You are on page 1of 2

გიორგი მერჩულეს ნაწარმების „გრიგოლ ხანძთელი ცხოვრება“ მოცემულ თავში აღწერილია

მომენტი როცა გრიგილი მიდის არტანუჯის ციხეში რათა გამოასწოროს აშოტ კურაპალატის
შეცდომა და“სიძვის დიაცი“ წაიყვანოს სასახლიდა. მოცემულ ეპიზოდში ავტორი ახერხებს
ნათლად დაგვანახოს პერსონჟების მხატვრული სახეები.

გრიგოლ ხანძთელი მოცემულ ეპიზოდში გვევლინება პერსონაჟად, რომელიც ცდილობს


აღკვეთოს „სულის გამხრწნელი“ შემთხვავა, რომელმაც შესაძლოა დააზარალოს მთლიანად
სახელმწიფოს მომავალი, ამიტომ საჭირო ომების მიღება ხდება აუცილებელი. პირველად,
როცა გრიგოლმა შეიტყო ამ ფაქტის შესახებ გაკიცხა კურაპალატი და მოსთხოვა სიძვიას
დიაცის გაშვება, თუმცა, ას შემდეგ, რაც კურაპალატი არღვევს გრიგოლისათვის მიცემულ
პურობას, თავად გრიგოლს უწევს მოქმედებაზე გადასვლა. ეპიზოდიდან, რომელშიც
გრიგოლი „სიძვის დიაცს“ სტუმრობს ნათლად გამოჩნდა გრიგოლ ხანძთელის
მოხერხებულობა როცა ის ითხოვს ჭამადს, რათა დააკვირდეს დიაცის რეაქციას:
„და კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად...“

გრიგოლის პრინციპულობა ჩანს ეპიზოდიდან, როცა ის უარს ამბობს დიაცის პირჯვრის


გადასახვაზე და მოსთხოვს რომ მისგან შორს დადგეს:
„ხოლო მან არა დასწერა ჯუარი, არამედ უბრძანა განშორებულად დაჯდომაი.“

ასევე აღსანიშნია გრიგოლის კონტრასტი დიაცთან საუბრის დროს: მანამ, სანამ გაიგებს
დიაცის სასახლეში ყოფნის მიზეზს და მას შემდეგ. „ჰოი, საწყალობელო!“ ასე მიმართავს
გრიგოლი მას საუბრის დასაწყისში. „შვილო“- ასე მოიხსენებს იგი მას ბოლოს.

გრიგოლის მმიმტევებლობა და დიდსულოვნება ჩანს ეპიზოდში როცა ის აკურთხებს დიაცს,


რაზეც მან მანამდე უარი განაცხადა:
„მაშინღა ჯუარი დასწერა და აკურთხა ლოცვითა და შეჭურა მადლითა...“

რაც შეეხება აშოტ კურაპალატს, ავტორი მას პირობის დამრღვევ პერსონაჟად გვიხატავს,
რომელიც ფქტობრივად დიდი სიყვარული ტყვე გახდა, რისი უფლებაც მას, როგორც
სახელმწიფოს მმართველს, არ ჰქონდა.

საინტერესოა ასევე ფაქტი იმის შესახე, თუ რამხელა სიყვარულით შეუძლია აშოტს უყვადეს,
რომ დაკარგოს თავი და საყვარელი ქალის დაბრუნების სურვილმა შეიბყროს. ავტორი ამ
ყველაფერს ეშმაკის მანქანებს ადარებს:

„...ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო, რომელ თავმოთნეობაი დაავიწყდა და მსწრაფ
ლ ხოლო მოვიდა მერეს.“

უკვე მერეს მისული მეფე ჯერ ლოცულობს და შემდეგ ესაუბრება დედა ფებრონიას. ამ
ეპიზოდიდან ნათლად გამოჩნდა, რომ კურაპალატს კარგად აქვს გაანალიზებული მისი
ცოდვის სიმძიმე და იგი ინანიებს მას.

”და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა და მიიღო ლოცვ
აი  დედისა ფებრონიაისი, მაშინ იწყო სიტყუად“
სიყვარულმა აშოტ კურაპალატი იმდენად უსუსური გაჰხადა, რომ მან იცრუა ფებრონიასთან
საურის დროს, რათა დედაოს მისთვის დიაცი დაებრუნებინა:

,,ამის მიზეზისათვის იქმნა მოსლვაი ჩემი, რამეთუ სახლისა ჩუენისა მეჭურჭლე ქალი იყო და 
ყოველი მონაგები ჩუენი ხელთა მისთა იყო“

კურაპალატის სასოწარკვეთილება გამოჩნდა დედა ფებრონიასთან საუბრის შემდგომ შემდეგ


სიტყვებში: „ეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!“

დედა ფებრონიას შემდეგი სიტყვები:


,,მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა“ სწორედაც,
რომ არის ამ თავის მთავარი სათქმელი. მართლაც, რომ ჩვენ უარს ვაბობთ ჩვენ სულიერ
სიწმნდეზე და ჩვენს რელიგიაზე, მაშინ, როცა ვიწყებთ ჩვენი ხორციელი სურვილების
დაკმაყოფილებას და უფრო მეტიც ამ ცოდვებისთვის გასასამართლებელი მიზეზების
მოძებნას.

You might also like