You are on page 1of 13

„გეოგრაფიული მოვლენა“, „გეოგრაფიული პროცესი“,

სამიზნე ცნება: „გეოგრაფიული კვლევა“

საკითხი: თბილისის ურბანიზაცია და ფსევდოურბანიზაცია

კომპლექსური დავალების პირობა:

დღეს ყველა ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიცვალა და იცვლება ჩვენი ქალაქი არამარტო


ვიზუალურად, არამედ ტერიტორიულად, ასევე იზრდება მოსახლეობის რაოდენობაც.
შეისწავლეთ და გააანალიზეთ მასალა „თბილისის ურბანიზაცია - საზოგადოებრივი
პროცესი“ და როგორც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დამწყებმა
სპეციალისტმა, მოამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი თბილისის მოსახლეობისთვის:

თქვენ მიერ შექმნილ საინფორმაციო ბუკლეტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:


• თბილისში ერთდროულად ურბანზაციისა და ფსევდოურბანიზაციის გამომწვევი მიზეზები
და ძირითადი მახასიათებლები;
• როგორ გარდაქმნა ბუნებრივი გარემო მოკლე დროში თბილისის ურბანიზაციამ,
როგორც საზოგადოებრივმა პროცესმა, იხ. ვიდეო და გაეცანით მასალას თბილისის
ბუნებრივი გარემო - „მწვანე ქალაქი“;
• ურბანიზაციისა და ფსევდოურბანიზაციის სამომავლო შედეგები ვიდეო მასალა და
მათი თავიდან აცილების გზები.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

• „თბილისის ურბანიზაცია - საზოგადოებრივი პროცესი“ ტექსტზე მუშაობისას


ყურადღება გაამახვილეთ ურბანიზაციის ძირითად მახასიათებლებზე. ასეთი მიდგომა
ურბანიზაციისა და ფსევდოურბანიზაციის განმასხვავებელი ნიშნებისა და მიზეზების
დადგენაში დაგეხმარებათ;

• თბილისის ბუნებრივი გარემო - „მწვანე ქალაქი“ ტექსტის გაანალიზებისას თბილისის


ბუნებრივ-გეოგრაფიული ობიექტები და მათი მდგომარეობა მოინიშნეთ, რაც ბუნებრივ
გარემოში მიმდინარე ცვლილებების აღწერაში დაგეხმარებათ;

1
• ვიდეო მასალის ნახვისას ყურადღება მიაქციეთ და ჩაინიშნეთ, თუ რა მოსალოდნელი და
არსებული პრობლემების შესახებ საუბრობენ ექსპერტები; დააკვირდით თბილისის
ვიზუალურ სახეცვლილებას და ასე უფრო მარტივად შეძლებთ დადებითი და უარყოფითი
შედეგების დადგენას;
• ბუკლეტი პატარა საინფორმაციო ფურცელია - ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი
ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება. მისი შექმნის დროს შეარჩიეთ შესაბამისი
სათაური და დიზაინი; თავად შექმენით ან შეარჩიეთ საინფორმაციო ტექსტის შესაბამისი
ჩანახატი ან სურათი; გაითვალისწინეთ სამიზნე ჯგუფი, თუ ვისთვის ამზადებთ ბუკლეტს და
ინფორმაცია ნათლად და გასაგებად გადმოეცით. შეგიძლიათ, ბუკლეტი ხელით შექმნათ
და გააფორმოთ. ამისთვის თაბახის ფურცელი ორ ან სამ ნაწილად გაყავით და თითოეულ
ნაწილზე შესაბამისი ტექსტი და ვიზუალური მასალა განათავსეთ;
• საინფორმაციო ბუკლეტის ელექტრონული სახით მომზადებას MS Word-ში შეძლებთ;
• აირჩიეთ FILE მენიუ, შემდეგ New, საძიებო ველში ჩაწერეთ - Flyer და შეარჩიეთ
ბუკლეტის შაბლონი, რომელსაც თქვენი სასურველი ფორმით გააფორმებთ და
ინფორმაციასაც შეიყვანთ;
• სანამ ბუკლეტის შექმნას დაიწყებთ, წასაკითხი მასალის გარდა, ყურადღებით მოუსმინეთ
ვიდეორგოლებს - ეს ურბანიზაციის და ფსევდოურბანიზაციის შედეგებისა და თანმხლები
პრობლემების უკეთ გააზრებაში დაგეხმარებათ.

თბილისის ურბანიზაცია-საზოგადოებრივი პროცესი

ქალაქების ზრდა და განვითარება დაკავშირებულია ურბანიზაციის პროცესთან.


