Professional Documents
Culture Documents
მორფოლოგია 2
მორფოლოგია 2
ახლა ვისაუბრებ მართლწერის შესახებ. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი იწერება მაშინაც ,
როდესაც ზმნის ფუძე იწყება შემდეგ ბგერებზე: უ, ო ან ვ. მაგალითად: ვ-ვარჯიშობ, გადა-ვ-
ვარდი...ვ-უამბე, ვ-უთხარი...ვ-ომობ, ვ-ოხუნჯობ, ვ-ოცნებობ...
ხშირად ერთპირიან ზმნებს, სადაც არაა ობიექტური პირი, გამოხატავენ ობიექტური პირის
ნიშნით, რაც არასწორია. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვან: ჩანს, აბობენ ს-ჩანს...
1) I S პირის ნიშანი ვ- პრეფიქსი არ წარმოითქმის უ, ო ხმოვნებისა და ვ თანხმოვნის წინ,
მაგრამ აუცილებლად უნდა ვწეროთ: მე ვუთხარი, მე ვვარჯიშობ...
2) ზოგიერთ 1-პირიან ზმნაში S ნიშნის გარდა წარმოდგენილია O პრეფიქსიც, რაც არასწორია.
უნდა იყოს: შედგა, ჩანს, დუმს და არა: შესდგა, სჩანს, სდუმს.
3) როცა ზმნაში II O პირის მრავლობითობაა აღნიშნული, მაშინ მასთან შეწყობილი III S პირის
ნიშანი ს იკარგება: გწერ-ს ის შენ მას, გწერ-თ ის თქვენ მას.
4) თუ ზმნა იწყება მ თანხმოვნით, I O პირის მ ნიშნის დართვის შემდეგ 2 მ გვექნება: მმალავს.
5) თუ ზმნა იწყება გ თანხმოვნით, II O პირის ნიშნის გ პრეფიქსის დართვის შედეგად 2 გ
მოიყრის თავს: გგონია.
6) თუ ზმნა იწყება გვ თანხმოვნებით, გვ პირის ნიშნის დართვისას 2 გვ გვექნება მოგვგვარა.
7) III პირდაპირობიექტურ პირს ნიშანი არ უნდა, მაგრამ ზოგჯერ ისიცაა აფიქსით
წარმოდგენილი: სთქვა - მან ის. ამგვარი ფორმები გრამატიკულად მცდარია.
8) ზოგჯერ თანხმოვნით დაწყებული ზმნის ერთ ფორმაში თავს იყრის 2 პრეფიქსი. ეს მაშინ,
როცა სუბიექტად I პირია და ობიექტად III: ვჰკითხე - მე მას ის.
ზმნისწინის ფუნქციები.
ზმნისწინის ძირითადი ფუნქციებია :
1.აღნიშნოს მოქმედების გეზი
2.ორიენტაცია
3.გამოხატოს მოქმედების დასრულება
4.აწარმოოს ახალი ზმნა.
გეზის სახელით აღინიშნება გრამატიკული კატეგორია,რომელიც გვიჩვენებს თუ როგორია
ზმნით გამოხატული მომქედების დამოკიდებულება სივრცეში მდებარე სხვადასხვა
პუნქტთან.ამის მიხედვით ასხვავებენ უარყოფით და დადებით დამოკიდებულებებს. თუ
უარყფითია, ზმნა არ აღნიშნავს არავითარ მიმართულებას-მოქმედება აბსოლუტურია.
დადებით შემთხვევაში კი მოქმედება მიმართულია რომელიმე პუნქტისაკენ.პუნქტი შეიძლება
იყოს მაღლა ან დაბლა, შიგნით ან გარეთ, გადაღმა ან გადმოღმა, წინ ან უკან. ამის მიხედვით
გვაქვს ორი გეზი: მიუმართავი და მიმართული. მაგ: წერა და ჩაწერა, გდება და გადაგდება,
ფრენა და გადაფრენა.ამათგან მიუმართავია: წერა, ხატვა, მიმართული კი ჩაწერა,
ჩახატვა.მიუმართავი გეზის ფორმა უზმნისწინოა,მიმართულისა-ზმნისწინიანი.მიმართული
გეზის ცნება მიმართულება არის. მიმართულება კი რამდენიმე სახისაა.
ორიენტაციის სახით აღვნიშნავთ გრამატიკულ კატეგორიას,რომელიც გვიჩვენებს მოუბარი
პირის დამოკიდებულებას ზმნით გამოხატულ მოქმედებასთან, რომლის მიხედვითაც ირკვევა ,
განიხილავს მოუბარი ამ მოქმედებას ისეთს, რომელიც თვითონ უჭირავს სივრცეში, თუ
როგორც ისეთს, რომელიც მის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუ მოქმედება მიმართულია
მოუბარისკენ, მაშინ მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი აქეთ მოემართება.თუ
საწინააღმდეგოდ მიემართება მოქმედება-იქით. ამის მიხედვით გვაქვს ორი ორიენტაცია:
მაახლოებელი და მაშორებელი ანუ სააქეთო და საიქეთო.
ა)საიქეთო - მი, ა, და, გა, შე, ჩა, გადა, წა, უკუ
ბ)სააქეთო - მო, ამო-გომო, შემო, ჩამო, გადმო, წამო, უკმო.
