You are on page 1of 7

რენე დეკარტი - “მსჯელობა მეთოდის შესახებ”; “მეტაფიზიკური მედიტაციები”

(მეოთხე ნაწილი) დეკარტი: მხოლოდ ჭეშმარიტების გასაგებად, უნდა უკუმეგდო არამარტო


ყოველივე აბსოლუტურად მცდარი, არამედ უნდა უარმეყო ისიც, რაშიც თუნდაც მცირედ დავეჭვდებოდი,
რათა გამერკვია - რა დამრჩა რწმენაში სავსებით უდავო.
როცა დადგა და უარყოფდა ყველაფერს, მიხვდა: აუცილებელი ხდებოდა, რომ თავად მე - ვინც ასე
ვფიქრობდი, უნდა წარმოვადგენდე რაღაცას; დავინახე ეს ჭეშმარიტება: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარ.
კიდევ რამდენიმე დასაბუთება ამის: 1. შემეძლო წარმომდეგინა, რომ სხეული არ გამაჩნია, რომ არ
არსებობს არავითარი სამყარო და ადგილი, სადაც ჩემი ყოფნა შესაძლებელია, მაგრამ ყოველივე ამის
შემდეგაც ვერაფრით წარმომედგინა, რომ მე არ ვარ, პირიქით, ის, რომ მეეჭვებოდა სხვა საგნების
ჭეშმარიტება, ძალზე ნათლად და უტყუარად მოწმობდა ჩემს არსებობას. 2. ვაზროვნებ, მაშასადამე ვარ-ის
ჭეშმარიტებაში მარწმუნებდა მხოლოდ ის, რომ ძალზე ნათლად ვხედავდი: რომ იაზროვნო, უნდა იყო.
(მედიტაცია პირველი) რითი (და რატომ იმითი, რითიც) დაიწყო დეკარტემ საკუთარი
შეხედულებების უარყოფა? - დაიწყო იმ პრინციპების უარყოფით, რომელსაც ეფუძნებოდა მისი ყველა
ადრინდელი წარმოდგენა. იმიტომ, რომ თითოეული მისი შეხედულების უარყოფა დიდი გარჯა იქნებოდა.
„საკმარისია საფუძვლის შერყევა, რომ მასზე აღმართულ ნაგებობასაც ძირი გამოეთხაროს და თავისთავად
ჩამოინგრეს“. ეს საფუძველი ის პრინციპების, რომელიც პასუხის დასაწყისში ვახსენე. პრინციპები: 1.
გრძნობები - ამაზე მოყავს სიზმრის და რეალობის მაგალითი. განა სიზმარშიც რომ იყოს და იწვეს, არ
შეიძლება ისევე რეალურად მიიჩნიოს მისი ბუხართან ჯდომის მდგომარეობა, როცა ახლა (როცა მართლა?!
ბუხართან ზის). არ არსებობს ისეთი უდავო ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ღვიძილი
განვასხვავოთ ძილისგან. (ტყუის :3 there is one – Cobb’s top)
მარტივი და უზოგადესი vs რთული საგნები. მხატვარი, რომელიც სირინოზს ხატავს, ან ვერ ქმნის
რაიმე ახალს და მისი ნამუშევარი ნაზავია სხვადასხვა ცხოველთა ნაწილებისა ან ქმნის აბსოლუტურად
არარსებულს, მაგრამ ის ფერები, რომლითაც ამას ქმნის, ხომ ჭეშმარიტია. ამის წარმოდგენა: მცდარი თუ
ჭეშმარიტი ხომ მაინც არსებობს. აქედან ამბობს, რომ ფიზიკა, ასტრონომის და ისეთი საგნების, რომლებიც
რთული საგნების კვლევას ემსახურება საეჭვოა. მაგრამ მათემატიკა და გეომეტრია, რომლებიც უმარტივეს
და უზოგადეს საგნებს განიხილავენ ნამდვილად შეიცავენ უეჭველს, რომ 2+3=5. ამაზე შეუძლებელია
ეჭვი აღგეძრას (bitch please). დეკარტემ ალბათ იფიქრა, ახლა როგორ შეეტანა ამაში ეჭვი, ჰოდა ასეთი
რამე მოიფიქრა: იქნებ ღმერთმა ისე მოაწყო ყოველივე, რომ რომ ყველაფერი, რაც მე ჭეშმარიტი მგონია,
სინამდვილეში მეჩვენება და მგონია ზუსტად ისეთი, როგორადაც მე აღვიქვამ მათ. საიდან ვიცი, რომ
ღმერთმა არ მოაწყო ისე, რომ ყოველთვის ვცდები, როცა 2-ს ვუმატებ 3-ს. მაგრამ ვთქვათ გამოჩნდა ვიღაც
douchebag, რომელსაც მისი თეორიის განადგურება უნდა და ეუბნება, რომ მას ღმერთის არსებობის არ
სჯერა. მაგრამ badass დეკარტე ეუბნება: რაც ნაკლებ ძლევამოსილი იქნება შემოქმედი, რომელსაც
მიაწერენ ჩემს შექმნას, მით უფრო დასაშვები იქნება ჩემი არასრულფასოვნებაც, რის გამოც მუდამ უნდა
ვცდებოდე.
