You are on page 1of 14

ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

მუხლი 155. ცნება. სახეები


1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ
ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის
უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ
უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.
3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც
განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას
ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების
მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან
თანამფლობელებად.
5. თუ ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს, ისინი ითვლებიან ცალკეული
ნაწილების მფლობელებად.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 2


1. ნორმის არსი ............................................................................................................................................. 2
2. ნორმის გამოყენების სფერო .................................................................................................................. 2
II. მფლობელობის წარმოშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (155 I) .......... 3
1. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................ 3
2. ფაქტობრივი ბატონობის არსი .............................................................................................................. 4
3. მფლობელობის დროში განგრძობადობა ............................................................................................ 5
4. მფლობელობის ნება ............................................................................................................................... 5
5. მფლობელობის მოპოვება ...................................................................................................................... 5
6. მფლობელობა განსაკუთრებულ სამართლებრივ ურთიერთობებში............................................. 6
7. მფლობელობის შეწყვეტა: იხ. 156. ....................................................................................................... 6
8. მტკიცების ტვირთი ................................................................................................................................ 6
III. მჭერი (155 II) ................................................................................................................................................ 6
1. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................ 6
2. ნორმის წინაპირობები............................................................................................................................ 7
ა) მფლობელობის მიმნიჭებელი პირი .................................................................................................... 7
ბ) მჭერის ფაქტობრივი ბატონობა ნივთზე ............................................................................................ 7
გ) ნივთის ფლობის უფლებამოსილება................................................................................................... 7
3. სამართლებრივი შედეგები ................................................................................................................... 8
ა) მფლობელობის მოპოვება .................................................................................................................... 8
ბ) მფლობელობის შეწყვეტა ...................................................................................................................... 8
4. მტკიცების ტვირთი ................................................................................................................................ 9
IV. სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე განსაზღვრული ვადით ნივთის მფლობელობა (155
III) ……………………………………………………………………………………………………………….9
1. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................ 9
ა) ნორმის მიზანი ........................................................................................................................................ 9
ბ) არაპირდაპირი მფლობელობის ცნება და სამართლებრივი არსი ................................................. 9
2. წინაპირობები ........................................................................................................................................ 10
ა) პირდაპირი მფლობელი ...................................................................................................................... 10
1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

ბ) სამართლებრივი ურთიერთობის ცნება ........................................................................................... 10


გ) არაპირდაპირი მფლობელობის წარმოშობა .................................................................................... 11
დ) არაპირდაპირი მფლობელობის შეწყვეტა ...................................................................................... 11
ე) არაპირდაპირი მფლობელი ................................................................................................................ 12
ვ) განსაზღვრული ვადით მფლობელობა............................................................................................. 12
3.მტკიცების ტვირთი .............................................................................................................................. 12
V. თანამფლობელობა (155 IV) ..................................................................................................................... 12
1. ზოგადი დებულებები .......................................................................................................................... 12
2. თანამფლობელობის წინაპირობები................................................................................................... 13
ა) მარტივი თანამფლობელობა ............................................................................................................... 13
ბ) კვალიფიციური თანამფლობელობა ................................................................................................. 13
3. თანამფლობელობის დაცვა ................................................................................................................. 13
4. უკან დაბრუნების მოთხოვნა .............................................................................................................. 13
VI. ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა (155 V)....................................................................... 13

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის არსი

1 მფლობელობა არის პირის ფაქტობრივი ნებითი ბატონობა ნივთზე. მფლობელობა არის


ფაქტობრივი პროცესი და არა უფლება, მაგრამ გავრცელებული მოსაზრების თანახმად,
მისი სამართლებრივი მდგომარეობა უტოლდება უფლებას.1 კეთილსინდისიერ
მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა (161, 162) და
ახლანდელი მფლობელისაგან ნივთის უკან დაბრუნება (160). ასევე, მოძრავი ნივთის
მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია უკავშირდება მფლობელობას (158). მფლობელობა
წარმოადგენს სხვადასხვა სანივთო უფლებების მოპოვების წინაპირობას (255) და
შესაძლებელია მფლობელობის მემკვიდრეებზე გადაცემა (157).

სამოქალაქო კოდექსი იცნობს მფლობელობის სხვადასხვა სახეებს: ა) პირდაპირი და


არაპირდაპირი მფლობელობა (155 III); ბ) კეთილსინდისიერი და
არაკეთილსინდისიერი მფლობელობა (159); გ) ერთპიროვნული და თანამფლობელობა
(155 IV); დ) ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა (155 V).

