You are on page 1of 11

პირველი კვირა : მეწამეობის არსი და ეკოსისტემა.

გამოწვევები და
შესაძლებლობები.

ერიკ რისი. წარმატებული სტარტაპი. გვ. 23-33; 34-47; 47-52

განმარტება: მეწარმე. ადამიანი, რომელიც იღებს თავის თავზე რისკებს


და შესაძლებლობებს ბიზნესის შექმნისა და მართვისათვის.

რიკი გრიფინის განმარება. ხიუსტონის უნივერსიეტი

----------------------------------------------------------------------------------------

მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) არის Lean


Startup- ის კონცეფცია, რომელიც ხაზს უსვამს სწავლის გავლენას ახალი
პროდუქტის განვითარებაში. ერიკ რისმა განსაზღვრა MVP, როგორც
ახალი პროდუქტის ის ვერსია, რომელიც გუნდს საშუალებას აძლევს
შეაგროვოს მაქსიმალური ოდენობით დამოწმებული ცოდნა
მომხმარებლების შესახებ, ყველაზე მცირე ძალისხმევით.

A minimum viable product (MVP) is a concept from Lean Startup that stresses
the impact of learning in new product development. Eric Ries, defined an MVP as
that version of a new product which allows a team to collect the maximum
amount of validated learning about customers with the least effort.

ეკონომიური სტარტაპის მეთოდის პრინციპები:

გვ.28. ერიკ რისი. 1. მეწარმის ცნება მოიცავს ყველას ვისაც აქვს


სტარტაპი ჩემეული გაგებით - ანუ ორგანიზაცია, რომელიც
სრული განუსაზღვრელობის პირობებში ქმნის ახალ
პროდუქტსა და სერვისებს.

გვ.28. ერიკ რისი. 2. მეწარმეობის ცნება. მეწარმეობა


მენეჯმენტის ნაირსახეობაა. სტარტაპი ორგანიზაციაა და არა
1
მხოლოდ პროდუქტი. შესაბამისად მასახალი ტიპის -
უკიდურეს განუსაზღვრელობასთან საგრძნობლად
ადაპრირებული მენეჯმენტი ესაჭიროება.

ჩემი განმარტება ინტრპრეტაცია: მეწარმე - Entrepreneur –


განმხორციელებელი ან წამომწყებები

მეწარმეობა - Entrepreneurship -
განმხორციელებლობა ან წამოწყების საქმე.

გვ. 28. 3. ფაქტებით დადასტურება. ექსპეიმენტის მეშვეობით,


ბიზნესის თვითოეული ელემენტის პრაქტიკაში გამოცდა.

გვ. 28. 4. შექმნა-შეფასება-სწავლის ციკლი. სტარტაპის


უმთავრესი ამოცანაა იდეების პროდუქტად გარდაქმნა.
მომხმარებელთა რეაქციის შეფასება.

გვ. 34. თავი პირველი. სტარტაპი. სამეწარმეო მენეჯმენტი.

გვ.40. სტარტაპის მიზანია - გაარკვიოს რა ესაჭიროება ბაზარს


და რაში გადაიხდიან კლიენტები ფულს. მერე კი უმოკლეს
ვადაში უნდა შექმნას ეს პროდუქტი.

გვ. 49. მეწარმეობის ტერმინში ვატევ სტარტაპების მთელ


ეკოსისტემას - კომპანიის მაშტაბების სექტორისა თუ
განვითარების სტადიის განუხრელად.

2
გვ. 38, ქვეთავი: ეკონომიური სტარტაპის წარმოშობა.

ეკონომიური სტარტაპის ჩემს მიერ შემუშავებული სისტემის


სახელწოდება ტაიჩი ონოსა და სიგეო შინგოს მიერ კომპანია
Toyota-ში შემუშავებული ეკონომიური წარმოების
რევოლუციური კონცეფციიდან იღებს დასაბამს.

ეს სისიტემა შედგება შემდეგი პრინციპებისაგან:

1. ცალკეული თანამშრომლების ცოდნისა და შემოქმედებითი


მუხტის გამოყენება.
2. მომარაგების შემცირება.
3. ზედმიწევნით დროული წარმოება.
4. საქქონლის მარაგების კონტროლი.
5. საწარმოო ციკლის დაჩქარება.

