You are on page 1of 1

1/ ფიზიკურმა პირმა ქებაძემ `შავი ზღვის~ ბანკისაგან აიღო სესხი 100000 ლარის

ოდენობით. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ქებაძემ დააგირავა 200 000


ლარის ღირებულების მარცვლეულის გადამამუშავებელი დანადგარი, რომელსაც ის
უკრაინიდან დღე-დღეზე ელოდებოდა. ქებაძემ გადამზიდავ კომპანიას ვერ
გადაუხადა მანქანა-დანადგარის ექსპედიციისა და ტრანსპორტირების საზღაური,
რის შედეგადაც გადამზიდველმა კომპანიამ გადაწყვიტა გაეყიდა აღნიშნული მანქანა-
დანადგარი. შეიტყო რა ბანკის იურისტმა გირავნობის საგნის მოსალოდნელი
რეალიზაციის თაობაზე, წერილობითი მოთხოვნა წარუდგინა გადამზიდველ
კომპანიას, რომ ქებაძეს აღნიშნულ ქონებაზე გირავნობის უფლება გაფორმებული
ჰქონდა სესხის უზრუნველყოფის მიზნით `შავის ზღვის ბანკთან~ და გადამზიდველ
კომპანიას მანქანა-დანადგარის რეალიზაციის უფლება არ ჰქონდა. როგორ
გადაწყდება მხარეთა შორის არსებული დავა?

2/ ბურკაძესა და სისაურს შორის ავტობაზრობაზე შედგა ზეპირი შეთანხმება


ავტომობილის ნასყიდობის თაობაზე. ბურკაძე ისე მოიხიბლა ცნობილი მარკითა და
მისთვის ხელმისაწვდომი ფასით, რომ არც დაინტერესებულა ფაქტობრივი
გადაცემის გარდა მის სამართლებრივ გაფორმებაზე. ბურკაძემ გადასცა სისაურს
ნასყიდობის ფასი, ხოლო სისაურმა ბურკაძეს გადასცა ავტომობილის ტექნიკური
პასპორტი, გასაღები და განბაჟების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ დღეს
ბურკაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გააჩერა და სთხოვა მანქანის
გადაყვანა ვითარებაში გასარკვევად. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით
აღნიშნული ავტომობილი რეგისტრირებული იყო შპს „პირველის“ სახელზე, სადაც
სისაური მუშაობდა დირექტორად, შპს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო
ვალდებულებებისათვის კი ავტომობილს ყადაღა ედო. • როგორ დავიცვათ ბურკაძე
აღნიშნული სამართლებრივი პრობლემისაგან? • რა შინაარსის სამართლებრივ
კონსულტაციას გაუწევდით მას? • ჰქონდა თუ არა სისაურს ავტომობილის
რეალიზაციის უფლება? • რა გზებით უნდა მოეპოვებინა ბურკაძეს ავტომობილზე
საკუთრების უფლება?

You might also like