აქ ჩნდება ერთი პრობლემა. რამეს რომ უარყოფს, შეიძლება მალევე ისევ მისი გავლენის ქვეშ მოექცეს,
ამიტომ ასეთ სტრატეგიას მიმართავს: დაიჯერებს საწინააღმდეგოს და ასე მოიქცევა მანამ სანამ ორი
ერთმანეთის საწინააღმდეგო ისეთი არ გახდება, რომ ვერცერთი ვეღარ შეძლებს მისი აზრის გადახრას.
ამიტომ ჭეშმარიტების პირველწყაროდ უშვებს არა კეთილი ღმერთს, არამედ ბოროტ გენიას, რომელმაც
თავისი ოსტატობით დეკარტეს მოტყუება შეძლო.
(მედიტაცია მეორე) 2 რამის გამო ვარ: რომ დავრწმუნდი, (დავარწმუნე ჩემი თავი) რომ ამქვეყნად
არაფერი არ არის დ მეორე, ხომ არის ვიღაც ან რაღაც, რომელიც მთელ თავის ოსტატობას იყენებს ჩემს
მოსატყუებლად, უეჭველია, რომ მე ვარ, რადგან იგი მე მატყუებს. აქამდე ერთი უტყუარი ჭეშმარიტება
დაადგინა: მე ვარ/მე ვარსებობ. მაგრამ მეტი უნდა. ამისთვის უნდა უპასუხოს კითხვაზე: ვინ ვარ? (როგორ
ვფიქრობდი ადრე) 1. მე მაქვს სხეული. (რაც ცხედარსაც აქვს). 2. მაქვს რაღაც სული. ----- მაგრამ მე ხომ
მომატყუეს, მე სხეული აღარ მაქვს. ამიტომ ყველაფერი რაც სხეულთან იყო დაკავშირებული, გაქრა. ახლა
სული - არის რამე, რაც სულის ატრიბუტად მივიჩნიე, (კვება, სიარული) და მაშინაც კი, როცა ვიცი, რომ
მატყუებენ, მექნება? არც ესენი მაქვს. აზროვნება არის ის, რაც მე მეკუთვნის. იგი ერთადერთია, რომლის
განცალკევებაც ჩემგან არ შეიძლება. მე ვარ მხოლოდ ისეთი არსებული, რომელიც აზროვნებს.
არ ვარ არაფერი ის, რაც ჩემს წარმოსახვას წარმოუდგენია. არაფერი, რისი გაგებაც შემიძლია
წარმოდგენით, არ მიეკუთვნება იმ ცოდნას, რაც გამაჩნია საკუთარ თავზე.
ახლა გადადის სხვა მსჯელობაზე: შესაძლოა ჩემი წარმოდგენის საგანთაგან არც ერთი არ იყოს
ჭეშმარიტი, წარმოდგენის ეს უნარი რეალურად ხომ მაინც არსებობს. რაკი მეჩვენება, (თუ ეჩვენება), რომ მე
ვხედავ, მესმის, მცხელა, როგორ შეიძლება არ იყოს უტყუარი? ეს არის სწორედ ის, რასაც მე ჩემში
ვუწოდებ გრძნობას და ზუსტად ამ აზრით იგი სხვა არაფერია, თუ არა აზროვნება.
გრძნობაზე შეტევა: ცვილის სანთელი, რომელიც ცეცხლთან ახლოს მივიტანეთ და ის დადნა,
ყველაფერი დაკარგა, რასაც გრძნობის ორგანოებით აღვიქვამდი, როგორც ცვილს (მხედველობა, ყნოსვა),
მაგრამ ის ისევ ცვილია! რა იყო სანთელში გარკვევით ცნობილი? არაფერი, ყოველ შემთხვევაში იქიდან,
რასაც დეკარტე გრძნობის ორგანოებით აღიქვამდა. რომ დავფიქრდეთ რა დაგვრჩება, თუ სანთელს
ჩამოვაშორებთ ყველაფერს, რაც მას არ ეკუთვნის (რისი დაკარგვაც შეუძლია ისე, რომ ისევ სანთელი იყოს.
ჩემი შენიშვნაა) დარჩება რაღაც წელვადი, დრეკადი, ცვალებადი. მაგრამ რას არის ეს არ ვიცით. სანთლის
შესახებ ცოდნა არ მომდინარეობს წარმოდგენის უნარიდან. მხოლოდ განსჯის წყალობით, რომელიც ჩემს
გონებაშია, მე ვიგებ იმას, რასაც მეგონა თვალით ვხედავდი. დასაბუთება: მე გავიხედები ქუჩაში და
ვიტყვი, რომ იქ ადამიანების დადიან, არადა მოძრავ ქუდებს ვხედავ (იქნებ მოძრავი მანქანები არიან
დაფარულნი ქუდებით?).

კანტი - „წმინდა გონების კრიტიკა“ (შესავალი)


ტერმინები: აპრიორი, წმინდა აპრიორული ცოდნა, აპოსტერიორი, აუცილებლობა, მკაცრი
ზოგადობა, სინთეზური მსჯელობა/დებულება, ანალიზური მსჯელობა/დებულება,
(1)როგორ ასაბუთებს კანტი იმას, რომ მთელი ჩვენი შემეცნება გამოცდილებით იწყება? - რომ არა
გრძნობადი შთაბეჭდილებების ნედლი მასალა, მისი გადამუშავების სურვილითაც არ ამოქმედდებოდა
შემეცნების უნარი. რომ არა საგნები, რომლებიც აღძრავენ ჩვენს გრძნობებს, არც გამოცდილება და არც
შემეცნება იარსებებდა. მოკლედ, დროის მიხედვით, არავითარი შემეცნება წინ არ უსწრებს ჩვენში
გამოცდილებას, და ყველაფერი მით იწყება.
