You are on page 1of 3

4.

ქართლის ცხოვრების ვახტანგისეული რედაქცია


ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი წარსულის მესაიდუმლე — „ქართლის
ცხოვრება“ ძველებურად ვერ აღაფრთოვანებდა. მომავალ თაობებს ახალი საგმირო
საქმეებისათვის. „ქართლის ცხოვრების“ სწორედ ასეთ სავალალო მდგომარეობას
ყურადღება პირველად, ქართლის სამეფო სახლის შვილმა ვახტანგ ლეონის ძემ
მიაქცია. მან პირველმა მოინდომა ამ ძვირფასი ძეგლის გამართვა-გასწორება და
მისი კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩაყენება. მაგრამ „ქართლის ცხოვრების" რედაქცია,
მისი ყველა ნაკლოვანების თავიდან მოცილება, რასაკვირველია, ადვილი საქმე არ
იყო. ეს სამუშაო დიდად აღემა- ტებოდა ერთი ადამიანის ძალ-ღონეს, ამიტომაც,
ვახტანგმა, ამ შემთხვევაში მუშაობის კოლექტიური წესი ამჯობინა და იგი მეცნიერ
კაცთა მთელ კოლექტივს დააკისრა. სწორედ ამ მიზნით მოიწვია მან სათანადოდ
განსწავლული პირები არა მარტო ქართლიდან, არამედ საქართველოს სხვა
კუთხიდან ,ხოლო თვითონ ამ დიდი წამოწყების ხელმძღვანელობა იკისრა,
ვახტანგმა, როგორც ხელმძღვანელმა, მის მიერ მოწვეული „მეცნიერი კაცები"
გაარკვია ამოცანის რაობაში, შემდეგ, როგორც ჩანს, მოახდინა სამუშაოს ერთგვარი
განაწილებაც სარედაქციო კოლეგიის წევრთა შორის .მანვე განუმარტა და მოუხაზა
მათ ამ მუშაობის შესასრულებლად საჭირო გზებიც (მეთოდოლოგია) და ამგვარად,
„ქართლის ცხოვრების“ გარშემო დიდი მუშაობა გააჩაღდა.

ცნობილია, რომ სარედაქციო კოლეგიამ მთელ საქართველოში მოიკითხა და


მოაგროვა „ქართლის ცხოვრების ხელნაწერები ,ეს, რასაკვირველია საჭირო იყო
„ქართლის ცხოვრების“ ნუსხათა შესასწავლად, მისი ტექსტის შესაჯერებლად და
დასადგენად, ხოლო იმ ნაკვეთებისათვის, რომელნიც „ქართლის ცხოვრების“
ხარვეზების შესავსებად პირველად უნდა დაწერილიყო, რედაქციამ მოაგროვა
მცხეთის, გელათის და სხვა ეკლესია-მონასტრებისა და აგრეთვე დიდებულთა
ოჯახებში დაცული სიგელ-გუჯრები და ისინი, ამასთან ერთად, გაეცნო ქართველთა
მეზობელი ხალხების ისტორიებს და ამ გზით საჭირო ნაკვეთებიც თანდათანობით
დაამზადა. როგორც ვხედავთ, ვახტანგს „ქართლის ცხოვრების" რედაქციის
საქმიანობა მკაცრ მეცნიერულ ნიადაგზედაუყენებია.

