუნქციაც მხოლოდ გადარჩენაა.

ლიმბური სისტემა - ჩნდება ტვინის განვითარებასთან ერთად. ესაა პირველი სტრუქტურა,


რომელიც ემოციურ-მოტივაციურ და ავტონომიურ 3 ფუნქციებს აერთანებს. მათ შორის
უმნიშვნელოვანესია თვითგადარჩენისა და ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნების
ფუნქცია:

 მისი ჩამოყალიბება - ორგანიზმის ქცევების გართულება. ქცევის ხისტი


ფორმებიდან პლასტიკურ (მეხსიერება/დასწავლა) ფორმებზე გადასვლა .

ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროები


ჰემისფეროები ნაწილობრივ განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ . მაგალითად:

 ქალს დაუზიანდა ერთი მხარე და დაკარგა მეტყველების უნარი, თუმცა შეეძლო


სიმღერა, რადგან მეორე ჰემისფერო დაუზიანებელი იყო.

ჰემისფეროთაშორისი ასიმეტრია - ადამიანების და ცხოველების ტვინის ფუნქციონირების


ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონზომიერება. დღემდე არ ვიცით ყველაფერი მასზე .

ეპილეფსიის მკურნალობა - კორძიანი სხეულის (200მლნ-იანი ნერვული ბოჭკოები.


ემსახურება ინფორმაციის გაცვლას ჰემისფეროებში) გადაჭრა . ქირურგიული ჩარევით
ხელს უშლიან ეპილეფსიის აგრესიული აქტივობის ჰემისფეროებზე გავრცელებას :

 „გახლეჩილი ტვინი“ - ასე ეძახიან იმ პაციენტებს, რომლებმაც ეს ოპერაცია


გადაიტანეს. რადგან კორძიანი სხეული გადაჭრილია, როდესაც მარცხენა თვალს
წარუდგენენ რამეს, ის ინფორმაცია მხოლოდ მარცხენა ჰემისფეროს გადაეცება

3
გულის ცემა, მონელება და ა.შ. ავტომატურად მიმდინარე პროცესები ორგანიზმში.

5
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

(ასეა მარჯვენასთანაც). ანუ ფაქტობრივად ტვინი გახლეჩილია, რადგან


ინფორმაციის გადამტანი სხეული აღარაა.

„გახლეჩილი ტვინის“ კვლევები


ექსპერიმენტი -კაცის ერთ ჰ.სფეროსაჩვენეს თოვლის ფოტო, მეორე ჰ.სფეროს
ქათმისფოტო და სთხოვეს რომ ნანახთან ასოცირებული ნივთები ამოერჩია. მარჯვენა
ხელით ამოირჩია ქათამი, მარცხენათი - ნიჩაბი. შემდეგ მან შეაჯამა და თქვა , რომ ნიჩაბი
ქათმის ნარჩენების (და არა თოვლის) ასაწმენდად გამოიყენება და ამიტომ დაუკავშირა
ისინი ერთმანეთს. ეს აბსურდი თქვა, რადგან ჰემისფეროები ერთმანეთის ნანახს ვერ
ხედავენ და იბნევიან.

„გახლეჩილი ტვინის“ კვლევები ადგენს ტვინის მახასიათებლებს:

 „პატერნთა ძიება“ - მარცხენა ჰ.სფერო ინტერპრეტატორია. ეძებს საგნების,


მოვლენების მნიშვნელობებს. ფიქრობს იმის მიღმა, რასაც ხედავს.ვირთხას ასე არ
აქვს და ნაკლებ შეცდომას უშვებს ვარაუდის მხრივ. ჩვენ როცა ვვარაუდობთ რამეს
მხოლოდ იმას რასაც ვხედავთ არ ვენდობით და გონებაში ჰიპოთეზებსაც ვხატავთ .
 მიზეზების ძიება - ვეძებთ სიახლეს და ვსვავთ პრაქტიკულ შეკითხვებს. ადამიანები
ისე აზროვნებენ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ამიტომ ქმნიდნენ
რელიგიებსაც, რადგან როგორც აწყობდათ ისე აღექვათ მიღმიერი ცხოვრება . ესეც
მიზეზების ძებნაა.

პალეოანთროპოლოგიური ტრაქეტორია
სჯერათ, რომ შიმპანზეებისა და ადამიანის ბოლო საერთო წინაპარს დაახლოებით იმ
ზომის ტვინი ჰქონდა, რა ზომის ტვინიც თანამედროვე შიმპანზეს აქვს. ანუ მათგან იმით
განვსხვავდებით, რომ ძალიან მალე გაგვისამმაგდა ტვინის ზომა.

ჰოლოუეი ამტკიცებს - ტვინის განვითარება წაუძღვა მონისნულ ექსპანსიას წინ, რაც ასევე
განგვასხვავებს სხვა ჰომინიდებისგან.

გუდმანი და დაიმონდი ამბობდნენ - რადგან შიმპანზეს გენომი ძალიან ჰგავს


ადამიანისას,ისინი ჰომოს გვარის წარმომადგენლები არიან.

პრიმატებში ზრდასრულის ტვინის ზომის ცვლილება დაკავშირებულია :

 გახანგრძლივებულ მომწიფების პროცესთან;


 მუცლად ყოფნის დროს სხეულის არაპროპორციულად ნელ განვითარებასთან;
 გახანგრძლივებულ ჩვილობასთან;
 გახანგრძილვებულ ტვინის ზრდის დონესთან;
 გადავადებულ სექსუალურ სიმწიფესთან;
 უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან.

სხვადასხვა სახეობის ზრდასრულთა ტვინები იგება სხვადასხვა მოდელის საწყისი


სტრუქტურების გაზრდით.

ევოლუცია და ტვინი
 ადამიანის ტვინის შეფარდება ბიომასასთან 8-ჯერ აღემატება ხმელეთზე
მცხოვრები ხერხემლიანების ბიომასისა და მათი ტვინის შეფარდებას .

6
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 კოგნიტური ფსიქოლოგია - შეისწავლის აღქმას, შეგრძნებას, წარმოსახვას და ა.შ.


კოგნიტური უნარები დაკავშირებულია ტვინის ზომასთან.
 ტვინის ზომა ადამიანებს აქვთ 1300სმ3, ხოლო სხვა ჰომინიდებს 300-400. დიდი
ტვინი ასოცირდება რთულ ქცევებთან, მრავალფეროვანი საკვების მოპოვების
უნარებთან.

ადამიანის ტვინის სხვა სახეობის ტვინებთან შესადარებლად ვიყენებთ 4 კრიტერიუმს .


მათი ერთად გამოყენება რაღაც შედეგს გვაძლევს, თუმცა ცალ-ცალკე უსარგებლოა :

 ტვინის ზომა;  სტრუქტურა;


 შეფარდება;  კავშირები.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

თავის ტვინი
ჯ.სტრაიდტერი ამბობს- ტვინის ზომა არის კოგნიტური კომპლექსურობის უმთავრესი
დეტერმინანტი, იმიტომ რომ უფრო დიდი ტვინი მოითხოვს ტვინის უბნების უკეთ
სპეციალიზაციას და ა.შ.

რეალურდ თავის ტვინით შეფასება არასწორია, რადგან ვეშაპს ადამიანზე დიდი ტვინი
აქვს.

შეფარდება
ამბობენ, რომ ტვინის ასე განვითარების მიზეზები შეფარდებაში უნდა ეძებონ , ანუ როგორ
შეეფარდება ტანს თავის ტვინი, მაგრამ აქაც შეცდომას ვაწყდებით , რადგან ვირთხას
ადამიანზე უკეთესი შეფარდებები აქვს.

სტრუქტურის მნიშვნელობა
სტრუქტურული კრიტერიუმიც ცალკე არასწორი შეფასებაა, რადგან ბევრ სხვა სახეობას
აქვს ადამიანის ტვინზე უკეთესი სტრუქტურის აგებულება.

 ადამანის კოგნიტური გამორჩეულობა დაკავშირებულია არა ტვინის მთლიან


გადიდებასთან, არამედ სხვადასხვა ნეირონული სტრუქტურების ფარდობით
ზომასთან;
 ოუენმა ნახა,რომ მხოლოდ ადამიანებს აქვთ ტვინის ზოგი სტრუქტურა. ასეთია
ჰიპოკამპუსი4, თუმცა მალევე ჰაქსლიმ დაადგინა, რომ ამსტრუქტურებსაქვთ
ჰომოლოგები შიმპანზესთანაც. ბროკას და ვერნიკეს უბნებსაც კი (ენობრივი
უნარები) აქვთ ასეთი ჰომოლოგები სხვა პრიმატებთანაც.

პროპორცია:(როგორც ჩანს სტრუქტურის ქვეკატეგორიასავითაა)

 კომპრატივისტული ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ ძირითადი განსხვავებები სხვა


პრიმატებთან არის ტვინის უბნების პროპორციები და არა ევოლუციით გაჩენილი
ახალი სტრუქტურები. თუმცა ადამიანის კოგნიტური უნარების უმეტესობა გაჩნდა
მოდიფიკაციით (პრე-ადაპტაცია);

4
ჰიპოკამპუსი მიეკუთვნება ლიმბურ სისტემას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოკლევადიანი
მეხსიერებისა და გრძელვადიანი მეხსიერების ინფორმაციების გაერთიანებაში

7
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ნეიროკორტექსის 5წილი მედულას ზომასთან - შიმპანზეებში არის 30:1,


ადამიანებთან კი 60:1 (გაზრდილი თხემის ხარჯზე). ეს გვეუბნება რამდენად
არაპროპორციულია ნეიროკორტექსი ტვინის სხვა ნაწილებთან;

ევოლუციური რეგრესი - სუნთქვის ბოლქვებიშიმპანზეებში უფრო დიდია, ვიდრე


ადამიანებში ზოგადად პრიმატებსაც უფრო პატარა აქვთ ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს .

კავშირების მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა უბანი გვაქვს ტვინში. მაინც ხდება მათ შორის
კავშირები. სახეობებს ადარებენ ასევე იმით თუ რამდენად კარგად უკავშირდება
ერთმანეთს ისინი.

 ჰემისფეროების სპეციალიზაციამ გაამარტივა ნეირონული კავშირი , რადგან


შეზღუდა მხოლოდ ცალკეული ტვინის უბნის აქტივობა;
 ჰემისფეროების ასიმეტრიულობის მინუსი - უფრო მოწყვლადები ვართ
დაზიანებების მიმართ, რადგან ერთ ჰემისფეროს უჭრის დაზიანებული ნაწილის
კომპენსირება;
 ევოლუციის დროს ასევე გაიზარდა უბნებს შორის კავშირები;
 ტვინის ან მისი უბნის ზომის ცვლილება არ აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას.
 ტვინის ნაოჭები - ნაწილების გადიდებამ შეიძლება დისტანცია გაზარდოს
წერტილებს შორის და შეანელოს კავშირი. გაზრდილი ნეოკორტექსის პრობლემას
ტვინი უმკლავდება ნაოჭებით;
 დიდი ტვინი ნიშნავს მეტ ნეირონებს. რაც მეტია ნეირონები, მით მცირედი
პროპორციით უკავშირდება მთლიანს. ფარდობითი კავშირები ამ დროს იკლებს და
დიდი ტვინის უბნები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან.

მომატებული იზოლაციის საპირისპიროდ, აქსონური კავშირების (თეთრი მატერია ) წილი


ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ნეირონების (ნაცრისფერი მატერია ) რიცხვი . თეთრი ,
მაკავშირებელი მატერიის ზრდა არ უშლის ხელს ნაცრისფერი მატერიის ზრდას და
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტვინი არაპროპორციულად მოიცავს თეთრ მატერიას, ის
მაინც საფუძვლიანადა დაკავშირებული.

 „კავშირებითი შემოჭრა“/დეკონის „გადანაცვლების ჰიპოთეზა“ - ტვინის უბნები,


რომლებიც არაპროპორციულად გაიზარდა ევოლუციურად, ამარაგებენ იმ უბნებს ,
სადაც ადრე ასეთი რამ არ ყოფილა. „დიდი უდრის უკეთ დაკავშირებულს“;
 ედელმანის მიხედვით - ტვინის ასოციაციურ ნაწილებში (მაგ, შუბლისწილი)
შექცევადი კავშირების არსებობა გვეხმარება თვითგაცნობიერებაში , შეფასებაში
და ა.შ.

ნეოკორტექსის მიერ სხვა უბნებთან კავშირის პროპორციული გაძლიერება და


გავრელების არეალის ზრდა, ხელს უწყობს ზემოდან ქვემოთ მიმართულ სტიმულებს და
ქვედა დონის ფუნქციების დათრგუნვას.

5
მისი ძირითადი ფუნქციებია სენსორული აღქმა, სივრცული მსჯელობა, ენა

8
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პლასტიკური დიდი ტვინი


 ინსტიქტები და უნივერსალურად გაზიარებული თვისებები არ არის მკაცრად
დაქსაქსილი და ფიქსირებული, არამედ მოქნილად დაქსაქსილია პლასტიკური
სელექციის პროცესით;
 ედელმანი ამბობს - გენეტიკური ინფორმაცია არასაკმარისია ტვინის
სტრუქტურისთვის. ნერვული კავშრების ჭარბი წარმოება მართება ნერვული
ჯგუფური შერჩევით:
o ნერვული ჯგუფური შერჩევა - გადარჩევა, როცა აქტიური სინაპტიკური
კავშირები ნარჩუნდება, გამოუყენებლები კი ქრება. ემბრიონობის დროს
წარმოქმნილი ნეირონული უჯრედების 20% რჩება ზრდასრულობაში,
დანარჩენი ნადგურდება.
 ძუძუმწოვრებში ნერვული უჯრედები მალე ვითარდება, ხოლო თევზებში,
ფრინველებსა და რეპტილიებში ტვინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში
იზრდება;
 სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით პრიმტების ტვინი დიდიხანი იზრდება , როცა
სხვებს თავიდანვე დიდი აქვთ და მერე აჩერებენ ზრდას;
 ადამიანის ტვინი დაბადებიდან სამმაგდება, ხოლო სხვა პრიმატებთან ორმაგდება ;
 ზრდის სისწრაფე გვხდის გარემოზე მორგებულს და სწავლებისკენ მიდრეკილს.
თავიდანვე ადამიანის ტვინი ნერვოლოგიურად ზრდასრულივით განვითარებულია ;
 პრუზი ამბობს - ადამიანის ტვინი შეიძლება განსხვავდება სინაფსების
ფორმირებისას მომხდარი გენეტიკური მოდიფიკაციით დამეტაბოლური ენერგიის
რაოდენობით, რომლითაც ტვინი მეტ ენერგიას მოიხმარს თავის ზომასთან
შედარები.

არა მხოლოდ ტვინი


 რიჩარდსონი აბობს - ადამიანის გონებას მხოლოდ ინტელექტი არ წარმოქმნის,
არამედ მნიშვნელოვანია განვითარების პროცესი (ბავშვობა );
 გარემო ბუნებრივი გადარჩევით ორგანიზმში განაპირობებს ადაპტაციას . ნიშის
მოდელის მიხედვით სახეობებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გარემოზე და
იმაზეც თუ როგორ იმოქმედებს მათზე ბუნებრივი გადარჩევა;

სხვადასხვა ვარაუდები, რათა ერთმანეთს შეუთავსონ ბიოლოგიურ-კულტურული


ევოლუციები. ისინი უპირისპიდებიან იმას, რომ გენები არის მემკვიდრეობითობის
ერთადერთი მექანიზმი:

 ორმხრივი მემკვიდრეობა/გენი-კულტურის თანაევოლუცია - ბიოლოგიური და


კულტურული ფაქტორები თანაბრად განსაზღვრავს ერთმანეთს;
 სამმაგი სპირალის მოდელი - მოიცავს გენს, ორგანიზმსა და გარემოს;
 „ევოლუციის ოთხი განზომილება“ - გენეტიკური, ეპიგენეტიკური, ქცევით,
სიმბოლური.

ნიში/ნიშა - კენდალი ამბობს, რომ ის არის ერთგვარი ნეიტრალური ამხსნელი მექანიზმი,


რომელიც მკაცრად არ მიჯნავს გარემოს ჩარევასა და ორგანიზმის შიდა პროცესების
გავლენას.

როგორ მოხდა ადამიანის ტვინის ევოლუცია?:

9
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 დეკონის აზრი - ძუძუმწოვრებში სხეულისა და ტვინის არათანაბარი ზრდა ასახავდა


ინტელექტის ან მეტაბოლიზმის ეკონომიას, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა
ადაპტაციასა და ზომებში. (???)

სოციალური ინტელექტი
 „მაკიაველური გონიერება“/“სოციალური ინტელექტი“ (ჰამფრის იდეა) - გაზრდილი
გონიერება პრობლემების გადასაჭრელად უკეთესია ვიდრე ადაპტაციისთვის .
ინტელექტმა მეტად განავითარა ტვინი ვიდრე სხვა საჭიროებებმა (მაგ : იარაღის
შექმნა);
 ნერვული დინამიურობის კომპლექსურობით ადამიანები ერგებიან განვითარებას ,
სოციალურ გამოცდილებებსა და კულტურულ კონტექსტებს.

კულტურა და კოგნიტური სტილი


 კოგნიტური რევოლუცია - ინტელექტუალური მოძრაობა (მეორე მსოფლიო ომის
დროს).
 II მსოფ.ომის დროს უნდოდათ განვითარებადი ქვეყნების განათლება, თუმცა მათზე
მორგებული ცოდნის შემოწმების გზები უცვლელად გამოიყენეს და არაფერი
გამოვიდა.
 ჟან-პიაჟეს აზრი - განათლება მცირე ბიძგს აძლევს განვითარებას, თუმცა დიდ
გავლენას ვერ ახდენს.ფორმალური განათლება ეფექტიანა თუ პირი განვითარების
მე-4 დონეზეა.
 ვიტკინის ექსპერიმენტი - ხალხი შეიყვანა ბნელ ოთახში სადაც ჩანდა მანათობელი
კუბიკი და ხაზი (მის შიგნით). მათ უნდა ეთქვათ როდის გახდებოდა ხაზი
ვერტიკალური:
o კონტექსტისგან დამოუკიდებელი - ისინი, ვინც ხაზის მიმართულებას არ
განსაზღვრავდა ჩარჩოს მდგომარეობის მიხედვით;
o კონტექსტზე დამოკიდებული - ისინი ვინც იყენებდნენ კუბიკის პოზიციას.

კოგნიტური უნარი და კოგნიტური სტილი


ვიტკინი იყო პირველი, რომელმაც მეტი ყურადღება დაუთმო კულტურულ ვარიაციებს და
პირველად შემოიტანა კოგნიტური სტილის ცნება.

 კოგნიტური/მენტალური უნარები - მიემართება კოგნიტური აქტივობის შინაარს,


დონეს;
 კოგნიტური სტილი - მიემართება სწავლების მანერასა და ფორმას.
 უნარები - კომპეტენციები, როცა სტილს განვიხილავთ, როგორც მიდრეკილებად;
 უნარებისა და სტილის შედარება:
o უნარები არის ნაკლები ან მეტი სტილის ბიპოლარულობის (ვიზუალური ან
ვერბალური) მიხედვით;
o უნარების შემთხვევაში ერთ-ერთ პოლუსს მეტი ღირებულება ენიჭება , როცა
სტილის შემთხვევაში სკალის არცერთი პოლუსი არ არის მეორეზე უკეთესი;
o უნარი არის შესაძლებლობა ამოცანის შესრულებისა, ხოლო სტილი
განსაზღვრავს იმას, თუ როგორ შესრულდეს რაიმე ამოცანა.
 ჩასმული ფიგურის ექსპერმენტი - ხალხს აჩვენებდნენ მარტივ ფიგურას, რომელიც
უნდა ეპოვათ მეორე რთულ ფიგურაში. კონტექსტისგან დამოუკიდებელი პირები

10
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

უფრო სწრაფად გადიოდნენ ტესტს, ხოლო დამოკიდებულებს მეტი დრო


სჭირდებოდათ.

კონტექსტისგან დამოუკიდებელი და კონტექსტზე დამოკიდებული სტილები


ეს ორი რამ შეიძლება ასევე აღვიქვათ, როგორც ანალიტიკური აღქმის კონტინიუმი
(დამოუკიდებელი) და როგორც სინთეზური, გლობალური (დამოკიდებული)

 კონტექსტზე დამოკიდებულები - უჭირთ ნაწილების გამოცალკევება მთელისგან


(მაგ: აღიქვამენ უკეთესად ტყეს და არა ხეს);
 კონტექსტზე დამოუკიდებლები - შეუძლიათ ცალკეული ნაწილების უკეთ აღქმა.