კითხვაში არის მნიშვნელობანი სიტყვა „იწყება“, რითიც კანტი მიანიშნებს, რომ მართალია
გამოცდილებაა შემეცნების საწყისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემეცნება მთლიანად
გამოცდილებიდან წარმოდგება. ამიტომ ისმევა კითხვა. არსებობს თუ არა გამოცდილებისგან და თვით
გრძნობათა ყოველი შთაბეჭდილებისგან დამოუკიდებელი შემეცნება? - ასეთ შემეცნებას a priori-ს
უწოდებენ. და განასხვავებენ ემპირიულისგან, რომელსაც თავისი წყარო, a posteriori, სახელდობრ
გამოცდილებაში აქვს. ანუ 2 ტერმინი გვაქვს a priori და a posteriori.
a priori ცოდნა ვუწოდოთ არა ისეთ ცოდნას, რომელიც ამა თუ იმ გამოცდილებისგან
დამოუკიდებელია, არამედ ისეთ ცოდნას, ყოველგვარი გამოცდილებიდან რომ უთუოდ დამოუკიდებელია.
ახლა განსხვავება აპრიორულსა და წმინდა აპრიორულს შორის. წმინდა აპრიორულია ისეთი, რომელსაც
ემპირიული არაფერი ურევია. აპრიორულის მაგალითი: ყოველ ცვლილებას თავისი მიზეზი აქვს. ეს
აპრიორია, მაგრამ არ არის წმინდა, რადგან ცვლილება ისეთი ცნებაა, მხოლოდ გამოცდილებიდან რომ
მიიღება.
(2) განსხვავება აპრიორსა და აპოსტერიორს შორის. 1. გამოცდილება გვასწავლის, რომ რაღაცას
ასეთი და ასეთი თვისება აქვს, მაგრამ არ გვეუბნება, რომ მას სხვაგვარად არ შეუძლია ყოფნა. აპრიორულია
ისეთი დებულება თავის აუცილებლობასთან ერთად რომ გაიაზრება. 2. გამოცდილება არასოდეს ანიჭებს
თავის მსჯელობებს ჭეშმარით ან მცდარ ზოგადობას, არამედ მხოლოდ პირობით და შედარებით
ზოგადობას. აპრიორულია მსჯელობა რომელიც მკაცრი ზოგადობით განისაზღვრება, ე.ი არავითარი
გამონაკლისის შესაძლებლობა არ არსებობს. აუცილებლობა და მკაცრი ზოგადობა აპრიორი შემეცნების
უტყუარი ნიშნებია და ერთმანეთთან განუყრელად არიან დაკავშირებული. (ეს ცალკე დებულებაა)
ემპირიული ზოგადობა მნიშვნელადობის მხოლოდ თვითნებური ამაღლებაა; იმისა, რასაც მნიშვნელობა
აქვს უმრავლეს შემთხვევაში, მანამდე, რასაც მნიშვნელობა აქვს ყველა შემთხვევაში.
აპრიორულის მაგალითია ყველა მათემატიკური დებულება. ან ის დებულება რომ ყველა ცვლილებას
თავისი მიზეზი აქვს.
თუ ყოველი სხეულებრივი ან არასხეულებრივი ობიექტის ემპირიულ ცნებას ყველა იმ თვისებას
ჩამოვაშორებთ, გამოცდილება რომ გასწავლით, თქვენ მაინც ვერ ჩამოაცილებთ იმ თვისებას, რომლის
წყალობითავ თქვენ მას სუბსტანციად ან სუბსტანციაზე დამოკიდებულად გაიაზრებთ.
(3) მეტაფიზიკის კანტისეული განმარტება: წმინდა გონების გარდაუვალი ამოცანებია: ღმერთი,
თავისუფლება და უკვდავება. მეტაფიზიკაა ის მეცნიერება რომლის საბოლოო მიზანი ყველა თავისი
საშუალებით მიმართულია მხოლოდ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე.
(4)
ანალიზური (განმარტებითი) სინთეზური (გაფართოებითი)
პრედიკატი B ეკუთვნის სუბიექტ A-ს, B სრულიად A ცნების გარეშე მდებარეობს,
როგორც ისეთი რამ, რაც ამ A ცნებაში მოცემულია თუმცა მასთან დაკავშირებულია
(დაფარული სახით)
პრედიკატის სუბიექტთან კავშირი გაიაზრება ეს დაკავშირება იგივეობის გარეშე მოისაზრება
იგივეობით
პრედიკატით არაფერი უმატებს სუბიექტის სუბიექტის ცნებას უერთებს ისეთ პრედიკატს,
ცნებას. დანაწევრების საშუალებით მხოლოდ შლის მასში სულ რომ არ იაზრებოდა და არც არავითარი
მას ნაწილცნებებად, რომლებიც მასში უკვე დანაწევრებით მისგან არ გამოიყვანება.
იაზრებოდა (თუმცა ბუნდოვნად)
მაგალითი: ყველა სხეული განფენილია. მაგალითი: ყველა სხეულს აქვს სიმძიმე.
სხეულში ისედაც მოიაზრებოდა მისი განფენილობა.
