You are on page 1of 2

ტერენტი გრანელი.

მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,


ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,


ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,


ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,


ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

კლასემები ტერენტი გრანელი გალაკტიონი


სემემები: . .
დემონი - +
ანგელოზი + -
- +
მიწის ნათება
+ -
ზეცის სხივი - +
ლურჯი ფერი - +
უფსკრული + -

1.გააანალიზეთ მოყვანილი ლექსის სიმბოლური სტრუქტურა პოლისემიური სიტყვების


ჩათვლით

ვფიქრობ, სიმბოლური სტრუქტურა ითვალისწინებს პოეტის სურვილს კონტრასტულად


გამოაჩინოს განსხვავება საკუთარ თავსა და გალაკტიონს შორის.

დემონი, მიწა და უფსკრული ერთ მიკროსემაში ერთიანდება, ისევე როგორც ანგელოზი, ზეცა და
ლურჯი და წარმოადგენს სემანტიკურ იზოტოპიას.

დემონი- ქვესკნელი, ცოდვა, მიწიერება, დანაშაული, ცბიერება

ანგელოზი- ზეცა, უცოდვნელობა, ამაღლებული, უდანაშაულობა, წრფელობა

მიწა- მატერიალურობა, ადამიანურობა, ერთფეროვნება, სინამდვილე


ზეცა- სიმბოლურობა, ზეციურობა, მრავალფეროვნება, პოეტურობა, ირეალურობა

ლურჯი- უცოდველობა, სისპეტაკე, ამაღლება

უფსკრული- ცოდვნა, დანაშაული, დაცემა

2.დაახასიათეთ ზემომოყვანილი ტექსტის ძირითადი ფორმალური თავისებურებები

რითმა- ჯვარედინა, რომელიც თითქმის სრულად იდენტური რითმებია, გარდა იმ ტაეპებისა, სადაც
გვხვდება ვკვდებოდი-დემონი.

ალიტერაცია და ასონანსები კარგად არ განირჩევა და ვფიქრობდი ყვითლად გავაფერადებდი, თუმცა არ


დადასტურდა.

მიწა ანათებს

ზეცის სხივი

ჯვარედინი რითმა

(ალიტერაციები, ასონანსები, ტროპები, რითმა)

You might also like