You are on page 1of 3

კომპლექსური დავალების ბარათი # 2

I სემესტ რ ი

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი: IX

მასწავლებლის სახელი და გვარი: ნინო ღიბრაძე

კომპლექსური დავალების თემა: გ. ჩოხელის „თევზი წერილები“, ი.ჭავჭავაძის „სახრჩობელაზედ“

კომპლექსური დავალების შესასრულებელი ვადა - 9 გაკვეთილი.

რესურსი : წიგნი, რვეული, მოსწავლის მიერ მოძებნილი მასალა.

სამიზნე ცნებები : ქართ.საბ 4. ქართ.საბ 8 . ქართ, საბ. 9 . ქართ. საბ. 12

მკვიდრის წარმოდგენა: ამ ნაწარმოებებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციით და თავისი


მოსაზრებით მოსწავლემ უნდა გადმოსცეს რას ნიშნავს იყო საზოგადოების წევრი და რა კავშირია
ინდივიდუალრ თავისუფლებასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შორის,რა კავშირია
ცალკეული ადამიანის პირად ცხოვრებასა და საზოგადოების კეთილდღეობას შორის.

მოსწავლემ უნდა შეძლოს გადმოცემა იმისა , რომ გამიხარდაის სიკვდილმა ხალხი დააფიქრა
ადამიანად ყოფნის აუცილებლობაზე, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ თავისუფალნი და არა მონები, რომ
ამისთვის საჭიროა ბრძოლა. პეტრეს საქციელი დასტურია იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში
სირცხვილი არაა კითხვის დასმა, სიტუაციაში გარკვევა. ნაწარმოებებზე დაყრდნობით მოსწავლემ
უნდა იპოვოს პასუხი კითხვებზე: 1. რა პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას ადამიანის წინაშე
და რა უნდა გაეკეთებინა ხალხს იმისათვის , რომ გამიხარდაი, ბეჟანი და მისი ძმა გადარჩენილიყვნენ
და დამნაშავეებად არ ქცეულიყვნენ ?

შედეგები: მოსწავლე ეცნობა ამ ორ ნაწარმოებს და ახასიათებს პერსონაჟებს,აკეთებს დასკვნებს,


ყურადღებას ამახვილებს იმაზე , რომ საზოგადოებამ ,ხალხმა, პიროვნებამ ყველაფერი უნდა
გააკეთოს მიზნის მისაღწევად. ადამიანმა საზოგადოებასთან უთანხმოების გამო არ უნდა
გადაწყვიტოს გაქცევა, წასვლა იმიტომ , რომ შრომა არ უფასდება, ვერ პოულობს სიმართლეს.
ადამიანთა გულგრილობამ არ უნდა მიიყვანოს დანაშაულამდე ბეჟანი და მისი ძმა, საჭიროა ბრძლა,
მოქმედება.

მოსწავლე ეცნობა ნაწარმოებებს „სახრჩობელაზედ “ და აღნიშნავს თუ რატომ ადანაშაულებს ძმა


პეტრეს ბეჟანის სიკვდილში და რას ნიშნავს მისი ნათქვამი: „ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა
გულში და ისიც დღეს სახრჩობელაზედ ჩამწყდა.“

მოსწავლემ ამ ნაწარმოებების შესწავლით ასაბუთებს რა უნდა გაეკეთებინა ხალხს, რომ მთავარი


პერსონაჟები დამნაშავეები არ გამხდარიყვნენ.
შეფასების კრიტერიუმი

თემის გაგება დასკვნის ინფორმაციის გრამატიკული ქულათა


წარმოდგენა გამოტანა ფლობის უნარი ნორმების დაცვა მაქსიმალური
რაოდენობა

0.3 0.3 0.2 0.2 10

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის

1.გასაგები შინაარსით გადმოეცით მასალა;

2.მაქსიმალურად სწორად გამოიყენეთ ნასწავლი გრამატიკული მასალა

3.დაიცავით ორთოგრაფიული და პუნქტუალური ნორმები

You might also like