You are on page 1of 28

ფორს-მაჟორის და ,,Hardship“- ის ცნება უნიფიცირებულ

სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ


სამართალში

ოთარ ხუციშვილი
მარიანა სისვაძე
მარი ტოხოსაშვილი

თბილისი, 2017 წ.
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

სარჩევი

მოკლე ანოტაცია ....................................................................................................................... 3


1. ფორს-მაჟორის ცნება უნიფიცირებულ სამართალში .................................................. 4
1.1. ზოგადი მიმოხილვა .......................................................................................................... 4
1.2. ფორს-მაჟორის აბსოლიტური ხასიათი - საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების
მიმოხილვა ................................................................................................................................. 6
2. შესრულების გართულება (Hardship) უნიფიცირებულ სახელშეკრულებო
სამართალში ......................................................................................................................... 7
2.1. ზოგადი მიმოხილვა .......................................................................................................... 7
2.2. უცხოური სასამართლო/ საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკა „Hardship”-თან
დაკავშირებით ......................................................................................................................... 10
2.3. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება სასამართლოს
მიერ ........................................................................................................................................... 12
3. ფორს-მაჟორის და “Hardship”-ის შედარებითი აბალიზი ........................................ 13
4. ფორს მაჟორი და “Hardship”-ი ქართულ სამართალში ............................................. 17
4.1. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება შესრულების
გართულების ჭრილში ........................................................................................................... 17
4.2. ფორს-მაჟორი და მისი ადგილი ქართულ სამართალში .......................................... 21
5. რეკომენდაციები............................................................................................................ 24
დასკვნა ................................................................................................................................. 25
ბიბლიოგრაფია .................................................................................................................... 27

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


2
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

მოკლე ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება ფორს-მაჟორისა და შესრულების


გართულების სამართლებრივი ინსტიტუტების განხილვა უნიფიცირებულ
სახელშეკრულებო, კერძოდ, UPICC და PECL -ის ნორმების ჭრილში, ასევე, ამ
1 2

სამართლებრივი ინსტიტუტების ქართულ სამართლებრივ სივრცეში არსებული


ანალოგები. ნაშრომში განხილული იქნება საარბიტრაჟო პრაქტიკა, ასევე,
საერთაშორისო და საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებები. ნაშრომში
განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ფორს-მაჟორის ცნება - PECL და UPICC-ის
მიხედვით, შესრულების გართულება (Hardship3) – PECL და UPICC-ის მიხედვით,
ფორს-მაჟორისა და შესრულების გართულების (Hardship) შედარება, საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებები, ანალოგები ქართულ სამართალში, ქართულის სასამართლო
გადაწყვეტილებები. ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები.

1 UPICC – Unified Priciples of International Commercial Contracts;


2 PECL- Priciples of European Contract Law
3
წინამდებარე ნაშრომში ტერმინი - “Hardship” და „შესრულების გართულება“ გამოიყენება
შენაცვლებადად;

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


3
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

1. ფორს-მაჟორის ცნება უნიფიცირებულ სამართალში

1.1. ზოგადი მიმოხილვა

ფორს-მაჟორი ეს არის დაბრკოლება, რომლის არსებობის დროსაც


ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
UPICC-ის 7.1.7 მუხლის მიხედვით “მხარეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი
ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ დაამტკიცებს, რომ იგი
გამოწვეული იყო დაბრკოლებით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა და
რომ არაგონივრული იყო იმის მოლოდინი, რომ მას ეს დაბრკოლება
გაეთვალისწინებინა ხელშეკრულების დადების დროს, ან ეს დაბრკოლება, ან მისი
შედეგები თავიდან აეცილებინა ან გადაელახა”.4

თავად ტერმინი ფორს-მაჟორი ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო


პრაქტიკაში, რაც გახდა საფუძველი იმისა რომ UPICC იყენებს ტერმინს ფორს-
მაჟორი.5 აღნიშნულ ტერმინს ვერ შევხვდებით PECL-სა (მუხლი 8:108 პატივსადები
დამაბრკოლებელი გარემოებები), თუ საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ
ვენის კონვენციის (მუხლი 79, თავი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება)
ნორმებში. ეს დოქტრინა მსგავსია საერთო სამართლის სისტემაში არსებული
„იმედგაცრუებისა6“ და შესრულების შეუძლებლობის7 შესახებ დოქტრინებისა, ხოლო
გერმანულ სამართალში იწოდება, როგორც ,,Unmöglichkeit.“8

ფორს-მაჟორი წმინდა სახელშეკრულებო ბუნებისაა, ანუ მხარეებს შეუძლიათ


ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ ნებისმიერი მოვლენა, როგორც ფორს-მაჟორი.
აქვე, საკითხავია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი
მოვლენა (მაგ: წვიმის მოსვლა) შეიძლება თუ არა დაკვალიფიცირდეს როგორც ფორს-
მაჟორული მოვლენა?! კითხვაზე უარყოფითი პასუხი უნდა გაიცეს, ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მოვლენის დადგომის გარდა, სახეზე უნდა იყოს სხვა
კრიტერიუმებიც, რაც ამ მოვლენას ფორს-მაჟორად აქცევს. მათ შორის, ერთ-ერთი
მნიშვნელოვანია თავად მოვლენის ბუნება და ის გავლენა, რაც მან ხელშკრულების
შესრულებაზე მოახდინა. მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შესრულებასთან
მიმართებით ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენია.

4
UPICC, მუხლი 7.1.7 ნაწილი პირველი;
5
UPICC, მუხლის 7.1.7-ის განმარტება N 1
6
ე.წ Doctrine of frustration
7
Werner Melis, Force Majeure and Hardship Clauses in International Commercial Contracts in View of the
Practice of the ICC Court of Arbitration, გვ. 215;
8
Joern Rimke, Force majeure and hardship: Application in international trade practice with specific regard to
the CISG and the UPICC Principles of International Commercial Contracts –
http://www.cisg.law.pace.edu/cisg/biblio/rimke.html;

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


4
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

ფორს-მაჟორის შესახებ UPICC 7.1.7 და PECL-ის 8:108 მუხლები ძალიან


ზოგადი ხასიათისაა, თუმცა საერთაშორისო სავაჭრო კონტრაქტებში ფორს-მაჟორის
მუხლები ბევრად დახვეწილი დადეტალურია. იმისათვის, რომ მხარეებს
გაუადვილდეთ ფორს-მაჟორული სიტუაციის რეგულირბა საერთაშორისო სავაჭრო
პალატამ (შემდგომში “ICC”9) 2003 წელს განაახლა მოდალური ნორმა,10 რომელიც
მხარეებს შეუძლიათ პირდაპირ ჩართონ თავიანთ ხელშეკრულებაში11.

UPICC-ის 7.1.7 და PECL-ის 8:108 მუხლების ანალიზიდან შესაძლებელია


გამოვყოთ ის აუცილებელი პირობები, რომლებიც კუმულაციურად და არა
ალტერნატიულად უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ დაბრკოლება
დაკვალიფიცირდეს ფორს-მაჟორად. აღნიშნული პირობებია:

- დაბრკოლება არ უნდა ექვემდებარებოდეს მხარის კონტროლს;


- მისი გათვალისწინება შეუძლებელი უნდა იყოს ხელშეკრულების
დადებისას;
- შეუძლებელი უნდა იყოს დაბრკოლების ან მისი შედეგების თავიდან
აცილება;
- გარკვეული დროით, ან საერთოდ შეუძლებელი უნდა იყოს
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება;

რიგი ქვეყნების შიდა კანონმდებლობები (მაგალითისათვის უკრაინა და ბელორუსია


12), მათ შორის, საქართველოც13, ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ამავე ქვეყნის

სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა ან/და მსგავსი უფლებამოსილების მქონე სხვა


ორგანიზაციებმა გასცენ ფორს მაჟორული გარემოების დადგომის
დამადასტურებელი სერთიფიკატები. აღნიშნული სერთიფიკატის წარდგენით
მხარეები არ თავისუფლდებიან სახელშეკრულებო ვალდებულებების
შესრულებისაგან. სავაჭრო პალატა ადასტურებს, რომ გარკვეულ მოვლენას ჰქონდა
ადგილი, რაც საკმარისი არ არის ვალდებულებების შესრულების გამორიცხვისათვის.

