You are on page 1of 4

1.

სლაიდი

მოგესალმებით მე მარიკუნა ხარაძე ვარ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე -86 კლასის


მოსწავლე და დღეს წარმოგიდგენთ კომპლექსურ დავალებას ფიზიკაში, თემაზე ,,მარტივი
მექანიზმი’’. ვიმედოვნებ, რომ დავალების ბოლოს გვექნება ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი
გაცემული მათ შორის იმაზე თუ როგორ ააგო ედუარდ ლიდნსკანინმა მარჯნის სასახლედ
წოდებული ულამაზესი ბაღი ფლორიდაში, ქალაქ ჰომსტედში. მაშ ასე დავიწყოთ.

2. სლაიდი

იქიდან გამომდინარე რომ კომპლექსურ დავალებასთან, სხვადასხვა საგანში ,


არაერთხელ გქონია შეხება, ჩვენ ვიცით, რომ ის არასდროს ორიენტირდება ერთ
კონკრეტულ საკითხზე და ყოველთვის მრავალი ასპექტია გასათვალისწინებელი . ამიტომ
რაიმე რომ არ გამომრჩენოდა ამ სლაიდზე განვათვსე ის საკითხები რაზეც პრეზენტაციის
განმავლობაში მექნება საუბარი.

3. სლაიდი

ხელსაწყოს, რომელიც მუშობის შესრულების პროცესში, გვაძლევს საშუალებას მოვიგოთ


ძალა, მარტივი მექანიზმი ეწოდება. არსებობს 6 სახის მარტივი მექანიზმი ესენია : ბერკეტი ,
ჭოჭონაქი, დახრილი სიბრტყე, ბორბალი, ხრახნი და სოლი. სლაიდზე წარმოფგენილია
თითოეული მათგანის გრაფიკული სახე.

4. სლაიდი

როცა ვსაუბრობთ მარტივ მექანიზმზე შუძლებელია არ ვახსენოთ ძველი ბერძენი


მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი არქიმედე. მისი სიტყვები ,,მომეცით საყრდენი
წერტილი და დავძრავ დედამიწას“, ხომ პირდაპირ კავშირშია მარტივ მექანიზმთნ
კერძოდ ბერკეტთან. ბერკეტი მყარი სხეულია, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო, ამ
ღერძის მართობულ სიბრტყეში მოქმედი ძალების მეშვეობით. რას გულისხმობდა
არქიედე? ის უშვებდა მზის გრავიტაციულ ველში უზარმაზარი ბერკეტის არსებობას ,
რომლის საყრდენი იმდენად ძლიერი იქნებოდა რომ გაუძლებდა დედამიწის მასას . იგი
ერთ მხარეს დედამიწის მოთვსებით, რა თქმა უნდა საყრდენთან ძალიან ახლოს , ანუ
დედამიწის მხარეს ძალის მხრის მინიმალური სიგრძით და მეორე მხარეს , ალბათ
მილიონობით სინათლის წლის სიგრძის, ძალის მხრის მანძილზე თავისი თვის მოთვსებით
ბერკეტს გააწონაწორებდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის დედამიწას დაძრავდა .
მანძილს ნივთის მოთვსების ადგილიდან საყრდენამდე ძალის მხარი ეწოდება . რა
საკვირველია არქიმედე პირველი კლასის ბერკეტზე საუბრობდა ანუ როცა საყრდენი ,
ძალის მოდების წერტილებს შორისაა ასეთი ტიპის ბერკეტის წონაწორობის პირობა
მოდებული ძალების ტოლქმედის ტოლობაა. გარდა ამისა არსებობს მეორე ტიპის
ბერკეტი, როცა საყრდენი ძალების მოდების წინ მდებარეობს, მაგალითად ურიკა და
მესამე ტიპის ბერკეტი, როცა საყრდენი ძალების მოდების უკანაა, მაგალითად ჰოკეის
სათამაშო ჯოხი. უნდა აღინიშნოს რომ საყრდენის მხრიდან მოქმედი რეაქციის ძალა
ბერკეტის წონასწორობაზე ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად თუ საყრდენი არამყარია
თითქმის შეუძლეელია ბერკეტის წონასწორობაში მოყვანა

5. სლაიდი

ალბათ ზოგიერთ ჩვენგანს მაინც უნახავს, სოფლებში, ბებია-ბაბუასთან სტუმრობისას , ჭაზე


