You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

მუხლი 154. ნივთისა და უფლების ნაყოფი


1. ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა, რომელთაც ეს
ნივთი იძლევა.

2. უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების


გამოყენების შედეგად.

3. ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და უპირატესობა,


რომელთა მიღებასაც ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი
ურთიერთობის მეშვეობით.

4. უფლებამოსილება ნივთზე ან უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ ნივთისა თუ


უფლების ნაყოფის მიღებას ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის შესაბამისად,
თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. თუ პირი მოვალეა უკან დააბრუნოს ნაყოფი, მას შეუძლია მოითხოვოს ნაყოფზე


გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუკი ეს ხარჯები სწორი სამეურნეო საქმიანობის
შედეგია და ნაყოფის ღირებულებას არ აღემატება.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


II. ნივთის ნაყოფი ............................................................................................................................................ 2
III. უფლების ნაყოფი ........................................................................................................................................ 3
IV. სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მიღებული ნაყოფი ................................................. 3
V. ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების უფლებამოსილება .............................................................. 3
VI. ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ..................................................................................... 4

I. ზოგადი დებულებები

ნორმის მიზანია განსაზღვროს ნივთისა და უფლების ნაყოფის ცნებები და 1


უფლებამოსილი პირი, ვისაც ეკუთვნის უფლება ნაყოფზე. ნორმა ერთმანეთისაგან
განასხვავებს ნივთისა და უფლების ნაყოფს. ლეგალური დეფინიციის თანახმად,
ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა, რომელთაც ეს ნივთი
იძლევა, ხოლო უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება
ამ უფლების გამოყენების შედეგად. იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული
შეხედულების თანახმად, ნაყოფი არის სამეურნეო შემოსავალი, რომელსაც ნივთი ან
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე იძლევა თავისი დანიშნულებით პირდაპირ
(ბუნებრივი ნაყოფი) ან არაპირდაპირ, სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე
(სამოქალაქო, იურიდიული ნაყოფი).1 თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება

1 Stresemann, MüKo, 7. Aufl., 2015, §99. Rn. 1; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 1999, მუხ. 154, გვ. 38.
1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

ნივთის კვალიფიკაციას ნაყოფად, მითითებულია სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა


ნორმებში (მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნა ნივთისა და უფლების ნაყოფზე
(162); უფლებამოსილი პირის მოთხოვნები კეთილსინდისიერი და
არაკეთილსინდისიერი მფლობელების მიმართ (163, 164); უზუფრუქტუარის
უფლებამოსილება ნაყოფისა და სარგებლის მიღებაზე (245 III); მოგირავნის უფლება
გირავნობის საგნიდან ნაყოფის მიღებაზე (261 II) ; მოიჯარის უფლება ნაყოფის
მიღებაზე (581 I); საკუთრების მიმნდობის უფლება ქონების ნაყოფზე (726) და სხვა).

II. ნივთის ნაყოფი

2 154 I მუხლის თანახმად, ნივთის ნაყოფია შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა.


ნივთის პირდაპირი ნაყოფია ორგანული ნაყოფი, როგორიცაა ცხოველისა და მცენარის
პროდუქტები: რძე, მატყლი, პირუტყვის ნამატი, კვერცხი და სხვა. მნიშვნელობა არა
აქვს იმ გარემოებას, ნაყოფი განცალკევებულია თუ არა მისი მწარმოებელი ნივთისგან
და ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია განცალკევება. ნაყოფის
მოსაპოვებლად მისი მწარმოებელი ნივთის სუბსტანცია არ უნდა მოისპოს. ასე,
მაგალითად, დაკლული ცხოველის ხორცი არ ჩაითვლება ნაყოფად.2 ასევე, ნივთის
გადამუშავების შედეგად ნაყოფი არ წარმოიშობა.