ყველა გამოცდილებისეული მსჯელობა
სინთეზურია. (დასაბუთება, რატომ არ არის
ანალიზური. ანალიზური მსჯელობისთვის სულაც
არ მჭირდება, ჩემი ცნების ფარგლებს გარეთ გავიდე,
მაშასადამე არ მჭირდება დავიმოწმო გამოცდილება.
(გვ 43 აბზაცი მე-5 თავის დაწყებამდე, ვერ გავიგე)
(5) ყველა მათემატიკური მსჯელობა სინთეზურია. 7+5 როგორც არ უნდა ვანაწევრო ჯამისა და ამ
რიცხვების ცნება, მათში 12 არ შემხვდება. ამისათვის საჭიროა ამ ცნებების ფარგლებიდან გასვლა.
მჭვრეტელობა რომ მოვიშველიე, მაშინ მივედი 12-მდე (ამის განმარტება გვ 44; B16 აბზაცი). ყველა წმინდა
გეომეტრიული მსჯელობა სინთეზურია. მაგალითი: ორ წერტილს შორის სწორი ხაზი უმოკლესია. სწორი
ხაზის ჩემი ცნება არაფერს შეიცავს სიდიდის შესახებ, არამედ მხოლოდ თვისებრიობის შესახებ. უმოკლესი
მანძილის ცნება მთლიანად ემატება.
ბუნებისმეცნიერება (ფიზიკა) შეიცავს აპრიორულ სინთეზურ მსჯელობებს, როგორც პრინციპებს.
დასაბუთება: 2 დებულება - 1. სხეულებრივი სამყაროს მთელ ცვლილებებში მატერიის რაოდენობა
უცვლელი რჩება. 2. მოძრაობის ყოველი გადაცემისას, მოქმედება და უკუქმედება მუდამ ერთმანეთის
ტოლი უნდა იყოს. ეს დებულება ანლიზური კი არა (იმიტომ რომ მატერიის ცნების გარეთ უნდა გავიდე,
რომ ის მოვიაზრო რაც მასში აპრიორია), სინთეზურია და მაინც აპრიორი იაზრება. მეტაფიზიკა უნდა
შეიცავდეს აპრიორულ სინთეზურ ცოდნას. რადგან ჩვენ გვინდა ჩვენი შემეცნება აპრიორი გავაფართოვოთ.
(6) როგორ არის შესაძლებელი აპრიორული სინთეზური მსჯელობები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა,
ან იმის თქმა მაინც დასაბუთებულად, რომ შეუძლებელია ასეთი მსჯელობები მეტაფიზიკის მტკიცედ
დგომას ან დაცემას განსაზღვრავს. რადგან მაღლა დავასაბუთეთ რომ არსებობს მეცნიერებები, რომელშიც
შესაძლებელიას ასეთი მსჯელობა, ლოგიკურია ზემოთ მოცემული კითხვა ასე დავსვათ: როგორ არის
შესაძლებელი წმინდა მათემატიკა? როგორ არის შესაძლებელი წმინდა ბუნებისმეცნიერება? (დანარჩენი
კარგად ვერ გავიგე, მაგრამ მგონი არაა მნიშვნელოვანი)
(7) განსაკუთრებული მეცნიერება - წმინდა გონების კრიტიკა. მეცნიერებას, რომელიც წმინდა
გონებას, მის წყაროებს და საზღვრებს შეისწავლის მხოლოდ შეგვიძლია წმინდა გონების სისტემის
პროპედევტიკა დავარქვათ. ტრანსცენდენტალურს ვუწოდებ ყოველგვარ შემეცნებას, რომელიც იმდენად
საგნებს როდი სწავლობს, არამედ საგანთა შემეცნების სახეს, რამდენადაც ეს შემეცნების სახე შესაძლებელი
უნდა იყოს აპრიორი. ასეთ ცნებათა სისტემას ტრანსცენდენტალური ფილოსოფია დაერქმეოდა.

სხვაგვარად:
პირველ რიგში როგორ განისაზღვრება მსჯელობები ჭეშმარიტია თუ არა. მხოლოდ ორი გზა არსებობს:
ემპირიული (აპოსტერიორი) და აპრიორი. ემპირიული მსჯელობების ჭეშმარიტებას მხოლოდ დაკვირვებით
ვიგებთ. მაგალითად: “წიგნი არის მაგიდაზე”; “ცა არის ლურჯი”; “მე დაღლილი ვარ”. მოკლედ, უმეტესობა,
რაზეც ვმსჯელობთ არის ემპირიული. ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მეცნიერებები მხოლოდ ემპირიულ
მსჯელობებს შეიცავს. მეორეს მხრივ, აპრიორი მსჯელობების ჭეშმარიტებას გამოცდილებით არ
განვსაზღვრავთ. მაგალითად: “ ქმარი არის კაცი”; “7+5=12”; “ყველაფერს, რაც მწვანეა, ფერი აქვს”. ჩვენ
ვიცით, რომ ეს მსჯელობები ჭეშმარიტია დაკვირვების გარეშეც. ანუ მე ვადგენ მათ ჭეშმარიტებას ფიქრით და
არა დაკვირვებით.
განსხვავება ემპირიულ და აპრიორი მსჯელობებს შორის არის ის, თუ როგორ განისაზღვრება
თითოეულის ჭეშმარიტება: დაკვირვებით თუ მხოლოდ ფიქრით.
