You are on page 1of 1

შუშანიკის დახასიათება

შუშანიკი ქრისტიანულ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი, ბავშვობიდანვე ღვთის მოშიში და მორწმუნე


იყო.ფიზიკურად ძლიერი და ლამაზი ქალი იყო ეს რამოდენიმე მომენტში ჩანს.

„და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ
არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ:
„უბადოო და უგულისჴმოო, ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე
შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“.“

ამ ნაწილში ჩანს რომ ვარქსენს შუშნაიკის ჩორდში გაგზავნა უნდა მაგრამ შუშნაიკის სიტყვების მერე ეს
გადაიფიქრა რადგან მან იეჭვიანა შუშანიკზე. ამით კი ჩვენ ვიგებთ რომ შუშანიკი საკმაოდ ლამაზი
ქალია რის გამოც მეორედ გათხოვებას შეძლებს.

შუშანიკის ფიზიკურ სიძლიერეზე კი მისი წამებიდან ვიგებთ . როდესაც ის ეკლებიან გზაზე გამოათრიეს
მერე გაკოჭეს და ცემეს შუშანიკს ხმაც არ ამოუღია ტკივილისგან რაც მის ფიზიკურ სიძლიერესა და
გამძლეობაზე მიგვითითებს მაგრამ ნაწარმოების დაწყებისას როდესაც შუშანიკმა ვარქსენის
საქციელზე შეიტყო მან ვერ გაუძლო ძირს დავარდა და ტირილი დაიწყო ეს კი მის ემოციურ სისუსტეზე
მიგვითითებს.

შუშანიკი ასევე ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო ვარქსენს ვერ უგებდა ძალაში და გავლენაში რომელიც
შშით ქონდა მოპოვებული მაგრამ მას ის სიტყვაში ჯობნიდა და ვარქსენი თავისი ძალითაც კი ვერაფერს
ვეღარ აკეთებდა.

როდესაც დედოფალმა ვარქსენის საქციელის შესახებ გაიგო პირველი რაც გააკეთა და გადაწყვიტა
არის რომ გასცდეს სასახლეს და ეკლესიის მახლობელ სენაკში დაბინავდეს.

ის ასეც მოიქცა მოკიდა თავის შვილებს ხელი, წავიდა ეკლესიაში და დაიწყო ლოცვა:
„უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზის
ა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუქრისტჱს
ა“.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ბავშვები უკან ტაძარში გაუშვა იქ საიდანაც თვითონ გამოიქცა თვითონ კი იქვე
მახლობლად სენაკში სრულიად მარტო დაბინავდა . ამით კი მან მათზე უარი თქვა . მაგრამ სხვა გზაც არ
ქონდა რომ დაეტოვა ბავშვები ვარქსენი მათაც აწამებდა და ამისტის მათ ვერ გაწირავდა . მაგრამ
ერთადერთი რაც მე მის დედობაში არ მომეწონა ამის შემდეგ მისდამი დამოკიდებულება იყო მათ
მიმართ შუშანიკმა იცოდა რომ ვარქსენი მათ ყველავარიანტში რელიგიის შეცვლას აიძულებდა და
მაინც გაუშვა. იმის მერე რაც მათ რელიგია შეიცვალეს მათი სახელის გაგონებაც არ უნდოდა და
ბავშვებიც ვერ ბედავდნენ მის ციხეში მონახურებას. მის მაგივრად მე რომ ვყოფილიყავი რელიგიის
გამო თავს არ გავწირავდი და ბავშვებს ვარქსენის იმედად არ დავტოვებდი .

როგორც დედოფალი შუშანიკი ყველას ძალიან უყვარდა. ყველა მზად იყო მის გამო თავი გაეწირა მის
თავს სხვაზე მაღლა არასდროს არ აყენებდა და შვილებივით ზრდიდ ა. მაგრამ ამ ომში მას მარტო
მოუწია ბრძოლა რადგან მხარს ვარქსენის შიშით ვერავინ ვერ ბედავდა მას თავნათლივ გვერდში
დადგომოდნენ. ქრისტიანულ წოდებასაც იმ დროისთვის არ ქონდა ისეთი სახელი და გავლენა
ქვეყანაზე რომ ვარქსენთან დაეცვათ და შეპასუხებოდნენ ერთადერთი ვინ ამას ბედავდა მხოლოდ
დიაკვანი იყო. ყევლაზე დაბალი ფენა რადგან მათ დასაკარგი არაფერი არ ქონდათ . ხუცესები და
დიაკვნები ეპისკოპოსებს ძალიან უფრთიხლდებოდნენ რადგან ისინი ბიზანტიის იმპერიასთან
დამაკავშირებელი ადამიანები იყვნენ.

საბოლოო ჯამში შუშანიკი ყველანაირად იდიალური ადამიანი იყო.

You might also like