თუ დაბრკოლებას დროებითი ხასიათი აქვს, მის საფუძველზე მხარის


პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ პერიოდზე,
როდესაც ეს დაბრკოლება არსებობდა. შესაბამისად, მხარის მიერ ვალდებულების

9
საერთაშორისო სავაჭრო პალატა International Chamber Of Commerce - ICC
10
ICC Force-Majeure Clause 2003 განმარტებები
http://store.iccwbo.org/content/uploaded/pdf/Force_Majeure_Hardship_Clause.pdf
11
ICC-ის მოდალური ნორმა
http://www.derecho.uba.ar/internacionales/competencia_arbitraje_iic_force_majeure_and_hardship_clauses_20
03.pdf
12
https://www.cci.by/en/content/force-majeure-confirmation
http://www.ucci.org.ua/en/servjurd.html
13
http://www.gcci.ge/?ceid=287&/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%9
0%E1%83%9F%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%8
3%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


5
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

შეუსრულებლობას აქვს დროებითი ხასიათი. ამ დროს, საუბარი შეიძლება იყოს


ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არა სრულ შეუსრულებლობაზე,
არამედ დაგვიანებულ შესრულებაზე, ვინაიდან ფორს-მაჟორის არსებობის პერიოდში
მხარე „აჩერებს“ ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულების
დაგვიანებული შესრულება არ შეიძლება იყოს მხარის პასუხისმგებლობის
საფუძველი და მას უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა შეასრულოს
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები14. შესაძლებელია, ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებისათვის მხარისათვის მიცემული ვადა მეტიც კი იყოს
დაბრკოლების ხანგრძლივობაზე. ვადის დაწესებისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმია
ის, თუ რა გავლენა მოახდინა შეფერხებამ ხელშეკრულების შესრულებაზე15.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობისას არც UPICC


და არც PECL არ ზღუდავს მხარის უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მეორე
მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ფუნდამენტური ხასიათისაა ასეთ
შემთხვევაში მხარეს, რომლის მიმართაც ვალდებულების შეუსრულებლობა
ფუნდამენტურია, შეუძლია იმოქმედოს ისე, როგორც მოიქცეოდა არსებითი
დარღვევის დროს. ამ დროს, მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის ზოგად ნორმებზე
მითითებით, შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან, იმ გამონაკლისით, რომ ვერ
შეძლებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გამოყენებას16.

ფორს-მაჟორული სიტუაციის არსებობისას, მხარე ვალდებულია გონივრულ


ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს დაბრკოლების წარმოშობის თაობაზე. ასევე,
შეატყობინოს ის, თუ რამდენად მოახდენს ზეგავლენას ასეთი დაბრკოლების
არსებობა მხარის ვალდებულების შესრულებაზე. შეუტყობინებლობის შემთხვევაში
მხარეს დაეკისრება შეუტყობინებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება17.

ფორს-მაჟორის შესახებ UPICC-ის 7.1.7 და PECL-ის 8:108 მუხლები ძალიან


ზოგადი ხასიათისაა და შინაარსობრივად ერთმანეთის მსგავსია იმ განსხვავებით,
რომ PECL ტერმინს „ფორს-მაჟორი“ არ იყენებს და მითითებას აკეთებს პატივსადებ
დამაბრკოლებელ გარემოებებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსებების მიუხედავად
UPICC-ის 7.1.7 (4) მუხლი შეიცავს საგამონაკლისო შემთხევას, როცა ხელშეკრულების
დამრღვევი მხარის მიერ ფულადი ვალდებულებების დაგვიანების შემთხვევაში
კრედიტორს უფლება წარმოეშობა მოითხოვოს პროცენტი ვადაგადაცილებულ

14
UPICC, მუხლის 7.1.7-ის განმარტება N 2
15
UPICC, მუხლის 7.1.7-ის ილუსტრაცია N 2

16
UPICC, მუხლის 7.1.7-ის მე-2 ნაწილის განმარტება
17
UPICC, მუხლის 7.1.7-ის მე-3 ნაწილი

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


6
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

პერიოდზე. აღნიშნულ რეგულაციას PECL პატივსადებ დამაბრკოლებელ


გარემოებების მუხლში არ შეიცავს18.

1.2. ფორს-მაჟორის აბსოლუტური ხასიათი - საარბიტრაჟო


გადაწყვეტილებების მიმოხილვა

საკითხავია, არის თუ არა ფორს-მაჟორი აბსოლუტური ხასიათის. აბსოლუტურობა


გულისხმობს, რომ შესრულება უნდა იყოს აბსოლუტურად
გამორიცხული/შეუძლებელი და მხარეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა
ალტერნატიული გზების გამოყენებით შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
ვინაიდან UPICC და PECL ამაზე არაფერს უთითებს, საჭიროა პრაქტიკის ანალიზი,
რისთვისაც უნდა მივმართოთ სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს.

ICC-ის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში (1975


წლის ICC-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება No.1782) არაბულ და ებრაელ მხარეებს
შორის არსებობდა ავტო-სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების შესახებ
ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ადგილზე უნდა მომხდარიყო მანქანების
შეკეთება-შემოწმება მიწოდების შემდგომაც. ებრაულმა მხარემ მანქანები ჩაიყვანა
არაბეთში, მაგრამ უარი განაცხადა მათ შეკეთება-შემოწმებაზე, იმ მიზეზით, რომ
მისმა ტექნიკოსებმა ვერ მოიპოვეს შესაბამისი ვიზები. ებრაული მხარის
განმარტებით სახეზე იყო ფორს-მაჟორი.
საარბიტრაჟო სასამართლომ განმარტა, რომ „ფორს-მაჟორი სახეზე არ იყო,
ვინაიდან ებრაულმა მხარემ არ განახორციელა საჭირო მოქმედებები. მხარეს შეეძლო
სხვა გზით მიეწოდებინა სერვისი. ვიზების მოუპოვებლობა არ იყო სერვისის არ
მიწოდების საფუძველი და სახეზე არ გვქონდა გადაულახავი აბსოლუტური
დაბრკოლება. ვინაიდან მხარის მიერ მითითებული დაბრკოლება არ წამოადგენდა
გადაულახავ მოვლენას, აღნიშნული არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც
ფორს-მაჟორული გარემოება“.19
კიდევ ერთ ICC-ის 1976 წლის საარბიტრაჟი გადაწყვეტილებაში ნომრით 2142,
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უარყო ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა, რადგან
დამაბრკოლებელი გარემოება, რომელზეც მხარე უთითებდა წარმოშობილი იყო
ხელშეკრულების ხელმოწერამდე. შესაბამისად, იმისათვის, რომ დაბრკოლება
დაკვალიფიცირებულიყო ფორს-მაჟორად, აკლდა “გაუთვალისწინებლობის”
ელემენტი. ამასთანავე, დაბრკოლება არ იყო აბსოლუტური, ვინაიდან მსგავსი
ვალდებულებების სხვა კონტრაქტორების მიერ შესრულებას პრობლემა არ შექმნია20.

18
PECL-ის 8:108 მუხლი
19
ICC Award No.1782
https://www.trans-lex.org/201782/_/icc-award-no1782-clunet-1975-at-923-et-seq/
20
ICC Award No. 2142, YCA 1976 case 2142
https://www.trans-lex.org/202142/_/icc-award-no-2142-yca-1976-at-132-et-seq-/

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


7
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალის


გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრები ფორს-მაჟორის არსებობის
დადგენისათვის აუცილებელ გარემოებად მიიჩნევენ მის აბსოლუტურობას.

2. შესრულების გართულება (Hardship) უნიფიცირებულ სახელშეკრულებო


სამართალში

2.1. ზოგადი მიმოხილვა

“Hardship”-ის თეორია რომის სამართლიდან მომდინარეობს. ამ თეორიის


ძირითადი პრინციპი იყო ის, რომ გარემოებების ფუნდამენტური ცვლილება ერთი
მხარისათვის დამამძიმებელს გახდიდა ხელშეკრულების შესრულებას და მისი
შესრულების შემთხვევაში, გაუმართლებელ გაჭირვებაში ჩააგდებდა მას.
აღსანიშნავია ის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებადი იყო,
თუმცა, გამოიწვევდა მხარის გაუმართლებელ დაზარალებას. ასეთ დროს, მხარეს
შეეძლო მიეთითებინა Clausula rebus sic stantibus-ის პრინციპზე21.

UPICC-ის მიერ განმარტებული ტერმინი ,,Hardship” შეიძლება გავიგოთ,


როგორც გაჭირვება, გადაულახავი თუ დაუძლეველი სირთულე, გადაულახავი
გარემოება. UPICC 6.2.1. მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია შეასრულოს
ნაკისრი ვალდებულება, მაშინაც კი, როდესაც შესრულება გართულდა, - ,,hardship”-
ის პირობების გათვალისწინებით. PECL კი Hardship-ს როგორც ტერმინს საერთოდ არ
მოიხსენიებს და იგივე შინაარსის დანაწესს შეცვლილ გარემოებებს უწოდებს. რა არის
,,Hardship” და როდის შეიძლება მასზე მითითების გაკეთება სწორედ ამ ნორმების
ანალიზიდან უნდა გავიგოთ.

UPICC-ის 6.2.2. მუხლის მიხედვით „Hardship“ სახეზეა, როდესაც გარკვეული


გარემოებები ფუნდამენტურად არღვევს ხელშეკრულების წონასწორობას, ან იმის
გამო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფასი გაიზარდა,
ან იმიტომ, რომ მხარისათვის შესრულებამ ინტერესი დაკარგა“22.