მეორე, განსხვავება არის ამ მსჯელობების სტრუქტურაშიც. ანალიტიკური მსჯელობების სტრუქტურა
არის ისეთი, რომ პრედიკატი (ნაწილი, რომელიც “არის” შემდეგ მოდის) მოიძებნება სუბიექტშიც (ნაწილი,
რომელიც “არის”-მდეა). მაგალითად: “ყველა კაცი არის კაცი” ან “ყველა კაცი მამრობითი სქესისაა”.
პრედიკატი მოიძებნება სუბიექტში ორივე შემთხვევაში. როცა ვფიქრობ “კაცზე”, “მამრობითი სქესის”
კონცეპტსაც მოვიაზრებ. ესენია ანალიტიკური მსჯელობები. რაც შეეხება წინადადებებს, სადაც პრედიკატი
არ მოიძებნება სუბიექტში, ეწოდება სინთეტიკური მსჯელობები. მაგალითად: “წიგნი არის მაგიდაზე” და “ის
არის დედა”. წიგნზე რომ ვფიქრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მაგიდაზე ვიფიქრებთ.
უკეთ რომ დავინახოთ განსხვავება ანალიტიკურ და სინთეტიკურ მსჯელობებს შორის: თუ გეტყბი, რომ
“მე მყავს ქალიშვილი (ანალიტიკური მსჯელობა)”, ავტომატურად იცი, რომ ჩემი შვილი გოგოა (მდ. სქესის
წარმომადგენელია) და მასზე ახალ ინფორმაციას ამით არ გაიგებდი. მაგრამ თუ გეტყვი, რომ “ჩემი
ქალიშვილი მოდის სტუმრად (სინთეტიკური მსჯელობა)”, ახალ ინფორმაციას მიიღებდი მასზე, იმიტომ რომ
ჩემი ქალიშვილისა და მისი სტუმრობის ცნებები დავაკავშირე ერთმანეთთან.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკური მსჯელობის სტრუქტურა ისეთია, რომ ყოველთვის აპრიორი იცი მისი
ჭეშმარიტება. ანალიტიკური მსჯელობა “ჩემი ქალიშვილი გოგოა”, აპრიორი იცი, იმიტომ რომ საკმარისია
იფიქრო ქალიშვილზე, რომ იცოდე, ის გოგოა. ნებისმიერი ანალიტიკური მსჯელობა აპრიორი იცი მისი
‘ანალიტიკური’ სტრუქტურის გამო.
სინთეტიკური მსჯელობების სტრუქტურა ისეთია, რომ მისი ჭეშმარიტება მხოლოდ დაკვირვებით
შეგიძლია გაიგო. “წიგნი მაგიდაზეა” - გეცოდინება არა მხოლოდ წიგნებზე ან მაგიდებზე ფიქრით, არამედ
მათი შეხედვით (ანუ დაკვირვებით). მაგიდის ცნება წიგნის ცნებაში არ მოიაზრება, ამიტომ ერთადერთი გზა,
რომ ვიცოდეთ როგორ არიან ისინი დაკავშირებული, არის დაკვირვება.
ბევრი ფიქრობს, რომ ანალიტიკური იგივეა, რაც აპრიორი. თუმცა, “ანალიტიკური” მიემართება მსჯელობის
სტრუქტურას, ხოლოდ “აპრიორი” მიემართება ჭეშმარიტების დადგენის მეთოდს.
1. ანალიტიკური მსჯელობები ვიცით აპრიორი.
2. ემპირიული (დაკვირვებითი) მსჯელობების სტრუქტურა სინთეტიკურია.
3. არ არსებობს ემპირიული მსჯელობა, რომელიც ანალიტიკურად გვეცოდინება.
ერთადერთი კომბინაცია რჩება, არსებობს თუ არა სინთეტიკური მსჯელობები, რომლებიც ვიცით
აპრიორი? ეს არის კანტის მთავარი კითხვა მეტაფიზიკაზე.

კანტი - “ტრანსცენდენტალური ესთეტიკა”


ტრანსცენდენტალურ საწყისთა მოძღვრების პირველი ნაწილი
ტრანსცენდენტალური ესთეტიკა
1. (ლაპარაკია რამდენიმე ფილოსოფიური ტერმინის განმარტებაზე, ესენია: მჭვრეტელობა,
მგრძნობელობა, ცნებები, განსჯა)
მჭვრეტელობა - ესაა ის, რისი საშუალებითაც ჩვენ შევიმეცნებთ საგნებს, ეს არის ის, რითაც ჩვენი
შემეცნება დაკავშირებულია საგანთან. ანუ მე ასე მესმის, რომ თუ გვაქვს ცალკე აღებული „შემეცნება“ და
„საგანი“, აუცილებელია მჭვრეტელობა იმისათვის, რომ პირველმა მიაღწიოს მეორესთან. თუ რამე მეშლება
მითხარით;დ ესეიგი ამ მჭვრეტელობას რო ჰქონდეს აზრი უნდა არსებობდეს საგანი, რის მიმართაც ეს
მჭვრეტელობა იქება მიმართული. ახლა რა არის საგანი...
