You are on page 1of 2

ა.

სირაძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რომ


მოპასუხე გ. თვაურს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სესხად გაცმული
5000 ლარის გადახდა, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება 3000
ლარის ოდენობით სესხის დროულად დაუბრუნებლობის გამო
განცდილი ტკივილისათვის.სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ
გამოცხადდა მოპასუხე, რონელიც სხდომის შესახებ ინფორმირებული
იყო კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელემ მოითხოვა
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხის
გამოუცხადებლობის გამო და სარჩელ ის დაკმაყოფილება. თბილისის
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი
სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხემ გაასაჩივრა დაუსწრებელი
გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ
მთავარ სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა და ვერც
დრულლად აცნობა ამის შესახებ სასამართლოს, ვინაიდან
სასამართლო სხდომაზე მიმავალს ავტომობილი დაეჯახა და სხეულის
მძიმე დაზიანებებით სავადმყოფოში მოათავსეს. აღნიშნულის
დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა კანონით დადგენილი
წესით გაცემული ავადმყოფობის ცნობა. თბილისის საქალაქო
სასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი, გააუქმა დაუსწრებელი
გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განაახლა, ამასთან, მხარეთა
თხოვნით საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადადო.დანიშნულ
დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე.
მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა
მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო და სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლომ დააკმაყოფილა
მოპასუხის შამდგომლობა, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო
გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მხარეებს
განუმარტა, რომ განმეორებით დაუსრწებელ გადაწყვეტილებაზე
შეიძლებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანა.

შეაფასეთ სასამართლოს თითოეული მოქმედება. პასუხი


დაასაბუთეთ.

ამოხსნა:

230.1, 2

დაუსწრებელის გასაჩივრება-იმ პირის მიერ, ვის წინააღმდეგაც შეტანეს საჩივარი ,

238-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები,

პირველად გააუქმა სწრორად 210,215, 233 მუხლების მიხედვით.

229-ე მუხლი მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო (1-ლი ნაწილი)


განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა , პირველი იყო
მოპასუხის მიმართ გამოტანილი და არა მოსარჩელის მიმართ. უნდა გაომეტანა
ჩვეულებრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლბის გამო -
242(2).

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივრის განხილვას, შუალედურ


გადაწყვეტილებას, დამატებითს, დაუსწრებელს შეიძლება შეეხოს ღია კითხვა .

You might also like