რაც უფრო გამოცალკევებულია პირი დანაჩენი საზოგადოებისგან მით მეტად


სავარაუდოა, რომ იქნება კონტექსტისგან დამოუკიდებელი, რადგან მეტად აქვს
ინტერპერსონალური კომპეტენციები, ხოლო „დამოკიდებულები“ მეტად სენსიტიურები ,
მასასთან შერეულები არიან.

კულტურის გავლენა
ვიტკინის აზრით დამოკიდებულება-დამოუკიდებლობა არის ბავშვის აღზრდის
განსხვავებული პრაქტიკის შედეგი:

 მშობლისადმი მორჩილება ზრდიდა კონტექსტზე დამოკიდებულებას;


 ბავშვის ავტონომიის წახალისება ზრდიდა კონტექსტისგან დამოუკიდებლობას .

მიუხედავად ამისა კოგნიტური სტილის მიხედვით განსხვავებები დაფიქსირდა სხვადასხვა


კულტურის ბავშვებში. ანუ მასზე დიდი გავლენა აქვს კულტურას.

გარდა კულტურისა ასევე ზემოქმედებს , თუმცა მერე ისინი კულტურას შეადარეს და


მიხვდნენ, რომ ამ სხვაობებს იწვევდა ავტონომიურობის წაუხალისებლობა (ანუ
გაუმართავი პუნქტებია):

 სოც-ეკონომიკური სტატუსი - ‘ღარიბები’ ცუდად ართმევენ ჩასმული ფიგურის


ტესტს;
 ასაკი - რაც უფრო დიდია პირი, მით უფრო იზრდება კონტექსტზე დამოკიდებულება ;
 სქესი - ცდების მიხედვით კაცები უფრო იყვნენ კონტექსტისგან დამოუკიდებლები .

კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის გავლენა სწავლების


პროცესზე
ახალი ექსპერიმენტით და ამ სტილების ჩართულობით ადგენდნენ მოსწავლეების მიერ
სოც.მასალის ათვისებას, მედიატორის როლს სწავლებაში, მიდგომებს და ა .შ:

 კონტექსტისგან დამოუკიდებლობა ასოცირებულია მათემატიკურ მიღწევებთან ;


 კ-დან დამოუკიდებლები მათემატიკის გაკვეთილზე მეტს სწავლობენ, როცა აქვთ
დამოუკიდებელი აღმოჩენების შესაძლებლობა. დამოკიდებულები კი ეფექტურები
იყვნენ მაქსიმალური სუპერვიზიის (სხვების დახმარების) დროს;
 ჯეიმსის კვლევა:
o კონტექსტისგან დამოუკიდებელი მასწავლებლები უფრო მაღალ ქულებს
უწერდნენ კონტექსტისგან დამოუკიდებელ მოსწავლეებს;
o კონტექსტზე დამოკიდებული მასწავლებლები უფრო მაღალ ქულებს
უწერდნენ კონტექსზე დამოკიდებულ მოსწავლეებს.

11
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ვიტკინის კვლევებით მიიჩნევა, რომ კ-ზე დამოკიდებულებს მათემატიკის გაკვეთილი უნდა


ჩაუტარდეთ მათზე მორგებული მეთოდებით.

სასწავლო პირობები, რომლებიც ეფექტურია კ-სგან დამოუკიდებლებისთვის :

 დამოუკიდებელი სასწავლო გარემოს შექმნა;


 აღმოჩენებზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომის გამოყენება;
 ბევრი სხვადასხვა მასალის მიწოდება და განსხვავებული წყაროების დასახელება ;
 ავტონომიურობის, თვით-ინსტრუქციების წახალისება;
 მინიმალური დახმაება და მიმართულების მიცემა;
 სქემების, ცნებების რუკების, გონებრივი იერიშის გამოყენება .

სასწავლო პირობები, რომლებიც ეფექტურია კ-ზე დამოკიდებულებისთვის :

 სოციალური სასწავლო გარემოს შექმნა;


 მათი დაწყვილება კ-დამოუკიდებელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ;
 სტრუქტურული მასალის მიწოდება;
 მკაფიო მიმართულებების და დახმარების მიცემა;
 ინტენსიური უკუკავშირის გამოყენება;
 ორგანიზებული მასალის გრაფიკული სქემის/ჩარჩოს წარდგენა;
 მაგალითების მოყვანა;
 სწავლის პროცესში შეკითხვების ხშირი დასმა.

ჩანაწერები პპტ-დან
 ადამიანთა ადაპტაციური უნარები ევოლუციაში არის სოციალურ , ბიოტიკურ
გარემოსა და ნეიროსოციალურ ქსელებს შორის უკუკავშირის სისტემების შედეგი ;
 ჯგუფის სოციალური სირთულის დონეს განსაზღვრავს ნეოკორტექსის მოცულობას;
 პრიმატებში ადამიანს ყველაზე ნაკლებად მოწიფული ტვინი აქვს დაბადებისას ,
ხოლო პოსტნატალურ პერიოდში ტვინის ზრდა არის შემდეგნაირი :

o კაპუცინებში - 50%; o შიმპანზეებში - 65/75%;

o ადამიანში- 100%.

სქესთაშორისი სხვაობები ტვინში


 ქალისა და მამაკაცის ტვინებს შორის განსხვავებები შეინიშნება ნეირონულ
დონეზე. ამ განსხვავებების მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგნაირი :
o გამრავლების პროცესი, რეპროდუქციული ციკლი;
o ახალშობილის აღზრდის მეთოდები და ა.შ.
 ადამიანის განვითარება მეტწილად დამოკიდებულია აღზრდისა და
გამოცდილების პროცესში რა გამოცდილებას მივიღებთ. ბიოლოგიური და
კულტურული საკითხები ერთდროულად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე;
 ხანგრძლივმა გამოცდილებამ და ცხოვრების სტილმა შეიძლება ფსიქიკური
ცვლილებები გამოიყენოს:

12
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ქალებსაც, კაცებსაც გვაქვს მეტყველების ინსტიქტი, მაგრამ თუ 2 წლამდე


კომუნიკაცია სხვებთან არ გვაქვს, არ რეალიზდება. ანუ გარემოა
მნიშვნელოვანი.
 ინტელექტი იზომება სხვადასხვაგვარად. არსებობს დავალებათა ტიპები,
რომლებშიც რომელიმე სქესი უკეთესად ავლენს თავს, მაგალითად:
o კაცები ხშირად უკეთესები არიან - სივრცულ და რაოდენობრივ
მსჯელობებში;
o ქალები ხშირად უკეთესები არიან - ვერბალურ აზროვნებაში.
 თვითშეფასება - კაცებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ქალებს. სავარაუდო მიზეზებია
კულტურული, გენდერული როლები და ასევე ჰორმონალური გავლენები;
 რაიმე ასოზე სიტყვების ჩამოთვლა, რომ ვთხოვოთ ორივეს, ქალი უფრო მეტს
დაასახელებს, რადგან ისინი სისწრაფეს ავლენენ პერცეპტულ გადამუშავებაში .
ასევე განვითარებული აქვთ ვერბალური აზროვნება;
 თუ მივცემთ რამდენიმე ფოტოს და ვთხოვთ, რომ იპოვონ რაღაც ერთი სურათის
იდენტური, ქალები უფრო სწრაფები აღმოჩნდებიან. ეს ხდება პერცეპტული
გადამუშავებისა და ასევე დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების გამო ;
 თუ ვთხოვთ, რომ იპოვონ ერთი სივრცული ფიგურის მსგავსი სხვა ფიგურებში, ამ
შემთვევაში უფრო სწრაფი იქნება კაცი, რადგან უკეთ შეუძლიათ მენტალური
როტაცია და სივრცული ნავიგაცია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების წესი
(ნადირობა);
 დეპრესია - მეტად დამახასიათებელია ქალისთვის. ამას იწვევს
ნეიროტრანსმიტერების ცვლილება (ჰორმონები, მენსტრუაციული ციკლი და ა.შ.)
ნეიროტრანსმიტერი სეროტონინი მამაკაცებში უფრო ჭარბად (52%-ით) გვხვდება ,
ვიდრე ქალებში;
 ემოციური მეხსიერება - უკეთესი აქვთ ქალებს, რადგან მათი ემოციურობა ხელს
უწყობს დეტალების დამახსოვრებაში;
 წონასწორობის დაჭერა - უკეთ შეუძლიათ ქალებს, რადგან ნეიროტრანსმიტერი
დოფამინის გამომუშავება ქალებში და მამაკაცებში განსხვავებულად ხდება ;
 სქესთაშორისი სხვაობები აიხსნება -ცხოვრების წესით,სოციალიზაციით,
კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობით, ბილოგიური ფაქტორებით
(მაგ: რეპროდუქცია).

ლექცია II - კოგნიციის განვითარება


ჩანაწერები პპტ-დან
 ფსიქიკური პროცესები:
o კოგნიტური (შემეცნებითი):

 ყურადღება;  აზროვნება;
 შეგრძნება;  მეხსიერება;
 აღქმა;  წარმოსახვა.

o აფექტური (განცდითი):

 გრძნობები;  ემოციები

13
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ვოლიტური (ქცევითი):

 გადაწყვეტილება;  მოტივაცია;

 ნებელობა - ცნობიერი მოქმედებები.


 ფსიქოლოგიური თეორიის ძირითადი მიზანები: აღწერა  ახსნა  პროგნოზი 
კორექცია  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
 ქცევის ფორმები:
o თანდაყოლილი:

 რეფლექსი;  ტაქსისი;

 ინსტიქტი.
o შეძენილი:

 იმპრინტინგი;  ინსაიტი.

 ობლიგატური დასწავლა;
 ფაკულტატური დასწავლა;
 ოპერანტული განპირობება;

რიდერის შესავალი
ბუნების მრავალსახოვნებაში გამოიყოფა სამი ფენა:

 ფიზიკური - არაცოცხალი;
 ბიოლოგიური - ცოცხალი. არაცოცხალზე რთული ორგანიზაციაა;
 ფსიქოლოგიური - სულიერი. ცოცხალი ბუნების განვითარების შედეგია.

მეორე ბუნება - კულტურა, რომელიც შექმნა ადამიანმა და რამაც გააჩინა ადამიანური


არსის გამოვლენისა და მისი სრულყოფის შესაძლებლობები.

სოც-კულტურული გავლენა - ზემოქმედებს ფსიქიკის ადამიანური ფორმის


ჩამოყალბებაზე.
ფსიქიკის უმთავრესი ნიშანი - ბიო-კულტურული განსაზღვრულობა, რადგან ორივე
აუცილებელია მისი ჩამოყალიბებისთვის.

განვითარება - რაიმეს პროგრესული ცვალებადობა;


განვითარების ფსიქოლოგია - შეისწავლის ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. ის
ფოკუსირდება ბიოლოგიურ პროცესებსა და გარემოს ზეგავლენაზე.

ფსიქიკის განვითარება ორ ფორმაში რეალიზდება:

 ფილოგენეტიკურში - ქევის, ფსიქიკური სტრუქტურების განვითარება ევოლუციის


დროს;
 ონტოგენეზში - ცვლილებები, რომლებსაც განვიცდით სიცოცხლის განმავლობაში.

ფსიქოლოგიური განვითარების სფეროები


განვითარების ფსიქოლოგიაში შეისწავლიან განვითარების სამ სფეროს :

14
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ფიზიკურს - მაგ: სხეულის ფორმა, ზომა, სენსორული და მოტორული უნარები და


ა . შ;
 კოგნიტურს (ცოდნა, შემეცნება) - შეგრძნება, ყურადღება, აღქმა, მეხსიერება,
აზროვნება, მწარმოსახვა, მეტყველება და ა.შ;
 ფსიქოსოციალურს - პიროვნული მახასიათებლები, სოც.უნარები, ცვლილებები
ემოციებსა და გრძნოებებში და ასევე სოციალური უნარებისა და ქცევის
ფორმირება.

ფსიქიკის განვითარება ფილოგენეზში


ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები
ფსიქიკა მხოლოდ სიცოცხლესთან არ არის და ასევე ყველა ცოცხალს არ აქვს ფსიქიკა:

 ბიოფსიქიზმი - ყველაფერი ცოცხალი (მცენარეებიც) ფსიქიკის მატარებელია;


 პანფსიქიზმი - ბუნებაში ყველაფერი სულიერია;
 ანთროპოფსიქიკური თეორია - ფსიქიკა მხოლოდ ადამიანს აქვს.

ფილოგენეზი - ფსიქიკის, ქცევის ცხოველური ფორმების განვითარება.


ფსიქიკის არსებობის რამდენიმე კრიტერიუმი - ძიების უნარი, ადაპტაცია, დასწავლა და
ა . შ.

ყველაზე მიღებული კრიტერიუმი - რეაგირება ბიოლოგიურად ნეიტალურ ზემოქმედებაზე:

 ბიოლოგიურად ნეიტრალური - აბიოტური ზემოქმედებები. ენერგიის სახეები ან


საგნების თვისებები, რომლებიც არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში;
 თუ ორგანიზმს აქვს უნარი ასახოს ბიოლოგიურად ნეიტრალური თვისება და
დაუკავშიროს ბიოლოგიურად მნიშვნელოვან თვისებებს, მისი სასიცოცხლო
პოტენციალი იზრდება. მაგ: ბგერები ბუნებაში - საკვებისთვის, თავდასაცავად ...
 ეს საკითხი უკავშირდება ქცევას. თუ პროცესები დაიყვანებოდა საკვების
შეთვისებაზე, გამოყოფაზე, ზრდაზე, ახლა ნდება ნივთიერებათა ცვლა. ის
იმისთვისაა, რომ მიიღწეს ბოლოგიურად სასარგებლო შედეგი იქ, სადაც პირობები
მათ არ გვაძლევს;
 ეს კრიტერიუმი არ აქვთ მცენარეებს.

გაღიზიანებადობა - მცენარის რეაქცია. ფესვები გაღიზიანებადნი არიან ნიადაგში


არსებული საკვების მიმართ, რომელსაც შეიწოვენ;
მგრძნობელობა - ცხოველების რეაქცია. უკავშირდება ფსიქიკის არსებობას. ესაა
აბიოტური გამღიზიანებლის (მაგ: ბგერა) ასახვა. ორნაირია (მათი გამარულობით
ვითარდება ფსიქიკა):

 ობიექტური - რეაგირება მოცემულ სტიმულზე გარკვეული მოძრაობით (შეგრძნება);


 სუბიექტური - საგნის თუ მოვლენის შინაგანი განცდების გამოვლინება (აღქმა).

ანუ ფსიქიკის ფილოგენეტიკური განვითარების ეტაპები (შეგრძნების უნარები ):

 დიფუზური (შეგრძნების) უნარი - ჩნდება ფსიქიკის საწყის ეტაპზე. უმარტივესი


გამღზიანებელია. ესაა პირველადი შეგრძნება მაგ: შეხების, გემოს, ტემპერატურის ,
სუნის, სხმენის, მხედველობის შესაგრძნებად;
 სენსორული (აღქმის) უნარი - საგნების მთლიანად აღქმის უნარი.

15
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ცხოველთა ქცევის განვითარების პროცესიც პარალელურად მიმდინარეობს. ეს


ორნაირია:

 თანდაყოლილი:
o ტაქსისი - მისი პირველადი ფორმა. ახასიათებთ უმარტივეს
ერთუჯრედიანებს. მისი ფუნქციაა ორგანიზმის მიახოვება ან განრიდება
გამღიზიანებელზე (მწერებს იზიდავს ნათურის შუქი).
 შეძენილი.

რეფლექსი - ცხოველის დაპროგრამებული და ორგანიზმის გარკვეულ ნაწილში


არსებული რეაქცია (მაგ: თვალის დახუჭვა გამღიზიანებელზე). შეიძლება იყოს:

 თანდაყოლილიც (უპირობო) - მაგ: ძაღლი ნერწყვს ყლაპავს ხორცზე;


 შეძენილიც (პირობითი) - მაგ: ძაღლი ზარის ხმაზე ყლაპავს ნერწყვს, რადგან იცის,
რომ საჭმელს მოუტანენ. ეს თვისება მან დროთა განმავლობაში შეიძინა.

ინსტიქტები - რთული ქცევა, რომელშიც ერთიანდება მრავალი რეფლექსური რეაქცია.


მაგ: საჭმლის მოპოვებასთან, თავდაცვასთან, გამრავლებასთან ასოცირებული
ქცევები.ინსტინქტი შეფასებული იყო, როგორც გონივრული, თუმცა ასე არ არის. თუ
ცხოველების ინსტინქტურ ქმედებებს დავუკარგავთ აზრს, ისინი ამას მაინც შეასრულებენ .
ინსტინქტები „სიბრმავეზე“ მეტად ხასიათდება ფიქსირებულობით. ცვლად გარემოსთან
შესაგუებლად საჭიროა არასტანდარტული მოქმედებებიც .

ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები


რაც მეტია შეძენილი ფორმები და რაც ნაკლებია თანდაყოლილი, მით უფრო რთული
ქცევებით ხასიათდება ცხოველი.

ირკვევა, რომ გამოცდილების შეძენა მარტივი ნერვული სისტემის ცხოველებსაც


შეუძლიათ:

 „მარტივ“ ჭიაყელას შესაძლებელია ვასწავლოთ მარჯვნივ მოხვევა T-ს მაგვარ


ლაბირინთში, თუმცა რთულია.

დასწავლის ამ უნარს ცხოველელებში მუდამ ვხვდებით. ხშირად მჟღავნდება ისე ადრეულ


ასაკში, რომ გვგონია თითქოს ქცევა თანდაყოლილია. მაგალითად:

 ე.წ. იმპრინტინგი (აღბეჭვდვა) - აღმოაჩინა კ.ლორენცმა. ახალგამოჩეკილი ჭუკები


აუცილებლად დედას კი არ მიჰყვებიან, არამედ იმას, რასაც პირველად ნახავენ. ეს
ინსტინქტის კი არა, ადრეული დასწავლის გამოვლინებაა.

ობლიგატური დასწავლა - ზოგმა ინსტინქტურმა მოქმედებამ ცხოველის განვითარებისას


უნდა გაიაროს ჩამოყალიბებისა და ვარჯიშის პერიოდი, მაგალითად:

 წიწილას კენკვა - წიწილა გამოჩეკვისთანავე ავლენს ინსტინქტურ საკენკ


მოძრაობებს, მათ სიზუსტე აკლია. მოგვიანებით სიზუსტე მნიშვნელოვნად
მატულობს.
 ჩიტების ფრენა - ბარტყი გამოჩეკვისთანავე აქნევს ფრთებს და მხოლოდ
გარკვეული ხნის შემდეგ აფრინდება ჰაერში, მაგრამ ეს ფრენა თავიდან
არასრულყოდილია;

16
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ჩიტის გალობა - ზოგ მგალობელ ჩიტს არ შეუძლია გაიმეოროს თავისი სახეობის


ჩიტების გალობა, თუ ის გაიზარდა იზოლაციაში ან სხვა ჩიტებთან

ანუ, ბევრი ინსტინქტური (თანდაყოლილი) აქტი საჭიროებს სრულყოფას. მიიჩნევა, რომ


ასეთი დასწავლა დაპროგრამებულია. იგი უზრუნველყოფს ინსტინქტური მოქმედების
ადაპტაციას.

ფაკულტატური დასწავლა - უზრუნველყოფსქცევის ბევრად მეტ პლასტიკურობას (ახალი,


ნამდვილად ინდივიდუალური ქცევის ფორმების ათვისების პროცესი).

განსხვავება ობლიგატურ და ფაკულტატურ დასწავლებს შორის:

 ობლიგატურისას -ცხოველი იწაფება სახეობისთვის დამახასიათებელ ერთ


ქმედებაში;
 ფაკულტატურისას -ცხოველი შეითვისებს ქცევის ინდივიდუალურ ფორმებს,
რომლებიც ეხმარება ადაპტაციისთვის. მაგალითად:
o ცხოველთა წვრთნა ცირკში.