მოწყობილი სპეციალური მექანიზმი, რომლითაც ჭიდან წყლის ამოღების პროცესი
გაცილებით მარიტივია. ეს ჭოჭონაქია. ჭოჭონაქი მარტივი მექანიზმის ერთ-ერთი სახეა ,
რომელიც საშუალებას გვაძლევს ძალას შევუცვალოთ მიმართულება. თუ რას
გულისხმობს ეს ამას მოგვიანებით ავხსნი. ჭოჭონაქი შედგება ბორბლისაგან, რომელსაც
გააჩნია ბრუნვის ღერძი და თოკისაგან რომელიც გადადებულია ბორბალზე . არსებობს 2
სახის, უძრავი და მოძრავი ჭოჭნაქი. იდიალური უძრავი ჭოჭონაქის შემთხვევაში ბორბალი
უძრავია და მასზე გადაებული თოკის მასა იმდენად მცირეა რომ შეგვიძლია
უგულებელვყოთ თოკის ერთ ბოლოზე ჰკიდია ტვირთი და ჩვენ მის ზემოდ ასაწევად
ჩვულებრივ შემთხვევაში თოკი უნდა აგვეწია ძემოთ მაგრამ უძრავი ჭოჭნაქის
გამოყენებით თუ თოკის თავისუფალ ბოლოს დავქაჩავთ ქვემოთ ტვირთი აიწევა ზემოთ
ანუ ჩვენ შვცვალეთ ძალის მიმართულება აი ეს არის უძრავი ჭოჭონაქის დადებითი მხარე
ამ უკანასკნნელის წონაწორობის პირობა არის თოკზე მოქმედი ძალების ტოლქმედისა და
მისი ზემოთ ამწევი ძალის ტოლობა რადგან თოკი იმდენა მსუბუქია რომ მისი მასა არ
მიიღება მხედველობაში მაშინ ტვირთზე მოქმედებს მხოლოდ mg ძალა რომელიც ტოლია
თოკის დაჭიმულობის T ძალის, რაც თვის მხრივ ტოლია იმ F ძალის რომლითაც
ჭოჭონაქის თვისუფალ ბოლოს ქვეოთ ვექაჩებით ე.ი F=mg. რაც შეეხება მოძრავ ჭოჭონაქს
ამ შემთხვევაში ძალის მიმართულება არ იცვლება და ტვირთის ასაზიდად თოკი ძემოთ
უნდა ავქაჩოთ. იდიალური მოძრავი ჭოჭონაქის შემთხვევაში ბორბლის და თოკის მასა
იმდენად მცირეა რომ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რადგან თოკის მასა შეგვიძლია
მხედველობაში არ მივიღოთ მაშინ ტვირთზე მოქმედი mg ძალა ტოლია ბორბალზე
დამაგრებული თოკის დაჭიმულობის T ძალის, ხოლო ბორბალზე გადადებული თოკის
დაჭიმულობის T1 ძალა ტოლია ამწევი F ძალის. რაც შეეხება მოძრავი ჭოჭონაქის
წონასწორობას ამისათვის საჭიროა რომ დაკმაყოფილდეს შემდეგი ტოლობა F+T1-T=0.
რადგან T=mg და T1=F, მაშინ წონასწორობის პირობიდან გამოდის რომ

mg
2F-T=0 ე.ი T=2F, მაშინ 2F=mg აქედან გვაქვს რომ F= . ე.ი მოძრავი ჭოჭონაქის
2
გამოყენების დროს ჩვენ ძალაში ვიგებთ ორჯერ, რაც ამ უკანასკნელის დადებითი მხარეა