გარკვეული მოვლენის წარმოშობამ შესაძლებელია ფუნდამენტურად


შეცვალოს ხელშეკრულების წონასწორობა, შეარყიოს მხარეთა უფლებებისა და
ვალდებულებების ბალანსი ხელშეკრულებაში. იმის დასადგენად ცვლილება
ფუნდამეტურია თუ არა, ყოველ ჯერზე არსებული გარემოებების მიხედვით უნდა
შეფასდეს. ცვლილებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდგომ ორ
გარემოებასთან: 1. ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების
ფასის ზრდა, მაგალითად, მკვეთრად იზრდება იმ მასალის ღირებულება, რომლითაც

21
Frederick R. Fucci - Hardship and Changed Circumstances as Grounds for Adjustment or Non-Performance
Contracts ; http://www.cisg.law.pace.edu/cisg/biblio/fucci.html
22
UPICC, მუხლი 6.2.2, ნაწილი პირველი;

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


8
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

მხარემ უნდა დაამზადოს მასალა, ან გასწიოს მომსახურება, ან ქვეყანაში არსებული


რეგულაციები საკმაოდ ძვირს ხდის წარმოების პროცედურას; 2. მხარისათვის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაღებმა მომსახურებამ ინტერესი დაკარგა, ანუ
მისთვის, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, მისაღები მომსახურება აღარ
არის ღირებული.

„Hardship“-ზე მითითებისათვის სახეზე უნდა გვქონდეს შემდეგი პირობები


კუმულაციურად:

 მხარისათვის, რომელსაც ურთულდება შესრულება, გარემოებები წარმოიშობა,


ან ცნობილი ხდება ხელშეკრულების დადების შემდეგ;
 მხარეს, რომელსაც ურთულდება შესრულება, არ შეეძლო გაეთვალისწინებინა
ეს გარემოებები ხელშეკრულების დადებისას;
 გარემოებები იმ მხარის კონტროლს გარეთაა, რომელსაც ურთულდება
შესრულება;
 გარემოებების შეცვლის რისკი არ აკისრია მხარეს, რომელსაც ურთულდება
შესრულება.

სწორედ ამ პირობების არსებობის შემთხვევაში უშვებს „PECL“ და UPICC


მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების გადახედვას. გრძელვადიან
სახელშეკრულებო ურთიერთობებში, როდესაც მხარეები ვალდებულებებს
ასრულებენ პერიოდულად, „Hardship“-ზე მითითება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ,
როდესაც მხარეს არ დაუწყია კონკრეტული პერიოდისათვის ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შესრულება
უკვე დაწყებულია, ფასის ზრდა და შესრულების ინტერესის დაკარგვა - „Hardship“-ის
წესების გამოყენებას ვერ გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში, “Hardship”-ის წესები არ
გავრცელდება არც ძველ შესრულებაზე. შესაბამისად, „Hardship“-ზე მითითება უნდა
მოხდეს მხოლოდ იმ კონკრეტული შესრულებისათვის, რომელიც ჯერ არ
განხორციელებულა.

ზემოაღნიშნული პირობებიდან ყველაზე პრობლემურია მხარის მიერ


გარემოებების შეცვლის რისკის გათვალისწინება/გაუთვალისწინებლობის ელემენტი.
„Hardship“ სახეზეა, როცა გარემოებების ცვლილების რისკი იმ მხარეს, რომელსაც
უძნელდება შესრულება, არ აკისრია. განვიხილოთ შესაბამისი სასამართლო
გადაწყვეტილება.

ICC-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1998 წლის N 902923


გადაწყვეტილებაში საქმეზე (Bolin Farms v. American Cotton Shippers Associatio)

23
საქმე Bolin Farms v. American Cotton Shippers Association
https://scholar.google.com/scholar_case?case=4703437252292564437&q=Bolin+Farms+v.+American+Cotton+Shi
ppers+Association&hl=en&as_sdt=2006&as_vis=1

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


9
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

ტრიბუნალი UPICC-ის 6.2.2 მუხლის განმარტებისას მიუთითებს, რომ ,,Hardship“-ის


დროს მხარეებს ხელშეკრულების დადებამდე არ უნდა შეეძლოთ იმ დაბროკლების
წარმოშობის რისკის გათვალისწინება, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის
ხელშეკრულების წონასწორობას.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები: 9 იანვრიდან 29 მარტამდე პერიოდში მოსარჩელემ


(ბამბის საწარმომ) და მოპასუხემ დადეს ხელშეკრულება ბამბის მიწოდების თაობაზე,
1 გრამი 29-დან 41 ცენტამდე. აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ბამბის ღირებულება
30 ცენტიდან გაიზარდა 80 ცენტამდე. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და
მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა სიტუაციის შეცვლის გამო.

სამართლებრივი შეფასება: სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე მხარე იყო გამოცდილი


და კარგად ჩახედული ბამბის ინდუსტრიაში. მოსარჩელე აწარმოებდა ბამბას, ხოლო
მოპასუხე ყიდულობდა ბამბას უკვე წლების მანძილზე. ის ფასი, რაზეც მხარეები
შეთანხმდნენ ხელშეკრულების დადების დროისათვის, იყო საბაზრო
ღირებულებასთან მიმართებით სამართლიანი. მოსარჩელე აცხადებდა, რომ
მოპასუხეს ჰქონდა ცნობები, რომ ბამბის ფასი გაიზრდებოდა. ამის მიუხედავად, მან
(მოსარჩელემ) ამის დადასტურება ვერ მოახერხა. მხარეები ხელშეკრულების
დადებისას, როგორც ცოდნის, ისე გამოცდილების თვალსაზრისით იყვნენ თანაბარ
მდგომარეობაში. საპირისპიროდ, ხელშეკრულების დადებიდან მის შესრულებამდე
ბამბის ფასი, რომ დაცემულიყო, მოპასუხე მაინც იქნებოდა ვალდებული გადაეხადა
იგი. ხელშეკრულების შესრულება სიტუაციის შეცვლის მიუხედავად ქმნის ბიზნესის
გაგრძელების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ არ დადებს
ხელშეკრულებას, თუ სიტუაციის შეცვლის გამო, მხარეს ექნება უფლება არ
შეასრულოს იგი. ეს ხელშეკრულებას ხდის ნაკლებად მიმზიდველს.

UPICC-ის 6.2.3 და PECL 6:111(2) მუხლების მიხედვით ხელშეკრულების


შესრულების გაძნელების დროს, მხარეს, რომელსაც უძნელდება შესრულება
შეუძლია მოითხოვოს მოლაპარაკებების თავიდან წარმოება ხელშეკრულების
შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების, ან შეწყვეტის მიზნით. მოთხოვნა წაყენებულ
უნდა იქნეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. მართალია, დაგვიანებული
შეტყობინება არ ართმევს მხარეს უფლებას მოითხოვოს ხელშეკრულების გადახედვა,
მაგრამ ამ დროს რთულდება ,,Hardship“-ის ან/და მის მიერ გამოწვეული შედეგების
დადგენა/შეფასება24. მიმართვაში აუცილებელია კონკრეტულად მიეთითოს
შესრულების გაძნელების გამომწვევი გარემოებები და მიზეზები, ასევე, მისი გავლენა
ვალდებულებების შესრულებაზე. შედეგად, მეორე მხარე უნდა დარწმუნდეს
არსებული გარემოებების სირთულეში და მოთხოვნის დასაბუთებულობაში.
ვადაგადაცილებით წარდგენილი მოთხოვნა ჩაითვლება არასრულ მოთხოვნად25.

24
UPICC, მუხლი 6.2.3, კომენტარი 2;
25
PECL 6:111(2) და UPICC-ის 6.2.3 მუხლები;

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


10
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

მხარის მიერ, რომლესაც უძნელდება შესრულება შეტყობინების გაგზავნა არ


აძლევს მას უფლებას დააყოვნოს შესრულება. აღნიშნულზე მითითებას UPICC-იც
აკეთებს26. ეს ,,Hardship“-ის ბუნებიდანაც გამომდინარეობს, ვინაიდან მხარე მაინც
ვალდებულია გააგრძელოს და არ დააყოვნოს შესრულება, მიუხედავად შეცვლილი
გარემოებებისა, რამაც გამოიწვია მისი არახელსაყრელ პირობებში ჩაგდება.

როგორც ზემოთ განვიხილეთ ,,Hardship“-ის არსებობის დროს,


ხელშეკრულების წონასწორობა ფუნდამენტურად ირყევა, მხარეთა უფლებები და
ვალდებულებები იმდენად იცვლება, რომ მათი შესრულება არაგონივრული ხდება.
სწორედ ამ დროს, საჭიროა მოხდეს ხელშეკრულების პირობების გადახედვა და
მხარეთა ხელახალი მოლაპარაკება, რის გარეშეც ვერ მოხდება ხელშეკრულების
შესრულების გაგრძელება. ICC-მ 2003 წელს განაახლა მოდალური მუხლი ,,Hardship“-
ის შესახებ, რომელიც მხარეებს შეუძლიათ პირდაპირ ჩართონ ხელშეკრულებაში27.

2.2. უცხოური სასამართთლო/საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკა


,,Hardship“-თან დაკავშირებით

საინტერესოა განვიხილოთ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების


მიდგომები შეცვლილი გარემოებების ,,Hardship“-ად კვალიფიკაციის, მისი დადგენის
კრიტერიუმებისა და იმ მტკიცების სტანდარტების შესახებ, რაც აღნიშნულ დავებს
ახასიათებს.

