You are on page 1of 3

ნაშრომის გაფორმების წესი

ნაშრომის სტრუქტურა:
• თავფურცელი
• განაცხადი
• სარჩევი
• შესავალი
• ძირითადი ნაწილი (თავები და ქვეთავები)
•დასკვნა ბოლო გვერდები
• ბიბლიოგრაფია

თავფურცელი

ნებისმიერი ტიპის აკადემიური ნაშრომი იწყება თავფურცლით, ე.წ.


სატიტულო გვერდით, მასზე შემდეგი ინფორმაცია უნდა განათავსოთ:
ნაშრომის სათაური, სტუდენტის სახელი და გვარი, ნაშრომის ტიპი (საშინაო
ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი და ა.შ.), ფაკულტეტის ან პროგრამის
დასახელება, კურსის ან სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი და
აკადემიური ხარისხი, უნივერსიტეტის სახელწოდება, ნაშრომის წარდგენის
ადგილი და წელი. თავფურცელი არ ინომრება. მონაცემები კი იწერება
ცენტრირებულად.

თავფურცლის პარამეტრები:

ნაშრომის სათაური - 14, გამუქებული


ავტორის სახელი და გვარი - 12, გამუქებული
ნაშრომის ტიპი - 12, გამუქების გარეშე
ხელმძღვანელის მონაცემები - 12, გამუქების გარეშე
უნივერსიტეტი და წელი - 12, გამუქებული
ფაკულტეტი, პროგრამა - 12, გამუქების გარეშე

თავფურცლის ნიმუში:
გამოხატვის თავისუფლება:
სიძულვილის ენის რეგულირება ამერიკულ და ევროპულ მოდელებში

სახელი და გვარი

საშინაო ნაშრომი

ეკონომიკის ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ასორებული პროფესორი, ნანა ტრაპაიძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2018
განაცხადი

(განაცხადი განაცხადი აკადემიური ნაშრომის მეორე სტრუქტურული


ერთეულია, თავფურცლის მომდევნო გვერდზე იწერება და მიზნად ისახავს
ნაშრომის დაცვას პლაგიატისგან).

განაცხადის ნუმუში:

როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს


ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,
გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ
არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

ავტორის სახელი და გვარი


ნაშრომის წარდგენის თარიღი

You might also like