არსებითად, ცხოველის ყოველ ქცევაში შერწყმულია სახეობისთვის დამახასიათებელი და


შეძენილი ქცევის ელემენტები. საქმე ისაა, რომ ქცევა შედგება ორი ძირითადი ფაზისაგან:

 ძიებითი (ან მოსამზადებელი) - აქტივირებულია მოთხოვნილებით. გამოიხატება


არამიმართულ გადაადგილებაში, გარემოს გამოკვლებაში. მაგალითად :
o ცხოველი ეპარება მსხვერპლს, მისდებს და კლავს. ეს არის ფაზა კვები თ
ქცევამდე (როცა გლეჯს და ჭამს უკვე მონაპოვარს).
აქ ითვისებს ცხოველი ახალ ხერხებს. ეს არაა ინსტინქტით
დაპროგრამებული.
 დამამთავრებელი - მისი მოქმედებები სტერეოტიპული და პროგნოზირებადია,
ამიტომ უწოდებენ ხოლმე ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსს (ფმკ):
o როცა ცხოველი ნანადირევს უკვე გლეჯს და ჭამს (კვებითი ქცევა)

ძიებითი და დამამთავრებელი ფაზების თანაფარდობა განსხვავდება სხვადასხვა


ცხოველებში. რაც უფრო რთულია ცხოველის ფსიქიკური ორგანიზაცია, მით უფრო
ხანგრძლივია ძიებითი ფაზა, რადგან შეუძლია ინდივიდუალური გამოცდილების მიღება.

ცდისა და შეცდომის მეთოდი (ახალი ქცევის შეძენა) - მცდარი მოქმედებებიდან სწორი


მოქმედებების განმტკიცება. რაც უფრო ხშირად შეასრულებს ცხოველი მით მეტად
მტკიცდება იგი. ეს პროცესი ხორციელდება ჩვევის ჩამოყალიბების მსგავსად
მრავალჯერადი გამეორებით.

ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფორმები


გონიერი ქცევა - ცხოველელთა ქცევის მაღალი ფორმა. ესაა ახალ სიტუაციასთან
ადაპტაციისა და ახალი ამოცანის გადაწყვეტის უნარი, ჩვევისგან განსხვავებით,
მრავალჯერადი გამეორების გარეშე (ე.წ. ინსაიტი). მაგალითად (მაგალითებიდან
არცერთი მანამდე არ გაუკეთებიათ):

 გალიაში მჯდომი შიმპანზე შორს დადებული საკვების ასაღებად გამოიყენებს ჯოხს ;


 შიმპანზე მაღლა დაკიდებული კალათიდან მაღლა კალათით ბანანის ასაღებად
მოიტანს ყუთებს, ავა და მისწვდება საჭმელს;

17
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პრაქტიკული განზოგადება (გავრცელება/გადატანა) -ერთი ახალი ქმედება საკმარისია,


რომ ის სამუდამოდ ისწავლოს. მაგალითად:

 შიმპანზეერთხელ თუ გამოიყენებს ყუთებს კალათზე მისაწვდომად, სხვა დროსა


იზავს. ამას ტრანსპოზიცია ეწოდება.

ანუ, გონიერ ქცევას ახასიათებს:

 ინსაიტი- რამის შესწავლა ბევრი გამეორების გარეშე;


 ტრანსპოზიცია - ერთხელ გაკეთებულის სამუდამოდ შესწავლა.

ისინიგვხვდება ადამიანის ქცევით რეპერტუარშიც. იგი დასტურდება ანთროპოიდებში ,


როგორც ექსპერიმენტულ, ისე ბუნებრივ პირობებში. მაგალითად:

 გალიაში მყოფი ძაღლის წინ რომ დავდოთ ძაფის წვერი, რომლის ბოლოს
საკვებია მიბმული, ძაღლი ვერასდროს მიხვდება, რომ ძაფი თავისკენ უნდა
მიწიოს. ხოლო ანთროპოიდი მიხვდება და სხვა სიტუაცია შიც გამოიყენებს.

ცხოველთა ენა - სიგნალიზაციის რთული სისტემა. შეიძლება იყოს ხმა, მოძრაობა,


პოზა,სუნი და ა.შ.ასე ცხოველები ერთმანეთს გადასცემენ ბიოლოგიურად მნიშვნელოვან
ინფორმაციას. ესაა განგაშის, მუქარის, დამორჩილების, „არშიყის” თუ ბევრი სხვა
სიგნალი.

 სემანტიკური (მნიშვნელობა) - ადამიანისგან განსხვავებით, ცხოველთა ენას ეს არ


აქვს. ანუ, ცხოველის ენა არ აღნიშნავს გარეგან საგნებს, მათ თვისებებსა და
მიმართებებს. ისინი მხოლოდ უკავშირდებიან ბიოლოგიურ სიტუაციებს.
 ცხოველის სიგნალი გრძნობებს გამოხატავს ან აღძრავს ინსტინქტებს.
მაგალითად:
o სირენის წუილი საფრთხის სიგნალია, რომელიც ინსტინქტებს ამუ შავებს;
 ცხოველთა ხმას ახასიათებს ემოციური „გადადებაც“. მაგალითად:
o ერთი ჩიტის განგაშის ხმა მთელ გუნდზე გადადის და აიძულებს მათ
აფრენას;
o ფუტკარი მტრის გესვლისას გამოყოფს სუნს, რომელიც ააგრესიულებს
სხვებს
 გენეტიკური ფიქსირებულობა - ენა არის დახურული სისტემა (ადამიანის ღიაა) და
შეზღუდულია, თუმცა შეიძლება ბევრნაირი სიგნალი ჰქონდეთ. მაგალითად :

o ქათმებს - 20-მდე სიგნალი o მაიმუნებს - 90-მდე და ა.


აქვთ;

 ცხოველებმა დაბადებიდანვე იციან თავიანთი ენა, ხოლო ადამიანი მერე


სწავლობს;
 „ჩამრთველი სტიმულები“ - ცხოველთა ენის ელემენტები. იწვევენ ან ამუხრუჭებენ
ინსტიქტურ ქმედებებს. მაგალითად:
o ჩიტები თავიანთ ბარტყებს თავს არ ესხმიან, რადგან მათი წრიპინი
ამუხრუჭებს.
 ‘ფუტკრების ცეკვები’ - ფუტკარი, რომელმაც აღმოაჩინა ნექტარი, სკაში
დაბრუნებისას აკეთებს რთულ მოძრაობებს (გარბენები ფიჭაში, მუცლის ქნევა და

18
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ა.შ.). სხვები ეხებიან მას და გემოსა, სუნის მეშვეობით იღებენ საკვებზე


ინფორმაციას. ეს თანდაყოლილია.

დამორჩილების პოზების აღწერა - მათი მეშვეობით სუსტი ცხოველები მოწინააღმდეგის


აგრესიას აჩერებენ(გავრცელებულია მტაცებლებთან). მაგალითად :

 ორი მგლის ჩხუბი - დამარცხებული მგელი ქვავდება. იგი მოწინააღმდეგეს


მიუშვერს დაუცველ კისერს . ასე აგრესორს უმუხუჭდება თავდასხმა. მსხვერპლი თუ
პოზას შეიცვლის, მაშინ ისევ შეუტებს.

ჯგუფური ცხოვრების წესი- ცხოვრება ჯოგში, გუნდში და ა.შ. ამ დროს თითოეულმა


ინდივიდმა, იცის, ვინაა მასზე ძლიერი და სუსტი. ანუ მკვიდრდებაიერარქია სხვადასხვა
აქტის მეშვეობით (წაკინკლავება, რიტუალები, ტურნირები…). მაგალითად (იერარქია):

 უფრო ძლიერებს უპირატესობა აქვთ საკვების განაწილებისას, სექსუალური


პარტნიორის შერჩევისას და ა.შ. მათ ემორჩილებიან, ბაძავენ, მიჰყვებიან .
შეიძლება გახდნენ ჯგუფის ლიდერები.

ჯგუფებში ზოგჯერ ფუნქციები დაყოფილია. ამის საფუძველს ქმნის სქესობრივი ,


ასაკორივი, რანგული სხვაობები. მაგალითად:

 რეპროდუქცია -მამრი მოიპოვებს და მიაქვს საკვები მდედრთან, რომელიც უვლის


შვილებს. (ხანდახან რიგრიგობით უვლიან შვილებს);
 ფუტკრის ოჯახში ფუნქციების განაწილება:
o ერთი დედა ფუტკარი - მხოლოდ კვერცხებს დებს;
o ასეულობით მუშაფუტკარი - უვლიან დედას, აშენებენ/წმენდენ ფიჭას,
კვებავენ მატლებს („აღმზრდელები“), აგროვებენ მარაგს („ამკრეფები“),
იცავენ სკას („მცველები“) და ა.შ.
o მამრი ფუტკრები - სამუშაოში არ მონაწილეობენ. მხოლოდ მდედრს
ანაყოფიერებენ. შემოდგომაზე მათ კლავენ, ან აგდებენ სკიდან.
 მაიმუნების ჯოგში ფუნქციური განაწილება:
o ახალგაზრდები („გუშაგები“)- სულ მოძრაობენ და გადაადგილდებიან;
o ბებრები („წინამძღოლები“) - თვალს ადევნებს წესრიგს ჯოგში. მტაცებლის
მოახლოებისას გაჰყავს ჯოგი უსაფრთხო ზონაში.
o ღონიერები („მცველები“) - გადაადგილებისას შვილებიან მდედრებს გარს
ერტყმიან. დგანან სათავეში (ლიდერთან) და ბოლოში.

შრომოთი აქტივობა - ერთ-ერთი აზრით ეს მიიჩნევა ადამიანთა სოციალური


განვითარების ძირითად წყაროდ. შრომა იარაღით იწყება, ამიტომცხოველების ასეთი
ქცევა განიხილება, როგორც ანთროპოგენეზის ერთ-ერთი ბიოლოგიური პირობა .

 იარაღები - ადრე მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ადამიანისმსგავსები იყენებდნენ,


თუმცა თურმე პატარა მაიმუნები, ჩიტები და მწერებიც კი აკეთებენ მათ :
o შიმპანზეები იყენებენ ჯოხებს იყენებენ ტერმიტების ხიდან ამოსაყვანად;
o დაღეჭილი ფოთლით აკეთებენ „ღრუბელს“ და ამოაქვთ წყალი
ღრმულიდან;

ორივე შემთხვევაში ცხოველები სრულყოფენ იარაღებს:

19
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ტოტების გამოყენებისას- აცლიან მათ ფოთლებს და გვერდითა ყლორტებს;


o ფოთლების გამოყენებისას - ღეჭვთ ამუშავებენ.

მაგრამ ამისთვის იყენებენ ბუნებრივ საშუალებებს(კბილები, კიდურები და სხვა).


ასევე, არ ინახავენ იარაღსშემდეგი გამოყენებისთვის.

იარაღის დამზადება მეორე საგნით - შრომის აღმოცენება. ამ დროს წარმოიქმნება


ცნობიერება. იგი გულისხმობს შრომის განაწილებას არაბიოლოგიური ქცევის
საფუძველზე. ასე გამოცდილებას ინახავენ და თაობებს გადასცემენ.

ცხოველების ქცევათა განმახვავებელი ნიშნები ადამიანთა ქცევისგან :

 ბიოლოგიური განსაზღვრულობის ხარისხი;


 ქცევის შეზღუდულობა, დაუგეგმავი ქმედება და მიზნის წარმოდგენის
შეუძლებლობა;
 მომავლის არ არსებობა - მაგალითად, იარაღი არ მზადდება შესანახად;
 თანდაყოლილი, ფიქსირებული ქცევითი პროგრამების სიმრავლე;
 დასწავლის შეზღუდულობა ინდივიდუალური გამოცდილების შეძენით;
 თაობათა გამოცდილების განმტკიცების, დაგროვებისა და გადაცემის
შეუძლებლობა მატერიალური კულტურის საგნების ფორმაში, მეტადრე ენის
საშუალებით.

შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ისწავლონ ადამიანური ენა?


შეეცადნენ შიმპანზესთვის ესწავლებინათ ადამიანის ენა :

 ექსპერიმენტი - იყვანდნენ ახლაშობილ შიმპანზეს და ზრდიდნენ ადამიანის


შვილთან ერთად, ერთნაირ პირობებში. მაქსიმუმი, რასაც მაიმუნებმა მიაღწიეს ის
იყო, რომ ესმოდათ რამდენიმეათეული სიტყვა ამბობდნენ 1-2-ს (მაგრამ რთულად).

მაიმუნების აკუსტიკური აპარატი არაა მორგებული ადამიანის მეტყველების ბგერათა


გამოსაცემად. გაჩნდა იდეა, გამოეყენებინათ ჟესტების ენა :

 ექსპერიმენტი I - 4 წელში შიმპანზე ვიშიმ ისწავლა ასზე მეტი ჟესტი და მარტივი


ფრაზები („მოდი აქ”,„მომეცი კბილის ჯაგრისი”, „გთხოვ შენ მე სეირნობა” და ა.შ);
 ექსპერიმენტი II- მაიმუნმა ბასიამ იხვის დანახვაზე თქვა „წყალი და ჩიტი“.

მრავალ გამოკვლევაში გამოიყენებოდა ნიშნების სხვა ხელოვნური სისტემები - ფერადი


კლავიატურა, კომპიუტერული გამოსახულება და ა.შ:

 ექსპერიმენტი I- მაიმუნმა პინოქიომ აღწერა ბავშვი სპილო;


 ექსპერიმენტი II - მეორე მაიმუნიღილაკებზე დაჭერით „ლაპარაკობდა”.მან არ
იცოდა ფორთოხლის სახელი, და შექმნა ასეთი ფრაზა: „მომეცი ნარინჯისფერი
ვაშლი“, თუმცა სინამდვილეში ისინი უმეტესად ადამიანებისჟესტიკულაციას
ბაძავდნენ. გავდა ჰანსს 

„ჭკვიანი ჰანსი“ - ცხენ ჰანსს შეეძლო შეკრება-გამოკლება, წილადები, ფერების გარჩევა,


ცნობდა რიცხვებს საათზე და ა.შ (ამას გვეუბნებოდა კაკუნით). თუმცა გაირკვა, რომ
გამომცდელი „ჰკარნახობდა” ცხენსპასუხს. ჰანსი ამჩნევდა მის დაძაბულობას და ასე

20
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ხვდებოდა როდის შეეწკვიტა კაკუნი. ამის შემდეგ დაიწყეს აქცენტირება არაცნობიერი


მინიშნებების არსებობაზე.

ზოგი უარყოფს მაიმუნების ენობრივ პოტენციალს, რადგან პრიმატების ენობრივი


შესაძლებლობები საშუალოზე დაბალგანვითარებული ორი წლის ბავშვის მიღწევებს არ
აღემატება. (თან ბავშვები „ტიკტიკებენ“, მაიმუნები კი არა).მათი სამეტყველო უნარი არაა
თანდაყოლილი, როგორც ეს ადამაინებშია.

მეტყველებს უნარი ადამიანის ექსკლუზიურ უნარად უნდა მიიჩნეოდეს? (ჯერ კიდევ


იკვლევენ):

 თუ ვგულისხმობთ - რთული გრამატიკის სიტყვებს ან სხვა გამოხატვის უნარს


ვგულისხმობთ მაშინ, ენას მხოლოდ ადამიანები ფლობენ;
 თუ ვგულისხმობთ - ნიშნების აზრიანი თანმიმდევრობითურთიერთობას, მაშინ
ადამიანისმსგავსი მაიმუნები ნამდვილად მეტყველებენ.

ფსიქიკის ცვალებადობა ონტოგენეზში


ფსიქიკური ონტოგენეზის ზოგადი საკითხები
ონტოგენეზი -არაა მხოლოდ ფიზიკური, კოგნიტური ან სოც.პიროვნული განვითარება,
თუკი განვითარებაში მატება და ზრდა იგულისხმება:

 განვითარება - შეიძლება შეწყდეს, და დაიწყოსდეგრადაციის პროცესებიც. აქ ორი


გარემოებაა გადამწყვეტი:
o რა ასაკში მიმდინარეობს პროცესი - ჩასახვიდან ბავშვობის დამთავრებამდე
განვითარება პროგრესია. მატულობს ძალა, ცოდნა, ჭკუა და ა.შ. თუმცა
განსხვავებული ტემპით და თანმიმდევრობით.
o და რა სფეროში -შემდეგ პერიოდში, ზოგ სფეროში, შესაძლებლობები
ნაკლებად ან სულ აღარ მატულობს(ფიზიკური, სენსორული,
ინტელექტუალური განვითარება დასრულებულია).
ამიტომაეწოდებაზრდასრულობა.
რაღაც პერიოდიდან კი ფუქციონალური სისტემები ქვეითდება.

მომწიფება - დაკავშრებულია ზრდა-ფორმირებასთან ოღონდ ამ დროს პროგრესული


ცვალებადობა თანდაყოლილი პროგრამით მიმდინარეობს. მაგალითად:

 ემბრიონალური (პრენატალური) განვითარებისას - ჩანასახი მკაცრად


განსაზღვრულ სტადიებს გაივლის;
 მოტორული (მამოძრავებელი) სფეროს განვითარებისას - თავის დაჭერა, ჯდომა,
დგომა, ხოხვა, სიარული…ამეტაპთა თანმიმდევრობა გენეტიკურად
დაპროგრამებულია (არცერთი ბავშვი არ იწყებს სიარულს უფრო ადრე, ვიდრე
ჯდომას ან დგომას).
 მეტყველება-აზროვნების განვითარებისას - ჯერ ბგერებს სწავლობენ, მერე
ლაპარაკს.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ადამიანის განვითარება მხოლოდ მომწიფების ანუ


თანდაყოლილი მექანიზმების მოქმედების შედეგია.განვითარებაში დიდ როლს

21
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

გარემოსეული ფაქტორები ასრულებს. გარემო აფერხებს ან აჩქარებს გენეტიკურ


მომწიფების პროცესებს:

 გარემოს გავლენა დაბადებამდე- დედის ცხოვრების წესმა ან ავადმყოფობამ


შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს ემბრიონალურ განვითარებაში ;
 გარემოს გავლენა მოტორულ განვითარებაზე -ვარჯიშებით ფეხის ადგმა და ა.შ;
 გარემოს გავლენა მეტყველების განვითარებაზე - იქ სადაც ჩვილს სულ
ელაპარაკებიან, ბავშვები უფრო ადრე იწყებენ მეტყველებას.

თითქმის ყველა დინამიკური პროცესი ფსიქიკაში, ყოველი ფსიქოფიზიოლოგიური ,


კოგნიტური, პიროვნული თუ ქცევითი ხასიათის ცვლილება ონტოგენეზში ორმხრივი
ზემოქმედების შედეგია - გენეტიკური და გარემოსეული, ანუ თანდაყოლილი და შეძენილი
ფაქტორების ინტერაქცია.

ონტოგენეტური განვითარების პერიოდები


მკვლევრები ადამიანის განვითარებას პერიოდებად ყოფენ:

 მუცლადყოფნა - ჩასახვიდან დაბადებემდე;


 ჩვილობა - დაბადებიდან 2 წლამდე;
 ადრეული ბავშვობა - 2-დან 6 წლამდე;
 შუა ბავშვობა - 6-დან 11 წლამდე;
 მოზარდობა - 11 წლიდან 20 წლამდე;
 ადრეული მოზრდილობა - 20 წლიდან 40 წლამდე;
 შუა ხანი - 40 წლიდან 60-65 წლამდე;
 გვიანი მოზრდილობა - 60-65 წლიდან და ზემოთ.

ასაკობრივი პერიოდებთან დაკავშირებულია ადამიანის განვითარების კრიტიკული


პერიოდების არსებობის იდეა - გარდატეხის პერიოდები, როცა ხდება ცვლილებები
განვითარების ნორმალურად გასაგრძელებლად.

ოპტიმალური პირობები - წარმოიქმნება, როცა პირი მგრძნობიარე ხდება ზოგი


ზემოქმედების მიმართ. ეს ხდება ამა თუ იმ ფსიქოფიზიკური თუ ფსიქიკური ფუნქციის
განვითარებისთვის.
სენზიტური პერიოდები - როცა აღნიშნული „მგრძნობიარობის“ დროს ფსიქიკური
მოქმედების რომელიმე ასპექტი არასაკმარისად ჩამოყალიბდა და ვეღარ ვითარდება .
მაგალითად:

 ადრეული ბავშვობა- ენის ათვისების სენზიტური პერიოდია. ბავშვები, რომლებიც 6


წლამდე საკმარისად ვერ ისწავლესენა, შემდეგ შეიძლება კარგად ვერ
ამეტყველდნენ.

სენზიტური პერიოდების არსებობა-არარსებობა, ინტენსივობა და ხანიერება დიდწილად


განსაზღვრავს იმას, თუ რა, როდის და როგორ ვასწავლოთ ბავშვს.

ონტოგენეტური განვითარების თეორიების 3 ძირითადი შეკითხვა


ფსიქოლოგიური თეორია - მტკიცებულებათა მოწესრიგებული ნაკრები, რომელიც
აღწერს, ხსნის და პროგნოზირებს ქცევას.