2. ნორმის გამოყენების სფერო

2 155-ე მუხლის გამოყენების სფერო შეეხება მხოლოდ ნივთების (148) მფლობელობას,


მაშასადამე, სხეულებრივი საგნების მფლობელობას, მათ შორის, ისეთი საგნების,
რომლებიც საზოგადოებრივი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი, მაგალითად, ქუჩა,
მოედანი. მიწის ნაკვეთის მფლობელობა მოიცავს ასევე, ამ ნაკვეთის ზემოთ მდებარე

1 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. Überblick vor § 854. Rn. 1.
2
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

სივრცეს.2 სპეციალურობის პრინციპის თანახმად, შეუძლებელია საგანთა


ერთობლიობაზე მფლობელობის წარმოშობა, მაგრამ შესაძლებელია ცალკეული
საგნების ფლობა. თუ მფლობელობა საგანთა ერთობლიობაზე უნდა გავრცელდეს, ამ
შემთხვევაში, თითოეული საგანი ინდივიდუალურად უნდა იყოს განსაზღვრული. სხვა
მხრივ, სანივთო-სამართლებრივი გაგებით, საწარმო არ წარმოადგენს საგანთა
ერთობლიობას, არამედ ქონებრივ კომპლექსს და იგი შედგება როგორც მატერიალური
სიკეთეებისაგან (მიწის ნაკვეთები, მანქანა-მოწყობილობები და ა.შ.), ისე
არამატერიალური ქონებრივი სიკეთეებისაგან (პატენტები, მოთხოვნები, სხვადასხვა
უფლებები და ა. შ.)3. ვინაიდან თითოეული სამართლებრივი სიკეთე თავისთავად
წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, საწარმოს, როგორც ერთიანი ქონებრივი
კომპლექსის სამართლებრივი დაცვა არ ხორციელდება მფლობელობის
მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე.

II. მფლობელობის წარმოშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით


(155 I)

1. ზოგადი დებულებები

155-ე მუხლი აწესრიგებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე მფლობელობის მოპოვებას, თუ 3


იგი არ გამომდინარეობს უნივერსალური სამართალმემკვიდრეობიდან (157). ქმედების
განხორციელებაზე არ გამოიყენება გარიგების ნამდვილობისათვის მოქმედი
სამოქალაქო კოდექსის 50-114 მუხლების დებულებები. ასე, მაგალითად,
არასრულწლოვანიც მოიპოვებს ქუჩაში ნაპოვნ ნივთზე მფლობელობას. ვინაიდან
მფლობელობა მდგომარეობს ნივთის ფაქტობრივ ბატონობაში, დაუშვებელია
მფლობელობის განხორციელება წარმომადგენლის მეშვეობით, რადგან
წარმომადგენლობა შეეხება მხოლოდ ნების გამოვლენას. წარმომადგენლობით
ურთიერთობაში შესაძლებელია წარმომადგენლის მიერ პირდაპირი მფლობელობის
მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მფლობელობის მოპოვება არის
გარიგებაზე დაფუძნებული მოქმედება (155 III მუხლის თანახმად მფლობელობის
გადაცემა განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე)4. მაგალითად,
A ანიჭებს B-ს უფლებამოსილებას (107) A-ს სახელით შეისყიდოს C-სგან მანქანა-
დანადგარები. B-ს მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე A-ს
წარმოეშობა უფლებები და მოვალეობები C-ს მიმართ. C-ს მიერ B-სთვის მანქანა-
დანადგარების გადაცემით, B ხდება პირდაპირი მფლობელი, ხოლო A - არაპირდაპირი
მფლობელი. სხვა შემთხვევაში, თუ წარმომადგენელი არის მჭერი (155 II), მის მიერ

2 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 854 Rn. 2.


3 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2011, გვ. 161-162; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები,
თბილისი 2009, გვ. 208.
4 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 854 Rn. 2; Baur/Stürner, Sachenrecht, 16. Aufl. S. 73.

3
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვება ნიშნავს წარმოდგენილი პირის მიერ


მფლობელობის მოპოვებას. ეს შედეგი გამომდინარეობს არა წარმომადგენლობის
დებულებებიდან, არამედ 155 II მუხლიდან5.

2. ფაქტობრივი ბატონობის არსი

4 ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვება უნდა იყოს გარეგნულად შესაცნობი6 და არ


