You are on page 1of 3

ნიმუში

მსჯელობა კაზუსის ირგვლივ

შინაარსი

თემური, მისი ძმა გიორგი და მათი მეზობელი დავითი იმყოფებდნენ სანადიროდ,


თემურმა სროლის დროს რამდენიმეჯერ ააცილა ნადირს, რის გამოც დავითმა მას
დასცინა და უვარგისი მონადირე უწოდა. დაცინვის გამო მეზობლებს ერთმანეთში
შელაპარაკება მოუვიდათ რა დროსაც დავითმა თემური სიტყვიერად შეურაცხყო.
განაწყენებულმა თემურმა განიზრახა შური ეძია მეზობელზე. მან გადატენა იარაღი
და დავითის მიმართულებით ისროლა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მეზობელს
ტყვია თავში მოხვდებოდა, მაგრამ სროლის დროს ფეხი მოუცურდა და გასროლილი
ტყვია შემთხვევით თავის ძმას, გიორგის გაარტყა, რომელიც თემურისა და დავითის
გასაშველებლად მორბოდა. გასროლის მომენტში თემურს გიორგი არც კი დაუნახავს.
მძიმედ დაჭრილი გიორგი ადგილზე გარდაიცვალა.

კითხვა

დაეკისრება თუ არა თემურს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა


დამთავრებული განზრახი მკვლელობისათვის, რაც გათვალისწინებულია
სისხლისსამართლებრივი კოდექსის 108 მუხლით?

ამოხსნა

ჰიპოთეზა: შესაძლებელია თემურს გიორგის სიკვდილის გამო, რაც გამოიწვია მისმა


გასროლამ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს განზრახ
მკვლელობისათვის
ქმედების შემადგენლობა

1. ობიექტური შემადგენლობა:

ა. თემური მოქმედებდა აქტიურად

ბ. შედეგი: გიორგის დაღუპვით დადგა, შედეგი, კერძოდ, განზრახი მკვლელობა

გ. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის

2. სუბიექტური შემადგენლობა

სავარაუდოდ თემურს გიორგის მოკვლის განზრახვა ჰქონდა. განზრახვა გულისხმობს


ქმედების სუბიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნასა და ნებელობას.
დადგენილია, რომ თემურს გიორგის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგან მის
მიერ მეზობლისთვის ნასროლი ტყვია შემთხვევით მოხვდა გიორგის. მას შეცდომა არ
მოსვლია ქმედების ერთგვაროვან ობიექტში არამედ მან უნებლიედ ტყვია ააცილა
მიზანს. ესე იგი, თეორიულად ადგილი აქვს შემთხვევას, თემური სროლის დროს
დარწმუნებული იყო, რომ ტყვია დავითს და არა გიორგის მოხვდებოდა. ამრიგად
გიორგის მოკვლის მიმართ მას ევენტუალური განზრახვაც კი არ ჰქონია.
განზრახვასთან მაშინ გვექნებოდა საქმე თუკი თემურს ექნებოდა რომელიმე
ადამიანის მოკვლის ნებელობა, მსხვერპლის ინდივიდუალიზაციის გარეშე. ამიტომ
თემურს არ გააჩნია კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების
ცოდნა და ნებელობა. მაშასადამე, თემური არ მოქმედებდა განზრახ.

დასკვნა

თემურს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გასროლის


შედეგად გიორგის დამთავრებული განზრახ მკვლელობისათვის, რაც
გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი კოდექსის 108 მუხლით.
სტუდენტებმა იმსჯელეთ, რისთვის და რა დანაშაულისათვის უნდა ვაგებინოთ
პასუხი თემურს და წარმოადგინეთ თქვენი აზრი სემინარულ მეცადინეობაზე.

You might also like