22
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

განვითარების შესახებ უამრავი თეორია არსებობს, რომლებიც ცდილობენ 3 კითხვას


უპასუხონ:

განვითარების პროცესი წყვეტილია, თუ უწყვეტი?:

 განვითარებაუწყვეტია - ბავშვები და ზრდასრულები ერთნაირად რეაგირებენ გარე


სამყაროზე. მათ განასხვავებთ ქცევის რაოდენობა და სირთულე.
ბავშვის აზროვნება შეიძლება ისეთი ლოგიკური იყოს, როგორც მოზრდილი
ადამიანის, მაგრამ ვერ იყენებდეს უნარ-ჩვევას ინფორმაციის იმ რაოდენობაზე და
იმავე სიზუსტით, როგორც ამას აკეთებს მოზრდილი ადამიანი. მაგალითად:
o ბაღის ბავშვი საგნებს მარტივ კატეგორიებად ახარისხებს, სკოლის ბავშვს კი
შეუძლია საგნების უფრო მეტ და რთულ კატეგორიებად დახარისხება .
 განვითარება წყვეტილია - სამყაროს გააზრებისა და მასზე რეაგირების ახალი
გზები დროის განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება. განვითარება სტადიებად უნდა
განვიხილოთ.ეს კიბეზე ასვლას გავს, რომლის თითოეული საფეხური
ფუნქციონირების უფრო სრულყოფილ, მოწიფულ საშუალებას წარმოადგენს.
განვითარება უფრო ნახტომისებურია, ვიდრე თანდათანობითი და უწყვეტი .

განვითარების ერთი თუ მრავალი ხაზი არსებობს?

 განვითარებას ერთი ხაზი აქვს - ვარაუდობენ „წყვეტილობის“მომხრეები.


მაგალითად:
o კოგნიტურ განვითარებაში გამოყოფენ მხოლოდ ბიოლოგიურ და გარემოს
ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს კოგნიტური განვითარების
სტადიებს.
 განვითარება მრავალმხრივია - განსხვავებული გარემოებები გვაძლევს
განსხვავებულ შემეცნებით შესაძლებლობებს, სოციალურ უნარ -ჩვევბს, სხვანაირ
აღქმას და ა.შ.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია: გენეტიკა თუ გარემო?

 გენეტიკა- ხაზს უსვამენ სტაბილურობას. ადამიანები სხვადასხვა ასაკში


ინარჩუნებენ მახასიათებლებს (ინტელექტი, ვერბალური შესაძლებლობები ,
კომუნიკაბელობა, ა.შ.). ასეთ დროს არაფასეულად მიაჩნიათ ცლილებების
ხელშეწყობა განვითარებისთვის;
 გარემო- ამბობენ, რომ ადრეულ გამოცდილება მოქმედებს მთლიან
ჩამოყალიბებაზე:
o ბოულბი და ჯონსონის აზრი - პირველი წლების ძლიერი უარყოფითი
გავლენა, მოგვიანებით დადებითი მოვლენებით სრულად ვერ დაიძლევა ;
o ნელსონის და რიდის აზრი - ცვლილება შეიძლება, თუ ის ახალი
გამოცდილებით იქნება გამყარებული.
ასეთ დროს სტიმულირებით ერევიან განვითარებაში, რომ უკეთ წარიმართოს
პროცესი.

გაწონასწორებული შეხედულება

თანამედროვე თეორეტიკოსები აღიარებენ ორივე შეხედულების დადებით მხარეებს :

23
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ზოგი თვლის, რომ - ხდება როგორც წყვეტილი, ასევე უწყვეტი ცვლილებები;


 ზოგი თვლის, რომ- განვითარებას შეიძლება იყოს როგორც უნივერსალური, ასევე
ინდივიდუალური;
 უმრავლესობა განიხილავს- მემკვიდრეობისა და გარემოს მჭირდო კავშირს, სადაც
თითოეული მეორის პოტენციალზე მოქმედებს და ცვლის ადამიანის
შესაძლებლობებს.

კოგნიტური განვითარება
კოგნიტური განვითარების შესწავლისთვის აკვირდებიან:

 ადამიანის ასაკობრივ ზრდას;  აზროვნების სტრუქტურია

 აზროვნების ფორმების ცვალებადობას;

კოგნიტური განვითარების მკვლევრებს აინტერესებთ - როგორ აღიქვამს, აზროვნებს და


იგებს ადამიანი მის ირგვლივ არსებულ სამყაროს, გენებისა და დასწავლის
ურთერთქმედებით. მაგ:

 აინტერესებთ - როდის წვდება ბავშვი მოვლენებს შორის არსებულ მიმართებებს;


 აინტერესებთ - როგორ ლოგიკას იყენებენ ბავშვები პრობლემის გადაჭრისას და
სხვ.

კოგნიტური განვითარების კვლევების უმეტესობა ადრეულ განვითარებაზე


ფოკუსირდებოდა. (დაბადებიდან ადრეულ მოზრდილობამდე). ასეე აკვირდებიან
კოგნიტურ ფუნქციონირებას მოზრდილობაშცი და ცვლილებებს ხანში შესულობის
პერიოდში.

ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია


ჟ.პიაჟემ განიხილა ბავშვის ინტელექტუალური განვითარება. განვითარების ძირითად
ნიშნად თვლის სტადიების მონაცვლეობას, გადასვლას ერთი შემეცნებითი
სტრუქტურიდან მეორეზე. სტრუქტურის სტადია მიიღება წინა სტადიის დიფერენციაციისა
და კოორდინაციის შედეგად.

ჟ. პიაჟეს მიხედვით, ადამიანი არის - აქტიური, დინამიური, შემოქმედებითი არსება. ის


მენტალური სტრუქტურებით გადაამუშავებს გარემოს ინფორმაციას.

კოგნიტური სქემა - ე.წ. „კატალოგის ბარათი”. ინახება ადამიანის ტვინში


თანმიმდევრობით. ისინი კარნახობს პატრონს როგორ განსაზღვროს გარემოს
ინფორმაცია და როგორ მოიქცეს:

 ჩვილს - აქვს მცირე რაოდენობის „კატალოგის ბარათები”. მაგალითად:


o ტაცების ან წოვის რეფლექსური სქემა.
 მოზრდილს - აქვს ბევრი და დიდი მოცულობის „კატალოგის
ბარათები”.მაგალითად:
o მოთავსებული ცხოვრებისეული გამოცდილება.

სქემით ადამიანი მოვლენას ანაწილებს გარკვეულ კატეგორიად, რათა გადაწვიტოს,


როგორი რეაგირება მოახდინოს მოვლენაზე.

24
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად სქემები გარდაიქმნება მარტივიდან , რთულ კოგნიტურ


სტრუქტურებად, რომელიც საფუძვლად უდევს ადაპტაციის (გარემოსთან შეგუების )
პროცესს.გარემოსთან ადაპტაციას განაპირობებს ორი მექანიზმი (ისინი გვეხმარება
ადაპტაციაში):

 ასიმილაცია - ახალი ინფო თავსდება არსებულ სქემაში და მას იყენბს ახლის


გასაგებად. საშუალებაა, რომ უკეთ გამოიყენონ უკვე არსებული სქემები .
მაგალითად:
o ჩვილი იყენებს წოვის რეფლექსს (ლოკავს საგნებს), რომ აღქვას, რა არის
ის.
 აკომოდაცია(„ახალი კატალოგის ბარათი) - ახალი სქემის შექმნა, რადგან ძველი
სქემებით ვერ ხერხდება ახალთან ადაპტაცია (სწავლის პროცესივით არის ).
საშუალებაა, რომ შეცვალონ არსებული სქემები, რათა ახალ სიტუაციას
მოარგონ.მაგალითად:
o როცა ჩვილს უნდა გაარკვიოს რა არის გასაღები, წოვას ვეღარ იყენებს და
ცდლობს მეთოდები შეცვალოს საგანზე დასაკვირვებლად.

ინტელექტიჟ. პიაჟესთვის:

 ადამიანის განკარგულებაში მქონე ყველა სქემის ერთიანობა;


 გარემოსადმი ადაპტაციის მექანიზმი (ასიმილაციისა და აკომოდაციის შედეგი);
 არააცოდნის შინაარსი ან მოცულობა. ესაა სტრუქტურა, თუ როგორაა ცოდნა
ორგანიზებული, რომ შეძლებოდეს მისი გამოყენება:
o ინტელექტის სტრუქტურები - ასიმილაცია-აკომოდაციის წარმოქმნილი სქემები .
 განაპირობებს ადაპტაციას მუდმივად ცვლადი გარემოს მიმართ ;
 ესაა პროცედურული ცოდნათუ რა უნდა გაკეთდეს და არა უბრალოდ ფაქტების
ცოდნა;
 ესაა როგორც შედეგი, ასევე საფუძველი ასიმილაციისა და აკომოდაციის;
 ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, გამოცდილების მატებასთან ერთად ბავშვი
იძენს ახალ სქემებს, რომლებიც ეხმარება მას ადაპტაცია ში.

რა არის ინტელექტის განვითარების პროდუქტი?

ინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმი პიაჟესთვის - ოპერაციის წარმოშობა:

ოპერაცია- განსაკუთრებული სახის მოქმედება, რომელიც განსხვავდება უბრალო


მოქმედებისაგან ანდა მიზანდასახული ქცევისაგან ორი ნიშნით, ესენია:

 ინტერიორიზებული- ბავშვი ამოცანას წყვეტს არა გარეგანი მოქმედების გზით,


არამედ შინაგან პლანში, აზროვნების პროცესების სახით.
 შექცევადი - სრული კომპენსაცია. ოპერაციის ქმედება შეიძლება გაუქმდეს
საწინააღმდეგო ოპერაციით (გონებაში დავუბრუნდეთ პირველად კონდიციას).

ოპერაცია- კოორდინირებული მოქმედებების სისტემა. (თუნდაც მათემატიკური


მოქმედებები). ასაკის მატებასთან ერთად, აზროვნება უფრო ორგანიზდება, ვითარდება
რთული ოპერაციები.

25
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ოპერაცია ქმნის ცვალებად, მთლიან სტრუქტურას. ჟ. პიაჟე გამოყოფს 4 ძირითად ს


(დეტალურად განხილულია ქვემოთ ფერად ჩარჩოებში):

 სენსომოტორული - 0-2. წელი;  ოპერაციამდელი - 2-7 წელი;

 კონკრეტული ოპერაციები - 7-11  ფორმალური ოპერაციები- 11-15+წ.


წელი;

ანუ, ამსხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელია გარკვეული ოპერაცია. მაგალითად:

 „შენახვის” ოპერაცია- თუ ორ სხვადახვა ჭიქაში ჩავასხავთ ერთი რაოდენობის


წყალს, ბავშვი მიხვდება, რომ ნივთიერების რაოდენობა იგივე დარჩა .

რა ფაქტორები განსაზღვრავს ინტელექტუალურგანვითარებას?

 მემკვიდრეობა - გავლენას ახდენს მომწიფების ტემპზე:


o მომწიფება - განსაზღვრავს პირის მემკვიდრეობით მიღებულ
თავისებურებებს. ეს არაა ინტელექტუალური სტრუქტურების განვითარება.
ის ქმნის გარკვეული სტრუქტურის წარმოქმნის შესაძლებლობას, მაგრამ
მისი აღმოცენება დამოკიდებულია დანარჩენ ფაქტორებზე 
 აქტივობა - შეიძლება იყოს ფიზიკური ან აზრობრივი, ასევე ადამანებთან ან
საგნებთან კავშირში.მაღალი აქტივობის ბავშვებსუვითარდებათ ის კოგნიტური
სტრუქტურები, რომლებიც დამახასიათებელია ინტელექტის განვითარების ოთხივე
სტადიისთვის;
 გამოცდილება - სოციალური ინტერაქცია. ინტელექტის განვითარების სტადიათა
საშუალოასაკს იღებენსოც.გარემოს, კულტურისა და განათლების დონის
მიხედვით;
 წონასწორობა - თვითრეგულაციის საშუალება.ამუშავებს ახალ ინფოს
ასიმილაციითა და აკომოდაციით. ადაპტაციისთვის საჭიროა წონასწორობა
გარემოს-ადამიანს შორის.

ჟ. პიაჟე ინტელექტის განვითარების სტადიურ თეორიას ავითარებს და გამოყოფს


აზროვნების განვითარებაში 4 სტადიას (ოთხვეს გამოვყოფ სხვადასხვა ფერით). ესენი
არაა აბსოლუტური. მიუთითებენ მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალური განვითარების
ტენდენციას:

1. სენსომოტორული- 0-2 წელი (დამახასიათებელია გარემოს მოტორული აღქმა,


რომლებსაც არ სჭირდება აზროვნება).ბავშვი გარე გამღიზიანებლებს მოტორული
რეაქციებით პასუხობს. ისუკვე ფლობს რამდენიმე რეფლექსურ რეაქციას (მაგ:წოვა),
თანდათან კი ეუფლება სხვადასხვა ქმედებას, რომლებიც ემსახურება საგნებთან შეგუებას.
ბავშვი სიახლის ჩართვას ცდილობს რაც შეიძლება მეტ სქემაში (სვამს კითხვებს -
შემიძლია ავლოკო? შემიძლია ხელი ვტაცო? შემიძლია შევანჯღრიო?..).
თანდათან ბავშვს უვითარდება წარმოდგენა გარემოს ნივთებზე. სენსომოტორული
ინტელექტი არაა ოპერაციული (ბავშვის ქმედებები არ ეფუძნება აზრს, წარმოსახვას ).

ბავშვის აზროვნების გასაგებად პიაჟე იყენებს ამოცანებს:

26
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ინსტრუმენტულ-მიზნობრივი ამოცანები - ასრულებენ იმისთვის, რომ მერე


შეასრულონ მეორე მოქმედება (მეორე ქმედება არის ერთგვარი მიზანი)
მაგალითად:
o ბოთლს თავს ვხსნით იმისთვის, რომ მერე წყალი დავლიოთ.
პირველად როდის ჩნდება ასეთი რამ? - პიაჟეს დაკვირვება:
o 12 თვის ჟაკლინს სასურველი სათამაშოები დაუდო პლედზე, ისე რომ ხელით
ვერ წვდებოდა, მაგრამ შეეძლო პლედს მიწვდომოდა. ბავშვი მალე მიხვდა,
რომ პლედი მოექაჩა (ინსტრუმენტულ-მიზნობრივი ქცევა).
 ობიექტის მუდმივობის გაგება - მიმართულია იმაზე, თუ რამდენად აცნობიერებს
ჩვილი ობიექტის არსებობას მაშინაც, როდესაც მას არ უყურებს. მაგალითად :
o თუ 6 თვის ბავშვს სათამაშოს დავუმალავთ, ის მის ძებნას არ დაიწყებს, 1
წლიდან კი უკვე ფქრობენ იმ ნივთზე, რომელსაც ვეღარ ხედავენ. ამის
გასაგებად ნივთებს ადებდნენ ნაჭერს და აკვირდებოდნენ ჩვილს.
როცა ბავშვს ესმის საგანთა მუდმივობა, ის იწყებსსიმბოლურ აზროვნებას:
o სიმბოლური აზროვნება- ბავშვის უნარი, გონებაშიწარმოსახოსსაგნები;
o საბაზისო მენტალური სტრუქტურები - პიეჟეს აზრით, ჩვილებს უნდა
გააჩნდეთ, ეს სქემები, რათა შეინახონ გარემოდან შემოსული ინფორმაცა.
მათთვის ამ სქემების ფუნქციას თავიდან ასრულებს რეფლექსები (ე.წ.
უნებლიე ქმედებები) და იყენებს ასიმილაციას, მოგვიანებით კი ეუფლება
აკომოდაციასაც (ე.ი. ადაპტაციისთვისჩვილს სჭირდება ასიმილაცია-
აკომოდაციის პროცესები).

2. ოპერაციამდელი ინტელექტის სტადია - 2-7 წელი. ამ პერიოდისთვის


დამახასიათებელია:
 სიმბოლური ფუნქციის განვითარება- 2 წლამდე ბავშებში არ გვხვდება(მაგ: ჯოხის
გამოყენება, როგორ ცხენი). ესაა რაღაც შინაგანი მიბაძვა, რომელიც არის
ხატოვანი აზოროვნების განვითარების საფუძველი;
 ფართოვდება ინტელექტის ფუნქციონირება;
 აწმყოს ემატება წარსულისა და მომავლის ქმედებების გაცნობიერება .

სენსომოტორული ინტელექტი აღარაა საკმარისი, საჭიროა ახალიფსიქო.ოპერაციები,


თუმცა ამისთვის საჭიროა წლები. გაცილებითძნელია მოქმედების აზრის ფორმით მოცემა ,
ვიდრე მისი პრაქტიკული განხორციელება. მაგალითად:

 2 წლის ბავშვს შეუძლია თავისი მოძრაობების კოორდინაცია (მაგ: ოთახში


სიარულსას), მაგრამ სანამ ამას სრულებით გაიაზრებს, დიდი დრო გადის.

2-7 წლამდე ბავშვს არ გააჩნა:

 ინვარიანტული წარმოდგენები - ანუ, იგი მიბმულია საგანთა და მოვლენათა


სიტუაციურ მახასიათებლებზე და მყარი, მუდმივი, უცვლელი წარმოდგენები არ
აქვს;
 შექცევითობის ოპერაციები და შენახვის (კონსერვაციის ) ცნება - ესაა ერთგვარი
„თვალისა და აზრის ბრძლა“.ვერ აღიქვამს, რომ თუ ნივთი გარეგნულად შეიცვალა,
ის ისევ ის ნივთია. მაგალითად:

27
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o თუ 5-6 წლის ბავშვს დავუწყობთ მონეტების რიგს და ვთხოვთ იმდენივე


მონეტა დადოს, სწორად შეასრულებს. ის ზუსტად მონეტების ქვემოთ
დადებს ახლებს, მაგრამ წყობას თუ ავურევთ იტყვის, რომ სხვადასხვა
რაოდენობაა და ა.შ;
o თუ ჩვენ მანქანა დაგვიზიანდა მაინც ვიცით, რომ ის ისევ ჩვენი მანქანაა,
მაგრამ ბავშვი ვერ აღიდგენს ძველ აზრებს და ახალი მანქანა გონია
დაზიანების გამო.

ცნებამდელი პერიოდის ბავშვს უჭირს ერთმანეთისგან ფიზიკური , გონებრივი და


სოციალური რეალობის გარჩევა. ამ პერიოდში ბავშვების აზროვნებას ახასიათებს:

 ანიმიზმი - მისთვის მოძრავი ობიექტები ცოცხლები არიან (მზე, მთვარე, მანქანა…);


 არტიფიკალიზმი - გარემოში ყველაფერი ადამიანმა შექმნა (მზე განათებისთოს და
ა . შ)

ოპერაციამდელ სტადიას გარკვეული ზოგადი თავისებურებები ახასიათებს . ესენია :

 თვალსაჩინოება - როდესაც დანახვის გარეშე უჭირთ რამის წარმოდგენა გონებაში.


მაგ:
o თუ ბავშვი ხედავს ვაშლს და მსხალს და მათ შორის სხვაობას ვკითხულობთ,
მარტივად ასახელებს, მაგრამ თუ ვერ ხედავს, უჭირს;
 კონკრეტულობა -აზროვნებისას ეყრდნობა თავის გამოცდილებას. მაგალითად:
o „ცივი წყლის დალევა არ შეიძლება, რადგან 1-მა ბავშვმა დალია და ავად
გახდა“.
 შეუქცევადობა -ვერ წარმოიდგენენ, რომ ობიექტი შეიძლება პირვანდელ
კონდიციას დაუბრუნდეს, ან რომ მათ შორის არსებობს ორმხრივი კავშირი.
მაგალითად:
o ბავშვს ეკითხებიან: - “გყავს და?” ის პასუხობს: - “დიახ, ნინო”. “ნინოს ყავს
და?” - “არა”. - ბავშვმა იცის, რომ ყავს და, მაგრამ არ ესმის რომ თვითონაც
მისი დაა.
 ეგოცენტრიზმი - ბავშვს არ შეუძლია „დადგეს სხვის პოზიციაზე“. მისთვის არსებობს
მხოლოდ საკუთარი სინამდვილე. ეს მოქმედებს მეტყველებაზეც, მაგალითად:
o ხშირად ბავშვი როცა მარტოა თამაშისდროს ხმამაღლა ლაპარაკობს.
 ცენტრირება საგნის ერთ ნიშანზე - ვერ ითვალისწინებს საგნის რამდენიმე ნიშანს.
მაგ:
o როცა ბავშვს აჩვენებენ სხვადასხვა ფერის-მატერიის ბურთებს და
ეკითხებიან - „რომელია მეტი, ლურჯი თუ ხის?“ - ის იბნევა, რადგან ორივეს
ვერ აღიქვამს.
 ტრანსფორმაციული აზროვნების ნაკლებობა - ბავშვი არ კონცენტრირდება იმაზე
თუ როგორ იცვლება საგანი. ის აკვირდება პროცესისს დასაწყისს და დასასრულს.
მაგ:
o თუ ერთი რაოდენობის წყალს ჩავასხავთ მაღალ და დაბალ ჭურჭელში,
ბავშვი იტყვის, რომ მაღალში უფრო მეტი წყალია, რადგან ფომა შეიცვალა.

