You are on page 1of 1

 

ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია.


ჩემი გაკვეთილის მიზნები : სიტყვებზე მუშაობა, სრულად იქნა მიღწეული.
მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების
რეალიზება. 
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი
საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა
მრავალფეროვანმა აქტივობებმა.პირველ კლასში ბავშვები განსაკუთრებით
საქმიანად ჩაერთნენ პირველ და მეორე აქტივობებში, როდესაც ჩვენ ფიზიკური
აქტივობებით გავიხსენეთ ზედსართავი სახელები და მეორე, როდესაც
ფლეშქარდებით სიტყვების გახსენებას ცდილობდნენ.
საინტერესო იყო გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნება.
ამან უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების
მიღწევაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები
და მეთოდებიც. 
არცერთ გაკვეთილზე გაკვეთილის გეგმაში არაფერი არ შემიცვლია, თუ არ
ჩავთვლით იმას, რომ ზოგ შემთხვევაში მოსწავლეს უფრო მეტი დრო დასჭირდა
მასალის გააზრებაში.
ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ზოგიერთი პასიური მოსწავლე დაინტერესდა
მსგავსი აქტივობებით და ცდილობდა ჩართულიყო საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა, რამაც ერთგვარი
დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა, დროულად მოვბილიზდი და ყველაფერი
ისე წარვმართე, რომ საგაკვეთილო მიზნები არ დამიზარალებია.
მაგ: მეხუთე კლასში მეორე აქტივობამ გამოიწვია ხმაური, რადგან ყველას სურდა
აზრის დაფიქსირება.
მე ახლა შემიძლია, რომ მიღებული გამოცდილებები დავაგროვო, გავიაზრო და
ხარვეზების გამოსწორებაზე ვიფიქრო.

You might also like