გვ. 38. წარმატების საზომად როგორც წესი ტრადიციულად


ხარისხიანი საქონლის გამოშვების უნარი მიიჩნევა.
„ეკონომიური სტარტაპი“ ეფუძნება შეფასების სხვა
კრიტერიუმს , რომელსაც ეწოდება „ფქტებით
დადასტურება“. ამგვარი მიდგომა გვეხმარება
აღმოვფხვრათ ნებისმიერი სახის დანაკარგი, რაც
მეწარმეობის უმთთავრესი თავსატკივარია.

გვ.38, მეწარმეობის ყოვლისმომცველი თეორია უნდა


მოიცავდეს ახლად შექმნილი კომპანიის ყველა ფუნქციას:
1. ხედვასა და კონცეფციას.
2. პროდუქტის შემუშავებას.

3
3. მარკეტინგსა და გაყიდვებს
4. ბიზნესის გაფართოებას.
5. პარტნიორულ ურთიერტობასა და დისტრიბუციას.
6. სტრუქტურებსა და ორგანიზაციულ პროექტირებას.
7. ის უნდა იძლეოდეს უკიდურესი განუსაზღვრელობის
პირობებში სტარტაპის განვითარების შეფასების
მეთოდს.

ეკონომიური სტარტაპის ყოვლისმომცვლელი თეორია


უნდა იქცეს განვითარების გზამკვლევად იმ საკთხების
გადაწყვეტაში რომელთა წინაშეც მუდამ დგანან
მეწარმეები:
 როდის ჩადონ ან არ ჩადონ ინვესტიცია პროცესში.
 როგორ შეიმუშაონ, დაგეგმონ და შექმნანან
ინფრასტრუქტურა
 როდის იმოქმედონ დამოუკიდებლად და როდის
ეძებონ პარტნიორები.
 როგორ და როდის უნდა მოახდინონ ბიზნესის
გაფარტოება.
 გვ.39. ასეთი მიდგომა მეწარმეებისათვის შემოწმებას
დაქვემდებარებული პროგნოზირების საფუძვლად
უნდა იქცეს.

გვ.39. მაგ. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა გირჩევთ


კომპანიის ფუნქციონალურ გნყოფილბებად
დანაწევრების ნაცვლად, სადაც ადამიანები

4
ვიწროდსპეციალიზირებულ სფეროებზე აგებენ
პასუხს, შექმნათ მრავალფუნქციური ჯგუფები და
დააკისროთ მათ პასუხისმგებლობა ე.წ. სწავლის
ეტაპზე.

გვ.39. ამგვარად განვითარება, ყოველთვის იწვევს


სკეპტიკურობას. მაგრამ ასეთი პროგნოზები
თავითავად მომდინარეობს ეკონომიური სტარტაპის
თეორიიდან.
გვ.39 თუკი ადამიანები მუშაობის ეფექტურობას
მხოლოდ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში
აფასებენ, ცხადია წარმატებულად ჩათვლიან იმ
იდეებს, როცა დილიდან საღამომდე მშვიდად
აკეთებენ თავიანთ საქმეს ოფისში.
გვ.40, სტარტაპები ხშირად გვთავაზობენ ისეთ
პროდუქტებსა და სერვისებს , რომლებიც არავის
სჭირდება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს
ისინი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში აკეთებენ
თუ არა, რასაც აკეთებენ.

გვ41. „მანქანის და რაკეტის სამეწარმეო ალეგორია“.

ისევე როგორც მანქანას, ძრავა გააჩნია სტარტაპსაც.


ყველა სახის საწარმო, ეს იქნება მომსახურება,
წარმოება თუ სვა, ზრდის ერთნაირი მექანიზმით
გამოირჩევა. პროდუქტის თვითოეული ახალი ვერსია,

5
ყოველი ახალი მახასიათებელი და ახალი
მარკეტინგული პროგრამა - ზრდის მექნიზმის
გაუმჯობესების მცდელობაა.
გვ. 43, მიდგომა, რომელსაც გვთავაზობს რიდსი,
სტარტაპის ავტომობილივით „მართვას“ გვასწავლის.
ვარაუდებზე დაფძებული გეგმების ნაცლად , თქვენ
შეგეძლებათ გამუდმებით ცვალოთ კურსი „საჭის“
ოდნავ მოტრიალებით. სწორედ ამას ეწოდება „შექმნა-
შეფასება-სწავლის„ უკუკავშირის ციკლი.