განვიხილოთ ICC-ის საარბიტრაჟო სასამართლოს რამოდენიმე საქმე:

ფაქტობრივი გარემოებები: ნიდერლანდურმა და თურქულმა მხარემ (ICC-ის 1996


წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება N 8486) დადეს ხელშეკრულება დანადგარის
ინსტალაციის შესახებ, რომელსაც უნდა დაემზადებინა შაქარი. გამოსაყენებელ
სამართლად გაითვალისწინეს ნიდერლანდური სამართალი. ხელშეკრულების
დადების შემდეგ, თურქულმა მხარემ უარი განაცხადა შეთანხმებული ოდენობით
საავანსო ღირებულების გადახდაზე, იმ მიზეზით, რომ ბაზარზე შაქრის მოთხოვნა
საგრძნობლად დაეცა, რამაც გამოიწვია ფინანსური სირთულეები. მხარეებმა ვერ
მიაღწიეს მოლაპარაკებას. თურქულმა მხარემ მიუთითა ,,Hardship“-ზე, ხოლო
ჰოლანდიურმა მხარემ მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის
ანაზღაურება.

სამართლებრივი შეფასება: საარბიტრაჟო ტრიბუნალმა არა მხოლოდ ჰოლანდიური


სამოქალაქო კოდექსი, არამედ გამოსაყენებელ სამასრთლად მიუთითა UPICC-ის
პრინციპები. ტრიბუნალმა ასევე უარყო ,,Hardship“-ის არსებობა, ვინაიდან სახეზე არ

26
UPICC-ის 6.2.3 მუხლის კომენტარი N 2;
27
ICC-ის მოდალური მუხლი ჰარდშიფის შესახებ
http://www.derecho.uba.ar/internacionales/competencia_arbitraje_iic_force_majeure_and_hardship_clauses_20
03.pdf

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


11
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

გვქონდა ,,Hardship“-ის საგამონაკლისო ბუნება, რომელიც მოითხოვდა


ფუნდამენტურ ცვლილებას კონტრაქტის ბალანსში. საარბიტრჟო ტრიბუნალმა საქმის
გარემოებებიდან გამომდინარე განმარტა, რომ ხელშეკრულების ფასის
სტანდარტული ზრდა არ იყო საკმარისი „Hardship“-ის ინიცირებისათვის.
აღნიშნული ფასის ზრდა იმდენად მკვეთრი უნდა ყოფილიყო, რომ მოეხდინა
მხარეთა უფლება-მოვალეობების ბალანსის ფუნდემენტალური ცვლილება. ამიტომ
აღნიშნულ საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალმა , ,,Hardship“ არ გაავრცელა.28

კიდევ ერთ საქმეზე (ICC-ის 1999 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება N 9479),


საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიუთითა, რომ კანონმდებლობაში ცვლილება ვერ
წარმოქმნის „Hardship“-ს, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს ხელშეკრულებიდან
გამომდინარე მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების ბალანსის დარღვევა.
ტრიბუნალის თქმით, მართალია არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეს არ
დაედო ხელშეკრულება რომ სცოდნოდა არსებული დამაბრკოლებელი გარემოების
შესსახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, კანონმდებლობაში ცვლილება არ იყო იმდენად
ფუნდამენტური, რომ გამოეწვია ხელშეკრულების წონასწორობის დაღვევა, ამიტომაც
ვერ მოხდებოდა ,,Hardship“-ზე მითითება.29

როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებებიდან იკვეთება,


შეცვლილი გარემოებების ,,Hardship“-ად კვალიფიკაციის სტანდარტები საკმაოდ
მაღალია, რაც თავისთავად გამომდინარეობს ,,Hardship“-ის საგამონაკლისო
ბუნებიდან. მსგავს დავებში მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, რომელიც ,,Hardship“-
ზე აკეთებს მითითებას. მხარეს, რომლესაც უძნელდება შესრულება უწევს მთელი
რიგი მტკიცებულებების წარდგენა, რათა დაარწმუნოს ტრიბუნალი, რომ მართლაც
საგამონაკლისო შემთხვევსთან გვაქვს საქმე.

2.3. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება

სასამართლოს მიერ

UPICC და PECL მხარეებს მიუთითებენ მოლაპარაკებების წარმოების შედეგად


შეუსაბამონ ხელშეკრულება შეცვლილ გარემოებებს, რათა აღდგეს ხელშეკრულებაში
უფლება-მოვალეობათა ბალანსი და გაგრძელდეს შესრულება. ახალ მოლაპარაკების
პროცესზე ვრცელდება ზოგადი სახელშეკრულებო პრინციპები, როგორიცაა
კეთილსინდისიერებისა და მოლაპარაკების სამართლიანად წარმართვის პრნციპი
(ე.წ. Fair Dealing). მოლაპარაკების მიზანი არ უნდა იყოს ერთ-ერთი მხარის მიერ
ხელშეკრულების პირობების შეცვლის სურვილი, იგი უნდა იყოს დარწმუნებული
რომ ,,Hardship“ ნამდვილად სახეზეა.

28
Arbitral Award N 8486, ICC International Court of Arbitration, Zürich, 1996,
http://www.unilex.info/case.cfm?id=630
29
Arbitral Award N 9479, ICC International Court of Arbitration, Zürich, 1999;
http://www.unilex.info/case.cfm?id=680

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


12
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

თუ მხარეები ვერ შეძლებენ მოლაპარაკებას, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს


მიმართოს სასამართლოს. არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე
სასამართლოს შეუძლია30, ან

1. შეწყვიტოს ხელშეკრულება იმ მომენტიდან და იმ პირობებით, რომლებსაც ის


თვითონ მიიჩნევს მიზანშეწონილად;
2. ისე მოარგოს ხელშეკრულება შექმნილ მდგომარეობას, რომ ზარალი და
მოგება, რომელიც შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარეობს,
სამართლიანად და გონივრულად გადანაწილდეს მხარეებზე;
3. არსებული სახით დაამტკიცოს ხელშეკრულების პირობები.

პირველ შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება იმ


მომენტიდან და იმ პირობებით, რომელსაც მიზანშეწონილად ჩათვლის მოსამართლე.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ მოხდება ხელშეკრულების შეცვლილი
გარემოებებისადმი მისადაგება, რათა აღადგინოს ხელშეკრულების წონასწორობა.
,,Hardship“-ის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს ხელშეკრულების
ფასის ცვლილებაც, მაგრამ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ
შემთხვევაში რა რისკი გაიღო ერთმა მხარემ და რა შემოსავლის მიღების უფლება
ჰქონდა მეორე მხარეს, ამიტომაც ეს თანხა შეიძლება მთლიანად არც ასახავდეს
შეცვლილი გარემოებების შედეგად გამოწვეულ ზიანს.31 სასამართლოს მიერ
ზარალიც და მოგებაც გონივრულად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს. ამ
დროს, სასამართლოს შეუძლია ზიანის ანაზღაურება იმ მხარესაც დააკისროს,
რომელიც უარს განაცხადებს მოლაპარაკებაზე ან შეწყვეტს მას, რაც მეორე
მხარისათვის ზიანის მომტანი იქნება. არსებული შემთხვევის გონივრული
შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია არც შეწყვიტოს ხელშეკრულება
და არც შეცვლილ გარემოებებს მიუსადაგოს ის, არამედ მიუთითოს მხარეებს
მოლაპარაკებაზე ან/და არსებული პირობებით, რაიმე ცვლილების შეტანის გარეშე,
დაამტკიცოს ხელშეკრულება.

UPICC-ის 6.2.1.-6.2.3 და PECL-ის 6:111 მუხლები ,,Hardship“-ის შესახებ


შინაარსობრივად ერთმანეთის მსგავსია. განსხვავებაა ის, რომ UPICC-ის 6.2.3 (2)
მუხლის მიხედვით, მხარის მიერ შეტყობინების გაგაზავნა შეცვლილი
გარემოებებიდან გამომდინარე ხელშეკრულების გადახედვის მოთხოვნით არ ანიჭებს
მას უფლებას შეაჩეროს შესრულება. აღნიშნულ დანაწესს PECL არ შეიცავს, თუმცა
მისი სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, PECL-იც გამორიცხავს „Hardship“-ზე
მხოლოდ მითითებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების
შეჩერებას, რაზეც ზემოთაც გვქონდა საუბარი.

30
UPICC, მუხლი 6.2.3, კომენტარი 7
31 31
UPICC, მუხლი 6.2.3, კომენტარი 7

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


13
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

3. ფორს-მაჟორისა და ,,Hardship“-ის შედარებითი ანალიზი

ფორს-მაჟორი და ,,Hardship“ ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც


დამაბრკოლებელი მოვლენის ხასიათით, ასევე, სამართლებრივი შედეგებით.
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

1. განსხვავება [დამაბრკოლებელი] მოვლენის ხასიათის მიხედვით

ფორს-მაჟორის დროს, დამაბრკოლებელი მოვლენას აქვს აბსოლუტური


ბუნება, რაც გამოიხატება იმაში რომ მისი გადალახვა შეუძლებელია. იგივე არ
შეიძლება ითქვას “Hardship”-ზე, რომლის დროსაც წარმოქმნილი დამაბრკოლებელი
გარემოება არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას. “Hardship”-ის დროს,
ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის არაგონივრულია ვალდებულების
შესრულების მოთხოვნა, რადგან ეს გამოიწვევს მისი ინტერესების გაუმართლებელ
დაზიანებას. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: გარკვეული
კონფლიქტური სიტუაციების გამო სუეცის არხი დაიკეტა დროებით, ამ მოვლენების
აღმოფხვრამდე. ამ მიზეზით ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, რომელიც
ვალდებული იყო მიეწოდებინა საქონელი სუეცის არხის გავლით და სხვა
ალტერნატიული საზღვაო გზა მისთვის არ არსებობდა, ვერ ასრულებს
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს
გადაულახავი, თუმცა დროებითი ხასიათის მოვლენა, რომელიც დაკვალიფიცირდება
ფორს-მაჟორად. აქვე მოვიყვანოთ იგივე მოცემულობის მაგალითი, იმ განსხვავებით,
რომ მხარეს სუეცის არხის გარდა ჰქონდა სხვა ალტერნატიული გზა, რაც ნაკისრი
ვალდებულების შესრულების ღირებულებას 500%-ით გაზრდიდა. აღნიშნული უკვე
დაკვალიფიცირდება “Hardship”-ად, რადგან მოვლენა გადალახვადია, ხოლო
ვალდებულება შესრულებადი.

