You are on page 1of 1

127-ე სტროფიდან 138-ის

ჩათვლით

მხატვრული ესე
ცოტა თუ მოიძებნება ნაწარმოებები,რომელშიც ყველა უმთავრესი ადამიანური
ურთიერთობები არის აღწერილი.საამაყოა,რომ ასეთი ნაწარმოები ქართველებმა
რუსთაველის სახით მე-12 საუუნეში დაწერა.პოემა თავისმხრივ მრავლის მომცველი და
ყოვლისმთქმელია,ის წიგნების თაროზე უხილავი სინათლით ბრწყინავს და მკითხველს მისი
აღებისკენ მოუწდებს.მისი ყოველი გადაკითხვა ჟრუანტელის დამყრელია, ვასიკო კეჟერაძის
თქმით კი ეს უტყუარი ინდიკატორია კარგი ნაწარმოებისა.
სიყვარულის გრძნობა ძეაღმატებულია ყველასთვის ვინს ის გამოცადა.მოცემულ
შემთხვევაში კი თინათინისა და ავთანდილისთვის. მათი შეხვედრის სცენა კრძალვითა და
მოწიწებითაა დატვირთული. ისევ რუსთაველის სიტყვებია,ტომ
„სიყვარულსა მალვა უნდა,ვითა ცხენსა ნაქურდალსა“
მთავარი პერსონაჟებიც ამ გრძნობით დადაგულნი შესაფერისად იქცევიან,რაც ჩემი აზრით
ისევ და ისევ მათ შორის გრძნობის ძლიერებაზე მიგვითითებს.
„ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ,ცნობითა მშვიდითა“
მათი ურთიერთობა მომდევნო ტაეპებში უფრო თავისუფალი ხდება და ერთმანეთთან
საუბარსაც აღარ ერიდებიან.ეს თავის მხრივ თინათინის დაღრეჯილობის ბრალია,რადგან მას
„ წადდა არა-თქმა ,რომლისა ღონე არა აქვს თმობისა“
ვფიქრობ,რომ მათი სიყვარულის ამბავი ლამაზად დაიწყო და კვანძი ტარიელისგამოჩენამ
შეკრა,რადგანაც ის იყო მიზეზი თუ რატომ დაიბარა თინათინმა თავისთან ავთანდილი.მათი
შრითი სიყვარულის მალვა კონსტანტინესა და შორენას მაგალითს შეგვიძლია
მივამსგავსოთ,თუმცაღა მათი სიყვარული ისეთივე ფარული დარჩა ,როგორიც იყო.
ახალი მეუფე ამ ეპიზოდში გვესახება,როგორც გამბედავი ბუნების მქონე ქალი.მან არა
მარტო ამხილა ავთანდილი მისდამი გრძნობებში
„შეუპყრიხარ სიყვარულსა,გული შენი დაუტყვია“
არამედ თავისი კარტიც გაუშალა და ერთგულება შეფიცა
„ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი“
ჩემი აზრით ამ მონაკვეთში თინათინის სიტყვები ყოველი ქალის ბუნებას უნდა ასახიერებდეს.
მისი პრინციპეპით რჩებოდა მაიაც,რომელიც არჩილის გამგზავრების და სხვა
წინააღმდეგობებს მიუხედავად მისი ერთგული დარჩა და დასასრულს ერთად შექმნეს საიმედო
მომავალი.
პოემა,როგორც ეს რუსთაველს ჩვევია, დახუნძლულია მხატვრულობით,რომელიც მას
ინტერესს მატებს.მოცემულ ნაწყვეტში მეტაფორულადაა გადმოცემული სხვადასხვა
ემოციები.მაგალითისთვის ავთანდილის სიხარული
„მზესა მთვარე შეეყაროს,დაილევის, და-ცა-ჭნების“
„მე სიკვდილსა მოველოდი,შენ სიცოცხლე გამიწამე“
ასევე მეტაფორულია თინათინის ფიცის მიცემაც
„კოკობი და უფურჭვნელი,ვარდი დაგხვდე დაუჭნარი“
„მზეცა მომხვდეს ხორციელი,ჩემთვის კაცად შენაქმარი
სრულად მოვსწყდე სამოთქესა,ქსესკნელს ვიყო დასანთქმარი
შენი მკლვიდეს სიყვარული,გულსა დანა ასაქმარი“
მხატვრული საშუალებებიდან ყურადღების მიმქცევია პოემის რითმაც,რომელიც სპეციფიური
მარცვლოვანი საზომით,შაირით, არის დაწერილი. პოემის უმრავლესი ნაწილი და ეს
მონაკვეთიც მათ შრის, 16 მარცვლიანი შაირითაა დაწერილი.

You might also like