You are on page 1of 2

ქვეყნის გადარჩენის იმედს პოეტი ღვთის სახლში ხედავს.

მისთვის ტაძარი ერთადერთი


ნავსაყუდელია,რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს.რწმენით აღავსებს და განწმენდს.ეკლესიაში
ეგულება გრიგოლ ორბელიანს ქართველთა დასამარებული რწმენის მაცოცხლებელი
წყარო.თამარის ეპოქა ქართველთათვის განვლილი ტკბილი სიზმარია,რომლის გახსენებაც
სიამაყით აღავსებს ქართველი ხალხის გულს.
ბეთანიაში განმარტოებული პოეტი თავდავიწყებას მიესწრაფვის, რათა ვეღარ
დაინახოს და იგრძნოს ის, რაც ხდება მისდროინდელ საქართველოში. ერი,
თავისუფლებადაკარგული და ღირსებააყრილი, ივიწყებს მამულსაც, ენასაც და
სარწმუნოებასაც. თამარის ფრესკა კი პოეტის წარმოსახვაში აცოცხლებს დიდებულ
წარსულს, როდესაც ღირსეულნი ქართველნი, რწმენით განმტკიცებულნი, დარაჯად
ედგნენ ქვეყნის თავისუფლებას.

„მიხარის გიმზერ,

ვწუხვარ და გიმზერ

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე.“

პოეტი დიალოგს მართავს წარსულთან. თამარს ესაუბრება და უმხელს


გულისწუხილს, ბნელ ფერებში უხატავს ქვეყნის მდგომარეობას. მამულის წახდენის
უპირველესი მიზეზი კი ისაა, რომ თამარის დიდება მოაკლდა ერს. შავმა დროებამ
ფერი წაუხდინა და დააჭკნო წალკოტი. შავი დრო, პოეტისავე შენიშვნით,
გულისხმობს შემოსევებს ლანგ-თემურისას და შაჰ-აბასისას, რომელთაც საშინლად
ააოხრეს ქვეყანა.

პოეტს ეჭვი იპყრობს, იყო კი საერთოდ ის დრო, როდესაც ძლევამოსილი


საქართველო მტერს იგერიებდა? ტკბილი სიზმარივით გაქრა ძველი დიდება და
თამარის დრო მზესავით დიდებულად ჩაესვენა. პოეტს ეს მოგონებაღა აცოცხლებს.
„ცის შემრისხავი“ ქართველნი წარწყმედის პირას არიან:

„ვიგონებთ შენს დროს,

გული გვიმაგროს,

სრულად არ წავსწყმდეთ ცის შემრისხავნი!“

ორბელიანი ჩივის თავის უძლურებაზეც, ასაკზე, დაღლაზე, დაღონებასა და


სასოწარკვეთილებაზე. ლექსი წააგავს აღსარებასაც. პოეტი წმინდა მეფის წინაშე
აღიარებს თავის უძლურებას, უმოქმედობას, მცირედმორწმუნეობას.

ლექსში იგრძნობა საოცარი კავშირი პოეტსა და წინაპარს შორის. თითქოს ირღვევა


დროთა თანმიმდევრობა, პოეტს რწმენა აღავსებს, რომ თამარს თითქოს ახლაც
შეუძლია ჯვარით აკურთხოს ერი, რათა:

„შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი

და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“.

ძველად, თამარის დროს, ოქროს ხანაში, საქართველო იდგა ერად სხვა ერთა შორის.
„ერად დგომა“ გულისხმობს, უპირველესად, სახელმწიფოებრიობას, ამისთვის კი
აუცილებელია ბევრი რამ, მათ შორის პოეტი გამოყოფს უმთავრესს: თუ ერი
მოიპოვებს, ან უფრო ზუსტად, აღიდგენს იმას, რაც ჰქონდა _ წმინდა საყდარს,
მდიდარ ენას, განათლებულობას, მაღალ ზნეს, ძალას, სიმტკიცესა და სიყვარულს,
მხოლოდ მაშინ შეიძლება ერთიანი, მტკიცე ქვეყნიდან წარმოიშვას ისეთი გენია,
როგორიც იყო რუსთველი (ქართული კულტურის სიმბოლო), რომელმაც
„ვეფხისტყაოსნით“ დააგვირგვინა ქვეყნის დიდებულება.

პოეტი ისეა აღტაცებული თამარის ფრესკის ცქერით, რომ ამ გულამოსკვნილი


აღსარებისას შვება ეწვევა. წარმოიდგენს ერის აღდგენას, ამოძრავებას, მაგრამ უცებ
კვლავ წარეკვეთება სასო. თითქოს ზეციდან მიწაზე ჩამოვარდება, ოცნება
დაემსხვრევა. წარსულთან კავშირი კვლავ ირღვევა. წამიერ თავდავიწყებას ცვლის
მტკივნეული გამოფხიზლება. რეალობა აჩენს კლანჭებს:

თამარმა როგორღა უნა იცნოს დამცირებული, დაბეჩავებული, უბედური, უიმედო


ძე?

წინაპართა მიერ შთამომავალთა „ვერცნობა“, საზოგადოდ, მტკივნეული თემაა


ორბელიანისათვის.

გრიგოლ ორბელიანი თვალნათლივ შეიგრძნობს რეალობის სისასტიკეს _


„დაყრუებულ, გზაშეუვალ“, უდაბურ ტყეში დარღვეულ ტაძარს, მაგრამ იმედი მაინც
გამოკრთის ლექსიდან. თუმცა ნახევრად დანგრეულია, მაგრამ ხომ მაინც დგას
ტაძარი, სადაც ანათებს წმინდა თამარ მეფის ფრესკა ძველი კედლიდან. ხომ მიაგნო
ერთმა ქართველმა მაინც ტაძარს და მუხლმოდრეკილი შეევედრა უფალს
საქართველოს ხსნას, მაშ, ყველაფერი დაკარგული არ ყოფილა. კვლავ აღდგება
ფერწახდენილი ქვეყანა და დაიბრუნებს თამარის დროინდელ დიდებას, რადგან
ერთი ქართველის მეხსიერებაში უკვე დაინთო რწმენის ნაპერწკალი, რომელიც
სიტყვის ძალით დიდ ცეცხლად იქცევა.

You might also like