საგანი - საგანი გარკვეული წესებით ზემოქმედებს ჩვენს სულზე. იმისათვის, რომ ეს სულზე
ზემოქმედება ისე აღვიქვათ, როგორც საგანმა იმოქმედა, საჭიროა მგრძნობელობა. ასე რომ, მგრძნობელობა
არის ის, რისი საშუალებითაც ჩვენ საგნებს აღვიქვამთ. მგრძნობელობის საშუალებით გვეძლევა საგნები.
შესაბამისად მჭვრეტელობებსაც ის გვაწვდის, ანუ გვაძლევს იმას, რასაც მჭვრეტელობის საშუალებით
საბოლოოდ შევიმეცნებთ.
განსჯა - გარდა ამ ყველაფრისა რომ საგანი შევიმეცნეთ, არსებობს ახლა განსჯა, ანუ ის რისი
საშუალებითაც ჩვენ გავიაზრებთ და შესაბამისად ვაყალიბებთ ცნებებს.
საბოლოოდ თუ გვინდა რომ მივიდეთ აზროვნებამდე, აუცილებელია ჯერ გავიაროთ მჭვრეტელობის
საფეხური, ხოლო მანამდე კი მგრძნობელობა. ანუ ახლა მე ეს ასე ჩამოვაყალიბე ჩემ ჭკუაში :
თავისთვის არსებობს საგანი  მგრძნობელობა  მერე ეს საგანი აღვიქვი მე  მჭვრეტელობა 
შევიმეცნე  განსჯა  ჩამოყალიბდა ცნება (ტაში მეგობრებო;დ ეს იყო ჯერ პირველი აბზაცი)
შეგრძნება - საგნის მოქმედება წარმოდგენის უნარზე. ხოლო იმ მჭვრეტელობას, რომელსაც შეგრძების
საშუალებით აქვს მიმართება საგანთან, ემპირიული ეწოდება (ანუ საგანს თუ შეგრძნებით შევიცნობთ).
საბოლოოდ ემპირიული მჭვრეტელობის საგანი არის მოვლენა.
მოვლენის მატერია - ის, რაც მოვლენაში შეგრძნებას შეესაბამება.
მოვლენის ფორმა - ის, რისი საშუალებითაც მოვლენის მრავალფეროვნება გარკვეულ მიმართებებში
შეიძლება მოწესრიგდეს.
ყველა მოვლენის მატერია მოცემულია მხოლოდ a posteriori, მათი ფორმა მთლიანად, მათთვის
მზამზარეულად უნდა იყოს ჩვენს სულში a priori მოთავსებული და, მაშასადამე, ყოველგვარი
შეგრძნებისაგან განცალკევებით შეიძლება იქნეს განხილული. (ეს არ მესმის).
წმინდა მჭვრეტელობა - გრძნობადობის წმინდა ფორმა. თუ სხეულის წარმოდგენისგან მოვიშორებ
ყველაფერს, რაც შეიძლება განვსაჯოთ, ყველაფერს, რაც შეგრძნებას ეკუთვნის, დარჩება კიდევ რაღაც -
განფენილობა და ფიგურა. და აი ეს ეკუთვის წმინდა მჭვრეტელობას, რომელიც სულში a priori იმყოფება
შეგრძნების რაიმე საგნის გარეშე, როგორც გრძნობადობის წმინდა, შიშველი ფორმა.
ტრანსცენდენტალური ესთეტიკა - მეცნიერება მგრძნობელობის ყველა აპრიორული პრინციპის
შესახებ.
ამრიგად, ტრანსცენდენტალურ ესთეტიკაში ჩვენ უპირველეს ყოვლისა გამოვაცალკევებთ
მგრძნობელობას ისე, რომ მოვაცილებთ ყველაფერს, რასაც კი განსჯა იაზრებს ამ დროს თავისი ცნებებით,
რღა ემპირიული მჭვრეტელობის გარდა არ დარჩეს არაფერი. შემდეგ ამ მჭვრეტელობას კიდევ მოვაშორებთ
ყველაფერს, რაც შეგრძნებას ეკუთვნის ისე, რომ დარჩეს მხოლოდ წმინდა მჭვრეტელობა და მოვლენათა
მარტო ფორმა, ის ერთადერთი რამ, რაც კი შეუძლია მოგვცეს მგრძნობელობამ a priori. ამ კვლევა-ძიების
დროს აღმოჩნდება, რომ არსებობს გრძნობადი მჭვრეტელობის ორი წმინდა ფორმა როგორც a priori
შემეცნების პრინციპები, სახელდობრ, სივრცე და დრო, რომელთა განხილვას ახლა შევუდგებით.

ტრანსცენდენტალური ესთეტიკის პირველი მონაკვეთი


სივრცის შესახებ
2. ამ ცნების მეტაფიზიკური განმარტება
განმარტებაში მესმის ნათელი (თუმცა არა დაწვრილებითი) წარმოდგენა იმისა, რაც ცნებას ეკუთვნის,
მაგრამ განმარტება მეტაფიზიკურია, თუ იგი შეიცავს იმას, რაც ცნებას a priori მოცემულად წარმოადგენს.
სივრცის განმარტება - 1) სივრცე არ არის გარეგანი გამოცდილებიდან გამოყვანილი ემპირიული
ცნება. იმისათვის რომ ჩვენი შეგრძნებები შეეფარდოს ჩვენ გარეთ მყოფ რამეს, სივრცის წარმოდგენა უკვე
უნდა არსებობდეს. ამიტომაც სივრცის წარმოდგენა გარედან გამოცდილებით არ მოგვეცემა. თვითონ ამ
გამოცდილებისთვისაც საჭიროა ჯერ სივრცის ნაგულისხმევი წარმოდგენა.