აქეთა მიმართულების ზმნისწინებიდან „მო“ მარტივია, ყველა დანარჩენი - რთული.საიქეთო
ზმნები ყველა მარტივია რთულ ზმნისწინებთან შეპირისპირებით.
ზმნა,რომელიც ზმნისწინს არ დაირთავს, მოკლებულია გეზსა და ორიენტაციას.ხშირია ისეთი
შემთხვევაც,როცა ზმნისწინი გეზსა და ორიენტაცას არ გამოხატავს. მაგ.: გააკეთა
ზმნისწინაიანია, მაგრამ არ ჩანს მოქმედების გეზი და ორიენტაცია.
3.ზმნისწინი ხშირად მოქმედების დასრულებას გამოხატავს. მაგ.: ვხატე და დავხატე.პირველი
მიგვითითებს, რომ მომქედება დაუსრულებელი, მეორე კი, რომ მოქმედება დასრულდა.
ზმნისწინს შეუძლია ერთდროულად გამოხატოს გეზიც,ორიენტაციაც და მოქმედების
დასრულებაც. მაგ.: შეფრინდა- დასრულებული მოქმედება,მიმართული გეზი და და
მაშორებელი ორიენტაცია.
4.ზმნისწინი წარმოქმნის საშუალებადაც არის გამოყენებული. მაგ.: „გ“ ძირისგან ზმნისწინის
მეშვეობით გვაქვს ნაწარმოები სხვადასხვა მნიშვნელობის ზმნები :
დააგო,წააგო,ჩააგო,მოიგო.
მიმართულების სახეები და მათი გამოხატვა.
მოქმედების მიმართულების გამოხატვა ზმნისწინის პირვანდელი დანიშნულება
იყო.ქართული ზმნისთვის საორიენტაციოდ პირველი პირია აღებული, სწორედ მისი
მდებარეობით განისაზღვრება მოქმედების მიმართულება.მაგ: ავიღოთ ზმნისწინები „მი“ და
„მო“. ცურავს-მიცურავს-მოცურავს. მოცურავს აღნიშნავს მოქმედებას (ცურვას) და
მიმართულებას-აქეთკენ-სადაც მე ვარ. მიცურავს -იქითკენ, სადაც მე არ ვარ.იგივე შეგვიძლია
ვთქვათ სხვა ზმნებზეც.მხოლოდ „ცურავს“ მიმართულებას ვერ გაგვაგებინებს.მიმართულების 5
სახე არსებობს: იქითკენ (მესამე პირისკენ), აქეთკენ (პირველი პირისკენ). არსებობს
ზმნისწინები, რომლებიც გვიჩვენებენ იმას,თუ საიდან იწყება მოქმედება და საით მიემართება.
ანუ აქ პირველი პირის პოზიციაცაა გამოხატული და ურთიერთობა 2 პუნქტს შორისაც.
ა) აფრინდა-ქვემოდან ზემოთ (პირველი პირი ქვევითაა)
ბ) დაეშვა-ზევიდან ქვევით
გ)გამოფრინდა-შიგნიდან გარეთ
დ)შეფრინდა-გარედან სიგნით
ე)გადაფრინდა-მოძრაობის დროს დაძლეულია შემხვედრი დაბრკოლება.
მიმართულების თითოეულ სახეს მოეპოვება წყვილ-წყვილი ზმნისწინი. ერთი შედგენილობით
მარტივია და გამოხატავს მაშორებელ ორიენტაციას, მეორე კი შედგენილობით რთულია და
გამოხატავს მაახლოებელ ორიენტაციას („მო“ აქვს დართული ).
1.ქვევიდან ზევით : ა) ა(აღ) : აფრინდა,ავარდა. (მაშორებელი ორ.)
ბ) ამო: ამოფრინდა,ამოვარდა (მაახლობელი ორ.)
2.ზევიდან ქვევით : ა) და: დაფრინდა,დავარდა,დააგდო.
3.შიგნიდან გარეთ: ა) გა: გაფრინდა,გავიდა,გააგდო
ბ) გამო: გამოფრინდა,გამოვიდა,გამოაგდო.
4.გარედან შიგნით: ა) შე: შევიდა,შეფრინდა,შეაგდო.
ბ) შემო: შემოვიდა,შემოფრინდა, შემოაგდო.
5.დაბრკოლების გადალახვა: ა) გადა: გადავიდა, გადაფრინა, გადააგდო.
ბ) გადმო: გადმოვიდა, გადმოფრინდა, გადმოაგდო.
ზოგიერთი ზმნისწინი ერთდროულად ორმაგ მიმართულებას გამოხატავს.ასეთია მაგ.: ჩა და
ჩამო : ჩაფრინდა- ეს არის მოქმედება გარედან შიგნით და ზევიდან ქვევით, ე.ი ამ ზმნისწინშ
გაერთიანებულია ფუნქციები „შე“ და „და“ ზმნისწინებისა.ასევე „ჩამო“ ზმნისწინი,სადაც
მოქმედება 1-ლი პირისკენაა მიმართული.
ბ) ე ხ ლ ა არის: გა ა ჩა გა-და წა