You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

მუხლი 149. უძრავი ნივთის ცნება


უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე
აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

I. ზოგადი დებულებები

მოძრავი ნივთებისაგან განსხვავებით, სამოქალაქო კოდექსი შეიცავს უძრავი ნივთების 1


დეფინიციას. 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს განეკუთვნება მიწის ნაკვეთი
მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-
ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამ დეფინიციისაგან განსხვავებულია
„საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონში გამოყენებული უძრავი ნივთის
ცნება: უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის
გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის
ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.
სამართლებრივად ამ განსხვავებას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ხაზობრივი
ნაგებობა (საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის
მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი,
კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი) სამოქალაქო კოდექსის გაგებით
წარმოადგენს უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს. მეორეს მხრივ, მიწაზე
აღმოცენებული მცენარეები არ წარმოადგენენ უძრავ ნივთებს „საჯარო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონის ლეგალური დეფინიციის მიხედვით. ეს გარემოება
თავისთავად ცხადია საჯარო რეესტრის მიზნებიდან გამომდინარე.

II. უძრავი ნივთის სახეები

მიწის ნაკვეთი არის დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომელიც სივრცობრივად 2


განსაზღვრულია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით. მიწის
ნაკვეთს განეკუთვნება ასევე მიწის ნაკვეთის ქვეშ მდებარე სივრცე1. დეფინიციის
თანახმად, მიწის ნაკვეთს განეკუთვნება მიწაში არსებული წიაღისეული და მასზე
აღმოცენებული მცენარეები. ნორმა მოიცავს ყველა სახის მცენარეს (ხე, ბუჩქი, ბალახი)
და არ ანიჭებს მნიშვნელობას იმ გარემოებას, თუ რამდენად მყარად არის მცენარე
ფესვებით დაკავშირებული მიწასთან. მიწის ნაკვეთის ცნება მოიცავს, ასევე გაუშენებელ
ტერიტორიასაც.2

1 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 1999, მუხ. 149, გვ. 23.
2 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2011, გვ. 145.
1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

უძრავ ნივთებს განეკუთვნება მიწაზე მყარად განლაგებული შენობა-ნაგებობები,


რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე დროს, 150 II მუხლის თანახმად, შენობა-
ნაგებობები არის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი3.

3 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2011, გვ. 151.


2
ლევან თოთლაძე

You might also like