არის აუცილებელი, რომ იგი წარმოადგენდეს მართლზომიერ ქმედებას (მაგალითად,
ქურდიც მოიპოვებს მოპარულ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას). ლიტერატურა7 და
სასამართლო პრაქტიკა8 მფლობელობაში გამოხატული ბატონობის ფაქტს განიხილავს
ამ ნივთის მიმართ სამართლებრივ ძალაუფლებად, იურიდიულ ბატონობად.
აღნიშნული მოსაზრება არასწორია და იგი ეწინააღმდეგება მფლობელობის გაგებას,
რადგან სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ნივთზე იურიდიულ ბატონობას. თუმცა
აღნიშნული შეხედულება შეიცავს ნაწილობრივ სწორ აზრს, რადგან ნივთზე
ფაქტობრივი ბატონობა არ ნიშნავს ამ ნივთის მიმართ მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას
ან სივრცობრივ კავშირს და იგი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს
ცხოვრებისეული გარემოებების შეჯამებითი შეფასების საფუძველზე. აუცილებელ
წინაპირობას წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთზე ზემოქმედების საშუალება და
ფაქტობრივი ბატონობის დროში განგრძობადობა, რომელიც სხვა პირებს გამორიცხავს
ნივთზე ბატონობისაგან. ნივთზე ფიზიკური ზემოქმედების საშუალების წინაპირობა
არის ნივთის მიმართ განსაზღვრული სივრცობრივი კავშირის არსებობა, რომელიც
ნივთის გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს ისე, რომ აუცილებელი არ არის
ზემოქმედების შესაძლებლობის უწყვეტობა ან რეალური გარანტია, რომ არ მოხდება
სხვა პირების მიერ ნივთზე ზემოქმედება.9 მაგალითად, პირი მიიჩნევა მიწის ნაკვეთის
მფლობელად იმ შემთხვევაშიც, როდესაც მიწის ნაკვეთი მისი სახლიდან რამდენიმე
კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

5 ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია სირთულეს წარმოადგენდეს


მფლობელობისაგან ნივთზე სამართლებრივად უმნიშვნელო ზემოქმედების გამიჯვნა.
ასე, მაგალითად, ქუჩაში მდგომ ავტომობილზე ზემოქმედების საშუალება აქვთ ქუჩაში
მოსიარულე ადამიანებს და მათ შეუძლიათ დააზიანონ იგი. მაგრამ ნივთზე ფიზიკური
ზემოქმედების მფლობელობად აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ნივთზე ზემოქმედებამდე არ არსებობდა მფლობელობა ან ასეთი მოქმედება ნივთის
თავდაპირველი მფლობელის ზემოქმედებას გამორიცხავს. მაგალითად, ნივთის სხვა

5 Baur/Stürner, Sachenrecht, 16. Aufl. S. 73.


6 Baur/Stürner, Sachenrecht. 16. Aufl. S. 60.
7 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, თბილისი 1999, წიგნი II, მუხ. 155, გვ. 43.

8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის N ას-487-461-2012 გადაწყვეტილება; საქართველოს


უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის N ას-443-685-08 გადაწყვეტილება.
9 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 854 Rn. 5.

4
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

ადგილზე გადატანით მისი თავდაპირველი მფლობელი კარგავს ნივთთან სივრცობრივ


კავშირს10.

3. მფლობელობის დროში განგრძობადობა

მფლობელობის დროში განგრძობადობის შეფასება ხდება ცალკეული შემთხვევის 6


ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით. თუ პირი სხვა პირის ბატონობის სივრცეში
მხოლოდ დროებით ან სიმბოლურად ფლობს ნივთს, მაშინ ასეთი შემხებლობა არ
წარმოშობს მფლობელობას 155 I მუხლის გაგებით. მაგალითად, რესტორანში
სტუმრისათვის გადაცემული ჭიქა ან გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გასაყიდი
ნივთის დასათვალიერებლად გადაცემა.

4. მფლობელობის ნება

ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა მოპოვებული უნდა იყოს მფლობელის ნების 7


გამოვლენით. მაშასადამე, პირს უნდა სურდეს იყოს ნივთის მფლობელი.11 იმ
შემთხვევაში, როცა პირის სუბიექტური ნება არ მონაწილეობს, მოცემული არ არის
მფლობელობა (მაგალითად, სახლის მესაკუთრის ნების გარეშე სახლში ნივთების
შეტანა). მფლობელობის ნება მოცემულია იმ შემთხვევებშიც, როდესაც პირის მიერ
განხორციელებული ქმედებები გამოხატავს ნივთის მფლობელობაში მიღების ნებას,
მაგალითად, საფოსტო ყუთი.
8
მფლობელობის ნება არ ნიშნავს გარიგების ნადვილობისათვის განსაზღვრულ ნებას,
არამედ მხოლოდ პირის ბუნებრივ ნებას, რადგან იგი ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას
შეეხება.12 გამომდინარე აქედან, ასეთი ნების მატარებელი შეიძლება იყოს როგორც
შეზღუდულად ქმედუნარიანი, ისე ქმედუუნარო პირი, კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობის გარეშე, თუ იგი, გარემოებების გათვალისწინებით, ნივთზე ფაქტობრივ
ბატონობას ახორციელებს. მფლობელობას ვერ მოიპოვებს ის პირი, რომლის ქმედებაც
ბუნებრივ ნებელობას არ ექვემდებარება, მაგალითად, უგონო მდგომარეობაში მყოფი
ადამიანი.

5. მფლობელობის მოპოვება

პირის მიერ ნივთზე მფლობელობის მოპოვება ხდება ორი ფორმით: ნივთზე 9


ცალმხრივად ფაქტობრივი ბატონობის მოპოვებითა და თავდაპირველი მფლობელის
მიერ ახალ მფლობელზე ნივთის გადაცემით.

