You are on page 1of 2

,,თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ რუსთაველის ეს სიტყვები

ზოგჯერ ქვეყნის უბედურების აღმნიშვნელიცაა, ხან გმირს ვკლავთ, ხანნ


პოტენციალს და მოტივაციას ვუხშობთ ადამიანებს ან თუნდაც სამშობლოს
ვყდიდით უცხოეთზე. სწორედ ეს საკითხია განხილული გურამ გეგეშიძის
რომანში- ,, ხმა მღაღდებლისა“

გურამ გეგეშიძე ის მწერალია, რომელსაც ქვეყნის მაჯისცემაზე უდევს ხელი.


მოცემული ნაწარმოები მან 1982 წელს დაწერა, აქ ავტორი შეეხო პატრიოტული
სულისკვეთების საკითხებს და პრობლემებს ჩვენს გარშემო, რომელიც აღმოფხვრას
საჭიროებდა. რომანის ერთ-ერთი პერსონაჟია მადლენი, ტერორისტების მიერ
მოკლული ნესტორ ვარდანიძის ქვრივი, რომელიც მშობლიურ საფრანგეთში
ბრუნდება და გადაწყვეტილი აქვს მამული ვინმე ტერტერიანცს, ერევნელ სომეხს
მიჰყიდოს. გარდაცვლილის ძმა კი, გულშემოყრილი ცდილობს დაიყოლიოს ქალი
საქართველოში დარჩენაზე და მიწის არ გაყიდვაზე. ,,ძალიან გულდასაწყვეტია იმის
წარმოდგენა, რომ ჩემი ძმის მამულებს ვიღაც გადამთიელი უნდა დაეპატრონოს;
დაიღუპება ჩვენი სოფელი“ შესჩივის იგი მადლენს. ქვრივი ქალის სიტყვებიდან
შემდგომ ვგებულობთ, რომ სამშობლოსთის თვდადებული ვარდანიძე ისევ და ისევ
ქართველების მიერ იქნა მოკლული.,,გაჭირვების შედეგია ’’ჯამბაკურმა მხოლოდ
ამის თქმაღა შეძლო, თანაც თითქოს ეჭვით, განა მართლა შეიძლება სიდუხჭირემ
საკუთარი ქვეყნის ეროვნული გმირი მოგაკვლევინოს?!.,,თქვენი აღარასფერი მწამს“
აცხადებს მადლენი. ნათელი ხდება ისიც, რომ გამწარებული ქალი შურისძიების გამო
აპირებდა მამულის სომეხზე გადაცემას, იმ ტკივილის და ტანჯვის გამოსაწვევად,
საკუთარ მიწაზე უცხოთა თარეში, რომ ჰქვია, რაც წარმატებით განახორციელა კიდეც.
ამ ნაწარმოებში ორი პრობლემა ვლინდება; საქართველოში უცხოელთა ბატონობის
საწყისი მიზეზები და ჩვენივე ხელით მოკლული ქართველი გმირების ტრაგედია.
მართლაც, რომ, მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარი თავი ჭაობში ჩაძირო. იმ
ქართველს აზრადაც არ მოუვიდოდა ვარდანიძის მოკვლით თუ რამხელა ტრაგედიას
დათესდა. პირველ რიგში, საქართველოს რეპუტაცია შელახა, გმირი მოუკლა ქვეყანას
და სხვა მიწის შვილების ჩვენთან გადმობარგებასა თუ გაბატოენაბას დაუდო სათავე.
თავად მოვუღეთ ბოლო 1993 წლის 31 დეკემბრის ღამეს სამეგრელოს
მაღალმთიან სოფელ ძველ ხიბულაში ყველასგან მალულად შეფარებულ
პირველ პრეზიდენტს, რომელიც უეცრად გარდაცვლილი იპოვეს.
ყველაფერი თვითმკლელობით შეითითხნა, თუმცა გამოძიების შედეგად
გამოტანილი დასკვნა აზრს იყო მოკლებული. ცხადია საქართველოს
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პატრიოტი ჩვენვე მოვკალით.
იგივე განმეორდა მაშინაც ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან
ერთად ეტლით, რომ მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში.
წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა დახვდა. იარაღი მიუშვირეს და
ეტლის შეჩერება უბრძანეს. ილია ფეხზე წამოდგა, - ილია ვარ, არ
მესროლოთო. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, - მიახალა
ბერბიჭაშვილმა და თოფმაც დაიქუხა. ილია ეტლიდან გადმოვარდა. ორი
უდიდესი გენია ამოვძირკვეთ ისე, რომ ვერც კი მივხვდით ამით ჩენს თავსა
და ჩვენივე შვილების მომავალს, რომ ვანგრევდით.

ეს საკითხი აქტუალურობას სამწუხაროდ არასდროს კარგავს, დღესაც კი


ვერ ვაფასებთ გონიერ ადამიანებს ჩვენს გარშემო. ხშირად დიდი
აღტაცებით შენი მეგობრისთის ნაჩვენები დიდი წვალების შედეგად
შქმნილი ნამუშევარი დაცინვას იღებს უმალ, არა იმიტომ, რომ ცუდია,
არამედ იმიტომ რომ ჩვენ ამის აღიარების ნაცვლად ხელის კვრა და
პოტენციური წარმატების გზის ჩახშობა გვირჩევნია. აი ასე ვუსწორდებით
განსხვავებულებს. საქართველოში ხომ სხვადასხვა პროფესიის
წარმომადგენელი ადამიანებისთვის თვისუფალი აზრის დაფიქსირებაც კი
დაუშვებელია, ან რომელ თვისუფალ აზრზეა საუბარი როცა არჩევნებშიც კი
ხმის მიცემის გვეშინია. ტარგედიაა რომ ვერ ვიაზრებთ ყველა ადამიანი,
რომელიც საკუთრ საქმეს სიყვარულით და პატივისცემით აკეთბს ამ ქვეყნის
გმირია და სათანადო მოპყრობას იმსახურებს. თუ მათ მოვკლავთ,
ქვეყნიდან გავაქცევთ ან მოტივაციას ჩავუხშობთ ამით საკუთრ მომავალსვე
ვნებთ და სამშობლოს განვითარებაში ვუშლით ხელს.

You might also like