2) სივრცე არის აუცილებელი a priori წარმოდგენა, რომელიც ყველა გარეგან განჭვრეტას
საფუძვლად უდევს. შეგვიძლია სივრცის ისეთი მდგოამრეობის წარმოდგენა, როდესაც მასში არცერთ
საგანს არ ვხვდებით, თუმცა შეუძლებელია სივრცის არ არსებობის წარმოდგენა. სივრცე არის მოვლენათა
შესაძლებლობის პირობა.
3) სივრცე არის წმინდა მჭვრეტელობა. რადგანაც მხოლოდ 1 სივრცის წარმოდგენა შეიძლება და ის
ერთიანია.
4) სივრცე წარმოიდგინება როგორც უსასრულო, მოცემული სიდიდე. უსასრულობაში სივრცის ყველა
ნაწილი ერთდროულად არის. თავდაპირველი წარმოდგენა სივრცის აპრიორული მჭვრეტელობაა და არა
ცნება.
3. სივრცის ცნების ტრანსცენდენტალური განმარტება
ტრანსცენდენტალურ განმარტებას მესმის ცნების ახსნა, როგორც ისეთი პრინციპისა, საიდანაც
შეიძლება დავინახოთ სხვა სინთეზურ a priori შემეცნების შესაძლებლობა. ამ მიზნით საჭიროა, 1) რომ
ამგვარი ცოდნა ნამდვილად გამომდინარეობდეს მცოემული ცნებიდან, 2) რომ ეს ცოდნა შესაძლებელი
იყოს ამ ცნების ახსნის მხოლოდ მოცემული ხერხით.
დასკვნები
ა) სივრცე არ არის ნივთების თვისება. სივრცის განსაზღვრება საგნებს არ ეკუთვნის.
ბ) სივრცე არის მგრძნობელობის სუბიექტური პირობა, მხოლოდ მის საფუძველზეა შესაძლებელი
ჩვენთვის გარეგანი მჭვრეტელობა. საგნები ჯერ ჩვენზე ზემოქმედებენ და შემდეგ იწყება განჭვრეტა. და თუ
ამ საგნებს განვეყენებით, ეს ფორმა წმინდა მჭვრეტელობაა, რომელსაც სახელად სივრცე ჰქვია. ჩვენ
ვამტკიცებთ სივრცის ემპირიულ რეალობას (ყოველგვარი შესაძლო გარეგანი გამოცდილების მიმართ),
თუმცა ამავე დროს ვაღიარებთ მის ტრანსცენდენტალურ იდეალობას, ე.ი. რომ იგი [სივრცე] არარაა,
როგორც კი უგულებელვყოფთ ყოველგვარი გამოცდილების შესაძლებლობის პირობას და ვაღიარებთ მას
ისეთ რამეს, რაც თვით თავისთავად ნივთებს საფუძვლად უდევს.

ტრანსცენდენტალური ესთეტიკის მეორე მონაკვეთი


დროის შესახებ
4. დროის ცნების მეტაფიზიკური განმარტება
1) არაა ემპირიული ცნება. ვინაიდან ერთდროულობა თუ თამიდევრულობა არც კი აღიქმებოდა, a
priori საფუძვლად რომ არ ედოს დროის წარმოდგენა.
2) დრო აუცილებელი წარმოდგენაა, რომელიც ყველ ჭვრეტას საფუძვლად უდევს. მოვლენების
განხილვისას თვით დროის გამორიცხვა შეუძლებელია, a priori მოცემულია.
3) დროს აქვს ერთი განზომილება: სხვადასხვა დრო ერთად არაა, ერთმანეთის შემდეგაა. ეს
დებულებები გამოცდილებიდან არ გამოიყვანება. ესენი ითვლებიან წესებად, რითაც საერთოდ
შესაძლებელია გამოცდილება. ისინი გვასწავლიან გამოცდილებამდე და არა გამოცდილების საშუალებით.
4) ეს თქვენ გაარკვიეთ აქ რა წერია ვერაფერი გავიგე ო.ო
5) დრო არის უსასრულო და შემოუსაზღვრელი. მაგრამ საგნის ნაწილები მხოლოდ შემოზღუდვის
გზით შეიძლება განსაზღვრულად წარმოვიდგინოთ, მაშინ მთელი წარმოდგენა არ შეიძლება მოცემული
იყოს ცნებების საშუალებით, რამეთუ მათ საფუძვლად უნდა ედოს უშუალო ჭვრეტა.
5. დროის ცნების ტრანსცენდენტალური განმარტება
1 აბზაცია სულ მარა ვერ გავიგე ვერაფერი
6. დასკვნები ამ ცნებებიდან
ა) დრო არ არის ისეთი რამ, რაც თავისთავად უნდა არსებობდეს ან რჩებოდეს, როდესაც ნივთთ
მჭვრეტელობის ყველა სუბიექტურ პირობას განვეყენებით; ვინაიდან პირველ შემთხვევაში იგი იქნებოდა
ისეთი რამ, რაც ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ნამდივლი საგნის გარეშეც კი. რაც შეეება მეორე
შემთხვევას, შეუძლებელი იქნებოდა იგი, როგორც თვით ნივთებზე დამოკიდებული განსაზღვრება თუ
წესრიგი, საგნებს წინ უძღვოდეს მათი პირობის სახით და სინთეზური დებულებების საშუალებით a priori
შემეცნებულ და განჭვრეტილ იქნეს. პირიქით, ამგვარი რამ დიახაც შესაძლებელია, თუ დრო სხვა არა არის
რა, თუ არა სუბიექტური პირობა, რომელშიც შეიძლება არსებობდეს ჩვენი ყველა შინაგანი ჭვრეტა.
