You are on page 1of 2

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

გრიგოლ ორბელიანი

ანალიზი
ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ეკუთვნის მე-19
საუკუნის ქართველ რომატიკოს პოეტს გრიგოლ ორბელიანს. მე-19 საუკუნის
საქართველო არის დამონებული, ამ პერიოდში რუსეთმა მთლიანად მოაქცია
ის თავის შემადგებლობაში და დაიწყო ქვეყნის მმართველობის რუსულ
ყაიდაზე გადასვლის ეტაპი. შესაბამისად საქართველომ დაკარგა
ის,რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები საკუთარი სიცოცხლის ფასად,
ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი - დამოუკიდებლობა. ამ ეპოქაში
მოღვაწე რომანტიკოსი პოეტებისთვის დამახასიათებელია ნათელი წარსულის
გაიდეალება და ბნელი აწმყოთი უკმაყოფილება.გრიგოლ ორბელიანი
წუხს,განიცდის ქართველების ზნეობრივ დაცემას და სურს იმ წარსულის
სიძლიერის, სიდიადისა და თავისუფლების დაბრუნება. ამის სურვილი
იმდენად დიდია, რომ ის თითქოს სიზმარშია და არ უნდა არსებულ რეალობაში
დაბრუნება და მისი აღქმა. სწორედ ეს არის რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი
მახასიათებელი.
ლექსი იწყება მიმართვით, პოეტი მიმართავს თამარ მეფეს და
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.ის გამოყოფს თამარის სამ
განსაკუთრებულ თვისებას: სიწმინდეს,მშვენიერებასა და სახიერებას.ასევე
გამოხატავს პატივისცემას და თაყვანს სცემს თამარს.
გრიგოლ ორბელიანი უმზერს ფრესკას და წარმოიდგენს იმ
წალკოტს, გაბრწყინებულ საქართველოსა და ბედნიერ დროს, რომელიც
სამწუხაროდ დასრულდა.ამის მიზეზად კი ასახელებს შავ დროს, საშინელ
ისტორიასა და რთულ პირობებს, რამაც ყველაფერს ფერი დაუკარგა. ტკბილი
სიზმარივით გაიარა თამარ მეფის მეფობის პერიოდმა და საქართველომ
მწარე რეალობაში გამოიღვიძა.პოეტი საქართველოს ასეთ დაცემის მიზეზად
რწმენის დაკარგვას მიიჩნევს, ამიტომ ის ,,ოქროს ხანის“ გახსენებას
უპირველეს საყრდენად თვლის იმისთვის, რომ ქართველებმა ძველებური
რწმენა და სიყვარული დაიბრუნონ.
თამარი გრიგოლ ორბელიანისთვის არის არა მხოლოდ წმინდანი,
არამედ დიდი დედაა, რომელსაც შესწევს ძალა, რომ ქვეყანა ამ მძიმე
მდგომარეობიდან გამოიყვანოს საკუთარი ჯვრით.მას სურს, რომ თამარმა
საკუთარი ჯვრით აკურთხოს ქვეყანა და ილოცოს მისთვის, როგორც ამას
ბრძოლების წინ აკეთებდა.ახლა კი ევედრებოდა მეფეს, რომ მე-19 საუკუნის
საქართველოს დახმარებოდა, იმედი და ძალა დაებრუნებინა
ქართველებისთვის, რათა ემსახურონ ისინი საკუთარ ქვეყანასა და უფალს,
რადგან მხოლოდ ეს ორი რამ აძლიერებდა საქართველოს ყველა ეპოქაში.
,,შენადვე, მეფევ,მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს - მამულს
და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.“
დღევანდელ საქართველოს პოეტის აზრით ერის ნიშნები აქვს დაკარგული, ის
აღარ გავს ერს.ენა,სარწმუნოება,განათლება,ზნეობა,თავდაცვის უნარი და
სამშობლოს სიყვარული - ეს ის ნიშნებია,რომლებიც საქართველოს აღარ
გააჩნდა და მხოლოდ ამ ნიშნების კვლავ დაბრუნების შემდეგ აღდგებოდა
საქართველოში წალკოტი.
,,მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!“
მლოცველი თამარი ზეცაში იყურება და თვალები უფლისკენ აქვს აღმართული
და ამიტომ არ სცნობს მასთან მისულ მლოცველს.მართლაც შეუძლებელია
თამარმა იცნოს ასეთი განადგურებული, გზააბნეული, უიმედო და შელახული
ქართველი,რომელიც უმწეო მსხვერპლს ჰგავს და ძლიერი და თავისუფალი
წინაპრების მსგავსი აღარაფერი დარჩენია.აქ იყენებს პოეტი მეტაფორულ
შედარებას და აღწერს მტრების მიერ განადგურებულ უსუსურ საქართველოს.
"და რაც დაეცა, ის წარიტაცა შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!"
ეს კი განსაკუთრებული შიშითა და ტკივილით აღავსებს გრიგოლ ორბელიანის
გულს.ამ მდგომარეობას ზუსტად აღწერს ეპითეტებით:გულ-შემუსვრილი,ბედ-
დაკარგული,დამცირებული,ეჭვით აღვსილი და უსასოდ ქმნილი.
მიუხედავად დიდი მწუხარებისა, უიმედობისა და შიშისა ამ დანგრეულ და
განადგურებულ ქვეყანაში, სანამ ბეთანიის ეკლესიის კედელზე დიდი თამარის
სახე ჩანს , რომელიც დიდებულებით და საოცარი სიმშვიდით უყურებს
ქართველებს,მათ უნდა ჰქონდეთ ხვალინდელი დღის და გამარჯვების იმედი.

You might also like