სწორედ მოვლენის ხასიათიდან გამომდინარეობს, რომ UPICC-ში “Hardship”


ვალდებულების შესრულების, ხოლო ფორს-მაჟორი ვალდებულების
შეუსრულებლობის თავშია. ვინაიდან ფორს-მაჟორის დროს შესრულება
გამოირიცხება, ხოლო “Hardship”-ის დროს შესრულება გაგრძელებადია.32

კიდევ ერთ განსხვავებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ფორს-მაჟორის დროს


ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მხარეთა უფლება-მოვალეობების ბალანსი
უცვლელია, ხოლო “Hardship”-ის დროს დარღვეული. “Hardship”-ის დროს,
გარკვეული მოვლენა იმდენად ამძიმებს ერთი მხარის ვალდებულებებს, რომ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავარაუდო სარგებლის მაგივრად, მას ადგება
არაგონივრულად დიდი ზიანი.

თვალსაჩინოებისათვის ცხრილის სახით წარმოგიდგენთ ფორს-მაჟორისა და


“Hardship”-ის განხვავებებს მოვლენის ხასიათის მიხედვით:

32
UPICC-ის მე-6 (შესრულება) და მე-7 (ვალდებულების შეუსრულებლობა) თავები;

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


14
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

Force-Majeure Hardship
 აბსოლუტური/გადაულახავი  გადალახვადი მოვლენა
მოვლენა
 ვალდებულების შესრულების  ვალდებულების შესრულების
დროებითი ან მუდმივი შეუძლებლობა
შეუძლებლობა
 მხარეთა უფლება-მოვალეობების  მხარეთა უფლება-მოვალეობების
უცვლელი ბალანსი დარღვეული ბალანსი

2. განსხვავება სამართლებრივი შედეგების მიხედვით

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფორს-მაჟორის დროს ხელშეკრულებით


ნაკისი ვალდებულებების შესრულების შეჩერება ან შეწყვეტა ხდება. აღნიშნული
დამოკიდებულია იმაზე, დაბრკოლება დროებითია, თუ მუდმივი. “Hardship”-ის
დროს კი, როგორც ზემოთ განვიხილეთ, UPICC-ც და PECL-იც მიუთითებს მხარეს
ვალდებულების შესრულების გაგრძელებაზე.

ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის დროს, მხარე ვალდებულია


გაუგზავნოს კონტრაჰენტს შეტყობინება შესრულების ,,შეჩერების“, ან ,,შეწყვეტის“
შესახებ. “Hardship”-ის არსებობისას კი, შეტყობინების გაგზავნით მხარე ითხოვს
ხელშეკრულების პირობების გადახედვას და შეცვლილი გარემოებებისადმი
მისადაგებას.

რაც შეეხება საბოლოო სამართლებივ შედეგს, ფორს-მაჟორის დროს,


დროებითი დაბრკოლების არსებობისას სახეზე გვაქვს დაგვიანებით შესრულება,
ხოლო მუდმივი დაბრკოლებისას - ხელშეკრულების შეწყვეტა. “Hardship”-ს
განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებამდე მივყავართ. აქ შესაძლებელია დადგეს
რამდენიმე შედეგი: 1. ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგება; 2.
ხელშეკრულების შეწყვეტა; 3. არსებული ხელშეკრულების იმავე პირობებით
დამტკიცება (სასამართლოს მიერ).

მნიშვნელოვანია, ასევე, ის გარემოება, რომ ფორს-მაჟორის დროს მხარეს,


რომელმაც დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის გამო ვერ შეასრულა
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, ან შეასრულა დაგვიანებით, არ
შეიძლება მოეთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

გავიხილოთ ერთ-ერთი საქმე, სადაც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა იმსჯელა,


როგორც ფორს-მაჟორზე, ასევე „Hardship”-ზე“.

CAM33-ის 30.11.2006 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 34

33
CAM Centro de Arbitraje de México - მექსიკის ცენტრალური საარბიტრაჟო სასამართლო

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


15
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

ფაქტობრივი გარემოებები: მექსიკურმა და ამერიკულმა მხარემ დადეს ნასყიდობის


ხელშეკრულება. მექსიკური მხარე (მოპასუხე) ვალდებული იყო მიეწოდებინა
ამერიკული (მოსარჩელე) მხარისათვის ბოსტნეული. ხელშეკრულება, რომელშიც
მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო დათქმის შესახებ, დაიდო 2004 წლის
სექტემბერში. მოსარჩელემ მიმართა მექსიკის საარბიტრაჟო ცენტრს და მოპასუხის
მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ბოსტნეულის მიუწოდებლობის
გამო. მოსარჩელე მოთხოვნებს წარმოადგენდა:

1. ხელშეკრულების შეწყვეტა;

2. მიყენებული ზიანის ანაზღაურება ;

3. ჯარიმა.

მოპასუხის მითითებით, ბოსტნეულის მიუწოდებლობა გამოწვეული იყო


ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ბისტნეულის განადგურებით, რაც,
მისი თქმით, მიუთითებდა ფორს-მაჟორის/”Hardship”-ის არსებობაზე. ეს უკანასკნელი
ათავისუფლებდა მას ყველა სახის ვალდებულებისაგან.

სამართლებრივი შეფასება: აღნიშნულ საქმეზე საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაავრცელა


UPICC-ის პრინციპები და გააკეთა მნიშვნელოვანი განმარტებები ფორს-მაჟორისა და
შესრულების გართულების (Hardship)-ის შესახებ.

ტრიბუნალის განმარტებით, ფორს-მაჟორის არსებობისათვის მოპასუხის მიერ


მითითებული გარემოებები (წყალდიდობა / წვიმა) არ პასუხობდა UPICC-ის 7.1.7 (1)
მუხლის მოთხოვნებს. მართალია წყალდიდობა და წვიმა მოპასუხის კონტროლს
გარეთ იყო, მაგრამ მათი ფორს-მაჟორად დაკვალიფიცირებისათვის სახეზე არ გვაქვს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - “გაუთვალისწინებლობა”. ვინიდან
მოპასუხე მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა აღნიშნულ სფეროში და მსგავსი
მოვლენების გამოცდილება ჰქონდა, შესაბამისად, მას ასეთი გარემოებები უნდა
გაეთვალისწინებინა. გარდა ამისა, მისი მხრიდან არ მომხდარა მოსარჩელისათვის
შეტყობინების გაგზავნა არსებული მოვლენებისა და მათი ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებებულებების შესრულებაზე გავლენის მოხდენის შესახებ 7.1.7. (3) მუხლის
შესაბამისად.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასევე გამორიცხა „Hardship“-ის არსებობაც.


მართალია, მეტეოროლოგიურმა მოვლენებმა გააძვირა შესრულების ღირებულება,
მაგრამ სახეზე არ იყო UPICC-ის 6.2.2 პუნქტის აუცილებელი პირობა, კერძოდ
აღნიშნული მოვლენა არ არღვევდა მხარეთა თანასწორობას (ე.წ. Equilibrium)
ხელშეკრულებაში.

34
Centro de Arbitraje de México - მექსიკის ცენტრალური საარბიტრაჟო სასამართლო, 2006 წელი,
http://www.unilex.info/case.cfm?pid=1&do=case&id=1149&step=Abstract

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


16
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

ამავე დროს, მოპასუხე “Hardship”-ზე მითითებით ვერ გამორიცხავდა მის


ვალდებულებას, შეესრულებინა ხელშეკრულება. მოპასუხეს, “Hardship”-ის
არსებობისას, უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხელახალი მოლაპარაკება შეცვლილი
გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიზნით.

თვალსაჩინოებისათვის ცხრილის სახით წარმოგიდგენთ ფორს-მაჟორისა და


“Hardship”-ის განხვავებებს სამართლებრივი შედეგის მიხედვით:

Force-Majeure Hardship
 ხელშეკრულებით ნაკისრი  ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულების ვალდებულეის შესრულების
შეჩერება / შეწყვეტა; გაგრძელება;
 შეტყობინება Force-Majeure-ული  მოთხოვნა ხელშეკრულებით
გარემოების და ვალდებულების გათვალისწინებული პირობების
შესრულების შეუძლებლობის გადახედვის (ხელახალი
შესახებ ; მოლაპარაკება) შესახებ;
 ვალდებულების დაგვიანებით  ხელშეკრულების შეცვლილ
შესრულება / ხელშეკრულების გარემოებესადმი მისადაგება /
შეწყვეტა; ხელშეკრულების შეწყვეტა /
სასამართლოს მიერ არსებული
ხელშეკრულების დამტკიცება;
 ზიანის ანაზღაურებისგან  ზარალს სასამართლო
გათავისუფლება სამართლიანად და გონივრულად
უნაწილებს მხარეებს.