ეს სამუშაო ვახტანგს თავის ბატონიშვილობის ხანაში დაუწყია, სანამ ის ქართლის


გამგებელი გახდებოდა, ე. ი. 1703 წლამდე. ეს უნდა იყოს ჭაბუკი ბატონიშვილის
ერთ-ერთი ადრინდელი ღონისძიებათაგანი, რომელიც თავისი სამშობლო ქვეყნის
საკე- თილდღეოდ განუხორციელებია. რამდენ ხანს იმუშავეს ვახტანგის მიერ
მოწვეულმა „მეცნიერმა კაცებმა“ „ქართლის ცხოვრების“ რედაქციაზე,
დანამდვილებით არ ვიცით. მაგრამ აშკარაა, ეს საქმე ერთბაშად დამთავრებული არ
არის, ტექსტის გამართვა-გასწორება ერთი-ორი წელიწადი მაინც უნდა
გაგრძელებულიყო. რაც შეეხება „ქართლის ცხოვრების“ ჩანართებს, განსაკუთრებით
კი, მის გაგრძელებას, რომელიც საქართველოს ოთხსაუკუნოვანი ისტორიის შეთხზვა
დაწერას გულისხმობდა, გაცილებით მეტი ხანი დასჭირვებია, ყოველ შემთხვევაში,
ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც ავტორთა კოლეგიას ხსენებულ ნაკვეთზე მუშაობა
დაუსრულებია, ვახტანგი უკვე ემიგრაციაში ყოფილა წასული და ამიტომ ნაშრომი
ვახტანგისათვის განსახილველად რუსეთს გაუგზავნიათ. თუ გავიხსენებთ, რომ
ვახტანგისეულ რედაქციას „ქართლის ცხოვრებაზე“ მუშაობა ძირი- თადად ვახტანგის
ბატონიშვილობის პერიოდში დაუმთავრებია, აშ- კარა იქნება, რომ გაგრძელების
შეთხზვა-აღწერას ორ ათეულ წელიწადზე ცოტა მეტი დრო მონდომებია. როგორც
ვახტანგისდროინდელი ნუსხებიდან ჩანს, ვახტანგის რედაქციას მართლაც
თვალსაჩინო საქმიანობა განუხორციელებია. უპირველესად ყოვლისა, საჭიროა
აღინიშნოსშნოს, მან, თუ შეიძლება ასე ითქვას, საღათას ძილისაგან გამოაღვიძა
ქართველი საზოგადოება და „ქართლის ცხოვრება“ მრავალი მოღვაწის ყურადღების
საგნად აქცია. ამიერიდან გახშირდა ჩვენში „ქართლის ცხოვრების“ გადაწერის
შემთხვევები. ვახტანგის დროს და მის შემდეგაც საქართველოში იმდენი „ქართლის
ცხოვრება“ გადაუწერიათ, რომ უკვე XVIII საუკუნის შუა წლებისათვის დიდი
ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი ამ ძეგლის ნუსხათა სიმრავლეს
აღნიშნავდა, თუ სამი წინა საუკუნიდან (XV, XVI, XVII) ჩვენ „ქართლის ცხოვრების“
მხოლოდ ხუთიოდე ხელნაწერი გაგვაჩნია, მარტო XVIII საუკუნისა თოთხმეტი ნუსხა
მოგვეპოვება.

„ქართლის ცხოვრების“ ნუსხების გამრავლებასთან ერთად, ვახტანგისეულს


სარედაქციო კოლეგიას უდიდესი მუშაობა გაუჩაღებია თვით „ქართლის ცხოვრების“
რედაქციის მიმართულებითაც. როგორც ირკვევა, ის სამეცნიერო სკოლა, რომლის
სათავეშიაც ვახტანგი იდგა, „ქართლის ცხოვრებაში“ ერთგვარ ცალმხრიობას
ამჩნევდა. ხსენებულ სამეცნიერო სკოლას არ მოსწონდა „ქართლის ცხოვრებაში" ის
გარემოება, რომ მეფეთა ისტორია და, საერთოდ, საეროთა თავგადასავალი
ვრცლად იყო გაშუქებული, ხოლო ქარ- თული ეკლესიის და მისი წიაღიდან
გამოსული პირების სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ან სულ არ იყო მოთხრობილი,
ან ნათქვამი იყო ძალიან მოკლედ.ასევე გულისხმიერად ჰქონდა შეგნებული
ვახტანგსა და მის სამეცნიერო სკოლას ის გარემოებაც, რომ გაუწაფავი
მკითხველისათვის „ქართლის ცხოვრების“ ფოლიანტებში გარკვევა, მისთვის საჭირო
ადგილის მიგნება ადვილი არ იყო. საქმე ისაა, რომ „ქართლის ცხოვრების“
თხზულებათა თავდაპირველი დასათაურება იშვიათად თუ სადმე იყო შემონახული,
ამიტომ კონკრეტული საკითხით დაინტერესებული მკითხველი ვეღარც კი ახერხებდა
კრებულში საძიებელი ადგილის მიგნებას, ამისა და მსგავსი სხვა საკითხების
შესწავლას „ქართლის ცხოვრებაში" ვახტანგისეული სარედაქციო კოლეგია
ზედმიწევნითი სიზუსტითა და უაღრესი გულისხმიერებით ახორციელებდა. მართლაც,
ყველა ამ მიმართულებით „მეცნიერ კაცთა“ კომისიას თვალსაჩინო ღვაწლი
მიუძღვის.

უპირველესად ყოვლისა, მას „ქართლის ცხოვრების“ ტექსტი თავიდან მოკიდებული


ბოლომდე შეუსწორებია და ის შედარებით უფრო გასაგები გაუხდია, ვახტანგისეულ
რედაქციას „ქართლის ცხოვრების“ ტექსტი ასევე თავიდან ბოლომდე ნაკვეთებად
დაუყვია და თითო- ვული ცალ-ცალკე დაუსათაურებია მეფეთა ზეობის მიხედვით.