ურბანიზაცია მრავალმხრივი ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და
გეოგრაფიული პროცესია. ამ პროცესს თან სდევს ქვეყანაში ქალაქის როლის
გაძლიერება, მოსახლეობის ზრდა, ქალაქური ცხოვრების წესის გავრცელება. თუმცა
მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ურბანიზაციას გააჩნია ორი ძირითადი
მახასიათებელი:

2
პირველია ურბანიზაციის დონე – რაოდენობრივი მახასიათებელი: ქალაქებში მცხოვრები
მოსახლეობის ხვედრითი წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში. ასეთ დროს სწრაფად
იზრდება ქალაქის მოსახლეობა.

მეორე მახასიათებელი - ხარისხობრივია და ის უკავშირდება მოცემულ ტერიტორიაზე


ქალაქური ცხოვრების წესის გავრცელებას. ამ მახასიათებლის გაზომვა ან შეფასება
უაღრესად რთული საქმეა, რადგან ჯერ კიდევ არ არის ზუსტად განსაზღვრული, რა
იგულისხმება ქალაქური ცხოვრების წესში, თუმცა ქალქში მცხორები ადამიანები
დაკავებული უნდა იყოს ისეთი საქმიანობით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთნ.

საქართველოში ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში ქალაქების მოსახლეობის


ზრდა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, უპირატესად სოფლებიდან ქალაქებში
მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის გამო, მიგრაციის ასეთ სახეს ქალაქში არამარტო
მოსახლეობის რაოდენობის, არამედ ტერიტორიული ზრდაც მოყვება. უმეტესად მიგრაცია
საქართველოში სოფლებიდან ან პატარა ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით
მიმდინარეობს, იზრდება მოსახლეობა და ქალაქი თანდათან იკავებს მოსაზღვრე
აუთვისებელ ტერიტორიას, რომელიც დროთა განმავლობაში მისი გარეუბანი ხდება.
ქალაქის გაფართოებისას მისი გავლენის ქვეშ სასოფლო დასახლებებიც ექცევა სადაც
დიდია ალბათობა როგორც საქალაქო ცხოვრების სტილის შეტანის ასევე პირიქით
სასოფლო ცხოვრების სტილის შენარჩუნების და შერწყმის თუ ამ ბოლო ვარიანტს
განვიხილავთ, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს რაოდენობრივ ურბანიზაციას იკარგება
ხარისხობრივი მახასიათებელი (ქალაქური ცხვორების წესი) და ვლინდება
ფსევდოურბანიზაციის ნიშნები.

თბილისის ურბანიზციის დონის ზრდა შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული:

• ქალაქში მეტია განათლების, დასაქმების, გართობისა და სხვა სახის მომსახურების


მიღების საშუალება;

• უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების პერსპექტივა.

ურბანიზაცია ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია. ადამიანები, ვისაც კი ამის


საშუალება აქვს, საცხოვრებლად იმ გეოგრაფიულ ადგილს ირჩევენ, სადაც უკეთესი
ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებია.

თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებს დავეყრდნობით 2030 წლისათვის


საქალაქო მოსახლეობა გაიზრდება, დაახლოებით ხუთი მილიარდით თუ 1950 წელს
გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 70% სოფლად ცხოვრობდა, გაეროს წინასწარ
გათვლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო
მოსახლეობის ამდენივე პროცენტი ახლა უკვე ქალაქებში იცხოვრებს. საქართველოში

3
ურბანიზაციის მაჩვენებელი საქართველოს ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის 2014
წლის მონაცემების მიხედვით 57 %-ია, რაც ურბანიზაციის დონის საშუალო მაჩვენებელია.

4
5
რაოდენობრივი ურბანიზაციის შედეგად ქალაქის მოსახლეობის ზრდას თან მოსდევს
გაუმართავი, პრობლემური და ხშირად უკანონო დასახლებების მშენებლობას ე.წ.
“ბიდონვილის“ მსგავსი ნაგებობები, რომლითაც თბილისი გადატვირთულია.