4. ფორს მაჟორი და “Hardship”-ი ქართულ სამართალში


როდესაც ხდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) ფორმირება,
ქართველმა კანონმდებლებმა ინსპირაციის წყაროდ გამოიყენეს გერმანიის
სამოქალაქო კოდექსი, გამომდინარე აქედან ქართულ და გერმანულ სამოქალაქო
კოდექსებს შორის საკმაოდ დიდი მსგავსებაა და როგორც გერმანიის სამოქალაქო
კოდექსში ცნებები „ფორს-მაჟორი“ და „შესრულების გართულება“ (Hardship)
ქართული კანონმდებლობითაც არ არის განმარტებული. სსკ-ის რამდენიმე მუხლი
აკეთებს მხოლოდ მითითებას იმაზე, თუ რა მოხდება, როდესაც სახეზე გვექნება
გარემოებები, რომლებიც მხარეს ხელშეკრულების შესრულებისას აშკარად
არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს. ასევე, ტურისტული მომსახურების ნორმებში

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


17
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

გვაქვს მითითება დაუძლეველ ძალაზე.35 თუმცა, თუ რა არის ფორს-მაჟორი ან რა


არის შესრულების გართულება ცალსახად არ იკითხება ქართულ საკანონმდებლო
ნორმებში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხების კვლევა საინტერესოა, მით უმეტეს
რომ მოცემული ტერმინები ზოგადსახელშეკრულებო ტერმინებად დამკვიდრდა და
კომერციულ გარიგებებში ფართოდ გამოიყენება.36

4.1. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება


შესრულების გართულების ჭრილში

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინოლოგიურად “შესრულების გართულების”


ცნება „Hardship” არაა განსაზღვრული, სსკ-ის 398-ე მუხლი შეიცავს მსგავსი
ინსტიტუტის განმარტებას. ქართულ სამართალში იგი მოხსენიებულია, როგორც
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. აღნიშნული ნორმის
მიზანს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების მხარდაჭერა და მხარეებისათვის
იმისი შეხსენება, რომ შეცვლილ გარემოებებს ისინი კი არ უნდა გაექცნენ, არამედ
ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ მათ. ამით სამოქალაქო
ბრუნვის სტაბილურობაც შენარჩუნდება და ხელშეკრულებაც შესრულდება.37
აღნიშნული მუხლის მიხედვით:
1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა,
ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ
ხელშეკრულებას, ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ
გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების
მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ
გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს
შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც
ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ
გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი
გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის
ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.38

35
საქართველოს კანონი N786 - IIს, სამოქალაქო კოდექსი 1997 წლის 26 ივნისი, თბილისი მუხლი 666.
36
ნათია ჩიტაშვილი, „შეცვლილ გარემოებათა პირობებში სახელშეკრულებო სახელშეკრულებო
პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძვლებისა და თანმდევი სამართლებრივი შედეგების
ანალიზი“, სამართლის ჟურნალი #2, თბილისი 2014, გვ 150.
37
ზოიძე ბ., ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, კერძო
სამართლის ინსტიტუტი, თბ., 2005,გვ. 288-289.
38
საქართველოს კანონი N786 - IIს, სამოქალაქო კოდექსი 1997 წლის 26 ივნისი, თბილისი

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


18
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

როგორც მოცემული მუხლის პირველი ნაწილიდან ირკვევა, შეცვლილი


გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებისთვის საჭიროა არსებობდეს
შემდეგი მოცემულობა:

 სახეზე უნდა იყოს იმ გარემოებების ცვლილება, რომლის საფუძველზეც


მოხდა ხელშეკრულების დადება;
 გარემოებების ცვლილება უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადების შემდეგ;
 შეცვლილი გარემოებები ხელშეკრულების დადებამდე რომ ყოფილიყო, მხარე
არ დადებდა მას.
 მხარეს არ უნდა შეეძლოს ასეთი შედეგის დადგომის გათვალისწინება.

მოცემული პირობებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელშეკრულების


მისადაგების ცნება შეესაბამება ზემოთ განხილულ „შესრულების გართულების“
ცნებას უნიფიცირებულ სამართალში. თუმცა, PECL-ისგან და UPICC-სგან
განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებელი არ განსაზღვრავს მხარის
ბრალეულობის მნიშვნელობას.39 (მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს
განმარტებით მხარის კეთილსინდისიერების პრინციპი მოცემულ ნორმაში
იგულისხმება40).

ნორმის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ მოცემული ოთხი გარემოების


არსებობისას, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი
გარემოებებისადმი. 398-ე მუხლის 1 ნაწილის მეორე წინადადება კი (წინააღმდეგ
შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს
არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა) ერთგვარ
გაურკვევლობას ბადებს. კითხვა ჩნდება, თუ რასთან წინააღმდეგობა იგულისხმება
მოცემული წინადადებით? თუ ეს „წინააღმდეგ შემთხვევაში“ გულისხმობს იმას, რომ
მხარეს შეუძლია არ დაიცვას ხელშეკრულების ის ნორმები, რომლებიც მას
ურთულებს შესრულებას, გამოდის, რომ ეს 398-ე მუხლის მესამე ნაწილთან
წინააღმდეგობაში მოდის. 398-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მხარეებს იმპერატიულად
ავალდებულებს, რომ პირველ რიგში შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ
შეცვლილ გარემოებებს და მხოლოდ მას შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
იურიდიულ წრეებში ამ მოსაზრებას ემხრობა ზოგიერთი ავტორიც.41 თუმცა,
არსებობს შესაძლებლობა აღნიშნულ ნორმას ჰქონდეს შემავსებელი ხასიათი, ან

39
ბრალეულობაში მოიაზრება გარემოებები, რომლებიც დადგა მხარის განზრახი ან გაუფრთხილებე-
ლი მოქმედებით.
40
იხ. უზენაესის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა ას-466-707-08 25 ნოემბერი,
2008წ. ქ. თბილისი
41
ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება როგორც
ვალდებულების შესრულების გართულების სამართლებრივი შედეგი, სამართლის ჟურნალი
ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი
#1, 2014, გვ.218-221.

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


19
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

წარმოადგენდეს კანონის იმგვარ ხარვეზს, როდესაც ერთსა და იმავე მომწესრიგებელ


ნორმას კანონმდებელი ერთ მუხლში განსაზღვრავს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში,
საქმე გვაქვს ნორმის ხარვეზთან და მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების
არსებობას არ გააჩნია არანაირი აზრი.

სსკ-ის 398-ე მუხლის მეორე ნაწილი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ არა
მხოლოდ გარემოებების ცვლილება შეიძლება გახდეს ხელშეკრულების ახალ
გარემოებებთან მისადაგების საფუძველი, არამედ მხარის წარმოდგენის მცდარობამ
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხთან მიმართებაში შეიძლება
ანალოგიური შედეგი გამოიწვიოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ნორმა არ
შეესაბამება ხელშეკრულების გართულების იმგვარ გაგებას, რაც მოცემულია PECL-სა
და UPICC-ში. სავარაუდოდ, აღნიშნული ნორმით კანონმდებელს სურდა
ხელშეკრულების მისადაგების ინსტიტუტი გამოყენებული ყოფილიყო შეცდომით
დადებული გარიგებების მიმართაც, რაც წაახალისებდა სამოქალაქო ბრუნვას და
მხარეებს მისცემდა შესაძლებლობას შეთანხმებულიყვნენ სამართლიან პირობებზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგივე ნორმას იცნობს გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც.42
სამწუხაროდ, აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სასამართლოს
გადაწყვეტილებები არ იძებნება.

კიდევ ერთი ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი გახლავთ დავის


განმხილველი ორგანოს როლი საკითხის გადაწყვეტისას. PECL-ის 6:111 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ხელშეკრულების შეწყვეტის ფუნქცია
სასამართლოს აქვს მინიჭებული, ასევე, იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად
სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომ განსაზღვროს ზიანის დაკისრების
საკითხი იმ დროს, როდესაც მხარე უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. ეს მაშინ,
როდესაც სსკ-ი საერთოდ არ საუბრობს დავის განმხილველი ორგანოს როლზე.

შედარება რომ გავაკეთოთ, PECL მნიშვნელოვნად უსვამს ხაზს დავის


განმხილველი ორგანოს უფლებამოსილებას და ხელშეკრულების გართულების
პირობების განსაზღვრისთვის აუცილებელ წინაპირობად განსაზღვრავს
დაზარალებული მხარის არაბრალეულობას. სსკ-ის 398-ე მუხლი კი, საერთოდ არ
ეხება არც მხარის ბრალეულობის საკითხს და არც დავის განმხილველი ორგანოს
როლს, მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმოების პროცესში. ასევე, უნდა
აღინიშნოს, რომ სსკ-სგან და PECL-ისგან განსხვავებით, UPICC ეხება ისეთ
შემთხვევას, როდესაც ერთი შეხედვით სახეზე გვაქვს ფორს-მაჟორიც და
შესრულების გართულებაც და მიუთითებს, რომ ასეთ დროს მხარის გადასაწყვეტია
რომელ ინსტიტუტზე გააკეთოს მითითება მოლაპარაკებებსა თუ დავების
გადაწყვეტის დროს.43

42
იხ. German Civil Code, section 313/2
43
UPICC article 6.2.2, comment 6.

