You are on page 1of 12

საზოგადოება პოლიტიკა ეკონომიკა სპორტი მეცნიერება კულტურა მოდა ჯანმრთელობა გართობა

ამ 10 რამეს ქალი თქვენთვის აუცილებლად გააკეთებს, თუკი უყვარხართ!


2020, 29 იანვარი, 3:05

ხშირად შეგხვდებათ სტატიები იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიცნოთ, როცა კაცს
უყვარს ქალი, ანდა როგორია ნამდვილად შეყვარებული მამაკაცი, მაგრამ ამჯერად
სტატია მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.

მაშ ასე, მამაკაცებო, იცით, თუ არა, როგორ უნდა მიუხვდეთ ქალს სიყვარულს ანდა რას
შეიძლება მოელოდეთ მისგან, როცა ჯერ გაურკვეველი ურთიერთობა გაქვთ?

გაინტერესებთ, მხოლოდ ფლირტი უნდა თუ სერიოზული ურთიერთობა?

ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ქმედებას, რასაც ქალი აუცილებლად გააკეთებს, როცა


მართლა უყვარხართ და თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობა სურს!

1. თუკი ქალს უყვარხართ, ის ყოველთვის მოგისმენთ


როდესმე გქონიათ შემთხვევა, როცა გიფიქრიათ, თქვენი ლაპარაკი არავის ესმის და
თითქოს მონოლოგი გაქვთ საკუთარ თავთან? ამ დროს თავს დაფასებულად არ
გრძნობთ, ხოლო თქვენი სიტყვები დანარჩენებისთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ეს ასე
არაა, როცაა საქმე თქვენს საყვარელ ქალს ეხება. ის ნამდვილად გისმენთ და ყველა
სიტყვას ისე იგებს, როგორც თქვენ ამბობთ. თუ ქალს უყვარხართ, ის აუცილებლად
დაინტერესდება, რას ეუბნებით. ჩაგეკითხებათ დეტალებს და თუ რაიმე პრობლემაა,
მათი გადაჭრის გზებსაც შემოგთავაზებთ.

ქალს, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ ეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია


თქვენთვის მასთან თქვენი ფიქრების გაზიარება და თქვენ გექნებათ განცდა, რომ
თქვენს პრობლემებთან მარტო არასდროს აღარ დარჩებით.

თანაც მასთან პრობლემის გაზიარების შემდეგ, აუცილებლად გექნებათ რწმენა იმისა,


რომ შეუძლებელი არაფერია, რადგან მას თქვენი ყველაზე მეტად სჯერა.

2. ის აუცილებლად მიგითითებთ თქვენს არასწორ საქციელზე

გჯერათ იმისი, რომ თქვენ ყოველთვის, ყველაფერში მართალი ხართ?

– რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ არავინ არაა იდეალური!

ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მას უყვარხართ სწორედ ესაა - როცა არასწორად
იქცევით, ის აუცილებლად გეუბნებათ. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ეს ბუნებრივია,
მაგრამ თუ ის უბრალოდ გიყენებთ და არ უყვარხართ, ის არც კი ეცდება თქვენთან
ერთად პრობლემის განხილვას და თქვენი საქციელის გამოსწორებას.
3. როცა ქალს უყვარხართ, ის მოტივაციას გაძლევთ, რომ გახდეთ უკეთესი

ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენს შესაფერის ქალთან ერთად ხართ ისაა, რომ იგი
გაძლევთ ძალას განვითარდეთ. სიყვარული მხოლოდ კოცნა და ჩახუტება როდია! თქვენ
ერთმანეთს უნდა ედგეთ მხარში, რათა გახდეთ უკეთესები და ერთად მიაღწიოთ თქვენს
ოცნებებს. ქალი, რომელსაც უყვარხართ, თქვენთან ერთად ეცდება გაუმკალვდეს
დაბრკოლებებს და თქვენ გვერდით იქნება, როცა ეს ნამდვილად დაგჭირდებათ.

ის მოგცემთ ძალას შეძლოთ შეუძლებელი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული.

4. თუკი ქალს უყვარხართ, ის ძალიან კეთილი იქნება თქვენ მიმართ

ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობთ იმ ადამიანის თანადგომას, რომელიც თქვენს


გულთან ძალიან ახლოსაა. იგი თანაუგრძნობს თქვენს ემოციებსა და გრძნობებს. ის
შეგეხებათ ფრთხილად, ნაზად გაკოცებთ და გულში ჩაგიკრავთ. იგი მაქსიმალურად
გადმოგცემთ თავის დადებით ენერგიას.
5. ის არასდროს მოგცემთ უფლებას არასათანადოდ მოექცეთ

ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ხანდახან თვალსაც


აგიხელთ. როცა ქალს უყვარხართ, მას უნდა მიიღოს იგივე გრძნობა და ემოცია, რასაც
თავად გასცემს. ამიტომ არასდროს მოგცემთ უფლებას დაამციროთ ან შეურაცხყოთ.

ქალს საკმარისად უყვარს თავისი თავი და იცის, თუ როგორ უნდა მოეპყროთ მას. ესაა
ქალი, რომელიც გაგრძნობინებთ თავის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში და გულში
გათქმევინებთ " ვაუ, დიახ, სწორედ ისაა, ვინც ჩემ გვერდით უნდა იყოს! "

6. ის მუდამ იზრუნებს თქვენზე

შეიძლება სიტყვებით არ გეუბნებოდეთ, მაგრამ მისი ქცევით მიხვდებით, როგორ


უყვარხართ. ეს შეიძლება იყოს თქვენთვის მომზადებული საუზმე ან სადილი, მოკლე
შეტყობინება ანდა რაიმე ქცევა, რაც მოტივაციას შეგმატებთ.