10 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 854 Rn. 6.


11 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, თბილისი 1999, წიგნი II, მუხ. 155, გვ. 44; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012
წლის 17 ივლისის N ას-487-461-2012 გადაწყვეტილება.
12 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 854 Rn. 8-10.

5
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

10 ა) ცალმხრივად პირის მიერ ნივთზე მფლობელობის მოპოვება ნიშნავს ნივთის მის


ბატონობაში მოქცევას, მაგალითად, ქურდობის, მითვისების ან პოვნის გზით.
მფლობელობის ცალმხრივად მოპოვების ფაქტს წარმოადგენს ასევე, მაგალითად, პირის
მიერ მოქმედების განხორციელების გარეშე მის ბატონობაში ნივთის გადასვლა,
როდესაც მას აქვს ნივთის ფლობის ზოგადი ნება. მფლობელობის მოპოვება არის
რეალაქტი13 და მფლობელობის განხორციელებისათვის სამართლებრივი
უფლებამოსილების არსებობას არა აქვს მნიშვნელობა.
11 ბ) თავდაპირველი მფლობელის მიერ ახალ მფლობელზე ნივთის მფლობელობაში
გადაცემის ეს ფორმა წარმოადგენს საკუთრების შეძენის საფუძველს 186-ე მუხლის
მიხედვით. ამ შემთხვევაშიც, ნივთის მფლობელობაში გადაცემა არის რეალაქტი და არ
გამოიყენება გარიგების ნამდვილობის წესები. აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს
ახალი მფლობელის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დამყარება. ფაქტობრივი
ბატონობა მოცემულია, ასევე, მაგალითად, აღმასრულებლის მიერ მოძრავ ნივთებზე
ყადაღის დადებაში, ბინის გასაღების გადაცემაში და სხვა.

6. მფლობელობა განსაკუთრებულ სამართლებრივ ურთიერთობებში

12 ა) ფიზიკური პირის კანონიერი წარმომადგენელი არის პირდაპირი მფლობელი, თუ იგი


ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას წარმოდგენილი პირის ნივთებზე.
ბ) იურიდიული პირი წარმოადგენს ნივთის მფლობელს და მისი ორგანოების მიერ
განხორციელებული ფაქტობრივი ბატონობა ნივთზე მას შეერაცხება როგორც
საკუთარი.
გ) ამხანაგობა არ მიიჩნევა ნივთის მფლობელად. ამხანაგობის მონაწილეები
წარმოადგენენ ნივთის თანამფლობელებს. 14

7. მფლობელობის შეწყვეტა: იხ. 156.

8. მტკიცების ტვირთი

13 ნივთზე მფლობელობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც ნივთის


მფლობელობის სამართლებრივ შედეგებს მიუთითებს.

III. მჭერი (155 II)

1. ზოგადი დებულებები

14 მფლობელობა, როგორც ფაქტობრივი გარემოება, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირს


ჰქონდეს, რომელიც ნივთს უშუალოდ ფლობს. 155 II მუხლი აწესრიგებს იმ
შემთხვევებს, რომლებშიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირი

13 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 854 Rn. 27.


14 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 854. Rn. 12-14.
6
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

ნივთს ფლობს სხვა პირის სასარგებლოდ და იგი ამ პირის მიმართ სამართლებრივად


დამოკიდებულ ურთიერთობაშია და მის მითითებებს ასრულებს. თავისი არსით, ასეთი
სამართლებრივი ურთიერთობა იმდენად თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ნივთზე
ბატონობა სხვა პირის ნებას გამოხატავდეს. შესაბამისად, მფლობელობის
სამართლებრივი შედეგების განხორციელება, განსაკუთრებით, მფლობელობის დაცვა,
მხოლოდ სხვა პირის (მფლობელი) უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ გაგებით,
პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, კოდექსი მფლობელობას, როგორც ნივთზე
ფაქტობრივ ბატონობას, გვერდს უვლის და მას სამართლებრივ ურთიერთობაზე
(უფლებამოსილების მინიჭებაზე) დამოკიდებულად აქცევს. შესაბამისად, მოცემულია
მფლობელობის სამართლებრივი შედეგების შერაცხვა, რაც მნიშვნელოვანია
დამოკიდებული ურთიერთობის გაგებისათვის.

2. ნორმის წინაპირობები

ა) მფლობელობის მიმნიჭებელი პირი


მფლობელობის მიმნიჭებელი არის პირი, რომელიც სხვა პირს ნივთის ფაქტობრივი 15
ბატონობის უფლებამოსილებას ანიჭებს.