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


20
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

დამატებით შეგვიძლია ვთქვათ:

1. უნიფიცირებული პრინციპების მსგავსად, ქართულ სამართალშიც შესრულების


გართულების დროს, შეცვლილ გარემოებთან მისადაგება ძირითადად
გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოიყენება.44
2. კანონმდებელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას ორივე მხარეს კი არ
ანიჭებს, არამედ, იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც ილახება ხელშეკრულებით.

საინტერესოა, როგორია საქართველოს სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ


საკითხთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ვიცით, კანონის განმარტება
სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. საქმეზე №ას-397-381-2016 უზენაესმა
სასამართლომ განმარტა: შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ
დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც
არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის
დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და
კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც
შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით.45 ხოლო, საქმეზე ას-
466-707-08 25, რომელიც ბინების ფასის ზრდას შეეხებოდა, უზენაესმა სასამართლომ
გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დააღნიშნა სამოქალაქო
კოდექსის 398-ე მუხლი მხარეს უფლებას აძლევს, მოითხოვოს შეცვლილ
გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგება. საკასაციო სასამართლო განმარტავს,
რომ ასეთ გარემოებათა შეცვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სრულიად გამონაკლის
შემთხვევებში, რისი გონივრული გათვალისწინებაც მხარეთა მიერ სრულიად
შეუძლებელია, რაც ისეთი მოულოდნელი და განსაკუთრებულია, რომ მისი
მხედველობაში მიუღებლობა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კეთილსინდისიერების
პრინციპთან.46 აღნიშნული განმარტებებით, სასამართლო „შესრულების
გართულების“ ცნებას უფრო მეტად უახლოვებს უნიფიცირებულ წესებს (PECL,
UPICC), რადგან დამატებით განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპს, რითიც
ერთგვარად ავსებს ნორმის ხარვეზს შესრულების გართულებასთან დაკავშირებით.

შესრულების გართულებასთან დაკავშირებით, სსკ-სა და უნიფიცირებული


პრინციპების (PECL, UPICC) შედარებისას, შემდეგ სურათს ვიღებთ:

ქართული კანონმდებლობა უნიფიცირებული ნორმები


 არ ეხება დავის განმხილველი  ვრცლად საუბრობს დავის
ორგანოს როლს განმხილველი ორგანოს როლზე

44
საქაქრთველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მესამე, ბესარიონ ზოიძე, გამომცემლობა
„სამართალი“ 2001წ. გვ 403.
45
სასამართლოს გადაწყვეტილებები, უზენაესის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-397-381-2016
46
უზენაესის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა ას-466-707-08 25 ნოემბერი,
2008წ. ქ. თბილისი

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


21
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

 კეთილსინდისიერების პრინციპზე  მხარის ბრალეულობას


მითითება ხდება სასამართლოს გამორიცხავს ნორმებით
გადაწყვეტილებებით
 დამატებით განსაზღვრავს, რომ  გამორიცხავს შეცდომას
შეიძლება შეცდომას ადგილი გარიგების დადებამდე
ქონდეს გარიგების დადებამდეც

4.2. ფორს-მაჟორი და მისი ადგილი ქართულ სამართალშიარანაკლებ


მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ფორს-მაჟორის ცნების ანალიზი და მისი
ადგილის განსაზღვრა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. როგორც უკვე აღვნიშნეთ,
ფორს-მაჟორის ცნებას სსკ არ იცნობს. გვაქვს მხოლოდ 666-ე მუხლი, რომელსაც
მხოლოდ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებებში ვიყენებთ და 401-ე
მუხლი. რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ გარემოებებს, როდესაც მოვალე
შესაძლოა გათავისუფლდეს ვალდებულების დროულად შესრულებისაგან.
აღნიშნული მუხლი ამბობს: „ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი
ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ
არის გამოწვეული“.47 როგორც ვხედავთ, მოცემულ ნორმაში საერთოდ არაა
გამოყენებული ტერმინი ფორს-მაჟორი, ან დაუძლეველი ძალა, მაგრამ ყურადღებაა
გაამახვილებული, იმაზე, რომ შესაძლოა არსებობდეს გარემოებები, რომლებიც
მოვალის ბრალით არ იქნება გამოწვეული და, რომელთა დადგომის დროსაც,
მოვალეს ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობა ვადაგადაცილებად არ
ჩაეთვლება. მოცემული მუხლის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, მას შეიძლება
მივუსადაგოთ როგორც ფორს-მაჟორის ცნება, ასევე, სხვა გარემოებები, რომლებიც
შესრულებასთან დაკავშირებით მოვალის ბრალეულობას გამორიცხავს. ასეთი
შეიძლება იყოს, მაგალითად, შეუსრულებლობა კრედიტორის ბრალით და ა.შ.48
რადგან კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს ფორს-მაჟორის ცნებას, მივმართოთ
სასამართლოს გადაწყვეტილებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეზე
№2ბ/3490-11 გადაწყვეტილებით განმარტავს: „მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად
წარმოშობილი განსაკუთრებული მოვლენები- კერძოდ, საომარი ვითარება შეიძლება,
მიჩნეულ იქნეს, მხოლოდ მისი არსებობის პერიოდში კონკრეტული ვალდებულების
შეუსრულებლობის საპატიო გარემოებად, რამაც, შესაძლებელია, გამორიცხოს
ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კანონით ან/და
ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულების წარმოშობა“.49
ხოლო ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლოს განმარტებით: „ფორს-მაჟორი, ანუ
დაუძლეველი ძალა შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას,
ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად,
47
საქართველოს კანონი N786 - IIს, სამოქალაქო კოდექსი 1997 წლის 26 ივნისი, თბილისი
48
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მესამე, ბესარიონ ზოიძე, გამომცემლობა
„სამართალი“ 2001წ. გვ 421-424.
49
თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქმე №2ბ/3490-11, 22 დეკემბერი, 2011

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


22
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს


მოვალის ბრალს“.50 აღნიშნული განმარტებები ფორს-მაჟორის ცნების იმგვარი
ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რომ მის შემადგენლობას უახლოებს
უნიფიცირებულ სახელშეკრულებო პრინციპებს. ქართული სასამართლო პრაქტიკის
მიხედვით შემთხვევა რომ ფორს-მაჟორად დავაკვალიფიციროთ, საჭიროა გვქონდეს
შემდეგი მოცემულობა კუმულაციურად:
 აღნიშნული გარემოებები უნდა იყოს განსაკუთრებული მოვლენები, რომლებიც
წარმოიშობა მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად;
 მისი გათვალისწინება მხარეებს არ უნდა შეეძლოთ ხელშეკრულების
გაფორმებისას;
 შესრულების გართულებისგან განსხვავებით სახეზე გვაქვს შესრულების
აბსოლუტური შეუძლებლობა.

როგორც ვხედავთ, PECL-ის51 და UPICC52 შესაბამისი ნორმებისაგან


განსხვავებით, სსკ-ის ზემოთგანხილიული ნორმიდან და არც ამ ნორმის
კომენტარებიდან არ იკვეთება მეორე მხარისთვის შეტყობინების ვალდებულება, რაც,
ვფიქრობთ, კანონმდებლობის ხარვეზს წარმოადგენს. თუკი მხარეები არ
გაითვალისწინებენ ფორს-მაჟორის შესახებ შეტყობინების ვადას და ვალდებულებას,
უცნობია, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს შეტყობინება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წარმოიშობა მდგომარეობს იმაში, თუ რა


პერიოდის განმავლობაში და რა მოცულობით ათავისუფლებს ფორს-მაჟორი
მოვალეს ვალდებულების შესრულებისგან. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც
თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს: „ფორს-მაჟორული გარემოება
სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობაში არ წარმოადგენს
ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს, თუ, რა თქმა უნდა,
ვალდებულების შესრულება ფორს-მაჟორულ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგაც
შესაძლებელია და თუ აღნიშნული შესრულების მიმართ კრედიტორს ინტერესი არ
დაუკარგავს. დაუძლეველი ძალით განპირობებული ვალდებულების
შეუსრულებლობა შეიძლება წარმოადგენდეს სახელშეკრულებო
სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი მეორადი ვალდებულების, კერძოდ კი-
ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების წინაპირობას, რაც იმას ნიშნავს, რომ
დაუძლეველი ძალის არსებობის პირობებში, ვალდებულების შეუსრულებლობა
დათქმულ დროსა და ადგილას იწვევს მოვალის არა ძირითადი ვალდებულების
შესრულებისაგან, არამედ დამატებითი ვალდებულებისაგან გათავისუფლებას“.53
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ თუკი შესრულების შეუძლებლობა

50
იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
#ას-30-367-09 23 ივლისი, 2009 წ., ქ. თბილისი
51
იხ. PECL, article 8:108/3
52
იხ. UPICC, article 7.1.7/3
53 იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმე #2ბ/4450-10 8 თებერვალი, 2011 წ.