თბილისის მაგალითზე კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ძველი დაბალსართულიანი


შენობების გვერდით, თანამედროვე მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა. ვიღებთ
ქალაქის ცენტრს, სადაც ე.წ თანამედროვე არქიტექტურული ობიექტებისა და
მრავალბინიანი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს და გარეუბნებს, სადაც შედარებით
დაბალია სიმჭიდროვის ხარისხი და განაშენიანება. კონფლიქტების შედეგად დევნილთა
დიდი ნაკადის შემოსვლა 1990-იან წლებში და 2008 წლის მოვლენების შემდეგ, ცხადია
ასეთ შემთხვევებში ადგილი აქვს იძლებით მიგრაციას ქვეყნის შიგნით, მაგრამ
რაოდენობრივი მატება თბილისის მოსახლოების საკმაოდ დიდ პრობლემებს იწვევს.
იქმნება საცხოვრებელი ადგილების სიმცირე, რომლის პარალელურად თავს იჩენს
სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემები. გადატვირთული სატრანსპორტო
მოძრაობა თბილისში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების
მაჩვენებელს ზრდის, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აქ გასათვალისწინებელია
თბილისის რელიეფი, იგი ქვაბულში მდებარეობს, ეს კი ართულებს ქალაქში წარმოქმნილი

6
სმოგის გაფანტვას. გარდა ეკოლოგიური პრობლემისა ურბანიზაციის დონის მატებისას
თავს იჩენს სოციალური სეგრეგაცია, თუმცა საბედნიერო რადიკალური სახე არ მიუღია.

ურბანიზაციის ნეგატიური შედეგებია ეგრეთწოდებული „ქალაქური პრობლემები“


(ხმაურის მაღალი დონე, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების უტილიზაციის და
ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის პრობლემები...) რაც მჭიდროდ დასახლებული
დიდი ქალაქებისთვის უძველესი დროიდან არის ცნობილი.

თუ ურბანული ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნული


პრობლემებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ქალაქთან ახლოს,
უფრო ჯანსაღ და წყნარ გარემოში, სუფთა ჰაერზე ცხოვრებაა. რადგან მსხვილი ურბანული
ცენტრები, ინიციატივებისა და აქტივობების მიუხედავად, მაინც ყველაზე არაჯანსაღი
გარემოა ბავშვებისათვის და ოჯახები ცდილობენ, არა მარტო რამდენიმე კვირით
გაერიდონ ქალაქის დამღლელ, ხმაურიან და სამწუხაროდ, მომწამვლელ გარემოს და
დაისვენონ, არამედ საცხოვრებელი ბინა ქალაქის გარეუბანში მოიწყონ.

თუ ძველი თბილისის არქიტექტურას შევხედავთ, ფოტოებზე სრულიად განსხვავდება


თანამედროვე თბილისისაგან , რაც დროთა განმავლობაში ადამიანების მოთხოვნილების
და პოლიტიკური სისტემის ცვლილების კვლადაკვალ განსხვავებულ იერსახეს იძენდა,
თანდათან მცირდებოდა რეკრეაციული დანიშნულების სივრცეების ფუნქცია. მაგრამ
ისტორიული ქალაქის საცხოვრებელ სახლებს და შიდა ეზოებს თავისი ფუნქცია არ
დაუკაგავს.

7
მტკვრის მარცხენა სანაპირო – მოცურავე წყლის წისქვილები, მიხეილის (დღევანდელი
ზაარბრიუკენის) ხიდი, რიყის ქუჩა და ცენტრში – წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
(1812 წ.).

8
აბანოთუბნის ხედი მეტეხის ციხიდან: წინა პლანზე მოჩანს გოგირდის აბანოები, ცენტრში
– სუნიტური მეჩეთი; უკან კი ქალაქის დედაციხე, იგივე ნარიყალა (IV-XVIII სს.).

9
10
წყარო:
გ. გოგსაძე; „მოსახლეობის გეოგრაფია“ მე-2 გამოცემა „თსუ“ 2019 ISBN 978-9941-
13816-4

