You are on page 1of 1

1.

სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის პირობებში, რამდენად გამართლე


ბულია არსენა ჯორჯიაშვილის ქმედება-პირდაპირი ძალადობა?

1. პირადად ჩემი გადმოსახედიდან არსენა ჯორჯიაშვილმა მიიღო სწორი


გადაწყვეტილება, რადგან ეს ის დრო არ იყო როცა სამართალს მარტივად იპოვიდი .
ერთადერთი არჩევანი რომელსაც მას ჰქონდა გენერალ გრიაზნოვის სიკვდილი იყო.
არსენა რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული, და როგორც ამის წევრს მას
ჰქონდა ერთგვარი ვალდებულება საკუთარ თავთან. არსენა ჯორჯიაშვილმა გადაწყვიტა
საკუთარი სურვილი (სამართლიანობის დამკვიდრების სურვილი ქვეყანაში ) თავადვე
აესრულებინა. და მართლაც საბოლოოდ მიაღწია საწადელს თუმცა ამისათვის მან
საკუთარი სიცოცხლე გასწირა.

2. გსმენიათ ალბათ პაციფისტური მოძრაობის შესახებ („pacific“ ლათინურად ნიშნავს


მშვიდობისმყოფელობას, მისი მიმდევრები გმობენ ომს და ყოველგვარ ძალადობას),
როგორი დასასრული ექნებოდა ფილმში მოთხრობილ ამბავს, თუ მისი მიზანი
იქნებოდა პაციფისტური იდეების პროპაგანდა?

2. თუ რეჟისორი ფილმის პაციფისტური იდეებით შემკობას მოისურვებდა, ფილმის


სცენარი სავარაუდოდ რადიკალურად შეიცვლებოდა. ჩემი აზრით ამ ამბის მრავალგვარი
განვითარების ვარიანტი არსებობს. მაგალითად შეიძლება ჯორჯიაშვილის
გადაწყვეტილებას სხვაგვარი შედეგი გამოეწვია. რადგან არსენას ცოლს არ უნდოდა რომ ასე
მომხდარიყო (გ.გრიაზნოვისთვის ყუმბარა გადაეგდო არსენას) შეიძლება მის
წინააღმდეგობას მართლაც გამოეღო შედეგი. მაგალითად ცოლის თხოვნის გამო არსენა
ჯორჯიაშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე. ამის მაგივრად ჩუმად შეეკრიბა ხალხი და მოეწყო
ერთგვარი აქცია. ამ შემთხვევაში მთავარი პერსონაჟი შეიძლება ჩავთვალოთ პაციფისტად,
რადგან მან უარი თქვა ასეთ შეტევაზე. ხოლო აქციის ჩახშობა მოხდებოდა ძალადობით
მაგრამ მტრის მიერ ამიტომ მაყურებელი მიიჩნევდა რომ ძალადობა და ყოველგვარი ომი
არასწორია.

You might also like