ასე რომ, ვახტანგის ხელმძღვანელობით რედაქტირებულ „ქართლის ცხოვრებაში“


იმდენი ნაკვეთი და თავი აღმოჩნდა, რამდენი მეფის ზნეობაც იყო მასში აღწერილი,
ზოგიერთი ცხოვრება იმდენად ვრცელი და თავისი შინაარსით მრავალფეროვანი
იყო, რომ საძიებელი ადგილის მიგნება ადვილად მაინც ვერ ხერხდებოდა. ისეთ
შემთხვევაშიაც სარედაქციო კომისიას ღონისძიება განუხორციელებით ვრცელი
ცხოვრების შინაარსის კვალობაზე, უფრო მცირე ნაკვეთებად დაუყვია და ნაკვეთი
ცალკე დაუსათაურებია.

ორიენტირების საქმეს ემსახურებოდა აგრეთვე „ქართლის ცხოვრებაში" მეფეთა,


კათალიკოზთა და საერთოდ, დიდ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელების წითურით
განმეორების პრაქტიკიც კიდეებზე. თითოეული ცხოვრების სათაურის გასწვრივ
კიდეზე (თითქმის ყოველთვის) გამოტანილია წითურით მეფის და კათალიკოზის
სახელი სათვალავითურთ: „მეორე ვახტანგ“, „მეორე ბაკურ“ და სხვ.
ტექსტის თავებად დაყოფა-დასათაურების გარდა ვახტანგისეულ რედაქციას
განსაკუთრებული ყურადღება ამ ძეგლის შემდგომი შეფასებისთვის მიუქცევია, ახალი
ეპოქა, როგორც ჩანს, „ქართლის ცხოვრების ზოგიერთი ნაკვეთის ახალი, დროის
შესაფერი მასალებით შევსებას მოითხოვდა. ვახტანგისეულ რედაქციას როგორც
აღნიშნულია, მისი შევსება სპეციალურად საეკლესიო ჩანართებით განუზრახავს. მის
ჯერ დაუდგენია ვინაობა იმ საეკლესიო მოღვაწეთი, რომელთა შეტანაც სასურველი
ყოფილა „ქართლის ცხოვრებაში“. ესენი არიან: პეტრე ქართველი, ცამეტი ასურელი
მამა, შუშანიკი ... ჩანს, ვახტანგისეულ რედაქციას წმიდანებით „ქართლის
ცხოვრების" უბრალო აჭრელება კიარ უნდოდათ არამედ ქართული ეკლესიის
მონაწილეობის წერილობითი აღნიშვნა ჰქონია მიზნად დასახულ აქ აღნიშნულიდან
პირველი ჩანართი პეტრე ქართველის შესახებ, პირადად, ვახტანგის
მეთვალყურეობით შეუმზადებიათ .

უნდა აღინიშნოს რომ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრება წამების მიხედვით „ქართლის


ცხოვრებაში შესატანი მოკლე ჩანართის მომზადება არ იყო ადვილი საქმე.
„ქართლის ცხოვრების“ მწერალი, ჩანართების შემზადების არ უცდიდა. რაკი
გარკვეული იყო სად რა ჩანართი უნდა შეეტანა, სავარაუდო ადგილებს დაუწერლად
ტოვებდა. ასე რომ, ზოგიერთი ჩანართი იქ გვა‰, ხელნაწერის გადინუსხვის შემდეგ
შეუტანიათ. უთუოდ გვიან შეტანილი ჩანს „ქართლის ცხოვრებაში“ ხუთი ჩანართი
ცამეტი ასურელი მამის შესახებ,

ასეა თუ ისე, ვახტანგისეულ რედაქციას „ქართლის ცხოვრებაში" მთელი წყება


ჩანართებისა შეუტანია სწორედ ქართული ეკლესიის წარსულიდან, საბოლოოდ, ამ
კრებულში ჩნდება „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებიც რომელიც XIV-XVII
საუკუნეების საქართველოს ისტორიას აშუქებდა. ამგვარად, ის უდიდესი ხარვეზი,
რომელიც „ქართლის ცხოვრებას" ვახტანგის წინარე ხანისათვის გააჩნდა, შევსებულ
იქნა. ვახტანგისეული რედაქციის დაგვირგვინების წარმოადგენს შესავალი,
რომელიც ძეგლის თავშია მოთავსებული და აშუქებს ვახტანგის მიერ „მეცნიერ
კაცთა“ მოწვევის მოტივებთან ერთად მათი საქმიანობის უმთავრეს შედეგებსაც. თუ
ვახტანგისეული რეაქცია შინაარსის მხრივ არაფერს ცვლიდა „ქართლის
ცხოვრებაში“, სამაგიეროდ, გარეგნულად შესამჩნევად უცვლიდა მას თავის
ჩვეულებრივ სახეს, სწორედ გარეგნული, რედაქციული განსხვავება იმდენად დიდია
რომ ვ.ბატონიშვილმა და (სხვა ავტორებმაც ვახტანგისეული რედაქციის „ქართლის
ცხოვრებას ‘’ ახალი „ქართლის ცხოვრება“, უწოდეს, ხოლო ვახტანგამდე არსებულს
კი ძველი.

You might also like