You are on page 1of 2

საანალიზო მონაკვეთში ლეო ქიაჩელი იდეალურად გვიხატავს უჯუშის მხატვრულ სახეს.

ვფიქრობ, ეპიზოდიდან მკაფიოდ იკვეთება ოფიცრის განსაკუთრებული ღირსება . მან ზუტსად


იცის, რომ ბოლშევიკებთან გამოცხადება მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა , თუმცა
ყოველგვარი ყოყმანისა და ორჭოფობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას და ამით საკუთარი
ოჯახის წევრების უსაფრთხოებას უზრუნვეყოფს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა , რომ უჯუშს
მეზღვაური მხოლოდ თავდაცვის გამო შემოაკვდა, ემხა თავს ვალდებულად თვლიდა, რომ
ტყვედ ჩავარდნილი ბაქირბი გამოეხსნა, მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს, როგორც
ჰაკი აძბა აღნიშნავს, საფრთხე არ ემუქრება. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ უჯუში პატივსაცემი
პიროვნება იყო და უფრთხილდებოდა კიდეც ამ სახელს: „დაფიქრებაც კი პატივს ამყრიდა
თქვენს თვალში...“ - აღნიშნავს იგი. ხაზგასასმელია, რომ თეთრგვარდიელი საკუთარ
თანამოძმეებს უპირობოდ ენდობა და მათ რჩევებში ეჭვი არ შეაქვს: „ალბათ , ეს არის
ერთადერთი გამოსავალი“ - ეუბნება ის თოუხანს. უნდა აღინიშნოს, რომ საოცარი
პატრიოტიზმი იკვეთება მისი ჟესტით: საკუთარი იარაღის მარშანისთვის გადაცემით , რადგან
არ სურდა, მტრისთვის ჩაებარებინა იგი. ასევე, საოცრად აღმაფრთოვანებელია უჯუშის
სიკვდილით დასჯის სცენაც. ცალსახაა, რომ მიუხედავად სიცოცხლის წყურვილისა, ოფიცერი
ღირსეულად შეხვდა ტყვიას.

არაერთი ლიტერატურათმცოდნე აღნიშნავს, რომ ჰაკი აძბა გამორჩეული პერსონაჟია


ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მისი მხატვრული სახე ნათლად იხატება მოცემულ
ეპიზოდში. ვფიქრობ, ცალსახაა, რომ ჰაკი, მიუხედავად გლეხის სტატუსისა, სულიერი
სიმდიდრით ბევრად აღემატება სოციალური ფენით მასზე მაღლა მდგომთ. ჩემი აზრით , აძბა
განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა, რასაც, ამ შემთხვევაში , მისი ძუძუმტეობა
განაპირობებს. ის ცდილობს, საკუთარ მეგობარს თავიდან აარიდოს სასტიკი განაჩენი და
როცა ხვდება, რომ უჯუშს აზრს ვერ შეაცვლევინებს, მასთან ერთად იზიარებს
პასუხისმგებლობას. მართალია, ჰაკი აძბა ძუძუმტის სიცოცხლის გადარჩენას ვერ შეძლებს ,
თუმცა, ვფიქრობ, მან გააძლიერა და მხნეობა შემატა ემხას. ჩემი აზრით, არანაკლებ
ამაღელვებელია ჰაკის თავგანწირვის ეპიზოდი. მან, ვფიქრობ, არა იმპულსური , არამედ
სრულიად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ისე , როგორც მამამ დაუბარა ,
უჯუშს შესწირა სიცოცხლე და ღირსეულად აღესრულა.

„ჰაკი აძბა“ ლეო ქიაჩელის მიერ 1933 წელს გამოქვეყნებული ნოველაა, რომელშიც  ორი
ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი და ტრაგედიაა ასახული .
ნაწარმოებში მოქმედება რევოლუციის დროინდელ სოხუმში ხდება. ვფიქრობ , ის, რაც
ნოველას ასეთ განსაკუთრებულს ხდის, მასში გადმოცემული ამბის სინამდვილეა . ქიაჩელმა
კომუნისტური რეჟიმის მკაცრი ცენზურის გამო ნამდვილი პიროვნებები გამოგონილი
პერსონაჟებით ჩაანაცვლა და, ვფიქრობ, ასე წარმოაჩინა ტოტალიტარული სახელმწიფოს
სასტიკი მხარე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰაკი აძბას თავდადება, ჩემი აზრით, მისი
ძუძუმტეობიდან გამომდინარეობს, რითაც ეს ნაწარმოები საოცრად მახსენებს აკაკი
წერეთლის პოემას „გამზრდელი“. ორივე მათგანში, ვფიქრობ, ნათლად არის წარმოჩენილი
ძიძიშვილობის ფენომენი და მისი მნიშვნელობა XVII-XX საუკუნეების საქართველოში. რაც
შეეხება საანალიზო მონაკვეთს, უნდა აღინიშნოს, რომ ლეო ქიაჩელის თხრობის სტილი
მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. ის იდეალურად იყენებს ტროპის სხვადასხვა ხერხს , რაც
ეხმარება სიუჟეტის უკეთ აღწერაში. ჰაკი აძბა გარშემომყოფებს მოიხსენიებს ეპითეტით :
„ბრწყინვალე თავადები“ - რითაც, ვფიქრობ, მის თავმდაბლობას ესმება ხაზი; აღსანიშნავია ,
რომ შედარებით: „ეს მართალია, როგორც მზე, რომელიც დედამიწას ანათებს“ - ქიაჩელი
ტექსტს უფრო მხატვრულსა და მრავალფეროვანს ხდის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ, უჯუშის
სიცოცხლის ბოლო წუთების აღწერისას, ავტორი, ვფიქრობ, იდეალურად ხატავს ბუნების
სურათს და ამით მკითხველს სევდიან განწყობას უქმნის.

You might also like