ბ) მჭერის ფაქტობრივი ბატონობა ნივთზე


სამოქალაქო კოდექსი უშუალოდ ნივთზე მფლობელობის განმახორციელებლ პირს 16
განსაზღვრული ცნებით არ აღნიშნავს. ლიტერატურაში მას მჭერს ან მპყრობელს
უწოდებენ.15 მართალია, მჭერი თავისი პასუხისმგებლობით ახორციელებს ნივთზე
ფაქტობრივ ბატონობას, მაგრამ აღნიშნული წინაპირობა არ გამორიცხავს, რომ
მფლობელობის უფლებამოსილების მიმნიჭებელ პირს აქვს ნივთზე ზემოქმედების
საშუალება.

გ) ნივთის ფლობის უფლებამოსილება


ნივთის ფლობის უფლებამოსილება საჭიროებს ზუსტად განსაზღვრას, რადგან 17
სამოქალაქო კოდექსი მის დეფინიციას არ შეიცავს და სამართლებრივ ურთიერთობებში
სხვადასხვა სახის უფლებამოსილების მინიჭება გვხვდება. უფლებამოსილების
სამართლებრივი ბუნება უნდა განისაზღვროს ამ ნორმის მიზნიდან გამომდინარე და
მისი არაპირდაპირი მფლობელისაგან (155 III) გამიჯვნის საფუძველზე.

ნივთის ფაქტობრივი მფლობელი კერძო-სამართლებრივი (მაგალითად, მუშა-


მოსამსახურის მიერ საწარმოში არსებული ნივთების ფლობა) ან საჯარო-
სამართლებრივი (მაგალითად, ჯარისკაცის ან პოლიციელის მიერ საბრძოლო იარაღის
ფლობა) ურთიერთობის საფუძველზე დამოკიდებული უნდა იყოს მფლობელობის
უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის მითითებებზე. მნიშვნელობა არ აქვს,

15ზოიძე, სკ-ის კომენტარი, თბილისი, 1999, წიგნი II, მუხ. 155, გვ. 46; ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, თბილისი
2010, გვ. 84.
7
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

სამართლებრივად რამდენად ნამდვილია ეს ურთიერთობა, თუ ფაქტობრივი


ბატონობის განმახორციელებელი პირი სხვა პირის მითითებებზე დამოკიდებულებას
აცნობიერებს და ამის შესაბამისად მოქმედებს. როგორც წესი, მჭერი მუშაობს
მფლობელობის მიმნიჭებელი პირის ორგანიზაციაში ან მისი ბატონობის სივრცეში16 და
მას ნივთის მიმართ არ აქვს პირადი ინტერესი17 (მაგალითად, სახლში მოსამსახურე
პირის მიერ სახლში განლაგებული ნივთების ფლობა).

3. სამართლებრივი შედეგები

18 155 II მუხლის თანახმად, მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ მფლობელობის


უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. მფლობელობის წინაპირობებისა და
სამართლებრვი შედეგების შეფასება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მფლობელობის
უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის პოზიციიდან. შესაბამისად, მჭერს არ აქვს
უფლებამოსილება სხვა პირისაგან მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (160) ან
მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა (161, 162). მის სასარგებლოდ არ მოქმედებს არც
მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია (158).18

ა) მფლობელობის მოპოვება
19 მჭერის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებით უფლებამოსილების
მიმნიჭებელი პირი მოიპოვებს ნივთზე მფლობელობას. აღნიშნული მოცემულია იმ
შემთხვევაშიც, როდესაც მჭერი თავდაპირველად ახორციელებდა ფაქტობრივ
ბატონობას სხვა პირის სასარგებლოდ და იგი ახალი სამართლებრივი ურთიერთობის
საფუძველზე ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ახალი მფლობელის სასარგებლოდ.

ბ) მფლობელობის შეწყვეტა
20 ნივთის მფლობელი კარგავს მფლობელობას იმ შემთხვევაში, თუ მჭერი სამუდამოდ
თმობს ნივთს ან სხვაგვარად კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას ან
სამართლებრივად შეწყდა ნივთის მფლობელის მიერ მჭერისათვის მინიჭებული
უფლებამოსილება და ნივთი მფლობელის ბატონობის სივრცეში არ რჩება. ხოლო, თუ
მჭერი განხორციელებული ქმედებით გამოხატავს ნებას, რომ არ ფლობს ნივთს სხვა
პირის სასარგებლოდ, მფლობელობის შეწყვეტისათვის საჭიროა დამატებითი ქმედების
განხორციელება, მაგალითად, მჭერის მიერ ნივთის მითვისება და ნივთის მოცილება
მფლობელის ბატონობის სივრციდან ან ნივთის უპატრონოდ მიტოვება ისე, რომ
მფლობელს არ შეუძლია ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება.

16 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, თბილისი, 1999, წიგნი II, მუხ. 155, გვ. 46; Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 855.
Rn. 2.
17 ქოჩაშვილი, მფლობელობისა და საკუთრების ურთიერთდამოკიდებულება, სამართლის ჟურნალი, 2011, N1, გვ. 110;
ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, თბილისი 2010, გვ. 84.
18 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 855. Rn. 4.

