You are on page 1of 4

1.

ქრისტიანული ეკლესიის ისტროიის იმ პერიოდს, როცა მორწმუნეები კატაკომბებში


საიდუმლოდ იკრიბებოდნენ კატაკომბური ეწოდება.
2. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი – მილანის ედიქტი. ამ
ედიქტით ის რომის იმპერიაში ოფიციალურად ნებადართულ რელიგიად იქცა.
3. ნაშრომ „კონსტანტინეს ცხოვრების აღწერა“ ავტორია ევსები კესარიელი(260-339).
4. 312 წელს მაქსტენციუსზე გამარჯვებას ევსები კესარიელი მიაწერს სასწაულს – როდესაც
კონსტანტინე I-მა ბრძოლის წინა დღეს ცაზე დაინახა ჯვარი წარწერით- „ამით სძლიე“.
5. ფრანკთა მოქცევა ქრისტიანობაზე მეფე ხლოდვიგის(466-511) მეფობის პერიოდს
მიეწერება. ფრანკთა მეფე მეუღლემ მოაქცია და გადმოცემის თანახმად მის მოსანათლავად
ფრანკთა მოციქულ რემიგიუსს მტრედის სახით ანგელოზი გამოეცხადა და „წმინდა
ჭურჭლით“ ხლოდვიგის ნათლობისთვის მირონი მოუტანა. ეს ჭურჭელი საფრანგეთის
რევოლუციის დროს გატყდა.
6. საფრანგეთის მეფეთა ჰერალდიკური ნიშანი იყო შროშანი.
7. ფრანკთა მეფის ხლოდვიგის ნათლობა შედგა 496 წლის 25 დეკემბერს რეიმსის ტაძარში.
8. რეიმსის ტაძარი გახდა ის ადგილი სადაც საფრანგეთის მეფეები და იმპერატორები
გვირგვინს იდგამდნენ.
9. გადმოცემის თანახმად მირიან მეფეს მცხეთის ახლოს თხოთის მთაზე მოევლინა
სასაწაული (ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა).
10. ქრისტიანობის გამოცხადების ტრადიციულ ისტორიულ თარიღად „სომხეთის
სახელმწიფო და ერთადერთ რელიგიად“ 301 წელი ითვლება.(repetitori.wordpress.com)
11. სომხეთის პირველი კათალიკოსი და მომქცევი იყო გრიგოლ განმანათლებელი,
რომელმაც სასტიკი მეფე თრადატ III ქრისტიანობაზე მოაქცია.
12. საქართველოში ქრისტიანობის პირველ გამავრცელებლებად ანდრია პირველწოდებული
და სვიმონ კანანელი ითვლება.
13. ქართლის გაქრისტიანების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ თარიღად დღეს
ხშირად 326 წელი მიიჩნევა.
14. V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგალის მიერ გატარებული საეკლესიო
რეფორმის შედეგად, ქართულმა ეკლესიამ ბიზანტიური ეკლესიისაგან დამოუკიდებლობა,
ანუ ავტოკეფალია მოიპოვა.
15. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება სწორედ კონსტანტინე დიდმა
მოიწვია.
16. 381 წელს კონსტანტინოპოლში გაიმართა მეორე მსფლიო საეკლესიო კრება.
17. პირველი ორი საეკლესიო კრებებმა სამუდამოდ დაადგინეს, რომ მამა ღმერთი, ძე
ღმერთი და სულიწმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი საწყისებია და არსებობენ
ერთობაში.
18. პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, ხოლო
მეორეს – ქართლის ეპისკოპოსი პანტოფილე.
19. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში 431 წელს. კრებაზე
განიხილავდნენ კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნესტორის ცრუსწავლებას. კრებამ
დაგმო ნესტორიანელობა.
20. 451 წელს კონსტანტინოპოლის მახლობლად ქალაქ ქალკედონში მოწვეული მეოთხე
საეკლესიო კრება განიხილავდა დიოფიზიტობის და მონოფიზიტობის საკითხებს.
21. 553 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით ჩატარდა
მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება.
22. 680-681 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა მეექვსე საეკლესიო კრება.
23. მშვიდე და უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 787 წელს ნიკეაში,
როდესაც დაიგმო ხატმებრძოლეობა.
24. 1054 წელს ოფიციალურად გაიყო ქრისტიანული ეკლესია კათოლიკურ და
მართმადიდებლურ ეკლესიებად.
25. სასანიანურმა ირანმა 428 წელს სომხეთში მეფობა გააუქმა.
26. V საუკუნის 60-იან წლებში ირანის შაჰმა პეროზმა ვახტანგ გორგასალი 7 წლით გაიწვია
შუა აზიაში ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად.(repetitori.wordpress.com)
27. ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი 466 წელს გაემგზავრა ირანის შაჰთან.
28. ვახტანგს მისი ისტორიკოსი მოიხსენიებს როგორც – „მეფობდა ვითარცა ლომი შორის
ცხვართა“.
29. 482 წელს ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა მოღალატე ვარსქენ პიტიახში.
30. ნახარარი არის სომხური ჩინი და დიდებულს ნიშნავს.
31. ვახტანგ გორგასალი სამგორის ველზე დიდაზნაურთა ღალატის მიზეზით დამარცხდა
და დაჭრილი მეფე უჯარმაში გარდაიცვალა. ის დაკრძალულია სვეტიცხოველში.
32. გამოთქმა: „იმპერატორს არასოდეს სძინავს“ – ეკუთვნის ბიტანტიის იმპერატორ
იუსტინიანე I-ს(527-565).
33. წარმართებისადმი გამოცხადებული ომის გამო იუსტინიანე I-მა 529 წელს დახურა
ათენის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ძლიერ დაკნინებული იყო.
34. ველისარიუსი იო დიდი სარდალი, რომელიც იუსტინიანე I-ის დროს მოღვაწეობდა.
35. ირანის შაჰ ხოსრო I ანუშირვანის(ანუშირვანი სპარსულად „უკვდავ სულს“ ნიშნავს)
დროს სპარსეთში გავრცელდა ჭადრაკი და შეიქმნა პირველი ტრაქტატი ჭადრაკის შესახებ.
გადმოცემით, მის დროს სპარსეთში გამოიგონეს ნარდის თამაში.
36. 542-562 წლებში ეგრისში ბიზანტია-სპარსეთის დაპირისპირებას „დიდი ომიანობა
ეგრისში“ ეწოდება.
37. ეგრისის მეფე გუბაზის მოკვლის შემდეგ ეგრისში მოწვეულ სახალხო კრებაზე
ერთმანეთს ორი ორატორი აიეტი და ფარტაძი დაუპირისპირდა. აიეტი ირანელების
მხარეზე იყო, ხოლო ფარტაძი ბიზანტიისკენ დადგომას ემხრობოდა. ფარტაძმა გაიმარჯვა.
38. 562 წელს ქ. დარაში ბიზანტიამ დადო ზავი სპარსეთთან, რომლითაც ეგრისი 50 წლით
დაეთმო კონსტანტინოპოლს.
39. სამი წოდების თეორიის თანახმად, ღმერთის მიერ თითოეულ ადამიანს განსაზღვრული
აქვს ადგილი მლოცველთა, მეომართა და მშრომელთა სამი დიდი ჯგუფიდან ერთ-ერთში.
40. 445 წელს რომის იმპერატორმა რომის პაპს ევროპელი ეპისკოპოსები დაუქვემდებარა.
41. 751 წელს ფრანკთა სამეფოში მეროვინგთა დინასტია ჩაანაცვლა კაროლინგთა
დინასტიამ, მეფე პიპინ მოკლეს ხელშეწყობით.
42. პიპინ მოკლე(751-768) ატარებდა ტიტულს: „ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე“.
43. პიპინ მოკლემ რომის პაპისგან მეფედ კურთხევის სანაცვლოდ ხელი შეუწო პაპების
„საეკლესიო სამეფოს“ ჩამოალიბებას, რომელიც 1870 წელს ერთიანი იტალიური სამეფოს
შექმნის შემდეგ გაუქმდა.
44. 1929 წელს ლატერანის კონკორდატით ბენიტო მუსოლინიმ აღადგინა პაპის სახელმწიფო
ვატიკანის სახით.
45. ინვესტიტურისთვის ბრძოლას უწოდებენ X-XIII საუკუნეში საერო და სასულიერო
ხელისუფლების დაპირისპირებას.
46. 1059 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე სამღვდელოებას აეკრძალა სასულიერო
თანამდებობების მიღება საერო პირთა ხელიდან.
47. 1059 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა „პაპის დეკრეტი“, ანუ ამ
განსაზღვრებით პაპი კარდინალების მიერ ირჩეოდა.
48. რომის პაპ გრიგოლ VII-ის(1073-1085) მიერ გატარებული რეფორმით ჩამოყალიბდა ე.წ.
„პაპის დიქტატი“, რომლითაც საერო ხელისუფლებას ეკლესიის ძალაუფლებას
უქვემდებარებდა.
49. 1122 წელს რომის პაპისა და იმპერატორ ჰაინრიხ V-ის(1106-1126) შეთანხმებით
დასრულდა საერო და სასულიერო ხელისუფლების დაპირისპირება გერმანიაში.
შეთანხმებას ვორმსის კონკორდატი ეწოდება.
50. „ავინიონის ტყვეობა“ ეწოდება საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზის(1285-1314) მიერ
პაპის რეზიდენციის რომიდან საფრანგეთში გადატანას.
51. 1316 წელს რომში აირჩიეს მეორე პაპი, რომელსაც იტალია,გერმანია, ინგლისი უჭერდა
მხარს.
52. 1414-1418 წლებში კონსტანცაში მიმდინარე საეკლესიო კრებამ ბოლო მოუღო
კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ განხეთქილებას. რომი კვლავ კათოლიკური ეკლესიის
