You are on page 1of 2

დისკურს-ანალიზი

პირველად გამოიყენა ზ.ხერრისმა 1952 წ.. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა
და პოპულარული გახდა ინტერდისციპლინარულ კვლევებში - ლინგვისტიკის,
კომუნიკაციის თეორიის, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის და სხვა მეცნიერებების
გზაჯვარედინზე. ყველაზე მასშტაბური და მრავალხერხიანი მეთოდია, რომელიც
გვაძლევს საშუალებას კომუნიკაციის პროცესის ნიუანსებიც შევისწავლოთ.

განვიტარდა სხვა და სხვა მიმართულებაში: ანთროპოლოგია - ჰიმესი, ბაუმანი;


ლინგვისტიკა - ვან დეიკი, ლაბოვი, გამპერსი, სტეპანოვი, კარასიკი; პრაგმატიკა -
სერლი, ვუნდერლიხი; სემიოტიკა - ბარტი, ეკო, კრესი; კოგნიტური პსiქოლოგია -
ვოდაკი, მეიერი.

დისკურს-ანალიზი წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების ხერხებს, რომლებიც


ორიენტირებული ლინგვისტური პრობლემის კვლევაზე. ყოველთვის გულისხმობს
ენობრივი სტრუქტურის, მეტყველებისა და სოციალური იერარქიული სტრუქტურების
მიმართ ყურადღებას. გავრცელებულია აზრი, რომ ცხოვრებისეული ნიუანსებზე
ორიენტირებული მეტყველებას წარმოადგენს (იხ. არუტიუნოვას განმარტება - ენა -
ნიშანთა სისტემაა, მეტყველება - ამ სისტემის გამოყენების პროცესი, დისკურსი კი -
მეტყველებაა ყველანაირი ცხოვრებისეული ნიუანსების გათვალისწინებით)).

დისკურსის შესწავლაში დიდი როლი ითამაშა მ.ფუკო, რომელიც იკვლევდა დისკურსის


რეპრეზენტაციულ თვისებებს როგორც ხელისუფლების ინსტრუმენტს (მაგალითად:
დუმილი როგორც მეხსიერების/დავიწყების მექანიზმი). მის ნაშრომში - „Language and
Control” - დაფუძნებული კრიტიკული დისკურს-ანალიზის საფუძვლები. კრიტიკული
დისკურს-ანალიზის (КДА) წარმომადგენლებია: ნ ფერკლაფი - სისტემურ-
ფუნქციონალური ლინგვისტიკის წარმომადგენელი, რ.ვოდაკი - ინტერაქციონალური
კვლევები, ვან დეიკი - ტექსტის ლინგვისტიკა და კოგნიტური ლინგვისტიკა, პ.ჩილტონი
- ლინგვისტიკა, სემიოტიკა,

ფერკლაფი თვლის, რომ დისკურსი წარმოადგენს გარდამავალ ეტაპს ტექსტისა და


სოციალური კონტექსტის შორის. კრიტიკული დისკურს-ანალიზის წარმომადგენლების
აზრით ძალიან მნიშვნელოვანია - დისკურსის შეფასების კრიტერიუმები, უნარ-ჩვევები.
კომუნიკალოგია. დისკურს-ანალიზის ერთერთი ამოცანაა - ზემოქმედების
სტრატეგიების აღმოჩენა.

დისკურს-ანალიზის მასალა:
ბუნებრივი სამეტყველო ერთეულები, დიალოგები, მონოლოგები, პოლილოგები;
ელექტრონული პოსტით ურთიერთობა, მასობრივი კომუნიკაციის ტექსტები,
მხატვრული ლიტერატურა და სხვ. მასალის მოცულობის დაზუსტება - კვლევის
მიზნებით არის განპირობებული - ერთი ტექსტიდან შეიძლება ტექსტების დიდი
კორპუსამდე მიგვიყვანოს კვლევამ.

ანალიზის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - მეტყველების ზუსტი დაფიქსირება - ანუ


ტრანსკრიპცია (სტანდარტული ორთოგრაფია, ლიტერა-ტრანსკრიპცია, საერთაშორისო
ფონეტიკური ტრანსკრიპცია). საყურადღბოა, რომ ექსპლიციტური ერთეულების გარდა
დისკურსის ტრანსკრიბირების დროს საჭიროა ისეთი ნიუანსების დაზუსტება, როგორც:
ინტონაცია, სიცილი, მეტყველების დაჩქარება ან შენელება და სვა. დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ეგრეთ წოდებულ „ნულოვან“ ერთულებს. ამისთვის იყენებენ დიქტოფონებს და
სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს.

დისკურს-ანალიზის დროს აპირისპირებენ მაკრო- და მიკროსტრუქტურას. ანალიზის


ერთეულებია - სამეტყველო სიტუაცია, სამეტყველო ქმედება, კომუნიკაციური აქტი
(ინტერაქციული).

კარასიკი თვლის, რომ დისკურს-ანალიზის დროს ვაქცევთ ყურადღებას: კომუნიკაციის


მონაწილეებს, მათი სოციალურ-იერარქიულ როლებს, ურთიერთობის პირობებს,
სამეტყველო აქტის მიზნებს და ინტენციებს, კომუნიკაციის არხს, დისკურსის კოჰეზია
(ფორმალურ-გრამატიკული ასპექტები) და კოჰერენტულობა (უფრო ფართო
სემანტიკურ-გრამატიკული ასპექტები და ბმულობა). ძალიან დიდი მნიშვნელობა
ენიჭება პრაგმატული კონტექსტის შესწავლას.

დისკურს-ანალიზის დროს ყურადღების ცენტრშია აგრეთვე ინფორმაციის გამოხატვის


ექსპლიციტური და იმპლიციტური ხერხები, ემოციურ მხარეს ენობრივი საშუალებები.

ფართოდ გამოიყენება კომუნიკაციის ყველა ტიპის შესასწავლად (პოლიტიკური


დისკურსი, დიდაქტიკური, რელიგიური, კინოტექსტი და სხვ.)

You might also like