11
თბილისის ბუნებრივი გარემო- „მწვანე ქალაქი“

თბილისის ბუნებრივმა გარემომ ძირეული ცვლილებები განიცადა - შეიცვალა მტკვრის


კალაპოტი და მისი შენაკადები მთლიანად ან ნაწილობრივ კოლექტორებში მოექცა.
ჭალების ტყეები, ველები და ნაწილობრივ თბილისის ქვაბულის ფერდობები - რომლებიც
ხელუხლებელ ბუნებრივ გარემოს წარმოადგენდა - ინტენსიურ სამშენებლო საქმიანობას
შეეწირა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა დროს თბილისის გამწვანების
მაჩვენებელი ერთ მცხოვრებზე მაშინდელ სტანდარტს (15 კვ.მ. მოსახლეზე)
უახლოვდებოდა. დღეს თბილისის ბუნებრივი გარემო ძლიერ სახეცვილია და ადამიანის
მუდმივი უარყოფითი ზემოქმედების გამო, ვერ ახერხებს თვითგანახლებას.
დეგრადირებული გარემო ვეღარ ასრულებს ქალაქისათვის სასარგებლო ფუნქციებს,
როგორიცაა: სუფთა წყლის რესურსების შენარჩუნება, ნიაღვრებისა თუ მეწყერებისგან
დაცვა, ქალაქის უბნებისათვის გრილი ჰაერის ნაკადების მიწოდება და სხვა. შედეგად,
იზრდება ბუნებრივი კატასტროფების რისკი, გარემოს მძიმე ხარისხობრივი მდგომარეობა
უარყოფითად აისახება საქალაქო ცხოვრების დონეზე, ქალაქი ნაკლებად უსაფრთხო და
მიმზიდველი ხდება როგორც მაცხოვრებელთათვის, ასევე ვიზიტორებისათვის. ძლიერ
დაბინძურებული გარემო და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების სიმცირე უარყოფითად
აისახება ქალაქში მყოფთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

თბილისის ბუნებრივი ლანდშაფტი, განიცდის ინტენსიური სამშენებლო პროცესების


ზეწოლას: ტყეებსა და მდელოებზე, გარემოსდაცვით ზონებში, შენდება სხვადასხვა
დანიშნულების ობიექტები, ხორციელდება ინფტასტრუქტურული პროექტები,

12
გარემოსდაცვითი რეჟიმების გაუთვალისწინებლად; მტკვრის კალაპოტი ძლიერ
დაბინძურებული და დეგრადირებულია. მცირე მდინარეების უმეტესობა სრულად ან
ნაწილობრივ მოქცეულია გვირაბებში ხშირია კალაპოტის დაცვითი რეჟიმების
გაუთვალისწინებელი სამშენებლო საქმიანობა. აღნიშნულის შედეგი, სისტემატურად
გამოიხატება მძიმე სტიქიურ მოვლენებში (წყალმოვარდნები, ღვარცოფები) რომლებიც
ქალაქს მნიშვნელოვნად აზარალებს; ბუნებრივი (ან ბუნებრივთან მიახლოებული) მწვანე
სარეკრეაციო სივრცეები (ტყე-პაკები) ხელმისაწვდომია მხოლოდ გაშენებეული
ტერიტორიის გარეთ, იქამდე მისასვლელად საჭიროა ტრანსპორტი. ქალაქის
განაშენიანებულ ნაწილში არსებული საერთო სარგებლობის ღია გამწვანებული
ტერიტორიების ფართობი უკიდურესად მცირეა და მისი ერთ სულ მოსახლეზე მოსული
გათვლითი წილი არ აღემატება 3 კვ.მ-ს. თბილისის ურბანული სარეკრეაციო სისტემა,
რომელიც ძირითადად საქალაქო პარკებს და სკვერებს მოიცავს, მოწყვეტილია ბუნებრივ
გარემოს და ძირითადად დეკორატიულ ხასიათს ატარებს. თბილისის ლანდშაფტი,
ქალაქის უნიკალური იდენტობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
ესთეტიურ ღირებულებასთან ერთად, მას გააჩნია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი
ფუნქცია. ბუნებრივი ლანდშაფტი უზრუნველყოფს ქალაქს ხელსაყრელი გარემო
პირობებით. ისტორიულად, ქალაქის ნაშენი ტერიტორიები მდინარის ჭალის
ლანდშაფტებზე ვითარდებოდნენ, ხოლო შემოგარენის მთები, მაღალი დახრილობის
ფერდობებით, ქალაქის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენდა. აღნიშნული ტენდენცია,
ცალკეული გამონაკლისებით, დღემდე ნარჩუნდება. ქალაქის რელიეფური
თავისებურებები, ღრმა ხევებისა და მაღალი დახრილობის ფერდობების სიმრავლე,
ბუნებრივი გარემოს მკაცრი დაცვითი რეჟიმების დადგენის აუცილებლობას წარმოქმნიან.

ბუნებრივი გარემოს დაცვაზე და მრავალფეროვანი შიდასაქალაქო სარეკრეაციო


სივრცეების შექმნაზე ორიენტირებული საქალაქო დასახლების სინონიმია „მწვანე
ქალაქი“. ეს მიდგომა გულისხმობს ერთის მხრივ, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების
მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ, ამ გარემოს დადებითი ეფექტის
მაქსიმალურ გამოყენებას ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ამის
მისაღწევად, მწვანე ქალაქები ინდივიდუალურად, ადგილობრივ საჭიროებებიდან
გამომდინარე, აწესებენ სხვადასხვა შეზღუდვით ან წამახალისებელ ღონისძიებებს.

წყარო:

13

You might also like