You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

მუხლი 157. მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე


მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი
მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან).

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


1. მუხლის მიზანი ....................................................................................................................................... 1
2. სამართლებრივი ბუნება ........................................................................................................................ 1
II. ნორმის წინაპირობები ................................................................................................................................ 2
1. მამკვიდრებლის მფლობელობა ............................................................................................................ 2
2. მფლობელობის გადასვლა ..................................................................................................................... 2
3. ფაქტობრივი ბატონობა .......................................................................................................................... 2
III. სამართლებრივი შედეგები ........................................................................................................................ 3
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 3

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის მიზანი

157-ე მუხლის მიზანია მამკვიდრებლის მფლობელობითი მდგომარეობის გადაცემა 1


მემკვიდრეებზე ისე, რა სახითაც იგი არსებობდა მამკვიდრებელთან (მფლობელობა
ფაქტობრივი ბატონობის გარეშე). მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე
გამოიწვევს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში ნივთი არ გახდება
უპატრონო და მემკვიდრეს შეუძლია მფლობელობის ხელშეშლის შემთხვევაში
მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (161). არამემკვიდრე პირის მიერ სამკვიდრო
ქონებას მიკუთვნებული ნივთის გასხვისება, გამოიწვევს, რომ ნივთი მფლობელის ნების
საწინააღმდეგოდ „სხვაგვარად გავიდა“ მისი მფლობელობიდან (187 II).

2. სამართლებრივი ბუნება

157-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება სადავოა.1 მართალია, მემკვიდრეს არა აქვს არც 2
ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და არც ამისათვის აუცილებელი მფლობელობის ნება,
მაგრამ მიუხედავად ამისა, მემკვიდრის მფლობელობა არის განსაკუთრებული და
ნამდვილი მფლობელობა და იგი არ წარმოადგენს კანონის ფიქციას და 157-ე მუხლი
განსაზღვრავს მემკვიდრეებზე მხოლოდ სამართლებრივი შედეგების გადაცემას და
ადგენს მფლობელობის წარმოშობას ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გარეშე.2
აუცილებელ წინაპირობას არც მფლობელობის ნების არსებობა წარმოადგენს, რადგან

1 თეორიების მიმოხილვა: Gutzeit, in Staudinger BGB Kommentar, 12. Aufl. § 857. Rn. 3.
2 Baur/Stürner, Sachenrecht, 16. Aufl. S. 72.
1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

მფლობელობის გადაცემა ხორციელდება მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის


გარდაცვალების ფაქტის ცოდნის გარეშე.3

II. ნორმის წინაპირობები

1. მამკვიდრებლის მფლობელობა

3 მამკვიდრებელი გარდაცვალების მომენტში უნდა იყოს ნივთის მფლობელი. 157-ე


მუხლი გამოიყენება მამკვიდრებლის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი
მფლობელობის შემთხვევაში. სამართლებრივად არ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება,
თუ რამდენად ჰქონდა მამკვიდრებელს ნივთის ფლობის უფლება.4 157-ე მუხლი არ
გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ახორციელებს მფლობელობას ნივთზე
სხვა პირის სასარგებლოდ 155 II მუხლის გაგებით.5

2. მფლობელობის გადასვლა

4 მამკვიდრებლის მფლობელობა გადადის იმავე სახით, რა სახითაც იგი


მამკვიდრებელთან არსებობდა მისი გარდაცვალების მომენტში (1306). მფლობელობის
გადასვლა ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრეებმა არ იცოდნენ
მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე
მამკვიდრებელთან ერთად იყო ნივთის თანამფლობელი, მაშინ იგი მოიპოვებს ნივთზე
ერთპიროვნულ მფლობელობას. თანამემკვიდრეები ხდებიან ნივთის
თანამფლობელები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე
ახორციელებდა ნივთზე არაპირდაპირ მფლობელობას განსაზღვრული სამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე 155 III მუხლის მიხედვით, მაშინ იგი მამკვიდრებლის
გარდაცვალებით ხდება ნივთის პირდაპირი მფლობელი.6 მემკვიდრის მიერ
სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის (1421-1451), სასამართლოს მიერ მემკვიდრის
უღირს მემკვიდრედ ცნობისა (1310, 1316) და ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში
(1403-1409), უკუქცევითი ძალით იცვლება მემკვიდრეობის სამართლებრივი შედეგები
და შესაბამისად მემკვიდრის მფლობელობაც.

3. ფაქტობრივი ბატონობა

5 მემკვიდრე მოიპოვებს ნივთზე მფლობელობას, როდესაც იგი ნივთზე ფაქტობრივ


ბატონობას დაამყარებს 155-ე მუხლის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი
მემკვიდრე დაამყარებს პირდაპირ მფლობელობას მამკვიდრებლის მიერ დანატოვარ
ნივთებზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ხდებიან არაპირდაპირი თანამფლობელები.

3 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 1999, მუხ. 157, გვ. 52.
4 Gutzeit, in Staudinger BGB Kommentar, 12. Aufl. § 857. Rn. 8.
5 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 857 Rn. 2.

6 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 857 Rn. 3; Gutzeit, in Staudinger BGB Kommentar, 12. Aufl. § 857. Rn. 11.

2
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

III. სამართლებრივი შედეგები

ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მემკვიდრეობით-სამართლებრივი შედეგები 1306-ე 6


და 1484-ე მუხლების მიხედვით. 1306-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრე მოიპოვებს
მამკვიდრებლის უკვე წარმოშობილ მოთხოვნის უფლებებს, ხოლო 1484-ე მუხლის
მიხედვით, მემკვიდრე პასუხს აგებს მამკვიდრებლის, როგორც მფლობელის წინაშე
წარმოშობილ მოთხოვნებზე. მემკვიდრე მოიპოვებს მფლობელობის დაცვის მოთხოვნის
უფლებას 160-ე, 161-ე მუხლების მიხედვით. მემკვიდრეზე გადასული მფლობელობის
დაცვა ხორციელდება 992-ე და 976-ე მუხლების თანახმად და მის სასარგებლოდ
მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია (158). მფლობელის ნების გარეშე
ნივთების გასვლა მფლობელობიდან ჩაითვლება “სხვაგვარად” გასულად 187 II მუხლის
გაგებით. მემკვიდრე პასუხისმგებელია 999-ე, მე-1000 და 1003-ე მუხლების მიხედვით,
როგორც მფლობელი. მამკვიდრებლის მფლობელობის ნაკლი 172-ე მუხლის მიხედვით
ჩაითვლება მემკვიდრის ნაკლად.7

IV. მტკიცების ტვირთი

პირი, რომელიც ნივთზე მფლობელობას 157-ე მუხლის მიხედვით მიუთითებს, 7


ვალდებულია დაამტკიცოს ნივთზე მამკვიდრებლის მფლობელობა გარდაცვალების
მომენტში და მემკვიდრეობა.

7 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 857 Rn. 5-8.


3
ლევან თოთლაძე

You might also like