8
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

4. მტკიცების ტვირთი

პირი, რომელიც განაცხადებს, რომ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის 21


განმახორციელებელი პირი არის მხოლოდ მჭერი, ვალდებულია დაამტკიცოს ეს
გარემოება.

IV. სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე განსაზღვრული ვადით ნივთის


მფლობელობა (155 III)

1. ზოგადი დებულებები

ა) ნორმის მიზანი
155 III აწესრიგებს ნივთზე მფლობელობის ორსაფეხუროვან დაყოფას. კერძოდ, იმ 22
შემთხვევებს, როდესაც ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის განსაზღვრული ვადით
ნივთის ფლობის მინიჭება ან ვალდებულების დაკისრება ხდება სამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე. კანონი უფლებამოსილების მიმნიჭებილ პირს უწოდებს
არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელ პირს -
პირდაპირ მფლობელს. 155 III მუხლი შეიცავს არაპირდაპირი მფლობელის დეფინიციას
და განსაზღვრავს მის წინაპირობებს. ნორმის მიზანი მდგომარეობს მფლობელობის
დაცვის უფლებამოსილების მინიჭებაში იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან ნივთის
პირდაპირი მფლობელები.

ბ) არაპირდაპირი მფლობელობის ცნება და სამართლებრივი არსი


ნორმა პირდაპირ მფლობელს უწოდებს იმ პირს, რომელიც უფლებამოსილი ან 23
ვალდებულია ფლობდეს ნივთს მასსა და არაპირდაპირ მფლობელს შორის არსებული
სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. მაგრამ ნორმა არ განსაზღვრავს
არაპირდაპირი მფლობელის სამართლებრივ ურთიერთობას ნივთის მიმართ. ნივთზე
არაპირდაპირი მფლობელობა არ არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და იგი
არსებითად განსხვავდება პირდაპირი მფლობელობისგან19. მაგალითად, ბინის
გამქირავებელს (არაპირდაპირი მფლობელი) შეუძლია არ დაუშვას დამქირავებლის
ბინაში ყოფნა (პირდაპირი მფლობელი). არაპირდაპირ მფლობელობას მჭერისაგან (155
II) განასხვავებს ის გარემოება, რომ მჭერი ასრულებს მფლობელის მითითებებს და
დამოკიდებულია მასზე და ამ შესრულებაში გამოიხატება მფლობელის ფაქტობრივი
ბატონობა ნივთზე. ხოლო, ნივთის პირდაპირი მფლობელი მოქმედებს საკუთარი
ინტერესებით და არ ექვემდებარება არაპირდაპირი მფლობელის მითითებებს. სწორედ
ამ ნიშნებით განსხვავდება იგი მჭერისგან.

19 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 868 Rn. 5; Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 868. Rn. 1.
9
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

24 არაპირდაპირი მფლობელობა, როგორც მას სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, არის


სამართლებრივი ურთიერთობა. 186 II მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ
არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით ხორციელდება და არა, 155 I
მუხლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ, ნივთზე ფაქტობრივი
ბატონობით. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას, თუ რატომ ხდება არაპირდაპირი
მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით და პირდაპირი მფლობელობის გადაცემა,
როგორც რეალაქტი, ფაქტობრივი ბატონობის გადაცემით. არაპირდაპირ და პირდაპირ
მფლობელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ არის
წარმომადგენლობა, ვინაიდან პირდაპირი მფლობელის მიერ ფაქტობრივი ბატონობის
განხორციელება არ არის გარიგების მსგავსი ქმედება, არამედ ფაქტობრივი პროცესი20.

2. წინაპირობები

25 155 III მუხლის საკანონმდებლო შემადგენლობის მიხედვით, პირი სამართლებრივი


ურთიერთობის საფუძველზე უნდა ფლობდეს ნივთს, რომელიც განსაზღვრული ვადით
ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს.

ა) პირდაპირი მფლობელი
26 პირდაპირი მფლობელი არის პირი, რომელიც უშუალოდ ფლობს ნივთს. მაგალითად,
მოიჯარე, დამქირავებელი და სხვა. ამასთან, შესაძლებელია, რომ ნივთის პირდაპირი
მფლობელი მესამე პირის მიმართ წარმოადგენდეს არაპირდაპირ მფლობელს.
მაგალითად, დამქირავებლის მიერ ნივთის ქვექირავნობით მესამე პირზე გადაცემა.
პირდაპირ მფლობელს აქვს სამართლებრივად დამოუკიდებელი, მაგრამ არაპირდაპირი
მფლობელის მიმართ ნაკლები ხარისხის სამართლებრივი სტატუსი. სწორედ მისი
დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი განასხვავებს მას მჭერისგან (155 II)21.
არაპირდაპირი მფლობელის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება
შესაძლებელია მჭერის მეშვეობითაც.