28
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

3.კონკრეტული ოპერაციების სტადია- 7 -11 წლამდე – ამ სტადიაზე აზროვნება


ოპერაციონალური ბუნების ხდება.

ამ სტადიისთვის დამახასიათებელია:

 კონკრეტულ-ოპერაციული აზროვნება - აზროვნება აღქმიდან იხრება ლოგიკისკენ,


რითიც უკვე გონებაში ჭრის პრობლემებს.(კონკრეტულობა ამ სტადიის შეზღუდვაა
)
o ,,კონკრეტულობა” - აზროვნებენ ლოგიკურად, თუმცა კონკრეტულ
სიტუაციებში. უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, განზოგადება
გამოცდილებების გარეშე.
o კონკრეტული ოპერაცია - გონებრივი ოპერაცია. დაკავშირებულია
კონკრეტულ ობიექტებსა და სიტუაციებთან. ხასიატდება შექცევადობით .
 ბავშვი ხდება ნაკლებად ეგოცენტრული და ცენტრირებული, ასევე ხდება
ტრანსფორმაციული და შექცევადი (აღარ აქვს „შენახვის“ პრობლემა):
o შექცევადობა - „ნებისმიერი ოპერაციისთვის არსებობს საპირისპირო
ოპერაცია“ (ზემოთ დების მაგალითი). ბავშვი უკვე აკეთებს ასეთ შეკრებებს:
6-4=2; 2+4=6.
 სერეაცია - ობიექტთა თანმიმდევრული დალაგება ერთი ნიშნით (მაგ: ზომით,
წონით..);
 შენახვის (კონსერვაციის) პრინციპი - აცნობიერებს, რომ რაოდენობა, წონა და
მოცულობა, არ იცვლება იქამდე, სანამ მას არ დაემატება ან არ მოაკლდება რამე.
ასეთი ლოგიკური ოპერაციების სრულდება მხოლოდ რეალურ საგნებზე. ამიტომ,
ხშირად სწორად ხსნიან ამოცანებს რეალურ საგნებზე, მაგრამ ვერ წყვეტენ მათ
ფორმალური ოპერაციების დონეზე - გონებაში.
4. ფორმალური ოპერაციების სტადია- 11-15 წლამდე და ზევით. ამ დროს მოზარდი
ოპერირებს ცნებებით, აბსტრაქტიზმით, აქვს ზრდასრულის კოგნიტური
შესაძლებლობები.

ამ ასაკის მოზარდებში დამახასიათებელია:

 აბსტრაქტული აზროვნება - ესმით ისეთი ცნებები: დაჯგუფება, დაწყვილება,


განცალკევება, ჩანაცვლება, უარყოფა, ტოლობა, ურთიერთდამოკიდებულება .
ასევე იყენებენ მათ პრობლემების გადაჭრის დროს;
 ჰიპოთეზების ფორმულირება, გადამოწმება, შეფასება - ისინი ეყრდნობიან
როგორც მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებს, ასევე განყენებული იდეებითაც
მანიპულირებენ;
 ინდუქციური მსჯელობით აზრების სისტემაში მოყვანა, კრიტიკულად გაანალიზება;
 დედუქციური მსჯელობით(თუ ეს მართალია, მაშ ასე მოხდება) თეორიების
გადამოწმება ლოგიკური და მეცნიერული მეთოდებით, ასევე კვლევისას
სხვადასხვა ცვლადების გათვალისწინება. ექსპერიმენტი:
o მოზარდებს უნდა გაერკვიათ, თუ რა ახდენდა გავლენას ძაფის მოძრაობის
სიჩქარეზე. შესამოწმებლად პიაჟე 4 ფაქტორს სთავაზობდა:
 ძაფის სიგრძის შეცვლას;
 მასზე დაკიდებული საგნის სიმძიმის შეცვლას;
 ვარდნის სიმაღლის ცვლილებას;

29
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 მოძრაობის სიმძლვარის ცლილებას.


მოზარდებმა თავდაპირველად შეადგინეს კვლევის სისტემური გეგმა და
შემდეგ ყველაფერი შეამოწმეს. მიხვდნენ, რომ სიჩქარეზე ძაფის სიგრძე
მოქმედებს.
ანუ, მათშეუძლიათ:
o ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირების გამოვლენა;
o ერთი ცვლადის გავლენის დაფიქსირება მეორე ცვლადზე;
o ცვლადების დაკავშირება ან გამიჯვნა დედუქციურ დასკვნაზე დაყრდნობით
o აზროვნებისას გაითვალისწინონ რეალობა და შესაძლებლობები.
 ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება :
o შეისწავლიან - მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებება ;
o ინტერესდებიან - ფანტასტიკით, ფილოსოფიური საკითხებით.

ფორმალური ოპერაციების სტადია ჟ. პიაჟეს მიხედვით ინტელექტუალური განვითარების


ბოლო სტადიაა. თითოეული სტადიისთვის განკუთვნილი ასაკი მხოლოდ მიახლოები თია.

ჟ. პიაჟეს თეორიის ძირითადი იდეები (შეჯამება)


 ბავშვი არის - აქტიური, დინამიური, შემოქმედებითი. ის მენტალური
სტრუქტურებით(სქემებით) საშუალებით გადაამუშავებს გარემოს ინფორმაციას.
ასაკის მატებასთან სქემები რთულდება, რომელიც საფუძვლად უდევს ადაპტაციას;
 გარემოსთან ადაპტაციას განაპირობებს ორი მექანიზმი : ასიმილაცია და
აკომოდაცია;
 ბავშვის ინტელექტუალური განვითარების საფუძველს წარმოადგენს
წონასწორობის პროცესი. წონასწორობა ეს არის ბალანსი ასიმილაციასა და
აკომოდაციას შორის;
 ინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმად მიიჩნევსოპერაციის წარმოშობას;
 გამოყოფს 4 ძირითად სტრუქტურას(შეესაბამება განვითარების 4 ასაკობრივ
სტადია):
o სენსომოტორული ინტელექტის სტადია- 0-2 წელი;
o ოპერაციამდელი სტადია- 2-7 წელი;
o კონკრეტული ოპერაციების სტადია- 7-11 წელი;
o ფორმალური ოპერაციების სტადია- 11-15 წელი;
o ინტელექტუალურ განვითარებას განაპირობებს: მემკვიდრეობა, აქტივობა,
სოციალური ინტერაქცია და წონასწორობა.

ლექცია III - მორალური ქცევის ევოლუცია


ალტრუიზმი
სოციალურობა - დამახასიათებელა ჩვენი ქცევისთვის (მაგ: მეტყველება უაზროა ერთ
პირში). ბავშვის განვითარებაც ამას უკავშირდება. სოციალური ქცევები ორნაირად იყოფა :

 პრო-სოც.ქცევები - სხვისი დახმარება (ალტრუიზმი). ამით ადამიანი


უნივერსალურად ხასიათდება. ბევრი ასეთი ქცევა შეიძლება ინკლუზიური შეგუების
მაგალითი იყოს.
 ანტი- სოც.ქცევები - ესეც უნივერსალურად დამახასიათებელია.

30
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ნათესაობრივი ალტრუიზმი
ალტრუიზმი - საკუთარი ინტერესითსხვისი დახმარება.სოც.ცხოველებში ეს სულ
ნათესავებში ხდება, რომლებთანაც ინდივიდები მსგავს გენებს ინაწილებენ:

 ჰამილტონის კანონი - „მოქმედი“თავს წირავს „მიმღებისთვის“, როცა ამ მიმღების


სარგებელი მოქმედის ხარჯებს აღემატება. მისი ფორმულაა: c < rb:

o B - მიმღების სარგებელი. o C - მოქმედის ხარჯი

o R - მოქმედსა და მიმღებს შორის გენეტიკური კავშირის კოეფიციენტი ;


ეს სარგებელი და დანახარჯი ინკლუზიურ შეგუებაში განისაზღვრება. არის ორი:
o პირდაპირი შეგუება-როცა გენები მშობლიდან მომავალ თაობას გადაეცემა;
o არაპირდაპირი შეგუება - გენების გავრცელება ნათესავის დახმარებით:
 ნათესაობრივი გადარჩევა - ინდივიდში ნათესავებისადმი გაწეული
დახმარების გადარჩევა.

შეგვიძლია ნათესაობრივი გადარჩევით ავხსნათ ადამიანების ალტრუისტული


ქცევა?

კვლევა - ომში ადამიანები დაბომბვისგან დასაცავად ნათესავებთან ერთად აფარებდნენ


თავს დაშემდეგ მათვე ურეკავდნენ დახმარება თუ სჭირდებოდათ . ამის საპირისპიროდ ,
მაგალითად, დაბომბვაზე ინსტრუქციებში უფრო მეტად მეგობრებს ეხმარებოდნენ .

 “the Use and Abuse of Biology” - მ.სალინსის წიგნი. ნათეს.ალტრუიზმი გააკრიტიკა.


 ჯ.სილქის კვლევა - ოკეანიის კუნძულების 11 კულტურაში ნაშვილებ ბავშვებს,
ძირითადად ისევ ნათესავები მზრუნველობდნენ;
 ალოკოკის/სილქის ვარაუდი - ბავშვებზე მზრუნველობა შესაძლოა ინკლუზიური
შეგუებიდან გამომდინარეობდეს.

ფსიქოლოგიური მექანიზმი დღეს - განაპირობებს არამონათესავე ბავშვებისადმი ზრუნვას.


(დასავლეთის ქვეყნებში ხშირია). ამისთვის უნდა განირჩეოდეს ნათესავი და
არანათესავი:

 კონტექსტზე დაფუძნებული გარჩევა- ცხოველები ნათესავებს ლოკაციით აგნებენ.


მაგ:
o კონკრეტულ ბუდეში ან სოროში იციან თუ ვინ იქნება.
 ნაცნობობაზე დაფუძნებული გარჩევა - ნათესავად “აღიქვამს” იმას, ვისთანაც დიდი
დრო გაატარა განვითარების პერიოდში.
 ფენოტიპური შეთავსება - ნათესავების ფენოტიპური თვისებებით საზღვრავს. მაგ:
o თაგვები კარგად განარჩევენ უცხო ნათესავებსა და უცხო არანათესავებს.

რეციპროკული ალტრუიზმი
რ.ალექსანდერის მიხედვით - “კომპლექსური სოციალურობა მაშინ შეიქმნება, თუკი
საერთო ინტერესები უფრო მეტ სარგებელს იძლევა“. ცხოველების სოც .ქცევა
კოოპერაციულ თავდაცვასა და ნაყოფის მოვლას უნდა უკავშირდებოდეს.

შემთხვევები, როდესაც ერთ ორგანიზმი,მეორე არამონათესავე ორგანიზმს ეხმარება :

31
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ღამურები პირიდან უკან იღებენ სისხლს რათა სხვა დამშეულ ღამურას


დაალევინონ.
 მაიმუნებისაფრთხის მანიშნებელი სიგნალით ეხმარებიან სხვა არამონათესავეებს
(აიხსნება „რეცეპროკული ალტრუიზმით  „სიკეთის სიკეთით დაბრუნება“).

რეციპროკული ალტრუიზმი- რ.ტრივერსის ტერმინი. როცა სასიკეთო აქტი უკან ბრუნდება.


მისი ჩამოყალიბების 3 პირობა (აკმაყოფილებენ დელფინები, პრიმატები , ღამურები ,
ჩიტები):

 მიმღებისთვის ნაკლები დანახარჯი უნდა იყოს ვიდრე მოქმედისთვის - სარგებელი ;


 ცხოველებმა უნდა ამოიცნონ ერთმანეთის მატყუარების/არარეციპროკულების ;
 დიდხანს უნდა იცხოვრონ რომ ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს.

რეციპროკულ ალტრუიზმს დიდი როლი უნდა შეესრულებინა ჰომინინების ევოლუციაში :

 ყველა არსებული საზოგადოება აკმაყოფილებს ჩამოთვლილ სამ წინაპირობას;


 მსოფლიოს გარშემო, ადამიანები რეციპროკულობის პრინციპით ეხმარება
მეგობრებს;
 ასეთი ქცევებისთვის ევოლუციურად ჩამოყალიბებული ემოციური სისტემები
გაგვაჩნია.

სოციოკულტურული პერსპექტივა:

ამტკიცებენ, რომ სოც.ფაქტორები, ბიოლოგიურზე მეტად განსაზღვრავს ადამიანის


პროსოც.ქცევებს. დ.კემპბელის მიხედვით, გენეტიკით მომხდარი პროსოციალური ქცევაა
დედის მზრუნველობა შვილზე, მაგრამ ის ვერ ხსნის უცნობების დახმარების შემთხვევებს .

გულუხვობა უცხოების მიმართ. ე.წ. სოციალური ევოლუცია:

 ო.მაკარტნის შემთხვევა - შავკანიანმა გოგომ, სწავლა შეწყვიტა და დაიწყო


მუშაობა. თანხას აგროვებდა და 87 წლის ასაკში 150k $, ხელმოკლე შავკანიანი
სტუდენტების სტიპენდიისთვის, რომ მათაც მისი ბედი არ გაეზიარებინათ . - რადგან
პროსოციალურ ქცევას სარგებელი მოაქვს სოციუმისთვის, ის გახდა სოციალური
ნორმების ნაწილი.

მორალის ევოლუციური ფუნქცია


კვლევა - ევროპაში ჩაატარეს პლასტინაციით შენახული გვამების გამოფენა . ამან
აღაშფოთა ხალხი. ისინი ამბობდნენ, რომ მორალურ წუხილს გრძნობდნენ, თუმცა რატომ
ფიქრობდნენ ასე? გვამები ვერაფერს გრძნობდნენ და სანამ ცოცხლები იყვნენ თვითონ
დათანხმნენ პლასტინაციას. ხალხი ზუსტად ვერ ამბობდა რა იყო ამაში ამორალური .

მორალური აზროვნება ინტუიციურია - ეს აჩვენა ჰაიტმა. ის უნივერსალურია. მისი


ეპატებია:

 თავდან გვაქვს ავტომატური ემოციური რეაქცია რაღაც მოვლენაზე;


 შემდეგ ასევე არაცნობიერად განვსჯით/ვაფასებთ მოვლენას;
 საბოლოოდ, ვეძებთ მიზეზებს, რომლებიც ჩვენს გადაწყვეტილებას გაამართლებს.

32
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ჰაიტმა გამოყო 5 უნივერსალური საფუძველი (თითოეულს ადაპტაციურ მნიშვნელობას


აძლევს), თუმცა მათი ღირებულებითი დატვირთვა კულტურების მიხედვით
განსხვავებულია:

1. ზიანი/მზრუნველობა
ბავშვი ძალიან მოწყვლადია და გადარჩენისთვის დიდი მზრუნველობა სჭირდება .
ბუნებრივი გადარჩევით ქალებს (ცოტა კაცებსაც) ბავშვის ტირილზე, ავტომატური რეაქცია
აქვთ. ასეთი რეაქციის მქონე დედები მეტ შთამომავალს დატოვებდა, ვიდრე ურეაქციო
დედები.

მიჯაჭვულობის თეორია - დედები და ბავშვები ერთმანეთის ემოციებს არეგულირებენ და


რაც ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება. ამას ააქტიურებს ბავშვის ტირილი
ან მისი „საყვარელი გარეგნობა“ (სისაყვარლე მეტი ყურადღებისკენ უბიძგებთ ).

2. სამართლიანობა/მოტყუება
როცა სიკეთეს გვიკეთებენ, ჩვენ დავალებულად ვგრძნობთ თავს.
ევოლუციური თეორიები გენებს ‘ეგოისტად’ განიხილავს, მაგრამ„ეგოისტმა გენებმა
კეთილი ადამიანები“ შექმნეს(მაგ:რეციპროკული ალტრუიზმის თეორია“).

სოციალურ ცხოველებში არაა ისეთი ქცევა, როცა ინდივიდი ყველას უანგაროდ ეხმარება
ან როცა არავის ეხმარება (ასეთ შემთხვევაში, მასთან არავინ ითანამშრომლებდა ).

სამართლიანობის მოდული - ჩვენ მაქსიმალურს ვიღებთ თანამშრომლობით


ურთიერთობიდან.

3. ერთგულება/ღალატი
ერთგულება და ღალატი - ჯგუფთან დაკავშირებული ქმედებები. ერთგულება:

 ბიჭებისთვის - უკავშირდება ჯგუფს;


 გოგოებისთვის - უკავშირდება ორ ადამიანს შორის ურთიერთობას.

ჯგუფები - ომი და ჯგუფური შეჯიბრი ადამიანისთვის ბუნებრივია, ამიტომ, ჩვენი წინაპრები


ადაპტაციისთვის აყალიბებდნენ შეჭიდული ჯგუფებს მტრისგან თავდასაცავად. ჩვენ
ასეთი წარმატებული ტომობრივი აზროვნების შთამომავლები ვართ და არა -
ინდივიდუალისტების.

ერთგულების/ღალატის საწყისი - იქნებოდა ის, რაც ჯგუფის წევრის ერთგულება/ღალატზე


მიანიშნებდა ომის დროს (ჩვენს დროში ასეთია თუნდაც სპორტული შეჯიბრებები ).

მოღალატე - იმსახურებს გარეჯგუფის წარმომადგენელზე მეტ აგრესიასაც კი. მაგალითად :

 ყურანისტვის ებრაელი მტერია, თუმცა მასზე უარესაგანდგომილი მუსლიმი.

4. ავტორიტეტი/სუბვერსია
ავტორიტეტი/სუბვერსია - იერარქიისთვის ქართულში გვაქვს „თქვენობით ფორმა“. მოხუც
ადამიანს „შენობით“ თუ მივმართავთ უხერხულად ვართ და ა.შ. ესაა ავტორტეტის
გავლენა.

ცხოველების ჯგუფებსაც ახასიათებთ იერარქიულობა- ძალაუფლება ხშირად


დაჩაგვრასთან ასოცირდება, მაგრამ სოც.ცხოველებში ლიდერს თავისი ფუნქცია აქვს.

33
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

მორალური წესრიგის გარეშე, ცივილიზაციის განვითარებაც წარმოუდგენელი იქნებოდა .


როცა ამ წესრიგს არღვევენ, ავტომატურად ნეგატიური განვეწყობით იმის მიუხედავად,
რომ ჩვენ პირადად არ შეგვხებიან.
ამ მოდულს ააქტიურებს- მორჩილება ან დომინანტობის გამომხატველი ქცევები.

5. სიწმინდე/დეგრადაცია
ცხოველთა უმეტესობამ იცის რა უნდა ჭამოს (სენსორული სისტემა უბიძგებთ), ადამიანებმა
კი უნდა ისწავლონ რითი იკვებონ, რადგან ჩვენ ვირთხების მსგავსად ომნივორები 6 ვართ:

 ომნივორობის უპირატესობა - შეგიძლია განსხვავებული ტიპის საკვები ვჭამოთ;


 „ომნივორობის დილემა“ (ნაკლი) - ახალი საკვები შესაძლოა მომწამვლელი იყოს.

ზიზღი -„ომნივორის დილემის“ საპასუხოდ ჩამოყალიბდა. ის, ვისაც მეტი ზიზღი ჰქონდა
საკვებისადმი, მეტ შთამომავლობას ტოვებდა, რადგან ნაკლებად იწამლებოდა . ასევე მს
გარეშე არ გაჩნდებოდა სიწმინდისა და სისუფთავის განცდა .

სიწმინდე - ასოცირდება საკვებთა, სისუფთავესთან ასევე წმინდანებთან, პრინციპებთან


და ა.შ.

„ქცევითი იმუნური სისტემა“ (მ.შილერის ტერმინი) - ბიპედალობასთან ერთად, ჯგუფის


წევრები დაავადების გადამტანები გახდნენ. ამის იწვევდა : გვამები, ექსკრემენტები
(განავალი/შარდი), შემგროვებელი ფრინველები(მაგ: სვავი) და ხილვადი ჭრილობების
მქონე ადამიანები.

ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია


სამაგიეროს გადახდის პრინციპი - გვხვდება ბავშვებში („შენ თუ დამარტამ, მეც
დაგარტყამ“) ასაკის მატებასთან ერთად იწყებენ ამის გააზრებას და ითავსებენ მორალს .

მორალი- ადამიანის ქცევის პრინციპები, ღირებულებები და ნორმები . ბევრად მეტია


ვიდრე სოც.წესების მექანიკური დახსომება. ესაა დამოუკიდებელი გადაწყვეტა . აქვს სამი
სახე:

 მორალური მსჯელობა  მორალური გრძნობები;


(მთავარი);

 მორალური ქცევა.

კოლბერგმა იკითხა - რომელი შემეცნებითი სტრუქტურები აღწერს ტყუილს, შიშს,


ქურდობას? ამ კითხვებით მან შექმნა„ბავშვის მორალური განვითარების თეორია“.
ჩაატარა კვლევა:

 10,13,16 წლის ბიჭებს მისცა მორალური დილემები და შეაფასამორლური


განვითარება:
o დილემა-„ქალი კიბოთი კვდებოდა. კაცს ჰქონდა მისი წამალი, მაგრამ 10-
ჯერ ძვირს აფასებდა. ქალის ქმარმა შეაგროვა ნახევარი და სთხოვა, რომ

6
ბალახის და ხორცისმჭამელი.

34
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დანარჩენს მერე მისცემდა, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით, მან წამალი


მოიპარა“.
ბავშვის მორალური მსჯელობა, კოგნიტურის პარალელურად ვითარდება.
დილემის მერე კოლბერგმა დასვა უამრავი შეკითხვა. უნდოდა გაეგო მიზეზი თუ
რატომ თვლიდა ბავშვი ქმარს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ.

კ-მ კვლევა შეისწავლა და გამოყო მორალური განვითარების სამი 2-სტადიანი ძირითადი


დონე:

 პრეკონვენციური;  პოსტკონვენციურ
 კონვენციური; ი.

განვიხილოთ თითოეული დონე და სტადია:

დონე I. პრეკონვენციური მორალი


სტადია 1. მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება.

მორალური აზროვნების I სტადიაზე ბავშვს აღელვებს ის, რისი ნება აქვს და რის გამო
სჯიან. ბავშვი თვლის, რომ ვიღაც "ყოვლისშემძლეები" ადგენენ წესებს, რომლებსაც
ვემორჩილებით:

 ბავშვი ამბობს - ‘წამალი არ მოიპაროთ, თორემ ციხეში ჩაგსვავენ“(უმეტესობის


აზრი), „თუ ცოლს სასიკვდილოდ გაწირავთ, დაგადანაშაულებენ, რომ არ
დაეხმარეთ“.

ზნეობა I სტადიის ბავშვებთან - გარეგანი,მათგან დამოუკიდებელი რაღაც, რასაც მას


უფროსები ავალებენ. ისინი სწორ/არასწორ საქციელს განსაზღვრავენ იმით, თუ რა
შედეგი მოჰყვება.
ის რაც ისჯება - ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი
საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი.

დასჯა მათთვის - უკავშირდება ბოროტებას. ის "ადასტურებს“, რომ ქცევა არასწორი იყო.

სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი (ორიენტაცია საკუთარი


მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე).

ამ სტადიაზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ, სხვადასხვა ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა


შეხედულებები ჰქონდეთ. მათთვის სწორი ხდება ის საქციელი, რომელსაც პირი აირჩევს.
მაგ:

 ბავშვი ამბობს - „ფარმაცევტივსაც და ქმარსაც შეუძლია რაც უნდათ ის ქნან“.

ამ ბავშვების აზრი თითქოს ამორალურია, მაგრამ მათთვის სამართლიანია ორმხრივი


ვალდებულებები, როცა საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც
დაუკმაყოფილდებათ.მაგ:

 ბავშვს მოეწონა მეორეს სათამაშო და უცვლის თავის სათამაშოში.

ბავშვი ვერ აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა


ეგოცენტრულია. ეს დამახასიათებელია „ბაღის ბავშვებსთვის“.

35
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დასჯა მათთვის - საფრთხე, რომელსაც ადამიანის, ბუნებრივია სურს, რომ გაექცეს.

დონე II. კონვენციური მორალი.


სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები.

ამ სტადიაზემოზარდები - მორალს განიხილავენ, როგორც ჩვეულებრივ შეთანხმებაზე


მეტს. თვლიან, რომ ოჯახის, სოციუმის მოლოდინებით უნდა იცხოვრონ და "კარგად"
მოიქცნენ:

 კარგი საქციელი- კარგი მოტივების ქონა(სიყვარული, ემპათია, ნდობა,ზრუნვა).


მაგ:
o ბავშვები ქმარს ამართლებენ- "ცოლის გადარჩენა უნდოდა";
o ბავშვები ქმარს არ ამართთლებენ - ”მოპარვის მერე ცუდი აზრები
შეაწუხებს“.

ამ სტადიის ბავშვს - უნდა, რომ სხვებს მოეწონოთ და ,,იყოს კარგი.” ქცევის ავკარგიანობას
აფასებს სხვისი აზრით. უნდა, რომ დაიმსახუროს შექება. იწყებს “კარგის”, „ცუდის“ შესახებ
საკუთარი წარმოდგენების ფორმირებას. მათთვის მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი.

სტადია 4. სოციალური წესრიგის შენარჩუნება

ამ სტადიის მოზარდი - ემორჩილება კანონებს, რათა შენარჩუნდეს სოციალური წესრიგი.


ისინი მორალურ გადაწყვეტილებებს სოციუმის გადმოსახედიდან იღებენ. მაგალითად:

 ბავშვი ამბობს - „ქმარმა უნდა იქურდოს ცოლის დასაცავად, მაგრამ ქურდობა


ცუდია, ამიტომ მერე ფული უნდა დააბრუნოს და დაისაჯოს. თუ ყველა კანონს
დაარღვევს, ქვეყანაში დანაშაული და ძალადობა გამეფდება“.

დონე III. პოსტკონვენციური მორალი სტადია


სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები.

ამ სტადიის პირები - კარგ სოციუმს წარმოიდგენენ სოც.კონტრაქტის სახით, რომელშიც


პირები ნებით ერთვებიან, საყოველთაო კეთილდღეობისთვის. აცნობიერებენ
სოც.ჯგუფების განსხვავებულ ღირებულებებს, ამიტომ მათთვის საჭიროა, რომ:

 დაცული იყოს ადამიანის ბაზისური უფლებები(სიცოცხლე, თავისუფლება და ა.შ);


 ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს დემოკრატიული პროცესებით.
o ისინი ამბობენ - „არსებობს კანონი ქურდობაზე, მაგრამ ქმარს ეს ეპატიება“.

ამ სტადიის პირებისმთავარი კრიტერიუმი - დემოკრატიული გადაწყვეტილებები და


ადამიანის უფლებათა დაცვა. იქცევიან თავიანთი მორალური პრინციპებს მიხედვით და
ასევე პატივს სცემენ სხვა ადამიანის მორალურ პრინციპებსაც. ისინი აცნობიერებენ ორ
რამეს:

 წესების უმრავლესობა ფარდობითია;


 არსებობს ეჭვშეუვალი წესები - სიცოცხლის დაცვა და თავისუფლების მხარდაჭერა .

სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები.

ამ სტადიის პირისთვის -იქმნება ეთიკური პრინციპები, რომლებიც ვრცელდება


კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა . მათი მთავარი

36
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პრინციპია„თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაზე და ღირსების


პატივისცემა“. მაგალითად:

 პირი მსჯელობს - „თუ ქმარი ყველაფერს იზავს ცოლისთვის, ის სიცოცხლეზე


მაღლა სხვა ფასეულობას დააყენებს. მორალი განისაზღვრება სინდისით“.

ამ სტადიის პირები - არ არიან ეგოცენტრულები. იქცევიან საკაცობრიო ზნეობრივი


პრინციპების შესაბამისად(„ჭეშმარიტებას უნდა მივყვე, თუმცა ამის გამო შეიძლება
დავისაჯო“). ამ სტადიას ცოტა აღწევს და მათ შორის იყვნენ მაჰათმა განდი , მ.ლ.კინგი ,
დედა ტერეზა და ა.შ.

მსჯელობა მორალური მსჯელობის განვითარებაზე (შეჯამება)


ლ. კოლბერგმა მოგვიანებით თქვა, რომ მე-5 და მე-6 სტადიები ერთში უნდა გაერთიანდეს.
მან თქვა, რომ მორალური მსჯელობის განვითარება 2 მიმართულებით ხორციელდება:

 თავიდან ეფუძნება - გარეგან შედეგებს. არის მეტად კონკრეტული;


 მერეეფუძნება- ინტერნალიზებულ მორალურ პრინციპებს. ხდება აბსტრაქტული.

მორალური მსჯელობის განვითარების სტადიები:

განვითარებ რას ნიშნავს რატომ უნდა მოვიქცე მორალური მსჯელობა (ცოლისა და


ის სტადია სწორად მოქცევა სწორად ქმრის მაგალითზე)

0 სტადია: „ვაკეთებ, რასაც - -


0-2 წელი მინდა“

I სტადია: „ვაკეთებ, რასაც „ვაკეთებ, რათა მივიღო „არ უნდა მოეპარა. ამის გამო
2-3 წელი მეტყვიან“ ჯილდო“ დაისჯება“,
„მოიპაროს, თორემ ცოლი მოკვდება“
II სტადია: „მოვექცე ისე, „რათა ხელიდან არ „იქურდოს რომ ბედნიერი იყოს
4-7 წელი როგორც მინდა, გავუშვა სარგებელი“ ცოლთან“, „არ იქურდოს, რადგან არ
რომ მომექცნენ“ უღირს ციხეში ჩაჯდომა“
III სტადია: „გავამართლო „რათა ჩემზე კარგი „იქურდოს, ცოლის გადარჩენა უნდა“,
7-10 წელი მოლოდინი, სხვებს წარმოდგენა ჰქონდეთ“ „არ იქურდოს, რადგან მასზე ცუდს
ვასიამოვნო“ იტყვიან“
IV სტადია: „დავემორჩილო „ვიყო ნამდვილი „იქურდოს, ეს ქმრის ვალია, თუნდაც
10-13 წელი კანონებს, მოქალაქე, ხელი დანაშაულის ფასად“, „არ იქურდოს, ეს
შევასრულო ჩემი შევუწყო სოციუმს“ უკანონობაა, რაც არ უნდა უჭირდეს“
მოვალეობები“
V სტადია: „დავიცვა ჩემი და „საჭიროა „წყვილს ჰქონდა უფლება წამალი
13 წელს სხვისი უფლებები“ დემოკრატიისა და მიეღო და თუ ვერ მიიღებდა
ზემოთ სხვების მორალური სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მათზე“
პრინციპების
პატივისცემა“
VI სტადია: „ვიმოქმედო „ჭეშმარიტება „მიუხედავად იმისა, რომ ქურდობა
18 წელს სინდისის ეთიკური უპირველესია“ დანაშაულია, ადამიანის სიცოცხლე
ზემოთ პრინციპებით“ მეტად ღირებულია“

37
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

რა უდევს საფუძვლად მორალური მსჯელობის განვითარებას?


ლ.კოლბერგი ეთანხმებოდა ჟ.პიაჟეს - მორალურ მსჯელობას ავითარებს არა მხოლოდ
მომწიფება, სოციალიზაცია, ასევე ბავშვის საკუთარი აზრი. ( სხვა პირის როლის
შესრულებაც).

მორალურ განვითარებას ლ. კოლბერგის მიხედვით, საფუძვლად უდევს 3 კრიტერიუმი:

 ორიენტაცია ავტორიტეტზე;  ორიენტაცია ტრადიციაზე, წესებზე;

 ორიენტაცია პრინციპებზე.

წესებისა და ნორმების ინტერიორიზაციის 7 მექანიზმებია:

 იმიტაცია - ბავშვის სურვილი გაიმეოროს ‘ავტორიტეტული’ პირის ქცევა;


 იდენტიფიკაცია - სხვისი ქცევის მოდელის, ღირებულებების, განწყობების მიღება;
 სირცხვილის გრძნობა - გარკვეული ქცევის აკრძალვის მექანიზმი;
 დანაშაულის გრძნობა - განცდა, რომ ‘ეს’ საქციელი, არ შეეფერება მის
ღირებულებებს.

კრიტიკა - ლ. კოლბერგს ბევრი აკრიტიკებდა, იმაზე, რომშეიძლება პირს ჰქონდეს


მაღალი მორალური პრინციპები, მაგრამ ქცევის შესასულებლად არ აღმოჩნდეს
სათანადო დონეზე. მაგ:

 ნ.ეიზენბერგი თვლიდა რომ- კოლბერგის სტადიები მკაცრადაა განსაზღვრული.


„ბავშვების მორალური განვითარების გამოცნობა რთულია და ჩარჩოში ვერ
ჩავსვამთ“.

ბავშვების მორალური აზროვნება ბევრი ფაქტორის ურთიერთქმედებით ყალიბდება.


თუნდც, მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ჩვევები და ტრადიციები ახდენენ
გავლენას.

ბავშვებმა(მოზარდებმაც) შეიძლება გამოავლინონ მორალურობის მაღალი დონე და


მეორე მომენტში - უფრო დაბალი.მაგალითად:

 ტრავმირებულის დახმარებაზე მორალურები არიან, მაგრამ სტუმრის მი ღებაზე,


რომლების არ მოსწონთ, მაგაზე

ლ. კოლბერგმა იცოდა, რომ არაა უნაკლო და აკორექტირებდა ხოლმე. მისი ძირითადი


იდეები:

 მორალური მსჯელობის განვითარება 6 სტადიას გაივლის;


 მორალური მსჯელობის სტადიები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდებიან;
 სტადიებითანმიმდევრობითია (არ გამოიტოვება/დაბრუნედება რომელიმე );
 მორალური მსჯელობის საფუძველია - მომწიფება, სოციალიზაცია და აქტივობა

7
გარეგან ობიექტებზე მანიპულაციით აქტივობის გადაქცევა შინაგან აქტივობად (?).

38
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ლექცია IV-I - ფსიქოსექსუალური განვითარება


დაწყვილების სტრატეგიები
ბუნებრივი გადარჩევა- ევოლუციური მექანიზმი, თუმცა ვერ ხსნის სქეს თაშორის
განსხვავებებს;
სქესობრივი გადარჩევა - ერთი სქესის ქცევის გავლენა მეორე სქესის ქცევაზე.
პარტნიორის არჩევის კრიტერიუმების სქესის მიხედვით განსხვავდება .

 არასქესობრივი გამრავლება - ახასიათებს ერთუჯრედიანებსაც,


მრავალუჯრედიანებსაც;
 პართენოგენეზი („ქალწულებრივი შობა“) - გაუნაყოფიერებელი კვერცხით
გამრავლება;
 ორივე გზას იყენებს ზოგი მრავალუჯრედიანი - ბუგრისებრნი, წყლის რწყილები და
ა . შ;
 ფუტკრებთან/ბზიკებთან/ ჭიანჭველებთან - მდედრი გაუნაყოფიერებელი
კვერხიდან ჩნდება, ხოლო მამრი განაყოფიერებულიდან.

რატომ არსებობს სექსი?


სქესობრივ გამრავლებას ბერვი ნაკლი აქვს.მაგალი თად:

 მეიოზის პრობლემა - გამრავლებისას გენების ნახევარი „გადაიყრება“;


 არაეკონომიურობა - შეწყვილებას დრო მიაქვს, რაც საკვებზე, თავდაცვაზე
შეეძლოთ..;

მეცნიერთა აზრები თუ რატომ არსებობს სექსი:

 ფიშერის აზრი - გენებით იქმნება ვარიაციები. ეს გადაარჩენს მათ ცვალებად


გარემოში. თუ ყველა ერთნაირი იქნება, ერთმა ცვლილებამ შეიძლება მოსპოს
პოპულაცია;
 ჰ.მიულერის თეორია - როგორც რაჩეტი ერთ მხარეს ბრუნავს, ასევე ‘ცუდი’
მუტაციაც თაობებს გადაეცემა, თუ ყველა მშობლის ანალოგიური იქნება ;
 ჯ.უილიამსი - ლატარიის 1 ბილეთით ვერ მოვიგებთ, გენებზეც ასეა. საჭიროა ბევრი.

ეს თეორიები გულისხმობს -სქეს.გამრავლება უფრო არასტაბილურ გარემოში უნდა


ხდებოდეს, სადაც მეტი სიახლეა და საჭიროა სახეობის ვარიაციები ადაპტაციისთვის ,
თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სქეს.გამრავლება თურმე მეტად ხდება სტაბილურ
გარემოში.

 ლ.ვ.ვალენის თეორია -სტაბილურ გარემოში პარაზიტებთან ბრძოლაში


სჭირდებათ:

„გამალული შეიარაღება“ (იგივე „წითელი დედოფლის თეორია“) - ორგანიზმი და


პარაზიტი ერთმანეთის საპასუხოდ ადაპტაციურ მახასიათებლებს გამოიმუშავებენ :

 ლოკოკინის ერთი ჯიში ტბაშიც ცხოვრობს, სადაც სქესობრივად მრავლდება


(პარაზიტებისგან დასაცავად) და მდინარეებშიც ცხოვრობს, სადაც
არასქეს.მრავლდება.

39
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

სქესობრივი გადარჩევა
სქესობრივი გადარჩევით ყალიბდება დაწყვილებისთვის ხელშემწყობი მახასიათებლები :

 ინტრასქესობრივი - ერთი ჯგუფის წევრები ეჯიბრებიან დაწყვილებაში.

სქეს.გადარჩევის მერე რატომ ყალიბდება რაღაც მახასიათებლები მამრში ?:

 ფიშერის „გაქცეული გადარჩევა“ - თუ მამრის რამე თვისება მდედრისთვის


მოსაწონია, ის გადასცემს ამ თვისებას შემდეგ თაობებს. ეს იცვლება იქამდე სანამ
სარგებლიანია.

ასიმეტრია შვილების გაზრდაში - მდედრი მეტად ზრუნავს შვილებზე (მოქმედებს კვერცხუ-


ჯრედის ზომა, ორსულობა, ლაქტაცია...). ის უფრო „წუნიაა“, რადგან არასწორ პარტნიორს
თუ აირჩევს, ბევრს დაკარგავს, მამრი კი მხოლოდ სპერმას გასცემს. ეს განსაზღვრავს :

სქესობრივი დიმორფულობა - მამრი და მდედრი ფიზიკურად განსხვავდება. მამრი ზომაში


უფრო დიდია ხოლმე, რადგან მარტივად დაამარცხოს სხვა მამრები მდედრის
მოსაპოვებლად.
ჰარემი - მამრის მონოპოლია მდედრზე. რაც დიდია მამრი, მით მეტი მდედრი ჰყავს
ჰარემში.

პარაზიტების თეორია- მამრი გამოირჩევა პარაზიტებისადმი რეზისტენტულობის


ხარისხით. შესაძლოა ეს მახასიათებელი სქესობრივი გადარჩევის გზით გამრავლდეს
პოპულაციაში. შეფერხების თეორია - მამრის ზოგი თვისება გადირჩევა რადგან მის
უნარიანობაზე მიუთითებს:

 ფარშევანგის კუდი იზიდავს მდედრებს და ასევე მტაცებლებსაც . „ამხელა


ტვირთის“ მიუხედავად ორგანიზმს მაინც შეუძლია გადარ ჩენა.

სქესობრივი ქცევა დიდ მაიმუნებში


გორილები- ჩვენთან, შიმპანზეებთან საერთო წინაპარი 10მლნ წლისწინ ყავდათ. მათი
გენების 98% ჩვენნაირია. მათი ჯგუფები 2-20 წევრიანია (1 მამრი, 3 მდედრი, დანარჩენი
შვილები):

 მამრი- სხვა მამრებთან აგრესიულია (მკერდზე ირტყამს ხელებს და აფრთხილებს).


 იკვებებიან - ძირითადად ხილით, მცენარეებით.შიმპანზეებივით ხორცს არ ჭამენ.

შიმპანზეები -სოც.ცხოველები. საერთო წინაპარი 6მლნ წლისწინ გვყავს. ჯგუფში 20-100


წევრი:

 მამრები - სტატუსს აგრესიით გამოხატავენ სხვა მამრებთან (ხშირად მისი ძმები


არიან);
 მდედრები- მომწიფების მერე სხვა ჯგუფში გადადიან (შიდაშეჯვარების
ასაცილებლად);
 იკვებებიან - ძირითადად ხილით, მცენარეულობით და ზოგჯერ პატარა მაიმუნებით;
 ნადირობა - მხოლოდ მამრების საქმე. ზოგჯერ საკვები მდედრთან მიაქვთ
სექსისთვის.

