Professional Documents
Culture Documents
12 ჰეგელი 1770 1831
12 ჰეგელი 1770 1831
დაკვირვებით იგებს, რომ აქ კანონი სხვაა, ქვეყნის ცხოვრება სხვაა. ამის შედეგი
სახელმწიფოს რღვევაა. „ეს ერი სახელმწიფოდ ვერ იქცა და ჯერ მხოლოდ ხალხად დარჩა“.
გერმანელთა პიროვნული თავისუფლება რომელიც გამჯდარი იყო მათში ხელს უშლიდა მათ
ერთად თანაცხოვრებას. რეალური თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოში
რომელიც შექმნილია სამართლებრივ საფუძველზე გაერთიანებული ხალხის მიერ.
გერმანიის სამართალი არის ნაკრები ჭრელი უფლებებისა. ყველა სახის ხელისუფლება იყო
აღრეული, რაც ომში ქაოსის სახით გამოვლინდა. გერმანიას ახასიათებს სამართლებრივი
ანარქია სამართალი კი „სახელმწიფოს“ დაპირისპირებული სისტემად.
2. სახელმწიფოს ცნება
ერთიანობის ფაქტორი იყო რელიაგია, რომელიც ხან ერთმუშტად კრავდა ნაციებს და ხან
შეუძლებელს ხდიდა მათ შორის კავშირს. ჰეგელი არ ემხრობა ეკლესიისთვის რამე
სახელმწიფოებრივი ფუნქციების მინიჭებას. ჰეგელისთვის საჭიროა მხოლოდ ის
აუცილებელი რის გარეშეც ვერ შედგება სახელმწიფო.
2 სამხედრო ძალა- ესაა აუცილებელი სეგმენტი. ასევე გერმანია ევროპაში იმ დროს ყველაზე
სუსტი ქვეყანა იყო სწორედ სამხედრო კუთხით. ის არა მხოლოდ დაპყრობისთვის არამედ
თავდაცვითი ომისთვისაც არ იყო მზად. მოქმედ არმიებს არ ჰქონდათ მებრძოლი სული და
განწყობა. არმიის არარსებობა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება სახელმწიფოებრივ გზაზე.
ჰეგელს აქვს სამოქალაქო საზოგადოების ცნება თუმცა ჰეგელი იყენებს სიტყვა ქვეშევრდომს.
ჰელეგის აზრით ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს ხალხის ცხოვრების ზოგიერთ
სფეროს, თუმცა აუცილებელია თავისუფალი ქმედების ასპარეზი დარჩეს ადამიანს. თუ
ხელისუფლებას მოსახლეობისგან აქვს ლეგიტიმაცია და პატივისცემა მაშინ მას არ
შეეშინდება ქვეშევრდომებს მისცეს თავისუფლება. სამოქალაქო საზოგადოება მომგებიანიცაა
და ის თავის თავზე იღებს ადამიანების ინდივიდუალურ უფლებებს და ინტერესების
დაკმაყოფილება. ჰეგელი მისი მხარმდამჭერი იყო.
5. რელიგია