ვინაიდან მაშინ შეიძლება შინაგანი განჭვრეტის ამ ფორმის წარმოდგენა საგნებზე ადრე, მაშასადამე, a
priori.
ბ) დრო სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი გრძნობის, ე.ი. თვით ჩვენინვე თავისა და ჩვენი შინაგანი
მდგოამრეობის განჭვრეტის ფორმა. სწორედ იმიტომ, რომ შინაგანი მჭვრეტელობა არ იძლევა არავითარ
ფორმას, ჩვენ ვცდილობთ ეს ნაკლიც შევავსოთ ანალოგიებით, და დროის თანმიმდევრობას წარმოვიდგენთ
უსასრულო გაგრძელებული ხაზის სახით, რომელშიც მრავალგვარობა მხოლოდ ერთგაზომილებიანი
მწკრივს ქმნის და, ამ ხაზის თვისებებიდან დავასკვნით დროის ყველა თვისებას, ოღონდ ერთის
გამოკლებით: ხაზის ნაწილები ერთდროულად არსებობენ, დროის ნაწილები კი მუდამ ერთი მეორის
შემდეგ. აქედან ცხადია აგრეთვე, რო დროის წარმოდგენა თავად მჭვრეტელობაა, რადგან ყველა მისი
დამოკიდებულება შეიძლება გამოისახოს გარეგანი მჭვრეტელობით.
ც) დრო ყველა მოვლენის აპრიორული ფორმალური პირობაა: იგი შიანგანი(ჩვენი სულის)
მოვლენების უშუალო პირობაა და სწორედ ამის გამო შუალობით აგრეთვე გარეგანი მოვლენების პირობაც
არის. დროის ტრანსცენდენტალური იდეალობის მიხედვით, ის, თუ განვეყენებით გრძნობადი
მჭვრეტელობის სუბიექტურ პირობებს, სრულიად არაფერია და თავისთავად საგნებს ვერ მიეწერება ვერც
მაარსებლად და ვერც შიაგან თვისებად.
განმარტება
მოვლენას ყოველთვის ორი მხარე აქვს: - ერთი ის მხარეა, როდესაც ობიექტი განიხილება
თავისთავად (მისი გაჭვრეტის წესის მხედველობასი მიუღებლად, ამიტომაც მისი თვისება მუდამ
პრობლემატური რჩება), მეორე მხარეა,როდესაც მხედველობაში მიიღება ამ საგნის განჭვრეტის ფორმა,
რომელიც უნდა ვეძებოთ არა საგანში თავისთავად, არამედ სუბიექტში, რომელსაც იგი ევლინება, თუმცა
იგი ამ საგნის მოვლენას ნამდივლად და აუცილებლად მოსდგამს.
ბოლოს ტრანსცენდენტალურ ესთეტიკას რომ არ შეუძლია შეიცავდეს ამ ორ ელემენტზე,
სახელდობრ, სივრცესა და დროზე მეტს, ცხადია იქიდან, რომ ყველა სხვა ცნება, რომელიც მგრძნობელობას
ეკუთვნის, თვით მოძრაობის ცნება, რომელიც ორივეს, სივრცესა და დროს აერთებს თავის თავში, რაღაც
ემპირიულს გულისხმობს. ის ხომ რაღაც მოძრავის აღქმას ითვალისწინებს. მაგრამ თავისთავად განხილულ
სივრცეში მოძრავი არაფერია; ამიტომ მოძრავი უნდა იყოს ისეთი რამ, რაც სივრცეში მხოლოდ
გამოცდილებით იპოვება, მაშასადამე, ემიპიულ მოცემულბას წარმოადგენს. სწორედ ასევე
ტრანსცენდენტალურ ესთეტიკას არ შეუძლია ცვალებადობის ცნება მიათვალოს თავის აპრიორულ
მონაცემებს; ვინაირად იცვლება არა თვითონ დრო, არამედ ისეთი რამ, რაც დროშია. ამრიგად, ამ
ცნებისათვის საჭიროა რაიმე არსეობბის და მისი განსაზღვრებების თანმიმდევრობის აღქმა, მაშასადამე,
გამოცდილება.
ზოგადი შენიშვნები ტრანსცენდენტალური ესთეტიკისთვის
მჭვრეტელობა არის წარმოდგენა მოვლენაზე, რომ ნივთები და მათი ურთიერთობები, რომელსაც ჩვენ
ვჭვრეტთ, ისეთები არ არიან, როგორადაც გვევლინებიან. თუ ჩვენ გრძნობათა სუბიექტურ თვისებებს
გავაუქმებთ, მაშინ ყველაფერი, თავად სივრცე და დროც გაქრებოდნენ, იმიტომ რომ ისინი ჩვენში
არსებობენ და არა თავისთავად. ჩვენთვის უცნობი რჩება, თუ თავისთავად რა თვისებები შეიძლება
ჰქონდეთ ამ ნივთებს.

You might also like