ბ) სამართლებრივი ურთიერთობის ცნება


27 აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პირდაპირ მფლობელსა და არაპირდაპირ
მფლობელს შორის კონკრეტულად განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა,
რომლის საფუძველზეც პირი უფლებამოსილია განახორციელოს ნივთზე პირდაპირი
ბატონობა. ნორმა არ აზუსტებს სამართლებრივი ურთიერთობის არსს, მაგრამ
მიუთითებს, რომ სამართლებრივი ურთიერთობა „განსაზღვრული ვადით“ ანიჭებს
პირდაპირ მფლობელს ნივთის ფლობის უფლებამოსილებას ან ავალდებულებს მას
ფლობდეს ნივთს. აქედან გამომდინარეობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის
საფუძველზე წარმოიშობა არაპირდაპირი მფლობელის ნივთის უკან დაბრუნების
მოთხოვნის უფლება პირდაპირი მფლობელის მიმართ. სწორედ უკან დაბრუნების

20 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 868 Rn. 7.


21 Baur/Stürner, Sachenrecht. 16. Aufl. S. 64.
10
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

მოთხოვნის უფლება არის ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც


დამახასიათებელია სამართლებრივი ურთიერთობისათვის. ნივთის უკან დაბრუნების
მოთხოვნის უფლების გარეშე შეუძლებელია წარმოიშვას პირის მფლობელობა
„განსაზღვრული ვადით“. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება იყოს როგორც
სანივთო (მაგალითად, გირავნობა), ისე ვალდებულებითი (მაგალითად, ქირავნობა,
იჯარა, თხოვება)22 ან საჯარო-სამართლებრივი (მაგალითად, გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველად
აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად).

სანივთო სამართალში მოქმედი განსაზღვრულობის პრინციპის თანახმად, 28


სამართლებრივი ურთიერთობა უნდა იყოს იმდენად განსაზღვრული, რომ მის
საფუძველზე მხარეებს კონკრეტული უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობათ.
შესაძლებელია, რომ სამართლებრივი ურთიერთობა არ შეესაბამებოდეს სამოქალაქო
კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებათა კონკრეტულ ტიპს.23 მხარეებს შორის
არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობა არ წარმოადგენს აუცილებელ
წინაპირობას და მისი ბათილობა არ აბრკოლებს ნორმის გამოყენებას, მაგალითად,
არაპირდაპირი მფლობელი პირდაპირი მფლობელის მიმართ ხელშეკრულებით
განსაზღვრული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ან მისი ქმედება
მართლსაწინააღმდეგოა. აუცილებელი წინაპირობაა, რომ არაპირდაპირ მფლობელს
ჰქონდეს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა. სხვა შემთხვევაში, ნივთის
„განსაზღვრული ვადით“ მფლობელობა მოცემული არ იქნება. არაპირდაპირი
მფლობელის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება შესაძლებელია
გამომდინარეობდეს როგორც ხელშეკრულებიდან, ისე 172 II მუხლის ან 990-ე მუხლის
საფუძველზე.

გ) არაპირდაპირი მფლობელობის წარმოშობა


სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც წესი, წარმოიშობა ხელშეკრულების 29
საფუძველზე. ხელშეკრულების დადებისათვის გამოიყენება ზოგადი წესები.
ხელშეკრულება შეიძლება დადებულ იქნეს ნების კონკლუდენტური გამოვლენის
საფუძველზეც. შესაბამისად, შესაძლებელია ნების გამოვლენა წარმომადგენლის
მეშვეობით.

დ) არაპირდაპირი მფლობელობის შეწყვეტა


155 III მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა 30
შესაძლებელია სამი სახით განხორციელდეს: ა) პირდაპირ და არაპირდაპირ
მფლობელებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის

22 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, თბილისი, 1999, წიგნი II, მუხ. 155, გვ. 46.
23 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 868 Rn. 14.
11
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

საფუძველზე და როდესაც მხარეებს შორის წყდება უკან დაბრუნების მოთხოვნის


უფლებები. მაგალითად, თუ ქირავნობის დასრულების შემდეგ დამქირავებელი უკან არ
აბრუნებს ქირავნობის საგანს, მაშინ იგი ხელშეკრულების დასრულების მიუხედავად
მიიჩნევა ნივთის პირდაპირ მფლობელად; ბ) ნებით ან მის გარეშე პირდაპირი
მფლობელის მიერ მფლობელობის დასრულება. მაგალითად, პირდაპირი მფლობელის
მიერ ნივთის გასხვისებით ან მოხმარებით; გ) პირდაპირი მფლობელის მიერ ნივთზე
ცალმხრივად განხორციელებული ქმედება, რომელიც მიუთითებს უარს მფლობელობის
განხორციელებაზე. მაგალითად, არაპირდაპირი მფლობელისათვის შეტყობინება.