ჩემი განმარტება: „ინოვაცია“ - სიახლე წარმოების,


მომსახურების და აგრეთვე ნებიმიერ სხვა სფეროში,
რომელიც მოთხოვნადია ბაზარზე.

გვ. 46, „ნოვატორები“ - მსხვილ კომპანიებში მომუშავე


ნოვატორებიც (ერიკ რისის მიხედვით) ერთგვარი
მეწარმეები არიან და მათაც განსაკუთრებული
სამეწარმეო მენეჯმენტი ესაჭიროებათ.

გვ.49, „მეწარმის“ ტერმინში ეტევა სტარტაპების


მთელი ეკოსისტემა (სამეწარმეო ეკონომიკური
სსისტემა) - კომპანიის მაშტაბების , სექორისა და
განვითარების სტადიის განურცევლად.

6
ჩემი. განმარტება - „სამეწარმეო ეკონომიკური
სსისტემა“ ანუ „ეკოსისტემა“ მოიცავს შემდეგ რვა
შემადგენელს:
1. ხელმისაწვდომი ბაზრები
2. ადამიანური კაპიტალი/ სამუშაო ძალა
3. ფონდები და ფინანსები
4. ხელშემწყობი სისტემები/მენტორები
5. მთავრობა და მარეგულირებელი ჩარჩო.
6. განათლება და ტრენინგი
7. ძირითადი უნივერსიტეტბი, როგორც
კატალიზატორები.
8. კულტურული მხადრაჭერა.

გვ. 49. „ თუ მეწარმე ვარ რა არის სტარტაპი“

გვ.49, „ სტარტაპი“ არის დაწესებულება , რომელიც სრული


განუსაზღვრელობის პირობებში ქმნის ახალ პროდუტსა თუ
სერვისს. სტარტაპის პროდუქტი ინოვაცია უნდა იყოს.

სიტყვა დაწესებულება არის ნახმარი იმ მნიშვნელობით, რომ


სტარტაპის საწარმო უნდა სეიქმნას თავიდან ორგანიზაციის
(ანუ პროექტის სახით).

7
გვ.51, თუ ახლადშექმნილი ბიზნესი წარმატებით იმეორებს
ადრინდელ ბიზნესს და არის მომგებიანი, მას ვერ ვუწოდებთ
სტარტაპს, რადგანაც მისი პროდუქტი არ არის ინოვაცია.

გვ. 53 Snaptax-ის სტარტაპის ისტორია.

გვ. 53, Snaptax-ის სტარტაპი შექმნა Intuitis კომპანიამ როგორც


ახალი პროდუქტი. ამ პროდუქტის მეშვეობით შესაძლებელი
ხდებოდა ხელფასის დაბეგვრის მონაცემთა წლიური ჯამი,
ავტომატიზაციის მეშვეობით გაემარტივებინათ.

შემდეგ დაიხვეწა ტექნოლოგია და W-2 ფორმის ხელფასის


ანგარიშის, ტელეფონით გადაღებული სურათით 1040 EX
ტიპის საგადასახადო დეკლარაციათა უმეტესობის ავტომატური
შევსება. 2011 წელს ეს სიახლე ამოქმედდა მთელი ქვეყნის
მასშტაბით. სამი კვირის განმავლობაში კომპანიის ახალი
სერვისი 35000 ჯერ ჩამოიტვირთა. სწორედ ასეთ ინოვაციებს
ველით სტარტაპებისაგან.

გვ. 55, მსხვილ კომპანიებში მეწარმეობის განვითარება


უმაღლესი ხელმძღვანელობის საქმეა. Intuit-ის კომპანია თავისი
Snaptax-ის წარმატებას მენეჯმენტის ახალი პარადიგმის
(ნიმუშის) აუცილებლობის დროულ აღიარებას უნდა
მიაწერდეს. მაგრამ ამ აუცილებლობის გააზრებას წლები
დასჭირდა.

