You are on page 1of 3

სამოქალაქო კოდექსზე

 შექმნის ისტორია

 კოდექსის ხარვეზები, ბუნდოვანი, შესაცვლელი მუხლები.

 შედარება გერმანულ კოდექსთან (განსხვავებები და მსგავსებები)

შექმნის ისტორია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ
კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს (მუხლი 1).

სამოქალაქო კოდექსი მიღებული იქნა 1997 წლის 26 ივნისს გერმანული სამოქალაქო


კოდექსის მოდელის მიხედვით და ძალაში შევიდა 25 ნოემბერს.

სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფერო ვრცელდება: ფიზიკურ პირებზე, კერძო


სამართლის იურიდიულ პირებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

სამოქალაქო-სამართლებრივი რეგულირების მეთოდი გულისხმობს, მხარეთა თანასწორობას არა


მარტო ქონებრივ ურთიერთობებში, არამედ საოჯახო და პირად ურთიერთობებშიც.

ხარვეზები

1.მორალური ზიანის დაკისრების ხარვეზები-

ტერმინის უზუსტობა ტერმინი „მორალური“-ს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო


კოდექსი არ იძლევა, ის შეფასებას სასამართლო საკუთარი რწმენით ახორციელებს, მაშინ,
როცა გერმანიის შემთხვევაში „ფული ტკივილისათვის“ შესაბამისი მტკიცებულებებით
შესაძლოა დადგინდეს.
მაგალითად, როცა მოდავე მხარეები იურიდიული პირები არიან, ხოლო დავის საგანს
ქონებრივი ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგად ზიანის ანაზღაურება
წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იურიდიულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ
მორალური ზიანის ანაზრაურება, ვინაიდან მათ მორალის ნაცვლად მხოლოდ საქმიანი
რეპუტაცია გააჩნიათ.

აგრეთვე ჯანმრთელობის დეფინიციის დაუზუსტებლობა. სასამართლო ჯანდაცვის


მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხელმძღვანელობს, რომლის
მიხედვითაც ადამიანის ჯანმრთელობას სრული სოციალური, ფიზიკური და ფსიქიკური
კეთილდღეობა.ამ დროს კი სასურველია განიმარტოს რა ტიპის და როგორი
ჯანმრთელობის დაზიანებაზე უნდა მოხდეს კომპენსაცია, ხსენებულ პირობებზე
კუმულატიურად თუ ალტერნატიულად უნდა გავრცელდეს კომპენსაცია.

სასურველი იქნებოდა ამ შემთხვევაშიც გამოგვეყენებინა გერმანიის მსგავსად ცხრილები


მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის.

You might also like