3 ნორმის მიხედვით, ნივთის ნაყოფია ასევე ის შემოსავალი, რომელსაც ნივთი იძლევა და


არ არის ნივთის ნამატი, მაგრამ ნივთისგან მისი სამეურნეო დანიშნულების გზით არის
მიღებული. ნივთი იძლევა შემოსავალს, თუ მისი მოპოვება ხდება ნივთის ბუნებრივი ან
ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგად. უპირველესად, ეს შეეხება მიწის სასარგებლო
წიაღისეულს, რომლის მოპოვებაც ხდება საბადოებიდან და ღია კარიერებიდან:
ქვანახშირი, ქვიშა, ტორფი და სხვა. ნივთის ნაყოფი არ არის ელექტროენერგია, რადგან
მისი მოპოვება არ ხდება წყლის, ბუნებრივი აირის ან ნავთობის სუბსტანციიდან.3

4 ნივთის, ასევე უფლების უპირატესობა არის ის სარგებელი, რომელიც თან სდევს


ნივთის ან უფლების გამოყენებას. როგორც წესი, ნივთის უპირატესობა განისაზღვრება
ნივთის ბუნებიდან გამომდინარე და იგი ხშირ შემთხვევებში ეფუძნება ნივთის
მფლობელობას.4 მაგალითად, საცხოვრებელი სახლის ან ბინის უპირატესობა არის მისი
საცხოვრებლად გამოყენება. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სახლის საცხოვრებლად
გამოყენების შესაძლებლობა. ავტომობილის უპირატესობა არის ადვილად
გადაადგილება და სხვა. ამ მუხლის გაგებით, უპირატესობა არ არის ქონებრივი
ხასიათის სარგებელი. მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება, ასევე ცხენის
გამოყენება საჯირითოდ, არის უპირატესობა. უპირატესობა არ არის მოცემული,

2 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2011, გვ. 152; Stresemann, MüKo, 7. Aufl., 2015, §99.
Rn. 2-3.
3 Stresemann, MüKo, 7. Aufl., 2015, §99. Rn. 4-5.
4 Stresemann, MüKo, 7. Aufl., 2015, §100. Rn. 2.
2
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

როდესაც სახეზეა ნივთის ან უფლების გასხვისება ან გაყიდვა. მაგალითად, აქციის


მაღალი კურსით გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ არის უპირატესობა. ასევე,
მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული საზღაური, არ არის მიწის ნაკვეთის
უპირატესობა.

III. უფლების ნაყოფი

154 II მუხლის ლეგალური დეფინიციის თანახმად, უფლების ნაყოფი არის ის 5


შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად.
გამომდინარე აქედან, უფლების ნაყოფი არის შემოსავალი, რომელსაც უფლება თავისი
არსით იძლევა. ნივთის ნაყოფის მსგავსად, უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი,
რომლის მოპოვებაც ამ უფლების შინაარსსა და მიზანს წარმოადგენს. თუ რამდენად
არის მოცემული ნაყოფი უფლების განხორციელების შედეგად მიღებული,
დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. უფლებები, რომლის განხორციელების შედეგად
მიიღება ნაყოფი, არის: იჯარა, უზუფრუქტი. უფლების პირდაპირი ნაყოფია აქციებზე
გაცემული დივიდენდები. უფლების პირდაპირი ნაყოფი იქნება ის შემოსავალი,
რომელსაც იღებს მოიჯარე, ასევე, უზუფრუქტუარის მიერ ნივთის სარგებლობის
შედეგად მიღებული სარგებელი. ის შემოსავალი, რომელსაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე
სარგებლობის გადაცემის სამაგიეროდ უზუფრუქტუარისგან იღებს, ასევე, მეიჯარის
მიერ მიღებული საიჯარო ქირა არის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე
მიღებული არაპირდაპირი ნაყოფი (154 III).

IV. სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მიღებული ნაყოფი

154 III მუხლის თანახმად, ნივთისა და უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი და 6


უპირატესობა, რომლის მიღებასაც ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე. ასეთი შემოსავალი არის, მაგალითად, ქირავნობის,
იჯარის ან უზუფრუქტის საფუძველზე ნივთის სარგებლობაში გადაცემის შედეგად
პერიოდულად გადასახდელი თანხები, ასევე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ
მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევით მშენებლობის განხორციელების
გამო მხარეებს შორის შეთანხმებული ყოველწლიური ფულადი კომპენსაცია (179) და
სესხის შედეგად მიღებული პროცენტები.

V. ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების უფლებამოსილება

154 IV მუხლის წინაპირობა არის, რომ პირი უფლებამოსილია მიიღოს ნივთისა და 7


უფლების ნაყოფი. სამართლებრივად არ არის მნიშვნელოვანი, ნივთისა და უფლების
ნაყოფზე უფლებამოსილება ეფუძნება საკუთრებას თუ სხვა სანივთო უფლებას,

3
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

მაგალითად, უზუფრუქტს, თუ იგი გამომდინარეობს ვალდებულებით-სამართლებრივი


ურთიერთობიდან, მაგალითად, იჯარის ხელშეკრულებიდან. ნივთისა და უფლების
ნაყოფის მიღების ვადა და მოცულობა დამოკიდებულია მიმღები პირის
უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, 154 IV მუხლი არ განსაზღვრავს თუ ვინ მოიპოვა
ნივთისა და უფლების ნაყოფზე საკუთრება, არამედ იგი ადგენს მოთხოვნის უფლებას
(„შესაძლებელს ხდის“) იმ პირებს შორის, რომლებიც დროში ერთმანეთის შემდეგ
იყვნენ უფლებამოსილი პირები. ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების პერიოდში
შესაძლებელია შეიცვალოს უფლებამოსილი პირი, მაგალითად, აქციის გამყიდველი და
მყიდველი, ან მეიჯარე და მოიჯარე. 154 IV მუხლი გამოიყენება ყოველთვის, როდესაც
მოცემულია განსაზღვრულ ვადამდე ან განსაზღვრული ვადის შემდეგ ნივთისა და
უფლების ნაყოფის მიღების უფლებამოსილება.

VI. ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

8 სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ნივთისა და უფლების ნაყოფის მიმღებმა


პირმა აანაზღაუროს ნაყოფის მისაღებად გაწეული ხარჯები.5 154 V მუხლის წინაპირობა
არის, რომ ნივთისა და უფლების ნაყოფი, როგორც ნაყოფი უნდა დაბრუნდეს უკან.
პირს, რომელიც ვალდებულია დააბრუნოს ნაყოფი, წარმოეშობა მოთხოვნის უფლება
ხარჯების ანაზღაურებაზე, რომლებიც მან ნაყოფის მისაღებად გაწია. მაგალითად,
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემთხვევაში, ეს ხარჯები შეიძლება იყოს სასუქის,
სათესლე მასალისა და მოსავლის აღების ხარჯები. ხარჯების ანაზღაურების
ვალდებულება მოიცავს ასევე პირის საქმიანობის ხარჯებსაც. აღნიშნული შეეხება
განსაკუთრებით საწარმოს ნაყოფს, რომლის მიღებაც პირის უნარსა და პირად
თვისებებზეა დამოკიდებული.6

9 ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, თუ იგი სწორი


სამეურნეო საქმიანობის შედეგია და ნაყოფის ღირებულებას არ აღემატება. თუ ხარჯები
აღემატება ნაყოფის ღირებულებას, მაშინ იგი არაეკონომიური იყო.

10 154 V მუხლი არის პირის მოთხოვნის უფლება, მაგრამ იგი დაკავშირებულია ნაყოფის
უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასთან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა
წარმოადგენს ამავე დროს, ნივთი დაკავების უფლებას.7 თუ ნაყოფის ნაცვლად უკან
დაბრუნების მოთხოვნის უფლება მიმართულია ფულად თანხაზე, მაშინ ნაყოფის
მიმღებ პირს შეუძლია ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით გაქვითოს უკან
დაბრუნების მოთხოვნა („შეუძლია მოითხოვოს“). 154 V მუხლი არის დისპოზიციური
ნორმა და შესაძლებელია მისი მოქმედება მხარეთა შეთანხმებით გამორიცხულ იქნეს.

5 Heinrichs, in Palandt BGB-Kommentar, §102 Rn.1; Stresemann, MüKo, 6. Aufl., 2013, §102. Rn. 1.
6 Heinrichs, in Palandt BGB-Kommentar, §102 Rn.1; Stresemann, MüKo, 6. Aufl., 2013, §102. Rn. 4.
7 Stresemann, MüKo, 6. Aufl., 2013, §102. Rn. 6.

4
ლევან თოთლაძე

You might also like