6. სლაიდი

დარწმუნებული ვარ როცა დავინახავთ გიზის გრანდიოზულ პირაიდებს ან თუნაც


ბრიტანეთის სიმბოლოდ აღიარებულ სტოუნჰენჯს, გაგვიჩნდება შეკითხვა, როგორ ააგო
ადამიანმა ეს სილამაზე? ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში მაშინ როცა
საუბარიც კი ზედმეტი იყო ამწეკრანებზე. ამის პასუხი დახრილი სიბრტყეა . დახრილი
სიბრტყე დიგონალური ზედაპირია, რომელზეც შესაძლებელია ტვირთის მოთავსება ,
ასრიალება, ჩამოსრიალება, აგორება ან/და ჩამოგორება. იდიალურია დახრილი
სიბრტყე, რომლის ზედაპირს ხახუნის კოეფიციენტი არ გააჩნია და მასზე ტვირთის
ასაზიდად საჭირო ძალა ტოლია F=mgsina სადაც mg ტვირთზე მოქმედი მიზიდულობის
ძალაა, ხოლო sina იმ კუთხის სინუსი რომელიც იქმნება მიზიდულობის ძალის
მიმართულებასა და მის დაგეგმილებულ მონაკვეთს შორის გამწევი ძალის
მიმართულებაზე. სხვაგვარა რომ ვთქვათ a კუთხეა დიაგონალურ ზედაპირსა და
დედამიწას შორის. რადგან sin მნიშვნელობას -1-დან 1-მდე ღებულობს დახრილ
სიბრტყეზე ტვირთის ატანისას იმაზე ნაკლები ძალა დაგვჭირდება ვიდრე მის
ჰორიზონტალურად აწევის შემთხვევაში რადგან ამ დროს F=mg. რაც შეეხება ზოგად
შემთხვევას ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ხახუნის ძალაც . ასეთ შემთხვევაში
დახრილ სიბრტყეზე ტვირთის ასაწევად საჭირო ძალა ტოლი იქნება F=Fg+Fხ სადაც
Fg=mgsinθ Fხ=μN, ხოლო N=mgcosθ ე.ი F= mgsinθ+μmgcosθ. სადაც μ (მიუ) ხახუნის
კოეფიციენტია (და ყველა ზედაპირისთვის განსაზღვრული მუდმივი დიდიდეა ) ხოლო θ
კუთხე დიაგინალურ ზედაპირსა და დედამიწას შორის.

7. სლაიდი

რაც შეეხება ჩვენი კომპლექსური დავალების თანათემას, ანუ მარჯნის სასახლეს და იმას
თუ როგორ მოახერხა ედუარდ ლიდსკანინმა მარტომ აეშენებინა ეს სილამაზე ვფიქრობ
თქვეთვვისაც უკვე ნათელია, რა თქმა უნდა მან ეს მარტივი მექანიზმების გამოყენებით
ვფიქრობ ძირითადად დახრილი სიბრტყით და ჭოჭონაქის საშუალებით მოახერხა
მაგალითდ დახრილი სიბრტყოს თვზე დადგავდა უძრავ ჭოჭონაქს ის ერთ ბოლოს ასაზიდ
ტვირთს მოაბავდა მეორე ბოლოზე კი სხვადასხვა სიმძიმის მოთავსებით მისთვის
სასურველი ლოდი ნელ-ნელა ზევით არიალდებოდა. ხოლო იმას თუ როგორ იყო
შესაძლებელი 8.2 ტონიანი მეგალითური ლოდის ერთი თითის მიკვრით გაოძრავება
ვფიქრობ ამის საიდუმლო ხრახნია. ხრახნი რომელიც მოთავსებული იქნებოდა ლოდის
უმაღლეს და უდაბლეს წერტილში ის ჩიხრახნებოდა სპეციალურ სამაგრებში რომელშიც
თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობა ექნებოდა და თითის მიკვრითაც კი
დატრიალდებოდა. დროთა განმავლობაში ეს ხრახნი რა თქმა უნდა გაცვდებიდა და
ლოდი აღარ ამოძრავდებოდა ამით აიხსნება ის ფაქტი რომ ეს ლოდი დღეს მართლაც
აღარ მოძრაობს.

8. სლაიდი

ამ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი


აღმოვაჩნიე რომელიც ვფიქრობ ცხოვრებაში გამომადგება. მაგალითად ამის შემდეგ
მეცოდინება მძიმე ტვირთი სიმაღლეზე, როგორ ავიტანო ისე რომ მინიმალური ძალა
დავხარჯო, გარდა ამისა ძალიან საინტერესო იყო არქიმედეს ნაშრომების ნაწილის
გაცნობა და მინდა გითხრათ რომ გარდა ბერკეტისა მას ხრხანზეც ჰქონდა ნაშრომები
კერძოდ მან შეიმუშავა ხრახნის საშუალებით წყლის ქვემოდან ზემოთ ატანის მექანიზმი

9. სლაიდი
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like