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


23
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

რაღაც პერიოდს მოიცავს, მხარე მხოლოდ ამ პერიოდში შეიძლება გათავისუფლდეს


ვალდებულებისგან, რა თქმა უნდა, თუ შემდგომმა შესრულებამ საერთოდ არ
დაკარგა აზრი. მოცემული გადაწყვეტილებაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ
რამდენად გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება სახეზე გვქონდეს ისეთი გარემოებები,
რომ მათ შესრულების გართულების კვალიფიკაცია მიეცეთ. ეს, კიდევ ერთხელ
უსვამს ხაზს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრინციპი, რომ ხელშეკრულება უნდა
შესრულდეს.

მსგავსად რიგი ქვეყნების პრაქტიკისა, საქართველოშიც ფორს მაჟორის ფაქტის


დადასტურების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სავაჭრო სამრეწველო
პალატას.54 ამიტომაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-1118-
1065-2013 უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება
და თქვა: ფორსმაჟორული გარემოების დამოწმება უნდა განახორციელოს მხოლოდ
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ.55 რომ შევაჯამოთ ფორს-მაჟორული
გარემოებების დადასტურებას საქართველოში ახორციელებს მხოლოდ სავაჭრო
სამრეწველო პალატა. იგივეს ამბობს, კანონი სავაჭრო სამრეწველო პალატის
შესახებაც.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვებ გვერდზე მოცემულია ფორს-


მაჟორის განმარტება სადაც წერია: „ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ
ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური
უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული
ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისყვრა, ქარიშხალი, ეპიდემია,
გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ_იმპორტის
აკრძალვა(ემბარგო) და სხვა“.56 უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ განმარტებას არ აქვს
სავალდებულო ძალა და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

თუკი შევადარებთ ფორს-მაჟორის ცნების განმარტებას უნიფიცირებული


პრინციპების მიხედვით და იგივე ცნების განმარტებას საქართველოს სასამართლო
გადაწყვეტილებების და სსკ-ის მიხედვით - შემდეგ სურათს მივიღებთ:

ქართული კანონმდებლობა უნიფიცირებული ნორმები


 არ არის განმარტებული ცნება  განმარტებულია ცნება
 მოცემულ საკითხზე პრაქტიკა არ  განსაზღვრულია მხარისთვის

54 იხ. საქართველოს კანონი №6569-რს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ 2012


წლის 28 ივნისი, მუხლი 3, ლ) ქვეპუნქტი.
55 იხ. უზენაესის გადაწყვეტილება - საქმე №ას-1118-1065-2013, 2 ივნისი, 2014
56წყარო:http://www.gcci.ge/?ceid=287&/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%
83%90%E1%83%9F%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E
1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


24
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

იძებნება შეტყობინების ვალდებულება

5. რეკომენდაციები

რეკომენდაციების სახით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი პუნქტები:

შესრულების გართულებასთან დაკავშირებით:

1. 398-ე მუხლის კორექტირება იმგვარად, რომ ნათელი გახდეს ნორმის მიზანი


კერძოდ:
1.1. გონივრულ ვადაში შეტყობინების ვალდებულების დამატება,
აღნიშნული ხელს შეუწყობს მხარეთა პასუხისმგებლობის გაზრდას
ვალდებულებების მიმართ, რამაც შესაძლოა მხარეები აარიდოს
მნიშვნელოვან ზიანს.
1.2. მხარის ბრალეულობის საკითხის განსაზღვრა - ხელს შეუწყობს
სახელშეკრულებო ურთიერთობაში კეთილსინდისიერების პრინციპის
განმტკიცებას.
2. ფორს-მაჟორის/დაუძლეველი ძალის ცნების განსაზღვრა ქართულ
კანონმდებლობაში, რაც, სავარაუდოდ, გაუმარტივებს მხარეებს
სამართლებრივ ურთიერთობებს და მისცემს შესაძლებლობას უკვე
კონკრეტული ნორმის საფუძველზე განსაზღვრონ, თუ რა მოიაზრება ფორს-
მაჟორში, რა ვადაში აქვთ შეტყობინების ვალდებულება და უშუალოდ რა
პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებთ მათ ფორს-მაჟორული გარემოებები.

დასკვნა

ტერმინი „ფორს-მაჟორი“ ფართოდაა გავრცელებული საერთაშორისო სავაჭრო


პრაქტიკაში. UPICC გამოიყენებს ტერმინის ფორს-მაჟორი,57 რასაც ვერ შევხვდებით
PECL-სა თუ CISG-ის ნორმებში. ფორს-მაჟორის ტერმინს და ცნებას არ
ითვალისწინებს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

ტერმინს “Hardship” და მის ცნებას UPICC 6.2.1. მუხლში განმარტავს. PECL კი


Hardship-ის ტერმინს საერთოდ არ მოიხსენიებს და იგივე შინაარსის დანაწესს
შეცვლილ გარემოებებს უწოდებს. ქართულ კანონმდებლობაში შესრულების
გართულების ცნება არაა განსაზღვრული, თუმცა სსკ-ის 398-ე მუხლი შეიცავს
მსგავსი ინსტიტუტის განმარტებას სათაურით „ხელშეკრულების მისადაგება
შეცვლილი გარემოებებისადმი“.

57
UPICC, მუხლის 7.1.7-ის განმარტება N 1

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


25
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

აღსანიშნავია, რომ მოვლენის, როგორც “Hardship”-ად, ასევე, ფორმს-მაჟორად


დაკვალიფიცირებისათვის უნიფიცირებული სახელშეკრულებო სამართლიც და
ქართული დოქტრინაც მსგავს, მაგრამ არა იდენტურ წინაპირობებს ითვალისწინებს.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს სასამართლოები ხშირად გადაწყვეტილებებში
ეყრდნობიან საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკას.

მიგვაჩნია, რომ წინამდებარე ნაშრომში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების


ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია მიზანშეწონილი იქნება
უნიფიცირებული სახელშეკრულებო სამართლისა და ქართული კანონმდებლობის
ჰარმონიზაციის მიზნით. აღნიშნულის შედეგად, ასევე, სამოქალაქო კოდექსში
აღმოიფხვრება ის ბუნდოვანება, რაც შესრულების გაძნელებასა და ფორს-მაჟორთან
მიმართებაში არსებობს.

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


26
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

ბიბლიოგრაფია

1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - საქმე №ას-1118-


1065-2013, 2 ივნისი, 2014
2) Werner Melis, Force Majeure and Hardship Clauses in International Commercial
Contracts in View of the Practice of the ICC Court of Arbitration, გვ. 215;
3) Joern Rimke, Force majeure and hardship: Application in international trade
practice with specific regard to the CISG and the UPICC Principles of International
Commercial Contracts
4) UPICC - UNIDROIT PRINCIPLES OF INTERNATIONAL COMMERCIAL
CONTRACTS 2010
5) PECL - Principles of European Contract Law
6) Bürgerliches Gesetzbuch (BGB), Ausfertigungsdatum: 18.08.1896
7) გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, იან კროპჰოლერი, თბილისი
2014წ.
8) ICC Force-Majeure Clause 2003 განმარტებები
9) ICC Award No.1782
10) ICC Award No. 2142, YCA 1976 case 2142
11) Frederick R. Fucci - Hardship and Changed Circumstances as Grounds for Adjustment
or Non-Performance
12) საქმე Bolin Farms v. American Cotton Shippers Association
13) Arbitral Award N 8486, ICC International Court of Arbitration, Zürich, 1996,
14) Arbitral Award N 9479, ICC International Court of Arbitration, Zürich, 1999;
15) CAM Centro de Arbitraje de México - მექსიკის ცენტრალური საარბიტრაჟო
სასამართლო
16) საქართველოს კანონი N786 - II, სამოქალაქო კოდექსი 1997 წლის 26 ივნისი,
17) ნათია ჩიტაშვილი „შეცვლილ გარემოებათა პირობებში სახელშეკრულებო
პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძვლებისა და თანმდევი
სამართლებრივი შედეგების ანალიზი“, სამართლის ჟურნალი #2, თბილისი
2014
18) ზოიძე ბ., ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში,
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის
სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, კერძო სამართლის ინსტიტუტი,
თბ., 2005
19) უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
პალატა ას-466-707-08 25 ნოემბერი, 2008წ. ქ. თბილისი
20) ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების
მისადაგება როგორც ვალდებულების შესრულების გართულების
სამართლებრივი შედეგი, სამართლის ჟურნალი
21) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მესამე, ბესარიონ
ზოიძე, გამომცემლობა „სამართალი“ 2001წ.

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


27
ფორს-მაჟორის და ,,Hardship“-ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში

22) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-397-381-


2016
23) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა პალატა ას-466-707-08 25 ნოემბერი, 2008წ.
24) თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმე #2ბ/4450-10 8 თებერვალი, 2011 წ.
25) საქართველოს კანონი №6569-რს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის
შესახებ 2012 წლის 28 ივნისი.

© ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი, 2017


28

You might also like