ერთადერთი ცენტრი გახდა.
53. გილდია ვაჭართა პროფესიული გაერთიანება იყო.
54. ხარი მთვარის ღვთაების, არმაზის წმინდა ცხოველი იყო.
55. წიგნი „ჰო და არა“ ეკუთვნის პიერ აბელარს(1079-1142).
56. ევროპის პირველი უნივერსიტეტი დაარსდა იტალიის ქალაქ ბოლონიაში 1088 წელს.
სწორედ მისი დაარსების აქტშია მოხსენიებული სიტვა „უნივერსიტეტი“.
57. 1231 წელს პარიზულმა გილდიებმა პაპის ბულით მიიღეს უფლება სწავლებისა
პროფესიული სასწავლებლების სახით.
58. 1445 წელს გერმანელმა გამომგონებელმა იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა პირველი
წიგნი(ბიბლია).
59. 1215 წელს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწლოს დიდებულებმა აიძულეს მოეწერა
„თავისუფლების დიდი ქარტიისათვის“.
60. 1295 წელს ინგლისში მოწვეული პარლამენტი იყო პირველი, რომლის წევრები
უფელბამოსილნი იყვნენ მათ მიერ ვისაც წარმოადგენდნენ.
61. 1302 წელს ფილიპე IV-მ მოიწვია ფრანგი ხალხის წარმომადგენელთა ჯრება, რომელსაც
გენერელური შტატები ეწოდა. ის მეფის ბრძანებით კრიტიკულ სიტუაციებში იკრიბებოდა.
62. ასწლიანი ომი მიმდინარეობდა 1337-1453 წლებში.
63. 1358 წელს საფრანგეთში მიმდინარეობდა „ჟაკერიის“ სახელით ცნობილი ამბოხი.
64. გენერელური შტატები უკანასკნელად 1614 წელს მარია მედიჩიმ თავისი ვაჟის, ლუი XIII-
ის სახელით მოიწვია.
65. ესპანეთში, ლეონის სამეფოში კორტესებს 1188 წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს
წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო იო პირველი ევროპაში.(repetitori.wordpress.com)
66. 1230 წელს შეიქმნა კასტილიისა და ლეონის სამეფოს ერთიანი კორტესები.
67. გერმანულ სახელმწიფოებში შუა საუკუნეებში არსებობდა წოდებრივ-
წარმომადგენლობითი ორგანოები – ლანდთაგები.
68. საქართველოში თამარ მეფის მეფობის დროს იყო მცდელობა არადიდგვაროვანი
მოქალაქეების მცდელობისა, ყუთლუ არსლანის მეთაურობით, შექმნილიყო სამეფო
დარბაზის მსგავსი ორგანო „კარავი“.
69. ჰერაკლე კეისარი საიმპერატორო ტახტზე 610-641 წლებში იჯდა.
70. 604 წელს სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ხანგრძლივი სისხლისმღვერლი ომი დაიწყო.
ამ ომის ქრონიკა:
607 წლისთვის სპარსელებს მთელი მესოპოტამია დაპყრობილი ჰქონდა.
612 წელს სპარსელებმა აიღეს ანტიოქია.
615 წელს სპარსელებმა აიღეს დამასკო.
615 წელს სპარსელებმა აიღეს იერუსალიმი და საკუთარ სატახტო ქალაქში გადაიტანეს
ქრისტიანული რელიკვიები.
617 წელს სპარსელთა ხელში გადავიდა ეგვიპტე.
627 წელს ჰერაკლე კეისარმა ნინევიასთან დაამარცხა სპარსელები
628 წელს ქტესიფონთან ჰერაკლე კეისარმა გაიმარჯვა სპარსელებზე და ქრისტიანული
რელიკვიები იერუსალიმში დააბრუნა.
71. 730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა აკრძალა ხატების
თაყვანისცემა.
72. 843 წლის 11 მარტი გამოცხადდა ხატმებრძოლეობის მსხვერპლთა მოხსენიების დღედ.
73. 1442 წლიდან, გერმანიაში კარლ IV-ის მეფობისას გერმანიას გერმანელი ერის რომის
საღვთო იმპერია ეწოდა.
74. იოანე შავთელი იო XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი პოეტი და სასულიერო
პირი. მას ეკუთვნის ნაწარმოები „აბდულმესიანი“, რომელიც თამარისადმია მიძღვნილი.
75. საქართველოს მეფე გიორგი II-ის სამეფო ტიტული იყო: „ყოვლისა აღმოსავლისა და
დასავლისა კესაროსი“.
76. გაერთიანებული რუსეთის პირველმა მეფემ ივანე IV მრისხანემ, რუსეთი „მესამე რომად“
გამოაცხადა და რომის კეისრის, იგივე ცეზარის, რუსული გამოთქმით ცარის ტიტული
მიიღო.

 
კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს
მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი
ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.

თქვენი online რეპეტიტორი

You might also like