ე) არაპირდაპირი მფლობელი
31 როგორც წესი, ნივთის არაპირდაპირი მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
არაპირდაპირი მფლობელობაც არის პირის ფაქტობრივი ნებითი ბატონობა ნივთზე,
ვინაიდან მისი საფუძველია პირდაპირი მფლობელის მიერ განხორციელებული
ბატონობა ნივთზე. არაპირდაპირი მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს
მფლობელობის დაცვა და მის მიმართ მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია
(157).24

ვ) განსაზღვრული ვადით მფლობელობა


32 ნივთის პირდაპირ მფლობელს ნივთის ფლობის უფლება ან ვალდებულება
განსაზღვრული დროით უნდა ჰქონდეს მინიჭებული. მაშასადამე, შესაძლებელი უნდა
იყოს მხარეებს შორის შეთანხმებული სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება ან
შეწყვეტა.

3. მტკიცების ტვირთი

33 არაპირდაპირი მფლობელობა უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, რომელიც არაპირდაპირი


მფლობელობის სამართლებრივ შედეგებზე მიუთითებს. როგორც წესი, ივარაუდება,
რომ წარსულში წარმოშობილი არაპირდაპირი მფლობელობა არ შეწყვეტილა და
არსებობს.

V. თანამფლობელობა (155 IV)

1. ზოგადი დებულებები

34 თანამფლობელობა ნიშნავს რამდენიმე პირის მიერ ერთი მოძრავი ან უძრავი ნივთის


ერთობლივად ფლობას. ნივთზე ბატონობა თანამფლობელთა მიერ ერთსაფეხურიანია25
და შესაბამისად დაუშვებელია, რომ ერთი პირი ნივთს ფლობდეს როგორც პირდაპირი
მფლობელი, ხოლო სხვა პირი როგორც არაპირდაპირი მფლობელი (სადავო საკითხი).

24 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 868. Rn. 1.


25 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, თბილისი, 1999, წიგნი II, მუხ. 155, გვ. 49.
12
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

2. თანამფლობელობის წინაპირობები

ა) მარტივი თანამფლობელობა
მარტივი თანამფლობელობის შემთხვევაში ნივთზე ბატონობის განხორციელება 35
თითოეული თანამფლობელისათვის არის შესაძლებელი. მაგალითად, სახლის საერთო
სარგებლობის ობიექტები, როგორიცაა ლიფტი, საერთო სამრეცხაო ან საერთო გზა.

ბ) კვალიფიციური თანამფლობელობა
კვალიფიციური თანამფლობელობის შემთხვევაში ნივთზე ბატონობის განხორციელება 36
შესაძლებელია მხოლოდ ყველა თანამფლობელის მიერ ერთობლივად. მაგალითად,
ნივთის პირდაპირი მფლობელი ახორციელებს ნივთზე ბატონობას რამდენიმე
არაპირდაპირი მფლობელის სასარგებლოდ.

3. თანამფლობელობის დაცვა

თანამფლობელებს ერთმანეთის მიმართ შეუძლიათ მოითხოვონ მფლობელობის დაცვა, 37


თუ მფლობელობის ხელშეშლა თითოეული თანამფლობელისათვის მინიჭებულ
ზღვარს სცდება. მაგალითად, სხვა თანამფლობელის ნივთზე ბატონობიდან მთლიანად
გამორიცხვა. მესამე პირების მიმართ თითოეულ თანამფლობელს შეუძლია მოითხოვოს
მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა, მაგრამ მხოლოდ თანამფლობელობის მინიჭების
მოთხოვნით (161).

4. უკან დაბრუნების მოთხოვნა

თანამფლობელობა არ წარმოშობს თანამფლობელთა სოლიდარულ ვალდებულებას. 38


თითოეულ თანამფლობელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ თანამფლობელობის
დაბრუნება.

VI. ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა (155 V)


მოძრავი ან უძრავი ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა შესაძლებელია, თუ 39
ნივთის ცალკეული ნაწილები სივრცობრივად განცალკევებულნი არიან26. შესაბამისად,
ცალკეული ნაწილების მფლობელობა არ ნიშნავს თანამფლობელობას მთლიან ნივთზე.
მაგალითად, სარეკლამო დაფა (ბილბორდი), რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა
სუბიექტის რეკლამა. ნივთის ცალკეულ ნაწილებზე მფლობელობის მოპოვება და
შეწყვეტა ისევე ხდება, როგორც ერთპიროვნული მფლობელობის შემთხვევაში.

ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა შესაძლებელია მოცემულ იქნეს როგორც 40


პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის სახით. თითოეული ნაწილის

26 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 865. Rn. 1.


13
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის დაცვა ისე, როგორც


ერთპიროვნულმა მფლობელმა.

14
ლევან თოთლაძე

You might also like