40
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 შეჯვარება - მდედრს გენიტალიებთან არე უსივდება, უწითლდება. ეს იზიდავს


მამრებს. ერთ მდედრთან რამდენიმე წყვილდება, თუმცა დომინანტი ყველაზე
ხშირად.
 მონოპოლია მდედრებზე - გორილებისგან განსხვავებით არ აქვთ.

ბონობო - შიმპანზეს ქვესახეობა. მათი ხაზი 1.5 მლნ წლის წინ გაიყო. ჯგუფში 50-120
წევრია:

 მდედრები - დომინანტები. მამრები სოც.სტატუსს იღებენმდედრთან ნათესაობით;


 იკვებებიან - ხილით, მცენარეებით, ხანდახან მცირე ზომის ხერხემლიანებითაც;
 ნადირობა - მონაწილეობენ მდედრებიც;
 შეჯვარება - სექსი აქვთ მაშინ როცა მცირე დაძაბულობაა და კონფლიქტს
იცილებენ. ძალიან ხშირად აქვთ. ხანდახან ხორცის სანაცვლოდ აქვთ მამრებს და
ა . შ.

სქესობრივი ქცევა ადამიანებში.


მომარაგების ჰიპოთეზა
ტუბის/დევონის მომარაგების ჰიპოთეზა - კაცები მონადირეები არიან, ქალები
შემგროვებლები.
მაიმუნებისგან განხვავება - თვლიან, რომ კვების რაციონს უკავშირდება (ხორცის
შემოტანა).
ხეზე ცხოვრებისას ჩამოყალიბებული გვქონდა - სტერეოსკოპული მხედველობა,
მოჭიდების უნარის მქონე ხელი და დიდი ტვინი.

რატომ ნადირობს მამრი? - ქალი სულ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში იყო და არ


შეეძლო. ნადირობის უნარი მისაზიდი პრიორიტეტია ქალისთვის. კაცებში ნადირობა სქეს-
ად.გადაირჩა.
მომარაგების ჰიპოთეზა ვარაუდობს - ქალები დიდხანს რ ჩებოდნენ კარგ მონადირე
მამრებთან.

რატომ რჩებიან მამრები ქალებთან ხანგრძლივად? არსებობს ორი აზრი:

 ფარული ესტრუსის ჰიპოთეზა - მამრები დიდხანს რჩებიან ქალებთან, რადგან


ქალებს ესტრუსის პერიოდის დაწყება არ ემჩნევათ გარეგნულად (მაიმუნებთან
საშო სივდება), ამიტომ სულ თან ჰყავთ, რომ არ გამოეპაროთ ეს პერიოდი და
გაანაყოფიერონ;
 ქალებს მკერდი რეპროდუქციის ასაკში სულ შესიებული აქვთ და მამრები
ფიქრობენ, რომ ის სულ მზადაა, ამიტომ უბიძგებს, რომ მის გვერდით იყოს
მუდმივად.

მონოგამიური წყვილები - აიხსნება ზემოთ განხილული ადაპტაციებით და


ბიპედალობითაც. ბიპედალობა - სულ ცოტა ოთხი მლნ წლის წინ. ამან მენჯის ძვალი
შეავიწროვა და გაართულა ნაყოფის გამოსვლა. საჭირო იყო ნაადრევად დაბადება, ანუ
ბავშვის მოწყვლადობის პერიოდი გაიზარდა. ანუ,მამრი უკეთ გამრავლდებოდა თუ
შვილის გაზრდას მეტ დროს მოახმარდა.

41
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ადამიანის დაწყვილების სტრატეგიები


დ.ბასის კვლევა - ჩაატარა 37 კულტურაში. რესპოდენტებმა დაასახელეს ის
ღირებულებები, რომლებიც უნდა ჰქონოდა სასურველ პარტნიორს. თუ უნივერსალური
იქნებოდა ისინი მაშინ ეს მახასიათებელი სახეობის სპეციფიკაა .ასეთ დროს შეგვიძლია
ევოლუციურ ახსნას მივმართოთ.

ხანგრძლივი დაწყვილების სტრატეგიები


ბასის კვლევა - ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ქალიც და კაციც უმეტესად
პიროვნულობას აკვირდება, ასევე სიყვარულს, სანდოობას, ემოციურ სტაბილურობას .
არსებობს განსხვავებაც:

 ქალებისთვის მეტად მნიშვნელოვანია - კაცის ფინანსები, სოც.სტატუსი;


 კაცებისთვის მეტად მნიშვნელოვანია - ქალის გარეგნობა, სექსუალობა.

ეს შეიძლეება აიხსნას რეპროდუქციული პერიოდით - ქალისთვის ეს პერიოდი მეტად


ხანმოკლეა (15-35), ამიტომ კაცი ახალგაზრდულობას უყურებს (თავისზე უმცროსს ირჩევს),
ხოლო რადგან კაცისთვის ეს პერიოდი თითქმის სულაა, ქალს სხვა რაღაცები
აინტერესებს. რაც უფროსია კაცი, მით ზრდება მისი სოც.სტატუსი (ამიტომ ქალები
უფროსებს ირჩევენ).

გარეგნული კრიტერიუმები:

 კაცებს მოსწონთ - როცა ქალის წელის და თეძოების შეფარდება 0.75-ია. ასეთ


ქალებს ნაკლებად აქვთ გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები. რეპროდუქციაც
მაღალი აქვთ;
 ქალებს მოსწონთ- V-ის ფორმის სხეულის კაცები. გამოხატავს ფიზიკურ სიძლიერეს.

ხანმოკლე დაწყვილების სტრატეგიები


ფიზ.მახასიათებლები ინდივიდების სქესობრივ ქცევაზე მიგვანიშნებს. მაგალითად:

 დიდ მაიმუნებში მამრის სიდიდე (აღნაგობის მხრივ) - იზიდავს ბევრ პარტნიორს;


 სათესლე ჯირკვლების ზომა სხეულის ზომასთან :
o თუ დიდია - ბევრ სპერმასგამოყოფს და ზრდის განაყოფიერების
ალბათობას;
o პატარაა თუ - მონოპოლია აქვთ მდედრზე და ის სხვასთან ისედაც აღარ
წავა.

დაახლოებით იგივე მახასიათებლებია ადამიანზეც:

 სიდიდე - კაცი საშუალოდ 20%-ით დიდია ქალზე;


 სათესლე ჯირკვლებისზომა- შიმპანზესაზე მცირეა, გორილასი კი 4-ჯერ დიდია. ეს
სპერმის შეჯიბრის არსებობაზე მიუთითებს, რაც ყალიბდება მდედრის მრიდან
რამდენიმე კაცთან სექსით. სპერმის რაოდენობა იზრდება, როცა პარტნიორი არ
ჰყავს, ხოლო როცა დაიბრუნებს მდედრს, ბევრი სპერმი თ განაყოფიერების შანსს
ზრდის.

ქალები არ არიან სრულად მონოგამიურები - კვლევები გვეუბნება, რომ გამოკითხულთა


40-50% სექსი ქორწილამდე ჰქოდა. ასევე ინგლისის კვლევით 5-დან 1 კაცი შესაძლოა

42
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

შვილის მამა არაა.

რა სარგებელი აქვს ქალისთვის ხანმოკლე ურთიერთობას?:

 ბევრ მამრთან დაწყვილებით ზრდიან საკუთარი შთამომავლობის ვარიაციულობას;


 რესურსების ამოღება - ბევრთან დაწყვილებით უფრო მეტ რესურსს მიიღებდა.
კვლევებით როცა ქმარს ღალატობენ, საყვარელი უმეტესად უკეთესია
სოც.სტატუსით.
 სექსუალური ვაჟიშვილის ჰიპოთეზა - ქალი ღალატობს მდიდართან შვილებისთვის.

ამ მიზეზების მიუხედავად, კაცები უფრო ორიენტირებული არიან ხანმოკლე


ურთიერთობაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში კაცებს ბევრად მეტი პარტნიორის ყოლის
სურვილი აქვთ.

სქესთაშორისი კონფლიქტი
ჯორჯ ბარნსი
კოოპერაცია სქესთა შორის - გამრავლების აუცილებელი პირობა.

სტრატეგიული ინტერფერენცია - სულ სიყვარულით არ ოჯახდებიან, რაც ქმნის


კონფლიქტს:

 სექსის განზრახვის შესახებ დასკვნა - კაცები მარტივ რეაქციებზე ფიქრობენ, რომ


ქალს სექსი უნდა (მაგ: გაღიმება). კვლევაში ხალხს ანახეს ვიდეო, სადაც სტუდენტი
ლექტორს დროის დამატება სურდა. უმეტესობა კაცმა თქვა, რომ გოგოს სექსის
სურვილი ჰქონდა.
o კვამლის დეტექტორის პრინციპი - ხსნის აღნიშნულ დამოკიდებულებას.
კაცისგან სექსის სურვილის დანახვა (რომც არ იყოს) მომგებიანია , რადგან
მეტია შანსი, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის არ გამოეპარება .

ხანმოკლე ურთიერთობებში ქალები ნაკლებად დამყოლები არიან, ამიტომ კაცები


ხშირად იწტყუებიან, რომ გრძნობენ ვალდებულებას და ერთგულები არიან. მაგალითად,
კვლევა:

 კოლეჯში 112 ბიჭიდან 71% თქვა, რომ ერთხელ მაინც გაუკეთებიათ ასეთი რამ;
 ქალებს კითხეს მოუტყუებიათ თუ არა კაცებს გრძნობებზე. 97%-მა თქვა კი. ამავე
კითხვაზე კაცების მხოლოდ 59%-მა უპასუხა დადებითად.

გადაჭარბებული სექსუალობის აღქმის წინარწმენა - კაცებსა და ქალებში , როცა


ფიქრობენ, რომ პარტნიორს მათთან სექსი უნდათ, რათა გაზარდონ თავიანთი
ინკლუზიური შეგუებულობა.

ქალის მხრიდან სექსისგან თავშეკავების მიზეზები:

 სექსის გადავადებით, ქალს მეტი დრო აქვს ოპტიმალური პარტნიორის


შესარჩევად;
 თავშეკავებით ზრდის სექსის ღირებულებას. „რაც ცოტაა მით უფრო ეზრდება
ფასი“;
 ბაძავენ ლამაზ და სექსუალურ ქალებს და თავიანთ მიმზიდველობას ზრდიან;

43
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ადვილი სექსი კაცს მიანიშნებს მოკლე ურთიერთობაზე და ამას იცილებენ


თავიდან.

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია


ფსიქიკური ენერგია ზ. ფროიდის მიხედვით - ადამიანის მოქმედების წყარო.
ლიბიდო - სექსუალური (ფსიქიკური) ენერგია, მიგვმართავს შეგრძნებითი
სიამოვნებებისკენ.
ყველას აქვს ლტოლვები. ფროიდმა 2 ბაზისური ლტოლვა დაუშვა:

 თვითშენახვის ინსტინქტი - მოიაზრებს შიმშილს, წყურვილს და ა.შ.


 ეროსი - სექსუალური სურვილები.

ფროიდი გამოყოფს პიროვნების 3 სტრუქტურას:

 იდი (id)- ბაზისი ლტოლვების საცავი. მოქმედებს იმპულსურად. მართავს


სიამოვნება.
 სუპერეგო (superego) - სოციუმისგან ნასწავლი ღირებულლებები. კონფლიქტშია
იდთან. იდს უნდა ის გააკეთოს, რაც სიამოვნებს, სუპერეგო ითხოვს იმის კეთებასმ
რაც ‘სწორია’;
 ეგო- პიროვნების ცნობიერი, რაციონალური ნაწილი. აგვარებს კონფლიქტს იდსა
და სუპერგეგოს შორის. აკმაყოფილებს იდის იმპულსებს ცუდი შედეგებისგარეშე .

განვითარების ფსიქოანალიტიკური თეორია ეფუძნება ორ წინაპირობას :

 ადრეული ბავშვობის გამოცდილება (≈ 0-5 წელი) - ამით ფორმირდება ზრდასრული.


 ადამიანი იბადება ლიბიდოთი - ის რამდენიმე ფსიქოსექსუალურ სტადიას გადის.

ფროიდის აზრით ბავშვობაში სქესობრივი იმპულსები ორალურიდანანალური და


გენიტალური ნაწილებისკენაინაცვლებს. აქედან გამოყოპირის ფსიქოსექსუალური
განვითარების 5 სტადია:ორალური, ანალური, ფალური, ლატენტური და გენიტალური
(დეტალურად ქვემოთ ფერებში).

ზოგჯერ ბავშვის მოთხოვნილებები შეზღუდულად კმაყოფილდება დაუყალიბდებათ


დამოკიდებულებისა და არაკომპეტენტურობის განცდა. ასეთ დროს ზედმეტი ლიბიდო
გროვდება, რაც იწვევს ხასათის, ღირებულებების ცვლილებას და ფისოქსექსუალურ
სტადიებს.

1. ორალური სტადია (0-18 თვე)


პირველი ფაზა - წოვაზე დამოკიდებულება (1 წლამდე)

ორალურ ზონაზე მიჯაჭვულობა - პირი ბიო.მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი და


სიამოვნების გამომწვევია. ერეგენული ზონაა. ზრდასრულობაშიც გვხვდება ორალური
ქმედებები (მოწევა, კევის ღეჭვა, ფრჩხილების კვნეტა...).

პირი სიამოვნების პირველი ადგილია - ჩვილს სიამოვნებს დედის მკერდი ან საწოვარა.


ჩვილი მერე იწყებს საკუთარი სხეულის ნაწილების წოვას. ამით ამცირებს იმ
დაძაბულობას, რომელიც უფროსის ზრუნვის ნაკლებობამ გამოიწვია.

ორალურად პასიური პიროვნება - როცა ჩვილობისას ზედმეტ ან ცოტა სტიმულაციას


იღებდა. ასეთები არიან ხალისიანები, ოპტიმისტები, გარემოდან ელის ზრუნვას.

44
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

მეორე ფაზა - ორალურ-აგრესიული (1 წლიდან)

ჩვილს ამოსდის კბილები. კბენით, ღეჭვით გამოხატავს აგრესიას, რასაც დედის არყოფნა
ან დაკმაყოფილების გადავადება იწვევს.
ორალურ-აგრესიული სტადიაზე ფიქსაცია ზრდასრულებში- გამოიხატება ადამიანის
პესიმიზმში, სარკაზმში, ცინიზმში. სურვილი აქვთ დომინირების საკუთარი
სარგებლისთვის.

2. ანალური სტადია (18 თვიდან 3 წლამდე)

ამ სტადიის სიამოვნება - ფეკალიების შეკავება და გამოყოფა. მეთოდები, რომლითაც


ბავშვს ტუალეტს აჩვევენ დიდი გავლენა აქვთ პიროვნულ განვითარებაზე :

 ანალურ-შეკავებული პირი - მშობელი სწრაფად მოთავებას ითხოვს.


ზრდასრულობაში კი ბავშვი ხდება ჯიუტი, ხელმოჭერილი, პუნქტუალური, ვერ იტანს
გაურკვევლობას. ექმნება სადისტური მიდრეკილებები. პარტნიორს საკუთრებად
მიიჩნევენ;
 როცა მშობელი ბავშვს აცდის და წააქეზებს კიდეც, ის შემოქმედებითი ხდება (წტფ ?).

3. ფალური სტადია (3-6 წელი)

ამ სტადიის ბავშვები - სასქესო ორგანოებს აკვირდებიან, მასტურბირებენ (ო.ო), ზოგჯერ


ინტერესდებიან სქესობრივი ურთიერთობებით.

ოიდიპოსკომპლექსი - ბიჭს დედისადმი აქვს სექსუალური სურვილები. 5-6 წლიდან ეს


სრულდება და იწყება მამასთან იდენტიფიცირების პროცესი:

 „აგრესორთან იდენტიფიცირება“ - შვილი მამის თვისებებს შეითავსებს.


 კასტრაციის შიში - დედასთან ინცესტური კავშირის გამო დასჯის შიში (ოიდიპოსი).

ოიდიპოს კომპლექსის გადაწყვეტის ასპექტები - მშობელთა აკრძალვები და ძირითადი


მორალური ნორმების ინტერნალიზება, აყალიბებს ბავშვის სუპერეგოსა და სინდისს.

ელექტრას კომპლექსი - გოგოებისთვისაც სექს.ობიექტი დედაა. ის აცნობიერებს, რომ არ


აქვს პენისი და უყალიბდება ერთგვარი შური(კასტრაციის შიშის ანალოგიურია). ის
მტრულადაადედისადმი, რადგან მან ასეთი გააჩინა. მიილტვის მამის დაუფლებისკენაც,
რადგან მას აქვსპენისი. იწყებს 3-6 წლებში მასტურბაციას, რაც მასკულინური ფანტაზიებით
მდიდრდება.

ფალურსტადიაშიფიქსირებული კაცები - უყვართ ტრაბახი, არიან წინდაუხედავები.


ესწრაფიან წარმატებას, რაც მათთვის საპირისპირო სქესის მშობელზე გამარჯვებაა .
მამაკაცურობის დამტკიცებას ცდილობენ (დონ ჟუანის ტიპის საქციელი).

ფალურ სტადიაში ფიქსირებული ქალები - ახასიათებთ ფლირტი, არეულისექს.კავშირები.


ასევე შეიძლება გულუბრყვილო და უმწიკვლო სექსუალურობით გამოირჩეოდნენ. ზოგი კი
შეიძლება კაცებზე ბატონობისათვის იბრძოდეს, ანუ თვითდარწმუნებული იყოს.

4. ლატენტური სტადია (6-12 წელი)

45
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ამ სტადიაში ლიბიდო სუბლიმაციის გზით მიმართულია ინტელექტუალური აქტის,


სპორტისა და თანატოლებთან კონტაქტისკენ. ესაა ზრდასრულობისადმი მზადების
პერიოდი. იკლებს სექს.აქტივობა ორგანიზმსი მიმდინარე ცვლილებების და ეგოს,
სუპერეგოს ფორმირების გამო

5. გენიტალური სტადია (12+ წლები)

 მოზარდებში იღვიძებს სექს.იმპულსები - ჩნდება ინტერესი საპირისპირო


სქესისადმი;
 ორგანიზმში იცვლება ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიურობა -რეპროდუქციული
ორგანოები მწიფდება. ქალებში სარძევე ჯირკვლები ფორმირდება , კაცებში
ამოდის თმა და ა.შ;
 იმატებს აღგზნება - პასუხისმგებელია სოც.სექს.ურთიერთობებზე. უკვე
მართავსინსტიქტებს და ამიტომ პარტნიორთან ნაკლები კონფლიქტი აქვს.
 ხაზი ესმევა ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობას.

კრიტიკა ფროიდისადმი - „მან განვითარებაში გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭა


სექსუალური განცდებს. ამავე დროს, მას ბავშვები უშუალოდ არ შეუსწავლია“.

ლექცია IV-II - კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა


სექსუალობა - ზოგადი საფუძვლები
რა არის სქესი, გენდერი, სექსუალობა?
სქესი - ქალის და კაცის ბიოლოგიური სხვაობა (სასქესო ორგანოები, მეორადი სასქესო
ნიშნები, რეპროდუქციული ფუნქცია). მოიცავს ქრომოსომულ კომბინაციებს,
ჰორმონალურ პროფილს... მისი საბოლოო მიზანი არის განაყოფიერება. დავახასიათოთ
რამდენიმე ნიშნით:

 გენეტიკური (ქრომოსომული) - სასქესო ქრომოსომები;


 გონადური (რეპროდუქციული ფუნქცია) - მამრობითი ან მდედრობითი გონადები;
 ჰორმონალური (სასქესო ჰორმონები) - ჰორმონები (ენდოკრინული სქესი);
 სომატური,ანატომიური (სასქესო ორგანოები, მეორადი სასქესო ნიშნები ).
 ტვინის სქესობრივი დიფერენცირება.

საპასპორტო სქესი - მინიჭებული სქესი. სქესის სოციალური დადატურება.


ფსიქიკური სქესი (გენდერული იდენტობა) - რა სქესის ადამიანად გრძნობ თავს.

ადამიანის ბიოლოგიური სესი შეიძლება იყოს:

 მდედრობითი;  მამრობითი;  ინტერსექსუალური.

გენდერი - სქესის აღქმა ანატომიისგან დამოუკიდებლად. ქცევათა ნაკრები, რომელსაც


საზოგადოება სახელს ანიჭებს კაცის მასკულანურობის ან ქლის ფემინურობის მიხედვით .
გამოხატავს ქალის, კაცის სექსუალობასთან დაკავშირებულ სოციალურ როლს.

