You are on page 1of 2

ინტერნეტმედია

            ანა ოჩხიკიძე


              30/11/22

               Ehi, Figaro

ფიგარო არის ბომარშეს,  ფრანგი დრამატურგის ნაწარმოების, "სევილიელი


დალაქის" გამოგონილი პერსონაჟი, ასევე რამდენიმე ოპერის გმირი . 
სევილია ესპანეთის მზიანი ქალაქია. სწორედ იქ ცხოვრობდა ფიგარო,
პროფესიით დალაქი.
"სევილიელი დალაქის" სიუჟეტი მოგვითხრობს გრაფი ალმავივასა და მშვენიერი
როზინას სიყვარულის თავგადასავალს. მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა ,
ფიგაროს დახმარებით, ახალგაზრდების  სიყვარული  ქორწილით სრულდება...
სევილიელი დალაქი ასევე არის კომედიური ოპერა ორ მოქმედებაში , ჯოააჩინო
როსინის მუსიკით და ჩეზერე სტერბინის იტალიური ლიბრეტო, დაფუძნებული
ოგიუსტინ დე ბომარშეს ამავე სახელწოდების კომედიაზე(1775წ.). 
პრემიერა, სახელწოდებით "Almaviva", ანუ უსარგებლო სიფრთხილე, შედგა
1816  წლის 20 თებერვალს რომში, არგენტინის თეატრში.
როზინის "სევილიელი დალაქი" არის კომედიის ერთ-ერთი უდიდესი შედევრი
მუსიკაში, რომელიც მიჩნეულია, როგორც ყველა ოპერის ბუფა. (იტალიური
ოპერის კომიკური ჟანრი). მისი პოპულარობა თანამედროვე საოპერო სცენაზე
მოწმობს მის სიდიადეს. 
ფიგარო დასავლურ კულტურაში ყველაზე ცნობილი დალაქია, მის სახელს
ზოგჯერ დალაქის სინონიმადაც იყენებენ. 
ბომარშეს მიერ შექმნილ ცნობილი პერსონაჟის სახელი ეწოდა გაზეთ Le figaro-ს,
რომელიც არის ფრანგული გაზეთი, ყველაზე ხანგრძლივი ეროვნული ტირაჟი ,
რომელიც ჯერ კიდევ გამოდის.                                                                                     
იგი დაარსდა 1826 წლის 15 იანვარს. გაზეთის პოლიტიკური იდეოლოგია იყო-
კონსერვატიზმი. მფლობელი გახლდათ ფრანსუა კოტი, რობერტ ჰერსანტი და
ჯგუფი "დასო", გამომცემელი ალექსის ბრეზეტი, მთავარი რედაქტორი კი , მარკ
ფეილი. 
Le figaro არის ყოველდღიური გაზეთი. დევიზია, ფიგაროს მონოლოგიდან, პიესის
ბოლო მოქმედებაში, წინადადება "Sans la liberte de blamer, il n'est point d'eloge
flattur" ("კრიტიკის თავისუფლების გარეშე, არანაირი კომპლიმენტი არ არის
მაამებელი"). მისი შტაბ-ბინა პარიზშია.
ვფიქრობ, ლიბრეტო (ოპერის ტექსტი) უშუალოდ კავშირშია გაზეთ ლე ფიგაროს
სახელწოდებასთან... 
ეს არის ოპერის ტექსტის ნაწყვეტი:
ფიგარო ლა ფიგარო აქ, ფიგარო იქ
"Figaro la Figaro qua, Figaro la
ფიგარო ზევით, ფიგარო ზევით, ფიგარო ქვევით
Figaro su, Figaro su, Figaro giu
მზადაა, ძალიან მზადაა, ფუმინივით ვარ
Pronto, prontissimo, son come il fumine
მე ვარ ქალაქის ფაქტი
Sono il factotum della citta
ქალაქის, ქალაქის, ქალაქის, ქალაქის
Della citta, della citta, della citta, della citta
კარგი ფიგარო, კარგი, ძალიან კარგი
Ah bravo Figaro, bravo, bravissimo"...
"მე ვარ ქალაქის ფაქტი" ამბობს სევილიელი დალაქი თავის თავზე. მგონია, რომ
სწორედ შეერქვა გაზეთს სახელწოდება, რადგან სევილიელი დალაქი, სახელად
ფიგარო იყო ის პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ქალაქის ყველა ფაქტზე
ინფორმაცია, ის იყო ყველგან, იქ თუ აქ, ზევით თუ ქვევით, ყველგან, სადაც კი
შეიძლებოდა. გაზეთი კი, სწორედ ისაა, რაც გვაწვდის ინფორმაციას და გვაცნობს
ფაქტებს. დალაქი არის ადამიანი, ვისთანაც მომხმარებლები თავის პრობლემებს ,
ქალაქის ჭორებს და კიდევ ბევრ საინტერესო ამბებს ჰყვებიან, შესაბამისად
"პარიკმახერი" ინფორმირებულია..."le figaro" ითარგმნება, როგორც "მე გიამბობ". 
ბოლოს, გიამბობთ თუ, რას წერს"ლე ფიგარო" საქართველოზე. გაზეთმა 10-
გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს ტურისტული მიმართულებების
შესახებ. გაზეთში ქართული  სამზარეულო, თბილისი და მეღვინეობაა აღწერილი.
"ლე ფიგაროს ჟურნალისტი ასევე, წერს, პატრიარქალური და ტრადიციებით
გაჟღენთილი ქვეყნის განახლებაზე, ქალების მეშვეობით. თამარ მეფეზეც წერს .
მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ყველა ქალბატონის სხეულში ჩქეფს თამარ მეფის
სისხლი, რომელმაც სამეფო "ოქროს ხანად" წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა .

You might also like