ეკონომიური სტარტაპი 7000 ადამიანისთვის.

8
გვ. 55. 1983 წლს Intuit-ის დამფუძნებელმა სკოტ კუკმა
კომპანიის მეორე დამაარსებელთან ტომ პრუსთან ერთად,
პირადი საბუღალტრო აღრიცხვის კომპიუტერით წარმოების
რადიკალური იდეა გამოთქვა. 10 წლის შემდგომ ფირმამ
აქციები გამოუშვა და ამით შეძლო გიგანტი მეტოქის Microsoft-
ის შემოტევის მოგერიება. ვენჩურული კაპიტალის მეშვეობით
(ჯონ დუერი) Intuit-მა ფართო დივერსიფიკაცია განახორციელა
ანუ ვენჩურული კაპიტალის ჩადებით Intuit შევიდა Fortune
1000-ში. თუ გავითვალისწინებთ, რომ Fortune1000 არის
ფირმების ქსელი, რომელიც მოიცავს თითქმის მთელს აშშ-ს
ტერიტორიას, მივხვდებით, რომ Intuit-მა მიიღო
შესაძლებლობა პოპულარული პროდუქტები (Snaptax და სხვა
პროდუქტები) ბაზარზე ინტენსიურად მიეწოდებინა.

გვ.56, 2002 წლს კუკი უკმაყოფილო იყო. Intuit-ს შესანიშნავი


მენეჯმენტი ჰყავდა, მაგრამ კომპანიის მდგომარეობის
შესწავლისას მან დაინახა რომ „მისი და მისი კომპანიის
მენეჯმენტის ძირითადი პარადიგმა (ნიმუში) ხელს უშლიდა
ინოვაციის შექმნის უწყვეტ პროცესს, რომელიც აუცილებელია
თანამედროვე ეკონომიკის პირობებში.

გვ.56, ამ პირობებთან გასამკლავებლად სკოტი და ბრედი Intuit-


ის სათავეებს უბრუნდებიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ
იმისათვის, რათა კომპანიის თვითოეული ქვედანაყოფის
თანამშრომლები მეწარმეობის სულისკვეტებით განიმსჭვალონ
და რისკს არ შეუშინდნენ.

9
გვ. 58, სწორედ მაშინ ხდებიან ადამიანები მეწარმეები, როდესაც
ცდიან და სწავლობენ. ამიტომაც ვცდილოთ ცდის მეთოდების
დანერგვას ყველა ქვედანაყოფში. ასეთი მეთოდია მაგ
ვებგვერდის საშუალებით ტესტირება. ვებ გვერდი ყველა
კომპანიას აქვს. სულაც არ გვჭირდება მაღალი ტექნოლოგიები
ტესტირების სწრაფი ციკლის დასანერგად. თუმცა ასეთი
ცვლილებების განხორციელება ადვილი არ არის, რადგან
კომპანიას ყავს მუდმივი კლიენტები და ინვესტორები,
რომელთაგანაც ერთნი მათგანი მარალი დონის მომსახურებას,
მეორენი კი მოგების ზრდას მოითხოვენ.

გვ. 58, პრობლემას მუშა ჯგუფები და მეწარმეები როდი ქმნიან.


პრობლემები უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებიდან
იწყება.

გვ.60, ბრენდმა ახსნა რა კრიტერიუმით აფასებს Intuit-ი


ინოვაციის წარმატებას. მათ მხოლოდ ორი მაჩვენებელი
აინტერესებთ:

1. იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებიც მოიხმარენ ჯერ


კიდევ სამი წლის წინ არარსებულსებულ პროდუქტებს.
2. . ჯერ კიდევ სამი წლის წინ არარსებული პროდუქტებიდან
შემოსული მოგების პროცენტული წილი.

გვ.61, უნდა შევუდგეთ ისეთი სამწარმეო კულტურისა და


სისტემების შემუშავებას, რომლებშიც გუნდები ექსპერიმენტის
სისტემის სიჩქარით შეძლებენ განვითარებასა და სიახლეების
შექმნას.
10
11

You might also like