ტრანსგენდერული იდენტობა - პირის ბიოლოგიური სქესი არ ემთქვევა ფსიქიკურისას.

სექსუალობა - მოიცავს სექსუალობის გამომხატველ ფორმებს და ადამიანის ცხოვრებაში


სექსუალური აქტივობის მნიშვნელობას. ადამიანის სექსუალობას განსაზღვრავს :

46
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 სოლო (დამოუკიდებელი) ეროტიკულობა/სექსუალობა, პლატონურ-რომანტიკურ-


ეროტიკული აქტივობები/აუტოეროტიზმი- ბავშვობიდანვე ვლინდება
(მასტურბაცია);
 პარტნიორული სექსუალური გამოცდილება;

სექსუალობა მოიცავს ფართო სპექტრის კომპონენტებს:

 ფიზიოლოგიურ გამოვლინებებს - ლტოლვა, აღგზენება, ერექცია, ორგაზმი და ა.შ;

 სესექსუალურ ქცევას;  სექსუალურ რეპერტუარს;


 სექსუალურ იდენტობას;  სექსუალურ გემოვნებას და ა.შ

სექსუალობა განსაზღვრავს - რამდენად მნიშვნელოვანია პირისთვის სექსი, აქვს თუ არა


ლტოლვა (თუ ასექსუალია), რომელი სქესი იზიდავს, როგორ გამოხატავს
სექს.სურვილებს...

სექსუალობა ‘მედიცინურად’ - ფიზიოლოგიურ-ფსიქიკურსოციო-კულტურული ნაზავი,


რაზეც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება .

რა არის სექსუალური მოთხოვნილება/ინტერესი


სექსუალური მოთხოვნილება - გამოხატავს პირის მზაობას უპასუხოს სექს.იმპულებს.
ეტაპები:

 პლატონურ-რომანტიკულობა (ფანტაზიები) - მოზარდს უჩნდება განცდემი


მეორესადმი;
 პრეპუბერტულ/პრუბერტული პერიოდი - ვლინდება „ჰორმონებით ინდუცირებული “
გენიტალური ფიზიოლოგიური რეაქციები (ერექცია). მძაფრდება ფანტაზიებიც ;
 ზრდასრულობა - ბიოლოგიური, აფექტურ-მოტივაციური თუ კოგნიტური
ფაქტორებით შეიგრძნობს საკუთარ სექსუალურას და ესწრაფის სხბასაც .

სექს.მოთხოვნილება და ინტერესი ინდივიდის აუტო/სოლი მახასიათებელია და მოიცავს :

 ბიოლოგიურ კომპონენტს - ანუ ლტოლვა, ნეიროენდოკრინუული მექანიზმებით


აღმოცენებული შინაგანი ენერგია. ის სექსისკენ გვიბიძგებს;
 მოტივაცია - კავშირშია კოგნიტურ და დადებითი უკუგების (დაჯილდობის)
ფენომენთან. აღძრავს მიმზიდველი ადამიანი, სექსუალური სიტუაცია,
თვითრეალიზაციის სურვილი. ბიოლოგიურიდან გახდა რეკრეაციული . ესაა
შინაგანი ნეიროენდოკრინული მექანიზმი და პირადი გამოცდილებით ,
კულტურული მოლოდინებით დასწავლილი ნიმუში:
o პრაგმატულ-გამოყენებითი მოტივაცია -„ბიზნესის“ შეფერილობის (?);
o ინსტრუმენტული მოტივაცია -როცა მოტივაციაა ანგარება.
 სექსუალურ სტიმულზე რეაგურების უნარსს - საპასუხო კომპონენტი. ფიზიკური
მგრძნობელობის და კოგნიტური პროცესების შედეგია.

ცხოველის და ადამიანის სექსუალური აქტივობის დაყოფა:

 აპეტიტური - ფლირტი, ფანტაზიები, და სხვა ქმედებები სექს.ინტერაქციისთვის ;


 მომხმარებლური.

47
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ცხოველში სექს.სურვილი ეგრევე გადაიქცევა აქტივობად, ხოლო ადამიანში ასე არ ხდება.


ტვინის „ცენზურის“ ფაზით მოთხოვნილება ცნობიერდება რამდენად ადეკვატურია .

 იურული (დაბალგანვითარებული ძუძუმწოვრის) ტვინი - ხორციელდება მხოლოდ


ჰორმონებით და ექვემდებარება გარემოს პირობებს;
 კულტურული (ჩვენი) ტვინი - ჰორმონებს ცვლის ფსიქო-სოციო-კულტურული
გავლენა.

სექს.მოთხოვნილება და მოტივაცია ემთხვევა ერთმანეთს, როცა სექს.აქტის ინტერესს


განაპირობებს მყისიერი დაკმაყოფილების სურვილი (უფრო კაცებში ).

აგზნებადობა/ინჰიბიციის მიხედვით სექს.მოთხოვნილება - როცა მოთხოვნას მართავს


აგზნებადობაც და შემაკავებელი ძალებიც („ჩართვა-გამორთვის“ ბალანსი ).

არ გვაქვს საზომი, რომლითაც ვიტყვით, რომ სექს.მოთხოვნილება ჭარბი ან


დაქვეითებულია, თუმცა ზოგს ძლიერი აპეტიტი აქვს, ზოგს სუსტი. დღეს დარღვევად
მიიჩნევენ მხოლოდ უკიდურეს მაღალ ან დაბალ სექს.მოთხოვნილების ინტენსივობას:

 კაცის მოთხოვნილება - უმეტესად ჰორმონ (ანდროგენ) დამოკიდებულია. ბევრ


კულტურაში მეტად „თავისუფალია“, ამიტომ „თავშეუკავებელია“ (გეისთანაც). ამას
ზოგი იმით ხსნის, რომ გენეტიკურად აქვს შთამომავლობის გადაცემს კოდი.
 ქალის მოთხოვნილება - უმეტესად სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს
(ემოციურიც). აიხსნება იმით, რომ ევოლუციურად ქალს განუვითარდა
„შემაკავებელი“ ფაქტორები. თუმცა ბიოლოგიურად ქალს მაინც ნაკლები
აღგზნებადობა აქვს (ლესბოსელებთანაც).

სექს.მოთხოვნილებების ორი ვარიანტი:

 ბაზისური (სპონტანური) –„ბიოლოგიური შიმშილი“ თითქოს თავისთავად


აღმოცენებადი, (უმეტესად კაცს ახასიათებს). კაცში ვლინდება ერექციით , ქალში
საშოზე „ფეთქვით“. ქალში ეს ნაკლებად არის (უმეტესად რამემ უნდა გამოიწვიოს
აღგზნება);
 საპასუხო მოთხოვნილება - სექს.სტიმულზე საპასუხო რეაქცია (ადვილია
კაცისთვის).

პოზიტიური განმტკიცება - როცა რაღაცას გასინჯავ (იგ.სექსი).მერე კი გახსენებით გინდება .


ქალის სექს.მოტივაცია მცირდება, როცა - პოზიტიური განმტკიცება არა (ვერ იღგზნება და
ა.შ).

შეჯამება: კაცებში სპონტანურობა უფრო ძლიერია, მაგრამ სუსტია სოციო -კონტექსტურობა ,


ქალებში კი პირიქით.

კოპულაციური8 ციკლის მოდელები:

 Masters & Johnson-ის მოდელი - წრფივია. შედგება4 ფაზისგან და ისინი


მიმდინარეობს ერთნმანეთის მიყოლებით: აღგზნება, პლატო, ორგაზმი
(აუცილებელი პირობა), განტვრთვა. მოდელი არ ითვალისწინებს ურთერთობით
პრობლებეს, კულტურას....
8
ორი ინდივიდის შეერთება სექსუალური აქტის დროს.

48
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 H.Kaplan-ის მოდელი - სამფაზიანი (წრფივი) : მოთხოვნა, აგზნება, ორგაზმი (აუც);


 R.Basson-ის - საუკეთესოდ ასახავს ქალის სექს.რეაქციებს. არაა წრფივი. მოიცავს
ინტმურობის საჭროებასაც. აღიარებს, რომ მოთხოვნილება საპასუხო ან
სპონტანურია. ორგაზმი ეხმარება სექს.ატისადმი დადებითი რეფლექსის
ჩამოყალიბებაში (თუმცა სიამოვნების მიღება და ფსიქოეროტიკული რელაქსაცია
მის გარეშეც მიიღება). ის თვლის, რომ ზედა მოდელები მეტად კაცს შეესაბამება ,
რადგან ჯერ მათთან სურვილია, ქალთან კი უმეტესად აღგზნების მერე მოდის
მოთხოვნილება:
სტიმულაციით დაწყებული პროცესები  აღგზნება  ორგაზმი ან „წახალისებები“
 სექს.სიამოვნების გამეორების მზაობა (ვუბრუნდებით საწყის ეტაპს).

სექს.აღგზნების სუბიექტური ფაზა - ქალის ცნობიერი ფოკუსირდება სექს. სტიმულებზე ,


რომლებიც გადამუშავდება ტვინში ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების
გავლენით.

ქალი სექს.აქტში მაინცდამაინც სექს.სურვილის დასაკმაყოფილებლად არ მონაწილეობს :

 უმეტესად თავისი სურვილით იწყებენ ამას. იქმნება სპონტანურად ან მის გარეშე ან


სექს.აგზნებადობის მომატებისას;
 ხანდახან იძულებით თანხმდება, როგორ „ცოლის მოვალეობას’’. როცა ქალი
ფიქრობს „არ ეწყინოს, არ იეჭვიანოს“ და უერთდება, ესეც სექს.მოტვაციაა. ეს
ორნაირი სახისაა:
o შეიძლება იძულებით დათანხმდეს, მაგრამ მერე თვითონაც ესიამოვნოს;
o შეიძლება იძულებით დათანხმდეს და სექსი მისთვის ასევე უსიამოვნო იყოს.

ანუ სექს.მოთხოვნილებას განაპირობებს სექსუალურიც და არასექსუალური მოტივაციაც .

სექს.მოთხოვნილება ეგრევე აქტში არ გადადის, თუმცა ეს კაცისთვის უფრო მარტივია .


ადვილად „სწავლობს“ მასტურბაციას, თითქმის უპრეტენზიოა პარტნიორის შერჩევისას და
ა . შ.

ვაგინა და ორგაზმი:

 ვაგინური ორგაზმი - კლიტორის კომპლექსი და მიმდებარე ერექციული ქსოვილი


ეროგენულია,ე რომელსაც ქალი „მიაგნებს“ და იწყება ვაგინური ორგაზმი;
 ეროტიკულობის გამომწვევი ნერვული დაბოლოებები - კლიტორის თავშია, ამიტომ
უმეტესად ორგაზმი სწორედ მისი სტიმულაციით დგება;
 ორგაზმის რეფლექსი - იწყება კლიტორის სტიმულაციით  იმპულსაცია გადაეცემა
საშოს კუნთოვან სისტემას  რიტმულად შეიკუმშება ნაკადი  ორგაზმი;
 ავტონომიური ნერვული სისტემა - განაგებს საშოს და მიმდებარე კუნთების
შეკუმშვას;
 ორგაზმისას პერიფერიაზე მიმდინარე ცვლილებები მოიცავს - მენჯის განივზოლიან
კუნთებს. საშოს გლუვ კუნთებს და გენიტალურ სისხლის მიმოქცევას:
o მენჯის განივზოლიან კუნთებს სხვა ასეთი კუნთების მსგავსად აქვს:
 აფერენტული, ანუ სენსორული ნეირონები;
 ეფერნტული, ანუ მოტორული ნეირონები.

49
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

სექსუალური ქცევა
სექს.ქცევის მიზანი - სექს.სურვილის დაკმაყოფილება და ინტერესი. მას აქვს სახეები:

 პენეტრაციული აქტი - სექსი ქალსა და კაცს შორის;


 ფანტაზიებით და წარმოსახვითი სცენებით ტკბობა და მერე მასტურბაცია და
ორგაზმი;
 ღრმა პეტინგი - ურთიერთალერსი გენიტალიების ჩართვით. და ა.შ....

სექს.ქცევები, რომელთა მიზანია ეროტიკული განმუხტვა - ფლირტი, შეხება, ცეკვა და


ა.შ. ამ ქცევებმა შეიძლება პარტნიორი არ აღაგზნოს, ამიტომ ხშირად იყენებენ
გაყალბებას, ვითომ სიამოვნებთ. ქალს ეს უმეტესად გამოდის, კაცთან კი თითქმის
შეუძლებელია (ერექცია).

სტერეოტიპები:

 უმეტეს ქვეყანაში სექს.ქცევების გამოხატვა აკრძალულია, ხალხისთვის


მიუღებელი;
 ფიქრობენ, რომ ჰეტეროებს აუცილებლად პენო-ვაგინური სექსი, ხოლო ჰომოებს
ანალური სექსი აქვთ, თუმცა ასე არ არის. ორიენტაცია სრულად არ საზღვრავს
ქცევას.

ქცევა ბიოლოგიურად - ცოცხალი არსების ადაპტაცია (მაგ:ძუძუს წოვა). მისი შესწავლა


ბუნებრივ სელექციას ეყრდნობა (თანდაყოლილი ქცევა მდიდრდება ინდივიდუალურით ).
ქცევა ფიზიოლოგიურად - ფიზ.რეაქციათა ჯაჭვი (ორგანიზმს ცვლად პირობებთან
შეგუება).

ი.პავლოვმა ქცევის ანთროპომეტრიული ასპექტი დაუპირისპირა უმაღლესი ნერვული


მოქმედების მოძღვრებას (ეყრდნობა პირობითი რეფლექსის ცნებას). ასე წარმოგვიდგა
ნეიროფიზიოლოგიური მიდგომა ქცევის ცენტრალური მექანიზმების შესწავლაში . (???)

უმარტივესი ქცევები - ნერვული სისტემით ნაბიძგი ქმედებები, სიცოცხლის


შესანარჩუნებლად;
„მიახლოება-მიწვდომის“ ქცევა - თვითშესწავლა, რესურსების მოძიებ. თუ მას
სიამოვნება მოაქვს, ესეიგი ესაა პოზიტიურად წახალისებული (დაჯილდოებული ). თუ არ
მოაქვს ისევ ეძებს.

Grey Ja-ს ქცევის ტიპების კლასიფიკაცია - მოიცავს უმარტივეს და ურთულეს ქცევებსაც .


განასხვავებენ ქცევის დისტალურ (რეპროდუქცია) და პროქსიმალურ (ორგაზმი)
ფაქტორებს.

განრდების ქცევა - მისი სტრატეგიებია: ბრძოლა (აგრესია), თავდაცვა და ინჰიბიცია (გავს


ფროიდის სუპერეგოს და იდ-ის კონფლიქტს). ისინი შეიძლება იყოს ეფექტურიც და
არაეფექტურიც. მოითხოვენ ორგანიზმის ვაზომოტორულ და ჰორმონული ფუნქციების
მობილიზებას. ამ ყველაფერს განაგებს ადრენალინი:

 ინჰიბიცია (ქცევის დათრგუნვა) - მაგ: თუ პირს აგრესორი მოსდევს იმალება:


o მისი ხშირი გამოყენება იწვევს სტრესს. ეს მეთოდი საკმაოდ
გავრცელებულია;

50
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ინჰიბიცია შეიძლება უინფორმაციობამაც გამოიწვიოს. ამის მაგალითია ,


როცა წარუმატებლობის შიშით კაცი ითრგუნავს ქალთან კონტაქტის
სურვილს.

კლინიკური ნაწილი
ნორმის ცნება სექსოლოგიაში, არაერთგვაროვანი ნორმა, ნორმის
პირობითობა
ზოგადი სექსოლოგია - სხვადასხვა მეცნიერებებიდან ამოღებული სექს.ასპექტების
ნაკრები.

კლინიკური სექსოლოგია - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნორმები. დარღვევები


შეიძლება იყოს ერექციის, ანორგაზმიის ან ვაგინიზმის პრობლემა . თუმცა ხალხი
ნაკლებად საუბრობს ამ თემებზე და რთულია გამოკვლევა.

Shnabi-მ თქვა, რომ სექსოლოგიაში ნორმის ცნებზე სამი ჰეტეროგენული ასპექტი


ზემოქმედებს:

 ნორმა, როგორც მორალური პოსტულატი. იცვლება სოციუმის აზრის


განვითარებით;
 ნორმა, როგორც სტატისტიკა. მაგ: ნორმაა ის, რაც ხშირია, ‘არანორმაა’ - იშვიათი;
 ნორმა, როგორც სამეცნიერო ასპექტი. ესაა ჯანმრთელობის კატეგორია. არ
ემყარება სოციუმის აზრს, სტატისტიკას. ნორმა ფასდება იმით თუ საჭიროებს პირი
მკურნალობას.

კლინიკური შემთხვევა I - ცოლ-ქმრის სექს.ცხოვრება კარგი იყო სანამ კაცმა არ თქვა, რომ
იქმდე სექსი არ ჰქონია. ქალმა თქვა, რომ ავადმყოფი იყო, ვერ წარმოედგინა 30-წლამდე
ვაჟიშვილობა და გაუქრა ლტოლვა - ამ დროს ჯამრთელობა არ ირღვევა, ექიმი უძლურია.

კლინიკური შემთხვევა II - ცოლ-ქმარს სექს.ცხოვრება აერია, თუმცა ორივეს ყველაფერი


კარგად ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ქალს აგრესია ჰქონდა, რადგან ქმარი ‘კუნის ’ არ
უკეთებდა - მიმღებლობის დიაპაზინის სხვაობა, ერთს უნდა მეორეს არა.

დასკვნა - მორალურ-ზნეობრივი-რელიგიური აკრძალვები კლინიკაშიც მრავლად აღწევს


და პაციენტის მდგომარეობაზე ზემოქმედებს, ამიტომ ექიმი იძულებულია
გაითვალისწინოს ნორმის არაერთგვაროვნება და პაციენტებს სხვადასხვაგვარად
მიუდგეს.

სექსუალური ჯანმრთელობის დარღვევა და საერთაშორისო დიაგნოსტიკის


კლასიფიკაცები
კლინიკაში სექს.ჯანმრთელობაზე ვხვდებით შემთხვევებს - როცა პაციენტს მიაჩნია , რომ
სერიოზული დარღვევა აქვს, როცა პირი წუხს პარტნიორის არასრულფასოვნების გამო ან
როცა უბრალოდ კითხვები აქვთ და პასუხები სწირდებათ.

სექს.პრობლემა - აერთებს სექსუალობასთან დაკავშირებულ ყველა უკმაყოფილებას;


სექს.სირთულე - როცა პაციენტს აქვს ჩივილები, მაგრამ რეალურად არ აქვს დარღვევა;
სექს.დარღვევა/დისფუნქცია - როცა პირს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა .

51
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

გენდერული დისფორია
გენდერ-ატიპური ქცევა - იწყება ბავშვობიდან. ამ დროს არ მიდის გენდერულ
დისფორიამდე. ხდება, როცა ‘ტრანსგენდერულ’ ქცევას ბავშვში არ კიცხავენ.
გენდერული დისფორია - პირის ბიოლოგიური სქესი და მისი გენდერის
შეგრძნებაშეუსაბამობაშია. მეტად ხშირია ბავშვებში . ე.წ . „ქალა -ბიჭური “ ქცევა .

სრული ანდროგენ რეზისტენტული დიაგნოზი - ბავშვი არ დაიბადა პენისით და ეგონათ


გოგო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ სათესლეების ნაწილი მუცელში ჰქონდა
(ინტერსექსულობა).

ტრანზიცია - ტრანსგენდერად გარდაქმნა (მოკლედ რომ ვთქვათ).


სექსოლოგის პასუხისმგებლობა გენდერული იდენტობის პრობლემების დროს:

 უნდა დიაგნოსტირდეს გენდერული დისფორია დ სირთულის ხარისხი;


 უნდა შეფასდეს პირის სექს და გენდერ იდენტობა, სხვების დამოკიდებულება ,
ემთხვევა თუ არა პაციენტის კონდიცია კლასიფიცირებით მოწოდებულ
კატეგორიებს;
 სიფრთხილით დადგინდეს თანმხლები დაავადებები (ფსიქიკურიც );
 დაიგეგმოს პირის ფსიქიკურ პრობლემებსა და აშლილობაზე დაკვირვება ;
 ჩატარდეს საუბარი სამკურნალო მეთოდებზე;
 შეუძლია თუ არა პირს დამკურნალო ღონისძიებებზე ინფორმირებული თანხმობა .

52

You might also like