You are on page 1of 1

გურამ რჩეულიშვილი

მწერლის ცხოვრებაზე ფიქრისას სრული სიცხადით იკვეთება


ქართველი ერის ერთი ინდივიდუალური თვისება, რომელიც
მას სხვათაგან გამოარჩევს. სწორედ ამ თვისებამ გახადა
განუყრელი გურამ რჩეულიშვილის ხატი აბობოქრებულ
ზღვასთან. 26 წლის აღესრულა, მაგრამ უკვე დაწერილი ჰქონდა
„ალავერდობა“, ეს მისი უკანასკნელი ნაწარმოებია.
მოთხრობაში ავტორი და პერსონაჟი ერწყმიან ერთმანეთს,
სწორედ მთხრობელი - პერსონაჟის თვალითაა აღქმული
ყველაფერი. თხრობისას იკვეთება მისივე ხასიათი, აზროვნება,
მეტყველების თავისებურება. მოთხრობის მთავარ გმირს
ავტორივით გურამი ჰქვია. მწერალსა და პერსონაჟს შორის
არსებული მსგავსება რეალურია, თუ კი გურამ რჩეულიშვილის
ცხოვრებას გავიხსენებთ.
მოთხრობის დასაწყისი პირველ პირში თხრობაა, მოგვიანებით
კი იგი მესამე პირში გრძელდება.
მწერლის ლექსიკა მრავალფეროვანია. თითოეული ფრაზა
დატვირთულია დიდი სათქმელით. სიცოცხლეში შლეგად
მიჩნეული თავისი ნაწარმოებებით ავტორი ღრმა და ფიქრიან
ადამიანად გვევლინება.
მწერლის იუმორი ლაღი და ხალასია.
მას აქვს უნარი მოვლენები ისე აღწეროს, რომ ცოცხალი
შთაბეჭდილება დაგვიტოვოს.
„ალავერდობაში“ თხრობა დინამიკურია. ამიტომაც დიდ
ემოციას იწვევს მკითხველში.

You might also like