7. როცა მას ნამდვილად უყვარხართ, ის თავისთავად პატივს გცემთ

ეს ურთიერთობის დროს აუცილებლად გამოჩნდება, ის აუცილებლად გაითვალისწინებს


თქვენს აზრს და სხვების თვალწინაც წარმოაჩენს, როგორ გაფასებთ და უყვარხართ.

8. მასთან ერთად თავს მარტო აღარასდროს იგრძნობთ

ის თქვენთან იქნება რთულ მომენტებში, მაშინაც კი, როცა ყველა ზურგს გაქცევთ. ის
შეეცდება თქვენთან ერთად თქვენი პრობლემების მოგვარებას და თუ ნამდვილად
უყვარხართ, გასაჭირშიც არ მიგატოვებთ.

9. ის პირველ ადგილზე დაგაყენებთ

მასთან ყოველთვის გეცოდინებათ, სადაა თქვენი ადგილი, იგი ყოველდღიურად


გაგრძნობინებთ, რომ მისთვის განსაკუთრებული ხართ, მაგრამ ეს გამომჟღავნდება
უფრო მეტად საქციელებით და არა სიტყვებით.
და ბოლოს,

10. ის იქნება თქვენი ღიმილის მიზეზი

ის ყოველთვის ეცდება თქვენს გაღიმებას და ამას მაშინაც შეძლებს, როცა თავს ძალიან
ცუდად გრძნობთ.

თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა ნიშანი თქვენს


საყვარელ ქალს ერგება, არ დაკარგოთ იგი!

2329 Share 4

4 0

ავტორი: ღიმილიანი

ქართული კლავიატურა დამატება

---

კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

---

კომენტარი ცარიელია ან წაშლილია


ახლა უყურებენ

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - "სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ


უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე
არასრულწლოვანს შეეჯახა"

"რამდენჯერმე დალია და ერთი წელი მკურნალობდა" - ამ სასმელს, შესაძლოა, ყოველდღე სვამთ,


თუმცა მისი მავნე ნივთიერებების შესახებ არაფერი იცით!

თქვენთვის საინტერესო

აი, რა სჭირდება კაცს ქალისგან - 5 რამ, რასაც თავად მამაკაცები არ გეტყვიან!


ღიმილიან 2020, 27 იან, 20:50 2751

ფაქტები ქალის სხეულზე, რომლებიც თვითონ ქალებმაც არ ვიცით!

მეამეა 17 ივლ, 10:03 201

"ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმიღია” - რა აჩუქეს ვახო სანაიას

მაკა 14 სექ, 12:10 468

როგორ გამოიყურება პლუს - ზომის მოდელების სხეული რეალურად

მაკა 2022, 29 სექ, 12:41 1104

შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, რომლებიც 160 სმ-ზე ნაკლები სიმაღლის არიან და მაინც სილამაზის
ეტალონად ითვლებიან
ქეთი1988 29 სექ, 15:04 140

"კუტუ" და "კაცო"-როგორ იძია შური ტოტო კუტუნიომ თბილისში კონცერტის დროს

არაჩანდა 23 აგვ, 14:39 716

8 ნიშანი იმისა, რომ შენ ხვდები ნამდვილ მამაკაცს და არა მექალთანეს!

ღიმილიან 2018, 11 იან, 12:29 3748

აკრძალული ფოტოები, რომლებიც საბჭოთა ეპოქის ცენზურის ქვეშ მოექცა (ნაწილი 2)

მაკა 21 ივნ, 21:04 1248

"ირანის შაჰმა სტალინის წინაშე მუხლი მოიყარა" - რატომ მოიქცა ის ასე და რა რეაქცია ჰქონდა
ამაზე საბჭოთა ლიდერს
მაკა 17 ივლ, 11:48 749

"...გავგიჟდი მეტი აღარ ვარ. ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია." (ტრაგიკული
პოეტის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.)

მაიკო 2017, 9 ოქტ, 00:23 2767

ცოლიანი მამაკაცი გაბრაზდა, როცა გაიგო რომ საყვარელი ღალატობდა - რა უპასუხა


ფსიქოლოგმა?

არაჩანდა 11 სექ, 11:25 482

პოპულარული სტატიები

13 ფოტო მტკიცებულება, რომ ადამიანზე მისი ხელისგულები ბევრ რამეს ამბობს

Yoona 22 ნოე, 15:54 401


" წამოვიდა მიხა წალენჯიხიდან ,,რაზგონით'' და იქმნა ნათელი, ქართველმა ხალხმა კიტრის
მწნილის ჩადებაც კი ისწავლა"-გელა ზედელაშვილი

არაჩანდა დღეს, 13:02 127

"კითხვის შებრუნება მარტო “ქოცებზე” მოსულა და “ნაცებზე” არა?!"- რას წერს დეა მამისეიშვილი

მაკა გუშინ, 11:31 203

10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

Yoona 24 ნოე, 15:40 137

რა გველის მომავალში? - "ვარსკვლავები" გვამცნობენ

მეამეა 24 ნოე, 12:15 177


პანთეონის კარის საიდუმლო, რომელიც 17 ტონას იწონის, მაგრამ მისი გაღება ერთ ადამიანს
შეუძლია

Yoona 24 ნოე, 17:58 347

პოპულარული ვიდეოები

სიცილი არ გაბედოთ! - ფარული კამერა, საუკეთესო ნაკრები

არაჩანდა 5 ნოე, 23:01 300

როგორ ზრუნავს თავისი ოჯახის წევრზე


ზურმუხტი 13 ნოე, 22:19 80

Intermedia.ge © 2011-2023 წელი


Follow 255K
საავტორო უფლებები დაცულია

მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება
აკრძალულია, იხილეთ მასალის
გამოყენების პირობები

You might also like